მოდი აქ, პატარავ, ემთხვიე, ნუ გრცხვენია, ნუ გეშინია, შენ ქრისტეს მეომარი გახდები
მოდი აქ, პატარავ, ემთხვიე, ნუ გრცხვენია, ნუ გეშინია, შენ ქრისტეს მეომარი გახდები
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი 24. ამბები ბავშვებსა ზედა აღსრულებული სასწაულებისა
მამა ანტიპა მოლდაველის ცხოვრებიდან. მოძღვარი მამა ანტიპა 1816 წელს დაიბადა მოლდავეთში. მან მრავალი წელი იცხოვრა ათონის წმინდა მთაზე, ვიგლას უდაბნოში. იგი გახლდათ ერთ-ერთი სვეტი, აღმშენებელი ვიგლაზე ნათლისმცემლის რუმინული სკიტისა. მერე ის რუმინეთში გაგზავნეს, სკიტის ერთ-ერთ მეტოქიონში, სადაც დედათა ორი მონასტრისა და მრავალი ქრისტიანი ერისკაცის სულიერი მამა გახდა და მიიცვალა 1882 წელს.

როცა მომავალი მოსაგრე ანტიპა ბავშვი იყო და მამის ცხვარს მწყემსავდა უღრან ტყეში, შხამიან გველებს ხელით იჭერდა და ისინი არ ჰკბენდნენ.

ღმერთი ზეციური მამაა. ეს მიამბო ერთმა მოხუცმა მონაზონმა. როცა მამამისი უკვალოდ გაქრა მცირე აზიიდან ბერძნების გასახლებისას და დედამისი დაქვრივდა, ზოგიერთმა ნათესავმა და ნაცნობმა მისი მეორედ გათხოვება გადაწყვიტა, რადგან დიდ ქალაქში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ბევრს მოსწონდა. საცოდავმა 22 წლის ქვრივმა მაჭანკლებს უთხრა: "თქვენ სიმართლე მითხარით, უნდა გავთხოვდე, მაგრამ მე ხომ შვილი მყავს. მოდით, ჯერ მას ვკითხავ, უნდა თუ არა ახალი მამა".

მაშინ ბავშვი 5 წლის იყო. დედამ ჰკითხა, - შვილო, გინდა მამა მოვიყვანოთო? ბავშვმა ზეცისკენ მიუთითა და უთხრა: "არა! ჩემი მამა ღმერთია!"

შვილის გამო დედა თავშეკავებით ცხოვრობდა და მეტად აღარ გათხოვილა.

დედის გარდაცვალების შემდეგ არც შვილი დაქორწინდა და ათონის წმინდა მთაზე წავიდა, რათა უფრო ადვილად გადაერჩინა საკუთარი სული.

როგორ ვერ მოკლეს უშობელი ყრმა. ერთი ახალგაზრდა მონაზონი თავიდან ერთ-ერთ კინოვიურ მონასტერში ცხოვრობდა მთაწმინდაზე, სადაც მონაზვნად აღკვეცეს, მერე კი მეტი მოსაგრეობისთვის უფრო უდაბურ და მყუდრო ადგილას განმარტოვდა.

ამ მონაზონმა მიამბო: თურმე როცა დედამისი მასზე დაფეხმძიმდა, მეტი შვილი აღარ უნდოდა, რადგან ძალიან ღარიბები იყვნენ. ქმართან ერთად გადაწყვიტა, რომ წამლებით მუცელი მოეშალა.

ექიმმა წამალი მისცა, მაგრამ მის სმას შედეგი არ მოჰყვა. მაშინ მათ ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე იშვა ყრმა, რომელიც ახლა ძალზე სათნო ბერი და მოშურნე მოსაგრეა.

პატარა ბიჭი, რომელიც მონაზონი გახდა. ერთმა მთაწმინდაზე აღკეცვილმა კვიპროსელმა მონაზონმა მიამბო: "დაახლოებით რვა წლისა ვიყავი, როცა ჩვენს სახლში შემოვიდა ვიღაც უცნობი, 50-ოდე წლის მაღალი, გამხდარი, გრძელთმაწვერიანი მამაკაცი, მონაზონს ჰგავდა, მაგრამ ერისკაცულად ეცვა. ხელთ ხატი ეპყრა, ვგონებ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ხატზე მთხვევა შემოგვთავაზა. ჯერ დედა ეამბორა. მე შემრცხვა და შეშინებული ბნელ საკუჭნაოში დავიმალე, სადაც ბოთლებით ზეთს ინახავდნენ. მან დამიძახა: "მოდი აქ, პატარავ, ემთხვიე, ნუ გრცხვენია, ნუ გეშინია, შენ ქრისტეს მეომარი გახდები". მხნეობა მოვიკრიბე და მივედი სამთხვევად.

მართლაც, როცა 18 წლის გავხდი, მონასტერში წავედი. ეს ამბავი მონაზვნად აღკვეციდან 14 წლის მერეღა გამახსენდა. ბოლოს შევიტყვე, რომ ეს უცნობი იყო ძმა რძის მაწოვებლად წოდებული ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის იღუმენის, ნეტარი ქრიზოსთომოსისა, რომელიც წარმოშობით ქალაქ ლიმასოლის მეზობელ სოფელ სპიტალიდან იყო".

თავი 25. ამბები პირუტყვთა ზედა აღსრულებული ნიშ-სასწაულებისა
ღირსი იოანე კუკუზელის ცხოვრებიდან. ერთხელ ღირსი იოანე დიდი ლავრის სიახლოვეს, ხაირაზე, თხებს აძოვებდა და ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობლებისა და ტროპარების გალობა მოისურვა.

გალობის გაგონებაზე თხებმა ძოვას თავი ანებეს, უკანა ფეხებზე ჩაიჩოქეს და თითქოს ისინიც ადიდებდნენ უფალს.

ამ შემთხვევას თვალი მოჰკრა იქვე მღვიმეში მოღვაწე მამამ, რომელიც წავიდა დიდ ლავრაში და ნანახი მოჰყვა.

ღირსი კოზმა ზოგრაფელი. ეს ღირსი მამა ზოგრაფის მონასტრის სიახლოვეს მდებარე კელიაში ცხოვრობდა. სიცოცხლის ბოლო დღეს, მისვე კელიასთან, იმ ადგილის მხეცები და ჩიტები შეიკრიბნენ და თითოეული თავიანთი ხმით მოთქვამდა, ღირსი მამის გარდაცვალების მერე თავშესაფრებს დაუბრუნდნენ. ესეც ნიშანი იყო ამ კაცის სიწმინდისა.

ჯორების მწყემსი მამა ქრიზოსთომოს ჩანთიანი. ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში ოდესღაც, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, ქრიზოსთომოსი, რომელსაც ჩანთიანს ეძახდნენ. იგი თითქმის ოცი წელი ჯორების მეხრის მორჩილებას ეწეოდა. პირუტყვს საძოვარზე გარეკავდა, ტვირთს აჰკიდებდა და მოხსნიდა, მიჰქონდა მათთვის საკვები ბაგაში და როცა მონასტერში რომელიმე ძმას ჯორი სჭირდებოდა სადმე წასასვლელად, უკაზმავდა. იგი სამეურნეო ეზოში ცხოვრობდა.

როცა ნამგზავრი მამები ჯორებს უბრუნებდნენ, ის მათ საპალნეს ხსნიდა, ჩვრით ცხოველებს ოფლს სწმენდდა. იგი ჯორებზე ზრუნავდა, უყვარდა ისინი. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, მართალი კაცი ცხოველებსაც იწყალებს.

როცა გარდაიცვალა, ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს, წესი აუგეს და მონასტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. სავანის კარებიდან გამოვიდნენ, ჩვეულებისაებრ საკაცე მიწაზე დაუშვეს, რათა მღვდლებს უფლის წინაშე ლოცვები აღევლინათ გარდაცვლილი ძმისათვის, როგორც ამას ტიპიკონი მოითხოვს.

მაშინ, როგორც ამას ჰყვებოდა უბრალო ბერი ეფრემი, გამოჩნდა ჯორების რემა. როცა ლიტია დასრულდა და გარდაცვლილი სასაფლაოზე წაასვენეს, ჯორებიც მდუმარენი, დამწუხრებულნი სასაფლაომდე გაჰყვნენ სამგლოვიარო პროცესიას. მათაც სურდათ, ბოლო პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კეთილისმყოფელისთვის. მამები შევიდნენ სასაფლაოზე და ჯორებიც შეჰყვნენ.

და რაც ყველაზე საოცარია, როცა განსვენებული საფლავში ჩაუშვეს, ამ უტყვმა არსებებმა იწყეს ღრიალი, ჩაიმუხლნენ უკანა ფეხებზე და წინა ფეხებს მკერდში იცემდნენ, თითქოს დაიტირებდნენ გარდაცვლილს. მაშინ იქ მყოფმა მამებმა, გაოცებულებმა, ადიდეს ღმერთი ამ დიდებული და უჩვეულო სანახაობისთვის.

ჩანს, ამ ნიშ-სასწაულით უფალმა განადიდა გარდაცვლილი მამა ქრიზოსთომოსი მისი სათნოებისთვის და, განსაკუთრებით, სიყვარულის სათნოებისთვის. რამეთუ ამ მამას არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც უყვარდა (სიყვარული, რომელსაც მამა ქრიზოსთომოსი იჩენდა ამ ცხოველების მიმართ, გონიერების საზღვრებს არ სცილდებოდა. ეს სიყვარული არ უნდა გავაიგივოთ იმ უზომო სიყვარულთან, რომელსაც მრავალი ევროპელი იჩენს, რომელთაც გაგიჟებით უყვართ ცხოველები და სძულთ ადამიანები. ისინი მხეცთმოყვარენი და კაცთმოძულენი არიან. კაცი, რა ცუდიც არ უნდა იყოს, ღვთის "ხატად" და "მსგავსად" არის შექმნილი, ხოლო პირუტყვნი - მისდა სამსახურად), რათა ყველა მიმხვდარიყო, რომ ის მათ არასოდეს სცემდა, არ უბრაზდებოდა და მშიერს არ ტოვებდა, და რათა გამოჩენილიყო მისი სიმშვიდე, სიყვარული, მისი უბოროტობა და ყველანაირი სათნოება.

თავი 26. ამბები ქრისტემიერ სულელ ათონელ მამებზე
სალოსი ნიკოლოზი. ერთხელ ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში არყოფნისას გარდაიცვალა სნეული ბერი, სახელად ნიკოლოზი.

სავანის მამებმა, ღირსი ათანასეს დაბრუნებამდე, ცხედარი ტაძრის მარჯვენა ნაწილში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ეკვდერში გადაასვენეს. თხუთმეტი დღის მერე ამ მონაზონმა, თუმცა გარდაცვლილი იყო, კუბოდან მარჯვენა ხელი გამოყო. ეს რომ ძმებმა დაინახეს, იწყეს იქ მოყვანა ბრმების, კოჭლებისა და და სხვა სნეულთა, შეახებდნენ ბერის მარჯვენა ხელს და ისინიც იკურნებოდნენ.

ღირსმა ათანასემ ეს რომ შეიტყო, მონასტერში მოვიდა და ყველა სნეული განკურნებული იხილა. მივიდა ტაძარში, სადაც გარდაცვლილი ესვენა და უთხრა: "შვილო, სიცოცხლეში სულელობდი, რაც გარდაიცვალე, სულ მთლად გასულელდი! რას გინდა მიაღწიო ამ სასწაულებით? სოფელში მყოფმა სნეულებმა ამის შესახებ შეიტყონ და მთაწმინდა ერისკაცთა სასტუმროდ იქცეს? შეყავი უკან ხელი!" მკვდარმა მაშინვე კუბოში შემალა ხელი.

ღირსმა ათანასემ მონაზვნებს უთხრა: "სასაფლაოზე დაკრძალეთ, სადაც მისი ძმები განისვენებენ. ხოლო თუ მან კადნიერება მოიპოვა ღვთის წინაშე, დაე, ილოცოს თავისი შეცოდებული ძმებისთვის".

ქრისტესათვის სულელი ღირსი ნიკოლოზი X საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა.

ღირსი მაქსიმე კავსოკალიველი. ღირსი მაქსიმე ათონის ყველაზე უდაბურ ადგილებში მოღვაწეობდა. თავისი სათნოებები რომ დაემალა, სალოსობდა და თავს მოხიბლულად აჩვენებდა და როცა ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა, თავის დროებით კალივას წვავდა. ამიტომაც კავსოკალიველი კალივების დამწველი დაარქვეს. ვიდრე ღირსმა გრიგოლ სინელმა არ გაამჟღავნა მისი სათნოებები და წმინდანობა, მას გიჟად და მოხიბლულად თვლიდნენ.

ეს წმინდანი სულიერად გაიფურჩქნა XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის დასაწყისში.

ღირსი საბა სალოსი. ის სალონიკში დაიბადა. უკვე მოწიფულმა უარყო სოფელი და მონაზვნად აღიკვეცა მთაწმინდაზე. მერე მრავალი ადგილი მოიარა, ბოლოს კვიპროსის წმინდა კუნძულზე კარგა ხანს იცხოვრა. ხან ამ კუნძულის მთებსა და მღვიმეებში მოღვაწეობდა და ლოცვასა და ქრისტესთან განმარტოებას იყო მიცემული, ხან ერში დაეხეტებოდა, სალოსობდა. საბოლოოდ, მთაწმინდაზე დაბრუნდა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, დიდი სიმდაბლის გამო, წავიდა ვათოპედის სავანის სასაფლაოზე და საძვალის სიახლოვეს მიიცვალა ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა. ღირსი საბა XIV საუკუნეში ცხოვრობდა.

მამა დიონისე სალოსი. ის 1821 წელს დაიბადა. მთაწმინდაზე 1842 წელს მოვიდა. კავსოკალივაში ცხოვრობდა, მერე გადავიდა კერასიაში, წმინდა მოციქულთა კალივაში. სხვადასხვა სისულელესა და უგუნურებას სჩადიოდა, რათა სხვა მონაზვნებს შესძულებოდათ. იგი ფლობდა გონიერი ლოცვის ნიჭს. ერთხელ, ღვთისმსახურებისას აღტაცებულ იქნა ზეცად, რასაც ადასტურებდნენ სხვა მონაზვნები. გარდაიცვალა 1880 წელს.

მღვდელმონაზონი ანთიმოზ სალოსი. იგი წარმოშობით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიიდან გახლდათ. ცოლიანი მღვდელი იყო. მეუღლის გარდაცვალების მერე, 1841 წელს, მთაწმინდაზე მოვიდა.

პირველად სიმონ-პეტრას მონასტერში ცხოვრობდა. მერე კი მთაწმინდის მრავალი რაიონი მოიარა, მათ შორის უდაბნოებიც, სადაც ხან მღვიმეში ცხოვრობდა და ხან ხის ფუღუროში. ხშირად მიდიოდა წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, რადგან მისთვის გასაგები იყო სლავურ ენაზე მიმდინარე მსახურება. როცა ანაფორა დაუძველდა და გაუცვდა, ტომარა ჩამოიცვა, ამიტომ "ტომრიანს" ეძახდნენ. ამბობენ, დაფარულმცოდნელობის მადლს ფლობდა და ზოგიერთებს იდუმალ გულისთქმებს უმხელდაო. გარდაიცვალა ზოგრაფის მონასტერში 1867 წლის 9 დეკემბერს.

მამა თეოფილაქტე სალოსი. ეს მამა კავსოკალივაში მოღვაწეობდა. მას გონიერი ლოცვის ნიჭი ჰქონდა და სალოსობდა, რათა შექებას გაქცეოდა და გაჭირვებაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1927 წელს.

სხვა სალოსი მთაწმინდელი მონაზონი. ნეტარი წმინდა მამა იერონიმე ეგინელი მთაწმინდაზე პილიგრიმობისას კარიესში შეხვდა ერთ სალოს მონაზონს.

ეს წმინდა მამა მიხვდა მის სათნოებებს და იმასაც, რომ სისულელეები, რომელსაც ის ამბობდა, მოჩვენებითი იყო. ამიტომაც ცალკე გაიხმო და ჩუმად უთხრა: "ძმაო, მინდა სიმართლე მითხრა. შენ ასეთ რამეებს იმიტომ აკეთებ და ამბობ, რომ გინდა თავი გიჟად და სულელად გვაჩვენო. ასე ხომ ძალით იქცევი?" (ის ამბობდა, პატრიარქი უნდა ვცემოო და სხვა). მართლაც, იგი ამას საგანგებოდ აკეთებდა, რათა ღმერთს ეპატიებინა ცოდვები. მან სთხოვა მამა იერონიმეს, ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა და იგი ასეც მოიქცა (მან ეს მხოლოდ სიბერისას გაამხილა).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat