გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი
გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი
ილია წერდა: "ყველაზე ძნელი ადამიანისათვის თავისი-თავის ცნობა, თავისი-თავის ცოდნა არის. ესე-იგი, იცოდეს რის ძალ-ღონის პატრონია და იმის კვალობაზედ ამ წუთის-სოფლის სუფრაზედ თვისი ჭეშმარიტი ადგილი დაიჭიროს და ცხოვრებას ადამიანისას აქედან მისცეს თავისი შემძლებელი მხარი. ჩვენ ამაზედ შორსაც წავალთ და ვიტყვით, რომ ყველაზედ ძნელი ადამიანისთვის თვისი ცხოვრების საგნის პოვნა და გაჩენაა".
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში არიან, ცხოვრების მძიმე ტვირთს ღირსეულად ეზიდებიან თავიანთი მხრებით, ენერგიას არ ზოგავენ, ჩუმად, უხმაუროდ, დაუღალავად იღწვიან, თითოეული გადადგმული ნაბიჯისგან რაღაცას იღებენ და თავიანთი მაგალითით სტიმულს აძლევენ სხვა ადამიანებს, სხვაგვარად დაინახონ სინამდვილე.

სწორედ ასეთი ადამიანი იყო ლადო ჭეიშვილი, რომლის მოღვაწეობის სფერო მრავალმხრივი გახლდათ. თავმდაბალი, მორიდებული, გულკეთილი, წრფელი, შინაგანად გაწონასწორებული, მშვიდი - ასე ახასიათებენ მას კოლეგები, თანასოფლელები, მეგობრები და ნაცნობები.

ის იყო ბუნებით პოეტი, სათუთი, დახვეწილი ესთეტი, რომელიც პოეტური სიტყვით ქმნიდა იმ რეალობას, რაც უყვარდა და სხვასაც აყვარებდა. მისი ფიქრები დასტრიალებდა მამა-პაპისეულ სახლს, ეზოს, მშობლიურ სოფელს, გაგურს (ლანჩხუთის რაიონის სოფელი აკეთი), რომლის "ცხელ გულზეც დაირწა" მისი "ჭრიალა აკვანი"; რომლის უბეშიც ისწავლა და შეისისხლხორცა "ტკბილი ქართული ანბანი". სწორედ იქ ეზიარა სოფლის, მიწის, სიცოცხლის, თავისი გამრჯე ხალხის სიყვარულს. პოეტის ხსოვნა-ცნობიერებაში სამუდამოდ ამოიტვიფრა სოფლის პეიზაჟები, კალოები, ფაფარაყრილი, აზვირთებულ-ამღერებული მდინარეები და ამ მდინარეებით გაყოფილი ჭალები, სილაწაყრილი ყანები, კლდეზე გადმოსროლილი შლეგი ჩანჩქერები და მათში დაჭერილი ფრთამალი კალმახები; მწვანეთვალება ბაღები და ბაღჩები, ხიდქვეშა წისქვილები, ნედლი მიწები, ერდო-ბანები, წაბლიანები და მუხნარები; სოფლის იდილია; სიზმარივით წყნარი საღამოები და ბნელ ღამეებში ციცინათელების ორკესტრის იდუმალი მუსიკა. ოდესღაც, პირველი თვალების გახელისთანავე იხილა და იწამა გურიის მთების სიმკაცრე და სიწყნარე, შეუმკრთალი ზეცის სილურჯე.

"ფიქრებს ახვევდნენ" მთები და ხეები, რომელთაც ადმიანებივით ელაპარაკებოდა. ბავშვობაშივე "ძვლებამდე ჩასწვდა დილის ცვარ-ნამი" და ამ ცვარ-ნამით დანამულ მინდვრებში შიშველი ფეხებით რბენა. სულში მზესავით ჩაეღვარა ქართული ტრადიციები, მეზობლების ტკბილი საუბარი, ქართული სითბო, ქართული გაღიმება, სტუმარ-მასპინძლობა და პურ-მარილი. დაუვიწყარი გემო და სურნელი კეცზე გამომცხვარი მჭადისა და საშობაო ღვეზლებისა. ამიტომაც მუდამ თან სდევდა "გურიის მთებში გადამალული" ტკბილი და ლამაზი ბავშვობის სუნთქვა. მოსძახოდა, მოჰკიოდა, სიმღერებით გულს უვსებდა, ლექსებში ათავსებდა მერე ამ სუნთქვას ქუხილით. ინთებოდა გული, ინთებოდა სტრიქონებიც. მისი ფილტვებიც სასიმღეროდ "სოფლის ჰაერმა დაბერა", დაათრო. მუდამ თან სდევდა "სიცივის თექაწამოსხმული მთების" და "ხელაპყრობილი ტყვეებივით ჩამწკრივებულ ხეთა ჯარის" ხსოვნა და გაუნელებელი მონატრება.
ამ მონატრებით და შთაგონებით იყო ალალი, ამაყი. გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი. რომელსაც ჰკვებავდა და აჩაღებდა, რაც შეეძლო. ეს ხანძარი არ ასვენებდა და ამიტომაც იყო ყოველთვის თავის სოფელზე ამაგით "გულგაგლეჯილი".

1984 წლიდან ლანჩხუთის რაიონულ დაუსწრებელ საშუალო სკოლაში მუშაობდა მეთოდისტად, ხოლო 1985 წლიდან უკვე ამ სკოლის დირექტორი გახდა. ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტმა პედაგოგიურ მოღვაწეობას ორგანიზატორული საქმიანობა არჩია.
სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ სოფელში გაატარა და 2011 წლის 30 ნოემბერს მშობლიური გაგურის მიწამ ჩაიკრა გულში ერთგული და მოყვარული შვილი.

მეუღლე, თამარ ჯოხაძე იგონებს:
- 1967 წლიდან 1972 წლამდე ლადო მუშაობდა ლანჩხუთის რაიონის კულტურის განყოფილებაში. გაგურის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის მცველად. ამ ეკლესიაზე თედო სახოკია (გამოქვეყნდა 1950 წელს) წერს: "აკეთში ძველ ნეშთთა მოყვარის ყურადღებას იპყრობს პატარა ქვითკირის ეკლესია. როგორცა სჩანს, შიგ დარჩენილ ძველ საეკლესიო ნივთების წარწერებისგან, ეს პატარა ეკლესია ქობულეთიდან გადმოსულ თავდგირიძეთა საფარველ ქვეშ ყოფილა, რომელნიც დიდი გულმოდგინებით ზრუნავდნენ მისი შემკობისა და გამდიდრებისთვის. განძი ბევრი უნდა ყოფილიყო შიგ, მაგრამ მტერთა არაერთგზის შეუხიათ თავიანთი უწმინდური ხელი წინაპართაგან სასოებით დატოვებულ სიმდიდრისათვის.

ვერცხლისმოყვარეობით დაბრმავებულთაგან ეს ეკლესია გაძარცვულ იქნა 1853 წელს; მეორეჯერ - 1859 წელს, მესამეჯერ 1872 წელს გაუტანიათ ეკლესიიდან, რაც 1853 და 1859 წლებში გადარჩა წაუღებელი. დღეს ამ ეკლესიაში ინახება ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებს ვისმე იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, ქალბატონ მარეხს, მაჭუტაძის ქალს. იქვე დაცულია პატარა ვერცხლის ჯვარი, ხატი წმინდა გიორგისა, ღვარისთავის წმინდა გიორგის ხატი, კიდევ წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებულია ბოქაულთუხუცესი მირზაბეგ თავდგირიძე. მაგრამ ამ ეკლესიაში ყველაზე შესანიშნავია პატარა ხატი - ღვთისმშობლისა, თვალმარგალიტით შემკობილი. ეს ხატი ადრე, როგორც აქაურები ამბობენ, სვენებულა ჩურუქსუში ცნობილ "თეთროსნის" ეკლესიაში, რომელიც ამ ორმოცი წლის წინ ადგილობრივ მაჰმადიანებს დაუნგრევიათ. როცა მამუკა თავდგირიძემ მაჰმადიანობა არ ინდომა და ქობულეთიდან სოფელ აკეთში ივლტო, ეს ხატიც თან წამოუღია. ამ ხატს ჩურუქსუელი თავდგირიძენი, თუმცა მაჰმადიანნი არიან, მაგრამ ახლაც სცემენ პატივსო. ხშირად თავიანთი წინაპრების სალოცავის კარწინ მოდიან და ცხვარი მოჰყავთ შესაწირავად და ეკლესიის კარწინ ხოცავენ, როგორც მართლმადიდებელნიო. აკეთის ეკლესიაში დასაფლავებულნი არიან, სხვათა შორის, თავადი გიორგი თავდგირიძე და მეუღლე მისი. მაცხოვარის ელესიის ცოტა მოშორებით ერთი ხის საჯვარე დგას. დაძველებული, სახურავი ნახევრად ჩაცვენილი აქვს. იატაკი მიწური აქვს. კანკელის მაგივრად უბრალო ფიცრის კედელია. აღსავლის კარები არა აქვს. საკურთხეველი არის".

ეს ეკლესია იმხანად (60-იანი წლების ბოლოს, როცა ლადო მუშაობდა მცველად) ჩამონგრეული იყო. კომუნისტური რეჟიმის დროს დაზიანდა, ჩამოინგრა გუმბათი, დაიკარგა სამრეკლოს ჯვარი. ეკლესიის შესასვლელში, ხელმარჯვნივ, დასავლეთის მხარეს, სამრეკლოს კიბეების კუთხეში ამოვიდა ლეღვის ხე, რომელიც აზიანებდა სამრეკლოს კედლებს და საფრთხეს უქმნიდა ნაგებობას. ტაძარი ძეგლთა დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებაში კი შედიოდა, მაგრამ მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყეს მისთვის ასე თუ ისე ყურადღების მიქცევა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმდროინდელი ათეისტური რეჟიმისა, ეკლესიაში მაინც იყო ხატები, ინთებოდა სანთლები. ჩემი მეუღლე ძალისხმევას არ იშურებდა ეკლესიის მოსავლელად. როგორც შეეძლო, პატრონობდა, ასუფთავებდა ეზოს, ცელავდა ბალახს. შიგადაშიგ ღობესაც არემონტებდა. ძალიან აღელვებდა ის, რომ ლეღვის ხე აზიანებდა ნაგებობას. ამიტომ საგულდაგულოდ ცდილობდა მის გადარჩენას. და რადგან ხის ამოძირკვა შეუძლებელი იყო, ხშირად ნავთს ასხამდა, რომ გამხმარიყო. და ამ გზით მაინც გადარჩენილიყო კედლები დანგრევას. შემდეგ მე მომიწია ამ ეკლესიაში მცველად მუშაობა. 90-იანი წლებიდან ხალხი უკვე მოდიოდა ტაძარში, რამდენჯერმე ღვთისმსახურებაც აღევლინა. მოეწყო გრანდიოზული ნათლობა, რომლის დროსაც გაქრისტიანდა აჭარიდან გადმოსული ეკომიგრანტი მოსახლეობა. რადგანაც ჩამონგრეულ სამრეკლოში ზარი აღარ იყო, იგი გადმოჰქონდათ სოფლის სკოლიდან, რომლის დირექტორი ჩემი მეუღლე გახლდათ. ეს ზარი საგანგებოდ შეიძინეს სკოლისთვის და ხანდახან ეკლესიაში იყენებდნენ ღვთისმსახურების დროს.

რაც შეეხება აკეთის სკოლას, იგი ლადომ დააარსა. მისი გახსნის საჭიროება განაპირობა იმან, რომ სოფლის მოსახლეობას არასრული განათლება ჰქონდა და ამ სკოლით მიეცათ საშუალება სრული განათლების მიღებისა. ლადო ჭეიშვილმა იზრუნა სკოლის გასარემონტებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი გულისხმიერად ეპყრობოდა თითოეულ მოსწავლეს. ზრუნავდა არა მარტო მათ განათლებასა და აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ ჯანმრთელობაზეც. არაერთი მისი ნამოწაფრისგან გამიგია უსაზღვრო მადლიერებით ნათქვამი სიტყვები. როცა მოსწავლეები ავად ხდებოდნენ, ჩემი მეუღლე დადიოდა მათ მოსანახულებლად და წამლების მისატანად. და ამას აკეთებდა მხოლოდ სიკეთისთვის, უანგაროდ.
სხვათა შორის, ლადო ჭეიშვილი იყო ალბათ ერთადერთი სკოლის დირექტორი (ზოგადად, ხელმძღვანელი პირი), რომელიც არ გახლდათ კომუნისტური პარტიის წევრი. "ტიციან ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის დამხვრეტი პარტიის წევრი არასდროს გავხდებიო", - ასეთი იყო მისი მრწამსი, რომლისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია.

სიცოცხლის ბოლო წლები სოფელში გაატარა. მიუხედავად ავადმყოფობისა (სიცოცხლის ბოლო წლებში მართლაც "ჩამოდნა, როგორც შუქი ღამეზე"), მხნეობას არასდროს უღალატია მისთვის. მდინარე აცაურაში ზამთრობითაც კი ჩადიოდა ხოლმე, იმდენად უყვარდა იქ ბანაობა. ბოლოს ექიმმა გარკვეული აკრძალვები დაუწესა და ლადომ ვერ მოითმინა. მისი შეკითხვა თხოვნას უფრო შეიცავდა, - ჩემი სოფლის მდინარე აცაურაში თუ შეიძლება ბანაობაო. ვაჟკაცურად შეეგება სიკვდილს. სიცოცხლის ბოლომდე კალამი არ დაუდვია. თავის ლექსებში ჩადო სიყვარული სოფლის, ადამიანების, ბუნების, საზოგადოდ, სიცოცხლის მიმართ... მისთვის უცხო არ იყო არც იუმორი, არც მღელვარე პათოსი. მისი ლექსებიდან გამოვყოფდი ჩემთვის ყველაზე საყვარელს:

სიზმარი
მაღალ მთებში სახლი მქონდა,
სახლი - მამაპაპური,
ვინც მიყვარდა, ცოლად მყავდა,
მწვავდა ტრფობის ალმური.
სახლთან წყარო ჩუხჩუხებდა,
წყარო ცივი, ანკარა,
მის ლიკლიკში იძინებდა
ჩემი შვილი პატარა.
სანადიროდ დავდიოდი,
თავზე ბაშლაყწაკრული,
ო, რამდენჯერ ვჭექე მთებში,
"ლილეო" და "მაყრული".
არწივები მაცილებდნენ,
ვაჟკაცური ფრთებითა,
მე მუზებთან ვსაუბრობდი,
ბრძენ მინდიას ენითა.
ხალხი მყავდა კმაყოფილი,
ხალხი ჩემი, ფხიანი,
საქართველოს ვუმღეროდი,
ავთანდილის ხმიანი.
ლაფშა მყავდა ლურჯი ფერის,
ლაფშა გაუხედნავი.
ოი, მართლა ახდებოდეს
ეს სიზმარი ნეტავი."

1973 წლიდან ლადო ჭეიშვილი მუშაობდა ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის უფროს მეცნიერ-მუშაკად, სადაც კურირებდა აჭარა-გურიის რეგიონს და მისი წარმატებული ექსპედიციის შედეგია აჭარის საცხოვრებელი სახლის და ჯამეს ჩამოტანა, აგება და კეთილმოწყობა აჭარის რეგიონის საექსპოზიციო ნაწილში, ასევე საცხოვრებელი კარ-მიდამოს მოწყობა და სამეთუნეო ქურის დადგმა გურიის საექსპოზიციო ნაწილში.
მცირე ცნობები ამ მუზეუმის შესახებ:

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმის გენერალური გეგმის ავტორი გახლდათ ლონგინოზ სუმბაძე.
მუზეუმი ღია ცის ქვეშ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 50 ჰა-ს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში, რომელთაგანაც ხუთი — აღმოსავლეთ და ხუთი — დასავლეთ საქართველოს წარმოაჩენს.

მუზეუმში ექსპონირებულია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი.
მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.
გვესაუბრება ლადო ჭეიშვილის მეგობარი და თანამშრომელი, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, ანზორ გოგიაშვილი.
- ლადო ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში. პირველი დავალება, რაც მას მიანდეს, იყო აჭარაში ექსპედიცია. აჭარის ნაგებობები თითქმის მომთავრებული იყო (შიგნით ინტერიერი, მოწყობილობა, საოჯახო ავეჯი, სამეურნეო იარაღები, ინვენტარი, რაც კი იყო გლეხი კაცისათვის დამახასიათებელი, როგორც შიდა ინტერიერისთვის, ასევე კარ-მიდამოსა და სამეურნეო ნაგებობებისთვის). ეს ყველაფერი უნდა მოეძიებინა და ჩამოეტანა ლადო ჭეიშვილს. პირველად იგი აჭარაში, ხულოს რაიონში მიავლინეს. ყველა გაოცებული დარჩა, ისეთი შედეგი აჩვენა და წარმოადგინა. ამის გაკეთება არც ისე იოლი გახლდათ. ყველა ნივთი უნდა ყოფილიყო ადგილზევე დაფიქსირებული, ზუსტად აღწერილი. ლადომ კარგად იცოდა, რისთვის უნდა მიექცია ყურადღება, რა იყო იქ წამყვანი და მნიშვნელოვანი. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალედ გაართვა თავი საქმეს. მერე ჩააბარეს აჭარის რეგიონი, ლადომ ძალიან მოკლე ხანში დაიმსახურა კარგი მეცნიერ-მუშაკის სახელი. ძალიან მალე დაეტყო კიდევაც ეთნოგრაფიული მუზეუმის აჭარის რეგიონს მცოდნე და გონიერი კაცის ხელი. რაც შეეხება ჯამეს (აჭარული სალოცავი, მუსლიმანური საკულტო ნაგებობა. წარმოადგენს ხელოვნების ძეგლს, ხეზე კვეთილობის არაჩვეულებრივ ნიმუშს. იგი ქართული ჩუქურთმითაა შემკული.

ნატიფი ხელით არის გამოტვიფრული თითოეული ჩუქურთმა, რომელიც მნახველზე გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს) ჩამოტანას, სოფელ ჩიქვილეთიდან, ლადო რომ მოვიდა მუზეუმში, უკვე დაწყებული იყო ჯამეს ჩამოტანის საკითხზე მუშაობა. ლადო მონაწილეობდა მის დაშლა-ჩამოტანაშიც. ამ საქმის მოგვარებას ძალიან დიდი ორგანიზატორული ნიჭი და ძალისხმევა სჭირდებოდა. ლადოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა არქიტექტორ ილია ადამიასთან, რომელსაც აჭარაზე წიგნი ჰქონდა გამოცემული. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშები არქიტექტურულად ჰქონდა შესწავლილი. სწორედ ილია ადამიასთან ერთად უხდებოდა ლადოს მუშაობა და ამანაც დიდი როლი ითამაშა, რომ ლადო ძალიან სწრაფად გაერკვა ეთნოგრაფიული მუზეუმის სპეციფიკაში. ლადო ძალიან სწრაფად ამყარებდა კონტაქტს აჭარელ ნებისმიერ მცხოვრებთან. გულწრფელი იყო, ალალი. ყველას ეუბნებოდა იმას, რაც საჭირო იყო და რაც საქმეს გამოადგებოდა. მან ძალიან სასარგებლო და შედეგიანი მუშაობა გასწია ამ მუზეუმში. სულ რამდენიმე წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ღრმა კვალი დაემჩნია იქაურობისთვის. მუზეუმში ასეთ სერიოზულ მასალას ვერ მოუყრიდა თავს მკვლევარი, თუ კარგად არ ეცოდინებოდა რეგიონი, რომელსაც ის მართავდა, რა უნდა ეძებნა იმ რეგიონში და რისთვის მიექცია ყურადღება.
ადამიანებთან ურთიერთობებშიც იყო ძალიან გულისხმიერი. თავისი საქმის ერთგული. როგორი რთული დავალებაც უნდა ყოფილიყო, უკან არასდროს დაიხევდა და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ბოლომდე მიიყვანდა გასაკეთებელ საქმეს. თავს არ დაზოგავდა. ეს თვისება ყველას თვალში გვხვდებოდა და ამიტომაც უსაზღვრო პატივისცემით ვიყავით მისადმი განწყობილი და ისიც ასევე ჩვენდამი.

გიორგი ჩიტაიას სახელობის "ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ", გიდი-პედაგოგი ნაილი ქავთარია:
- თანამდებობრივად მე და ლადო სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდით. როდესაც ექსპედიციის წევრებს აგროვებდა, სულ მთხოვდა, წამოდი ცოტა ხანი და ბევრ რამეს ნახავო. ახლა ძალიან ვნანობ, რომ ეს საშუალება ვერ გამოვიყენე, ძალიან საინტერესო ექსპედიციებს აწყობდნენ საქართველოს ყველა კუთხეში. ლადო ჭეიშვილი მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა ექსპედიციებში. სულ ეძებდა საექსპოზიციო ნივთებს.

ლადო იყო მართლაც სიკეთის განსახიერება. მუზეუმის მოამაგე და ერთგული თანამშრომელი. მან რაც შეძლო მუზეუმში, ბევრი ვერ შეძლებდა და დღესაც შეუძლებელი იქნებოდა. ნივთების ჩამოტანას ვგულისხმობ. მახსოვს, ხელოსნებიც ჰყავდა ჩამოყვანილი დიდაჭარიდან, რომელთაც თან ჰყვებოდა. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს. ჩემი აზრით, მთიანი აჭარიდან გადმოტანილი ჯამე არის უნიკალური ექსპონატი ჩვენი მუზეუმისთვის. ულამაზესი, ლაზების ნახელავი ნაგებობა.
ლადო ჭეიშვილი და მისი მეუღლე ერთად მუშაობდნენ მუზეუმში და უფროსი ქალიშვილი ეკა თითქმის აქ გაზარდეს - ის ისტორიკოსი გახდა. ლადო იყო საოცარი მეოჯახე, თავდადებული მამა და მეუღლე. მოხარული ვარ, რომ ჟურნალ "კარიბჭის" მეშვეობით მომეცა ლადო ჭეიშვილის მოგონების შესაძლებლობა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat