7 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსის - წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ხსენებაა
7 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსის - წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ხსენებაა
"შემწყნარე ქვრივთა და ობოლთა,
სასწავლებელთა და სასნეულოთა შემწე,
მამაკაცი მაღლისა გონებისა,
განვლილი ფილოსოფოსთა სწავლასა შინა,
მაგალითი უბრყვილო ცხოვრებისა,
მშვიდი, მდაბალი, პატივცემული და
საყვარელი ყოველთაგან,
მამა სამწყსოისა და ნათელი განათლებისა,
უებრო მქადაგებელი", -ასე აღწერს წმინდა გაბრიელს თავადი გრიგოლ დადიანი.

-როდესაც გაბრიელ ეპისკოპოსზე ვსაუბრობთ, გვახსენდება, წმიდა ილია მართლის სიტყვები, რომელიც მან გაბრიელ ეპისკოპოსის ცხედრის წინ წარმოთქვა: "თვითეული წამი მისი ცხოვრებისა მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ერთად კი მთელი მისი ცხოვრება დიდი სკოლაა..",- მიამბობს თეოლოგიის მაგისტრი, ისტორიის დოქტორანტი ირაკლი ლორთქიფანიძე.

ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს გურიის ლამაზ სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება გერასიმემ ოჯახში მიიღო. 1837-1839 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიში. 1842-1843 წლებში სწავლობდა ფსკოვის სასულიერო სემინარიში. 1844 წელს სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგ 1849 წლამდე სწავლობდა სასულიერო აკადემიაში. 1849 წელს თბილისის სასულიერო სემინარიში დაინიშნა ინსპექტორის თანამდებობაზე. 1854 წლიდან სემინარიაში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელია. 1854 წლის 7 ნოემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე ქიქოძე სიონში დიაკვნად, 8 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხა. 1856 წელს მას გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. მამა გერასიმე აღიკვეცა ბერად და გაბრიელი უწოდეს. 1858 წლის 6 დეკემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი აკურთხეს ეპისკოპოსად და დანიშნეს გორის ეპარქიის მმართველად. იმერეთის ეპარქიას გერმანე გოგოლაშვილის შემდგომ (გადაყენების შემდეგ) განაგებდა ეპისკოპოსი გაბრიელი. რომელიც 1860 წლის 2 ივლისს, იმერეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

გაბრიელი ქუთაისში 1860 წლის სექტემბერში ჩაბრძანდა. მეორე დღეს იყო ღმრთისმშობლის შობის დღესასწაული-გელათობა, ყოვლადსამღვდელო გაბრიელმა ლიტურგია აღასრულა გელათის მონასტერში. სადაც წარმოთქვა პირველი ქადაგება როგორც მწყემსმა იმერეთის ეპარქიისა. ნიკო ნიკოლაძე, ამ ქადაგების მოსმენით აღფრთოვანებული, 28 წლის შემდეგ აღნიშნავდა:"ჩვენ გვახსოვს ის ღრმა შთაბეჭდილება რაც დამსწრეზე გაბრიელის პირველმა ქადაგებამ მოახდინაო".1860 წლის 2 ივლისიდან ეპისკოპოსი გაბრიელი გარდაცვალებამდე (1996წ.) განაგებდა იმერეთის ეპარქიას. იმ დროს იმერეთის ეპარქია აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მეუფე გაბრიელი შეუდგა ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ეპისკოპოს გაბრიელის ზრუნვის შედეგად იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა არაერთ ტაძარს, აშენდა ორასზე მეტი ახალი ეკლესია.

KARIBCHE KARIBCHE

1896 წელი 25 იანვარი - შესრულდა ორი საათი ნაშუაღამების და საკათედრო ტაძრის (სობოროს) დიდმა ზარმა ქუთაისის მიძინებულ მცხოვრებთ მწუხარე ხმით ამცნო დიდი მწყემსთავრის მიცვალება.

1896 წელი სხვა მხრითაც უბედური იყო იმერეთისთვის: მოვიდა დიდი ზამთარი, ამის გამო სოფლებიდან სამღვდელოების ჩამოსვლა და სხვადასხვა კუთხეებიდან დეპუტაციების გამოგზავნა განსვენებული მღვდელმთავრის დასაფლავებაზე დასასწრებლად შეუძლებელი გახდა, ნაჩქარევად დაკრძალვა კი ღირსეული, შეუფერებელი იქნებოდა. გადაწყდა დაკრძალვა 10 მარტისათვის იმ იმედით, რომ მაშინ თოვლი ყველგან აღებული იქნება, გზები გახსნილი, ყველას შეეძლებოდა მისვლა დასაფლავებაზე; მანამდი კი მიცვალებული უნდა დაესვენებინათ საკათედრო ტაძარში (სობოროში).

მიცვალებული დაასვენეს დროებით შუა ტაძარის სამხრეთის კედელთან (სობოროში), ახდილი კუბოთი, რათა ხალხს შესძლებოდა ყოველთვის მოსვლა და ამბორისყოფა. საყურადღებოა ის, რომ 46 დღის განმავლობაში (სიკვდილიდან საფლავში ჩაშვებამდე) მიცვალებულის გვამი სრულიად შეუცვლელად იყო, კაცს მხოლოდ მძინარე ეგონებოდა!...

1896 წლის ქუთაისი 10 მარტს. წვიმიანი ამინდი ყოფილა, "სობოროს მოედანი", ქუჩები, რკინი გზის სადგური ხალხს ვერ იტევდა.

"ჭეშმარიტო მწყემსო კეთილო! გემშვიდობება დღეს საქართველო, მოგტირის ამერ-იმერი, უკანასკნელად ამბორსუყოფთ შენს წმიდა გვამსა და ვაფრქვევთ მდუღარე ცრემლსა,"- ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ივანე რატიშვილი.
გელათის მონასტერში მიასვენეს განსვენებული მღვდელმთავარი. შესრულდა წირვა, ანდერძის აგება და პანაშვიდი. 10 მარტს საქართველოს ერმა უკანასკნელად დააფრქვია ცრემლი თავის საყვარელი მღვდელმთავრის ცხედარს და საუკუნოდ მიაბარა გელათის წმიდა მიწას. დაიკრძალა გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა 1995 წელს წმინდანად შერაცხა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat