"ქრისტე და მეტი არაფერი"
"ქრისტე და მეტი არაფერი"
წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას". მართლაც, რა სამკვიდროს ვუტოვებთ ჩვენს მემკვიდრეებს: მამულის 20% უახლოეს წარსულში დავკარგეთ, მტრისას - მშობლიურ ენას რაც ვუყავით, მისი დამცველი სახელმწიფო პალატაც კი გავაუქმეთ. ერთი უძვირფასესი საუნჯეღა დარჩა ქართველ ხალხს, მაგრამ მასაც უტევენ განმაახლებელი ხორციელად ქართველნი და მისი ზოგს განქარვება, ზოგს კი სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევა უნდა.

წმინდა დავით აღმაშენებელმა მემკვიდრეობით რუის-ურბნისის სანახები მიიღო და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა დაგვიტოვა. მარტო დავითის საფლავზე დაფიცება და გულში მჯიღის ცემა საკმარისი არ არის ქვეყნის გასაერთიანებლად. შენი ღვთისმოშიშებითა და თავმდაბლობით დავითის სულის ნაწილი მაინც უნდა მოიპოვო, თორემ ქვეყანას თუ ვერ გააერთიანებ და სოხუმს ვერ დაიბრუნებ, "ნოსტალგიის გასაქარვებლად" პლაჟები მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავთან არ უნდა მოაწყო, და ამით ქართველებს ნათლობის ემბაზი არ შეუბილწო! ვაი იმას, ვინც ერის ისტორიულ მეხსიერებას ებრძვის და ვისაც ქართველთა უძვირფასესი საუნჯის ტალახში ამოსვრა უნდა!

***
იყო დრო, როცა ქართველებს მარტო იერუსალიმში თორმეტი მონასტერი და, ამის გარდა, რამდენიმე ეკლესია-სამლოცველო ჰქონდათ. მაგრამ ზოგი გარეშე მტერთან ბრძოლით, ზოგიც ჩვენი უდარდელობით ბერძენ-სომხებსა და ფრანგებს ჩაუვარდათ ხელში. წერილი გავიხსენოთ მონოზონ მართასი - "წმინდა საფლავსა და სისხლმეწამულს გოლგოთას მდგომი მლოცველისა". იგი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს, გრიგოლს (1696-1742) აცნობებდა იერუსალიმის ქართული სავანეების მძიმე მდგომარეობას: "ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ აქაურობა ასრეთ დაკარგეთ? - კითხულობს გამწარებული და აღწერს, თუ რა დღეში ჩააგდეს უცხოტომელებმა ქართული სავანეები, - მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენი მონასტრების! ნუ იქმთ, ნუ დაკარგავთ ამ მეუფის სახლს. ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს, და თქვენ სულ იერუსალიმი დაკარგეთ! ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ეხლა ლამის რომ სულა გამოვარდეს..." დედა მართა მეუფეს მოუწოდებს, ხონთქართან ელჩი გამოაგზავნეთ და იქნებ სომხებისა და ფრანგების წართმეული მონასტერი დაგვიბრუნოსო (ამის შანსი იყო), თორემ თუ არ მოეშველებით, ფრანგი (ანუ კათოლიკეები) გოლგოთასაც და გეთსიმანიასაც დაიკავებენო. "თუ ასრე არა იქთ, ეს მონასტრები და იერუსალიმი დაგეკარგვიან. ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს და ქართლით, პირობა დასდევთ და ამგვარად კრება და ვეზირობა რა ქენით. თუ იერუსალიმი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრისწერა გექნებათ"...

ღმერთმა გაცხოვნოს, დედა მართა! ის შეძახილი ჩვენც გვეხება, ახლანდელ ქართველებს, თუ ჩვენ არ დავიცავთ მემკვიდრეობით მიღებულ საუნჯეს, მართლაც, "რასღა რჯული და ან რასღა პირჯვრისწერა" გვექნება!

***
როცა ქვეყანას განსაცდელი უდგას, ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. ამის მაგალითს გვაძლევს სამთავროს დედათა მონასტერში დარია ფაღავას შემონაზვნება. როცა რუსებმა ქართლ-კახეთის სამეფო ჩაიგდეს, მეფობასთან ერთად საქართველოს საპატრიარქო და ქართლის საეპისკოპოსო გააუქმეს. ქართლის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძარი, "სამთავროდ" წოდებული, უპატრონოდ დარჩა. ეს ამბავი შეუტყვია ოდიშის მთავრის ხიტუ ფაღავას 25 წლის ასულს, დარიას. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს უყოყმანოდ დაუტევებია მშობლები, 7 ძმა და ვაჟურად გადაცმული, როგორც მოსამსახურე, მალვით გამოჰყოლია ვაჭარს მცხეთაში.

სამთავროს მონასტრის ეზოში თავდაპირველად სათონესთან დასახლებულა. ერთხელ არაგვის პირას გასულ დარიას ბებრის ციხესთან სამი ცხენოსანი შეუნიშნავს, მის საძებნელად გამოსული ძმები შეუცნია და არაგვში შეუცურავს, ძმები დასდევნებიან. წყლიდან გასული დარია მღვდელს შეუფარებია. მღვდელსა და მის მეუღლეს სიზმარეული ჩვენებით სცნობიათ ეს ამბავი და ქალი გულმოდგინედ გადაუმალავთ.

დედა დარია იღუმენია ნინოს (ამილახვარი, უფროსი) შემდგომ მმართველი გახლდათ სამთავროს მონასტრისა. დედა დარიამ ბევრი იღვაწა მონასტრის აღდგენისთვის, მონასტერში წყალიც კი გაუყვანია. 48 წლისა გარდაიცვალა დედა დარია და ახლა თავისი წმინდა ლოცვებით შეეწევა თავის საქართველოს, თავის მონასტერს.

***
კონსტანტინოპოლში ერთი მოქალაქე ცხოვრობდა, საკმაოდ მდიდარი და კაცთმოყვარე. ჰყავდა ვაჟი, თუმცა მამა მისთვის დიდი ქონების დატოვებას არ აპირებდა და უხვად გასცემდა საგანძურს, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი მისი ძმათამოყვარე გულისთვის. მას სურდა, რომ როცა ღვთის წინაშე წარდგებოდა, ეთქვა "აჰა, მე და შვილი ჩემი, რომელ შენ მომეცი, უფალო". სურდა, თავისი ვაჟიც მოწყალე გაეხადა.

ერთხელაც თავისთან მიიხმო შვილი და მთელი ქონება აჩვენა. ჰკითხა: "საყვარელო შვილო! ჩემგან მემკვიდრეობით რის მიღება უფრო გსურს: ამ საგანძურისა თუ ქრისტე მაცხოვრისა?" ღვთის შიშით გაზრდილმა ყმაწვილმა უყოყმანოდ უპასუხა: "ქრისტე და მეტი არაფერი". შვილის პასუხით აღფრთოვანებულმა მამამ გააგრძელა ქონების გაცემა და სიკვდილის პირას არსობის პურიღა დაუტოვა შვილს. დაგლახაკებულ ვაჟს წუწუნი არ დაუწყია, ეიმედებოდა ქრისტესი, რომელიც ობოლთა მამაა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ვინმე დიდებული, მდიდარი ქონებით და ღვთისმოშიშებით. მას ცოლიც თავისნაირი მორწმუნე ჰყავდა. ღვთისმოყვარულად ზრდიდნენ თავიანთ ერთადერთ ქალიშვილსაც. როცა ქალიშვილს გათხოვების ასაკმა მოუწია, მშობლებმა უთხრეს ერთმანეთს: "როგორი სასიძო ავურჩიოთ ჩვენს ქალიშვილს? მდიდარი და ცუდი ზნის? ის მას პატივმოყვარეობას და ამქვეყნიური ამაოების სიყვარულს ასწავლის. მოდი, საშუალო ფენის ახალგაზრდა ავირჩიოთ, რომელიც მას, როგორც ღვთის წყალობას, ისე მიიღებსო. ვილოცოთ, მივიდეთ ტაძარში და ვინც მასში პირველი შევა, ის იყოს ჩვენი სასიძოო".

მხურვალე ლოცვის შემდეგ ქალიშვილის მშობლები დილაუთენია ტაძართან დადგნენ... მასში კი პირველი ზემოხსენებული ვაჟი შევიდა. მოიხმეს თავისთან, გამოიკითხეს ამბავი, თუ ვინ იყვნენ, მისი მშობლები. როცა ვაჟის მამის სახელი შეიტყვეს, დიდად გაიხარეს. მამა-შვილის საღმრთო დაგლახაკების ამბავი მათთვისაც იყო ცნობილი. ადიდეს კაცთმოყვარე ღმერთი და ამ ვაჟს უთხრეს: "ქრისტე მაცხოვარმა შენი თავი ჩვენ გვაშვილებინა, მიიღე ხელი ჩვენი ქალიშვილისა და მასთან ერთად ჩვენი სიმდიდრეც. ყველაფერ ამას ღმერთი შენ გიბოძებსო!"

ღვთისმოშიში ყმაწვილი სხვებს ექცა მაგალითად და არასოდეს დაუტევებია მოწყალების გაცემა.

ამ ამბავს "პროლოგი" მოგვითხრობს. მისნაირ ამბავსვე გვიყვება კონსტანტინოპოლის პატრიაქის წმინდა იოანე მოწყალის ცხოვრების აღმწერელი: ვინმე კაცმა თავის ვაჟს შესთავაზა, ან ღვთისმშობლის ხატი აერჩია, ანდა ქონება. კეთილგონიერმა ყმაწვილმა ღვთისმშობლის წყალობა ირჩია. როცა მამა გარდაიცვალა, შვილი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ეს რომ წმინდა იოანემ შეიტყო, ნოტარიუსს საიდუმლოდ ერთი საბუთის შექმნა დაავალა, რომლის მიხედვითაც პატრიარქი და ეს ყმაწვილი ნათესავები იყვნენ. პატრიარქმა ამ ამბის "შეტყობის" შემდეგ დიდად იზრუნა "ნათესავზე", ყველანაირად გვერდში დაუდგა, ფეხზე დააყენა და ყოველთვის ეხმარებოდა.

***
მამა პაისი ათონელი ბრძანებს: "არ გვაქვს უფლება, ჩვენს დროში გავფლანგოთ ის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა. ჩვენ პასუხს მივცემთ ღმერთს...

ბერძნები ჩვენს მართლმადიდებლობას ვუმადლით ქრისტეს, წმინდა მოწამეებსა და ჩვენი ეკლესიის მამებს. თავისუფლებას უნდა პატივს მივაგებდეთ. მოვალენი ვართ, შემოვინახოთ ეს წმინდა მემკვიდრეობა და არ გავფლანგოთ ჩვენს დროში".

***
კეთილი კაცი კეთილ კვალს ტოვებს, ბოროტი კი ბოროტს. ინგლისში გვარი იყო ასეთი - ჰულიგანი, რომლის წარმომადგენლები ყველა ყაჩაღი, კაცისმკვლელი, თაღლითი გამოდიოდა და შემდგომში იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, ამ გვარის მიხედვით ხულიგანს უწოდებენ.

მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: "ერთი ჩემი ნაცნობი, ოჯახის თავი, საუბრისას განუწყვეტლივ ნერვიულად აქანავებდა საჩვენებელ თითებს. ბავშვები ხომ მამისგან მის ყველა თვისებას ზედმიწევნით გადაიღებენ ხოლმე, მაგრამ ამოცანა იმაში მდგომარეობს, მხოლოდ კეთილი გადავიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევში ბოროტება დიდხანს გაგრძელდებას.

***
როცა მამა არსენი პატარა ბავშვს ხედავდა ეშმაკისგან შეპყრობილს ანდა პარალიზებულს, მას ესმოდა, რომ ამის მიზეზი მისი მშობლები იყვნენ. ის მათ ეპიტიმიას ადებდა, მას შემდეგ, რაც ბავშვს განკურნავდა.

***
მამა იაკობ ევბეელი ხაზგასმით ამბობდა, რომ მომავალ თაობათა სულიერ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მშობლების და საერთოდ წინაპართა სულიერ მდგომარეობას. მამა იაკობი რეკომენდაციას აძლევდა მშობლებს, რომ უფრო ყურადღებიანნი ყოფილიყვნენ ცხოვრების მიმართ, ერჩიათ შვილებისთვის, საქმე ჰქონოდათ და ოჯახური ურთიერთობები დაემყარებინათ პატიოსანი ოჯახის შვილებთან. "ფესვებს დიდი მნიშვნელობა აქვსო", - ამბობდა ბერი.

***
როცა ეზნეპიდისებმა თავიანთი ვაჟის ნათლობისას გადაწყვიტეს, მისთვის ქრისტოსი ეწოდებინათ, მაშინ მათმა და მთელი ფარასის (მხარე კაპადუკიაში) მოძღვარმა მამა არსენმა, რომელიც ნათლობის საიდუმლოს აღასრულებდა, უთხრა ყრმის ბებიას: "მისმინე, ჰაჯი-ანა, მე ხომ ამდენი ბავშვი მოგინათლე! ნუთუ ერთს მაინც არ მისცემ ჩემს სახელს?" ბავშვების მშობლებს კი უთხრა: "კარგია, რომ გსურთ დატოვოთ მემკვიდრე, რომელიც პაპის გზას გააგრძელებს. განა მე კი არ მინდა, ჩემს შემდეგ დავტოვო მონაზონი, რომელიც ჩემს გზას გამოჰყვება?" მოუბრუნდა ბავშვის ნათლიას და უთხრა, - წარმოთქვი "არსენი". ღირსმა მამამ ყრმას თავისი სახელი უწოდა. შემდგომში აცხადდა მამა არსენის წინასწარმეტყველება - მისი სული გადავიდა არსენ ეზნეპიდისზე და ყველასთვის ცნობილი მამა პაისი მთაწმინდელი შეიქმნა. მამა პაისი გრძნობდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც მამა არსენის სულიერი შთამომავლობა ავალებდა. ჩავიდა ფარასაში, რომელიც უკვე თურქების ხელში იყო, მოძებნა და გათხარა მამა არსენის საფლავი. მისი წმინდა ნაწილები საბერძნეთში ჩააბრძანა და მისი კეთილი მეცადინეობითაც ელადის ეკლესიამ მამა არსენი წმინდანად შერაცხა.

***
ანტონ მთაწმინდელი მოგვითხრობს სამი დიდი მღვდელმთავრის: წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა ბასილი დიდის და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის კელიაზე: "ამ კელიის ღირსშესანიშნაობა იმაში მდგომარეობს, რომ აშენების დღიდან არავისთვის არ მიუყიდიათ. ასეულობით წლის წინათ ააგეს და ყოველთვის მოძღვრიდან მოწაფეზე მემკვიდრეობით გადადიოდა. ღირსსახსოვარი ილარიონ ქართველი ამბობდა: "ამ კელიაში სამი მღვდელმთავარი სასწაულთმოქმედებს. იქ ყოველთვის დიდი მოსაგრენი ცხოვრობდნენ და ყველა ღრმა სიბერემდე აღწევდაო".

***
მამა იოანე კრესტიანკინისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო დედის ნაჩუქარი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც, თავის მხრივ, წინაპართაგან გადმოეცა მემკვიდრეობით. ერთხელაც, გაჭირვების გამო, ელისაბედმა (ასე ერქვა მამა იოანეს დედას) ნივთების გაყიდვა გადაწყვიტა. შესათვალიერებლად მოსულ ვაჭრებს ღვთისმშობლის ხატის გარდა არაფერი მოეწონათ. აღელდა ქალი, იკრავდა გულში ხატს, მთელი ღამე ტირილში გაატარა, განთიადისასღა ჩაეძინა. სიზმარში ნახა, - ვითომ მათ პატარა სახლს ღვთისმშობელი ტოვებდა. დედამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, აღარ გაეყიდა მემკვიდრეობით მიღებული სიწმინდე და ამ ხატით აკურთხა თავისი ვაჟი ვანიაც, როცა ის დამოუკიდებელი ცხოვრების გზას შეუდგა.

***
გორში სოფელ ვარიანის სამხრეთით მოზრდილი ჭაობი იყო, რომელიც წამლავდა ჰაერს და ზაფხულობით ციებას აჩენდა, ამ ჰაერმა დაუზიანა ფილტვები იაკობ გოგებაშვილს. ავადმყოფობა გაუღრმავდა მაშინ, როცა ის სასწავლებლად კიევის აკადემიაში გაემგზავრა. იქ სამი წლის ყოფნის შემდეგ ჭლექის ნიშნები გამოაჩნდა. ეს სნეულება მას მთელი ცხოვრება თან სდევდა. ამიტომაც არ უნდოდა ოჯახის შექმნა. ფილტვების ტუბერკულოზი მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული და ერიდებოდა, ცოლ-შვილი ამ სნეულებით არ დახოცოდა. იაკობს და დარია მამაცაშვილს გულწრფელი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ იაკობს ამ დიდ სიყვარულზეც უარი უთქვამს: "არა ვარ საერთოდ ცოლის შერთვის წინააღმდეგი, მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავუფიქრდი, თუ რა დიდ მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი კაცობრიობის წინაშე ჩემი ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ კიდევ სხვა ავადმყოფი ხალხი გამეჩინა ქვეყნისათვისა! ეს ხომ დიდი დანაშაული იქნებოდა".

სიკვდილის წინ იაკობმა ანდერძი შეადგინა, ფული ყველას გაუნაწილა, ის ასოთამწყობიც კი არ დაივიწყა, მის წიგნებს რომ აწყობდა, თვითონ კი... როცა დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს, თვითმხილველებმა თქვეს, მიცვალებულს დაკერებული ფეხსაცმელი ეცვაო.

***
ისევ მამა პაისის მოვუსმინოთ: "ადრე ადამიანები, როგორც რელიკვიას, სათუთად ინახავნენ ნივთებს, რომლებიც მათ პაპებს ეკუთვნოდათ... მახსოვს, როცა პირველად მთაწმინდაზე ჩამოვედი, ერთი საძმოს მოძღვარი გავიცანი. ის უკვე მოხუცი კაცი გახლდათ და განსაკუთრებული კეთილმოკრძალებით გამოირჩეოდა. სწორედ კეთილმოკრძალების გამო არ ყრიდა არა მარტო სკუფიებს, რომლებსაც მისი "პაპები" - წინამორბედები იხურავდნენ, ასევე ინახავდა კალაპოტებსაც, რომლითაც ეს სკუფიები მზადდებოდა. სხვადასხვანაირი ლამაზად შეფუთული ძველებური წიგნები და ხელნაწერები ინახებოდა მასთან, საგულდაგულოდ ჩაკეტილ წიგნების კარადაში. ამით მათ მტვერს არიდებდა, ხელში არ იღებდა, არ კითხულობდა. "მეო, - ამბობდა იგი, - ასეთი წიგნების წაკითხვის ღირსი არ ვარ. მე მხოლოდ მამათა სწავლებანს და კიბეს ვკითხულობ". შემდეგ ძმობაში ერთი ახალგაზრდა მონაზონი მოვიდა (ბოლოს ის მთაწმინდაზე არ დარჩა) და მოძღვრის მხილება დაიწყო: "აქ რა ათასნაირ ნაგავს აგროვებ?" შეკრიბა კალაპოტები და ცეცხლში ჩაყრა მოინდომა. "ეს ჩემს სულიერ პაპას ეკუთვნოდა, - ტირილით ეუბნებოდა მოძღვარი, - მათ ხელი რით შეგიშალეს? ჩვენ ხომ ამდენი ოთახი გვაქვს. სადმე კუთხეში დააწყვე". თუ პატივისცემა მცირედში აქვთ, დიდის მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იქნება; თუ არ იქნება პატივისცემა მცირედში, დიდშიც არ იქნება პატივისცემა. ასე ინახავდნენ გარდამოცემას მამები".

***
დაბოლოს, ერთი ლამაზი ამბავი უნდა მოგიყვეთ: გასულ ზაფხულს მომლოცველთა გუნდმა ტაო-კლარჯეთი მოილოცა. ოთხთა ეკლესიასთან მისულებს ბავშვთა გუნდი შემოეგებათ. "გურჯები ხართო?" "არაო". ტაძარში შესულებმა გალობა დაიწყეს. მათ გალობას თავისი წკრიალა ხმა ამ ბავშვთაგან ერთმა 14 წლის ლამაზმა გოგონამაც შეუერთა. თურმე "გურჯი" ყოფილა და მალავდა. ორ საგალობელს აჰყვა, მესამეს კი ვერა - არ იცოდა. "რა გქვია?" "თამარაო", - უთხრა გოგონამ. იქ ჩასულ ქართველებს რაც დაემართათ, იმის წარმოდგენა თქვენთვის მომინდია. ამის მოსმენისას მეც ჭინჭარმა დამსუსხა. თურმე ბოლომდე არ დავქცეულვართ, თურმე იქ, საქართველოს მოწყვეტილ ულამაზეს მხარეში, ჯერაც გადაეცემა მემკვიდრეობით სიყვარული სამშობლო-გურჯისტანისა და წმინდა მეფე თამარისა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat