მამა ხარლამპე სულიერი თვალებით მისთვის უცნობ ადამიანებს და მათ ცხოვრებისეულ სცენებს ხედავდა
მამა ხარლამპე სულიერი თვალებით მისთვის უცნობ ადამიანებს და მათ ცხოვრებისეულ სცენებს ხედავდა
მამა ხარლამპე დიონისატელი
მამა ხარლამპეს დარიგებები გონიერ ლოცვაზე. საოცრად ტკბილია იესოს ლოცვა. მამა ხარლამპეს ნაგემი ჰქონდა გონიერი ღვაწლის ნაყოფნი და გულწრფელად სურდა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მთელ სამყაროს შეეცნო მისი გემო. ძალზე აღფრთოვანდებოდა ხოლმე, როცა მსმენელს იესოს ლოცვისადმი ინტერესს შენიშნავდა. გული გაეხსნებოდა და მასში აბრდღვიალებული ცეცხლი მსმენელსაც მოედებოდა. მამა ხარლამპე არ ამბობდა ფუჭ და უშინაარსო სიტყვებს. შეიძლება ითქვას, რომ მასზე აცხადდა მაცხოვრის ნათქვამი: "სიტყვა, რომელსაც გეტყვი თქვენ, სულია და ჭეშმარიტება". იესოს ლოცვაზე სასაუბროდ მასთან ბევრი მონაზონი თუ ერისკაცი მიდიოდა.

1964 წელს ახალ სკიტს ესტუმრა ღირსსახსოვარი მოძღვარი მამა საბა სტავროვუნიტელი (სტავროვუნიტი - კვიპროსის უძველესი და სახელგანთქმული მონასტერია). მას ახალგაზრდა მორჩილი ახლდა, რომელსაც ასევე სურდა მამა ხარლამპესთან საუბარი, რომლის მერეც ის მორჩილი თავის მოძღვართან ერთად მთაწმინდის მონასტერში მოსალოცად წავიდა. მაგრამ მეორე დღეს, ინათა თუ არა, ამ მორჩილმა წმინდა პავლეს მონასტერში მიირბინა და ბერს კელიაზე დაუკაკუნა.

- რა მოხდა, შვილო? - ჰკითხა მამა ხარლამპემ.

- მამაო, როცა თქვენგან წავედით და თქვენი რჩევისაებრ, იესუს ლოცვის ხმამაღლა წარმოთქმა დავიწყე, საღამოს ვიგრძენი, გულში აღმენთო ძლიერი ცეცხლი, რომელსაც უდიდესი სიტკბოება მოჰქონდა და ყურადღების მოდუნების ნებას არ მაძლევდა. დიდხანს ვიყავი სავანეში და მისი დატოვება არ მინდოდა. მას მერე იესოს ლოცვა ისე შემეზარდა, რომ წამითაც არ მიწყდება.

ეს რომ მოძღვარმა შეიტყო, ბავშვური გულწრფელობით, თვალცრემლიანი მოეხვია, ეამბორა ახალგაზრდა კაცს, მერე კი შესთავაზა, ათონის მონასტრების მოლოცვის ნაცვლად მასთან დარჩნილიყო და ღვთისგან ბოძებული ნიჭი განემრავლებინა. სამწუხაროდ, ამ მორჩილმა თავისი მოძღვრის მიტოვება ვერ შეძლო.

სანამ მთაწმინდას დატოვებდა, მორჩილმა დრო იშოვა თუ არა, კვლავ მოვიდა ახალ სკიტში მამა ხარლამპეს სანახავად. უთხრა, რომ შეინარჩუნა მოუკლებელი ლოცვა, მაგრამ ცეცხლი ძალზე შესუსტდა, რაც მოსალოდნელი იყო ამდენი მგზავრობისა და მონასტრიდან მონასტერში სიარულის გამო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოძღვარმა მას "ქურდი" დაარქვა. "მოვიდა ჩვენთან, გონიერი ლოცვა მოგვპარა და წავიდაო", - ამბობდა მამა ხარლამპე.

უამრავ ადამიანს მამა ხარლამპესთან გასაუბრების შემდეგ უკვე თავისუფლად შეეძლო ძმობის რვასაათიან ლოცვაზე დგომა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევაც, სკიტში მოდიოდა ეკლესიიდან შორს მდგომი მრავალი ადამიანი, ცოდვილნი, ნარკომანები. მამა ხარლამპესთან გასაუბრებისა და პირველი აღსარების მერე მიატოვებდნენ ცოდვიან ცხოვრებას და ლოცვით ღვაწლს შეუდგებოდნენ.

ერთი ახალგაზრდა ერისკაცი სულიერ წყურვილს წმინდა მამათა ნაწერების კითხვით იკლავდა. მისი მხურვალე სული ღრუბელივით იწოვდა წმინდა მამათა დარიგებებს გონიერ ლოცვაზე და ხორცს ასხამდა. მალე ამ შრომამ მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. ათენის ცენტრში, სადაც ის ცხოვრობდა, საღამოებს მღვიძარების (ყურადღების) ღვაწლში ატარებდა და ტკბებოდა ლოცვის უწმინდესი შრომით, დღისით კი არასოდეს დაუტევებდა იესოს ლოცვას.

მალე სულიერი დამრიგებლის გარეშე ამ ახალგაზრდა მოსაგრეს გაუჭირდა. სატანის მოქმედებით თუ ადამიანური ბუნების უძლურების გამო გადაღლა დაეტყო. როგორც კი გონებას ლოცვის სიტყვებში მოათავსებდა, ისეთი თავის ტკივილი ეწყებოდა, ეგონა, გონებას დავკარგავო. ცნობილ ათენელ მოძღვრებს მიმართა დახმარებისთვის. საღვთო განგებულებით, სულიერად დასვენებისთვის ერთმა მოძღვარმა ათონზე ერთი თვით წასვლა ურჩია. ასეც მოიქცა. მივიდა ერთ ცნობილ მოძღვართან აღსარებაზე. მან კანონად მისცა, 50 დიდი მეტანია შეესრულებინა და ოთხჯერ ასიანი სკვნილი ჩამოემარცვლა. მაგრამ, თავისი სულიერი და ხორციელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალგაზრდამ უარი თქვა, - არ შემიძლიაო. მერე მამა ხარლამპესთან მივიდა, დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს და სთხოვა: - თუ შეგიძლია, გამათავისუფლე ამ კანონისგანო.

მოძღვარმა მას ლოცვის პირველი გაკვეთილი ჩაუტარა და უთხრა: - წადი, შეასრულე, რაც გითხარი და მერე თუ გაგიჩნდება რაიმე პრობლემა, მოდი და მასზე ვილაპარაკოთო. "იმ მომენტიდან თავის ტკივილი ღრუბელივით გაქრა, - ამბობდა ის ახალგაზრდა, - მოუკლებელი ლოცვა კი ისე გადმოიღვრება ჩემგან, თითქოს პატარა მოტორი ამოძრავებს. მე მას მუდამ ვიმეორებ, ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ ხმამაღლა... და უკვე არა ოთხ სკვნილს (ანუ ოთხას იესოს ლოცვას), არამედ ორმოცსა და მეტს ჩამოვმარცვლი ხოლმეო".

ამ ახალგაზრდას მამა ხარლამპეს დატოვება არ უნდოდა, მაგრამ გარემოების გამო სოფელში დაბრუნდა. ძალზე მალე დაუტევა სოფელი, მთაწმინდაზე ბერად აღიკვეცა და უკვე მამა ხარლამპეს თვლიდა თავის სულიერ მოძღვრად.

მშვენიერნი ნაყოფნი. მამა ხარლამპე გულმოდგინედ ასრულებდა თავისი დიდი მოძღვრის კურთხევას და ყოველ ღამე საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა. როგორც ბრძანებს მისი სულიერი შვილი იოსებ დიონისიატელი: თავისი უდიდესი მოსაგრეობის ნაყოფად მამა ხარლამპემ შეიცნო ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ უდიდეს წმინდანთა ცხოვრებაში წაგვიკითხავს. ბაბილონის სახმილივით ხურდა და არ იწვოდა მისი გული. მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა ის განგრძობილი ღამისთევის ლოცვები, როცა გაფაქიზებული სულიერი თვალებით ცხადად ჭვრეტდა ღვთაებრივ საიდუმლოებას და მას, ვინც იყო შემწირველი და შეწირული წმინდა სამკვეთლოზე. ამ ხილვებისას მამა ხარლამპე სულით აღიტაცებოდა. ხელები უჩერდებოდა, სიტყვები ბაგეზე ეყინებოდა და თვალთაგან ნაკადად მოედინებოდა ცრემლი. წირვა ძალზე გრძელდებოდა. როცა წარმოთქვამდა: "შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით", თვითონვე განიცდიდა ამ შიშს. გრძნობდა თავის უღირსობას, ცხად სიახლოვეს ხორციელქმნილი ღვთის სიტყვისა, რომელიც საიდუმლო ჭამად და სმად მის ხელთაგან მიეწოდებოდა თანამოტრაპეზეებს.

მის თანამოსაგრე მამა იოსებს, ხედავდა რა მასში ამგვარ სულიერ წარმატებას, არაერთხელ ურჩევია მამა ხარლამპესთვის, მოქცეულიყო სხვა მრავალ წმინდა მამათა დარად, ანუ ყოველდღიური ლიტურგიის აღსრულებაზე უარი ეთქვა და ერთიანად მისცემოდა მოღვაწეობას.

"ეს გულისთქმა გონებაში მეც ხშირად მომსვლია, - ამბობდა მამა ხარლამპე, - მაგრამ მას ყოველთვის ვიშორებდი, რადგან როცა ჩემი მოძღვარი (მამა იოსები) ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ასეთი რჩევა არ მოუცია. მე კი მეშინია კურთხევის გარეშე რამის შეცვლა".

მაგრამ განა ღვაწლი აკლდა?! მკაცრი მარხვა, მეტანიები. ორმოცდაათი წლისაც კი ყოველდღიურად მოძღვრის კურთხევით ათას დიდ მეტანიას ასრულებდა. მერე კი ღამისთევის ლოცვას სკვნილზე ჩამოილოცავდა, რომლის დროსაც არასოდეს ჯდებოდა და სვეტივით იყო აღმართული. ამ დროს მან ბევრი ზებუნებრივი მდგომარეობა განიცადა. გონების მოკრებით იკმევდა წმინდა და მოუკლებელი ლოცვის ნიჭს. ხშირად გონება გულში ჩაეშვებოდა და ერთი მთლიანობა ხდებოდა. როცა ამგვარ მდგომარეობას აღწერდა, მამა ხარლამპე ამბობდა: "როცა ძლიერი მაგნიტი მიიზიდავს რკინას, როგორიც უნდა ეცადო, ვერ შეძლებ მის მოგლეჯას. ასევე, როცა გონება გულში პოვებს სავანეს, დატკბება, აღფრთოვანდება და იმდენად მიეზიდება, რომ ამ მომენტში ვინც უნდა დაგიძახოს, ანდა კარზე დაგიკაკუნოს, ყველაფერი გესმის, მაგრამ მოწყვეტა არ ძალგიძს. ასეთი მდგომარეობა იმდენხანს გრძელდება, რამდენსაც ღმერთი კეთილინებებს.

ზოგჯერ გონება მოიკრიბება, ზოგჯერ, პირიქით, გაფართოვდება და დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. კეთილსურნელებით გაჟღენთილ ღრუბელს მოწურავენ, მაგრამ მაინც გამოსცემს არომატს, ასევე ემართება გონებასაც, რომელიც ღვთაებრივი მირონითაა გაჟღენთილი. დღისით შეგიძლია ბაღში იმუშავო, რაღაც ააშენო, იხელსაქმო, მაგრამ შენი გონება, მთლად გაჟღენთილია უტკბესი საღვთო მირონით. მას რომც არ სურდეს, მოუკლებლად ლოცულობს. ხშირად უფლისა და ღვთისმშობლის მარტო გახსენებაზეც კი თვალთაგან უხვად სდის უტკბესი ცრემლი.

ზოგჯერ წმინდა ლოცვის მერე გონება თითქოს გაიხსნება, გაფართოვდება. საკუთარ თავზე ხელმწიფებას კარგავს და მას მართავს სულიწმინდა. როცა კაცი ასეთ მდგომარეობას განიცდის, უკვე ესმის წმინდა წერილისა და ამბობს: აი, რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა ამბობდა: "გინა თუ ხორცთა, არ ვიცი, გინა თვინიერ ხორცთაისა, არ ვიცი".

აშკარაა, რომ თვითონ მამა ხარლამპეც მრავალგზის ღირსი შეიქმნა ხილვისა, აღტაცებისა და საღმრთო გამოცხადებისა. ერთხელ ძმამ გაბედა და ჰკითხა:

- მამაო, ლოცვისას როდისმე ქრისტე თუ გინახავს?

- აბა, რას ამბობ, შვილო? ვინც ლოცვისას სულიერი თვალებით ქრისტეს ვერ ხედავს, მას ლოცვა ჯერ კიდევ არ უსწავლია.

- დიახ, ეს მეც მესმის. მაგრამ გეკითხებით, როდისმე ხორციელი თვალებით თუ გინახავთ უფალი?

- იცი, რას ნიშნავს ცხადად ქრისტეს ხილვა? როცა მას ხედავ, მაშინვე გამოუთქმელი სიხარულით აღივსები. თუმცა ამ დროს თრთოლა შეგიპყრობს, ფეხები გეკვეთება და პირქვე ემხობი, აღტაცებული შეუწყვეტლად ღვრი ცრემლს... რა შეიძლება კიდევ ითქვას... ეს ხომ ღვთის გამოცხადებაა. შენ კი გაოცებული, სულშემუსვრილი, განუწყვეტლივ ტირი.

ამგვარად, თუმცა შეფარულად, მოძღვარმა თავის მდიდარ სულიერ გამოცდილებაზე მოგვითხრო. ერთხელ, როცა კიდევ ერთ "მზაკვრულ" შეკითხვას უპასუხა, მან გაამხილა კიდეც.

- მამაო, წაგვიკითხავს და გაგვიგონია, რომ ბევრი დემონური წარმოდგენის მერე ფიქრობდა, რომ ქრისტეს ხედავდა და ხიბლში ვარდებოდა.

- შვილო, მე თვითონ ვიცნობდი ბევრ ასეთ მოხიბლულს. მაგრამ უარესი ის არის, რომ არ შეგიძლია მათი ამ ხიბლისგან გათავისუფლება.

- მაგრამ როგორ შევიტყოთ, რომ ეს მართლაც ხიბლია?

- ამას ახალდამწყებიც კი მიხვდება. უპირველესად შესახედაობით. მოხიბლულებს ყოველთვის რაღაც ველური იერი აქვთ, შინაგანად კი სრული უწესრიგობა და არეულ-დარეულობა სჭირთ. ისე გასასტიკდებიან, რომ წლების განმავლობაში არ იციან, რა არის ცრემლი.

ასეთ მდგომარეობაში ქრისტეს სიყვარულს როგორ შეძლებ? წამითაც კი როგორ შეხედავ მის სახეს? შვილო, მე მთელი სამი თვე ცრემლი მოუკლებლად მდიოდა. როგორ არ ცდილობ შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებ, რადგან სიყვარულის უტკბესი ცეცხლი შენში ყველაფერს წვავს. სამი თვის შემდეგ ცრემლი ნელ-ნელა იკლებს და წყდება, მაგრამ საუკუნოდ გამახსოვრდება.

ზოგჯერ და არა ყოველთვის მამა ხარლამპე სულიერი თვალებით მისთვის უცნობ ადამიანებს და მათ ცხოვრებისეულ სცენებს ხედავდა. მერე კი, როცა ეს ხალხი მასთან, კელიაში მიდიოდა, დაწვრილებით აღუწერდა, რაც მათ თავს ხდებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat