მან სულის შემუსვრილება მეუღლედ გაიხადა, ცრემლები შვილებად
მან სულის შემუსვრილება მეუღლედ გაიხადა, ცრემლები შვილებად
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი XII. ამბავი საღმრთო გულშემუსვრილებისა
მღვდელმონაზონი. ღირსი პეტრე ათონელის კელიაში, როგორც "უდაბნოს ფრინველი", მოღვაწეობდა ბერი დანიელი. მის მიერ აღვლენილი საღმრთო ლიტურგია სამ საათს გრძელდებოდა, წმინდა ტრაპეზის წინ სახეს საკუთარი ცრემლებით იბანდა.

ეს მღვდელმონაზონი იყო თავმდაბალი, მღვიძარე, სულშემუსვრილი, განმსჯელი, მოყვარე მყუდროებისა, დამთმენი და ამაღლებული, ერთ-ერთი ყველაზე მოღვაწე თავისი დროის მეუდაბნოეთა შორის, რომლებიც გაბრწყინდნენ კურთხეული ათონის კალთებზე.

ყუთლუმუშელი მამა. მამა იოაკიმე, რომელიც "მეთერთმეტე ჟამს" ანუ სიბერეში გახდა მონაზონი, იშვიათი მოღვაწე იყო. მორჩილებას ის სიმონპეტრაში შეუდგა, მერე კი ახალ სკიტში გადავიდა, სადაც მონაზვნად აღკვეცეს ღვთისმშობლის ხარების კალივაში, იმ დროს იქ კვიპროსელი მამა იოსებ მღვიმელი ცხოვრობდა თავის მოწაფეებთან ერთად. იქიდან ისინი ყუთლუმუშის მონასტერში გადავიდნენ დრამის ეპისკოპოსის დიონისეს ძალისხმევით, რომელსაც საპატრიარქოდან სთხოვეს, ამ დაცარიელებული მონასტრის დასახლება.

ყუთლუმუშის მონასტერში მამა იოაკიმე ყველასთვის სახე და ეტალონი იყო სათნოებათა, განსაკუთრებით თავმდაბლობისა.

ერთხელ ერში დიდი ხნით წავიდა. ეს მამა ადრე ცოლიანი იყო. ათონზე დაბრუნებული თაყვანისსცემით ესალმებოდა თითოეულ ძმას. ერთი მორჩილი მიესალმა მამა იოაკიმეს, ხელზე ამბორისყოფა მოუნდომა, მაგრამ მან ნება არ მისცა. თვითონ ჩაუვარდა მუხლებში - შენ ჩემზე უკეთესი ხარო. ასეთი თავმდაბალი იყო ღირსსახსოვარი ბერი.

მისი კელია დერეფნის სიღრმეში იყო. მრავალგზის მომისმენია, ღამღამობით როგორ ევედრებოდა ქრისტეს აქვითინებული, თითქოს უფალი მის წინაშე დგასო და მისგან შეწყალებას ითხოვდა.

აი, ერთი მისთვის დამახასიათებელი კეთილი საქმეც. საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს, როცა ბერძნული არმია სმირნიდან ქვეყნის სიღრმეში შევიდა, თურქი ავაზაკები შეიჭრნენ ქალაქ აიდინში და ძარცვა-მკვლელობა გააჩაღეს. ეს ბერძენმა ჯარისკაცებმა შეიტყვეს. განრისხებულებმა, როცა თურქებით დასახლებული ქალაქი აიღეს, ზოგიერთმა შურისძიება განიზრახა.

ერთმა ქალწული მიყრუებულ ადგილას შეათრია. ამ ამბავს შეესწრო მამა იოაკიმე - მაშინ ერისკაცი იყო - ჯარისკაცს ბოროტისქმნაში ხელი შეუშალა და მოძალადის ხელთაგან გათავისუფლებული თურქი გოგონა შინ უვნებელი დააბრუნა.

ეს წმინდა ბერი დაახლოებით ათი წლის წინ (1985წ. - კ.კ.) ყუთლუმუშის მონასტერში გარდაიცვალა. წმინდა იყო მისი სიკვდილი და აქედანაც ჩანს, რომ ის ცხონებულთა შორისაა. შუაღამე იდგა, მონასტრის ზარებმა დარეკეს და მონაზვნებს ლოცვისთვის განმზადება აუწყეს. მამა იოაკიმე წამოდგა, მოემზადა მსახურებისთვის, ბეჭებქვეშ ბალიში ამოიდო, სკვნილი აიღო და საწოლზე წამომჯდარმა ღვთისმსახურების მოლოდინში ლოცვა დაიწყო, ამ მდგომარეობაში გაიყვანა უფალმა, რათა დაედგინა იგი ზეციურ "მსახურებაზე", სადაც ისმენს ანგელოზთა უტკბილეს საგალობლებს.

ღმერთი წმინდა წერილში ბრძანებს: "როგორც გიპოვი, ისე განგიკითხავო". ასე მოხდა აქაც: უფალმა ლოცვაში ჰპოვა ბერი იოაკიმე და ამიტომაც უცილობლად ღირსჰყო ცხონებისა - იგი ხომ მზად იყო სამოთხეში შესასვლელად.

მამა გერასიმე. კარასიის ზემოთ, კარმელის მთაზე, წმინდა ილია წინასწარმეტყველის კელიაში განმარტოებით მოღვაწეობდა მოსაგრე ბერი გერასიმე.

იქ მან კაცთა მოდგმის უხილავი მტრის მრავალი შემოტევა დაითმინა, მაგრამ ღვთის რწმენის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, რომელსაც მოუხმობდა ხოლმე შეწევნისათვის, მარხვითა და წმინდა ლოცვით, წარმატებით შეძლო მათ წინაღდგომოდა. განსაცდელებს არა მარტო ეშმაკებისაგან დაითმენდა, არამედ ბუნებრივი პირობებისგანაც, ზამთარში, წვიმებისას და მეხთაცემისას.

როგორც მიყვებოდა კატუნაკელი მამა, მრავალგზის უგრძვნია ჭექა-ქუხილისას, ფეხებზე დენის დარტყმა - მაშინ, 70-80 წლის წინ, მეწაღეები ფეხსაცმლის ლანჩზე წვრილ ლურსმნებს არტყამდნენ და ბერიც გრძნობდა იმ ელექტრონულ მუხტებს, რომელსაც ეს ლურსმნები მიიზიდავდნენ. მაგრამ ღვთის მადლი იფარავდა მას სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან.

ერთხელ, თავის მოძღვარს აღსარებისას უთხრა, გულისთქმები მებრძვიან, რომ შესაძლოა ჩემი ღვაწლისა და სათნოებების გზით, ელვა ვერაფერს მიშვრება, ესე იგი ღმერთი მიცავსო. და მოძღვარს ჰკითხა, - ასეთი გულისთქმები ეშმაკისაგან ხომ არ არისო.

მიხვდა მოძღვარი, რომ ბერს ეშმაკი ძალზე ებრძოდა და შეშინებულმა, რომ ამ ფიქრებს იგი სიამაყესა და ხიბლში არ ჩაეგდო, ურჩია, კარმელი დაეტოვებინა და ქვემოთ სხვა მოსაგრეების გვერდით ეცხოვრა.

იგი ასეც მოიქცა. ერთხანობა კატუნაკში ქიოსელებთან (ასე ერქვა ერთ-ერთ კელიას) იცხოვრა, მერე კი ქსენოფონტეს მონასტრის რომელიღაც კალივაში გადასახლდა, მაგრამ არც იქ დარჩენილა დიდხანს, დაბრუნდა კატუნაკში და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.

იგი გახლდათ მაგალითი მოღვაწების, მან სულის შემუსვრილება მეუღლედ გაიხადა, ცრემლები შვილებად და იოსებ მღვიმელის მსგავსად, ყოველ ღამეს თავის სარეცელს ცრემლით დაალტობდა და დღისით წავიდა თავის სასურველ უფალთან.

ღვთისმშობლის წინაშე გულშემუსვრილი. კარეესთან ერთ-ერთ კელიაში მოძღვარმა ღამის გათენების ნება მომცა. საძმო სამი კაცისგან შედგებოდა: მოძღვრისა და მოხუცებული მონაზონისგან. ჩემს გარდა მათ ერიდან მოსული ბერდიაკონიც სტუმრობდა.

გათენებამდე ორი საათით ადრე, კალივის მოძღვარმა ცისკრის მსახურებისთვის გაგვაღვიძა. პატარა საყდარში შევედით. მოძღვარმა კანდელები აანთო და ღვთისამსახურებას შეუდგა. ამ ბერსა და მის ძმებს ტრადიციად ჰქონდათ, ღვთისმსახურება სკვნილზე შეესრულებინათ სვინაქსარისა და "აქებდიოსას" ასევე შუაღამიანის მცირე ნაწილის გარდა, მთელ ცისკარს სკვნილზე ლოცვით ცვლიდნენ.

როცა ცისკრის დროს, ქრისტესადმი ასეულებს ჩამოილოცავდნენ, რომელსაც რიგრიგობით ხმამაღლა ამბობდნენ, მოძღვარი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ასეულებს იწყებდა, დაახლოებით სკვნილს შუაში რომ ჩამომარცვლავდა, დიდბერს სულთ შეემუსვრებოდა. თავის შეკავება მეტად აღარ შეეძლო. თვალთაგან ცრემლები სცვიოდა. მღელვარებისგან აკანკალებული, ათრთოლებული ხმით ცდილობდა ასეულის ჩამთავრებას. ჩაამთავრებდა და სხვა ძმა აღიტაცებდა ღვთისმშობლისადმი ლოცვას. კეთილმოკრძალებულმა მოძღვარმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები შეიწმინდა. მცირე ხნით გავიდა საყდრიდან კელიის დერეფანში დასამშვიდებლად.

მოწყალების ფასი. ერთ მეუდაბნოეს მოსაგრეობის დასაწყისში ჰქონდა ცრემლთა დენისა და სულის შემუსვრილების ნიჭი. მაგრამ დაკარგა გულგრილობითა და უდარდელობით.

ერთხელაც ნაშუადღევს კელიაში რამდენიმე მომლოცველი ესტუმრა. ორ მათგანს, რომელთაც ბევრი შვილი ჰყავდათ, მან მოწყალება მისცა რამდენიც შეძლო - რამეთუ ეს ერთ-ერთმა სთხოვა. მომლოცველები წავიდნენ. იმავე საღამოს, წმინდა მამათა ნაშრომს კითხულობდა და სული შეემუსრა. არ ახსოვდა, ოდესმე ამდენი ცრემლი დაეღვაროს. ასე დაუბრუნდა მას ნიჭი შემუსვრილებისა. შემუსვრილება ხომ წმინდა და დიდებული სათნოებაა. ამაზე წერდა თავის შრომებში წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: "ცრემლებისა და მუდმივი გულშემუსვრილების გარეშე არავინ არასოდეს არ განწმენდილა, წმინდანი არ გამხდარა, და არც სულიწმინდა მიუღია".

თავი XIII. ამბები მალულად ჭამისა
წმინდა ათანასე ათონელის ცხოვრებიდან. ერთხელ ღირსი ათანასე, დიდი ლავრის დამაარსებელი, თავისი ანგელოზის დღეს ზეიმობდა. რა თქმა უნდა, ერისკაცარულად კი არა, სულიერად. ლავრის მზარეულმა გადაწყვიტა, ტკბილეული მოემზადებინა მონასტრის ტრაპეზისთვის და ღირსი ათანასესთვის ესიამოვნებინა. მაგრამ როცა ღირსმა ათანასემ შეიტყო, რომ მის პატივსაცემად მისი კურთხევის გარეშე დარიგდა ტკბილეული, მისი გადაყრა ბრძანა და მზარეული ეპიტიმიით დასაჯა.

ერთხელ დიონისიატის მონასტერში სამხედრო სასწავლებლის კურსანტთა ჯგუფი მოვიდა. ამ დროს ძმები და არქიმანდრიტი გაბრიელი მწუხრზე იყვნენ. მონასტრის სამზარეულოში მზარეული და მისი თანაშემწეები თევზს ამზადებდნენ. იღუმენმა უბრძანა მზარეულს, ძმებისთვის მაკარონი მოეხარშა, თევზი კი სტუმრებისთვის მიერთმია. ასეც მოიქცა. მწუხრის მერე ძმები მომლოცველებთან ერთად სატრაპეზოში სავახშმოდ შევიდნენ. წინამძღვრის ბრძანებისამებრ ბერებმა მაკარონი მიირთვეს, სტუმრებმა - თევზი.

ნავახშმევს ყველა წამოდგა და ზეციურ მზრუნველს ჩვეული ლოცვებით, მადლობა შესწირეს და სატრაპეზოდან გამოვიდნენ. ერთი მღვდელმონაზონი, რომელმაც იცოდა, რომ მათთვის განკუთვნილი თევზი კურსანტებს დაურიგეს, მუცელმოყვარებით აღძრული მზარეულთან მივიდა და სთხოვა, თუ რამე მორჩა თევზისა, ერთი ლუკმა მომეციო. მზარეულმა - დარჩაო. მღვდელმონაზონმა აიღო თევზი, დაჯდა და ტრაპეზობა გააგრძელა, აღარ გახსენებია, რომ მონაზვნებმა მხოლოდ მაკარონი ჭამეს. უეცრად ყელში თევზის ფხა გაეჭედა. ახველა, ახველა, მაგრამ არაფერმა უშველა. ნახევრად გაგუდულმა, შეწევნისთვის სხვას მოუხმო. მომლოცველებს შორის ექიმი რომ არ ყოფილიყო, რომელიც ყელიდან ფხის ამოღებაში დაეხმარა, მღვდელმონაზონი ალბათ ამ სოფელს დაემშვიდობებოდა. ეს მოხდა ნატრაპეზევს, კურთხევის გარეშე ჭამისთვის, უფრო სწორად, დაფარულად ჭამისთვის.

ახალდამწყები მონაზვნის დაცემა და სინანული. მთაწმინდის ერთ-ერთ მონასტერში რამდენიმე წელი ცხოვრობდა ახალდამწყები მონაზონი, იგი მოითოკავდა ხორცს და ცხონების გულისთვის ეშმაკებთან ერთად, მასაც უშიშრად შეერკინებოდა ხოლმე.

ერთხელ მთაწმინდიდან გაემგზავრა - მოხუცი მოძღვარი სამედიცინო გამოკვლევაზე წაიყვანა. თუმცა სოფელში სამი-ოთხი დღე დაჰყო, ეს ახალგაზრდა ბერი ცთუნდა - ზაფხული იყო, ამ დროს კი ქალები არ უკვირდებიან, რას იცვამენ, მან კი თვალნი არ დაიცვა - ისინი ხომ კარებია, საიდანაც ვნება შედის. იგი ბიბლიური ონანის ცოდვაში ჩავარდა.

მთაწმინდაზე დაბრუნებული ახალგაზრდა მონაზონი მიხვდა, რომ უდიდესი ცოდვა ჩაიდინა, აღიარა მოძღვრის წინაშე, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ამით და გადაწყვიტა, ტანჯვით გამოესყიდა შეცდომა.

მან უზარმაზარი ხის ჯვარი შეიმზადა, ისეთი დიდი, რომ ძლივს სწევდა. მოიკიდა ბეჭებზე და გაუყვა მთის ბილიკს, რომელსაც ეკვდერამდე მიჰყავდა და სავანიდან ორი კილომეტრი იყო დაშორებული. უკანაც ჯვარმოდებული ეშვებოდა. ასე იქცეოდა ორმოცი დღე. შუადღისას, როცა სხვა მონაზვნები ისვენებდნენ, სამორჩილო საქმეების მერე, ის თავისი ნებაყოფლობით ეპიტემიის შესასრულებლად მიდიოდა. მეორმოცე დღეს, ზურგიდან ჯვარი მოიხსნა, კლდეს მიაყუდა და წარმოთქვა დავითის სიტყვები: "უფალო! ნახე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი". დაუმშვიდდა სინდისი, იცოდა რა, რომ მრავალმოწყალე და კეთილმოწყალე ღმერთმა აპატია მას შეცოდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat