კაცთმოყვარეობა ვნებებსაც კი აცხრობს
კაცთმოყვარეობა ვნებებსაც კი აცხრობს
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი XXX. ამბები შურისა
ეშმაკის შური. ერთხელ მთაწმინდაზე ძველი ეფესოდან მონაზვნობის მსურველი სამი ღვთისმოშიში ქრისტიანი მივიდა.

დაფნასთან, მთაწმინდის მაშინდელ მთავარ ნავმისადგომთან, ქსირეპოტამის მონასტრის ნავმისადგომის სიახლოვეს ერთ "მონაზონს" შეხვდნენ, რომელმაც მათ ისეთი რამ უთხრა, რასაც შეიძლებოდა გაენელებინა მათი მხურვალე მოშურნეობა მონაზვნობისადმი.

- რაო, მოსალოცად ჩამოხვედით მთაწმინდაზე?

მათ უპასუხეს:

- დიახ და თუ იქნება ღვთის ნება, მონაზვნად აღვიკვეცებით.

ცნობისმოყვარე "მონაზონმა" უთხრა:

- ორმოცი წელია, მონაზონი ვარ, მაგრამ გადავიფიქრე და სოფელში ვბრუნდები - თქვენ კი მონაზვნობა გინდათ? სასწრაფოდ გაიქეცით აქედან. ბევრი ბოროტება ვიწვნიე მონაზვნობისგან.

მათ კი უპასუხეს: - იმედი გვაქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომ ის დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

ეს უცნობი "მონაზონი" 70 წლისას ჰგავდა. ღვთისმშობლის სახელის გაგონებაზე შავი კვამლის ღრუბლად გადაიქცა, კლდეებს იქით წავიდა და გაქრა.

მომავალი მონაზვნები მიხვდნენ, რომ იგი ეშმაკი იყო, რომელსაც მათი გულის გატეხა და საღვთო გზიდან ჩამოშორება უნდოდა.

ეს ამბავი მოუთხრო წმინდა ანას სკიტელმა ერთმა ღვთისმოშიშმა მამამ იმავე სკიტის ახალგაზრდა მონაზონს.

თავი XXX. ამბები კაცთმოყვარეობისა
ერთ-ერთი უდიდესი სათნოება და ღვთივსასურველი საქმიანობაა - კაცთმოყვარეობა, ანუ ზრუნვა სნეულებზე და დახმარეობა მოყვასისა ყველანაირი შეჭირვების ჟამს. ამ საქმიანობებს, ისევე როგორც მოწყალებას და უცხოთშეწყნარებას, კაცთმოყვარეობის საქმეები ჰქვია და გახლავთ უწმინდესი სიყვარულის გამოვლინება. მოყვასისადმი სიყვარული - ეს მეორე მცნებაა ღმრთისა, რომელიც უფლისადმი სიყვარულის მცნებას მოსდევს.

მღვდელმთავარ ბასილი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია: წმინდა ბასილი ესტუმრა ერთ ღვთისმოშიშ და კეთილშობილ ქრისტიანს და სთხოვა, ეჩვენებინა ოთახები. სათნო ქრისტიანმა ყველა ოთახი აჩვენა, ერთის გარდა. წმინდანმა აიძულა, ეს ოთახიც ეჩვენებინა. ეტყობა, წმინდანმა სულიწმინდით შეიტყო, რაც იყო იმ ოთახში, რადგან სწორედ ამისთვის მივიდა მასთან.

ქრისტიანმა უთხრა, - ეს საკუჭნაოა, იქ უსარგებლო ნივთებიაო. მერე დაუთმო წმინდანს, გააღო კარები - და რა იხილა წმინდა ბასილმა! ავადმყოფი კაცი, ინვალიდი, კუტი, რომელსაც უვლიდა ეს კეთილი ქრისტიანი.

რაღაც ამგვარი ვნახე მამა პეტრეს კელიაში. საღამოს, როცა დასაძინებლად დავწექით, მომესმა ხველებდა და კვნესა მოხუცისა, რომელიც დროდადრო აღებინებდა. ვიფიქრე, ალბათ ვახშამმა აწყინა რომელიღაც მოხუცებულ კელიოტ მონაზონს-მეთქი.

დილით, ჩაის სმისას, სატრაპეზოში ჯოხით შემობაკუნდა წვერიანი, გრძელთმიანი მოხუცი ერისკაცი. ჩანდა, ბრმა იყო. მან ჩაი დაისხა და თავის ოთახში გაიტანა.

"ვინ არის?" - ვკითხე კალივის მოძღვარს.

- ეს ერთი ერისკაცია, კეთილი ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მთაწმინდაზე გაატარა. დაბერდა და არავინ ჰყავს მომვლელი. კუჭიც სტკივა და ბრმაცაა. შემეცოდა და აქ მოვიყვანე, რათა რაღაცით მაინც ვანუგეშო. შესაძლოა ღმერთმა მეც მაპატიოს ჩემი ცოდვები.

ახლა კი მსურს შემოგთავაზოთ ამონარიდი ერთი ბერებისმოყვარე მორწმუნის წერილიდან, რომელიც მანამდე სტუმრად იყო მამა პეტრესთან და მერე წერილი მოსწერა:

"არასოდეს დამავიწყდება, თუ როგორ გულწრფელად, ჯიუტად მარწმუნებდით, გსტუმრებოდით თქვენს მშვენიერ საცხოვრებელში, მყუდრო კელიაში, რომელიც მართლაც ედემის ბაღშია გამოკვეთილი. არ დამავიწყდება თქვენი დიდებული ყავა, ტრადიციული ლუკუმი, ბროლივით გამჭვირვალე ყურძნის არაყი, რომლითაც დიდი სიყვარულით გამიმასპინძლდით.

მუდმივად თვალწინ მიდგას თქვენთან ნანახი დაუვიწყარი სანახაობა: თუ როგორ ჩაიხუტეთ ცრემლებითა და ქვითინით თქვენი უძვირფასესი საგანძური, თქვენთვის ღვთისგან გამოგზავნილი, მხედველობა და სმენამოკლებულ ერისკაცი, რომელიც ნათესავებმა მიატოვეს და ღმერთმა თქვენს სიყვარულით აღსავსე კელიაში გამოგზავნა როგორც მეგობარი და ერთგვარი ღვთაებრივი საჩუქარი. სამოთხის პატარა კუნჭული ვაზით გადახურული, უჩვეულო სანახაობა ზღვისა და მთებისა, რომელიც მყუდროებას გიღვიძებს სულში, აქვე დგას საუკუნეების წინ ამართული პატარა საყდარი თქვენი სავანისა, სადაც განიწმინდება სული და სხეული...

გულწრფელი სიყვარულით გეამბორებით, ქრისტო".

ამ მოხუცი ბრმა ერისკაცის გარდა იმ დროს მან სხვა მოხუციც შეიფარა. ის სოფელში ცხოვრობდა, იქ მუშაობდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ვინც მასზე იზრუნებდა. მამა პეტრე მას შემთხვევით შეხვდა და თან წამოიყვანა.

მამა პეტრეს ბაღში ორი შავი ჯვარი დავინახე. ვინ არის დაკრძალული-მეთქი. ერთი მათგანი - ივერთა სკიტიდან მოსული მონაზვნისაა. ცოტა ხანს ვუვლიდი, როცა მოკვდა, აქვე დავკრძალეო.

მეორე კი ავსტრალიელი იყო. ბერთან მიმოწერა ჰქონდა. ერთხელ თურმე კისერი ასტკივდა. ბერმა ურჩია, მდუღარე წყალში გააცხელე აგური და მტკივნეულ ადგილას დაიდეო. კაცი განიკურნა. მერე მთაწმინდაზე ჩამოვიდა, რათა ბერად შემდგარიყო. მაგრამ აქ სულ თხუთმეტი დღე იცხოვრა. მალე მთაწმინდაზე მისი ერთი ნათესავი ჩამოვიდა, რათა სოფელში ნათესავებთან წაეყვანა. მაგრამ ამ კეთილმოკრძალებულმა ადამიანმა უპასუხა: - მე აქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღში მოვედი, რათა აქ მოვკვდეო!

მართლაც, მეორე დღეს გარდაიცვალა და ისიც მამა პეტრეს ბაღში დაკრძალეს.

უცნობი მონაზვნის ღვაწლი. კატუნაკის კელიაში მეუდაბნოე ცხოვრებას ეწეოდა მონაზონი, რომელიც აქ დიონისეს მონასტრიდან მოვიდა. ავად გახდა. ლოგინად ჩავარდნილი ლოცულობდა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ღვთისმშობლის ლოცვით, რომელსაც ხშირად მოუხმობდა შეწევნისათვის, ღმერთს მისთვის ჯანმრთელობა ებოძებინა.

მასთან გაჩნდა უცნობი ახალგაზრდა მონაზონი, რომელიც დაეხმარა, ჩაი აუდუღა, კერძი მოუხარშა, რამდენიმე დღე უვლიდა და გამოაჯანმრთელა, მერე კი უკვალოდ გაქრა.

კაცთმოყვარეობა ვნებებსაც კი აცხრობს. ერთ მონასტერში მონაზონს ხორციელი ვნებები ებრძოდა. გადიოდა დრო, მაგრამ ვნებებს ვერაფრით აცხრობდა. თუმცა დაიწყო თუ არა ერთი მოხუცებული მონაზვნის მოვლა, ხორციელი ვნება მაშინვე გაქრა. ამბობდა: "რაც ამ ავადმყოფ მოხუცს ვუვლი, ხორციელი გულისთქმები აღარ მქონიაო".

მოწყალე მონაზონი. კიდევ ერთი ძალზე მოწყალე მონაზონი ცხოვრობს მთაწმინდის ერთ-ერთ კინოვიურ მონასტერში. რამდენადაც ის ბუნებით თვისუფლებისმოყვარეა, გულისხმიერი, კეთილი გულისა და მოწყალე, მისმა მოძღვარმა აკურთხა, რომ იმ მიდამოს კელიებში იაროს და მოწყალება დაარიგოს. ეს მოწყალება ხშირად მატერიალური დახმარებაა. ჩვეულებისამებრ, კვირაობით, ტრაპეზის შემდეგ მორჩენილი თევზის ნაჭრები მიაქვს უძლურ და მოხუც მეუდაბნოეებთან და კელიოტებთან. სადაგ დღეებში კი ურიგებს ტანსაცმელს, წინდებს, ხილს და ასე შემდეგ.

ეს მონზონი საათობით ზის იქ მოსაგრეებთან და დიდ ბერებთან და შეკრებს უდაბნოს ნაყოფთ - სულისმარგებელ მოთხრობებს, რჩევებს, სწავლებებს. ზოგჯერ ისინი მას მოუთხრობენ თავიანთი მეუდაბნოე მყუდრო ცხოვრების გამოცდილებაზე, რომელიც მიბაძვის ღირსია. უკან, თავის სავანეში დაბრუნებული, იგი ამ სულისმარგებელ ისტორიებს მათდა სასარგებლოდ სხვა მონაზვნებს უყვება.

ეს კურთხეული მონაზონი ხშირად მონასტრებში, სკიტებში, კელიებსა და კალივებში და სხვა მონაზვნებთან და დღესასწაულისმოყვარე ერისკაცებთან ერთად ზეიმობს საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულებს.

ღვთისმსახურებისას იგი ჩვეულებისამებრ ტაძრის რომელიმე კუთხეში მიდგება და თავმდაბლად ლოცულობს. ზოგიერთ მომლოცველს, მათ შორის მეც, უნახავს იგი მლოცველი და გულშემუსვრილი. როცა ის ლოცულობს, კარგა ხანს დგას გაუნძრევლად, მოწყვეტილი ამ სამყაროს. გონზე რომ მოვა, ამოიოხრებს და ლოცვას დიდი გულმოდგინებით და მოშურნეობით განაგრძობს. ამგვარად ატარებს ის თავის წუთისოფელს, იღვწის თავისი ცხონებისთვის.

კიდევ ერთი სრული მოწყალე მონაზონი წმინდა ანას სკიტიდან. ადრე წმინდა ანასთან ცხოვრობდა ერთი მამათმოყვარე მონაზონი. როცა მისი მოძღვარი გარდაიცვალა, მან, ბუნებით კეთილშობილმა ადამიანმა, თავი ნებით მიუძღვნა ღვთივსაყვარელ საქმიანობას. სამი ჯორი ჰყავდა და თითქმის ყოველდღე ჩადიოდა სკიტის ნავმისადგომთან, სადაც სადილობის შემდგომ ჟამს მოდიოდნენ მომლოცველები და სკიტში, რომელიც ზღვიდან ფეხით ერთი საათის სავალზეა, მონაზვნებისთვის მიჰქონდა ნაპირზე დატოვებული ამანათები. ყუთებზე დააწერდა იმ მამათა სახელებს, ვისთვისაც იყო განკუთვნილი პროდუქტები და ნივთები, აჰქონდა სკიტში და არიგებდა. თუ ნაპირზე თვალს მოჰკრავდა მძიმე ტვირთით სკიტისკენ ამავალ მომლოცველებს, მათ ტვირთს ჯორებზე შემოდებდა და ტაძრამდე აჰყავდა; თუ შეხვდებოდა მოხუცს ან უძლურ მომლოცველს, მასაც ჯორზე შემოსვამდა. ზაფხულის დღეებში, როცა ტაძარში ბევრი მომლოცველი იყო და საწოლები არ ჰყოფნიდათ, ზოგიერთ მათგანს თავის კალივაში ისტუმრებდა.

ამ კაცთმოყვარე და მოწყალე მამამ განვლო მონაზვნური ცხოვრება, გარდაიცვალა უფლისა მიმართ და წარვიდა მოწყალე, ყოვლადუხვ ღმერთთან, რათა იგემოს ზეციური სიკეთეები და ნაყოფნი თავისი შრომისა. რამდენადაც მან გამოიჩინა მოწყალება თავისი მოყვასის მიმართ, ახლა მის სულს ღვთის მოწყალება მიიღებს უცხოთმოყვარე და მოწყალე პატრიარქ აბრაამის წიაღში.

კიდევ ერთი კაცთმოყვარე მონაზონი. წმინდა ანასა და ახალ სკიტებს შორის არის ადგილი, რომელიც კარებს ან თაღს მოგაგონებთ, სადაც გადის ორი სკიტის შემაერთებელი ბილიკი, საზღვარი წმინდა პავლეს მონასტერსა და დიდ ლავრას შორის. როგორც გარდმოცემა გვაუწყებს, ერთმანეთს აქ შეხვდნენ წმინდა პავლეს მონასტრის აღმშენებელი ღირსი პავლე ქსიროპოტამელი და დიდი ლავრის მაშენებელი ღირსი ათანასე და დაადგინეს თავიანთ სავანეთა საზღვრები.

ეს ადგილი ზაფხულის დღეებში მოჩრდილულია და ერისკაცები და მონაზვნები აქ ისვენებენ ხოლმე.

გამიგონია, ადრე ღვთისმშობლის დედის, წმინდა ანას სკიტში, ერთ-ერთ კალივაში ცხოვრობდა მონაზონი, რომელიც თითქმის ყოველდღე იღებდა ცივი წყლით სავსე კოკას და ჭიქას, გაივლიდა დიდ მანძილს და მათ ამ ადგილას ტოვებდა, რათა ზაფხულის სიცხით შეწუხებულ მგზავრებს შვება მიეღოთ. ასეთი სიყვარული ჰქონდა მოყვასისა ამ კეთილ მონაზონს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat