თუ კიდევ ილოცებ, იტირებ, უფრო მეტს გაიგებ
თუ კიდევ ილოცებ, იტირებ, უფრო მეტს გაიგებ
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა. უდაბნოში ხეტიალისას ერთ მამას შეხვდა. "სად მიდიხარ, მამაო?" - ჰკითხა ვაჟმა. "იქ, სადაც შენ", - უპასუხა ბერმა. ერთად გაუყვნენ გზას. დიდხანს იარეს უდაბნოში და დანიშნულების ადგილას მიაღწიეს. უცნობი მამა გაუჩინარდა. მაკარიმ ტირილი და ვაება დაიწყო. უეცრად ის მამა კვლავ გამოეცხადა და უთხრა: "მე მთავარანგელოზი რაფაელი ვარ. ადიდე ღმერთი, რამდენადაც შენ განვლე პირქუში ადგილნი და ნათელ მიწაზე გახვედიო". მთავარანგელოზი კვლავ უჩინო შეიქმნა. ხუთი დღის სიარულის შემდეგ მაკარიმ ერთი მღვიმე მოძებნა მოსაგრეობისთვის. გავიდა წლები. მამა მაკარი ერთიანად გათეთრდა. წვერი მუხლამდე სცემდა. ერთხელ ის სიძვის ეშმაკმა გამოსცადა. ბერი მალევე მიხვდა თავის შეცდომას და მწარედ მოინანია. გადაწყვიტა მღვიმიდან წასულიყო. მთავარანგელოზი რაფაელი გამოეცხადა და ჰკითხა:

- სად მიდიხარ, მამაო?

- გავრბივარ იმ ადგილიდან, სადაც შევცოდე.

- ერთი განსაცდელის დათმენა არ შემიძლია? დაბრუნდი უკან, შენს კელიაში.

- ვინ ხარ, ჩემო ბატონო?

- მე მთავარანგელოზი რაფაელი ვარ, რომელმაც აქ მოგიყვანე.

ეს თქვა ანგელოზმა და უჩინო შეიქმნა.

ღირსმა მაკარიმ მღვიმეში მოიდრიკა მუხლნი ლოცვისთვის და ორმოცი დღე არ წამომდგარა. ხოლო როცა წამოდგა, ირგვლივ განათდა და იხილა ნათლით მოსილი ყმაწვილი ოქროს გვირგივნოსანი, რომელიც საოცარი ხმით გალობდა. როგორც კი მან გალობა შეწყვიტა, მღვიმე კეთილსურნელებით აივსო.

***
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა. მამათა სწავლებით, მთავარანგელოზი, როგორც საღვთო ცეცხლის ბრწყინვალება, არის განმანათლებელი ურწმუნოთა და გონებადაბნეულთა. ქრისტეშობამდე V საუკუნეში გამოეცხადა იგი ღვთისმოშიშ და განსწავლულ მღვდელს ეზდრას, რათა ეპასუხა, თუ როგორი იქნებოდა ამ სამყაროს აღსასრულის ნიშნები. "ამ ნიშნების თქმის უფლება მომეცა, - ბრძანა მთავარანგელოზმა, - თუ კიდევ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა და შვიდი დღე იმარხულებ, უფრო მეტს გაიგებ". ყოველი ღამის საუბრის მერე მთავარანგელოზი ახსენებდა მღვდელს: "განუწყვეტლივ ევედრე ზენაარს და მე კვლავ მოვალ შენთან სასაუბროდო" (III ეზდრა 9,25). იგი გახლავთ მცველი სამყაროს საიდუმლოთა. ერთხელ უთხრა ეზდრას: "ამ წუთისოფელს ჩასწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?.. სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ. თუ მათგან ერთზე მაუწყებ რასმე, გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული". საოცარია მთავარანგელოზ ურიელის მიერ ეზდრასთვის ნათქვამი სიტყვები: "რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები, რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი. ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული, რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე... ამიტომ თუ არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი".

***
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება. მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, მთავარანგელოზი სალათიელი გამოეცხადა აგარს, როცა აბრაამმა ის ვაჟთან ერთად სამშობლოში, ეგვიპტეში გაგზავნა. აგარს უდაბნოში გზა აებნა, წყალიც გამოელია. შეწუხებულმა დედამ შვილი ბუჩქის ქვეშ დატოვა - არ მინდა შვილის სიკვდილი ვნახოო. ბავშვმა ტირილი ატეხა. უფალს შეესმა ყრმის ტირილი... უფლის ანგელოზმა მოუწოდა აგარს: - რა დაგემართა, აგარ? ნუ გეშინია. ღმერთს აქედან ყრმის ტირილი მოესმა. ადექი, მოჰკიდე ყრმას ხელი... ღმერთმა აუხილა თვალნი აგარს და მან დაინახა ჭა. ჭურჭლით ამოიღო წყალი და ყრმას შეასვა. ამგვარად, ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა, შეეწეოდა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა.

***
მთავარანგელოზი იეგუდიელი (დიდება ღვთისა). მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი. წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გარდამოცემის მიხედვით, ღმერთმა მთავარანგელოზი იეგუდიელი გამოაგზავნა, რათა წინ გასძღოლოდა ერთ ჭეშმარიტად ღვთის თაყვანისმცემელ ერს, ისრაელს, როცა ის წარმართთა მიწებს იპყრობდა. ორმოცდღიანი მარხვისა და ლოცვის მერე წმინდა მოსე წინასწარმეტყველი სინას მთაზე ავიდა, სადაც უფალმა სჯული მისცა. მოსემ ხალხს გადასცა უფლის ნათქვამიც: აჰა, ესერა წარვავლინო ჩემი ანგელოზი წინაშე შენსა, რათა დაგიცვას გზაზე და შეგიყვანს იმ მიწაზე, რომელიც აღგითქვი. "ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა შეგინდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა" (შესაქმე 23,20-21). უფალმა განუცხადა ადამიანებს, რომ არა მარტო კაცს, არამედ ხალხსაც სჭირდება შეწევნა ღვთის ანგელოზისგან, იმ ადგილისკენ მიმავალთ, "რომელი განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა" (1 კორ. 2,9)

***
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი. მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, ორ ანგელოზთან ერთად იგი გამოეცხადა მამამთავარ აბრაამს მამრეს მუხასთან. თვითონ უფალმა თავისი ზეციური ელჩობით სიმბოლურად გამოხატა ღვთის სამპიროვნება და განუმტკიცა ადრინდელი აღთქმა აბრაამს. მერე კი მთავარანგელოზი ვარაქიელი უფლის სხვა ანგელოზთან ერთად გაეშურა ქალაქ სოდომში და გამოიყვანა აბრაამის ძმისშვილი ლოთი, ვიდრე უფალი ამ ქალაქს თავს რისხვას დაატეხდა.

ამგვარად, მართალი ლოთი და ბიძამისი, პატრიარქი აბრაამი, მთავარანგელოზ ვარაქიელის სტუმრობით, ღირსი შეიქმნენ ღვთის განსაკუთრებული წყალობისა და კურთხევისა, სწორედ ამგავრადვე ითარგმნება მისი სახელი: "კურთხევა ღვთისა".

***
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი და ამცნო, რომ ქალაქის სიახლოვეს აღმართული გარგანის მთა აირჩია თავის სამკვიდრებლად, რომ დაიცავდა და დაეხმარებოდა მასთან ლოცვით მისულ ადამიანებს. მალე ქალაქს თავს ნეპოლელი ავაზაკები დაესხნენ. მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ეპისკოპოსს და შეწევნა აღუთქვა. მართლაც, მეორე დღეს გარგანის მთის წვრზე იხილეს ცეცხლი, კვამლი და ჭექა-ქუხილი მოესმათ, როგორც ერთ დროს სინაზე. თვით მთავარანგელოზი ზემოდან მოსრავდა მტერს მეხთატეხით. სიპონტის მოქალაქეებმა გაიმარჯვეს. მათ მადლობა შესწირეს უფალს და მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე ეკლესიის აშენება მოისურვეს. წმინდა მიქაელი კვლავ გამოეცხადა ეპისკოპოსს და აუწყა, რომ მთაში მან თავისთვის განიმზადა ტაძარი. მართლაც გარგანის მთაზე იხილეს ერთი მღვიმე, ქვაში გამოკვეთილი პატარა საყდრით. საკურთხევლიდან წყარომ ამოხეთქა, რომლის წყალიც მრავალ სნეულებას ჰკურნავდა. ამ ქალაქს დღეს მონტე-სანტ-ანჯელო ჰქვია.

***
იმპერატორ ტრაიანეს დროს ილიოპოლისში ერთი უმშვენიერესი ქალწული ცხოვრობდა, სახელად ევდოკია. მაგრამ მის სილმაზეს უმანკოება არ სდევდა და ევდოკია სურვილების დაკმაყოფილების ფართო გზას დაადგა. მალე ცოდვიანმა ცხოვრებამ იგი ძალზე მდიდარი გახადა. მაგრამ უფალმა ის შეიწყალა და სინანულად მოაქცია. ერთ ღამეს მისი სახლის ახლოს ერთი ბერი გაჩერდა და ხმამაღლა საშინელ სამსჯავროზე იწყო წიგნის კითხვა. ევდოკიას არ ეძინა და ყველაფერი მოისმინა. დილით მონაზონს მოუხმო და სთხოვა, სინანული ესწავლებინა. მონაზონმა ურჩია: "ერთი კვირა ჩაიკეტე შენს ოთახში, იმარხულე, ილოცე და ცრემლებით ღმერთს ცხონება შესთხოვეო". შემდეგ ღამეს ქალმა ნათელმოსილი ჭაბუკი იხილა, რომელმაც ხელზე ხელი მოჰკიდა და ზეცად აიყვანა. იქ უამრავ თეთრი სამოსით შემოსილ ადამიანს შეხვდა. უეცრად მის წინ კბილების ღრჭენით შავი გოლიათი აღიმართა და თქვა:

- მე პატარა ურჩობისთვის სამოთხიდან გამოვიდევნე, შენ კი, მთავარანგელოზო, იქ აგყავს ის, ვინც ამდენი ხალხი შებილწა?

- კეთილინება ღმერთმა, ასე მოექცეს მონანულებს, - გაისმა ხმა ენით გამოუთქმელი ნათლიდან. იმავე ხმამ თქვა: - წაიყვანე, მიქაელ, ეგ თავის სახლში. დაე, თავისი ღვაწლი აღასრულოს და მე თვითონ დავეხმარები მთელი ცხოვრების მანძილზეო.

როცა ისინი უკან დაბრუნდნენ, ევდოკიამ ჰკითხა:

- გამიმხილე, ბატონო, ვინ ხარ?

- მე ღვთის მთავარანგელოზი ვარ. მონანულ ცოდვილებს ვიღებ და მიმყავს საუკუნო ცხოვრებაში. ცაში დიდი სიხარულია ხოლმე თითოეული მათგანის გამო.

ეს რომ თქვა, ქალს ჯვარი გადასცა და ცაში აფრინდა. ამის მერე ევდოკიამ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ მონაზვნად აღიკვეცა და ბოლოს, ქრისტიანების დევნისას, მოწამის გვირგვინიც მიიღო.

***
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები დაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო. არც მოსახლეობას სძინავს, ტაძარში შეკრებილნი ღმერთს და მის მთავარანგელოზს შეწევნას სთხოვენ. ძლიერი ქარი ამოვარდა. უზარმაზარი ტალღები სანაპიროს აწყდება. "ღვთისმშობელო, წმინდაო მთავარანგელოზო, გვიშველე!" - მდაბლად ლოცულობენ კუნძულის მკვიდრნი. "მოგვიახლოვდნენ, მოგვიახლოვდნენ", - ყვირის ღამის დარაჯი. ყველა ძრწოლამ აიტანა. თურქული ფრეგატი ტალღებს მოაპობს. გავიდა ერთი საათი. სუნთქვაშეკრული ხალხი ელოდება, - საცაა, ურწმუნოების ხმას გავიგონებთო, მაგრამ ხმა არ ისმის.

ლოცვა განთიადამდე გაგრძელდა. ქარიც ჩადგა. ხალხმა ზღვისკენ გაიხედა - ზღვა გემების ნამსხვრევებით იყო მოფენილი. წყალს უამრავი გვამი გამოერიყა. ერთადერთი გადარჩენილი თურქი ფეხზე წამოდგომას ამაოდ ლამობდა. თურქს გარს შემოერტყნენ. მან შიშით მიმოიხედა და იკითხა: - თქვენი სარდალი სად არისო. ხალხი გაოცდა, - რას კითხულობო. მაშინ თურქმა, რომელიც ხომალდების მეთაური აღმოჩნდა, თავის უბედურებაზე მოუთხრო:

- როცა ნავსადგურში შემოვედით, ზღვა აბობოქრდა, ჩვენი გადაყლაპვა მოისურვა. ვხედავდი, როგორ იმსხვრეოდა ხომალდები და ვერაფერს ვშველოდი. უეცრად უზარმაზარი კაცი გამოჩნდა და ყველას მახვილით დაუწყო ხოცვა. მთელი ჩემი მხედრობა უწყალოდ გაჟლიტა... მაშინ მის წინ მუხლებზე დავემხე და ვთხოვე, არ მოვეკალი ამ მოჩვენებას, რომლის მახვილიც ელავდა. ვინ არის ეს თქვენი ღვთაებრივი სარდალი? მინდა თაყვანი ვცეო.

ხალხმა თურქი ეკლესიაში შეიყვანა და ყველა ხატი აჩვენა. უეცრად ის მთავარანგელოზ მიქაელის ხატის წინ დაემხო!..

მადლიერმა თურქმა ეკლესიას ზარი შესწირა, რომელიც დღემდე შეგვახსენებს ამ კუნძულის სასწაულებრივ გადარჩენას.

***
ბიზანტიაში, IX საუკუნეში, მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, სახელად მარკიანე. ავად გახდა. ექიმებისთვის არ მიუმართავს, განკურნებას მხოლოდ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელს ევედრებოდა და მიიღო კიდეც. ერთხელ მარკიანე მძიმე ავად გახდა. მთავარანგელოზმა იგი გამოსცადა და არ განკურნა. მეგობრები და ნათესავები ეუბნებოდნენ, ექიმს მიაკითხეო, მაგრამ ავადმყოფი უარობდა. მაშინ თვითონ წავიდნენ ექიმთან, მან მალამო გამოატანა - მძინარეს სცხეთო. მეგობრები ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდნენ და მალამო ჩუმად ამოუდეს ბალიშის ქვეშ მამა მარკიანეს, რომელსაც ტაძრის კარიბჭეში ეძინა.

ღამით მეგობრებს ჩაეძინათ. მამა მარკიანეს კი ლოცვისას მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა - ეკლესიის საკურთხევლის სამეუფეო კარიდან ორ დიდებულ ჭაბუკთან ერთად გამოვიდა. მიუახლოვდა სნეულს, ბალიშიდან მალამო გამოაძრო და ბერს ჰკითხა: - ეს რა არისო? არ ვიციო. მაშინ მთავარანგელოზმა ჭაბუკებს უთხრა: - წაიღეთ ეს წამალი და იმ ექიმის ბალიშის ქვეშ ამოდეთ, ვინც დაამზადაო. მერე თავისი ხატის წინ მდგარი ლამპრიდან ზეთი აიღო და მამა მარკიანეს სცხო, რომელიც მაშინვე განიკურნა. დილით, ცისკრის ლოცვაზე მარკიანე სრულიად განკურნებული იხილეს და მისგან სასწაულზე მოისმინეს. მღვდელი მაშინვე ექიმის სახლში წავიდა. მძიმე ავადმყოფი დახვდა. ექიმმა მარკიანეს განკურნება რომ გაიგო, მთავარანგელოზ მიქაელის მონასტერში წამოვიდა. მთელი დღე ტაძრის ბჭეში იწვა და საღამოს სრულიად განიკურნა! შინ აღარ დაბრუნებულა, დარჩა სავანეში, რომელსაც მთელი თავისი ქონება შესწირა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat