ჩვენ აქ სამი მეუდაბნოე ვართ დამარხული და არ გვინდა, ვინმე გვაწუხებდეს
ჩვენ აქ სამი მეუდაბნოე ვართ დამარხული და არ გვინდა, ვინმე გვაწუხებდეს
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
ღირსი ნიფონტ კავსოკალიველის მღვიმის სიახლოვეს არის ერთი შეუმჩნეველი მღვიმე, რომელშიც ბერძნების აჯანყებისას მამა ნეოფიტე მოძღვარი მალავდა თავის მორჩილ გაბრიელს (შემდგომში ცნობილ მმარხველ მამას ჰაჯი-გიორგის) თურქთაგან დასაცავად. იქ ღვთის რჩეულმა ჰაჯი-გიორგიმ თითქმის ოთხი წელი გაატარა.

დიონისიატის მონასტრის ზემოთ, კლდეში არის მღვიმე, რომელშიც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ორწელიწად-ნახევარი მოღვაწე ცხოვრებით ცხოვრობდა მოძღვარი ილარიონ ქართველი - დაფარულმცოდნელი მამა.

ამბობენ, რომ წმინდა ანას მცირე სკიტის მახლობლად, მღვიმეში, ადრე ცხოვრობდა რუსი მეუდაბნოე პავლე. შემდგომში ეს მღვიმე აღმოაჩინა მამა იოსებ დაყუდებულმა და იქ თავის მოწაფეებთან ერთად წმინდა იოანეს პატარა ეკლესია და რამდენიმე მომცრო კელია ააშენა.

ღირსი ნილოს მირონმდინარის მღვიმის გვერდით ერთი ამოქოლილი მღვიმეა. ერთხელ რუმინელ მამა გერასიმეს, რომელიც კავსოკალივისა და ვიგლას გზაზე ცხოვრობდა, ძილში სამი მამა გამოეცხადა და უთხრა, რომ ახლოს მათი წმინდა ნაწილები ინახებოდა. მამა გერასიმემ როცა წმინდა ნილოსის მღვიმის გვერდით ჩაიარა, უეცრად კეთილსურნელება შეიგრძნო. კედელთან მივიდა, ქვები გამოიღო და მღვიმე აღმოაჩინა. კეთილსურნელებაც იქიდან მოდიოდა. მაგრამ იდუმალმა ხმამ შეაჩერა: "ჩვენ აქ სამი მეუდაბნოე ვართ დამარხული და არ გვინდა, ვინმე გვაწუხებდეს".

ბერმა დიდი სინანულით კვლავ ამოქოლა მღვიმე. მისი ადგილმდებარეობა არავინ იცოდა, მორჩილი ილარიონის გარდა. მამა გერასიმე 1820 წელს გარდაიცვალა.

სიმონ-პეტრას მონასტრის კუთვნილ მიწაზე მდებარეობს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მღვიმე და წყარო. წყაროს თავზე კი იოანე ნათლისმცემლის ხატი ასვენია.

ზღვის პირას, წმინდა ანდრიას სკიტის სიახლოვეს არის კალივა, ცოტა ქვემოთ - პატარა მღვიმეა, სადაც კალივის პატრონი შეშას აწყობს. ვიდრე ეს კელია აშენდებოდა, ამ მღვიმეს უცნობი უპოვარი მოსაგრის სოროს ეძახდნენ.

წმინდა პავლეს ახალ სკიტში, ღვთისმშობლის ხარების კალივის უკან მდებარე მღვიმეში ადრე მოღვაწეობდნენ ანდა სალოცავად მიდიოდნენ იქაური მონაზვნები, ერთ-ერთ მღვიმეში იოსებ ისიქასტი და მისი მოწაფეები მოსაგრეობდნენ, ვიდრე კელიას ააშენებდნენ. მამა იოსები გარდაიცვალა 1959 წელს.

არის წმინდა ანას სკიტის სიახლოვეს კიდევ ერთი მღვიმე.

მას ყოფილი კრეტელი ავაზაკის, მერე კი მონაზვნის, იოაკიმე მღვიმელის სახელს მიაკუთვნებენ. მღვიმეში იყო ნახევრად დანგრეული ნაგებობა, რომელიც მამა იოაკიმეს იცავდა სიცივისგან.

ათონის მწვერვალსა და კერასიის კელიებს შორის მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გვერდითაა მღვიმე, რომელშიც, ისტორიული წყაროებით, ამ საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა რუსი მღვდელმონაზონი. ის დიდმოწამე პანტელეიმონის რუსული მონასტრიდან წავიდა და ნეტარი მამის კალენიკე დაყუდებულისგან იღებდა რჩევებს.

კერასიის ზემოთ რამდენიმე მღვიმეა, რომლებშიც მე-18 საუკუნეში სლავი მეუდაბნოეები მოღვაწეობდნენ.

კატუნაკის ზემოთ პატარა მღვიმე და კალივაა. სლავური ისტორიული წყაროებით, დაახლოებით მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა პალესტინელი მამა, რომელმაც წიგნი დაწერა დაყუდებულ და მეუდაბნოე ცხოვრებაზე.

დიდ ლავრასა და ვიგლას შორის არის პახუმის მღვიმე.

არის სხვა უცნობი მღვიმეებიც ძნელადმისადგომ ადგილებში, კარულში არის რამდენიმე მღვიმე, რომლებიც მე-19 საუკუნეში ძირითადად სლავი მეუდაბნოეებით იყო დასახლებული. შემდგომში მათ სიახლოვეს მეუდაბნოეთა კელიები ააშენეს.

თავი XXVIII. ამბები ღირს მამათა უკიდურესი თავმდაბლობისა
ღირსი თეოფილე მირონმდინარის ცხოვრება. ღირსმა თეოფილე მირონმდინარემ სიკვდილის წინ იხმო თავისი მოწაფე და უთხრა, - როცა მოვკვდები, ჩემს ცხედარს თოკი მოაბით და ტყეში წაიღეთო. მოწაფე ასეც მოიქცა. ღირსმა მამამ ეს უკიდურესი თავმდაბლობის გამო გააკეთა - სძაგდა ადამიანური დიდება და პატივი. იცოდა, რომ მონაზვნებს, შესაძლოა, მისი ნაწილებისთვის თაყვანი ეცათ. შემდგომში ღირსი მამის ცხედარი მონაზვნებმა მოიძიეს და პანტოკრატორის მონასტერში დაასვენეს. მერე ღირსი მამის მოწაფემ მას მიაგნო. იერისონის ეპისკოპოსის შუამდგომლობით, წმინდა ნაწილთა უმეტესობა კაპსალაში, წმინდა ვასილის ეკლესიაში გადაასვენა.

უკიდურესი სიმდაბლე მოღვაწე მამისა. როცა მამა ხარლამპეს მოწაფეთა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ ახალ სკიტში კელიები აღარ ჰქონდათ, გადაწყვიტეს, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ამისთვის კი რომელიმე მონასტერი, რუსების მიტოვებული შენობა ან სკიტი უნდა მოეძებნათ, სადაც ბევრი კელია იქნებოდა.

მამა ხარლამპე რამდენიმე მოწაფესთან ერთად შესაფერის ადგილს ეძებდა; ნახეს სამი ორსართულიანი დანგრეული შენობა, ეკლესიასა და სატრაპეზოსთან ერთად. გადაწყვიტეს კიდევ ეძებნათ. წავიდნენ ღვთისმშობლის სახელობის დანგრეული რუსული სკიტის სანახავად (ბოლოს და ბოლოს, ისინი ბურეზარში დასახლდნენ). სკიტის ბილიკზე შიშველ მიცვალებულს წაადგნენ. ტანსაცმელი გვერდით ედო. გაოცდნენ. წესისამებრ დაკრძალეს.

ეტყობა, ამ მოღვაწემ იცოდა თავისი სიკვდილის ჟამი, წავიდა მიყრუებულ ადგილას და ტანსაცმელი გაიხადა, რათა მხეცებს ადვილად შეეჭამათ და სული თვისი მდაბლად ჩააბარა ღმერთს.

მაგრამ ყოვლადსახიერმა ღმერთმა დაინახა მისი თავმდაბლობა და ისე მოაწყო, რომ მის გვერდით ძმებს ჩაევლოთ და დაეკრძალათ.

თავი XXIX. მორჩილებაზე
კონიცის სკიტის მონაზვნის, ღირსი აღაპის ცხოვრებიდან. კონიცის სკიტის ერთ-ერთ კელიაში, რომელიც ვათოპედის მონასტერს მიეკუთვნება, მონაზვნურ ცხოვრებას ეწეოდა მორჩილი აღაპი. ღირსი აღაპი ერთხელ ტყვედ ჩაიგდეს აგარიანებმა და მონად გაყიდეს. დიდი ხნის მერე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დახმარებით, ის გაიპარა და თავის მოძღვარს დაუბრუნდა. მოძღვარმა გაკიცხა, რად გამოიპარეო და უკან, ბატონთან გაგზავნა. ღირსი აღაპი დამორჩილდა, დაუბრუნდა მონობას და თავისი სათნო ცხოვრებით დაარწმუნა თავისი ბატონი და მისი ორი ვაჟი, გაჰყოლოდნენ ათონის მთაზე, სადაც მოინათლნენ და მონაზვნები გახდნენ.

სკიტელი მორჩილი მღვდელმონაზონი. ღვთისმშობლის მიძინების კალივაში, რომელიც წმინდა ანას უმშვენიერეს სკიტში მდებარეობს, ოდესღაც ცხოვრობდა ღვთისმოშიში მორჩილი იოაკიმე. ერთხელაც ის თავის მოძღვართან ერთად კალივის ეზოში იდგა. მოძღვარმა უთხრა, - აქ იყავი, ვიდრე არ დავბრუნდები, შემდეგ კი წადი დასაძინებლადო. მოძღვარი წავიდა. საღამო იყო და ეტყობა, დაიძინა, ალბათ დაავიწყდა მორჩილი, ანდა მისი გამოცდა უნდოდა. მორჩილი ეზოში დარჩა. დილით, როცა ის მოძღვარმა დაინახა, ჰკითხა: - აქ რას აკეთებო. თქვენს დაბრუნებას ველოდებოდიო. მოძღვარმა ის სახლში შეიყვანა, მიხვდა მის სათნოებას, ცოტათი გაკიცხა, რომ არ გაამაყებულიყო. მათ თავიანთი მოღვაწე ცხოვრება განაგრძეს.

შეჭირვებისა და მღვიძარებისგან სათნო მამა იოაკიმე ტუბერკულოზით დაავადდა და განმარტოებულ კელიაში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

როგორ გაეპარა მორჩილს ბაყაყი. მთაწმინდის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა მოძღვარი თავის მორჩილთან ერთად. სულისთვის იღვწოდა, ხელსაქმეს ეწეოდა და მსახურებას აღასრულებდა. ერთხელ ისინი განთიადისას წამოდგნენ, აანთეს კანდელები თავიანთ პატარა ტაძარში და შუაღამიანი წაიკითხეს. ემზადებოდნენ ცისკრის ლოცვის ჩასატარებლად, მაგრამ ბაყაყები ყიყინით აწუხებდნენ. მოძღვარმა მორჩილი ეზოში გაგზავნა: ბაყაყებს უთხარი, ყიყინი შეწყვიტონ და ცისკრის მსახურება ჩაგვატარებინონო. მორჩილი წავიდა და მათ უთხრა: "ჩემმა მოძღვარმა მიბრძანა გადმომეცა თქვენთვის, ყიყინი შეწყვიტეთ, ცისკარი უნდა ვილოცოთო". უეცრად ბაყაყების ხმა მოესმა: "მოიცადეთ, ჩვენ დავამთავრებთ ჩვენს ცისკარს და მერე თქვენ თქვენი შეასრულეთო".

კეთილკრძალული დაყუდებულის მორჩილი. ერთი კეთილმოკრძალებული მღვდელმონაზონი დაყუდებული იყო მთაწმინდის ერთ-ერთი სკიტის უდაბნოში, კალივაში. ერთხელ, ბრძანებისამებრ, მონასტერში მივიდა. მამებმა და იღუმენმა უთხრეს, თუ გინდა, წადი კუნძულ სკიროსზე, მონასტრის მეტოქიონში, სადაც წინამძღვარი სჭირდებათო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მღვდელმონაზონი მოყვარული იყო მყუდროებისა და მღვიძარებისა, დამორჩილდა მამათა კრების შეთავაზებას.

იქ მან ორი-სამი წელი იცხოვრა, ღმერთმა დაინახა მისი თავმდაბლობა და მორჩილება და აღამაღლა, რამეთუ, მაცხოვრის სიტყვისაებრ: "ყოველმან, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს". როცა მიიცვალა მონასტრის იღუმენი, მეტოქიონის სამსახურიდან გამოიხმეს, რათა სავანის ძმათა იღუმენობა მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მას უფროსობა არ ხიბლავდა, როგორც შვილი მორჩილებისა, ამ შემთხვევაშიც დამორჩილდა და დამდაბლდა გარემოებათა წინაშე. მაგრამ მამათა კრებულს უთხრა. "მე ვიქნები იღუმენი მანამ, ვიდრე არ მოიძებნება ღირსეული კაცი, რომელსაც გადავაბარებ იღუმენობას, მაგრამ ამავე დროს უნდა დამეხმაროთ მონაზვნური ძმობის მართვაშიო".

აი, ასე გაატარა მან იღუმენად რამდენიმე წელი. ამ მონასტერში გამოჩნდა იღუმენობის ორი კანდიდატი და ახალი იღუმენი აირჩიეს. ამ კურთხეულმა მღვდელმონაზონმა კი აიღო თავისი მოსაგრის გუდა, კვერთხი და თავის კელიას დაუბრუნდა უდაბნოში.

და "წავიდა თავის გზაზე გახარებული", მიიღო რა სულიერნი ნაყოფნი მოთმინებისა, მორჩილებისა, საკუთარი ნების მოკვეთისა და მოყვასის სიყვარულისა.

თავი XXX. იდუმალი და გამოუცნობი მოვლენები მთაწმინდაზე
ათონის ერთ რაიონში უფრო ხშირად ხდება ტრაგიკული მოვლენები. მთაწმინდის ნახევარკუნძულის განაპირას ზეცამდე ამაღლებულა ათონის მთა. იგი ძნელადასასვლელი და ციცაბოა. მთის მწვერვალისკენ ერთადერთი გზა კერასიიდან, ღვთისმშობლის ტაძრიდან მიდის. ათონის მწვერვალზე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარია. ათონის იქით მცირე ციცაბო ბორცვია, წვეტიანი ანტიათონი, სადაც მცენარეულობა არ ხარობს. ეს ადგილი გარშემორტყმულია უფსკრულებით, გაუვალი და ყრუ ადგილებით, ციცაბო და თავბრუდამხვევი აღმართებით. ზამთარში და ადრიან გაზაფხულზე ეს მწვერვალები ხშირად თოვლით არის დაფარული.

ეს ადგილი - ათონი, ანტიათონი, ორმოს სკიტი, ვიდრე ანსალფის კოშკამდე - უკაცრიელია და მისი ერთადერთი სტუმრები გამოცდილი მთამსვლელები, ტყისმჭრელები და გაბედული ფოტოგრაფები არიან, უფრო მეტად კი უცხოელები. რადგანაც მთაწმინდის სხვა ნაწილებში ლიტურგია აღესრულება და წყალს აკურთხებენ, მთაზე მოგზაური მონაზვნები და ერისკაცები ხშირად ლოცულობენ, ეშმაკები შვებას ვერ ნახულობენ და ამ ძნელად მისადგომი ადგილებიდან ეწევიან სულიერ ბრძოლას თავიანთ დაუძინებელ მტრებთან - მონაზვნებთან.

ამ ადგილებში უძველესი დროიდან დღემდე ხდება ტრაგიკული შემთხვევები. ამიტომაც ათონის მწვერვალის მეზობლად მცხოვრებ მამებს მრავალგზის აუკრძალავთ თავიანთი მორჩილებისთვის ამ უკაცრიელ ადგილებზე ასვლა ლოკოკინების ან ველური შროშანების, ანდა სხვა რამის მოსაგროვებლად.

ამ უკაცრიელ ადგილას ჩვენს დროში ათეულობით ადამიანი დაიმტვრა და დაიღუპა.

1904 წელს უკვალოდ გაქრა ორი გერმანელი ფოტოგრაფი. დიდი ხნის მერე მათი ცხედრები ათონის ქვემოთ უფსკრულის ფსკერზე ნახეს. 1977 წელს ერთმა მონაზონმა კატუნაკის გაუვალი ადგილების სიახლოვეს პოვა სიკვდილი - უფსკრულში გადავარდა და კლდეზე ბუჩქებში გაიხლართა. ვერავინ შეძლო მისი ცხედრის ამოტანა, ვიდრე სამხედრო შვეულმფრენი არ მოფრინდა.

1984 წელს წმინდა ანას სკიტის კაბოსანმა მორჩილმა დამასკინმა გადაწყვიტა, სქემა შეემოსა, თუკი შემმოსველი მოძღვარი ათონის მწვერვალზე მოღვაწეობის ნებას მისცემდა. მისი სქემის შემმოსველები კი იყვნენ, მაგრამ იქ მისი მარტო გაშვება არავის უნდოდა, რადგან მათგან მოშორებით მყოფი, შესაძლოა ხიბლში ჩავარდნილიყო ან ეშმაკის შურით სხვა რამ შემთხვეოდა. მაშინ დამასკინმა გადაწყვიტა, ათონის მწვერვალზე მხოლოდ როგორც კაბოსანს ეღვაწა სრულ მარტოობაში მარხვითა და ლოცვით. ძალიან უნდოდა იმ ნეტარხსენებულს დაყუდება! წმინდა ანას სკიტიდან წასვლიდან რამდენიმე დღის მერე უცხოელმა ტურისტებმა ის მკვდარი ნახეს გაუვალ ადგილას.

სალონიკელი ვასილი, რომელსაც უზომოდ უყვარდა მთაწმინდა, ორმოს სკიტის გვერდით მიუვალ ადგილას ჩაიჩეხა 1991 წელს. მისმა ნათესავებმა მოისურვეს მთაწმინდაზე დაკრძალვა.

კვიპრელი ქრისტოსი მორჩილად იყო ათონის სხვადასხვა სავანეში. ბოლოს ათონის კლდეებში დაიღუპა.

მორჩილი მამა კლიმენტი კატუნაკის ბიამან ადგილას შეშისთვის წავიდა და დაიღუპა.

ეს ყველა იდუმალი სიკვდილი არა მარტო ბუნებრივი მიზეზებით მოხდა (ვიღაც წაიქცა, ანდა მიწა მოწყდა და ჩაიტანა, ანდა უყურადღებობის გამო გადავარდა კლდიდან და ასე შემდეგ), მათ იდუმალი სულიერი მიზეზებიც აქვს - მოქმედება ეშმაკისა, შური და ბოროტება კაცთა მოდგმისა და მონაზონთა მტრისა. მუდმივი მარცხის გამო, რომელსაც მათ მონაზვნები აყენებენ, მძვინვარდებიან და "ნერვების დასაწყნარებლად" ამგვარად იქცევიან, რამეთუ ქრისტემ თქვა, რომ ეშმაკი დასაბამიდან კაცისმკვლელია.

თუმცა ეშმაკები თავიანთი მოქმედებით კლავენ ადამიანებს, მაგრამ არ შეუძლიათ მათ სულებს შეეხონ. სული იღუპება, როცა იმ ცოდვიან გულისთქმებს ეთანხმება, რომელსაც ეშმაკი შთააგონებს, ცოდვაშია და არ ინანიებს. აი, ეს არის მეორე საუკუნო სიკვდილი, რომელზეც წერს აპოკალიფსისის ავტორი, წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი.

მღვიმე - ბუნებრივი მაცივარი. კავსოკალივის სკიტიდან კერასიისკენ მიმავალი ბილიკის გვერდით, არის ერთგვარი ბუნებრივი მაცივარი. ამ მომცრო ზომის მღვიმის ერთი ნაწილი ბუნებრივად არის წარმოქმნილი, მეორე მხარეს კი ქვებითაა ამოშენებული. საოცარია, რომ ამ მღვიმეში მოთავსებული საჭმელ-სასმელი შუა ზაფხულშიც კი იყინება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat