რა გველოდება? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის
რა გველოდება? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის
გვიახლოვდება სიცრუის და ბოროტების მეუფება
წმინდა კირილე ალექსანდრიელი ბრძანებს: "იფრთხილე, კაცო. თუ გაქვს ნიშნები ანტიქრისტესი, - მხოლოდ შენ ნუ გეცოდინება, ყველას უშურველად აუწყე. თუ ხორციელი შვილები გყავს, მათაც ასწავლე და თუ ვინმე კიდევ შობე კათაკმეველი, ისიც გააფრთხილე, რომ სიცრუე ჭეშმარიტების ნაცვლად არ მიიღოს". მართლაც, გარშემო უამრავი წინასწარმეტყველი ტრიალებს, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომლებიც ხშირად ეკლესიის სახელსაც იყენებენ. ისინი სულიწმინდით კი არ ლაპარაკობენ, არამედ სულიწმინდას შეურაცხყოფენ. ხშირად ვიღაცის პოლიტიკურ ნებას ასრულებენ. რა გველოდება? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. წმინდა სახარებით გვეუწყა, თუ როგორი იქნება აღსასრული ამა სოფლისა. უფალმა ზოგი რამ საიდუმლო თავის სათნომყოფელ კაცებსაც გაუმჟღავნა. მათ ამ საიდუმლოთა ნაწილი, ღვთის კურთხევით, ამცნეს ადამიანებს. ჩვენგან ბევრი რამ დაფარულია, ერთი კი უეჭველად ვიცით, რომ გარდავიცვლებით, წარვდგებით ღვთის სამსჯავროზე და შესაფერის განაჩენს გამოგვიტანენ. ჯერჯერობით ცოცხლები ვართ და ჩვენი პირადი სამსჯავრო ჯერ არ გამართულა. მოდით, უფლის საშინელ სამსჯავროზე ვისაუბროთ, გავიხსენოთ წმინდა მამათა გამონათქვამები ბოლო ჟამზე.

წარწერა წმინდა კონსტანტინეს საფლავზე. წმინდა კონსტანტინეს ვაჟმა, კონსტანცი II-მ მამის წმინდა ნაწილები ნიკომიდიიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანა და წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაასვენა. ალბათ წარწერაც მაშინ გაუკეთა. ზოგი მეცნიერის აზრით, წარწერა VII საუკუნის მერმინდელია, რადგან მასში "აგარიანთა თემაა" შემოტანილი.

"ინდიქტიონის პირველ წელიწადს ისმაილის სამეფო, რომელსაც ჰქვია მუჰამედი, ძლევს პალეოლოგების მოდგმას, დაეუფლება შვიდბორცვოვანს (კონსტანტინოპოლს, - კ.კ.) და გამეფდება. ბევრ ხალხს დაღუპავს და გააუკაცურებს კუნძულ ევქსინის პონტომდე. ინდიქტიონის მერვე წელს აიკლებს მდინარე ისტრას ნაპირას მცხოვრებთ, პელოპონესი დაცარიელდება, მეცხრე წელს ჩრდილოეთის მიწებს დაუწყებს ომს, მეათე წელს დალმატელებს ძლევენ და დროებით უკან გამობრუნდებიან, (მერე ისევ) შეუტევენ დალმატელებს, მაგრამ ისინი (დალმატელები) ნაწილობრივ დაამარცხებენ. და მრავალრიცხოვანი დასავლეთის ხალხთა ჯარისკაცები მოჰყვებიან, გაუმართავენ ხმელეთსა და ზღვაზე ბრძოლას და ისმაილს დაამარცხებენ. მისი მოდგმა მცირე ხანს გამეფდება. ქერათმიანთა მოდგმის დახმარებით საბოლოოდ სძლევენ ისმაილს და განსაკუთრებულ უპირატესობას მოიპოვებენ, მაშინ დაიწყება საშინელი შინაომი, რომელიც ხუთ საათს გაგრძელდება და გაისმება სამგზის: "გეშინოდეთ, გეშინოდეთ, შეჩერდით! და იჩქარეთ მარჯვენა მხარეს. იქ იპოვით კაცს ჭეშმარიტად საკვირველსა და ძლიერს. იგი იქნება თქვენი მმართველი, რამეთუ იგი საყვარელია ჩემი და მისი მიღებით აღასრულებთ ჩემს ნებას".

მუჰამედის მიერ პალეოლოგთა მოდგმის ძლევა და კონსტანტინოპოლის აღება აღსრულდა. მამა იოსებ ვათოპედელის აზრით, დალმატელებმა ისმაილს სძლიეს ვენასთან, რასაც მოჰყვა "ბრძოლა ხმელსა და ზღვაზე", ანუ განმათავისუფლებელი ბრძოლა დამონებული ხალხისა და ბალკანური ომები გასული საუკუნის დასაწყისში, მისი მოდგმის მცირე ხნით გამეფება ქემალ-ფაშას დროს, 1920 წელს, თურქეთის მცირე ხნით გაძლიერებას ნიშნავს. ქერათმიანთა მოდგმა (დავიმახსოვროთ ეს სახელი) ადვილად აიღებს ქალაქს და ამ ქალაქის გამო შეებრძოლება არა მუსლიმანებს, არამედ ქრისტიანებს. ამ სასტიკ ბრძოლას მხოლოდ ანგელოზი შეაჩერებს. უფალი ასევე მიუთითებს, სად იპოვონ ჭეშმარიტად რჩეული კაცი, რომლის დახმარებითაც მშვიდობიანი ცხოვრება ჩამოვარდება.

ყუთლუმუშის მონასტრის ხელნაწერი. ეს ხელნაწერი 1053 წლითაა დათარიღებული და 24 წინასწარმეტყველებისგან შედგება. მათგან ზოგი ახდა:

"1) დიდი ევროპული ომი; 2) გერმანიის დამარცხება, რუსეთისა და ავსტრიის კატასტროფა; 3) ელინების ზეობა აგარიანებზე; 4) ელინების დამარცხება დასავლეთის ხალხის მხარდაჭერით გაგულადებულ აგარიანთაგან; 5) მართლმადიდებელთა მოწყვეტა; 6) მართლმადიდებელი ერების დიდი შფოთვა; 7) ადრიატიკის ზღვის მხრიდან უცხოტომელთა ჯარის შემოჭრა... 8. აგარიანებს მცირე ხნით გამოუჩნდებათ დიდებული კაცი; 9. ახალი ევროპული ომი; 10. მართლმადიდებელი ერების და გერმანელთა კავშირი; 11. ფრანგების განადგურება გერმანელების მიერ; 12. ინდუსების აჯანყება და ინდოეთის ინგლისისგან ჩამოშორება; 13. ინგლისის შემცირება საკუთარ საზღვრებამდე; 14. მართლმადიდებელთა გამარჯვება და აგარიანთა მოწყვეტა; 15. მსოფლიო არეულობა; 16. დედამიწაზე საყოველთაო სასოწარკვეთა; 17. შვიდი სახელმწიფოს ბრძოლა კონსტანტინოპოლისთვის. სამდღიანი ურთიერთმოსვრა. უძლიერესი სახელმწიფოს ძლევა ექვს დანარჩენთაგან; 18. ექვსი სახელმწიფოს კავშირი გამარჯვებულის წინააღმდეგ, ახალი სამდღიანი ურთიერთმოსვრა; 19. ანგელოზის უფლისმიერი ჩარევით მტრობის შეჩერება და კონსტანტინოპოლის გადაცემა ელინებისთვის; 20. ლათინების მოქცევა შეურყვნელ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე; 21. მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელება აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; 22. ბარბაროსების მიერ მოგვრილი შიში და ძრწოლა; 23. პაპის გადადგომა სულიერი ხელმწიფებიდან და მთელი ევროპული სამყაროს საერთო პატრიარქის დადგენა; 24. 55 წელს ტანჯვის დასასრული; მეშვიდე წელს აღარ არს გულქვა, გაძევებული, რამეთუ ის დაუბრუნდა (შვილებზე მოხარული) დედის წიაღს. ეს ყოველივე დაე იქმნეს, დაე აღესრულოს. ამინ, ამინ, ამინ. მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი..."

სხვა წინასწარმეტყველებები
წმინდა ანდრია სალოსი გვაუწყებს, რომ ქრისტიანები კონსტანტინოპოლს დაიბრუნებენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამეფდება ღვთისმოშიში მეფე, რომელიც საღმრთო ბრძანებით ჩაახშობს საყოველთაო შფოთს. მოკლედ, მასში აღწერილია ქრისტიანული სარწმუნოების მცირე ხნით ზეიმი, მშვიდობის მიცემა მრავალტანჯული ხალხისთვის, რომ მათ მოასწრონ მომავალ ანტიქრისტესთან უდიდესი ბრძოლისთვის მომზადება, "რამეთუ, მამათა თანახმად, ჩვენ ანტიქრისტეს მოსვლას მხოლოდ მაშინ არ დავაჩქარებთ, თუ არ ვმონაწილეობთ ჩვენი დროის ცოდვებსა და უშჯულოებაში საქმით ანდა გულისთქმით", - მამა იოსებ ვათოპედელი. "ქერათმიანთა მოდგმის" მიერ და კონსტანტინოპოლის დაბრუნებაზე ნათქვამია IX საუკუნის ძეგლში, ე.წ. მეთოდე პატარელის წინასწარმეტყველებაში. წმინდა ტარასი კონსტანტინოპოლელი პატრიარქობდა 784-806 წლებში, გახლდათ ინიციატორი VII მსოფლიო საეკლესიო კრებისა. ის ბრძანებს, "ატყდება შინაომი, დაიხოცება ურწმუნოთა მთელი მოდგმა, მაშინ აღდგება წმინდა მეფე". აქ ლაპარაკია საშინელ ძმათამკვლელ ომზე და თვით უფლისგან ცხებული მართალი მეფის, იოანეს გამოჩენაზე. 886-911 წლებში ბიზანტიაში მეფობდა ბასილი I მაკედონელის ვაჟი ლევ VI, ბრძენად წოდებული. მის პოეტურ და ზნეობრივ ნაწარმოებთა შორის საგულისხმოა წინასწარმეტყველური თხზულება. მასში დაწვრილებითაა აღწერილი ომის მსვლელობაში საღმრთო ჩარევა, საუბარია ღვთივარჩეული მეფის (ხელისუფალის) გამოჩენაზე.

წმინდა კოზმა ეთოლელი
წმინდა კოზმას ბევრი წინასწარმეტყველება აცხადდა, ბევრიც თავის დროს ელოდება. წმინდა კოზმა კონსტანტინოპოლის დაბრუნებაზე ლაპარაკობს:

1. წითელი ჟილეტები განდევნიან თურქებს (განმათავისუფლებელი ჯარისკაცები ალბათ წითელსამოსიანნი იქნებიან); 2. ქალაქში იმდენი სისხლი დაიღვრება, რომ მასში სამი წლის ხარი თავისუფლად იბანავებს. ამაზე მამა პაისი ამბობს: "კონსტანტინოპოლში რუსებსა და ევროპელებს შორის საშინელი ბრძოლა გაჩაღდება"; 3. "როცა გაიგებთ, ხმელთაშუა ზღვაში ფლოტი მიცურავსო, იცოდეთ, მალე გადაწყდება კონსტანტინოპოლის საკითხი; 4. ბერძენთა ჯარი ქალაქში ვერ შევა. შუა გზაში შეიტყობს, რომ დადგა "სასურველი" ჟამი. მამა პაისის თქმით: "თურქებს ევროპელები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შეუქმნიან, თუმცა შემდეგ დელიკატურად დაიყოფენ თურქეთს. აჯანყდებიან ქურთები და სომხები. ევროპელები მათი დამოუკიდებლობის და თვითგამორკვევის უფლებების აღიარებას მოითხოვენ"; 4. იქნება კიდევ უცხოტომელთა ერთი არმია, მათ არ ეცოდინებათ ბერძნული, მაგრამ ქრისტეს აღიარებენ. იკითხავენ, სად არის ქალაქიო. ბევრი ბერძენი მკვლევარი დარწმუნებულია (მათ შორის მამა პაისიც), რომ კონსტანტინოპოლის საკითხის გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ერთმორწმუნე რუსები. 5. "ანტიქრისტეები წავლენ, კვლავ დაბრუნდებიან და თქვენ მათ განდევნით წითელ ვაშლამდე". ბერძნული ხალხური ტრადიციით, წითელი ვაშლი არის მესოპოტამია, სადაც განიდევნებიან თურქები კონსტანტინოპოლის განთავისუფლების მერე; 6. თურქების... ერთი მესამედი დაიხოცება, მეორე მესამედი ქრისტეს იწამებს, მესამე კი წავა წითელ ვაშლამდე; 7. ეს მოვა მაშინ, როცა ორი ზაფხული და ორი პასქალია ერთად იქნება. ვნახოთ, რას ამბობს წმინდა კოზმა ჩვენი დროის ადამიანებზე.

"უბედურება განათლებულ კაცთაგან დაგატყდებათ თავს";

"სკოლებში ისეთი ამბები მოხდება, თქვენი გონება ვერ დაიტევს";

"დავინახავთ, როგორ გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა სოდომად და გომორად".

"მოვა დრო და სამი-ოთხი ოჯახი ერთ სახლში იცხოვრებს";

"ნუ ააშენებთ დიდ სახლებს, სხვები რომ არ ჩაგისახლონ";

"მძიმე გადასახადს დაგაკისრებენ, მაგრამ თავისას ვერ მიაღწევენ";

"გადასახადს ქათამსა და სარკმელზეც კი დაგიწესებენ";

"თავის გადასარჩენად საცხოვრებლად სხვაგან წახვალთ, თქვენს მიწას კი სხვები დაიკავებენ";

"როცა დაინახავთ, რომ ზოგიერთებს გადაასახლებენ სამხრეთში, სხვებს კი ჩრდილოეთში, - ახლო იქნება აღსასრული ქვეყნისა".

წმინდა კოზმა ჩვენი დროის ეკოლოგიურ პრობლემებზეც წერს:

"დადგება დრო, ეზოები რკინით აივსება (მართლაც ავსებულია ეზოები საავტომობილო ტექნიკით);

"წყაროები დაშრება, მდინარეები გაჭუჭყიანდება";

"თეფშები პირთამდე აგევსებათ, მაგრამ საჭმელს ვერ შეჭამთ";

"ადამიანები გაღატაკდებიან, რადგან არ ექნებათ სიყვარული მცენარეებისა";

"შვილებივით გაუფრთხილდით ტყეს, თითოეული ხე ადამიანს გადაარჩენს".

წმინდა კოზმა ჩვენი დროის მეცნიერულ გამოგონებებსა და ტექნიკის სიახლეებზეც წერს:

"დაინახავთ ცაში ძერასავით მფრინავ ადამიანებს, რომლებიც მიწაზე ცეცხლს გადმოყრიან. ვინც ცოცხალი დარჩება, სასაფლაოზე ყვირილით გაიქცევა: - გამოდით, მკვდრებო, რომ თქვენი ადგილი დავიკავოთო";

"ცაში იფრენენ რკინის ცხვირიან-ფრთიანი ჩიტები";

"თქვენ რკინის ნისკარტიანი ჩიტები შეგჭამენ";

"ნახავთ უცხენო ეტლს, რომელიც კურდღელზე სწრაფად ირბენს";

"გაჩნდებიან უსწრაფესი რკინის ცხენები";

"მოვა დრო და მთელი სოფელი ერთი ძაფით შეიკვრება" (წინასწარმეტყველება ტელეგრაფსა და ინტერნეტზე);

"დადგება დრო, როცა ერთმანეთისგან შორს მყოფი ორი ადამიანი ერთმანეთს ისე დაელაპარაკება, თითქოს მეზობელ ოთახებში იყვნენ";

"მოვა დრო, როცა ეშმაკი ყუთში შევა და იქიდან ყვირილს დაიწყებს, ყუთიდან კი მისი რქები იქნება ამოშვერილი" - აშკარაა, აქ ტელევიზორზე საუბრობს. წმინდა კოზმამ ამით წინასწარ გვაუწყა ტელევიზორის მაზომბირებელი და გამხრწნელი გავლენა (არ დაგვავიწყდეს, რომ წმინდა კოზმა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა).

ღირსი მამა ბოლო ჟამსა და ანტიქრისტეზეც გვაუწყებს:

"ადამიანები ისე გაზარმაცდებიან, რომ ტანსაცმელს აღარ ჩაიცვამენ";

"ეს ყველაფერი უეცრად მოხდება. დაე, კართან ტომრით ხორბალი გედოთ. თან გაიყოლეთ, როცა წასვლა მოგიწევთ, რათა თქვენ და თქვენი შვილები გამოკვებოთ";

"მარილიც მოიმარაგეთ ბალახის შესანელებლად. ტომარა კარებთან გედოთ, რომ წაღება არ დაგავიწყდეთ";

"გადასარჩენად თავი მთებსა და ტყეებს შეაფარეთ";

"მღვდლები ყველაზე ურწმუნონი გახდებიან";

"მოვა დრო, მღვდლებსა და ერისკაცებს შორის თანხმობა აღარ იქნება";

"მღვდლები გახდებიან უბრალო ერისკაცთა მსგავსნი, ერისკაცები კი ველურ მხეცებს მიემსგავსებიან";

"დაიბადება მხეცი, რომელიც შეგებრძოლებათ";

"საყოველთაო ომის შემდეგ ადამიანებს ნახევარსაათიანი გზის გავლა მოუწევთ, რომ შეხვდნენ კაცს და დაუძმობილდნენ";

"როცა ეს მოხდება, იქნება მერვე საუკუნე";

"მოვა დრო, როცა დაწყევლილი დემონი ნაჭუჭიდან გამოვა";

"ყველაფერი გაეცით, ოღონდ სული გადაირჩინეთ";

"მოვა დრო, როცა მტრები კერიის ნაცარსაც კი წაგართმევენ. მაგრამ სხვებივით საკუთარ რწმენას ნუ უღალატებთ".

"დაე, შუბლზე ჯვარი გქონდეთ გამოსახული, შეიტყონ, რომ ქრისტიანები ხართ";

"დაწყევლილია პაპი, რადგან იგია მიზეზი" (აქ წმინდა კოზმა გულისხმობს იმ პაპს, რომელიც ანტიქრისტეს გამეფებაში დიდ როლს შეასრულებს).

მამა პაისი ათონელი
ერთხელ ბერმა ქრისტოდულომ მამა პაისის არმაგედონის ბრძოლაზე ჰკითხა. მან უპასუხა: "როცა შეიტყობთ, თურქებმა ზედა კაშხლით ევფრატი გადაკეტეს და მას სარწყავად იყენებენო, იცოდეთ, უკვე შევედით იმ დიდი ომის მზადების პერიოდში; ამგვარად განემზადება გზა აღმოსავლეთის 200-მილიონიან არმიას, ანუ, როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, უნდა ამოშრეს მდინარე ევფრატი, რომ მრავალრიცხოვანმა ჯარმა მისი გადალახვა შეძლოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, აქ მოსულმა ორასმა მილიონმა ჩინელმა თითო ჭიქა წყალი რომ დალიოს, ევფრატს დააშრობენ. ჩინეთის არმია დღეს 200-მილიონიანი ყოფილა, იმდენი, წმინდა იოანე გამოცხადებაში რომ წერს...

სხვაგან კი ბრძანებს: დღეს წინასწარმეტყველების წაკითხვა გაზეთივით ადვილია... რუსები დაიპყრობენ თურქეთს, თურქეთი რუკიდან გაქრება; ვინადიან
1/3 თურქებისა განადგურდება, ერთი მესამედი გაქრისტიანდება და ერთი მესამედიც მესოპოტამიაში გადასახლდება. შუა აღმოსავლეთი ბრძოლის არენად გადაიქცევა. ბევრი სისხლი დაიღვრება. ჩინელები მდინარე ევფრატზეც კი გადმოვლენ 200-მილიონიანი არმიით და იერუსალიმამდე მივლენ. ამ ამბის მოახლოების ყველაზე აშკარა ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მის ადგილას დაიწყება სოლომონისეული ტაძრის აღდგენა. კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთს მისცემენ კონსტანტინოპოლს. იმიტომ კი არა, რომ კეთილმოკრძალებით შემოგვხედავენ, არამედ იმიტომ, რომ ვერ იპოვიან უკეთეს გადაწყვეტილებას.

რუსული წინასწარმეტყველება

ერთხელ წმინდა სერაფიმე ვირიცელმა (+1948) სულიერი შვილი ფანჯრიდან გაახედა და ფინეთის ყურეში მცურავი გემები "დაანახა" სხვადასხვა ქვეყნის დროშით. რას ნიშნავსო, - ჰკითხა ბერს. წმინდა სერაფიმემ უპასუხა: "დადგება დრო, როცა რუსეთი სულიერად აყვავდება, ბევრი ტაძარი და მონასტერი გაიხსნება, სხვა რწმენის ხალხი ამგვარი ხომალდებით მოვლენ მოსანათლად. მაგრამ ეს ცოტა ხანს გაგრძელდება. თხუთმეტიოდე წლის მერე კი ანტიქრისტე მოვა".

ამბობდა, როცა აღმოსავლეთი ძალას მოიკრებს, ყველაფერი არამყარი გახდება, რიცხოვნება მათ მხარეზეა, თანაც მათ ფხიზელი და შრომისმოყვარე ხალხი ჰყავთ, ჩვენთან კი ლოთობაა გაბატონებულიო.

კიდევ ამბობდა: "აღმოსავლეთი რუსეთში მოინათლება. მთელი ზეციური სამყარო აღმოსავლეთის განათლებისთვის ლოცულობს. დადგება დრო, როცა რუსეთი დაიშლება, გაიძარცვება. დასავლეთი ხელს შეუწყობს რუსეთის დანგრევას და მცირე ხნით მის აღმოსავლეთ ნაწილს ჩინეთს მისცემს. შორეული აღმოსავლეთი ჩინელებს ჩაუვარდებათ ხელში. გადასახლდებიან რუსეთში, დაქორწინდებიან რუსებზე და საბოლოოდ ეშმაკობით და მზაკვრობით დაიპყრობენ ციმბირის ქალაქებს. ჩინეთის წინ წაწევას დასავლეთი შეეწინააღმდეგება. მრავალი ქვეყანა აღდგება რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ის გაუძლებს, დაკარგავს თავისი მიწა-წყლის უდიდეს ნაწილს. ეს ომი გახდება მიზეზი კაცობრიობის გაერთიანებისა. ხალხი მიხვდება, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, თორემ სხვანაირად ყველა ცოცხალი არსება გაწყდება და ერთიან ხელისუფლებას აირჩევენ - ეს იქნება ანტიქრისტეს გამეფების მაუწყებელი. მერე დაიწყება ქრისტიანების დევნა მაშინ, როცა რუსეთის სიღრმეს მატარებლები მიაშურებენ. უნდა ეცადოთ, პირველ მატარებელში მოხვდეთ, რადგან ბევრი, ვინც ჩამორჩება, დაიღუპება.

გვიახლოვდება სიცრუის და ბოროტების მეუფება. ისეთი გაჭირვება დაგვატყდება თავს, რომ ღმერთმა ქნას, იქამდე ვერ მივაღწიოთ"...

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ტიაპოჩკინი) ამბობდა, რომ "რუსეთის დაშლა, ხელისუფლების მოჩვენებითი ძლიერებისა და სისასტიკის მიუხედავად, მალე დაიწყება. თავდაპირველად სლავი ხალხები გაიყოფიან, შემდეგ რუსეთს ჩამოშორდებიან ბალტიისპირეთის, შუა აზიის, კავკასიის მოკავშირე რესპუბლიკები და მოლდავეთი. შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო მეტად დასუსტდება ცენტრალური ხელისუფლება ისე, რომ ავტონომიური რესპუბლიკები და მხარეებიც კი დაიწყებენ ჩამოშორებას. მერე და მერე საქმე გაუარესდება. ცალკეული რეგიონები აღარ ცნობენ ცენტრალურ ხელისუფლებას, მოსკოვის მითითებებს ანგარიშს არ გაუწევენ და დამოუკიდებლად არსებობას შეეცდებიან. ყველაზე დიდი ტრაგედია ჩინელების მიერ ციმბირის დაკავება იქნება. მაგრამ ეს არ მოხდება ომით. ხელისუფლების შესუსტებისა და ღია საზღვრების წყალობით ჩინელები მასობრივად გადასახლდებიან ციმბირში, შეიძენენ დიდძალ ქონებას. ადგილობრივ ხელისუფალთა მოსყიდვით, დაშინებითა და დათანხმებით ქალაქების ეკონომიკურ ცხოვრებას დაიქვედმებარებენ. ყველაფერი ისე წარიმართება, რომ ციმბირში მცხოვრები რუსები ერთ დღეს გაიღვიძებენ... ჩინეთის სახელმწიფოში. იქ დარჩენილთა ხვედრი ტრაგიკული იქნება, მაგრამ არა უიმედო. ჩინელები მათ სასტიკად გაუსწორდებიან. მრავალი რუსი მართლმადიდებელი და პატრიოტი მოწამებრივად აღესრულება. დასავლეთი რუსეთის სიძულვილით ყველანაირად შეუწყობს ხელს ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკურ გაძლიერებას. მაგრამ როდესაც ჩინელები ურალის ომით გადმოლახვას შეეცდებიან, დასავლეთი საფრთხეს იგრძნობს და რუსეთს ხელს შეუწყობს მტრის მოგერიებაში... უფალი დაუშვებს, რომ რუსეთმა დაკარგოს დიდი ტერიტორიები, რადგან ვერ შეძლეს მისი ღირსეული გამოყენება... მაგრამ უფალი დაუტოვებს იმ მიწებს, სადაც რუსი ხალხის აკვანი დაირწა... ესაა XVIს-ის მოსკოვის დიდი სამთავროს ტერიტორია... მონარქიის აღდგენას დამსახურება სჭირდება. ის არის როგორც შესაძლებლობა და არა როგორც წინასწარგანსაზღვრულობა. თუკი ღირსნი ვიქნებით, რუსი ხალხი მეფეს აირჩევს, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება უშუალოდ ანტიქრისტეს გამეფების წინ ან სულაც მას შემდეგ, მაგრამ ძალზე მცირე დროით" (იხ. წიგნი "ეკლესიებიც აგვიტირდებიან. წინასწარმეტყველებები რუსეთსა და ანტიქრისტეზე").

ასეთი იქნება ანტიქრისტეს გამეფების წინა პერიოდი. საქართველოზე რუსი მამა ლავრენტი ჩერნიგოველი ბრძანებს: "ივერიის ქვეყანაში ეშმაკი ვერ დაჯდება. დევნას გადაურჩება, ხოლო სხვა დროს (უკანასკნელ ჟამს) დევნა იქნება უმნიშვნელო, რამეთუ დედა ღვთისა იცავს ამ მხარეს".
ბეჭდვაელფოსტა
22.01. 2017
tiko gulbani
madloba upalo rom amdeni rame gangvicxade,mogveci dzala rom cheshmarit qristianebad carvsdged shens cinashe,mikvarxar upalo chemi suli gadidebs da armigvatovo,sulis shemdzvreli statiaa madloba tqven,es minda kvelam caikitxos gaixaret
08.09. 2016
keti
rusetis rodis iyo saqartvelo?
18.07. 2016
ელგუჯა
ბიბლიის მიხედვით, სიცრუე იქნება ანტიქრისტეს ყველაზე მძლავრი იარაღი ადამიანების სულიერ დაცემაში და ჭეშმარიტი რწმენის გამრუდებაში. ხოლო ანტიქრისტეს დაამარცხებს კაცი, რომელიც სიმართლით შეებრძოლება მას. როდესაც ეს კაცი დაიწყებს ლაპარაკს ყველანი, შიშით, მისკენ მიაპყრობენ ყურადღებას...,მაგრამ მანამდე იქნება ომები და დიდი სულიერი დაცემა.
სხვა სიახლეები
14.03.2017
ბერი პაისის მოგონებებიდან:
ერთხელ ჩემთან მეორე კლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა,
07.02.2017
"შემწყნარე ქვრივთა და ობოლთა,
სასწავლებელთა და სასნეულოთა შემწე,
05.01.2017
გლინის უდაბნო

გლინის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა სტავროპიგიალური მონასტერი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის
18.11.2016
XX საუკუნის უდიდესი წმინდანის, წმინდა ნექტარიოსის მოსახელე ცხოვრობს და დადის ჩვენს შორის. ის ეკლესიის მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელიც თავისი ნათებით, დაუღალავი, უწყვეტი ლოცვებით გვჩუქნის სულიწმინდის მადლს.
28.09.2016
რუს წმინდანთაგან, ალბათ, ისე არავინ უყვარს საქართველოს, როგორც - სერაფიმე საროველი...
18.08.2016
...ერთხელ წმინდა გაბრიელი( ურგებაძე) სამთავროს მონასტრში სამრეკლოს გვერდით მშვიდად იჯდა.
23.07.2016
მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა, დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში,
16.06.2016
როდის და სად გაიმართება მართლმადიდებელთა შეკრება?

მართლმადიდებელთა კრება - ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა შეკრება - გაიმართება 18-დან 26 ივნისამდე
14.06.2016
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია (წევრი), რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს.
06.05.2016
გივი ამილახვარი - ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
მცირე ხნის საუბრის შემდეგ დავემშვიდობე ემა დეიდას და მას შემდეგ აღარც მინახავს

"კარიბჭისთვის" წლების წინ მამა გაბრიელზე მასალებს რომ ვამზადებდი, მაშინ ჯერ არ იყო მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხული.
საიტის პარტნიორები