უფალმა მომცა შესაძლებლობა, ისეთი მადლი შემეგრძნო, რომ მთელი ეს დღეები ენით აუწერელი ბავშვური სიხარულითა და კეთილმოკრძალებული ლმობიერებით აღვვსილიყავი
უფალმა მომცა შესაძლებლობა, ისეთი მადლი შემეგრძნო, რომ მთელი ეს დღეები ენით აუწერელი ბავშვური სიხარულითა და კეთილმოკრძალებული ლმობიერებით აღვვსილიყავი
რონინებს ადამიანი ამ წუთისოფელში და ერთხელაც ღვთის მთის ძირში წააწყდება მაყვლის ბუჩქს, საიდანაც უფალი გაესაუბრება.

ფურცელი სიცოცხლის წიგნიდან. დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი ჰყვებოდა: "სემინარიაში ჩემთან ერთად სწავლობდა ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი ერქვა. სემინარიაში ჩაბარებისას ჰკითხეს, - დილა-საღამოს ლოცვები, მრწამსი თუ იცი ზეპირადო. არაო. "მაშ, რა იციო?" მან ნაწყვეტი წაიკითხა იოანეს სახარებისა. საიდან ისწავლეო. "ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექი, ფეხებთან ფურცელი მომიფრინდა. ავიღე, იოანეს სახარების ნაწყვეტი იყო. ფურცლის ორივე გვერდი წავიკითხე და ისე განვცვიფრდი, რომ გამუდმებით ვკითხულობდი და ზეპირად ვისწავლე. ჩვენს ქალაქში ეკლესია არ არის. გავიგე, რომ აქ სარწმუნოებას ასწავლიან და წამოვედიო". ყმაწვილი სემინარიაში მიიღეს".

ღმერთმა გადაგვარჩინა. მღვდელმონაზონმა არსენმა 30 წელზე მეტი გადასახლებასა და საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. ერთ-ერთი პატიმრობისას ბარაკში დამნაშავეთაგან სტუდენტი ალექსი დაიცვა. ამ ჩხუბის გამო მამა არსენი და ალექსი ჩასვეს კარცერში, 30-გრადუსიან ყინვაში. მამა არსენი დუმდა. ალექსიმ ერთ ადგილას ხტუნვა სცადა, მაგრამ რას გათბებოდა. სიცივესთან შებრძოლება უაზრობა იყო.

- რატომ დუმხართ, მამა არსენ? - თითქმის ყვიროდა ალექსი, სადღაც შორიდან პასუხი მოესმა:

- ღმერთს ვევედრები.

- აქ როგორღა უნდა ილოცო, როცა ვიყინებით?

- მე და შენ აქ მარტო ვართ, ალიოშა! ორი დღე არავინ მოვა. უნდა ვილოცოთ. პირველად დაუშვა ღმერთმა, რომ ბანაკში ხმამაღლა შემიძლია ლოცვა. უნდა ვილოცოთ და იყოს ნება ღვთისა.

სიცივემ ხელი დარია ალექსის. ხვდება, რომ მამა არსენი ჭკუიდან იშლება. დგას მთვარის რძისფერ შუქში, ჯვარს ისახავს და ლაპარაკობს.

ხელ-ფეხი გაეყინა ყმაწვილს, მაგრამ უკვე სულერთი იყო. მამა არსენი დადუმდა. უეცრად ცხადად მოესმა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები. ალექსი უსმენდა ლოცვის სიტყვებს, თავიდან არ ესმოდა, მაგრამ რაც უფრო ძლიერდებოდა ყინვა, მით ცხადად ხვდებოდა სიტყვათა და ფრაზათა მნიშვნელობას. ლოცვამ სულს სიმშვიდე მოჰგვარა, გაყინული გულიდან შიში გააქრო და შეაერთა ბერიკაცთან - მამა არსენთან.

კარცერი გაქრა, ტაძარში აღმოჩნდნენ, მაგრამ როგორ? აქ, მათ გვერდით, ესენი ვინ არიან? გაოცებულმა დაინახა, რომ მოძღვარს ორი კაცი ეხმარებოდა. ორივეს მბრწყინავი სამოსი ეცვა. მათ სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ მშვენივრები იყვნენ.

ლოცვამ ალექსის მთელი არსება აავსო, წამოიმართა, დადგა მამა არსენის გვერდით და ლოცვა დაიწყო. თბილოდა, მსუბუქად სუნთქავდა, სიხარულს გრძნობდა სულში. ყველაფერს, რასაც მამა არსენი წარმოთქვამდა, ალექსი იმეორებდა, ანუ მასთან ერთად ლოცულობდა.

ალექსიმ შეიგრძნო, რომ ღმერთი არსებობს, ის ახლა მათ გვერდითაა, სულით ღმერთს ხედავდა, ეს ორნი კი მისი მსახურნი იყვნენ, მისგან მამა არსენის დასახმარებლად გამოგზავნილნი. ხანდახან ფიქრობდა, რომ ორივე გარდაიცვალა ანდა კვდებიან და ეჩვენებათ. მაგრამ მამა არსენის ხმა და მისი სიახლოვე რეალობაში აბრუნებდა.

...ჩაყინულ კარებს ჯაჯგური დაუწყეს, ისმოდა ხმები. ალექსიმ თვალები გაახილა. მამა არსენი კიდევ ლოცულობდა. ბრწყინვალესამოსიანმა კაცებმა აკურთხეს მამა არსენი და ალექსი და აუჩქარებლად გავიდნენ. თვალისმომჭრელი ნათელი თანდათან ჩაქრა და კარცერი ძველებურად ბნელი, ცივი და პირქუში გახდა.

- ადექი, ალექსი, მოვიდნენ, - უთხრა მამა არსენმა.

ალექსი წამოდგა. შემოვიდნენ ბანაკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმი, რეჟიმის უფროსი და საგანგებო განყოფილების უფროსი აბრისომოვი. მამა არსენსა და ალექსის, როგორც მკვდრეთით აღმდგრებს, ისე შეხვდნენ. როგორ გადარჩითო, - ეკითხებოდნენ. ორივემ უპასუხა: - ღმერთმა გადაგვარჩინაო.

საუბარი ინგლისელ ლორდთან. "ბნელდებოდა, როცა ათონის ერთ-ერთ მონასტრში მივედით, - ჰყვება ერთი რუსი მომლოცველი, - არქონდარიკის დერეფანში შეგვეგება გოლიათური აღნაგობის მონაზონი, შავი ნაქსოვი კაბა ეცვა. მიხვდა, რომ მომლოცველნი ვიყავით და დიდებული ინგლისურით მისაღებ დარბაზში შეგვიპატიჟა.

- უკაცრავად, საიდან გაქვთ ასეთი დიდებული ლონდონური აქცენტი? - ვკითხეთ მას.

- მე ხომ ინგლისელი ვარ.

გაგვაოცა ასეთმა პასუხმა. შავთმიანი, ჭაღარაშერეული ინგლისელი ლორდი, ძველი გვარის შთამომავალი, შეერწყა ბერძნული მონასტრის გარემოს და თანდათან მიემსგავსა ბერძენს.

- ათონზე როგორ აღმოჩნდით, ადრე რას საქმიანობდით? - ვკითხეთ.

- საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი, ბალეტმაისტერი. გასტროლებს ვმართავდით მთელ ევროპასა და ამერიკაში. მაშინ არაფერი ვიცოდი არც ღმერთზე და არც მართლმადიდებლობაზე.

- რით დაიწყო თქვენი მოქცევა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ეშმაკით... ერთხელ გასტროლებზე ვიყავით ლათინურ ამერიკაში. იქ გავიგე პირველად ინდიელთა ტომების - გაბიზას და პოტეს ბრუჯოს ჯადოქრებზე. მათ ინკების შთამომავლებად თვლიან. ამ ჯადოქრებს კურანდეირებს ეძახიან. მათ კეთილ ჯადოქრებად, ექიმბაშებად მიიჩნევენ. თუმცა მათი მეთოდები დიდად არ განსხვავდება ბოროტი ჯადოქრების, ფიტესეირების ხერხებისგან. ჩვენი დასის გამოსვლებს შორის საკმარისი დრო იყო, რათა ცნობისმოყვარეობით ზოგიერთი მათგანი მომენახულებინა და დავსწრებოდი კიდეც მათ მიერ წესების შესრულებას. იმან, რაც მათგან შევიტყვე და რაც საკუთარი თვალით ვიხილე, სრულიად დაამხო ჩემი მატერიალისტური წარმოდგენები სამყაროზე. სრულიად აშკარა გახდა არსებობა სხვა, უხილავი, სულიერი სამყაროსი, რომელშიც გონიერი არსებები ბინადრობენ. ზოგიერთ ამ არსებას ინდიელები სულებს ეძახიან, სხვებს - გარდაცვლილი წინაპრების სულებად თვლიან. დავრწმუნდი კიდეც ამ სულების ადამიანებზე ზემოქმედებაში და მათთან რეალურ კონტაქტში. ამან სრულიად შეცვალა ჩემი ცნობიერება. ახლა აღმოჩნდა, რომ სამყარო ისე არ იყო მოწყობილი, როგორც მასწავლიდნენ. ნათელი გახდა, რომ რელიგია - აბსტრაქტული მსჯელობა კი არ იყო სუსტი ნებისა და ნერვების მქონე ადამიანთა დამშვიდებისთვის, არამედ ასახვა ჩემთვის სრულიად ახალი სულიერი რეალობისა. ინგლისში დავბრუნდი და დიდხანს ვფიქრობდი ნანახზე, ბევრი რამეც წავიკითხე და მივხვდი: სულები, რომელთანაც კონტაქტს ამყარებდნენ ფიტესეიროები, ისევე როგორც კურანდეირები, ქრისტიანული თვალთახედვით - ეშმაკები იყვნენ. აი ასე, ეშმაკების დახმარებით შევუდექი ღვთისკენ სავალ გზას.

- ათონზე როგორ აღმოჩნდით?

- ისევ და ისევ გასტროლების წყალობით. თესალონიკში გვქონდა გამოსვლა. ერთხელ, სპექტაკლებს შორის ოთხდღიანი თავისუფალი დრო აღმომაჩნდა. მოცეკვავეები დასასვენებლად წავიდნენ, ზოგი ათენში, ზოგიც ზღვაზე საბანაოდ. მე ხელთ ათონის მონასტრების სურათიანი ბროშურა ჩამივარდა. მანამდე მასზე არაფერი ვიციდი. გავიფიქრე, - ჩვენს დროშიც არიან ადამიანები, რომელთაც ისე სჯერათ ღმერთის, რომ მას მთელ ცხოვრებას უძღვნიან-მეთქი. ოთხი დღე ათონზე გავატარე. რამდენიმე მონასტერი მოვინახულე, ვესწრებოდი ღვთისმსახურებას - ყოველივე ამან შემძრა. უფალმა მომცა შესაძლებლობა, ისეთი მადლი შემეგრძნო, რომ მთელი ეს დღეები ენით აუწერელი ბავშვური სიხარულითა და კეთილმოკრძალებული ლმობიერებით აღვვსილიყავი. მართლაც, ბავშვობის მერე ასეთი სიხარული არასოდეს მიგრძნია. გასტროლები დასრულდა. დავბრუნდით სამშობლოში და მთელი წელი ყურში ჩამესმოდა საოცარი ბერძნული გალობა. მე, ბალეტმაისტერს, უკვე მაღიზიანებდა ჩვენი საბალეტო მუსიკა! გამოვიწერე ბერძნული გალობის კატალოგი და მას ვუსმენდი. ერთი წლის შემდეგ კვლავ ვეწვიე ათონს და მივხვდი, რომ სამუდამოდ აქ დარჩენა მინდოდა. ამავე მონასტერში ღვთის წყალობით შევხვდი ჩემს მომავალ მოძღვარს და ჩამოსვლაზე კურთხევაც ავიღე. სურვილი ორი წლის მერეღა ამისრულდა. სწორედ ამდენი დრო მოვანდომე ამა სოფელში ყველა საქმის მოგვარებას".

თვალები, რომლებმაც ღმერთი იხილეს.
მილიცა ზერნოვა ჰყვებოდა: - ერთხელ, მეორე მსოფლიო ომის მერე ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა სტუმრად მიმიწვიეს. იქ შევიტყვე, რომ მეუფე ნიკოლოზი (წმინდა ნიკოლოზ სერბი) ახლა ჩიკაგოში ცხოვრობდა. გადავწყვიტე, მომენახულებინა, თუმცა ეს არც ადვილი იყო და არც იაფი. ტელეფონით დავრეკე სერბულ ეკლესიაში მისამართის გასაგებად. მითხრეს, - მეუფე ნიკოლოზი სამი დღით ნიუ-იორკშიაო. ჭეშმარიტად, ეს ზეციური საჩუქარი იყო.

შევხვდით ერთმანეთს. ძალზე მოხუცი იყო, მაგრამ მისი შავი თვალები თანამოსაუბრეს ძველებურად სულის სიღრმეში სწვდებოდა. გავიხსენეთ წარსული, ვსაუბრობდით ცხოვრებაზე, ეკლესიაზე, რუსეთზე...

- მეუფეო, - ვკითხე მას, - ტანჯვა და თავისუფლების აღკვეთა სულიერი თვალსაზრისით კლავს საკონცეტრაციო ბანაკის პატიმრებს თუ მკვდრეთით აღადგენს? მაგალითად, ზოგს, მათ შორის მორწმუნესაც, ბანაკებში ლოცვის თავი არ ჰქონდა. მხოლოდ პურის ნატეხზე, ერთ თავ ხახვზე, ერთ ჭიქა მდუღარეზე ფიქრობდნენ.

მიპასუხა:

- ბანაკში (ის სერბეთის პატრიარქთან ერთად დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ დამწყვდეული) განმარტოვდებოდი ხოლმე და შენთვის იმეორებდი: "მე მიწა და მტვერი ვარ. უფალო, მიირქვი სული ჩემი!" უეცრად სული აღიტაცებოდა ხოლმე ზეცად და ღმერთს პირისპირ ხედავდა. მაგრამ დათმენა აღარ შეგეძლო და ეუბნებოდი მას: "მზად არა ვარ, არ შემიძლია, დამაბრუნე უკან!" მერე კვლავ საათობით იჯექი და იმეორებდი შენთვის: "მიწა ვარ და მტვერი. უფალო, მიირქვი სული ჩემი!" უეცრად კვლავ აღგიტაცებდა უფალი... მოკლედ, რომ შეიძლებოდეს, მთელ ჩემს ცხოვრებას, რაც დამრჩენია, მივცემდი დაჰაუში ერთი საათით ყოფნის სანაცვლოდ.

მეუფემ თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა. ვერ დავითმინე ეს შემოხედვა - მე ხომ მიცქერდნენ თვალნი კაცისა, რომელმაც უფალი პირისპირ იხილა...

მეუფემ სხვა რამეც მიამბო: "ზოგჯერ მოდიოდნენ ციხის თანამშრომლები, დამცინოდნენ და მეკითხებოდნენ:

- გწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთი იყო?

- არა.

ისინი სიცილს იწყებდნენ და კვლავ მეკითხებოდნენ.

- ესე იგი, მეტად აღარ გწამს?

- არ მწამს, მაგრამ ვიცი, - მტკიცედ ვპასუხობდი.

ისინი ბრაზით კბილებს აღრჭიალებდნენ და მიდიოდნენ. მოგვიანებით კვლავ მოდიოდნენ და საუბარს მიწყებდნენ:

- მართალია, რომ შენი იესო ერთი ებრაელი დედაკაცის შვილი იყო?

- არა.

- აბა, ვისი შვილი იყო?

- ძე კაცისა გახლდათ, - ვპასუხობდი და მათ აღარ იცოდნენ, რა ეთქვათ".

მეუფე ნიკოლოზი სერბეთის ეკლესიის სვეტი იყო. ახლა იგი, გარდაცვალების მერე, მუდმივად ჭვრეტს ღმერთს პირისპირ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat