რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალთა სულებს ზეცაში, მაშინ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მადლობით დაითმენდით ყველანაირ მწუხარებას, დევნას და ცილისწამებას
რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალთა სულებს ზეცაში, მაშინ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მადლობით დაითმენდით ყველანაირ მწუხარებას, დევნას და ცილისწამებას
შეგვეწიოს წმინდა მეფე თამარი სულიერად ბაბილონის ტყვეობაში მყოფ ქართველებს და განგვათავისუფლოს ცოდვათა საკვრელთაგან. მისი ხსენება 14 მაისს (ახ. სტ.) არის. ვულოცავთ ყველა თამარს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ წმინდა თამარ მეფისეულ რწმენასა და თავმდაბლობას, რომლის მაგალითსაც ახლა გთავაზობთ.

ერთხელ ლოცვით და ხელსაქმით დამაშვრალმა მიიძინა. უცებ თავი ერთ აყვავებულ ბაღში იხილა. ბაღში გვერდიგვერდ იდგა საყდრები (ტახტები) და სკამები, ზოგი ოქროთი შემკული და ზოგიც ვერცხლით, სხვადასხვანაირად გამშვენებული. ცალკე იდგა ტახტი, ყველაზე დიდებული, ოქროთი და თვალ-მარგალიტით შემკული. წმინდა თამარმა ეს ტახტი რომ იხილა, გულში თქვა: "მეფე ვარ და ჩემი არის ეს ყველაზე დიდებული ტახტიო". გაემართა დასაჯდომად. მაგრამ წინ წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლით მოსილი და უთხრა: "შენი არ არის ეს ტახტი და არ შეგიძლია მასზე დაჯდომა". "ვინ არის ჩემზე დიდებული, ვინც მასზე დაბრძანდება?" - ჰკითხა მეფემ. "ეს ტახტი შენი მხევლისაა (დიასახლისისა), რადგან თორმეტ მღვდელს მისი ხელით შეკერილი სამოსი მოსავს, რაჟამს წმინდა ტრაპეზის წინ უსისხლო მსხვერპლის შესაწირად წარდგებიან, ამიტომაც შენზე უპირატესია. თუმცა მეფე ხარ, საკმარისია შენთვის ეს დიდება, რამეთუ შენი სამყოფელიც აქვე არისო" და უჩვენა ტახტი "უდარესი და უუნდოესი".

როცა მეფემ გაიღვიძა, მოაყვანინა ის დიასახლისი. მან აღიარა თორმეტი მღვდლის კვართ-ფილონით შემოსვა. ამის მერე დაიწყო წმინდა თამარმა ალექსანდრიიდან მოტანილი მატყლის რთვა და ქსოვა, ვიდრე თორმეტი მღვდლისთვის შესამოსელი არ მოქსოვა.

* დიდი ფასი აქვს ღვთის წინაშე თავმდაბლობას. ერთი მორწმუნე ჰყვებოდა თავის სიზმარეულ ხილვას: დიდებულ ბაღში ორი სახლი იდგა. ერთი ძალზე მდიდრული და ენით აუწერელი სილამაზისა, საიდანაც საოცარი ზარის წკრიალი გამოდიოდა. "ნეტავ ვისია ეს დიდებული სასახლეო?" - იკითხა თავისთვის. ამ დროს ამ სახლიდან წმინდა მაკარი ოპტელი გამოვიდა. "ვისია, მამაო, ეს სახლი!" - ჰკითხა მორწმუნემ. "ღვთისაა, ღვთისა", - უპასუხა მან ჩვეული თავმდაბლობით. მეორე სახლზეც ჰკითხა და - წადი და მის პატრონს ჰკითხეო, - მიუგო წმინდა მამამ. მეორე სახლიდან კი წმინდა მაკარის თანამოსაგრე წმინდა ლევი გამოვიდა. "მამაო, ის პირველი სახლი რატომ არის უფრო დიდებული, ვიდრე მეორე?" - ჰკითხა მას. წმინდა ლევმა უპასუხა: "მამა მაკარის თავმდაბლობა აღემატა ჩემს შრომასო". ხოლო როცა მორწმუნემ წმინდა მაკარის უთხრა, შევიტყვე, რომ ეს სახლი თქვენ გეკუთვნითო, მან ისევ თავმდაბლად მიუგო: "ღვთისთვის ასე არის სათნოო" და ჩვენება გაქრა.

* XVI საუკუნე. კუნძული ეგინა ორი გვარის მტრობამ მოიცვა. მოკლეს კონსტანტინე სიგურისი. მკვლელს სიგურისის მომხრეები დაედევნენ, მან ანაფონიტრიას მონასტერს შეაფარა თავი. ამ მონასტრის წინამძღვარი იყო წმინდა დიონისე (შემდგომში მღვდელმთავარი), მოკლული კონსტანტინეს ხორციელი ძმა. მკვლელმა აღიარა, კონსტანტინე სეგურისი მოვკალი და გთხოვ, გადამარჩინეო. როცა წმინდა დიონისემ შეიტყო ერთადერთი ძმის სიკვდილის ამბავი, გული მწუხარებით შეემუსრა, არ გაუმხილა მკვლელს ვინაობა, მხოლოდ რბილად ჰკითხა: - რა დაგიშავა იმ კეთილშობილმა ადამიანმა, ასე უსამართლოდ რომ გაუსწორდიო. შემდეგ დააპურა მკვლელი, შეევედრა: შეინანე ეს საშინელი ცოდვა, რომ ღვთისგან საუკუნო სასჯელს გადაურჩეო. ერთი გადმოცემით, თვითონვე წაუკითხა ცოდვათაგან განსხნის ლოცვა და შეუნდო ცოდვა ძმის მკვლელს. როცა მდევარი მონასტერში მოვიდა, წმინდა მამამ მათ უთხრა, მკვლელი არ დამინახავსო. მერე კი მკვლელს მისცა ფული, საგზალი, ჩასვა პელოპონესისკენ მიმავალ ხომალდში და ამგვარად გადაარჩინა.

ხომ აღგაფრთოვანათ ამ ამბავმა? განა უფალი არ მიუზღავდა სიკეთით ასეთ წმინდა კაცს? მართლაც სახიერმა ღმერთმა მისი წმინდა ნაწილები სასწაულმოქმედების მადლით დააჯილდოვა. ამ სასწაულებზე ალბათ სხვა დროს მოგითხრობთ.

* წმინდა იოანე მოწყალეც ვახსენოთ. მისი ძმისშვილი გიორგი ერთმა მოქალაქემ გალანძღა და გაამწარა. მან ეს ცრემლთაღვრით ბიძას შესჩივლა. "როგორ გაბედა იმ მდაბიომ პატრიარქის ძმისშვილის შეურაცხყოფა, - წამოიძახა წმინდა იოანემ, - ღმერთია მოწამე, რომ სამაგიეროს მივუზღავ. ისე მოვექცევი, რომ მთელი ალექსანდრია განცვიფრდებაო". მერე კი ძმისშვილი დატუქსა, - თუ ჩემი ძმისშვილობა გინდა, არა მარტო პატივი უნდა მიიღო, წყენაც დაითმინოო.

წმინდა იოანემ მოიხმო იკონომოსი ეკლესიისა და უბრძანა, გიორგის გამლანძღველი საეკლესიო გადასახადისაგან გაეთავისუფლებინა.

* წმინდა ტიხონ ამაფუნტელის მამა ხაბაზი იყო და თვითონაც ახალგაზრდობაში მამას ეხმარებოდა პურის გაყიდვაში. გულკეთილს გლახაკები ეცოდებოდა და პურს ურიგებდა, რისთვისაც მამამისმა მკაცრად დასაჯა. წმინდა ტიხონმა უთხრა: - მამავ ბატონო, ტყუილად გამიბრაზდი, მე შენს პურს ღმერთს ვასესხებ და ხელწერილი მაქვს მისგან, წმინდა წერილში დაწერილი, რომ ვინც ღმერთს აძლევს, ასწილად მიიღებს. თუ არ გჯერა, წავიდეთ და საბძელი ვნახოთო. მოჰკიდა ხელი მამას და ძალით წაიყვანა საბძელში, სადაც, წესით, ხორბალი აღარ უნდა ყოფილიყო. გააღეს კარი - წმინდა და საუკეთესო ხორბლით სავსე დახვდათ. მამა ამის მერე აღარ უშლიდა მას მოწყალების გაღებას.

* ღირს ნეტავ სამოთხე ამდენ ამქვეყნიურ წამებად, შრომად, წვალებად? - იკითხავს ზოგიერთი მორწმუნეც. ამაზე წმინდა იოანე კრონშტადტელი ბრძანებს: "მრავალს არ სჯერა იმქვეყნიური პატივისა, რომელიც აღთქმულია მართალთათვის, ვინაიდან სატანამ კაცობრიობა საკუთარ თვალთა წინაშეც დაამდაბლა".

* წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: "რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალთა სულებს ზეცაში, მაშინ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მადლობით დაითმენდით ყველანაირ მწუხარებას, დევნას და ცილისწამებას. მთელი ეს კელია მატლით რომ იყოს ავსებული და მთელი მიწიერი ცხოვრება გვიჭამდნენ ხორცს, მაშინ მთელი სურვილით უნდა დავთანხმებულიყავით, რომ არ მოვკლებოდით იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარულთა თვისთა".

* დედის მუცლიდანვე ღვთისთვის იყო შეწირული წმინდა გრიგოლ ხანძთელი. სიყრმიდანვე ღვინო და ხორცი არ უგემია, ვინაიდან ქრისტესთვის განმზადებული ჰქონდა სული თვისი. წმინდა კაცთა შორის აღიზარდა, თვითონაც წმინდა ცხოვრებით სიცოცხლეშივე მოიპოვა საღმრთო მადლი, რომელიც მასზე აღსრულებულ ნიშ-სასწაულებით მჟღავნდებოდა. მრავალგზის უხილავთ იგი ენით გამოუთქმელი ნათლით მოსილი. უხილავთ ლოცვისას ხელგანპყრობილი, ხოლო "გვამით მისით გამოვიდოდეს ნათლისა ისარნი ჯვარის სახედ და დიდებითა შემკულ იყო იგი და ესრეთ ბრწყინავდა, ვითარცა მზე". ხოლო როცა ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი დაუდგა, ყველასთვის თვალხილულად ანგელოზთა ბანაკი გარემოადგა მას და ირგვლივ კეთილსურნელება დატრიალდა. ზოგიერთმა მამამ ანგელოზთა ნათქვამიც გაიგონა: "ნუ გეშინია ჩვენთან მოსვლა, მსახურო ქრისტესო, სანათლეო, რამეთუ ქვეყნისა ანგელოზსა და ზეცისა კაცს მოგიხმობს ცათა მეუფე ქრისტე. აწ მოდი სიხარულით და შენს უფალთან განიხარე დაუსრულებლად, რამეთუ ნეტარი ხარ შენ კაცთა ნეტართა შორის". გაიხარა წმინდა გრიგოლმა, უკანასკნელად ილოცა თავისი სამწყსოსთვის და სული თვისი ჩააბარა უფალს.

* წმინდა შიო მღვიმელის მადლი ბევრს გვიგრძნია საკუთარ თავზე. მთელი სიცოცხლე დიდ ღვაწლში განვლო. ერთხელ სამოცი დღე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა და ღვთისგან დიდი წყალობის ღირსი შეიქმნა. მას თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმინდა იოანე ნათლისმცემელთან და ანგელოზთა დასთან ერთად და ანუგეშა, უფლის დედამ ზეციური მანანა გაუწოდა ღირს შიოს. მისი გემოს ხილვით მოძლიერდა ღირსი მამა.

გამოხდა ხანი, მრავალი წელი, და ღირსი შიო ღვთისა და კაცთა სიყვარულით ავსებული ჩავიდა რამდენიმე მეტრი სიღრმის მღვიმეში. თხუთმეტი წელი გაატარა იქ. განილია ხორცით, იცვალა ფერი. ბოლოს, სული თვისი ჩააბარა უფალს. ამ დიდი სიყვარულისთვის უფალმა განადიდა თავისი მადიდებელი და საუკუნეების მანძილზე წმინდა შიოს ნაწილები თავისით ამოიწეოდა მღვიმიდან ტაძარში. წმინდა შიოს ლოცვით კი უფალმა მრავალ უშვილოს უწყალობა შვილი, მათ შორის თქვენს მონა-მორჩილსაც.

* მამა ხარლამპე დიონისელი ამბობდა, რომ მოწყალების ნიჭი მემკვიდრეობით მშობლებისგან მიიღო. კარგი მაგალითი მისცა ერთმა დრამელმა დედაკაცმა. ეს ქალი მუდმივად მოწყალებას გასცემდა და გლახაკებიც მუდამ ეუბნებოდნენ: "იკურთხოს შენი მარჯვენაო". როცა ეს დედაკაცი გარდაიცვალა, მესამე წელს, წესისაებრ, მისი საფლავი გახსნეს. ის მარჯვენა, რომლითაც მოწყალებას გასცემდა, მოყავისფრო-მოყვითალო ფერისა ჰქონდა, როგორც წმინდა ნაწილი, და კეთილსურნელებდა.

* XVIII ს-ში გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდა მამა ზაქარია, დიდად მოსაგრე, მრავლითა მეტანიითა მლოცველი, ყოველთა ძმათა მორჩილი და მსახური. ერთხელ მტკივანი კბილის ამოღება მოისურვა, მაგრამ ყბაც შეემუსრა და დიდ ტკივილს მიეცა. მამანი და ძმანი აიძულებდნენ სოფელში სამკურნალოდ წასვლას. უარობდა, ღვთისთვის ითმენდა, თავის ლოცვის კანონს აღასრულებდა და მეტანიასაც არ აკლებდა. გაუგრძელდა ტკივილი და წყლულზე მატლი გაუჩნდა. როცა მატლი წყლულიდან გადმოუვარდებოდა, უკან დაისვამდა და ეტყოდა: "მატლო, ჩემი ხროცი ჭამე, რათა მომეტევნეს ცოდვანი ჩემნი". როცა ძალიან გაუჭირდა, დავარდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და მოთმინებას ევედრებოდა. ლოცვისას ხმა მოესმა ხატიდან, რომელმაც ნუგეშინისცემისა და საუკუნო ცხოვრების სასოების სიტყვა უთხრა. ამ დიდი საღმრთო წყალობის შესახებ მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნა მოძღვარს.

* დიდი მამა იყო ილარიონ გარეჯელი, საკვირველი, წრფელი, მდუმარე, უდიდესი მმარხველი. ერთხელ, მწუხრის ლოცვისას, მღვდლობდა. ეს მოხუცებული პატიოსანი მამა როცა ხატთა წინაშე აკმევდა, კვამლი მაღლა ავიდა და გვირგვინის სახით თავზე დაადგა, მერე კი გვირგვინისავე სახით ავიდა ეკლესიის ჭერამდე და განიბნა... ლაზარეს შაბათს ეზიარა ქრისტეს საიდუმლოთ. ბაიობის კვირას მცირე საზრდელი მიიღო და მიიძინა. მიმწუხრისას მორჩილმა სანთელი აანთო და მასთან კელიაში შევიდა. მამა ილარიონი გარდაცვლილი დახვდა, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება ტრიალებდა. კიდევ ერთხელ აჩვენა უფალმა, თუ მართალთა ძილით როგორ მიიძინებენ ღირსნი მამანი და რაოდენი საზღაური ელით ცათა შინა.

* დიონისელი მონაზონი, ღირსი ნიფონტი მოგვიანებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა. მაგრამ ერთხელ დაუტევა პატრიარქობა და ჩუმად თავის სავანეში დაბრუნდა ათონზე. შემდეგ მიიწვიეს რუმინეთში ეპისკოპოსად. კათედრიდან გააძევეს, რადგან ამხელდა იქაური დიდებულებისა და უბრალო მცხოვრებთა უსჯულოებას. დიონისეს მონასტერში დაბრუნდა. აქვე აღესრულა და წავიდა თავის სასურველ უფალთან. მისი ნეშტი იქვე, მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს. რამდენიმე წლის მერე, როცა საფლავი გათხარეს და ძვლები გადაიტანეს საძმო საძვალეში, იქაურობა აღივსო საფლავიდან მომდინარე კეთილსურნელებით.

* მამა იოსებ ათონელი ხედავდა თავისი მორჩილის, მამა ხარლამპეს სულიერ სწრაფვას, მოიხმო და უთხრა: ზემოთ, კლდეში ერთი პატარა მღვიმეა. გარწმუნებ, იქ სამოთხეა. იქ ახვალ და იქამდე გაჩერდები, ვიდრე არ დაგიძახებო.

მამა ხარლამპე მღვიმის ხილვით განცვიფრდა - წელში მოდრეკილი უნდა შესულიყო. ვიწრო მღვიმეში მხოლოდ გველები დაცოცავდნენ. თავიდან შეშინდა: "აქ რატომ გამომგზავნა მოძღვარმა, ეს ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთია. მაგრამ მაინც არ წავალ, სანამ არ დამიძახებს. სჯობს მორჩილებაში მოვკვდეო". დაიწყო ლოცვა, კანონის შესრულება, მუხლთადრეკა. შიშმა გაუარა, უკვე თავს მყუდროდ გრძნობდა... მალე გული გაუთბა, ცრემლი წამოუვიდა. აქ შეიქმნა ღირსი საღმრთო ჭვრეტისა, როცა გონება წყვეტს მოქმედებას და სულიწმინდისგან ამოძრავებული, მიდის იქ, სადაც ღვთის სულს უნდა, თვით ზეცამდე. გონს მოეგებოდა და კვლავ ახალი ხილვები, ახალი აღტაცებები თვით ზეციურ სავანეებამდე. ასე განმეორდა ორ-სამჯერ. ხარლამპე ისე გრძნობდა თავს, როგორც ქრისტეს მოწაფეები თაბორის მთაზე. "მართლაც, მოძღვარმა აქ სამოთხეში გამომგზავნა, ნეტავ უკან არ წამიყვანდესო". ორი-სამი დღის შემდეგ მამა იოსებმა ხარლამპე ჩამოიყვანა და ჰკითხა, სამოთხე თუ ნახეო. აცრემლებულმა ხარლამპემ აღიარა: მართლაც ვნახეო. მამა იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა და ეამბორა. ბედნიერი მამა ხარლამპე! თავისი მორჩილებით ღირსი შეიქმნა საღმრთო საზღაურისა და წმინდა მოძღვრის ამბორისა!
ბეჭდვაელფოსტა
12.01. 2022
ბესარიონ დარჯანია
ღამის პირველი საათი დაიწყო.ძალიან დაღლილი დავჯექი კომპიუტერთან,მაგრამ ამ ამბების კითხვა რომ დავიწყე, დაღლილობა გაქრა და უცნაური სითბოთი ავივსე.დაკვირვებით ვკითხულობდი და მომეჩვენა რომ მომავლის იმედით ვივსებოდი და სიკვდილის შიში კი ქრებოდა.ასეთი რამ პირველად დამემართა.დიდება უფალს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat