შენ ღმერთმა მოგცა ნიჭი, დაკისრებული საქმისა და მორჩილების დიდი გულმოდგინებით აღსრულებისა
შენ ღმერთმა მოგცა ნიჭი, დაკისრებული საქმისა და მორჩილების დიდი გულმოდგინებით აღსრულებისა
მამა ხარლამპე დიონისიატელი
ახალი სკიტი. საძმოში ახალსკიტელი მონაზონ თეოფილეს მოსვლის შემდეგ მამა იოსებმა გადაწყვიტა, საცდელად წმინდა ანას მცირე სკიტის სიახლოვეს მდებარე ახალ სკიტში გადასულიყო.

1953 წელს წმინდა პავლეს მონასტერში, რომელსაც სკიტის მიწა ეკუთვნოდა, დიდი სიხარულით შესთავაზეს მამა იოსებს ოთხი კელია. ძმობას კიდევ სამი სკიტელი შეუერთდა და ათნი გახდნენ. ამავე დროს, ძმობაში ყველაზე უმცროსი, მამა ეფრემი, მღვდელმონაზვნად აკურთხეს. ამიტომაც ძმობის ღვთისმსახურების საჭიროებისთვის აიგო ორი საშინაო ტაძარი: ერთი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებისა და მერე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობისა. პირველში მამა ეფრემი წირავდა, მეორეში - მამა ხარლამპე.

ძმობის სულიერი ცხოვრება ჩვეულად მიდიოდა. ღამისთევები, ყოველდღიური საღმრთო ლიტურგია, მორჩილება, შრომა, ხელსაქმე, მოუკლებელი ლოცვა და სხვა. მამა იოსების აღსასრულამდე ძმები კანონიკური წესით ცხოვრობდნენ, საერთო სალარო ჰქონდათ, საერთო ტრაპეზი... მაგრამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა იოსებმა სულიერი შვილები აკურთხა, რომ მისი სიკვდილის მერე ყველას ცალ-ცალკე ეცხოვრა. სურდა, თითოეულ მათგანს საკუთარი საძმო შემოეკრიბა და მათთვის გაეზიარებინა სულიერი გამოცდილება.

მეთევზე პაპა იანისი და მისი ნავი. ერთი ძმა ახალი სკიტის კლდოვან ნაპირებთან თევზაობდა და იქ გაიცნო ერთი მოხუცი მეთევზე. მას ჩინებული ნავი ჰქონდა, მაგრამ სიბერის გამო მისი გამოყენების თავი აღარ ჰქონდა.

ძმას შეეცოდა ბერიკაცი, რომელსაც მომვლელი არავინ ჰყავდა და ამასთან, თვალი დაადგა მის ნავსაც.

მივიდა მამა იოსებთან და დაუწყო თხოვნა, მოხუცი მეთევზის მოვლის კურთხევა მომეცი, სანაცვლოდ კი საჭირო ნავს მივიღებთო. ყოვლადბრძენმა მამამ უთხრა: - თავი ანებე გულმოწყალებას, ცოდვაში რომ არ ჩავარდეო.

მაგრამ მეთევზე ძმამ, მამა ნიმამ უპასუხა: - მოდი, მამაო, ასე ვქნათ და ყოველდღე ახალ თევზს მოგიტანთო...

ბოლოს და ბოლოს, მოძღვარმა დაუთმო გაჯიუტებულ მორჩილს:

- კარგი, მოიყვანე აქ ბერიკაცი, მაგრამ მას შენ უნდა მოუაროო.

- მაკურთხეთო, - გაუხარდა ძმას.

ასეც მოიქცნენ. მართლაც, მამა ნიმას ყოველდღე მოჰქონდა ახალი თევზი, მან თავისთან წაიყვანა მეთევზე და დიდი გულმოდგინებით ზრუნავდა მასზე.

გავიდა ცოტა ხანი. პაპა იანისს ხშირად ეშლებოდა კუჭი, ხშირად ტუალეტში მისვლასაც ვერ ასწრებდა. ამ უძლურების გამო მისი ოთახი დღეში რამდენჯერმე უნდა მოერეცხათ. სნეულება გაუძლიერდა და იქამდე მივიდა, რომ შეტევები თითქმის ყოველდღე უმეორდებოდა.

მერე ბერიკაცს დაბანა დასჭირდა, ძმა აწუწუნდა - შემიბრალეთო. განა თვითონ არ ითხოვე ეს მორჩილებაო? ყველას ხომ გვაქვს სისუსტეები... ამ დროს კაცს დიდი მოთმინება სჭირდება, მაგრამ როცა აღარ შეგიძლია მოთმინება? მამა ნიმამ გამოსავალი მონახა - ნუღარც ნავი გვექნება და ნუღარც იანისი იცხოვრებს ჩვენთანო. მივიდა მამა იოსებთან და შესჩივლა:

- მამაო, კი გითხარით, რომ მოვუვლიდი ბერიკაცს, მაგრამ ახლა მუდმივად კუჭი აქვს აშლილი, ტუალეტამდე მისვლას ვერ ასწრებს.

- რა ვუყოთ, შვილო?

- ვფიქრობ, უნდა წავიყვანოთ უკან. ნურც ნავი გვექნება და ნურც ეგ გვეყოლება აქ.

- ეს რა მესმის? განა შენ არ მთხოვე კურთხევა, ბერიკაცს მოვუვლიო? ახლა კი გაგდება გინდა? ხედავ, იმ ჭუჭყიან მოხუცს? თუ მას შევიწყნარებთ, მისი სახით ქრისტეს შევიწყნარებთ, ხოლო თუ გავაგდებთ, ნიშნავს, რომ ჩვენი კელიიდან ქრისტეს გავაგდებთ. კარგი, მე თვითონ მოვაგვარებ ამ პრობლემას, შენ კი შემდგომში გეცოდინება, რომ შენი სურვილი არ დაიჟინო.

მამა იოსებმა მამა ხარლამპე იხმო.

- მამაო, დღევანდელი დღიდან შენ მოუვლი პაპა იანისს.

(არ დაივიწყოთ, რომ მამა ხარლამპე მღვდელი იყო და ყოველდღე სწირავდა უსისხლო მსხვერპლს).

- მაკურთხეთ.

"იმ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა, - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - მორჩილების გამო მოხუცს მოვლა დავუწყე, მაგრამ ვერ შევძელი, ჩემი თანამოძმე არ განმეკითხა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, დამეთრგუნა ეს გულისთქმა. მას შემდეგი სიტყვებით ვეწინააღმდეგებოდი: "ფრთხილად იყავი, ხარლამპე, შენ ქრისტეს ემსახურები. ამ ბერიკაცის აბუჩად აგდებით ქრისტეს მოეპყრობი ამგვარად. მთელი ღამე ევედრე უფალს, რომ მან შეგიწყალოს. მახსოვდეს მისი ნათქვამი: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7) და "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირედთაგანსა ძმათა ჩემსა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,40). ფრთხილად იყავი, შენ კვლავ გამოცდას აბარებ, შენ იცი, არ ჩაფლავდე".

ასეთი განსჯითა და დიდი ძალისხმევით კვლავ ვმშვიდდებოდი. ყოველდღე მიხდებოდა უამრავი საცვლის გარეცხვა, ბერიკაცის მრავალგზის დაბანა, იატაკისა და ოთახიდან ტუალეტამდე გზის გაწმენდა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, ეს მეზიზღებოდა. ორი დღე, სიმყრალის გამო, ცხვირზე ხელს ვიჭერდი. მალე ლოცვა გამიძლიერდა და ისეთი სიხარული განვიცადე, რომ თითქოს მან მთლიანად ამავსო. მართლაც ვგრძნობდი, რომ ჩემს უფალს ვემსახურებოდი. მაგრამ ამ ყველაფრის მწვერვალი იყო შემდეგი სასწაული: უეცრად კეთილსურნელება ვიგრძენი, როგორც წმინდა ნაწილებიდან, მაგრამ უფრო ძლიერაც: გარწმუნებთ, დასვრილ პიჟამოებს ვრეცხავდი, არაწმინდებას ვაგროვებდი, მაგრამ ეს კეთილსურნელება ყველაფერს ფარავდა. შინაგანად ვთვრებოდი ამ არომატით. როცა ეს მოხდა, აღსარებაზე წავედი მოძღვართან. მან მითხრა: "შენ წაგიკითხავს "ეფერგეტინოსში" ერთ-ერთ მონასტერში მცხოვრებ სალოსზე? მონაზვნები მართლაც ჭკუანაკლულად თვლიდნენ, დასცინოდნენ, ეჩხუბებოდნენ და სცემდნენ, ასევე მას არაწმინდების შეგროვებას და ფეხის ალაგის გაწმენდას აიძულებდნენ. მაგრამ მას იმნაირივე მადლი ჰქონდა, როგორიც შენ. ამიტომაც, რაც უფრო მეტს ლანძღავდნენ, ამისთვის უფრო მეტად მადლობდა. შენ ღმერთმა მოგცა ნიჭი, დაკისრებული საქმის და მორჩილების დიდი გულმოდგინებით ასრულებისა".

მას მერე, რაც ბერიკაცი შეიფარეს და ძმობას ტვირთად ექცა, მამა იოსებმა დღე და ღამე ლოცვა დაიწყო: "უფალო, შენ ის გამოგვიგზავნე და მისი გაგდება არ შემიძლია. მიჩვენე ამ სიტუაციიდან გამოსავალი". ამ ლოცვის შედეგი ის იყო, რომ ერთხელაც ბერიკაცი სამგზავროდ მოემზადა. მამებმა ჰკითხეს, - პაპა იანის, ასეთი ავადმყოფი სად მიდიხარო.

- ეგ თქვენი საქმე არ არის. აქედან წასვლა მინდა, წამიყვანეთ იქ, საიდანაც მომიყვანეთ.

ბერიკაცი გაჯიუტდა, ყვირილი და ჩხუბი ატეხა. მამა იოსებმა თქვა: "შვილებო, შეგვიძლია, ახლა ისევ იქ წავიყვანოთ, სადაც ცხოვრობდა. ჩვენ ამაზე პასუხს აღარ ვაგებთ. ეს ღვთის გადაწყვეტილებაა".

მამა იოსების ნეტარი აღსასრული. ასე მიედინებოდა პატარა საძმოს სულიერი ცხოვრება, რომელიც, მსგავსად ღირსი იოანე კიბისაღმწერლისა, "არის ზეცა მიწაზე", რასაც უდავოდ ხელს უწყობდა თანამედროვე ღმერთშემოსილი მამის, იოსების იქ ყოფნაც. ათონის მთაზე მან უდიდესი კვალი დატოვა. მიუხედავად რთული წლებისა, ათონზე ისიქაზმის ტრადიციების აღორძინება მოხდა. ისიქაზმი XIV საუკუნეში იყო გაბრწყინებული, მაგრამ თურქეთის ბატონობისას ჩაკვდა. ჩვენი დროის ამ უდიდესმა ისიქასტმა უწინარესად დაიმორჩილა საკუთარი სხეული. იგი ძალზე ისწრაფოდა სასურველი უფლისკენ. ღვთისმშობელმა დაივანა მის გულში, ისე უყვარდა უფლის დედა, რომ ერთხელაც ცრემლებით თვალებავსებული, როცა მის ხატს ეამბორებოდა, სთხოვა: "მეტი აღარ შემიძლია, ნუ დამიტევებ, ნუ დააყოვნებ. ჩქარა წამიყვანე შენთან".

მაშინ, როცა მამა იოსები ღვთისმშობელთან შესახვედრად ისწრაფოდა, მისი სულიერი შვილები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დიდი სულიერი მამა არ დაეკარგათ. მიმართეს ექიმებს, სულიერ და ხორციელ მკურნალებს, ადამიანურ საშუალებებს, ყოველღიურ წირვა-ლოცვას, მაგრამ ღვთისმშობელი უფრო მოძღვრის ლოცვისკენ მიიდრიკა, ვიდრე მისი სულიერი შვილებისა. მამა იოსებმა ერთხელაც სულიერი შვილები მოიხმო და ზეციური ნება გააცნო, თავისი გარდაცვალების კონკრეტული თარიღიც კი მიუთითა.

ეკლესია უფლის აღდგომის დღესასწაულს მთავარ საუფლო დღესასწაულად თვლის, ხოლო ღვთისმშობლის დღესასწაულებში ყველაზე უპირატესი მისი მიძინების დღესასწაულია. როგორც ნამდვილმა დედამ, ყოვლადწმინდა მარიამმა სწორედ ამ დღეს მიირქვა თავის ქალწულებრივ წიაღში თავისი მადლისმიერი შვილი.

ღვთისმშობლის დღესასწაულის წინა საღამოს, 1959 წელს, მეტრაპეზე სადღესასწაულო სუფრის გასაწყობად ემზადებოდა. მამა იოსებმა მას დაასწრო და უთხრა: "დღეს მე თვითონ გავშლი სუფრას. ეს უკანასკნელად მოხდება, როცა ჩემს ხელთაგან მიიღებთ საჭმელს".

მამა იოსები მეორე დღეს ეზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოს და საღი გონებით, თუმცა ერთგვარი შფოთით ელოდებოდა აღსასრულს.

მან იცის, რომ ყველაფერი აღსრულდა, მხოლოდ უკანასკნელი დამოძღვრა დარჩა სულიერ შვილთა. იძახებს რიგრიგობით. მოვიდა მამა ხარლამპეს რიგიც. მოძღვარი განსაკუთრებულად უხმობს და ეუბნება:

- მამა ხარლამპე, შენ ჩემი გესმის?

- დიახ, მესმის, მამაო.

- თავი ანებე ფაციფუცს.

მამა ხარლამპემ გამოსვლა ვერ მოასწრო ოთახიდან, რომ მოძღვარმა კვლავ იხმო და გააფრთხილა, - თავი ანებე ფაციფუცსო.

კიდევ მუხლი მოუყარა, წავიდა. მესამედაც იგივე განმეორდა:

- გაიგონე, რაც გითხარი? თავი ანებე ფაციფუცს.

ეს სიტყვები, როგორც ანდერძი, მამა ხარლამპემ მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრა.

მამა იოსებმა ბოლო დამოძღვრის მერე სული უფალს ჩააბარა და თავისი სულიერი შვილები უდიდესი მწუხარებით დატოვა. მათ ამ წუხილს ერთგვარად უმსუბუქებდა მამა იოსების თანამოღვაწის მამა არსენის გვერდით ყოფნა.

მამა იოსების სიკვდილის შემდეგ. ღირსსახსოვარმა მამა იოსებმა წინასწარ განჭვრიტა, რომ მისი თითოეული სულიერი შვილი პატარა საძმოს ჩაუდგებოდა სათავეში, ამიტომაც ანდერძად დაუბარა, რომ ყველას ცალ-ცალკე ემოღვაწა. ასეც მოიქცნენ. რამდენიმე წელი ცალ-ცალკე მოღვაწეობდნენ - მამა ეფრემს, მამა ხარლამპესა და მამა იოსებს საერთო საქმეც ჰქონდათ. მთიდან ჩამოიტანეს განსაკუთრებული ჯიშის ხის მორები, რომელთაგანაც სეფისკვერების ბეჭდებს თლიდნენ. საქმე დაინაწილეს. გადაწყვიტეს, შემოსავალი სამად გაეყოთ. მამა ხარლამპე წინააღმდეგი იყო, მაგრამ მორჩილების გამო, ორი-სამი წელიწადი მაინც აკეთებდა ამ სამუშაოს.

მაგრამ ერთხელაც უთხრა ძმებს, ბეჭდები ყველამ თვითონ გამოკვეთოსო. მერე კი, როცა აღმოჩნდა, რომ მამა ხარლამპე უფრო სწრაფად და ბევრ ბეჭედს თლიდა, ძმებმა აღიარეს, რომ უსამართლოდ მოექცნენ და უფრო მეტი თანხა უნდა გადაეხადათ მისთვის. მაგრამ მამა ხარლამპეს ფული არ აინტერესებდა, მისთვის მთავარი იყო მათ შორის ის სულიერი კავშირი შენარჩუნებულიყო, რომლითაც ისინი დიდმა იოსებ ისიქასტმა შეაკავშირა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat