ლოცვა წარმოთქვი სწრაფად და მოუკლებლად
ლოცვა წარმოთქვი სწრაფად და მოუკლებლად
გულისთქმებს მომივლენ? მე მათ ლოცვით განვდევნი
საუბრები მომლოცველებთან. ერთმა ღვთისმოშიშმა ღვთისმეტყველმა-სტუდენტმა მამა არსენს ჰკითხა:

- მამაო, პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოუკლებლად როგორ ვილოცოთ?

ბერი რთულ სიტუაციაში ჩავარდა, მას კი ჰქონდა მოუკლებელი ლოცვა, მაგრამ როგორ აეხსნა ეს გამოუცდელისთვის? იძულებული შეიქნა, წამიერად გაემხილა თავისი შინაგანი სამყარო.

- აბა, როგორ აგიხსნა, შვილო? ახლა ჩემი ენა გელაპარაკება, მაგრამ გულში მოტორი განუწყვეტლივ მუშაობს.

გაოცებულმა სტუდენტმა კვლავ ჰკითხა:

- მამაო, ვიცი, რომ მკაცრად მარხულობ. ამ ყველაფერს როგორ უძლებ?

ბერმა უბრალო, მაგრამ ბრძნული სიტყვები უთხრა:

- შინ რომ მკვდარი გყავდეს, ჭამა და სმა მოგინდება?

დიახ, საკუთარ სიკვდილთან ერთად, ბერი მუდმივად მაცხოვრის მხსნელ ვნებებზე ფიქრობდა. ტკივილისა და სიყვარულის ცეცხლი, სიკვდილის ხსოვნასთან ერთად, ასუსტებდა ბუნებრივსა და დაუოკებელ შიმშილის გრძნობას.

ის ახალგაზრდა სწავლის დამთავრების მერე დასახლდა ათონზე, ბერად შედგა. დღეს ვათოპედის მონასტრის იღუმენია.

სხვა სტუდენტი რეგულარულად დადიოდა მამა არსენთან. ერთხელ ბერისაგან კურთხევა აიღო და შეამჩნია, რომ მოძღვარმა მის მეგობარს რაღაც უჩურჩულა. სულისწადილმა წასძლია და მერე ჰკითხა: - რა გითხრა ბერმაო. შენზე თქვა: - ეს ყმაწვილი გრიგორიატის მონასტერში მონაზონი იქნებაო.

ახალგაზრდას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, მას ხომ ბერობა სურდა, მაგრამ ამ აზრს ყველასგან მალულად ინახავდა. დღეს ის ბერია და გრიგორიატის მონასტერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ერთხელ მამა არსენი ერისკაცთა ჯგუფს ესაუბრებოდა. ერთმა ღვთისმოშიშმა ყმაწვილმა სთხოვა: ჩემთვისაც ილოცეთო.

- რა გქვია?

- ანდრია.

- მე ვილოცებ ანდრიასათვის, მაგრამ ჩემმა ლოცვამ შედეგი რომ გამოიღოს, ანდრიაც დაინტერესებული უნდა იყოს ამით და საკუთარი თავისთვის თვითონაც ილოცოს. წმინდა ანტონი ამბობდა: "არც მე შეგიწყალებ, არც ღმერთი შეგიწყალებს, თუ პირველად შენ არ შეიწყალებ შენსავე თავსო".

- რას ნიშნავს ეს, მამაო?

- ერთ ამბავს მოგიყვები. ერთი მომლოცველი თქვენსავით უდაბნოში დადიოდა და ისეთ წმინდანს ეძებდა, რომელიც მისთვის ილოცებდა. ერთი მოსაგრე იპოვა და სთხოვა: - გევედრები, ილოცე ჩემთვის, სერიოზული პრობლემები მაქვსო. მოსაგრეს შეეწყალა და ყოველღამე ამ ყმაწვილისთვის განსაკუთრებით ლოცულობდა.

ერთ ღამეს თავის კელიასთან დაინახა სატანა, რომელიც მას დასცინოდა. ბერმა უთხრა: - წყეულო, რატომ არღვევ ჩემს მყუდროებას?! სატანამ უპასუხა: - ხა,ხა,ხა! იმიტომ ვიცინი, რომ ამაოდ ლოცულობ ღამისთევით ჩემი კაცისთვის, ისიც ღამეებს ათენებს, ოღონდ ჩემს სავანეებში (ანუ უწესო სახლებში). სულ ახლა მორჩა ღამისთევას და ხვრინავსო!.. მიხვდი, რისი თქმაც მინდოდა?

- მივხვდი, მამაო. ჩვენ თვითონაც უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად.

ერთმა ახალგაზრდამ შესჩივლა, - როცა საჭირო ოთახში მივდივარ, სიძვის დემონი მებრძვისო.

- ებრძოლე შენც, ლოცვა წარმოთქვი სწრაფად და მოუკლებლად.

- მაგრამ განა შეიძლება ტუალეტში ლოცვა?

- ვინ გითხრა, რომ არ შეიძლება? განა არ ამბობს მოციქული: მოუკლებლად ილოცევდითო? მებრძვი შენ? გებრძვი მეც. გულისთქმებს მომივლენ? მე მათ ლოცვით განვდევნი.

განა არ იცი, ერთმა ყმაწვილმა, ბევრი ლოცვით სატანა რომ შემუსრა? ერთხელ მაცთური გამძვინვარდა მისი გულმოდგინე ლოცვის გამო. როცა ყმაწვილი საჭირო ოთახში წავიდა, მან საბაბი იპოვა, გამოეცხადა და უთხრა: - არ გრცხვენია, საჭირო ოთახში რომ ლოცულობო? ყმაწვილმა უპასუხა: - დიახ, საჭირო ოთახში ვლოცულობ, რათა ყოველივე უსარგებლო განვაგდო ჩემი სულიდანო. შერცხვენილი სატანა კვამლად გადაიქცა.

ღვთის სასწაულნი. მამა არსენი ჰყვებოდა მამა იოსებზე, რომ იგი მოსაგრეობის მრავალნაირ სახეს აღასრულებდა და მათ შორის მღვიმეშიც დაეყუდებოდა ხოლმე დიდი ხნით. რადგანაც ამ საზომისა ვერ ვიყავი, ვცდილობდი, იგი ყველაფრით უზრუნველმეყო, - ამბობდა მამა არსენი.

დაყუდებულმა მამა იოსებმა ერთხელ დიდ დღესასწაულზე ისეთი დიდი სურვილი იგრძნო წმინდა ზიარებისა, რომ თავის უღირსობაზე ტირილით ფეხქვეშ მიწა აიტალახა. ამ დროს მის ბნელ მღვიმეს ზეციური ნათელი მოეფინა. თავი წამოსწია და რას ხედავს? ზეციურ ანგელოზს ხელთ მარწუხი უპყრია წმინდა ზიარებით და ჩუმად ამბობს: - ხორცი და სისხლი ქრისტესი. ეზიარება მონა ღვთისა მონაზონი იოსები, - აზიარა და უჩინო შეიქმნა.

ეს ორი მოსაგრე ზამთარში ათონის მწვერვალზეც კი არ ანთებდა ღუმელს. ხშირად აუყვებოდნენ ხოლმე დათოვლილ ბილიკს, რათა თავიანთ საყვარელ ღვთისმშობლის ტაძარში ღამისთევით ელოცათ.

"ერთ ზამთარს, - ჰყვებოდა მამა არსენი, - როცა დათოვლილი ბილიკით ღვთისმშობლის ტაძრისკენ მივდიოდით, არ ვიცი, ეშმაკის მოქმედებით თუ ღვთისმშობლის მიერ ჩვენი გამოცდით - ირგვლივ ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ნაბიჯს წინ ვეღარ ვდგამდით. მოძღვარი მეუბნება: - მამა არსენ, მახლობლად სახიფათო ადგილია, შეიძლება სადმე ხევში გადავიჩეხოთ. სჯობს, ღამე აქ გავათიოთ.

ისეთი ღამისთევა გვქონდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება! გათენდა და რას ვხედავთ? ტაძრის გვერდით ვდგავართ. ეს საჩუქარი იყო უფლის დედისა.

ერთხელ იქ დაღლილ-დაქანცულნი ავედით და დიდად გვანუგეშა ღვთისმშობელმა. ტაძარში შესულებს სურნელი გვეცა ახალდაკრეფილი ვაშლებისა, რომლებიც ქალწული მარიამის ხატის წინ ეწყო. მამა იოსები უფრო თამამი გახლდათ. მითხრა: - მამა არსენ, ამ ვაშლებს ჩვენ შევჭამთ და სკვნილს ჩამოვმარვცლავთ მისთვის, ვინც ეს საჩუქრად მოიტანა. მან ეს ჩვენთვის მოიტანა, რადგან გვჭირდება.

ვაშლები ისეთი ტკბილი იყო, რომ ერთმანეთს ვეუბნებოდით, - სამოთხის ვაშლებს ჰგვანანო. შევჭამეთ თუ არა, ერთმანეთს შევხედეთ.

- რა თვეა ახლა, მამა არსენ?

თებერვალი იწურებოდა.

- ამ დროს საიდან გაჩნდა აქ ასეთი ახალთახალი ვაშლები?

მაშინვე დავემხეთ ხატის წინაშე და მადლობა შევწირეთ ღვთისმშობელს ამ ნუგეშისათვის. იმ დროს მაცივრები არ არსებობდა და უეჭველია, რომ ეს ღვთისმშობლის ზეციური საჩუქარი იყო.

მამა გერასიმე (მენაიასი).
სულიერმა შვილებმა ჰკითხეს მამა არსენს, - იმ წლებში თუ უცხოვრიათ აქ სხვა მონაზვნებსო.

"ბევრი შემოგვივლიდა, მოძღვრისაგან სარგებელს ნახულობდა, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას ვერ უძლებდა, - ბრძანა მამა არსენმა, - ერთხელ ერთი ძალზე ნასწავლი მონაზონი მოვიდა, გვარად მენაიასი (შემდგომში მთელ ათონზე ცნობილი მონაზონი გახდა, - კ.კ.). მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი, ამიტომ ჩვენთან მცირე ხნით დასახლების ნება ითხოვა. მამა იოსებმა თქვა, თუ დამჯერი იქნება, დარჩეს, რამდენ ხანსაც უნდაო.

ამ კაცს თან პატარა ჩემოდანი დაჰქონდა. მოძღვარმა ჰკითხა: - შიგნით რა გიდევსო. წამლები, მამაო. ამიტომაც ჩამოვედი. იქნებ თქვენ განმკურნოთო.

- განგკურნავ, ოღონდ ერთი პირობით: თუ ყველაფერს ხრამში გადაყრი, რაც ჩემოდანში გაქვს და დღეში ერთხელ მხოლოდ იმას შეჭამ, რასაც ჩვენო.

- თუ წამლებს გადავყრი, მოვკვდები. მათი წყალობით ვდგავარ ფეხზე. ჭამითაც დიეტა უნდა დავიცვა, ვჭამო ცოტა და მალ-მალე.

- როგორც შენთვის აჯობებს, ისე მოიქეციო, - უთხრა. საღამოს კი ეუბნება: - შვილო, დილით სადმე სხვა ადგილი მონახე საცხოვრებლადო.

- მაგრამ, მამაო, მე თქვენთან მოვედიო.

- უკვე გითხარი, იმისთვის, რომ აქ დარჩე, შენგან ორ რამეს ვითხოვ: წამლები გადაყარო და დღეში ერთხელ ჭამო.

ის არც მიდიოდა, არც ემორჩილებოდა, ვიდრე არ შეიწყალა ღმერთმა და არ მოესმა მრისხანე შეძახილი საკუთარ სულში: - რატომ არ უჯერებ მოძღვარს?! მაშინღა გადაყარა წამალი და ჩვენთან ერთად დაიწყო ცხოვრება. მეორე დღეს გახარებულმა მოირბინა მამა იოსებთან: - არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ყველა სნეულება გამიქრა და თავს ბავშვივით ვგრძნობო.

მას შვიდი სერიოზული დაავადება სჭირდა. ერთხელ მოვიდა და თქვა:

- მამაო, შვიდიდან ერთ-ერთი სნეულება უკან დამიბრუნდა.

- მინდა შენი გულისთქმები აღიარო, - უთხრა მოძღვარმა.

- წუხელ ურწმუნოების გულისთქმა მომივიდა და მითხრა: - მან გაიძულა, წამლები გადაგეყარა. თუ ავად გახდები, აქ, ამ უდაბნოში ასეთ წამლებს ვერსად იშოვიო.

- სნეულებებიც ამიტომ დაგიბრუნდა, - მიუგო მოძღვარმა.

- განმკურნე, მამაო, და გპირდები, რომ ამიერიდან ყურადღებით ვიქნები.

- ისიც გეყოფა, რომ ექვსი სნეულებისგან განიკურნე. ეს კი იმიტომ დაგრჩება, რომ ამიერიდან ფხიზლად იყო, თანაც ამით პატარა ჯვარს იტვირთავ.

ეფრემ მსუქანი. მამა იანისის მერე მამა არსენთან და მამა იოსებთან ერთი ღვთისმოშიში ახალგაზრდა ცხოვრობდა. ის ცოტათი სრული იყო და ამიტომ ეფრემ მსუქანს ეძახდნენ. ეფრემი ფიზიკურად ძლიერი იყო და ძალზე უმსუბუქებდა მამებს ცხოვრებას. ერთხელ, სხვების მიბაძვით, ერში წასვლა მოინდომა და მამა იოსებს ერთი კვირით სოფელში გაშვება სთხოვა.

ლოცვისას მამა იოსებს ღვთისგან ეუწყა: - ნუ გაუშვებ ეფრემს სოფელში, აღარ დაბრუნდებაო, მაგრამ ეფრემი გაიძახოდა: - ყველა მიდის სოფელში და ბრუნდება და მარტო ჩემთვის რატომ არ შეიძლებაო.

მამა იოსებმა უთხრა: - ერთხელ გითხარი, მეორედ და შენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებო.

- არა, მამაო, დავბრუნდებიო.

ის წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დიდი ხნის მერე, როცა მამა იოსები გარდაიცვალა, ათონზე ჩამოვიდა და ყოფილი ძმების წინაშე მწარედ ტიროდა: - ამერიკაშიც კი ხშირად ვხედავდი ჩემს მოძღვარს. მეხვეოდა და ალერსიანად მეუბნებოდა, - ჩამოდი, შვილო, გელოდებიო...

მაგრამ არ დაბრუნებულა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat