ეტალონი და მაგალითი იყო თვით მონაზონთათვისაც კი
ეტალონი და მაგალითი იყო თვით მონაზონთათვისაც კი
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
მამა კონსტანტინე სალოსი. იგი კარიესში მოღვაწეობდა. საწყალ, გლახაკ, უპოვარ და მდაბალი სულის ქრისტესმიერ სალოს მამა კონსტანტინეს თავშესაფრად ნამდვილი ქოხმახი ჰქონდა ნახევრად დანგრეულ შენობაში მოწყობილი.

მასზე წერს როდოსელი არქიმანდრიტი ქრიზოსთომოსი თავის წიგნში "მთაწმინდა" და მას ქრისტესათვის სალოსს უწოდებს. იგი წერს: "მამა კონსტანტინე პროტატში ლიტურგიის მერე იღებს ანტიდორს, სვამს ნაკურთხ წყალს და კარიესის ქუჩებში გამოდის მოწყალების შესაგროვებლად".

მასზე უფრო მეტად და დაწვრილებით აღწერა მამა პაისიმ, ყუთლუმუშის კუთვნილ ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის კელიაში მოსაგრემ, თავის წიგნში: "მთაწმინდა და მთაწმინდელი მამები". ისიც მას "ქრისტესათვის სულელს" უწოდებს. მამა პაისისვე თქმით, იგი ავადმყოფობისა და სიბერის გამო მოხუცებულთა თავშესაფარში გაგზავნეს, სადაც სიგლახაკეში გარდაიცვალა 50 წლის წინ.

კავსოკალიველი სალოსი ბერი. ამ ათი წლის წინ კავსოკალივის გავლით დიდ ლავრაში მივდიოდი. გზად ერთ სქემოსან ბერს შევხვდი. დიდხანს მიყურა, მერე კი ასე მომესალმა: "ქრისტე აღსდგა!" გამაოცა ამ შემთხვევამ, აღდგომის დღეები არ იყო. ჩანს, ბერი სალოსობდა.

ქრისტესთვის სალოსი ერისკაცი. ერთი გლახაკი და უქონელი მაკედონიელი გლეხი მთაწმინდაზე მოვიდა. თურმე მონასტრებში დღიურად მუშაობდა და აღებული მცირეოდენი ფულით ცოლ-შვილს არჩენდა. სხვა მუშებთან ერთად რომ არ ეჭორავა და კაცნი არ განეკითხა, მან ასეთი რამ მოიფიქრა: პერანგის ზედა ღილი შეიკრა, ჰალსტუხი გაიკეთა და ზემოდან საწვიმარს ან პიჯაკს იცვამდა. აიღებდა ნიჩაბს და სამუშაოზე მიდიოდა. სხვა მუშები მას გიჟად თვლიდნენ და დასცინოდნენ: - ჭკუიდან შეირყა, ჰალსტუხიანი მუშაობსო. ამგვარად ის გაექცა მათთან საუბარს და არავის ელაპარაკებოდა. ყოველთვის მცირედ მოსაუბრე იყო, სერიოზული, ფხიზელი, არავის განიკითხავდა და არ დასცინოდა. მუშაობისას იყო პატიოსანი და გულწრფელი. ერთხელ გამოველაპარაკე. დავინახე, რომ იგი კარგი მეოჯახე, კეთილი ქრისტიანი, ღარიბი მუშა იყო, პატიოსნად მოიპოვებდა არსობის პურს, ეტალონი და მაგალითი იყო თვით მონაზონთათვისაც კი.

თავი #27. მთაწმინდის ყველაზე ცნობილი მღვიმეები
1. ღირსი ათანასე ათონელის მღვიმე. ვიგლის უდაბნოს სამხრეთში, რომელიც დიდ ლავრას მიეკუთვნება, ნათლისმცემლის სახელობის რუმინული სკიტის სიახლოვეს, მდებარეობს ღირსი ათანასეს მღვიმე.

ღირსი ათანასეს ცხოვრების აღწერაში, რომლის ხსენებაც 5 ივლისს აღინიშნება, ნათქვამია, რომ იგი მრავალგზის და განსაკუთრებით დიდი მარხვის პირველი ორშაბათიდან ლაზარეს შაბათამდე ამ მღვიმეში დაეყუდებოდა ხოლმე. სხვა ისტორიულ წყაროებში კი იხსენიება, რომ ის ამ მღვიმეში ზაფხულის დღეებში ცხოვრობდა. აქ მარხულობდა, რა თქმა უნდა, ბევრს ლოცულობდა თავისი "სამწყსოსთვის", რათა ღმერთს მიეცა მისი მონაზვნებისთვის ძალა ცოდვისა და ბოროტ ეშმაკთა ძლევისა. შეუძლებელია მისი ბრძოლის აღწერა ქრისტიანთა უხილავ მტრებთან. ამ ხროვას ის ძლევდა და განდევნიდა ლოცვითა და უწმინდესი მარხვით.

ყოველ წელს, დაუჯდომლის შაბათს, მამები და ძმები დიდი ლავრისა, რუმინული სკიტის, ვიგლის და სხვა ადგილთა მღვიმეში ღამისთევის ლოცვასა და ლიტურგიას აღასრულებდნენ.

მღვიმის შიგნით განდეგილის ორი კელია და ერთი ტაძარია: ერთი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივად (ტრაპეზის დღესასწაული დაუჯდომლის შაბათსაა), სხვა კი ღირსი ათანასეს სახელზე.

ადრე, დროდადრო, ამ მღვიმეში მოღვაწეობდა ღირსი მამის მრავალი მობაძავი: ცნობილი მოძღვრები, პროსმარები (ბერი ან მღვდელმონაზონი, რომელიც რომელიმე წმინდა ადგილას მსახურობს და იქ ხშირად აღავლენს ლოცვას), მეუდაბნოენი, დაცემული მონაზვნები, რომელთაც ცოდვის გამოსყიდვა უნდოდათ და სხვანი. ბოლო წლებში აქ მოღვაწეთაგან ყველაზე ცნობილი იყო სულიერი მამა ხარიტონი, რომელიც აქ სინას მთიდან მოვიდა.

მღვიმის ყველა მცხოვრები კათიზმატარი (კათიზმა ტაძრიანი კელიაა, რომელიც ახლოს მდებარეობს იმ სავანესთან, რომელზეც მიწერილია) იყო და წმინდა ათანასეს დიდ ლავრას ემორჩილებოდნენ. ამიტომაც ისინი საზრდელს ამ სავანიდან იღებდნენ. მღვიმეში რომ შესულიყავი, ასამდე საფეხური უნდა ჩაგევლო.

ღირსი ათანასე ათონზე X საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდა.

2. ღირსი პეტრე ათონელის მღვიმე. დღეს ამ მღვიმის ადგილმდებარეობა უცნობია. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ადგილს მომლოცველნი არ აკლდა. შემდგომში აქ სახლდებოდნენ მონაზვნები, რომელთაც საკმარისი სულიერი ძალა არ ჰქონდათ და ამის გამო ჭკუიდან იშლებოდნენ. უპირველესი მონასტერი - დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა. ძველად აქ ერთი ძლიერი სულის დაყუდებული ბერი ცხოვრობდა. მღვიმეში მოწყობილი იყო პატარა ეკლესია, როგორც წერდა 1904 წელს ესთიგმენელი განსწავლული მონაზონი, მამა გერასიმე (სმირნაკისი) თავის "ათონის ისტორიაში".

კელიის გვერდითაა კალივა, სადაც ორი ძმა ცხოვრობს - მოძღვარი და მისი მორჩილი. ხმაურისა და ცოდვის სამყაროსგან მოშორებულნი, ნამდვილი მეუდაბნოენი, ესაუბრებიან უტკბეს უფალს და მოელიან სიცოცხლის ბოლოს, როცა გადავლენ წამიერიდან საუკუნოში და უდაბნოდან ანგელოზთა უკვდავ კრებულს შეუერთდებიან. მღვიმეზე როცა ვკითხე, ამ კელიის მამამ მითხრა, რომ ის სადღაც ახლოსაა, უფრო ალბათ ტაძრის საკურთხევლის ქვემოთ მდებარეობს. როცა მღვიმე ღია იყო, აქ მოდიოდნენ და სახლდებოდნენ რუსი მოსაგრეები. ხან სინესტის გამო, ხანაც ეშაკების შემოტევისა - ყველა იხოცებოდა და გარდაცვლილებს პოულობდნენ მომლოცველები. ამიტომაც დიდი ლავრა იძულებული გახდა, მღვიმე ამოექოლა.

ღირსი პეტრე ათონზე ცხოვრობდა და გარდაიცვალა, მისი ხსენება 12 ივნისს აღინიშნება.

3. ღირსი ნილოს მირონმდინარის მღვიმე. ღირსი ნილოსის კელია დიდი ლავრიდან კავსოკალივისკენ მიმავალ გზაზეა. ცოტა ქვემოთ კი ღირსი მამის საქვეყნოდ ცნობილი მღვიმეა, სადაც ის მოღვაწეობდა და გარდაიცვალა. მას ასევე ეძახიან "ღვთისმშობლის წმინდა ლოდის მღვიმეს". მომლოცველნი მღვიმეში 118-საფეხურიანი სპირალური კიბით ეშვებიან. მღვიმის მარცხნივ პატარა საყდარია, ღირსი ნილოსის სახელობისა, მის იქით კი წმინდანის საფლავი. საფლავიდან გამოდის პატარა რუ, რომელიც ზღვაში ჩაედინება. ტაძარი 1812 წელს ღირსი მამის მიერ განკურნებულმა კავსოკალიველმა მონაზვნებმა ააშენეს. ღირსი ნილოსის მღვიმის ზედა ნაწილში დარჩენილია კელიების ნაკვალევი. XIX საუკუნეში, ანუ იმ დროს, როცა ათონზე უამრავი რუსი მონაზონი შემოვიდა, ამ კელიებშიც რუსი განდეგილები ცხოვრობდნენ.

ამბობენ, რომ XVII საუკუნეში ღირსი ნილოსის კუბოდან მირონი მოედინებოდა და ზღვაში ჩაიღვრებოდა, სადაც ხომალდებით მოდიოდნენ და იღებდნენ, რისგანაც უამრავი სასწაული ხდებოდა.

არსებობს ასეთი გარდამოცემა: იმ წლებში, როცა წმინდანის კუბოდან მირონი მოედინებოდა, მის ასაღებად ქრისტიანები მოეშურებოდნენ, რათა წმინდანისაგან კურთხევა და სნეულებათაგან კურნება მიეღოთ. მირონის აღებისას ეშმაკის ზემოქმედებით მათ შორის კამათი და ხშირად ჩხუბი ხდებოდა. როცა ამ სამწუხარო ამბების შესახებ შეიტყო, ღირსი აკაკი კავსოკალიველი წმინდანს შეევედრა, რათა შეწყვეტილიყო მირონდენა და კამათი და ყოველგვარი უსიამოვნო ამბებიც შეწყდებოდა. ასეც მოხდა.

ღირსი ნილოსი ამ მღვიმეში 1601-1651 წლებში მოღვაწეობდა. მისი ხსენება 12 ნოემბერს აღინიშნება და უფრო მეტი დიდებულებით 7 მაისს ზეიმობენ, მის წმინდა ნაწილთა მოპოვების დღეს.

4. ღირსი აკაკი კავსოკალიველის მღვიმე. კავსოკალივის სკიტში, კალივიდან ოდნავ ქვემოთ მდებარეობს მღვიმე, სადაც ღირსი აკაკი ცხოვრობდა. დღეს იქ მოსალოცად პილიგრიმები დადიან. მათ ამ მღვიმეში ანახებენ ღირსი მამის ხის საწოლს.

მრავალი ავადმყოფი, რომლებიც სხვადასხვა სნეულებით იტანჯებიან, მათ შორის თირკმელების დაავადებით და რადიკულიტით, მოდიან მღვიმეში, მცირე ხნით წამოწვებიან საწოლზე და იკურნებიან. ერთი ასეთი ამბავი შეემთხვა ერთ ერისკაცს, მამა ესაიას ძმას. ერთხელ ის თავის ძმასთან მოვიდა წმინდა სვიმეონ ღვთისმეტყველის კალივაში. ზოგიერთი ნივთის გადმოსატანად ნავსადგურიდან კალივამდე რამდენჯერმე ბარგმოკიდებული ავიდა. წელი გაუკავდა. მაშინვე ღირსი აკაკის კალივაში წავიდა, ტახტზე მცირე ხნით წამოწვა. მალე ჯანმრთელი წამოდგა და ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმინდანს.

ღირსი აკაკი აქვე გარდაიცვალა 1730 წელს. მას 12 აპრილს მოიხსენიებენ.

5. ღირსი დიონისე რიტორისა და მიტროფანე მოძღვრის მღვიმე. წმინდა ანას მცირე სკიტში, ქრისტეს დიდებული ეკლესიის ჰიმნოგრაფის, ნეტარი მამის გერასიმეს კელიის ოდნავ ქვემოთ არის მღვიმე, სადაც მოღვაწეობდნენ და აღესრულნენ ღირსი დიონისე რიტორი და მოძღვარი მიტროფანე, რომლებიც ადრე სტუდიელისად წოდებულ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში აღიკვეცნენ და აქვე მოსაგრეობდნენ. შემდეგ კი XVI საუკუნეში ისინი მთაწმინდაზე მივიდნენ, მოიარეს ათონი და უდაბნოში დასახლდნენ, სადაც ახლა დგას წმინდა ანას მცირე სკიტი. მათ ეს მღვიმე იპოვეს და იწყეს იქ მოსაგრეობა და უხილავ მტერთან ბრძოლა.

წმინდა დიონისემ რამდენიმე ასკეტური თხზულება დატოვა, თუ როგორ შვენის მონაზონს ცხოვრება, ასევე სულის მარგებელი სწავლანი, რომელიც ხელნაწერი წიგნის სახით წმინდა ანას სკიტში ინახება. წმინდა მიტროფანე დროდადრო ტოვებდა ათონს და ქალკედონის ნახევარკუნძულის ქრისტიანთა სააღმსარებლოდ და დასამოძღვრად მიდიოდა. მან ასევე დატოვა წერილობითი მონათხრობი ერთი ქრისტიანის ხილვისა.

ისინი ამავე ადგილას გარდაიცვალნენ და მათი დაკრძალვის ადგილი უცნობია. მათი ხსენება კი 9 ივლისს აღინიშნება. ქრისტეს დიდებული ეკლესიის ჰიმნოგრაფის, ნეტარი მამის გერასიმეს თაოსნობით მღვიმეში წმინდანთა სახელობის მშვენიერი ტაძარი აშენდა.

6. ღირსი ნიფონტე კავსოკალიველის მღვიმე. კავსოკალივის სკიტიდან დასავლეთით მდებარეობს ღირსი ნიფონტეს მღვიმე. ღირსმა მამამ მორჩილთან ერთად აქ დიდხანს იცხოვრა. იგი სხვა ადგილებშიც მოსაგრეობდა, მათ შორის ლავრის კათიზმებში. მისი ხსენება 14 ივნისსაა.

შემდგომ ამ მღვიმეში სხვა მონაზვნებიც ცხოვრობდნენ და ერკინებოდნენ უხორცო ბოროტ ეშმაკებს. ერთი მათგანი გახლდათ ნეტარი მამა ნეოფიტე, რომელიც მამა და მიმრქმელი იყო მონაზვნად აღკვეცისას სახელგანთქმული მმარხველის, მონაზონ ჰაჯი გიორგისა.

ბოლო წლებში ამ მღვიმეში მცირე ხანს მოღვაწეობდა მონაზონი გერასიმე კავსოკალივის სკიტიდან.

ღირსი ნიფონტე ცხოვრობდა და გარდაიცვალა XIV საუკუნეში (1330 წ.).

7. ღირსი იოანე კუკუზელის მღვიმე. დიდი ლავრის სამხრეთით, უვერცხლო მკურნალთა კოზმასა და დამიანეს კათიზმის ახლოს მდებარეობს ღირსი იოანე კუკუზელის მღვიმე. უეჭველია, რომ ღირსი იოანე აქ მთავარანგელოზთა კათიზმის აშენებამდე მოსაგრეობდა. ღირსი იოანეს აკლდამა ხსებული კათიზმის გვერდითაა. მღვიმე თითქმის მიწის ქვეშაა და საკმაოდ ვიწროა. ღირსი იოანეს ხსენება 1-ელ ოქტომბერსაა. იგი კომნენოსთა მეფობისას ცხოვრობდა (XI-XII ს.ს.).

8. ღირსი კოზმა ზოგრაფელის მღვიმე. ზოგრაფის მონასტრის მცირე მოშორებით, ქილანდარის მონასტრისკენ მიმავალი ბილიკის მარჯვნივ, კლდოვან ადგილას მდებარეობს ღირსი კოზმა ზოგრაფელის მღვიმე. აქ ღირსი მამა საღმრთო გამოცხადების მერე განმარტოვდა და აღსასრულამდე მოსაგრეობდა. მღვიმის გვერდით რამდენიმე ძველი ნაგებობა მოჩანს, რომელიც მიგვანიშნებს, რომ აქ ერთ დროს ზოგრაფელი მამები მოღვაწეობდნენ. ეს კელიები ზოგრაფის მონასტერს მიეკუთვნება.

ღირსი კოზმა უფლის მიერ მიიცვალა 1323 წელს. მისი ხსენება 22 სექტემბერსაა.

9. ღირსი გაბრიელ ქართველის მღვიმე. ამბობენ, რომ ღირს გაბრიელს ორი მღვიმე ჰქონდა: საზაფხულო და საზამთრო. ზამთრის მღვიმე ივერონის სამხრეთ-დასავლეთით, ყარაყალის მონასტრის მხარეს იყო. ღირსი მამის საზაფხულო მღვიმე, რომელიც ივერონის მონასტრიდან მოჩანს, მდებარეობს მაღლა მთებში, ხრამის თავზე, წაბლნარში. ეს მღვიმე ივერონის დასავლეთით, ნათლისმცემლის სახელობის ივერთა სკიტის თავზეა. ამ მღვიმეში პატარა ტაძარია, რომელიც ცოტა ხნის წინ ღვთისმოშიშმა მონაზონმა მაქსიმე ივერონელმა ააგო.

ღირსი გაბრიელის ხსენება 13 მაისს აღინიშნება. ეს ის ღირსი მამაა, რომელმაც 999 წლის ზაფხულში ზღვიდან გამოიტანა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ღირსი გაბრიელი XI საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა.

10. ღირსი პავლე ქსიროპოტამელის მღვიმე. ეს მღვიმე მისივე მოსახელე მონასტრის ოდნავ ზემოთ მდებარეობს. იქ წმინდა პავლე მანამდე ცხოვრობდა, ვიდრე მის გარშემო მისი მორჩილები არ შეიკრიბნენ, მერე კი დღემდე მოღწეული წმინდა პავლეს მონასტერი ააშენეს. მღვიმეში წყაროა, რომელიც კლდიდან გამოედინება. ალბათ ამ წყაროდან სვამდა წყალს წმინდანი. მისი ხსენება 28 ივლისს აღინიშნება.

იგი IX საუკუნეში ცხოვრობდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat