იცოდე, უკან ნუ დაიხევ, მონასტერი შენი სახლია
იცოდე, უკან ნუ დაიხევ, მონასტერი შენი სახლია
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამები: მათე, ლეონტი და დანიელი. მამა ლეონტიმ, როცა ჩემს თანამოსაგრეებს მიმართავდა, იცოდა, რომ მათ თავმდაბლური გულისთქმები ჰქონდათ. ერთმა ძმამ ჰკითხა, როგორ შეიძლება მოვიპოვო გონისმიერი ლოცვაო. ბერმა უპასუხა:

- აი, შენ მზარეულის თანაშემწე ხარ. თუ გინდა, რომ ღირსი შეიქმნა გულისმიერი ლოცვის ნიჭისა, გაიხსენე წმინდა ევფროსინე - მზარეული, რომელიც ყველაფერს დაითმენდა და ღირსი შეიქნა, სამოთხის ვაშლები დაეკრიფა და იღუმენისთვის მიერთმია.

გაიხსენე წმინდა გრიგოლი პლამა. ესთიგმენუს მონასტრის წინამძღვრობისას, ერთხელ, ფსალმუნის კითხვისას, ტაძრიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა. მზარეულს ჩასძინებოდა და კერძი, საცაა, დაეწვებოდა. ქვაბს ხელი კოვზივით მოურია.

მამა ლეონტი მზარეულის ხელოვნების მაგალითით ასწავლიდა გულისმიერ ლოცვას.

- როგორც ეს ქოთანი დგას ცეცხლზე, ასეა თავმდაბალი მონაზვნის გულიც, ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლით ანთებული, ივიწყებს ყველაფერს, ფიქრობს მხოლოდ უტკბეს სასიძოსთან შეერთებაზე.

როგორც იმ მზარეულს უყურადღებობით ჩაეძინა კერიის პირას, ასევე, თავდაჯერებული და უწესო მონაზონი აცამტვერებს ლოცვას ქედმაღლობისა და ეგოიზმის ვნებებით; როგორც წმინდა გრიგოლი მივიდა თავმდაბლად და კერძი დაწვას გადაარჩინა, ასევე მორჩილი, რომელიც ემორჩილება მოძღვრის რჩევებს, არ უშვებს თავის სულში - ამ სულიერ ქოთანში მყრალ ვნებებს.

თუ გინდა მოიპოვო გულისმიერი ლოცვა, უნდა შეინახო მორჩილება, მონურად დაემორჩილო იღუმენს და მისი ერთგული იყო ყოვლითურთ. მაშინ ღირსი შეიქნები გულისმიერი ლოცვისა, რაც ღვთისმეტყველების წყაროდ გექცევა გულში.

მახსოვს, დიდმარხვაში ერთი მოსაგრე წვიმის გამო ამ მოსაგრეებთან დარჩა. მზაკვარი იყო და თავისი მზაკვრობით სურდა, ეთქმევინებინა სულიერ მუშაკობაზე. ორი საათის ლოდინის მერე მოესმა შიშველი ფეხების ხმა. დაინახა, რომ სამივენი: მამა ლეონტი, მამა მათე და მამა დანიელი ზედა სართულზე ადიოდნენ.

მათ აანთეს სანათი და ხმამაღლა იწყეს კითხვა წმინდა წერილისა. როცა წარმოთქვეს: "თავდაპირველად ჰქმნა ღმერთმა ცა და მიწა, - იწყეს ტირილი და მსჯელობა: - რას ამბობს ასოები ამ სიტყვისა: თავდაპირველად ჰქმნა ღმერთმა ცა და მიწა? მან თავდაპირველად შექმნა წმინდა ანგელოზთა ზეციური დასნი, რათა ვიღაცას მაინც დაენახა მისი ნამოქმედარი. ჩვენი გონება უნდა მოსწყდეს ყოველგვარ მიწიერს და მატერიალურიდან მიემართოს უსხეულო ზეციური დასებისკენ. ნახავს, მთელი ზეციური ძალნი როგორ ადიდებენ, აკურთხებენ ყოვლადწმინდა სამებას და თაყვანს სცემენ მას. ჩვენ შეგვეძლო დაუღალავად გვესაუბრა მასზე, რაც ნახა და მოისმინა ესაია წინასწარმეტყველმა.

ამ მამათა ჩვეულებებს ჩვენც მივყვებით. ყურადღებით ვკითხულობთ ყოველ სიტყვას, რამეთუ ყოველი სიტყვა მოიცავს სამყაროს შენების მთელ ცოდნას. ასე კითხულობდნენ ჩვენი მამები წმინდა იეროთეოსის, წმინდა ეგნატეს და სხვა მოციქულთა სიტყვებს საღვთო სიყვარულზე.

შენ ათონელი მონაზონი გახდი. თუ გსურს მიაღწიო ჩვენს მამათა სიმაღლეებს, უნდა ეცადო, მოიპოვო ღვთის დაუცხრომელი სიყვარული. შენ მონასტრის მორჩილი ხარ, ამიტომაც, თუ მშიერი ხარ, ნუ გეშინია. ზეციური დედოფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განგაძღებს; როცა გწყურია, არ შეგეშინდეს - ღვთისმშობელი შენც შეგასმევს წყალს, მაგრამ არა ხრწნადს, რომელიც განქარდება, არამედ უხრწნელს, ანუ საღვთო სიყვარულისას. თუკი გსურს მოიპოვო ეს საღვთო სიყვარული, აიძულე თავი, ზეციური სასუფეველი ძალით მოიპოვო; მონაზვნები ძალას არ იშურებენ ამისთვის.

ილოცე შენთვის, შენი მამისთვის, რათა განგვაშოროს ყოვლადსახიერმა ღმერთმა ამა სოფლის ჯანყისგან და ღირსგვყოს ნეტარი მყუდროებისა, რომელიც აღგვიყვანს საღვთო სიყვარულამდე.

სიმონპეტრელი მამები. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე თქვენი წერილი და რაზეც საუბრობ, ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა - მონასტერი, სადაც აღიკვეცე მონაზვნად და ახლა იმყოფები; იქაური მამები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დიდი სათნოებით.

როცა მარტო ვრჩები, მათზე ვფიქრობ ხოლმე. ვისაც ვიცნობდი მონასტრის მოსაგრეთაგან, მე, მაშინ ყმაწვილს, აღმაფრთოვანებდა მათი ცხოვრება! ვხედავდი, რომ ღვთისმსახურებისას გულმოდგინენი იყვნენ, ყველა სამონასტრო საქმეში - პირველნი. აღაპყრე თვალნი და წარმოიდგინე, დაფნიდან მონასტრამდე გზად რამდენი ზეთისხილის ხე დგას. ეს მონაზვნები ხომ მთელ მის მოსავალს მოიწევდნენ.

ერთხელ გამოვიდნენ ზეთისხილის საკრეფად. მონასტერში მხოლოდ მნათეები დარჩნენ, რათა ჟამნები და მწუხრი წაეკითხათ. ერთი ძმა ეშმამ მოატყუა და იფიქრა, თუ დაუტევებდა მსხურებას და ზეთისხილის საკრეფად წავიდოდა, დაისჯებოდა. დარჩა მონასტერში და დაუწყო ღვთისმსახურების დაწყებას ლოდინი.

ჩვენმა მამებმა ეს რომ შეიტყვეს, გამოიჩინეს განსჯისა და მოთმინების უნარი. სწამდათ, რომ ღვთისმშობელი აუწყებდათ, ვინ იყო მართალი.

რამდენიმე დღის მერე, მწუხრისას, როცა იგალობებოდა: "წარმართენ ლოცვა ჩემი", მამამ იხილა, რომ ანგელოზები აკმევდნენ ზეთისხილის საკრეფად წასული მამების სტასიდიებთან. გახარებული ელოდა, რომ მასაც აკურთხებდნენ, მაგრამ გვერდით ჩაუარეს. მაშინ ძმამ ჰკითხა, - რა შევცოდეო.

ანგელოზმა უპასუხა, რომ მონასტრის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან ნაბრძანები ჰქონდათ, მხოლოდ მორჩილი მამებისთვის ეკმიათ.

მონაზონმა მაშინვე აიღო კალათა და მორჩილების აღსასრულებლად წავიდა.

მეკითხები, თუ შეიძლება იპოვო ის კელია, რომელიც იხსენიება ორმოცდაათმუხლიან საგალობელში, სიკვდილის ხსოვნასა და სრულყოფილებას რომ ეძღვნება. თუ დაფიქრდები, რისთვის არის განკუთვნილი ეს კელია, მაშინ მიხვდები, რომ მასში ცხონდებოდნენ ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ყოვლადსახიერი ღვთის წინაშე განდიდებული ადამიანები.

გინდა მოისმინო ის მოძღვრება, რომელიც წარმოთქვა ბიბლიოთეკარმა მამა დამიანემ გამოცდილი მონაზვნების წინაშე?

იგი თვითონ იყო წმინდა კაცი და სურდა, ყველას მიეღწია სიწმინდისთვის. როგორც ძველად სოკრატე გზადაგზა ასწავლიდა ახალგაზრდებს გრამატიკას და სხვა მეცნიერებებს, ეს სამგზის ნეტარი კაციც ამგვარადვე მოვიდა ჩემთან (ახლოს ის არავის უშვებდა) და მითხრა:

- შვილო, კარგი იქნება, როცა ღვთისმსახურებას აღასრულებ, იჯდე კართან, შეიკავო სუნთქვა და გონებით წარმოთქვა: ჩემი კელია - კუბოა და მე სიკვდილზე უნდა ვიფიქრო. მე უნდა ვიყო სიმდაბლის მოყვარე და უნდა ვაჩვენო ერთგული მორჩილება. მხოლოდ ასე გადავრჩები.

ის მე და ბევრ სხვას ლოცვის ხერხებს გვასწავლიდა. ეს სწავლებები კელიაში არ ხდებოდა, რადგან კელიაში მოძღვრის შეპატიჟებაც კი არ შეიძლებოდა. თუ მოძღვარს რამე სურდა, ჩუმად აკაკუნებდა და ესაუბრებოდა მორჩილს.

პირველ რიგში ის შენდობას იტყოდა: "მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ, თუ ლოცვას და საღვთო მღვიძარებას მოგწყვიტეთო".

თავმდაბალი მამები კი საერთოდ არ საუბრობდნენ.

სულიერ მამათა მაგალითი თვალთა წინაშე ჰქონდა მამა დამიანესაც, რომელიც თავისი დარიგებებით მონასტერში წესრიგის დაცვას ემსახურებოდა. დაე, დღევანდელმა ახალგაზრდა მონაზვნებმა ყურად იღონ: ერთმანეთში საუბარს ნუ გააბამენ. მხოლოდ დღეში ერთხელ იტრაპეზონ, ხოლო დანარჩენ დროს წყლისგანაც კი თავი შეიკავონ. მამა დამიანე სიკვდილამდე იცავდა ამ წესს.

მონასტერმა დიდი განსაცდელი გამოიარა: მონაზვნებმა თავიანთი ძალისხმევით თვით იღუმენი გააგდეს, ნეტარხსენებული მამა იერონიმე, რომელიც გვასწავლიდა მონაზვნური გზით ზეაღსვლას. ის მშვიდი და ჩუმი კაცი იყო. არასოდეს წვებოდა, მიმჯდარს ეძინა. სიცოცხლეში უფრო მეტი ნავთი დახარჯა ღამე წიგნების კითხვისას, ვიდრე წყალი დაულევია. თვალთაგან ცრემლი ნაკადულად მოედინებოდა, მხოლოდ ღამისთევის ლოცვაზე მიჯდებოდა და ამით იცავდა მონაზვნურ ტიპიკონს.

მე, პირველ რიგში, მარცხნივ ვჯდებოდი, რათა დამენახა წიგნის მკითხველნი და მგალობელნი, ის მეორე რიგში ჯდებოდა.

ჯერ კიდევ ყრმობისას (მას იანაკისს ეძახდნენ) ისეთ მორჩილებას აჩვენებდა, რომ მაშინვე შეიძლებოდა ქცეულიყო მაგალითად მთელი მონასტრისთვის, ხოლო როცა იღუმენი გახდა, გადმოცემაც არ შემიძლია, მონაზვნური მუშაკობის რა მარგალიტებს ქადაგებდა. ყოველდღე სწირავდა. არასოდეს სვამდა ღვინოს. თუკი, როგორც იღუმენს, საზეიმო ტრაპეზზე უხდებოდა დალევა, საკუთარ თავს მხოლოდ ბაგეების დასველების ნებას აძლევდა.

მისი იღუმენობისას მონასტერში უამრავი ახალგაზრდა ათენელი მოვიდა. ზოგიერთი მათგანი კომერციული სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, სხვები - სხვისა. თუ გსურს შეიტყო, რაოდენ განათლებულნი იყვნენ ისინი, სთხოვე ბიბლიოთეკარს, გაჩვენოს მათ მიერ დაწერილი წმინდათა აკათისტოები. თესალონიკელი მღვდელმთავრის გრიგოლ პალამას მსახურების წაკითხვით მიხვდები ამ მონაზონთა სათნოებებს. მაგრამ ვაი, სად გაქრა ეს დრო?

კალენდრის შეცვლის მერე ათონის მოსახლეობა შემცირდა. მაგრამ ეს ახალგაზრდა მონაზვნები, მიუხედავად ასაკისა, აღემატებოდნენ ბევრ ძველ მამას, რამეთუ ღვთაებრივი სიყვარული მოიპოვეს. მათ შორის არ ისმოდა სიცილი, ერთმანეთში კადნიერად არ საუბრობდნენ. ყველას ძველი სამოსი ეცვა. თუ შენიშვნას აძლევდნენ, ისინი პასუხობდნენ: "ჩვენი მოძღვარი ძველ სამოსს ატარებს, ჩვენს მოძღვარს ცრემლი მდინარესავით მოედინება. ჩვენი მოძღვარი არასოდეს გვინახავს მოცინარი ანდა ვინმეს რომ ეხუმრებოდეს. ის ყოველთვის ფხიზლად არის. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივიდეთ და აღსარება ვუთხრათ. ის მუდამ მღვიძარებს, მუდამ მხნედაა და ლოცულობს. როგორ შეიძლება დავივიწყოთ მისი მოძღვრება? და მისი მაგალითი ჩვენთვის - სვეტია და მტკიცებულება.

მამა იერონიმესთან მოსაგრენი და მეუდაბნოენი მოდიოდნენ. ერთი მათგანი მე ვიყავი. იგი გამიწყრა ჩემი მონასტრიდან წასვლის გამო, მაგრამ არასოდეს ურჩევია, უკან დავბრუნებულიყავი და მიმეტოვებინა მამა ონოფრე, რომელსაც დიდად აფასებდა და მთელი ლავრისთვის სამაგალითოდ თვლიდა.

- იცოდე, უკან ნუ დაიხევ, მონასტერი შენი სახლია.

მონასტრის მამებს ძალზე ვუყვარდი. როცა ერთ-ერთმა მამამ, ფოტიმ დამინახა, დანანებით შემომხედა, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ მამა ონოფრეს მორჩილება მიმეტოვებინა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat