ეკლესიაში შემოვიდა ორი განდეგილი: ორივე შიშველი იყო და ჩემ გარდა მამათაგან ვერავინ ხედავდა
ეკლესიაში შემოვიდა ორი განდეგილი: ორივე შიშველი იყო და ჩემ გარდა მამათაგან ვერავინ ხედავდა
სინელ მამათა ცხოვრება
მოგზაურები ამბობენ, რომ არ უნახავთ ისეთი მკაცრი უდაბნო, როგორიც სინას ნახევარკუნძულზე, სინას მთებსა და მათ მიდამოებშია. აქ არაბეთის უდაბნოდან შემოხეტებული ნადირიც კი ვერ ჩერდება დიდხანს. აქ დეკიუსის დევნისას თავს აფარებდნენ ქრისტიანები, ხოლო დიოკლეტიანეს დროს მრავალი ეგვიპტელი მოსაგრე დასახლდა. IV საუკუნის მეორე ნახევარში განმტკიცდა ბერმონაზვნური ცხოვრება სინაზე. მონაზვნობით ცნობილი იყო უდაბნო ადგილები: არსელის, ტურბასი, გულასი, ფოლის, ახიდიმის, სალაიმის, რაითის უდაბნო და ფარანის ველი. გაგაცნობთ სინელ მამათა ცხოვრებას.

ღირსი სილუანე. ისტორიკოსი სოზომენე ამბობს, რომ მისი სათნოების გამო უფალმა ანგელოზი გაუგზავნა, რომელიც მას ხილულად ემსახურებოდა. ამბა სილუანე ერთხელ ძმებს ესაუბრებოდა, ამ დროს "განკვირვება დაეცა" და პირქვე დაემხო. დიდხანს იწვა, მერე წამოდგა და ტირილი დაიწყო. "რა იხილე, მამაო, ამისთანა?" მამა სილუანემ თქვა: "აღვიტაცე ღვთის სამსჯავროზე და ვიხილე, რომ ბევრი ჩვენი წოდებისანი (მონაზვნები) მიეცნენ სატანჯველს, მრავალი ერისკაცი კი ღვთის სასუფეველში შედიოდა". ბერმა ტირილი განაგრძო და თავისი კელიიდან აღარ გამოდიოდა. ხოლო როცა იძულებული იყო, გამოსულიყო, სახეს კუნკულით იფარავდა: "რად მინდა ცქერა ამ წარმავალი ნათლისა, რომლისგანაც სიკეთე არ არისო?" ერთხელ სამუშაოდ მიმავალმა მისმა სულიერმა შვილმა ზაქარიამ დაუბარა: "მამაო, წყალი წაიღე და ბაღი მორწყეო". მამა სილუანემ კუნკული ჩამოიფარა ისე, რომ მხოლოდ საკუთარ ფეხებს ხედავდა და ბაღის მოსარწყავად მოემზადა. ძმამ ჰკითხა: - ამბა, ბაღის მოსარწყავად მიდიხარ და კუნკული რად ჩამოიფარეო. მიუგო, - რომ ჩემმა თვალებმა არ იხილონ ხეები და გონება არ გამეფანტოს ამ საქმიანობისასო. მამა სილუანეს ჰკითხეს, რა სათნოება მოიპოვეო. უპასუხა: არასოდეს შემიშვია გულში გულისთქმა, განმარისხებელი ღვთისა.

მარკოზ კეთილადმორჩილი. ამბა სილუანეს თორმეტი მოწაფე ჰყავდა. ყველაზე მეტად მარკოზი უყვარდა. დანარჩენები დიდად წუხდნენ ამის გამო. ეს რომ სკიტელმა მამებმა შეიტყვეს, შეწუხდნენ და უსაყვედურეს ამის გამო. მამა სილუანემ სკიტელ მამებს გაყოლა სთხოვა, მივიდა მოწაფეების კელიებთან და სათითაოდ გამოიხმო ისინი. მოწაფეები მის ძახილს მაშინვე არ გამოეხმაურნენ. მარკოზი კი უმალ გამოვარდა გარეთ. მამა სილუანემ ის დავალების შესასრულებლად გაგზავნა. თვითონ კი მარკოზის კელიაში შეუძღვა მამებს. მამა სილუანემ აიღო რვეული, რომელშიც მარკოზი რაღაცას წერდა. მარკოზს ასოს წერა დაეწყო, მაგრამ მოძღვრის მიხმობის გამო მიეტოვებინა. "სამართლიანად გყვარებია იგი, ჩვენც გვიყვარს და უფალსაცო", - თქვეს სკიტელმა მამებმა. ერთხელ მამა სილუანე მამებთან ერთად მისეირნობდა. მოისურვა თავისი მოწაფის მორჩილების ჩვენება. მოწაფეს დაანახა მოზრდილი ტახი და ჰკითხა: "ხედავ ამ პატარა კამეჩს, შვილო?" "ვხედავ, ამბა". "რა ლამაზი რქები აქვს". "მართალია, ამბა", - უპასუხა მორჩილმა. მამები გაოცდნენ მარკოზის საქციელით და ამით სწავლება მიიღეს.

ღირსი ზენონი. ერთი ეგვიპტელი ძმა მივიდა მამა სილუანეს მოწაფესთან, ამბა ზენონთან და ღირს მამასთან თავის გულისთქმებზე შესჩივლა. გაოცებულმა მამა ზენონმა თქვა: "ეგვიპტელები მალავენ სათნოებებს, რომელიც აქვთ, ყოველთვის იბრალებენ ცოდვებს, რომლებიც არა აქვთ. ასურები და ბერძნები კი მიითვისებენ სათნოებებს, რომლებიც არა აქვთ და მალავენ ცოდვებს".

ერთხელ მამა ზენონი პალესტინაში მიდიოდა, დაღლილი წასახემსებლად ჩამოჯდა. იქვე, გზისპირა ბოსტნიდან კიტრი მაცდურად იყურებოდა. გულისთქმამ "შესთავაზა" ბერს, - არაფერი დაშავდება, ერთი კიტრი რომ მოწყვიტოო, მაგრამ იქვე უპასუხა თავის ფიქრს: "ქურდები სასჯელს მიეცემიან, აბა, გამოცადე, თუ შეგიძლია ამ სასჯელის დათმენა". წამოდგა და ხუთი დღე თაკარა მზის ქვეშ იდგა. ბოლოს სიცხისაგან ღონემიხდილმა თქვა: - რადგან სასჯელის დათმენა არ შეგიძლია, ნურც მოიპარავ და შეჭამო.

მამა ზენონმავე ბრძანა: "ვისაც უნდა, რომ ღმერთმა სწრაფად შეისმინოს მისი ლოცვა, როცა ის წარდგება ღვთის წინაშე და განართხავს ხელებს უფლის წინაშე, საკუთარ სულზე ლოცვის ნაცვლად, პირველ რიგში, უნდა ილოცოს თავისი მტრებისთვის. ამ კეთილი საქმისთვის შეისმენს ღმერთი მისას, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს".

ამბა მოსე და პავლე იღუმენი. სარკინოზების მიერ რაიფის უდაბნოში მოწყვეტილ ორმოც მამას შორის გამოირჩეოდნენ ამბა მოსე და იღუმენი პავლე.

მამა მოსე ფარანელი იყო და ერთ მღვიმეში მოსაგრეობდა. ახალგაზრდა შედგა ბერად და 73 წელი გაატარა მკაცრ ასკეზში. მთელი ეს ხანი არ უჭამია პური, მარტო ფინიკით იკვებებოდა. მან ღვთისგან მიიღო მადლი ეშმაკთა განსხმისა და ყოველგვარ სნეულებათა კურნებსა. ბერი მოსე 47 წელი მორჩილებდა მას და ამდენი ხნის მერე მოიპოვა სათნოებები.

როცა ბარბაროსები შეიჭრნენ რაიფის უდაბნოში, შეშინებული მონაზვნები ეკლესიაში შეიკრიბნენ. იღუმენმა პავლემ გაამხნევა სულიერი სამწყსო: "თქვენ იცით, რომ უფლის იესო ქრისტეს სიყვარულისთვის დავტოვეთ ეს ამაო სოფელი და ამ უკაცურ ადგილას მოვედით. იმიტომ დავითმენდით ამდენ შეჭირვებას, რომ უფლის მემკვიდრენი გავმხდარიყავით. ახლა კი აღესრულება ის, რასაც ვნატრობდით. ხოლო თუ უფალი დაგვიხსნის ამ ამაო სოფლისაგან, უნდა ვმადლობდეთ მას და გვიხაროდეს". წმინდა იღუმენი მხნედ შეეგება სარკინოზებს და პირველმა იგემა მათი მახვილის გემო, მას მერე სხვა ძმანი შეუერთდნენ.

ღირსი ნილოს სინელი. ღირსი ნილოსი აქ კონსტანტინოპოლიდან მოვიდა. ის ერში ეპარქის ანუ ქალაქისთავის მოვალეობას ასრულებდა და განთქმული იყო გვარიშვილობით, განსწავლულობით, ორატორობით, რაც მთავარია, ღვთისმოშიშებით. მან დაუტევა სოფელი, ცოლი, შვილი და ერთ-ერთ ვაჟთან ერთად სინას ღრმა უდაბნოში განმარტოვდა. ორმოცი წელი იღვაწა იქ. მრავალი განსაცდელი და სნეულება დაითმინა წმინდა ნილოსმა, ვიდრე ზნეობრივ სრულყოფილებას მიაღწევდა და სხვათა დამმოძღვრელი გახდებოდა. მან უდაბნოს სიღრმიდან აღიმაღლა ხმა, როცა წმინდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს. უწინასწარმეტყველა წმინდა იოანეს მტრებს უეცარი აღსასრული, რაც აცხადდა კიდეც. წმინდა ნილოსს დიდი მწუხარება დაატყდა თავს მაშინ, როცა სარკინოზებმა სინას მთა დაარბიეს და სხვა მონაზვნებთან ერთად მისი შვილი თეოდულეც წაიყვანეს. მაგრამ სასო არ წარიკვეთა და ღვთის შეწევნით თავისი ვაჟი ქალაქ ელუზის ეპისკოპოსთან იპოვა, რომელსაც სარკინოზთაგან გამოესყიდა იგი. ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა წმინდა ნილოსი და მისი ძე მღვდლებად აკურთხა. უდაბნოში დაბრუნებულმა წმინდა ნილოსმა გააათკეცა მოსაგრეობა და აღესრულა დიდ ღვაწლში.

ნიკონი. სინას მთაზე V საუკუნეში ცხოვრობდა მამა ნიკონი. ერთმა კაცმა შეაცდინა ვინმე ფარანელის ქალიშვილი და დაარიგა, - თქვი, რომ განდეგილმა ამბა ნიკონმა ქნა ესო. განრისხებული ფარანელი განდეგილის კელიას მიადგა, მახვილი მოუღერა და უცებ ხელი შეახმა. ფარანელი წავიდა და მღვდლებს უამბო ყოველივე. მათ ხალხი გაგზავნეს, ღირსი ნიკონი აცემინეს, იმ ადგილიდან მისი გაგდება სურდათ, მაგრამ მისივე თხოვნით "სინანულისთვის" დატოვეს. სამი წელი უზიარებლობა განუჩინეს. ღირსი ნიკონი ყოველ კვირას მიდიოდა ეკლესიაში და შენდობას ითხოვდა. ბოროტმა სულმა მისი სიმდაბლე ვეღარ დაითმინა, შევიდა ქალის მაცდუნებლის სხეულში და აღიარა, რომ სწორედ მან შეაცდინა ქალი, ცილი კი ღირს ნიკონს დასწამა. ყველანი მიადგნენ შენდობისთვის ღირს მამას. "შენდობით კი შეგინდობთ, - უთხრა მათ ღირსმა ნიკონმა, - მაგრამ აქ ვეღარ დავრჩები, რადგან თქვენ შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი გონიერი, მე რომ შევწყალებოდი".

ამბა მეგეფი. ეს ღირსი მამა ამბობდა: "ადრე, როცა შევიკრიბებოდით, სულიერ საგანთა სიკეთეზე ვმსჯელობდით და ერთმანეთს განვაძლიერებდით, ჩვენ მწყობრ ქოროდ აღვიწეოდით ზეცად. ახლა კი როცა შევიკრიბებით და ერთმანეთზე ბოროტად ვმეტყველებთ, ჯოჯოხეთში შთავალთ".

ამბა პეტრე. პიონიტელი მამა ამბა პეტრე გვასწავლის: "არ უნდა ვიქედმაღლოთ, თუკი უფალი ჩვენს მიერ რაიმეს გააკეთებს, სჯობს ვმადლობდეთ იმისთვის, რომ ღირსი შევიქენით მისი მოწოდებისა (ბერობისა), სჯობს ამგვარად ვიფიქროთ ყოველგვარი კეთილი საქმის აღსრულების მერე".

ამბა იოანე საჭურისი - კილიკიელი. მან ბრძანა: შვილნო ჩემნო! ნუ შევბილწავთ ამ ადგილს, რომელიც ჩვენმა მამებმა დემონებისგან განწმინდეს. ასევე ბრძანებდა: აქ მოსაგრეთა ადგილია და არა ქალბატონებისო.

ამბა მატოი. ღირსი მატოი ამბობდა: "როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი: იქნებ რაიმე კეთილი საქმე გავაკეთო-მეთქი, მაგრამ დავბერდი და ვხედავ, რომ არაფერი გამიკეთებია".

ერთხელ ერთმა ძმამ ჰკითხა მამა მატოის: - სკიტში მცხოვრები მამები უფრო მეტს რატომ აკეთებენ, ვიდრე წმინდა წერილი გვიბრძანებს? ამით მტრები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე საკუთარი თავი. ამბამ უპასუხა: მე კი, ვისაც ვუყვარვარ, ის საკუთარი თავივით ვერ შევიყვარეო.

ძმამ რჩევა ჰკითხა მამა მატოის, მან კი უთხრა: "წადი და ევედრე ღმერთს, რომ გულში მწუხარება და სიმდაბლე მოგივლინოს. ფხიზლად იყავი შენი ცოდვების მიმართ, ნუ განიკითხავ სხვებს, თავი ყველაზე უარესად მიიჩნიე. ნუ დაუმეგობრდები ყმაწვილს, ნუ გაიცნობ დედაკაცს, ნუ დაუმეგობრდები ერეტიკოსს. მოიკვეთე შენგან ყოველგვარი კადნიერება. ლაგამი ამოსდე ენას და მუცელს, ნუ დალევ ბევრ ღვინოს. თუ ვინმე რაიმე საქმეზე გეტყვის, ნუ შეეკამათები, თუ კარგს ამბობს. თუ ცუდს ამბობს, უთხარი: შენ იცი, რასაც იტყვი. ნუ შეეკამათები, რასაც ის ამბობს, ამაში ძევს სიმდაბლე".

ამბა ზოსიმე კილიკიელი. ეს წმინდა მამა ეპისკოპოსი იყო ეგვიპტის ბაბილონში. მერე კი ეპისკოპოსობიდან გადადგა და ძველ კელიას დაუბრუნდა სინას მთაზე, სადაც ის ადრე მოღვაწეობდა. იგი ჰყვებოდა: ახალგაზრდობისას სინას მთიდან ნიტრიის უდაბნოში წავედი მოღვაწედ. იქ ერთი მამა ვნახე. დამინახა, მისალმებაც არ მაცალა და მითხრა: "აქ რისთვის მოხვედი, ზოსიმე? დაბრუნდი. შენ აქ ცხოვრებას ვერ შეძლებ". საიდან მიცნობ, მამაო-მეთქი. მან მიპასუხა: "ორი წლის წინ გამოცხადებაში მითხრეს: - შენთან ზოსიმე მოდის, მაგრამ აქ დარჩენას ნუ უბრძანებ, რამეთუ მას ეგვიპტის ბაბილონის ეკლესია უნდა ჩაჰბარდესო". ამის მერე ბერი ცოტა ხნით გამშორდა, მერე მოვიდა და მითხრა: - საყვარელო შვილო! შენ აქ ღმერთმა ჩემი სხეულის დასამარხად მოგიყვანაო. ვკითხე: რამდენი წელია, რაც აქ ცხოვრობ-მეთქი. ორმოცდახუთიო. მისი სახე ცეცხლივით ბრწყინვალედ მომეჩვენა. მერე ამ ღვთის მონამ მითხრა: - მშვიდობა შენდა. შვილო, ილოცე ჩემთვის. დაწვა და გარდაიცვალა. გავთხარე სამარე, დავკრძალე იგი და ორი დღის შემდეგ წამოვედი განმადიდებელი ღვთისა.

უფლისწული. როცა მტარვალმა ფოკამ იმპერატორი მავრიკიოსი და მისი ვაჟები ამოხოცა, ძიძას შეეცოდა ყველაზე უმცროსი უფლისწული, რომელიც სულ მთლად ჩვილი იყო, დიდი გაჭირვებით შეცვალა იგი თავისი შვილით და გადაარჩინა საშინელი სიკვდილისაგან. გაიზარდა უფლისწული, დაკაცდა, სწორედ მაშინ გაუმხილა დედობილმა სინამდვილე. ამან ისე შეძრა იგი, რომ გადაწყვიტა მიეტოვებინა ეს სოფელი და თავი ღვთისთვის მიეძღვნა იმ ქალის ვაჟის სანაცვლოდ. ამიტომაც სინას უდაბნოს მიაშურა, ორი წელი მორჩილებაში დაჰყო და მანაც სული თვისი ჩააბარა უფალს.

ტყუპი. წმინდა იოანე კიბისაღმწერელის დროს სინას სავანეში ტყუპი ძმა ცხოვრობდა. ორი წლის მერე ისინი ტურბას უდაბნოში განმარტოვდნენ. განვლო დრომ. ორივე ერთ დღეს გარდაიცვალა და ერთ მღვიმეში დაკრძალეს. მალე ამ უდაბნოს წინამძღვარმაც განისვენა და დაობლებულმა მორჩილმა იგი ამ ტყუპ მამას შორის დაკრძალა. მალე მას ტყუპი გამოეცხადა: "შენი მოძღვარი ღვთის კაცია, მაგრამ შენ არასწორად მოიქეცი, ძმები სიკვდილის მერე რომ განგვაშორე, რამეთუ როგორც ერთად ვიშვით, ისე ერთად ვთქვით უარი ამ სოფელზე და ერთად წარვდექით ღვთის წინაშე". ამ ხილვის შემდეგ განდეგილმა თავისი მოძღვრის ნეშტი ტყუპის სიახლოვეს გადაასვენა.

ღირსი ორენტი. სინას უდაბნოში, წმინდა მთის შორიახლოს ერთი დიდი მამა ცხოვრობდა, ორენტი. მის წინაშე ქედს იხრიდნენ სინელი მამები. იგი კმევისას ნაკვერცხალს ხელისგულზე იდებდა, ზედ საკმეველს მოაყრიდა და ასე აკმევდა. ამ სასწაულმოქმედ მამასთან მრავალი შეჭირვებული მოდიოდა კურნებისთვის. ერთხელ ერთი პატრიცის ცოლმა თავისი ეშმაკეული ქალიშვილი მიუყვანა განსაკურნებლად. წმინდანმა ის ახლოს არ მიუშვა, მაგრამ გოგონასთან ყურძნის მტევანი გაატანა - ქალიშვილში შესულმა ეშმაკმა, როგორც კი დაინახა ყურძენი, იყვირა: "აქ რისთვის მოხვედი, ამბა ორენტი?" გოგონა მიწაზე დასცა და დატოვა მისი სხეული.

იოანე მოსხი მასზე მოგვითხრობს: ერთხელ ეს ღირსი მამა ეკლესიაში გადმობრუნებული სამოსით მივიდა. როცა კლიროსზე დადგა, ჰკითხეს: - ღვთივსაყვარელო მამაო, რატომ მოხვედი ამგვარად და რად გვარცხვენ უცხოთა წინაშეო. ორენტიმ უპასუხა: "თქვენ შერყვენით სინა და არავის არაფერი უთქვამს: მაშ, რატომ განმიკითხავთ, რომ საკუთარი ტანსაცმელი ამოვიბრუნე? პირველ რიგში თქვენ გამოასწორეთ, რაც გააფუჭეთ და მერე მეც გავასწორებ ჩემს გაფუჭებულსო".

ამბა სტეფანე განდეგილი. იგი უდიდესი მოღვაწე გახლდათ სინას მთისა. მასთან ხშირად მიდიოდა ლეოპარდი, რომელსაც ის შინაური ცხოველივით ექცეოდა. ერთხელ მამა ორენტის ბაღს გარეული ღორები შეეჩვივნენ და უნადგურებდნენ. ბერმა ლეოპარდს უხმო. ცხოველი მის ფეხებთან დაყუნცდა. ბერმა უთხრა: - გამოაჩინე სიყვარული, ნუღარ წახვალ, ჩემი პატარა ბაღი დაიცავი. დაიჭირე გარეული ღორები და ჭამეო. მართლაც, ლეოპარდი დარჩა "ბაღის მცველად" და ბერს აღსასრულამდე ემსახურა.

ასეთ წმინდა მამასაც კი სიკვდილის წინ მოადგნენ ეშმაკები და პასუხს სთხოვდნენ არარსებულ თუ არსებულ ცოდვებზე. "კი, მართალია, მაგრამ ამის გამო ამდენი წელი ვმსახურობდი... ამას კი ცრუობთ, არ გამიკეთებია... ეს მართალია, მაგრამ სამაგიეროდ ვტიროდი და ვშრომობდი... ამას ტყუილად მაბრალებთ", - პასუხობდა ღირსი მამა ეშმაკებს. ბოლოს ამოთქვა: "დიახ, ჭეშარიტად ასეა, თავის გასამართლებლად არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ ვსასოებ ღვთის გულმოწყალებაზეო".

ამბა მიქაელ ქართველი. მამა მიქაელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავის მოწაფე ევსტატესთან ერთად არსელში, ერთ მაღალ კლდოვან ადგილას გამოკვეთილ აკლდამაში. სიცოცხლის ბოლოს დასნეულდა და სიკვდილის მოახლოება იგრძნო. მოუხმო თავის მოწაფეს: "შვილო ჩემო, მომიტანე წყალი, დავიბან და ვეზიარები წმინდა საიდუმლოს". როცა ეზიარა, ევსტატეს უთხრა: "შვილო, შენ იცი, ჩვენი აკლდამიდან ქვემოთ რა სახიფათო ჩასასვლელია. თუ მოვკვდები, მარტოს მოგიხდება ჩემი ცხედრის ჩატანა. ასე რომ, დროულად, ნელ-ნელა ჩავიდეთ დაბლა". ქვემოთ მშვიდობიანად ჩავიდნენ, შემდეგ მამა მიქაელმა ილოცა, გადაეხვია და ეამბორა ევსტატეს და უთხრა: "მშვიდობა შენდა, შვილო, ილოცე ჩემთვისო", - ჩაწვა კუბოში და სიხარულითა და მხიარულებით წავიდა უფლისა მიმართ.

ამბა გიორგი არსელაგი. სახელზეც ეტყობა, რომ ეს ღირსი მამა არსელში მოღვაწეობდა. მას "სინას სიტყვიერ სადიდებელს" ეძახდნენ. ერთხელ მოხდა ისე, რომ სინას მონასტერს ზეთი შემოაკლდა. ვერსაიდან შემოიტანდნენ, რადგან პალესტინიდან ეგვიპტემდე სპარსეთის მეფე, ხოსრო ბატონობდა. იღუმენი არსელში გაემგზავრა და ღირსი გიორგი სავანეში გამოიყოლა. მერე საკუჭნაოში შეიყვანა, სადაც ზეთი ინახებოდა და უთხრა: - ჩვენს ქოთნებში ზეთი აღარ არის და მათ წინ ლოცვა წაიკითხეო.

მამა გიორგიმ უთხრა: ერთი ქოთნის წინ ვილოცოთ, თორემ ყველას თუ წავუკითხეთ, აქ ზეთში ვიბანავებთო. მართლაც, როცა ერთი ქოთნის წინ ილოცეს, იქიდან ზეთი წყაროსავით წამოვიდა. მამა გიორგიმ მორჩილს უბრძანა, ამ ზეთით 100 ქოთანი აევსო. იღუმენს სურდა, ქოთანი მამა გიორგის სახელობისა ყოფილიყო, მაგრამ მან მკაცრად უთხრა: სჯობს იგი ღვთისმშობლის სახელობისა იყოსო. მას შემდეგ ამ ქოთნის წინ ჩაუმქრალი ლამპარი ენთო.

ამბა სერგი განდეგილი. მისმა მოწაფემ, გიორგი სომეხმა უამბო იოანე მოსხს: ამბა გიორგიმ, ფარანის ველის ყოფილმა იღუმენმა, მრავალგზის მთხოვა, ამბა სერგისთან მიმეყვანა. წავედით. როცა ის მამა სერგიმ დაინახა, ალერსიანად მიესალმა, გამოიტანა წყალი და ფერხნი დაბანა. მთელი დღე ესაუბრებოდა მას სულიერი სიკეთისათვის, მეორე დღეს კი გაუშვა. როცა ამბა გიორგი წავიდა, მოძღვარს ვუთხარი: მამაო, შენთან ბევრი ეპისკოპოსი, დეკანოზი და სხვა მამა მომიყვანია და ამბა გიორგის გარდა, არც ერთისთვის ფეხი არ დაგიბანია-მეთქი. მითხრა: მე არ ვიცი, ვინ არის ეს გიორგი, მხოლოდ ის ვიცი, რომ მღვიმეში პატრიარქი ვისტუმრე. რამეთუ მასზე ომოფორი ვიხილე, ხელთ კი სახარება ეპყრა. ხუთი წლის შემდეგ აცხადდა ამბა სერგის წინასწარმეტყველება და ამბა გიორგი ანტიოქიის პატრიარქად აირჩიეს.

ღირსი ისიქი დაყუდებული. ეს მამა თავიდან უდებებით ცხოვრობდა, დასნეულდა და მოკვდა. ერთი საათის მერე გაცოცხლდა, ჩაიკეტა თავის კელიაში და გამოუსვლელად იქ 12 წელი დაჰყო. სიკვდილის წინ მისი კელიის გარშემო ძმები შეიკრიბნენ და სთხოვეს, სულის მარგებელი სიტყვა ეთქვა. მან მხოლოდ ეს ბრძანა: - შემინდეთ! ვისაც სიკვდილის ხსოვნა აქვს, მას არასოდეს ძალუძს შესცოდოს. ეს თქვა და განისვენა უფლისა მიმართ.

ამბა დიოკლიტე. მას ასეთი რამ მოუყოლია: "რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ რაიფეში ვიმყოფებოდი, დიდ ხუთშაბათს შევედი ტაძარში სადაც წირვა აღესრულებოდა და მამები ყველანი ესწრებოდნენ. დავინახე, რომ ეკლესიაში შემოვიდა ორი განდეგილი: ორივე შიშველი იყო და ჩემ გარდა მამათაგან ვერავინ ხედავდა. ეზიარნენ ისინი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს, და ასევე უჩინრად გავიდნენ ეკლესიიდან, ლავრიდან. უკან გავყევი, თაყვანი ვეცი და ვუთხარი: - ჰყავით წყალობა და თან წამიყვანეთ-მეთქი. ისინი მიხვდნენ, რომ მათ ვხედავდი და მითხრეს: - შენ კარგად ცხოვრობ აქ, სიმყუდროვეშიო. კვლავ თხოვნა დავუწყე. მათ კი: ვერ შეძლებ ჩვენთან ცხოვრებასო. თაყვანი მცეს, მეწამული ზღვის ტალღებზე შედგნენ და მეორე მხრისკენ გასწიეს.

დაბოლოს, თხრობა ღირსი ანასტასი სინელის სწავლებით დავასრულოთ: "ვერ იქნება ნამდვილი ქრისტიანი რწმენისა და კეთილი საქმეების გარეშე, მაგრამ ეგეც საკმარისი არ არის, აუცილებელია, მას თან სდევდეს სიმდაბლე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat