წმინდა ათანასეს ლუსკუმიდან საკვირველი კეთილსურნელება წარმოდინდა და აავსო ტაძარი
წმინდა ათანასეს ლუსკუმიდან საკვირველი კეთილსურნელება წარმოდინდა და აავსო ტაძარი
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი IX. რუმინელთა სოფელში მომხდარი საშინელი ამბავი
მრავალი წლის წინ წმინდა დიმიტრის სკიტში მოკვდა ერთი რუმინელი მონაზონი , რომელიც უდარდელად უცქერდა თავის მონაზვნურ ცხოვრებას და თანაც ღვინის სმის ვნება სჭირდა. დაბერდა, ავად გახდა და მოკვდა. ამ მარტოსკიტის მამებმა გააპატიოსნეს განსვენებული და ემზადებოდნენ მის დასაკრძალად.

სკიტში უმეტეს წილად რუმინელები ცხოვრობდნენ.

როცა ცხედარი სასაფლაოზე გადაასვენეს, გარდაცვლილი მონაზონი გაცოცხლდა და საკაცეზე წამოჯდა. შეძრწუნებულმა კუბოს მტვირთავებმა საკაცე მიწაზე დაუშვეს. მკვდარმა თვალები გაახილა და მონაზვნებს შეხედა: - მამებო და ძმებო! იცოდეთ, რომ მე დასჯილი ვარ, რადგან მუდმივად ვსვამდი ღვინოს და არ ვზრუნავდი საკუთარი სულისთვის, უყურადღებოდ ვიყავი და მონაზვნურ აღთქმას არ ვასრულებდიო, - თქვა ეს, მიწვა და მიიძინა, ახლა უკვე საუკუნო ძილით.

დაკრძალვის მერე სკიტელი მამები კარგა ხანს გონს ვერ მოვიდნენ ამ საშინელი და ჭკუის სასწავლებელი მოვლენისაგან.

თავი X. ამბები გამოუთქმელი კეთილსურნელებისა
წმინდა ახალმოწამე კონსტანტინე. ეს წმინდანი, ვიდრე კავსოკალივის სკიტში მართლმადიდებლურად მოინათლებოდა, სკიტიდან დიდ ლავრაში მიდიოდა და უზარმაზარი ხეების კორომის წვერზე ჯვრები დაინახა. თაყვანი სცა ამ ჯვრებს და გაკვირვებულმა წამოიძახა: "უფალო, შემიწყალე, აქ რა ბევრი ჯვარია!" და უეცრად საკვირველი კეთილსურნელება იგრძნო.

წმინდა აკაკი კავსოკალიველი. ერთხელ ღირსმა აკაკიმ წმინდა ანას სკიტის სასაფლაოს ჩაუარა და ზებუნებრივი და ენით გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძო.

უდაბნოს ბილიკზე. ერთხელ წმინდა ანას მცირე სკიტის უდაბნოდან მომავალი ქრისტეს აღდგომის სახელობის კელიას გამოვცდი, მივუახლოვდი ბილიკის ნაპირას მდებარე მღვიმეს, სადაც დასვენებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და მის წინ კანდელი ანთია. ანაზდად უფაქიზესი და უმშვენიერესი კეთილსურნელება ვიგრძენი.

მაშინ მცირედმორწმუნემ ვიფიქრე, ალბათ საკმევლის სურნელია, შეიძლება ვინმემ მღვიმეს ჩაუარა და ხატის წინ აკმია-მეთქი. გავიქეცი მღვიმისკენ, რათა ჩემი ეჭვი შემემოწმებინა.

მღვიმეში ხატის წინ კანდელი ციმციმებდა. იქვე იდგა კაცია (ხელის საცეცხლურია, რომელსაც ერისკაცები და სამღვდელო ხარისხის უქონელი მონაზვნები იყენებენ). ჩავიხედე შიგ და მხოლოდ ფერფლი ეყარა! ფერფლს თითიც კი გავუსვი, ნაკვერჩხლის პოვნის იმედით. ცივი იყო. მივხვდი, რომ კეთილსურნელება კაციადან არ მოდიოდა.

კვლავ იმ ადგილს დავუბრუნდი, სადაც წუთის წინ კეთილსურნელება ვიგრძენი, რომ იქნებ კიდევ შემეგრძნო. ამაოდ.

ადრე მსმენია მოსაგრე მონაზონთა და მამათაგან ამბები ამგვარი კეთილსურნელებისა, რომელიც მთაწმინდის სხვადასხვა ადგილას შეუგრძვნიათ, მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. მაგრამ როცა მეც შემემეთხვა, ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ საქმე ზებუნებრივ მოვლენებს ეხებოდა. ალბათ ამ ადგილებში, ნეტარი მოძღვრის საბას კელიასა და ამ მღვიმეს შორის, რომელიმე უცნობი წმინდა მეუდაბნოეა დაკარგული.

წმინდა ათანასე ათონელი. 1981 წლის 5 ივლისს დიდ ლავრაში, მისი მაშენებლის, ღირსი მამის, ათანასე ათონელის ხსენების დღეს, საღამოს, ღვთისმსახურების დაწყებისას, როცა 103-ე ფსალმუნი იგალობეს, წმინდა ათანასეს ლუსკუმიდან (რომელიც ორმოც მოწამეთა სახელობის ეკვდერში მდებარეობს) საკვირველი კეთილსურნელება წარმოდინდა და აავსო ტაძარი.

მაშინდელი მნათე, კეთილმოკრძალებული მონაზონი პაისი მოგვიანებით იგონებდა, - ხელსახოცით ლუსკუმის მინა მთლიანად გავწმინდე, - იქნებ, ვინმე კეთილმოკრძალებულმა ანდა აღფრთოვანებულმა მომლოცველმა ლუსკუმას მირონი ან რაიმე არომატული სითხე დაასხა-მეთქი. კარიბჭეში გამოსულმა დავყნოსე ხელსახოცი - სურნელი არ ასდიოდა. ესე იგი კეთილსურნელება, ლუსკუმიდან კი არა, ღირსი მამის პატიოსან ნაწილთაგან მოედინებოდა.

მაშინ მომლოცველთა სიმრავლემ ადიდა ღმერთი, რომელმან განადიდა მადიდებელი თვისი. ისინი დაემხნენ ლუსკუმასთან და მუხლნი მოიდრიკეს ღირსი მამის წინაშე, რომელმაც ცათა შინა დამკვიდრებულმან განიხარა თავის აშენებულ მონასტერში, რომლის აგებასაც მთელი სიცოცხლე შეალია მან და მრავალმა ძმამ, ამ სავანეში აღსდგა კინოვია (ერთი წლით ადრე 1980 წელს მონასტერი კინოვირი გახდა და დადგინდა მასში იღუმენი ხანგრძლივი იდიორითმული ცხოვრების მერე).

სხვა ამბები გამოუთქმელი კეთილსურნელებისა. მღვდელმონაზონი ნიკიფორე, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტის სიახლოვეს მთავარანგელოზთა კალივაში ცხოვრობდა (როგორც ამბობენ, ამ მღვიმეში კრიტელმა მონაზონმა აღაპიმ XVIII საუკუნეში დაწერა წიგნი, "ცოდვილთა ცხონება"). მან მშვენიერი საიდუმლო კეთილსურნელება იგრნო. ამ მოვლენამ დაარწმუნა, რომ აღაპი მეუდაბნოე წმინდანი იყო.

ათონის მთის ფერდობზე, კარიესის ზემოთ, სკურტეს კელიაში, სადაც დაყუდებული იყო და მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლო დღეებში წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი (იმ ადგილას დგას ახალაშენებული ეკლესია წმინდანის სახელზე), ახლა მოღვაწეობს მონაზონი ნიკოდიმოსი.

1979 წელს მან მოგვიყვა, რომ ცისკრის მსახურებაზე არაერთხელ უგრძვნია გამოუთქმელი კეთილსურნელება. ის გამოდიოდა პატარა კელიიდან, რომელიც წმინდანმა აიშენა მყუდროებისა და ლოცვისთვის.

თავი 21. ამბები წმინდანთა მიერ მოხდენილი სასწაულებისა
წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპე. კავსოკალივაში შემორჩნილი გარდამოცემის თანახმად, დაახლოებით 1750 წელს, როცა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა ღირსი აკაკის მოწაფე (1730) მამა იონა (შემდგენელი ღირსი აკაკის ცხოვრებისა), ჭირი გავრცელდა. მის შესაჩერებლად მამა იონას ლოცვა სთხოვეს ქრისტიანებმა. მან მუხლნი მოიდრიკა, ილოცა წმინდა ხარლამპეს მიმართ (რომელსაც აქვს ნიჭი ამ სნეულების განქარვებისა) და მანაც საშინელი სნეულება განაძევა კონსტანტინოპოლიდან. ამიტომაც კავსოკალივის ერთ-ერთი კალივის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულია წმინდა ხარლამპეს წინ მუხლმოყრილი მამა იონა. მამა ხარლამპეს მხართან კი პატარა დედაბერის სახით, გამოსახულია ჭირი, რომელიც წმინდანის ლოცვით განქარდა.

მომლოცველი სიკვდილს გადაარჩინა. 1815 წლის ზამთარში ერთ მომლოცველს უნდა გადაელახა მორფონოსსა და დიდ ლავრას შორის მდებარე ჩანჩქერი, მაგრამ ძლიერმა დინებამ ზღვისკენ გაიტაცა. სასოწარკვეთილმა წამოიძახა: - წმინდა გიორგი და ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო! შემეწიეთ, რომ არ დავიხრჩო, აქ კი ხიდს ავაგებ, მეუდაბნოეებმა რომ იარონო.

ის სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და დანაპირები ხიდი თავისი ხარჯით ააშენა.

ივერთა სკიტში მომხდარი ამბები. ერთმა ვერცხლისმოყვარე ბულგარელმა მონაზონმა ივერთა სკიტელი ღირსმოწამეების - აკაკის, ეგნატესა და ექვთიმეს პატიოსანი თავების მოპარვა გადაწყვიტა. ჯორზე რომ დააწყო და მოემზადა წასაღებად, ხმა მოესმა: "ნუ წაიღებ მათ აქედან!"

არ უგდო ყური, წაიღო თავები წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მათთვის მისაყიდად. გზაში ჯორი ხეზე მიაბა და განზე გავიდა "საჭიროების გამო". ამასობაში, ჯორმა თავი აიშვა და ივერთა სკიტში დაბრუნდა. მონაზონმა კვლავ წამოიყვანა რუსულ მონასტერში და სიწმინდე რუსებს მიყიდა. რუსებმა სამშობლოში წასვლა დააპირეს, მაგრამ ხომალდი ადგილიდან არ დაიძრა. ამგვარად, წმინდანთა თავები მთაწმინდზე, რუსულ მონასტერში დარჩა.

ამ წმინდანებმა ზღვაზე კიდევ ერთი სასწაული მოახდინეს ქალაქ მიტილინის სიახლოვეს.

ვინმე მეძველსვეტე ეპისკოპოსი აკაკი, რომელიც ადრე ივერიის სკიტში, წმინდა ღირსმოწამეების ეგნატეს, აკაკისა და ექვთიმეს კალივაში მოღვაწეობდა - ხომალდით რუსეთში მიცურავდა და თან ამ წმინდანების საფლავთა მიწა მიჰქონდა.

როცა კუნძულ ლესბოსს ჩაუარეს, საშინელი შტორმი ატყდა. ეპისკოპოსმა მიწის მცირე ნაწილი ზღვაში ჩაყარა. ღელვა მაშინვე შეწყდა და ხომალდმა მშვიდად განაგრძო გზა.

წმინდა ანას სასწაული. ბერძნული პარტიზანული რაზმის უფროსი იანგლისი ქალკედონის ნახევარკუნძულზე მოქმედებდა, თურქეთის ბატონობიდან მოყოლებული 1912 წლამდე.

იანგლისი მთაწმინდაზეც არაერთხელ შესულა - ის ხომ ავაზაკი იყო, ხოცავდა თავისთვის არასასურველ მონაზვნებს. დაფნიდან კარიეისისკენ მიმავალს გზად შეხვდა მთაწმინდის თურქი მეთაური, მოკლა და ქსიროპოტამის მონასტრის ხრამში დამარხა.

ერთხელ ქალკედონის ნახევარკუნძულზე თავისი რაზმით თურქული არმიის ნაწილმა ალყაში მოაქცია. იანგლისი დაპირდა წმინდა ანას, თუ თურქები წავიდოდნენ, თავის საათს და ყველა ფასეულ ნივთს წმინდა ანას ტაძარს შესწირავდა. პარტიზანებმა შეძლეს გაქცეოდნენ ტყვეობას, მთაწმინდაზე წავიდნენ და წმინდა ანას ტაძარში დატოვეს მეთაურის დაპირებული ძღვენი, მადლობდნენ ღვთისმშობლის დედას თავისი სასწაულებრივი ხსნისათვის.

მრავალი თავგადასავლის შემდეგ იანგლისმა მონაზვნობა გადაწყვიტა და დარჩენილი ცხოვრება მთაწმინდაზე გაატარა, სადაც მიიცვალა კიდეც.

ხანძარი ჩააქრო. ივერთა მონასტრის ხატობა 15 აგვისტოსაა. 1884 წელს ერთ-ერთ სადღესასწაულო დღეს (დღესასწაულის წინა დღეს, თვითონ მიძინების დღესასწაულზე და მეორე დღეს, როცა მონასტერში ბევრი მონაზონი და ღვთისმოშიში ქრისტიანი იკრიბება) სავანის სიახლოვეს ხანძარმა იფეთქა. მამებმა დაინახეს, რომ ცეცხლი მონასტრის მიმდებარე ტყეს მოედებოდა. გადაწყვიტეს, ლიტანიობით ელოცათ ღვთისმშობლის მიმართ, რომ ხანძარი დაეთრგუნა. ასეც მოხდა: ნაშუადღევს ცა ღრუბლებით დაიფარა, მალე კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ხანძარი ჩააქრო.

ასეთი მსწრაფლშემწე და ძლიერია ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა.

ტყვის გადარჩენა. II მსოფლიო ომის დროს გერმანელები საბერძნეთში შეიჭრნენ და მაკედონიის ნაწილი თავის მოკავშირეებს, ბულგარელებს მისცეს. ბულგარელები ძველი დროიდან მტრობდნენ ბერძნებს. ამიტომ, სადაც კი ფეხი დადგეს, მათ დამცირებას, ძარცვასა და ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი.

ერთ-ერთ ოკუპირებულ რაიონში ხალხს მოუყარეს თავი და ცემა-ტყეპის შემდეგ, მათ ხოცვას შეუდგნენ. საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა შორის იყო ერთი ძალზე ღვთისმოშიში და მოსაგრე ახალგაზრდა.

ბულგარელები დროდადრო მოდიოდნენ ბანაკში, გამოჰყოფდნენ ზოგიერთ ტყვეს, სასტიკად სცემდნენ მათ და კლავდნენ. ღვთისმოშიშმა ყმაწვილმა როცა დაინახა, სიკვდილი მოუახლოვდა, შეწევნა და დაცვა ღმერთს სთხოვა: - უფალო! შემეწიე და განმარინე ამათ ხელთაგან და მონაზონი გავხდებიო.

მალე ჯალათებს ბრძანება მოუვიდათ, ტყვეთა ცემა და კვლა შეეწყვიტათ. რამდენიმე ხანში ტუსაღები გაათავისუფლეს.

ღვთისმოშიში ყმაწვილი მადლობდა და ადიდებდა ღმერთს. მალე ათონზე გაემგზავრა ბიძასთან, რომელიც ორ-სამ მორჩილთან ერთად, წმინდა ანას მცირე სკიტის ერთ-ერთ კელიაში ცხოვრობდა. უამბო მას მომხდრსა და თავის აღთქმაზე. იქ დარჩა და ბერი გახდა. შემდეგ კი თავის სიწმინდის გამო მღვდელმონაზვნად ხელი დაასხეს ("ბერი ვლასი ჰყვება იღუმენ ხარლამპე დიონისიატელსა და მის ბიძაზე, ღირსი იოსებ ათონელის თანამოსაგრე მამა არსენ მღვიმელზე).

მათი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ მორჩილები მოძღვრები და სულიერი წინამძღოლები გახდენ ახალი ძმობისა. ეს მღვდელმონაზონი, თავის მოწაფეებთან ერთად, მთაწმინდაზე, ერთ კინოვიის ტიპის მონასტერში დასახლდა, სადაც ის იღუმენად აირჩიეს. მალე უარი თქვა იღუმენობაზე, განმარტოვდა და უფრო მეტად მიეცა სულიერ სიფხიზლესა და გონებისმიერ ლოცვას (მამა ხარლამპე 2001 წელს გარდაიცვალა).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat