უმთავრესია, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე
უმთავრესია, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე
ბერობის მოსურნე იუსტინიანე (იუსტინიანე ბალაამელი) მეზობელ მონასტერს მიადგა. იქ უთხრეს, ბალაამში წადიო. ეს პატარა, ტანჩიორა ბიჭი დაადგა გზას და რიაზანიდან ბალაამში ჩავიდა. მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა. მალე მშობლებმა შვილის დაბრუნება მოითხოვეს. იღუმენმა უხმო მორჩილს და მშობლებს ჰკითხა: - გაუშვებდით მას მონასტერში თუ არაო. "რა თქმა უნდა, არა", - უპასუხეს მათ. "მაშინ, არც მე გამოვუშვებო", - მიუგო მათ იღუმენმა. მაშინ დედა ხატების წინ მუხლებზე დაემხო და ტირილით ინანიებდა თავის ცოდვას: მან ხომ ღვთისმშობელს აღუთქვა თავისი ვაჟი. მშობლები შინ მშვიდობიანად დაბრუნდნენ. მამებს ძალზე უყვარდათ ციცქნა მორჩილი, როცა ნავით სადმე მიდიოდნენ, ყოველთვის თან მიჰყავდათ. ნავში რომ არ მოეწყინა, პატარას კასრით თაფლს აძლევდნენ საჭმელად, რითიც თავს იქცევდა.

* გერმანე ტფილელი, რომელიც ადრე გარეჯის წინამძღვარი იყო, სიყრმიდანვე მონასტერში გაიზარდა. ისე პატარა მოიყვანეს მონასტერში, რომ შემდგომში, როცა მოწყალების შესაგროვებლად წასულმა მამებმა თან გაიყოლეს, ერთ სოფელში დედაკაცთა მხილველმა თქვა: "ესენი ვინ არიანო", რადგან "არ იცოდა სახე დედათა".

* სინკლიტიკამ თავისი პატარა ვაჟი, კოზმა, მონასტერში მოლოცვისას თან გაიყოლა. იქ უწინასწარმეტყველეს: "რა ბედნიერი ხარ! შენი ვაჟი დაიბადა არა მარტო თქვენს, არამედ სხვათა საცხოვნებლადაცო". ყრმობისას კოზმასაც ჰქონდა ხილვა. ხმა ესმა ზეციდან: "შენ ამ გვარის შვილი არა ხარო". "ესე იგი, ცუდი ვარო", - იფიქრა ბავშვმა. "არა, შენ ღვთისა ხარ", - უთხრა უხილავმა არსებამ. მართლაც, ბიჭი გაიზარდა და სქემარქიმანდრიტი კოზმა ბალაამელი შეიქნა.

* პატარა ათანასე (შემდგომში მამა ამფილოქე) ოთხშაბათსა და პარასკევს დედის ძუძუს თურმე პირს არ აკარებდა. ადრინდელი პატმოსელები მკაცრად იცავდნენ მარხვას. მეცხრე ჟამის (ჩვენი დროით დღის სამი საათი) წესს იცავდნენ, ანუ ამ დრომდე საჭმელს არ ჭამდნენ, ხოლო ბავშვებს ჭიქა ყავას არ ასმევდნენ. ერთ დიდ პარასკევს ნათლია მივიდა ათანასესთან, წამოაყენა ლოგინიდან ყავის დასალევად.

- ადექი, პატარავ, ყავა დალიე.

- აბა, ყავას როგორ დავლევ, როცა ჯერ პატარა აკვანში არ ჩაუწვენიათ და არ გაუსეირნებიათო.

ასე ბავშვურად გამოხატა კრძალვა მაცხოვრის გარდამოხსნისა და დაკრძლავის წესსა და მაცხოვრის ვნებაზე. ამით პატივი მიაგო ქრისტეს ვნებას, აღასრულა რა პირველად თავის სიცოცხლეში მეცხრე ჟამის წესი. როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, დედამისმა ქრისტეს სახელის წარმოთქმა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტროპარი ასწავლა.

* ერთხელ 12 წლის ფოტისი მეგობრებთან ერთად თამაშობდა. მათთან ბრმა დედაბერი მივიდა და სთხოვა, ცნობილ მოსაგრე მამასთან, ილია მღვიმელთან წამიყვანეო. ფოტისმა მეგობრებს თავი ანება და მამა ილიასთან გაჰყვა. მას მამა ილიას სახელი გაგონილი არ ჰქონდა და არც მისი გზა იცოდა, მაგრამ ბრმა გზას მიუთითებდა. ასე მიაღწიეს მღვიმემდე. მოძღვრის სიმშვიდემ და სიტყვის ძალამ დაატყვევა ფოტისის გული, ის მამა ილიას დაემოწაფა. შემდგომში მამა იოილი გამუდმებით იმეორებდა: "რა უჩვეულო, საკვირველ საქმეებს მოიმოქმედებს ღმერთი. როგორ ბრძნულად მოქმედებს! მეგონა, ნათელში ვცხოვრობდი, მაგრამ ნათელთან ბრმა დედაბერმა მიმიყვანა, არადა, მეგონა, თვითონ მიმყავდა იგი. უფალმა გამოაცხადა, რომ ეს "ბრმა" ქალი მის მიერ გამოიგზავნა ჩემი - "თვალხილულის" შემეცნების ნათელთან მისაყვანადო".

* წმინდა იოსებ ოპტელის ყრმობიდანაც გავიხსენოთ. სოფელს დიდი ხანძარი მოედო. პატარა იოანე ლიტოვკინის (ასე ერქვა წმინდა იოსებს ერში) ოჯახი ახალაშენებულ სახლში სულ ახალი გადასული იყო. ბავშვი ხედავდა შეშინებულ მშობლებს და თვითონაც იგრძნო საფრთხე. არ იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის. მან ხელები გაიწოდა თავიანთ სახლთან ახლოს მდებარე ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიისკენ და ყვირილი დაიწყო: - ზეციურო დედოფალო! სახლი დაგვიტოვე, ის ხომ სულ ახალიაო. ბავშვის ლოცვა შესმენილ იქნა: გარშემო ყველაფერი დაიწვა, ლიტოვკინების სახლი კი გადარჩა.

* ვანია (შემდგომში წმინდა იოანე კრონშტადტელი) 6 წლის იყო, როცა ოთახში ზეციური ნათლით მოსილი ანგელოზი დაინახა. მან უთხრა, - შენი მფარველი ანგელოზი ვარ, მუდამ შენს ახლოს ვარ, საფრთხისაგან გიცავს და მთელი სიცოცხლის მანძილზე დაგიცავო.

პატარა ბიჭს სწავლა უჭირდა: წაკითხული არ ესმოდა და ვერც იმახსოვრებდა. დამხმარე და მხარში ამომდგომი არავინ ჰყავდა და ერთადერთ ნგეშს ლოცვაში პოვებდა. ღამღამობით, როცა ყველას ეძინა, წამოდგებოდა და ლოცულობდა, რომ ღმერთს გულისხმისყოფა მიეცა მისთვის. ერთ საღამოსაც წამოდგა, აღარ ეძინებოდა. ცდილობდა, გაეხსენებინა დღისით ნასწავლი, მაგრამ ამაოდ. დაემხო და დიდხანს მხურვალედ ლოცულობდა. უეცრად რაღაც ძალამ შეძრა. თითქოს თვალთაგან ლიბრი ჩამოეცალა, თითქოს გონება გაეხსნა და მან ყველაფერი გაიხსენა. ისიც, მასწავლებელმა რა თქვა. ბავშვის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არასოდეს სძინებია ისე მშვიდად, როგორც იმ ღამეს.

* "იცით, რა დაედო საფუძვლად ჩემს ღვთისკენ მოქცევას და ყრმობიდანვე რამ ამინთო გულში მისადმი სიყვარული? - უთხრა საუბრისას წმინდა იოანემ (კრონშტადტელი) იღუმენია თაისის, - წმინდა სახარებამ. მშობლებს სახარება ჰქონდათ სლავურ ენაზე. მიყვარდა ამ საოცარი წიგნის კითხვა, მისი სიტყვების უბრალოება გასაგები იყო ჩემი ბავშვური გონებისთვის, ვკითხულობდი და ვტკბებოდი მისით, ამ კითხვაში ვპოვებდი უდიდეს და შეუცვლელ ნუგეშს. ეს სახარება თან მქონდა სასულიერო სასწავლებელში. შემიძლია ვთქვა, რომ სახარება იყო თანამგზავრი ჩემი ყრმობისა, ჩემი დამრიგებელი - ხელმძღვანელი და მანუგეშებელი..."

* მამა ანტონს (სუროჟელი) მთელი სიცოცხლე დაამახსოვრდა ყმაწვილობისას მამის ნათქვამი. "ერთი ზაფხულის არდადეგების მერე შინ დაბრუნებულს, მამა შეშფოთებული შეხვდა. "რა გჭირს?" - ჰკითხა შვილმა. "მეშინოდა, რამე არ დაგმართოდა". "ნუთუ ფიქრობდი, რომ ფეხს ან კისერს მოვიტეხდი?" - ღიმილით ჰკითხა შვილმა. "არა, - უპასუხა მან მშვიდად, მტკიცედ, სიყვარულით და მკვეთრად, - ეს ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა. მეშინოდა, სულის მთლიანობა არ დაგეკარგა... მთელი სიცოცხლე გახსოვდეს: ცხოვრობ თუ არ ცხოვრობ, არა მარტო სხვათათვის არ არის მნიშვნელოვანი, შენთვისაც ასევე უმნიშვნელო უნდა იყოს. უმთავრესია, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე".

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) მადლიერი იყო მშობლებისა - ბავშვები ქრისტიანული სიყვარულის ატმოსფეროში იზრდებოდნენ: მათ მხოლოდ ეალერსებოდნენ, რაც მთავარია, გონივრულად, უხეშად არავინ სჯიდა და არც იმსხურებდნენ... მშობლების ჩხუბი შვილებს არასოდეს უნახავთ. ისინი უფრო თავიანთი საქციელით ასწავლიდნენ მათ, ვიდრე სიტყვით. მშობლები შვილებს ყველანაირი ცუდისაგან იფარავდნენ, არ უშვებდნენ ქუჩაში სასეირნოდ, განსაკუთრებით საღამოთი, არიდებდნენ ცუდ წრეს. ჩაუნერგეს უპირველესად ღვთის სიყვარული და ლოცვა ასწავლეს. ოჯახში ყოველთვის სიხარული და სიმშვიდე სუფევდა. მშობლები შვილებს ტაძრის სიყვარულში წააქეზებდნენ და ტრაპეზისას ნუგბარით იმას აჯილდოებდნენ, ვინც ყურადღებით ისმენდა ტაძარში წირვისას წაკითხულ სამოციქულოს და სახარებას და შეუცდომლად ყველაფერს მოყვებოდა. რვა წლის ნიკოლოზი (ასე ერქვა მამა საბას ერისკაცობაში) უკვე კლიროსზე კითხულობდა და გალობდა.

* ერთხელ ბიჭი დას გაჰყვა ყინულჭრილიდან წყლის ამოსაღებად, ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა. დას დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის ამოსაყვანად. ბავშვი მძიმედ გახდა ავად. სწორედ მაშინ ნახა ხილვა: "დიდხანს ვერ შევძელი დაძინება. ვიწექი და ჭერს ვუცქერდი. უეცრად ჭერზე საკუთარი თავი დავინახე უკვე მღვდელმონაზვნის ხარისხში. გული გამოუთქმელი სიხარულით ამევსო. დავფიქრდი ხილვაზე და გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი".

* უფალი იფარავდა თავის რჩეულს: ერთხელ ნიკოლოზის მამამ ქალაქში შვილიც გაიყოლა. შინ დაბრუნებისას მშიერი მგლების ხროვა დაესხათ თავს. შეშინებული მამამისი მხოლოდ ამას იმეორებდა: "უფალო, შეგვიწყალე! უფალო, შეგვიწყალე... ილოცე, შვილო, გიხაროდენ წაიკითხე", - თვითონ კი მათრახს უტყლაშუნებდა ცხენს. პატარა ხმამაღლა კითხულობს: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და კვლავ და კვლავ იმეორებს. ხედავს, რომ ძაღლები (მას ისინი ძაღლები ეგონა) კბილებს აღრჭიალებენ, მაღლა იხედებიან და ყმუიან. ძაღლები სოფლამდე მიჰყვნენ, მაგრამ არ შეხებიან. მგლები თითქოს ღმერთს მათი დაფლეთის ნებართვას შეჰყმუოდნენ, მაგრამ უფალმა დაიფარა თავისი მომავალი მსახური.

* მამა იერონიმე ეგინელის დედა საღამოობით, როცა შვილებს ეძინათ, მიდიოდა მაღლა, კლდეში გამოკვეთილ უსარკმლო ოთახში და იქ ცრემლმორეული ლოცულობდა. მომავალმა მოძღვარმა, ათი წლის ბიჭმა, დედის ცრემლები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა. დედამ უთხრა, ყველაზე კარგი ლოცვა ისაა, რომელსაც თან ცრემლები სდევსო, და შვილს ურჩია, როცა გაიზრდები, თავი ღმერთს მიუძღვენი, მონაზვნად აღიკვეცეო. ბიჭი დაჰპირდა და ეს სიტყვები მთელი ცხოვრება ახსოვდა. ხშირად მიდიოდა განმარტოებულ საყდრებში, მონასტრებსა და სკიტებში, რათა ელოცა გულის სითბოთი. ხშირად წმინდა ტრაპეზთან ჩაეძინებოდა. ის ამით იმ მოღვაწეებს ჰბაძავდა, რომლებიც ბევრნი იყვნენ მაშინ იმ მხარეში.

* მომავალი მამა იოანე (კრესტიანკინი) ძალზე სუსტი დაიბადა, ეშინოდათ, მოუნათლავი არ მოკვდესო. დედის თხოვნით, მესამე დღეს მონათლეს. დედა ელისაბედი მისი განკურნებისთვის ბევრს ლოცულობდა და აღთქმა დადო: თუ შვილი ცოცხალი გადამირჩება, ღმერთს მივუძღვნიო. მართლაც, პატარა გადარჩა, წამოიზარდა. 6 წლისამ მომავალი ცხოვრების გზა აირჩია. დედამ ჰკითხა:

- ვანია, აღთქმა დავდე, რომ შენ ღვთისმსახური იქნები. შეგიძლია ამის ასრულება?

- შემიძლია.

მოგვიანებით, როცა ყრმა ვანია სხვებთან ერთად თამაშობდა და ხრამში დაიმალა, უეცრად მასთან თვალისმომჭრელად სპეტაკი ოქროსრქიანი კრავი მივიდა, აკოცა კისერზე და სადღაც გაქრა... როცა ბიჭმა ამის შესახებ მოძღვარს მოუყვა, მან უთხრა, რომ მღვდელი იქნებაო.

* პატარა არსენმა (მომავალში მამა პაისი ათონელი) კითხვა ისწავლა თუ არა, მისი საყვარელი წიგნი წმინდათა ცხოვრება გახდა. ცდილობდა, მათთვის მიებაძა და მისი უფროსი ძმა "იძულებული გახდა", ეს წიგნები დაემალა. მაგრამ მას ვინ შეაჩერებდა. განსაკუთრებით მარხვა უყვარა.

- შვილო, დღეს რამე ჭამე? - ჰკითხა მეზობელმა.

- ჭამა არ შემიძლია, რადგან დედაჩემი ყველაფერს ერთ ქვაბში აკეთებს: ხორციანსაც და სამარხვოსაც. ქვაბი ხორცს იწოვს და ამიტომ მასში მომზადებული სამარხვო საჭმლის ჭამაც არ შემიძლია.

- დედაშენი ხომ ასეთი მოყვარულია სისუფთავისა, ქვაბს ნაცრით კარგად ხეხავს.

- არა, ამ ქვაბში მომზადებულის ჭამა არ შემიძლია.

პატარა არსენი მარხვას ლოცვას უმატებდა. დიდ დღესასწაულებზე დასაძინებლად არ წვებოდა, აანთებდა კანდელს და მთელი ღამე ფეხზე მდგარი ლოცულობდა. ძმის მცდელობამ, არსენს არ ელოცა, უკუშედეგი გამოიღო. ბიჭი მტკიცედ ამბობდა, გავიზრდები და მონაზონი გავხდებიო. ერთხელ მოსაგრეობისთვის მთებში მაღალ კლდეზეც კი ახოხდა. მაგრამ მერე დაფიქრდა: "მეუდაბნოენი პატარა ბაღს მაინც ამუშავებენ, რომლითაც თავი გააქვთ. ამ კლდეზე კი წყაროც არ არის, აქ როგორ გაძლებს კაციო". და ძლივს ჩამოხოხდა. "ღვთისმშობელმა დამიფარა, რომ არ ჩამოვვარდიო", - ჰყვებოდა მამა პაისი.

ერთხელ ერთმა მეზობელმა, კოსტასმა მას დარვინის თეორიაზე მოუთხრო და თქვა, ქრისტე ღმერთი კი არა, ერთი მართალი კაცი იყო, რომლისაც თანატოლებს შეშურდათ და სიკვდილით დასაჯესო. მაშინ არსენმა თავისთვის თქვა: "რახან ქრისტე ასეთი იყო - და თუნდაც უბრალო ადამიანი ყოფილიყო, ღირსია გიყვარდეს, დაუჯერო და საკუთარი თავი მას შესწირო. ღირს ყველანაირ მსხვერპლზე წახვიდე მისი სიწმინდისა და სათნოებისთვისო". უფალმა სიყვარულით შეხედა მას და უთხრა: "მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, მო-ღათუ-კვდეს, ცხონდესვე" (იოანე 11,25). იგივე სიტყვები ეწერა გადაშლილ სახარებაში, რომელიც უფალს მარცხენა ხელში ეჭირა.

ამ მოვლენამ 15 წლის ჭაბუკს ეჭვის ნატამალიც გაუფანტა, შეძრა მისი ნორჩი გული და წამოიძახა: "აბა, კოსტას, ახლა მზად ვარ, ქრისტეზე გელაპარაკო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat