გინდა ლოცვა მოიპოვო? გინდა ქრისტე შეიძინო?
გინდა ლოცვა მოიპოვო? გინდა ქრისტე შეიძინო?
მამა ხარლამპე დიონისიატელი
მორჩილების კიდევ ერთი გაკვეთილი. "თხილის კრეფის ჟამს - ჰყვებოდა მამა ხარლამპე, - ჩვენი მოძღვარი ყოველთვის ორ ძმას - ათანასეს და იოსებს გზავნიდა ყარაყალის მონასტერში. ისინი თხილის კრეფაშიც ეხმარებოდნენ და დახმარებისთვის სამადლობლად მიცემული პროდუქტები მოჰქონდათ. ერთხელ მოძღვარმა დადგენილი წესი დაარღვია და მითხრა: "შვილო, წადი და ძმებს დაეხმარე, ისინი ახლა თხილს კრეფენო".

მეორე დღეს ყარაყალის მონასტერში ვიყავი. ეს ძალზე კურთხეული სამუშაო ყოფილა. მექანიკურად აგროვებ ნაყოფს, გონება კი ამ დროს მოუკლებელ იესოს ლოცვას უღრმავდება. როცა ბევრი ხალხი იკრიბება ხოლმე, იწყებენ საუბარს, ხუმრობას, სიცილს, რათა დღე მალე გავიდეს. მათთვის, ვინც ასეთი ლოცვა არ იცის (ძირითადად ეს ერისკაცებს ეხება), დღე აღსავსეა ხუმრობით და ძალზე მალე მიდის. მაგრამ როცა მოიპოვებ მოუკლებელი ლოცვის ჩვევას, ამ სიტუაციისგან მხოლოდ შფოთი შემოდის და გონება უნებურად სხვების განკითხვას იწყებს, ანდა სიამაყე შეგიპყრობს, ფიქრობ, დანარჩენებისგან განვსხვავდები, უფრო ამაღლებულად ვმუშაობო.

როგორც ახალბედა მონაზონს, რაღაც ამგვარი ლამის მეც შემემთხვა. მაგრამ მონაზონი იოსები, ჩვენი საძმოდან, მიხვდა იმ საფრთხეს, რაც მელოდა და მითხრა: "მოდი აქ და ნამდვილ მოღვაწეს გაჩვენებ". მივუახლოვდით ერთ მონაზონს, რომელიც სამუშაოს დროს არავის ესაუბრებოდა და მოუკლებლად ლოცულობდა. მამა იოსებს ვკითხე, ვინ არის-მეთქი. "ის იშვიათად თუ ებმება საუბარში. თუ გინდა, სცადე".

მივუახლოვდი, მივესალმე. მან ჟესტით მიპასუხა და მუშაობა გააგრძელა. ვუთხარი: - მამაო, გთხოვთ მითხარით რაიმე დასამოძღვრად-მეთქი.

ის დუმდა, თხოვნა გავუმეორე. ბოლოს მითხრა: - ლოცვის მოპოვება და ქრისტეს შეძენა თუ გინდა, ყველაფერს აქ, ამათ გვერდით შეიძენ. გესმის, როგორ უქმმეტყველებენ, ხუმრობენ, იცინიან? როგორც შეძლებ, ყურადღებით იყავი, რომ ერთი მხრივ მათ არ მიბაძო, მეორე მხრივ, არ თქვა შენთვის: "ღმერთო ჩემო, ეს რა ხალხია" და განიკითხო. ჩუმად იმუშავე, თითქოს სრულიად მარტო იყო და მოუკლებლად იესოს ლოცვა იმეორე. მაშინ ნახავ, თუ როგორ შეიძლება ლოცვით მუშაკობაში წარემატო.

ეს გაკვეთილი არასოდეს დამავიწყდება. მაგრამ ერთხელაც, როცა ახალ სკიტში ვცხოვრობდით, ეს აღარ გამახსენდა და უბედურება შემემთხვა. ერთხელ მოძღვარმა ერთ დიდ დღესასწაულზე წმინდა პავლეს მონასტერში გამგზავნა ღვთისმსხურებისთვის. შევედი საკურთხეველში - იქ ბევრი მღვდელი დამხვდა. კუთხეში მივჯექი და ისეთი მხურვალებით ვილოცე, რომ მალე ნამდვილი სულიერი სიხარული ვიგრძენი. თუმცა ამასთან ჩურჩულიც მომესმა. ორი თუ სამი მღვდელი ერთმანეთს ესაუბრებოდა. რაზე - არ ვიცი, მაგრამ მათ განკითხვაში ჩავვარდი. მტერიც ამას ელოდა. ლოცვის სითბო და სიტკბოება წავიდა და მის ნაცვლად ისეთი შინაგანი სიცივე, ყინვა მოვიდა, რომ ბაგეებით ძლივსღა ვახერხებდი ლოცვას. მაშინვე მივხვდი ჩემს შეცდომას, მაგრამ ეპიტიმია გაგრძელდა. მამა იოსებთან მივედი და კურნება ვთხოვე. და კვლავ მამა იოსებმა სრული თანაგრძნობით ჩამიკრა მკერდში და დამპირდა, - რადგანაც შენს შეცდომას მიხვდი, ლოცვის ცეცხლი კვლავ აღგენთებაო. მართლაც, შემდეგ ღამეს დამიბრუნდა ყველაფერი.

მოძღვრისადმი მორჩილის რწმენის ღვთაებრივი საიდუმლოება. მამა ხარლამპე ჰყვება: "ახალი დაწყებული მქონდა სასულიერო ცხოვრება. ერთმა მონაზონმა გვითხრა: - აქ სკიტში სოფლიდან ერთი ღმერთშემოსილი მოძღვარი მოვიდაო.

გავიფიქრე: - კარგი შესაძლებლობა მომეცემა, რაიმე ჩემთვის სასარგებლო გავიგონო-მეთქი. მივედი მოძღვართან:

- მამაო, მაკურთხე, რომ ამ ღმერთშემოსილი მოძღვრის სანახავად წავიდე, რათა რაიმე სულისმარგებელი რამ გავიგონო.

- წადი, თუ გინდა, - მიპაუხა მამა იოსებმა.

დრო არ დავკარგე, გზას გავუდექი. რა მშვენიერი სიტყვები მოვისმინე მისგან, რა არაჩვეულებრივი დარიგებები! ფიქრებში ვმადლობდი იმ მონაზონს, რომელმაც სკიტში მისვლა მირჩია.

ფრიად აღფრთოვანებული დავბრუნდი მოძღვართან და ვეუბნები:

- მამაო, დიდი სარგებელი მივიღე. მოძღვარი მართლაც ღმერთშემოსილი ყოფილა.

მამა იოსებმა მხოლოდ თავი გადააქნია და როცა გავდიოდი, მითხრა:

- დღეს ღამისთევის ლოცვის მერე აუცილებლად შემოდი ჩემთან.

კვლავ მივედი მოძღვართან, ოღონდ ახლა თავჩაქინდრული.

- როგორ ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ? - მკითხა მოძღვარმა.

რაღა უნდა მეპასუხა.

- ეჰ, მამაო, დღეს მხოლოდ სიბნელე და უყურადღებობა მჭირდა...

მან მაშინვე შემაწყვეტინა:

- არადა გუშინ მითხარი, რომ ერთი ღმერთშემოსილი მოძღვარი გაიცანი. ღამით ცუდად ილოცე?

- დიახ, მამაო, მაგრამ არ ვიცი, რატომ...

- მე გეტყვი, რატომაც. ჩემს გვერდით საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობ, მე აღგკვეცე მონაზვნად და მღვდლად ხელი დაგასხი, შენ თუ შეიგრძენი ის სიკეთე, რომელიც შენმა მოძღვარმა მოგიტანა?

- დიახ, მამაო, თქვენ ძალზე ბევრი რამ მომეცით.

- მორჩილს, რომელიც სიმშვიდეს პოულობს თავისი მოძღვრის გვერდით, არა აქვს უფლება, სხვა მოძღვართან წავიდეს. ეს იგივეა, რომ აღარ ირწმუნო მისი, ვისაც შენი თავი ღმერთმა ჩააბარა, ეს სულიერი მრუშობაა.

კიდევ ორი-სამი დღე ვიტვირთე ეს საღვთო ეპიტიმია. მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი არ იყო და ვეკითხები მოძღვარს:

- მამაო, მითხარი, რომ მორჩილს არა აქვს უფლება სხვა მოძღვრისგან იკვებოს. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს მამა ეფრემ კატუნაკელი, რომ ყველაფერს, რაც აქვს, შენ გიმადლის, ეს მაშინ, როცა თავისი მოძღვარი ჰყავს?

- ეს სხვა შემთხვევაა. წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ოჯახში, სადაც მამაშენი საჭმელს არ გაძლევს. შიმშილით ხომ არ მოკვდები? სწორედ ეს დაემართა მამა ეფრემსაც. ის იძულებული გახდა, ჩემგან მიეღო საჭმელი. მაგრამ არანაირი უფლება არ ჰქონდა, დაეტოვებინა თავისი მოძღვარი, თუმცა ეს უკანასკნელი ძალზე მკაცრი იყო. ამიტომ მე და მამა ნიკიფორე (მამა ეფრემის მოძღვარი) შევთანხმდით და ასე გავიყავით: მას დარჩა მამა ეფრემის მორჩილება, მე კი - მამა ეფრემის სულიერი ცხოვრება".

როგორი იყო მამა ხარლამპე. ვინც მამა ხარლამპეს იცნობდა, აღნიშნავდა მის ბუნებით თავმდაბლობას და უბრალოებას. როცა ის თავის თავზე საუბრობდა, არ ფარისევლობდა და თავს არ აჩვენებდა, რათა სხვებისგან შექება დაემსახურებინა. მოყვასისთვის სიკეთე გაეღო - აი, რას აქცევდა ის უმთავრეს ყურადღებას.

როცა რაიმეს საკუთარი ცხოვრებიდან ჰყვებოდა, არ მალავდა გამოჩენილ ადამიანურ სისუსტეებს. ამითაც კი დამოძღვრავდა მსმენელებს, როცა ეს უკანასკნელნი თავიანთ ადამიანურ სისუსტეებს მისას ადარებდნენ.

ერთხელ მან ძმებს უთხრა: "ფრთხილად იყავით, გაექეცით ცოდვის საბაბს, მონაზონი, მას მერე, რაც მას ანაფორას შემოსავენ, თუ უგრძნობი დარჩება თავს მოწეული ცთუნებისადმი, ძილშიც კი არ ხედავს თავს ერისკაცულ სამოსში. როცა ახალბედა მონაზონი ვიყავი, განსაცდელს საბაბი მივეცი და ძილში თავი ერისკაცად ვიხილე. აღელვებულმა გავიღვიძე, დიდხანს ვტიროდი ჩემს შესაბრალის მდგომარეობაზე და ვევედრებოდი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მეტად აღარ დაეშვა ჩემზე ამგვარი განსაცდელი. საბედნიეროდ, მას მერე ძილში თავი მეტად აღარ მინახავს უანაფოროდ".

სხვა ძმამ უთხრა მამა ხარლამპეს, წუხელ ძილში შევიბილწეო. მოძღვარმა უპასუხა: "აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კაცის სულიერ აგებულებას. ასეთი რამ ვინმეს შეიძლება შეემთხვას მხოლოდ განკითხვის გამო. მე, ჩემი აგებულებით, აქეთკენ არ ვარ მიდრეკილი. ამიტომაც, მას მერე, რაც მონაზონი გავხდი, ღამის შებილწვა მხოლოდ ერთხელ შემემთხვა, ახალბედობისას. წმინდა ანას სკიტის ნავსადგურთან განსაცდელი შემემთხვა. ერთი კაცი გადამეკიდა - არაწმინდა განზრახვა ჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი: - გიხაროდეს, რომ ეს სამოსი მაცვია (ანაფორაზე მივუთითე), თორემ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი-მეთქი. იმ ღამეს, ღვთის დაშვებით, ძილში შევიბილწე. აცრემლებული მივედი მამა იოსებთან. მითხრა: - მომიყევი, დღისით რაც შეგემთხვაო. ყველაფერი ვუამბე. მან მაშინვე მიმითითა: აი, მიზეზიცო. მას მერე უფრო ფხიზლად ვიყავი და მისი ლოცვით ძილში ამგვარი რამ აღარ დამმართია".

მართლაც რომ საოცარია, მთელი ორმოცი წელი მამა ხარლამპემ ერში იცხოვრა. კარგად ახსოვდა, რაც გადახდა ერისკაცობისას და მიუხედავად ამისა, მაინც ძილში ერთზე მეტად არ უნახავს თავი ერისკაცის სამოსში!

წმინდა ანას მღვიმის ლიტურგიკული პრაქტიკა. მამა ხარლამპე მღვდლად ხელდასხმის მერე ყოველდღიურად უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა უფალს. მაშინაც კი, როცა დიონისეს მონასტრის წინამძღვარი გახდა, ძმების ნაწილთან ერთად მიდიოდა ცალკე მდგარ ეკვდერში და აღასრულებდა წმინდა ლიტურგიას, რომლის დროსაც უამრავ სახელს იხსენიებდა, როგორც ცოცხლებს, ისე გარდაცვლილებს.

მაგრამ მთელი ცხოვრება შემოინახა გულისშემძვრელი მოგონებები წმინდა ანას მცირე სკიტის საყდრისა. ის იქ თითქმის ყოველდღე ისე ცოცხლად შეიგრძნობდა საღმრთო საიდუმლოებას, რომ შეუჩერებლად სდიოდა ცრემლი და ხშირად უძნელდებოდა ღვთისმსახურების გაგრძელება. განსაკუთრებით ხდებოდა ეს ვნების შვიდეულსა და აღდგომის დღესასწაულზე, როცა მთაწმინდის თითოეული მონასტრის მონაზვნები სავანის მთავარ ტაძარში - კირიაკონში იკრიბებიან და ერთად აღავლენენ საზეიმო ღვთისმსხურებას. ამ მიზეზით მამა იოსები ყოველთვის გზავნიდა თავის მონაზვნებს წმინდა ანას კირიაკონში. კელიაში კი სამნი რჩებოდნენ: მამა იოსები, მამა არსენი და მამა ხარლამპე, როგორც ღვთისმსახური. როგორც თვითონვე ჰყვებოდა მამა ხარლამპე: "კურთხეულ არიანიდან" ვიდრე განტევების ლოცვამდე ცხადი იყო ტაძარში ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყოფნა, ისე აშკარად შესაგრძნობი იყო, რომ ჩვენ ყველას თვალთაგან ცრემლი გვდიოდა და ქვითინის გამო ღვთისმსახურება ხშირად წყდებოდა. ჩვენ არა მარტო ვზეიმობდით, არამედ ამით ვცოცხლობდით და უდიდეს ნეტარებას განვიცდიდით მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესა და მისი ყოვლადწმინდა დედის სიახლოვის განცდით. როცა აღსარების შემდეგ მოვუყევი მოძღვარს, თუ რას ვხედავდი გონების თვალით და რას ვგრძნობდი, მან დამარწმუნა, რომ თვითონაც და მამა არსენიც იმავეს განიცდიდნენ და დაუმატა: "ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, მხოლოდ ნაწილია ღვთისმშობლის უსაზღვრო სიხარულისა, რომელიც მან იგრძნო, როცა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იხილა. ეს უსაზღვრო სიხარული ჩვენი დედის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით გადმოიღვრება ჩვენზეც, მის უღირს შვილებზე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat