ქედმაღლობის ვნება ჩვარივით ფლეთს ადამიანს
ქედმაღლობის ვნება ჩვარივით ფლეთს ადამიანს
მამა ქრისანთე - "ძენი ნათლისანი"
მამა იერონიმე - სიმდაბლის გაკვეთილი. წმინდა სვიმეონ მირონმდინარის სავანე ჩვენს დროში გაიფურჩქნა. მისი ოთხმოცამდე მონაზონი ღვთისშიშით ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ათი გახლდათ მოხუცებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იმ დროს სავანეში ბევრი ახალგაზრდა მოიყვანა.

ორმა მათგანმა მონასტრის საავადმყოფოში ნახა მოხუცებული მონაზონი, რომელსაც დაბანაც აღარ შეეძლო. შეეწყალათ უძლური მამა და დაბანეს. მოხუცებულმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაუხადა მადლობა იმისათვის, რომ ასეთი მონაზვნები გამოგზავნა მონასტერში. მათ მერე სხვა სავანეთა მონაზვნებიც დარჩნენ მონასტერში. როცა სულ პატარა ვიყავი, მეც იქ დავდიოდი, რადგან სავანის მრავალი მამა გამშვენებული იყო თავმდაბლობით.

მაგრამ დიდსახიერმა ღმერთმა დაუშვა, რომ ჩვენი სულების მტერს გამოეცადა თავისი მონები, რათა განეშორებინა ისინი თავმდაბლობისგან.

ჩვენი დროის სავანეში ცხოვრობდა ერთი ძმა, მამა იერონიმე, რომელიც შემდგომში მონასტრის იღუმენია გახდა, მერე ამაღლების ტაძრის (სიმონ-პეტრას მეტოქიონი ათენში) მოძღვარი იყო. განსვენებული მამა იერონიმე წიგნის საკითხავად უფრო მეტ ნავთს წვავდა, ვიდრე წყალს სვამდა. ის მუდამ მდუმარე იყო, რადგან შინაგან მღვიძარებას იმარხავდა. უბრალო მონაზვნობისას მის თვალთაგან ცრემლი უწყვეტად მოედინებოდა. ის ცეცხლთან მაშინაც კი არ ჯდებოდა, როცა ძალზე ციოდა. თავის სხეულს შვებას არ აძლევდა და მცირე ხანს მიმჯდარს ეძინა. კაცის ენა ვერ გამოთქვამს მისი უპოვარების საზომს. იგი გახლდათ სვეტი მონასტრისა და მისი დამმოძღვრელი დიდსა თუ მცირე საქმეებში. მონასტერს შეეძლო ეამაყა ამ ადამიანით: ღამით ჩუმადაც კი დგებოდა და მონასტრის ფეხისალაგს წმენდდა. შემთხვევითი არ იყო, რომ მაგალითად დაისახეს იგი ათონელმა მორჩილებმა. მაგრამ ის, თავისი სიმდაბლით, ყოველთვის დუმდა და საკუთარს არაფერს იტყოდა, მხოლოდ შემთხვევის შესაბამის ადგილებს აჩვენებდა წმინდა წერილიდან.

მას ჰყავდა მორჩილი, რომელსაც ეშმაკი სულს უმღვრევდა, ყველა მორჩილების მიტოვებას და ამაღლებული ცხოვრებისთვის დაყუდებას აიძულებდა. მაგრამ მორჩილი მიხვდა, თუ რაოდენ დამღუპველია ასეთი შეცდომა და მერე უკიდურეს მორჩილებას იჩენდა მთელი მონაზვნური საძმოს მიმართ.

ზეციური სასუფევლის მხედარს თუ სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, ისე უნდა დაიმდაბლოს თავი, რომ ქუჩაში გადაგდებული ჩვარი აიღოს და მხრებზე მოისხას. უნდა გვწამდეს და სწორად მოვიქცეთ, რომ უვნებლობის საზომს მივაღწიოთ. თავმდაბლობა, ფიქრი იმაზე, რომ ქედმაღლობის ვნება ჩვარივით ფლეთს ადამიანს და ახსოვდეს მხოლოდ უფალი იესო ქრისტე. როგორც ეუბნება მოციქული პავლე კორინთელებს, უნდა გახდეთ მტვერივით, რომელსაც მოგვიან და საჭირო ოთახში ჩაყრიან, ვისაც სურს თავმდაბლობა მოიპოვოს, საკუთარ თავზე, როგორც ნაგავზე, ისე უნდა იფიქროს.

ერთმა წმინდანმა თქვა: "შენ თუმცა მონათლული ხარ, მირონცხებული და ეზიარები, მაგრამ ცხვირი დაბლა დასწიე და საკუთარ თავს უცქირე. დაინახავ, რომ ნაგავი ხარ, რადგან შენში ვნებები ბობოქრობს, რომელიც თავმაღლეობამ აღძრა".

სიმდაბლე ყოველთვის საკუთარი თავის ლანძღვა არ არის. სიმდაბლისმოყვარეობა ქადაგებს: "მე არა ვარ ღირსი ადამიანთა და თვით გველთა საზოგადოებაში ყოფნისა. გველები ხომ სასარგებლონი არიან ექიმთათვის. მათი შხამით წამალს აკეთებენ. ჩემგან კი არაფერი სარგებელი არ არის".

ათონზე იყო ერთი ისე თავმდაბალი მონაზონი, რომ ეშმაკებიც კი ვერ ეკარებოდნენ - ის მათ სიმდაბლით წვავდა. ერთხელ წმინდა სამების კალივის სიახლოვეს ფრიალოზე მჯდარი ფეხებს აქანავებდა. წმინდა დიონისეს დღესასწაული იყო და მთელი მწყობრი ეშმაკებისა წმინდა დიონისეს კინოვიურ მონასტერში მიდიოდა მონაზონთა საცთუნებლად. ერთ-ერთმა დაინახა - აქ რას ჩამომჯდარა ეს შავთავიანი, წავალ მის საცთუნებლადო.

ყოვლადსახიერმა ღმერთმა, რათა მოეცა ჩვენთვის მაგალითი სწორად თავმდაბლობისა, დაუშვა, რომ ეშმა მიახლოებოდა ძმას. მაცდურმა უყვირა: "აქ რას ჩამომჯდარხარ და ფეხებს აქანავებ?" მონაზონმა სიმდაბლისმოყვარეობით აცრემლებულმა უთხრა, - არაფრის შეწირვა არ შემიძლია ღვთისთვის, რომელმაც შემქმნა და ამ კლდეებში მომიყვანა. ფეხებს მაინც ვაქანავებ, შესაძლოა წყალობად და მაცხოვნებლად მექცეს სულისაო.

სხვა მონაზონი, როცა საჭირო ოთახში მიდიოდა, ფიქრობდა, რომ იმაზე უარესი იყო, რასაც იქ ტოვებდა. ეშმაკმა ვერ დაითმინა მისი ღრმა სიმდაბლე და უთხრა: "არ გრცხვენია ტუალეტში საკუთარ თავზე ფიქრისა?"

მონაზონმა უპასუხა:

- დიახ, მე უარესი ვარ ეშმაკებზე, რადგან მათ თავი აიმაღლეს და მიცემული დიდება დაკარგეს. ისინი ამით ჩემთვის სიმდაბლის მასწავლებლად იქცნენ. დიახ, ჭეშმარიტად მე უარესი ვარ ნებისმიერი ქმნილებისა. მალე მოვკვდები და ჩემი ძვლები მიწად იქცევა, რომელთაც კაცნი ფეხით გათელავენ. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან გზა ზეციური სასუფევლისკენ სიმდაბლის გზაა. მე სხვანაირად არ შემიძლია ვუცქირო საკუთარ თავს, თითქოს ტუალეტში ვიცქირებოდე. თუ მე სიმდაბლისმოყვარეობა არ მექნება, გავანაწყენებ სიმდაბლისმოყვარეობის მთავარს, რომელმაც მითხრა: ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მდაბალი და მშვიდი ვარ გულით. თუ ღმერთი ასეთ დონეზე დამდაბლდა, მაშინ ქმნილება უფრო მეტად უნდა დამდაბლდეს. შესაძლოა, მაშინ ვაცხონებ საკუთარ სულს.

ასეთი სიტყვის შემდეგ ეშმაკი მეხდარტყმულივით გაქრა. ვისაც სურს ღირსი შეიქმნას ზეციური ნიჭებისა, მან უნდა იფიქროს, რომ ღირსი არ არის ადამიანებთან და უფრო მეტიც, საკუთარ თავთან ურთიერთობისაც კი. როცა კაცი ამ აზრს მიიღებს გულში, უტკბესი ხმა მოესმება: "მე შენში ვარ. დატკბი საღმრთო სიყვარულითა და მგზნებარებით. რამეთუ მე ვარ მგზნებარე სიყვარული ყველა ქმნილებისა, გონიერთა და გრძნობადთა და უპირველესად სიმდაბლისმოყვარე კაცთა".

მამა გრიგოლ მზარეულის დამოძღვრა. 17 წლისა სიმონ-პეტრას მონასტერში დავსახლდი. წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე იყო (ვგონებ, 1912 თუ 1913 წელს). ღამისთევის ლოცვაზე ვუსმენდი სადღესასწაულო ქადაგებას იმაზე, რომ საუკუნე, ანუ ათასწლეული, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის მერვე საუკუნე; სხვადასხვა ბოროტებაზე, რომელიც უნდა შემოსულიყო ამ საუკუნეში, ნათქვამი იყო, რომ მონაზვნები არად ჩააგდებენ მონაზვნური წესდების მოთხოვნას და უარს იტყვიან თვით ყველაზე აუცილებელ მოვალეობაზეც კი.

ქადაგების სიტყვებმა ამაღელვა. მზარეულის მოწაფე ვიყავი, სამზარეულოში გავიქეცი და იქ ავტირდი. ტრაპეზის შემდეგ მზარეულმა მამა გრიგოლმა შეამჩნია, რომ შეშინებული ვიყავი. ის წმინდა კაცი იყო და მაშინვე მიხვდა, რაც მქონდა სულში და ჩემი დამოძღვრა უბრალო სიტყვებით დაიწყო:

- შენ ღამისთევის საკითხავი მოისმინე და ბავშვივით ატირდი. მაგრამ ბევრი საშუალება არსებობს სულიდან შიშის გასაძევებლად, მათ შორის არის ასეთიც. როცა სამზარეულოში ანდა ეკლესიაში ხარ, მუშაობ, ანდა სადმე მიდიხარ, თვალწინ გქონდეს სახე შენი საყვარელი დედისა. იფიქრე მასზე, როცა ლიტიაზე ქალის შესაფერის სახელს წარმოთქვამენ.

შენ მთაწმინდაზე ჩამოხვედი. შენით კი არ მოხვედი, არამედ აქ მეუფე ქრისტემ მოგიყვანა, თავისი უწმინდესი დედის ლოცვით. მადლმა შეგქმნა შენ შვილად ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. დაე, თვალწინ მუდამ გქონდეს წმინდა სახე ქრისტესი, რომელსაც საღვთო სიყვარულით აქვს მიმართული მზერა თავის ყოვლადწმინდა დედისადმი.

მუდამ უფალში უნდა იყო გაერთიანებული, როგორც ცეცხლი გახურებულ შეშასთან. შენ უნდა იფიქრო იმაზე, რომ უფალმა ყველაფერი არაფრისგან შექმნა და შენც ასეთი ქმნილებათაგანი ხარ. მაშინ სულში სიხარული არ გაფერმკრთალდება, არამედ ყოველთვის, როცა გაიგონებ წმინდა სახელებს უფლისა და ღვთისმშობლისა, მკერდში გული აგიფრთხიალდება, როგორც ბარტყი ბუდეში, რომელსაც დედა სიხარულით კვებავს. ბარტყი თავის ნისკარტს დედის ფრთებქვეშ მალავს, დედაც ასევე უჩეჩავს ბუმბულს, რომ მას თავისი სიხარული გაუზიაროს. ასე უნდა მოიქცე შენც, რამეთუ მადლის მიერ შვილი ხარ ქრისტესი. უფალი გიბოძებს საღვთო ზიარებაში თავის უწმინდეს სისხლსა და ხორცს, ხარობს და მხიარულობს. ხარობს შენი სულის სიწმინდისა და ნაღდი სიყვარულის გამო და შენ ჩაეკვრები მას, როგორც მიმინოს ბრჭყალებისგან შეშინებული ბარტყი, და არასოდეს განეშორები. სული შენი ხარობს და მხიარულობს, თვით დროებით სიკვდილსაც არ შეუძლია განგაშოროს შენი სულის უტკბეს სასიძოს, იესოს, არამედ უფრო მიგაახლოოს მას.

ჩვენი დედაეკლესია გვასწავლის, რომ მუდამ უფალ იესო ქრისტეში უნდა ვიყოთ გაერთიანებული. აი, დღესაც ის გალობდა, განადიდებდა ლიტიაზე წმინდა მღვდელმთავარ ბასილის ამგვარი ტროპარით: "ცხოვრებისა შენისა სიწმინდისათვის სულსა შინა თვისსა ქრისტე ისტუმრე, ბასილი, ვითარცა ცხონებისა წყაროის კეთილად დამმარხველმან..."

წმინდა მაკრინემ, დამ ბასილი დიდისა, ასწავლა ძმას ღვთაებრივი სიყვარულის ანბანი. ბასილი მიხვდა, რომ ეს სიყვარული უსაზღვროა, ამიტომაც მისცა სული და სხეული მოწამებრივ ღვაწლს, თავის უარყოფის ღვაწლს, ღვაწლს, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა. მან თავისი ვნებები ჩააქრო, უმცირესი ნაკლიც კი არ დაიტოვა და სრულიად განთავისუფლდა ყოველგვარი ვნებიანისა და ამაოსაგან. ის საუკუნოდ შეუერთდა უტკბეს იესოს, რომელმაც ღირსყო იგი უმაღლეს სათნოებათა და უვნებლობისა. ამიტომაც იხსენებს ჩვენი ეკლესია წმინდა ბასილის ყოველწლიურად. ხომ აუცილებელია ჩვენ - მონაზვნებს სათნოებათა მაგალითები შეგვახსენონ. მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ მონაზვნური ცხოვრების წესს.

შენ სიმონ-პეტრას მონასტერში მოხვედი. რომ არ გაიძულონ საკუთარი ნებისა და გულისთქმების მოკვეთა, სული შენი ვერ შეძლებს განწმენდას, რათა მასში უწმინდესმა ლოცვამ, იესოს ლოცვამ დაივანოს. თუ ამ ლოცვის განუწყვეტლივ შესრულებას ისწავლი, მაშინ იმდენად დიდი ცეცხლი აგენთება სულში, რომ სამუდამოდ მოიცილებ ძველ კაცს და იგრძნობ უტკბესი იესოს იდუმალ სიახლოვეს და შენი პიროვნების შეერთებას მასთან. აი, ნიჭნი უდაბნოსი: მისი ღირსნი შეიქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც სრულყოფილ მორჩილებას და საკუთარი ნებისა და გულისთქმების მოკვეთას აჩვენებს.

გახსოვს ნაქსოსელი მამა დოსითე, საავადმყოფოს ხელმძღვანელი? ის ყოველთვის ასრულებდა ყველა სათხოვარს. არასოდეს დაგავიწყდეს მიზეზი, რომლის გამოც დატოვე სამშობლო და სასტიკი სიცივისა და ათასნაირი უსიამოვნების დასათმენად მოხვედი.

მაგალითად დაისახე ის მორჩილი, რომელმაც, მას მერე, რაც მოძღვარი გარდაეცვალა, მორჩილება რომ ბოლომდე დაემარხა, წინ უბრალო მორი მიაყუდა და მოძღვრად გაიხადა, დილა-საღამოს ამ მორს აღუარებდა გულისთქმებს. ერთხელაც, როცა მორჩილს სულიერი საფრთხე ემუქრებოდა, მორმა თავის დროზე გააფრთხილა.

გაგეცინა? წადი ეკლესიაში და იტირე. უქმმეტყველებდი? გაიხსენე ის ღირსი მამა, რომელიც ღვთისმსახურების მერე თავისი კელიისკენ იჩქაროდა. "წავიდეთ, მამებო", - ამბობდა და ბაგეებზე ხელს იდებდა. დაუკვირდი, შენს გონებას წარმოუდგეს მეუფე ქრისტე, რომელმაც გამოგიყვანა ამაო სოფლისგან და მთაწმინდაზე მოგიყვანა.

ეს სწავლება მზარეულმა წარმოთქვა მანამ, ვიდრე კანონები გაითელებოდა და შემოიღებდნენ პაპის კალენდარს, ასე რომ ააღელვა მთაწმინდა და მთელი მსოფლიო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat