ჩვენ აქ საჭმელად და სასმელად კი არ მოვედით, არამედ მარხვაში მოღვაწეობით ვნებების დასათრგუნად
ჩვენ აქ საჭმელად და სასმელად კი არ მოვედით, არამედ მარხვაში მოღვაწეობით ვნებების დასათრგუნად
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი VII. მოსაგრე ათონელი მამები
მამა პაისი (გაგრძელება)
ერთხელ მამა პაისი მამა-შვილმა მოინახულა. მამა წარმოშობით კონსტანტინოპოლიდან იყო და მერე გადმოსახლებულა თავისუფალ საბერძნეთში. შვილი დაბადებით დაუნიზმით იტანჯებოდა. როცა მამა პაისისთან შევიდნენ, ბერმა თქვა: "როგორც არ უნდა მეცადა, ვერასოდეს მივაღწევდი ისეთ სიმდაბლეს, უბრალოებას, სიხარულსა და უბოროტობას, როგორც ეს ბავშვიო". საწყალმა მამამ დიდად ნუგეშცემულმა წაიყვანა შვილი შინ.

ერთხელ ერთი გრიგორიატის მონასტრელი მონაზონი მამა პაისისთან მოვიდა სანახავად და რჩევის მისაღებად - რა ექნა გულისთქმებისთვის, რამეთუ მტერი იმ მონასტრიდან წასვლის ფიქრებით ებრძოდა, სადაც ბერად იყო შემდგარი.

ის კელიის ეზოში მონაზვნებსა და მომლოცველებთან ერთად იჯდა. ნეტარი მამაც იქვე იჯდა და სხვადასხვა თემაზე საუბრობდა.

მონაზონმა ჰკითხა: "რას იტყვი, მამაო, ომი იქნება?" ბერმა უპასუხა: "ღვთისგან კურთხეულო, შენს საკუთარ ბრძოლას მიხედე და ნუ იფიქრებ, იქნება თუ არა ომი".

კავსოკალივის სკიტიდან კალივაში ერთი შუახნის მონაზონი მოვიდა, მამა პაისისგან დალოცვა უნდოდა რომელიღაც კალივაში დაყუდებისა და ლოცვისთვის წასასვლელად. ბერმა უთხრა: "დალოცვილო, შენ იქ მარტოს ღორები შეგჭამენ".

როცა მონაზონი კალივაში წავიდა და დაეყუდა, ერთ საღამოს ლოცვისას კალივის კედელს იქით ღრუტუნი მოესმა. ეს მთელი ღამე გაგრძელდა. შეშინებული მონაზონი ბერთან დაბრუნდა და ყველაფერი მოუთხრო. მამა პაისიმ გაუღიმა, - "ნუ გეშინია, ეშმაკები არიანო".

დამშვიდებული მონაზონი დაბრუნდა უკან და იწყო მოღვაწეობა ცხონებისთვის. მას მერე "ღრუტუნიც" შეწყდა.

მამა პაისი დაიბადა კაპადუკიის სოფელ ფარსაში 1924 წელს და წმინდა ნათლისღებით არსენი უწოდეს ადგილობრივი მღვდლის, მამა არსენის პატივად, რომელიც წმინდა კაცი და ღვთისმოშიში სამღვდელო პირი გახლდათ. მისი ოჯახი მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ თავისუფალ საბერძნეთში გადასახლდა და ქალაქ კონიცაში დამკვიდრდა.

არმიიდან დემობილიზაციის მერე არსენი მთაწმინდაზე წავიდა, ესთიგმენუს მონასტერში. იქ ის კაბით შემოსეს და ამბერკი უწოდეს. რამდენიმე წლის მერე კი ფილოთეოსის მონასტერში გადავიდა, სადაც მისმა თანამემამულემ მონაზონმა სიმონმა მანტიით შემოსა და პაისი უწოდა. აქაც რამდენიმე წელი დაჰყო და მთაწმინდიდან კონიცის სიახლოვეს მდებარე სტომიოს მონასტერში გაემგზავრა. იქიდან სინას მთაზე გადავიდა, იქ მცირე ხანი დაჰყო. მერე კვლავ ათონზე დაბრუნდა, სადაც თავიდან კატუნაკის უდაბნოში მოღვაწეობდა. იქიდან ივერთა სკიტის სიახლოვეს, წმინდა მოციქულთა კალივაში გადასახლდა. აქაც რამდენიმე წელი დაჰყო და სტავრონიკიტას მონასტერში გადავიდა.

ამ მონასტერში ახალი ძმობის მისვლის შემდეგ ბერი რუს მამა ტიხონთან გადასახლდა სტავრონიკიტას მონასტრის კუთვნილ ჯვარიპატიოსნის კელიაში. მალე ამ რუსი მამის ხელთაგან დიდი სქემა შეიმოსა. მამა ტიხონი 1968 წელს გარდაიცვალა და მამა პაისიმ იქ 1979 წლამდე იცხოვრა. მაგრამ რადგან მონასტრის მამებს მისთვის სავანის მმართველობის ჩაბარება უნდოდათ, ყუთლუმუშის მონასტრის კუთვნილ, ღვთისმშობლის სახელობის კელიაში გადავიდა. აქ მოსაგრეობაში გალია 15 წელი. მამა პაისი უკურნებელი სენით გარდაიცვალა 70 წლისა, 1992 წლის 12 ივლისს.

მოსაგრეობის, ლოცვის, თავმდაბლობის, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით უფლისაგან ღირს იქმნა საღმრთო ნიჭების - დაფარულმცოდნეობისა და განსჯის უნარისა. ღირსი შეიქმნა საღმრთო გამოცხადებებისა: მან ნახა იესო ქრისტეს სახე, უტკბესი სახე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა.

მამა პაისის სიცოცხლის ბოლო წლებში მასთან გუნდად და გუნდად მიეშურებოდნენ ღვთისმოშიში ქრისტიანები, რათა ეხილათ მოსაგრე მამა და მისგან რჩევა მოესმინათ.

მღვდელმონაზონი ეფრემი. კიდევ ერთი მოსაგრე ბერი - მღვდელმონაზონი ეფრემი, მოწაფეებთან ერთად, დაყუდებული იყო კატუნაკში. როცა მისი მოძღვარი ნიკიფორე გარდაიცვალა, მამა ეფრემს გამოცხადება ჰქონდა, რომ იგი თავის მონაზვნურ ცხოვრებას უდარდელად უცქერდა და სატანჯველს მიეცა. მოძღვრის სიკვდილის მერე ორივე ჯოჯოხეთურ ტკივილს განიცდიდა: მოძღვარი - იმქვეყნიურ ცხოვრებაში, მორჩილი კი ამ ქვეყანაში. მაშინ, როგორც მოუყვა ზოგიერთ ახლობელს, - მთელი წელი ლოცულობდა და ყოვლისშემძლე უფალს სულიერი მამის გადარჩენას ევედრებოდა. მისი სურვილი შესრულდა: ერთი წლის გულმხურვალე ლოცვის და მხურვალე რწმენის გამო ღმერთმა მისი მოძღვარი ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან და დასახლდა იგი "ადგილსა განსვენებისასა".

მას მერე მამა ეფრემმა ჭეშმარიტი ლოცვა მოიპოვა. სათნოებისა და დიდების გამო მრავალი მორჩილი გაუჩნდა. ერთხელ ერთ კლდოვან ადგილას ხეს ჭრიდა და აგროვებდა, რათა სეფისკვერების ბეჭედი გაეკეთებინა. ეშმაკის ხრიკებით კინაღამ ხრამში გადაეშვა, მაგრამ დროზე მოუწოდა ღმერთს შეწევნისთვის. როცა მცირე ლოცვა წარმოთქვა, მაშინ გაჩნდა ვიღაც ნათელმოსილი ახალგაზრდა, ხელი სტაცა და შეაჩერა.

1980 წელს ერთ მორჩილთან ერთად დოქიარის მონასტერში მოვიდა მსწრაფლშემსმენელად წოდებულ ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისის აღსავლენად. ისინი მონასტრის სასტუმროში დაბინავდნენ. იქ ერისკაცმა მომლოცველმა, როცა შეიტყო, ეს უბრალო და თავმდაბალი ბერი ყველასთვის ცნობილი ღირსი მამა ეფრემი იყო, უთხრა, - ბევრი კარგი რამ გამიგონია თქვენზეო. მამა ეფრემმა აუღელვებლად, მდაბლად უპასუხა: - თუ გაიგებ, სადღაც ბევრი ბალი ასხიაო, თან პატარა კალათა წაიღე, რადგან ადამიანები ხშირად აზვიადებენო.

თავი VIII. ამბები მოთმინებისა
ღირსი აკაკი კავსოკალიველი. მთაწმინდაზე თავისი მოღვაწე ცხოვრების დასაწყისში ღირსი აკაკი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ისიც - ორ-სამ დღეში ერთხელ. მოგვიანებით, ხორცისთვის რომ ეძლია, მინდვრის ბალახს ახმობდა, კეცავდა და იმდენს ჭამდა, რამდენიც სიცოცხლისთვის იყო საკმარისი. ხანდახან ქვებსაც ნაყავდა, თივას ურევდა და ჭამდა. ერთხელ ასეთი უჩვეულო საკვების გამო სისხლდენა დაემართა. შორიახლოს მცხოვრები მონაზვნები ურჩევდნენ, ასე არ ემარხულა - თვლიდნენ, რომ ეს ხიბლი იყო, მაგრამ მან ისინი ჩვეული სიმდაბლით დაამშვიდა, თუმცა არ დაუტევებია ამგვარი მოღვაწეობა და უფრო მკაცრად მოსაგრეობდა.

მამა თეოფილე მმარხველი. როცა დიდი ლავრა იდიორითმული მონასტერი იყო, იქ ცხოვრობდა მოღვაწე მამა თეოფილე, იმდროინდელ ლავრელ მონაზონთა შორის მოსაგრეობით ყველაზე აღმატებული და ბრწყინვალე ვარსკვლავივით მოკაშკაშე.

ის კვირაში ხუთი დღე, პარასკევის ჩათვლით, დღეში ერთხელ იღებდა უბრალო წყლით მომზადებულ სამარხვო საჭმელს. ზეთს კი მხოლოდ შაბათ-კვირას უმატებდა კერძს.

სასტიკი მტერი ხორცის ჭამისა დიდი პატივისმცემელი იყო მონასტრის ამშენებლის, წმინდა ათანასეს მიერ დადგენილი ტიპიკონისა, თუმცა კი თვითონ იდიორითმული განგებით ცხოვრობდა.

მონასტრის ტრადიციის თანახმად, მომსახურენი ძმებს ღვთისმშობლის შობის დღეს ხუთ ოყა (დაახლოებით 6,5 კგ) ღორის ხორცს, აღდგომას კი 5 ოყა თხის ხორცს ურიგებდნენ. ხორცი ეგეოსის ზღვაში, კუნძულ კირა პანაიაზე მდებარე ლავრის მეტოქიონიდან მოჰქონდათ.

მამა თეოფილე არა მარტო თვითონ არ იღებდა ხორცს, არამედ სავანის მამათა კრებაზე მათაც მოუწოდებდა, არ ეჭამათ, რამეთუ, მონაზონთა კანონებით, ასეთი საქციელი არ შვენის ბერს. "ჩვენ აქ საჭმელად და სასმელად კი არ მოვედით, არამედ მარხვაში მოღვაწეობით ვნებების დასათრგუნად. ღირსი ეფრემ ასურიც ხომ წერს თავის ასკეტურ წერილებში - "არ შვენის მონაზონს ხორცის ჭამაო".

მაშინ მათ უპასუხეს: - მამა თეოფილე, როცა აქ მოვედით, ასეთი ტიპიკონი დაგვხვდა. ჩვენ არ შეგვიძლია მისი შეცვლაო.

ბერმა მათ უთხრა: "რადგან, მამანო და ძმანო, არ უსმენთ მონაზონთა კანონს, მაშინ მე თქვენი კრებიდან (საბჭოდან) გამოვალო". და დატოვა მამათა საბჭო.

ერთხელ, როცა ავად გახდა და სალონიკის საავადმყოფოში მოათავსეს, ექთნებმა მისი დაბანა მოისურვეს. უარი უთხრა: "ბოლოს თავი 37 წლის წინ დავიბანე და ახლა ჩემი მამის კურთხევა უნდა დავარღვიო და ვიბანაოო? არა, თანახმა არ ვარო!"

საავადმყოფოში ექიმებმა უთხრეს, რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დაგრჩაო - და მისი მოვლა მონასტრის საავადმყოფოში მომსახურე მონაზვნებმა იკისრეს.

ერთხელ მონაზონმა, რომელიც მუდმივად უვლიდა მამა თეოფილეს, დაინახა, რომ მთავარანგელოზთა ეკვდერის სიახლოვეს ლეღვის ხეზე ვიღაც ბერი ამძვრალიყო. ახლოს მივიდა - მამა თეოფილე იყო! მანდ რას აკეთებ, მამა თეოფილეო. ლეღვის საჭმელად ამოვძვერიო. ექიმების მიცემული რამდენიმე დღის ნაცვლად, მან 2,6 წელი იცოცხლა.

ერთ მარტის თვეში მსახურმა უთხრა ბერს: - მამა თეოფილე, ჯერ კიდევ ცივა, მოდი ცოტა შეშას კიდევ მოგიტან, დათბობამდე რომ გეყოსო. მამა თეოფილემ უპასუხა: "ნუღარ შეწუხდები, ძმაო, იმ შეშით სხვა გათბება, მე მივდივარო". მართლაც, რამდენიმე კვირის მერე მისმა სულმა მიწიერი სამყოფელი დატოვა. ამგვარად პოვა მან განსვენება და თან წაიღო ნაყოფნი შრომისა და მარხვისა, ლოცვისა და მორჩილებისა და უპირველესად ღვთივბოძებული მოთმინებისა.

მონაზონი პავლე (პავლიდისი) ექიმი. იგი მოღვაწე მამა გახლდათ, ძალზე განკრძალული და დამთმენი მონაზონი. წყალს პატარა კოვზით სვამდა. არ იღებდა დახმარებას, რომელსაც მონაზვნებს ორ-სამ თვეში ერთხელ აძლევდნენ. უფრო სწორად, თავის მორჩილს მღვდელმონაზონ ათანასეს უტოვებდა, რომელსაც მისთვის ცოტაოდენი საჭმელი მოჰქონდა. იგი გახლდათ იმ მცირერიცხოვან მონაზონთაგანი, რომლებიც ლავრაში იდიორითმული ცხოვრების დროს ხორცისგან თავს იკავებდნენ.

მმრხველი დაყუდებული ბერი.
როცა მე დიდი ლავრის სატრაპეზოში მორჩილებას ვეწეოდი, შევამჩნიე: როცა წმინდა ბასილის სკიტელ ერთ-ერთ მონაზონს დიდ ლავრაში მოსვლა უწევდა, ტრაპეზზე მოდიოდა, მაგრამ თეფშზე დადებულ საჭმელს დანით გაყოფდა, ნახევარს შეჭამდა, ნახევარს კი ხელუხლებელს ტოვებდა. ასე ექცეოდა ხილსაც, შუაზე ყოფდა და ნახევარს ჭამდა, ზოგჯერ მეოთხედს მიირთმევდა. იგი გახლდათ დამთმენი, ზომიერი, მარხვით გალეული, ფხიზელი და ძალზე მდუმარე, სამაგალითო თითოეული მონაზვნისთვის, ვისაც ის ხვდებოდა. ამ მონაზონზე შეიძლება ითქვას წმინდა ანტონის სიტყვები: "აი, მონაზონი, რომელიც არ ცთუნებულა ხორცის განცხრომით!"

თავი IX. ამბები მომაკვდავ მონაზონთა ხილვებისა
კატუნაკელი მომაკვდავის ხილვა. კატუნაკში ცხოვრობდა მოღვაწე, სახელად გაბრიელი. როცა დაბერდა და დასნეულდა, მარტოობაში რომ არ გატანჯულიყო, დანიელელთა კელიის მონაზვნებმა წაიყვანეს და უვლიდნენ.

ეს მონაზვნები მრავალ მოხუცებულ მოსაგრეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე უვლიდნენ და მრავალი ამგვარი ნიში და ზებუნებრივი მოვლენა უნახავთ და გაუგონიათ, რაც ამ ქვეყნიდან საუკუნო ნეტარებაში გარდამავალ მამებს შემთხვევიათ. და საკადრისი საზღაურიც მიიღეს უფლისაგან, რამეთუ აღასრულებდნენ ქრისტეს მცნებას - სიყვარულისას! რომელიც აღმატებულია ყველა სათნოებაზე.

მამა გაბრიელი ძალზე მძიმედ იყო და იმ კელიაში აზიარებდნენ, სადაც დაასახლეს. საღმრთო ზიარების მერე ავადმყოფ მამასთან მხოლოდ მონაზონი დანიელი დარჩა. დაინახა, რომ მომაკვდავმა მამა გაბრიელმა ზეცისკენ ხელნი აღაპყრო და თქვა: "როგორი სიკეთეებია განმზადებული ღვთისაგან მართალთათვის! გადიდებთ შენ, ღმერთო ჩემო!" - თქვა, დაიკრიფა ხელნი და სული ჩააბარა უფალს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat