მაშინღა მიხვდა ღირსი მამა, რომ მის წინ ღვთისმშობელი იდგა
მაშინღა მიხვდა ღირსი მამა, რომ მის წინ ღვთისმშობელი იდგა
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
თავი II. ღვთის რისხვა. როგორ დაინგრა ძველი იერისონი. დაბა იერისონი ათონის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მთაწმინდის საზღვართან.

ზღვის ნაპირას, ახლანდელი იერისონის ახლოს შემორჩენილია ძველი იერისონის ნანგრევები. დაბა 1932 წლის საშინელმა მიწისძვრამ დაანგრია.

ცოდვებმა, განსაკუთრებით დანაშაულებრივმა მამათმავლობამ, ღვთის სამართლიანი რისხვა დაატეხა თავს დაბასა და მის მკვიდრთ.

უფალს, როგორც "ბრძენ მკურნალს", სურდა, მოეკვეთა ეს ცოდვიანი განგრენა, ამიტომაც დაუშვა ეს კატასტროფა. ამით ბოროტნი დაისაჯნენ, სხვები - შიშით განეკრძალნენ, ხოლო მესამეთა - შეურყვნელთა დაცვა უნდოდა.

მთაწმინდელმა მონაზონმა, ივერიის სკიტის ბერმა, მამა ანდრიამ ერთხელ მეტად საგულისხმო ამბავი მიამბო. 1928 წელს ჯარიდან დემობილიზებული ანდრია მთაწმინდაზე მიემგზავრებოდა. ივერიის სკიტში უკვე ცხოვრობდა მისი ხორციელი ძმა და მასაც მონაზვნობა სურდა. გზად იერისონში გაათია ღამე. მეორე დღეს ნავსადგურში ათონისკენ მიმავალ კატერს ელოდა. მას იქაურმა ყმაწვილებმა ფულის საფასურად ბუნების საწინააღმდეგო მრუშობა შესთავაზეს. მამა ანდრიას ეგონა, ისინი ჩათრეული იყვნენ უწესო საქმეში და ყმაწვილებს შეგონება დაუწყო.

მამა ანდრია წავიდა მთაწმინდაზე, მონაზონი გახდა და არასოდეს დაუტოვებია ღვთისმშობლის ბაღი.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ბოროტი საფუარი უფრო გაფუვდა. 1932 წლის 13 სექტემბრის მშვიდ ღამეს, როცა დაბის მცხოვრებთ უშფოთველად ეძინათ, უეცრად საშინელმა ძვრამ შეარყია მიწა და იქაურობა თვალის დახამხამებაში დაიქცა. ნანგრევებში 172 ცხედარი იპოვეს, მათ შორის იყო სამრევლო ტაძრის მღვდელი მამა იოანე. ძალიან ბევრი დაშავდა. იერინოსი აღიგავა პირისაგან მიწისა.

როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ღმერთმა მთლიანად გაანადგურა სოდომი, გომორა და ზოგიერთი სხვა ქალაქი. მათ ადგილას კი გაჩნდა მკვდარი ზღვა, რომელშიც თევზიც კი არ ბინადრობს. ასევე, ღმერთმა ეს ძველი იერისონი ისეთ ნანგრევებად აქცია, რომ იქ დასახლება ვერავინ შეძლო. გადარჩენილებმა ახალი სოფელი ააშენეს...

ახლანდელი იერისონელები ძალიან განსხვავდებიას წინაპრებისგან წესიერებით და ღვთისნიერებით და მთაწმინდელ ბერებსაც ეხმარებიან.

თავი III. უზრუნველობა და ღვთისმშობლის შეწევნა

ღირსი ათანასეს ცხოვრებიდან. ერთხელ დიდ ლავრაში საკვები და ზეთი გამოელიათ. კარიესში მიმავალი ღირსი ათანასე შეწუხებული ფიქრობდა, სად ეშოვა საზრდელი მონაზვნებისა და მშენებლებისთვის. იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენი ღირსი მამა ათანასეს წყაროა, დიდებულმა ქალბატონმა შეაჩერა და ლავრაში დაბრუნება უბრძანა, - იქ საწყობი ხორბლითა და ზეთით ავსებული დაგხვდებაო. ნათქვამის დასაჯერებლად უფლის დედამ კვერთხი მიწას დაჰკრა და იქიდან ბროლივით წყარო წარმოდინდა. მაშინღა მიხვდა ღირსი მამა, რომ მის წინ ღვთისმშობელი იდგა (უფლის დედა ამის მერე უხილავი შეიქნა). ღირსი მამა უკან დაბრუნდა. ღვთისმშობლის დაპირებისაებრ, საწყობი სავსე დახვდა.

მას შემდეგ ლავრაში აღარაა იკონომოსი, მხოლოდ მისი მოადგილე, რადგანაც აქ იკონომოსი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. ლავრაში არის მისი ხატიც, "იკონომოსად" წოდებული.

მამა პეტრეს მონათხრობი.
ლავრელმა მონაზონმა ერთხელ სხვა ბერებს უამბო: 70-იან წლებში მთაწმინდაზე გამრავლდა გარეული ტახი, რომლებიც იკლებდნენ ბაღებს და პლანტაციებს, მონასტრებს, კელიებსა და სკიტებს. შეწუხებული ბერები თავგამოდებით ცდილობდნენ ნაამაგარის დაცვას.

თუმცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, რომელმაც პირობა მისცა პეტრე ათონელს - სიტყვისაებრ წმინდა გრიგოლ პალამასი - იქნებოდა გამომზრდელი, მზრუნველი და მკურნალი როგორც ხორცისა, ისე სულისა, ამ შემთხვევაშიც გამოაჩინა თავისი ძალა. მან დაუშვა, მთაწმინდაზე მგლები შემოსულიყვნენ. როგორც ამბობდნენ, ნადირი ბულგარეთიდან გადმოიხვეწა 1977 წელს და მუსრი გაავლო გარეულ ღორებს.

თუმცა ცოტა ხნის მერე მგლები ბერების ვირებსა და ჯორებს დაერივნენ. მაშინ წმინდა კინოტმა გადაწყვიტა, მგლის მოკვლაში ფული გადაეხადათ. დარაჯებმა და სხვა ერისკაცებმა უამრავი მგელი გაანადგურეს. ნადირი, რომელიც ათი წელი ბატონობდა მთაწმინდაზე, სრულიად გაქრა.

დიდმოწამე მინას დღესასწაული. მთაწმინდელ მონაზონ-კელიოტებს ტრადიციად აქვთ, კელიის ან კალივის ხატობაზე (ანუ იმ წმინდანის სახსოვრად, ვის სახელზეც არის ნაკურთხი ეკლესია) სხვა მხრიდან იწვევენ ნაცნობ მონაზვნებს დღესასწაულის სამზადისში დასახმარებლად, ასევე ათონზე სტუმრად მყოფ ღვთისმოშიშ ქრისტიან ერისკაცებს, რათა დღესასწაულებს ერთად შეხვდნენ.

დიდმოწამე მინას კალივაში, რომელიც დიდ ლავრას არის მიწერილი და ვიგლას ახლოს მდებარეობს, კალივის მოძღვარი ამ წმინდანის დღესასწაულისთვის ემზადებოდა. დღესასწაულის წინა დღეს გაწვიმდა და სტუმრების მოპატიჟება ვერ შეძლო, რის გამოც ძალიან წუხდა. საღამოს მწუხრისა და შუაღამიანის მერე, ძილის წინ, მონაზონმა დაახლოებით ამგვარი სიტყვებით ილოცა: "წმინდაო მინა! მაპატიე, რომ ამ წელს წვიმიანი ამინდის გამო ვერავინ მოვიწვიე შენს დღესასწაულზე, გთხოვ, სტუმრებს შენ თვითონ მოუხმო, შენ ხომ მეტი შესაძლებლობა გაქვს". ბერმა დამშვიდებულმა დაიძინა.

დილით კი ტაძარი სავსე იყო მომლოცველებით, რათა წმინდანის დღესასწაული აღენიშნათ. საგულისხმოა, რომ იმ წელს დღესასწაულზე უფრო მეტი ხალხი შეიკრიბა, ვიდრე ადრე, როცა სტუმრებს ეპატიჟებოდნენ.

უზრუნველი მონაზონი. კაფსალის ერთ-ერთ კელიაში დაყუდებული იყო კრეტელი კელიოტი ბერი. ის სულიერადაც მუშაკობდა და ხელსაქმესაც აკეთებდა. მაგრამ ხშირად ხელსაქმე სულიერ ცხოვრებაში აბრკოლებდა, მის გონებას მოსწყვეტდა ღმერთთან ერთობას, ხელს უშლიდა თვალი ედევნებინა თავისი გულისთქმებისთვის.

ერთხელ, როგორც ის ჰყვება, გადაწყვიტა, ხელსაქმეზე უარი ეთქვა და მხოლოდ სულიერად ემუშაკა, ელოცა და ღვთის სასუფეველი მოეძია, რადგან სჯეროდა, "ცხოვრებისეულ გასაჭირზე" ღმერთი იზრუნებსო. ასეც მოიქცა. ერთ შუადღისას კელიის ეზოში გამოვიდა და დაინახა, კედელზე ტომარა ეკიდა. გახსნა. მასში პური და სხვა სანოვაგე ეწყო. მადლობა შესწირა ღმერთს, რომელიც ზრუნავს მასზე, ისევე როგორც პირუტყვსა და ფრთოსნებზე. ამ შემთხვევაში მტკიცდება ჭეშმარიტება ქრისტეს სახარებისეული სიტყვებისა: "ეძიეთ პირველ რიგში ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ყველაფერი ეს შეგეძინებათ" (მათე 6,33).

თავი IV. ამბები ბოროტებასა და მიტევებაზე

ღირსი ათანასეს ცხოვრებიდან. დიდ ლავრაში წმინდა ათანასეს დროს ერთი მონაზონი ცხოვრობდა. მას გულში დემონი შეუძვრა და ისე მოიძაგა ღირსი ათანასე, რომ მისი მოკვლა გადაწყვიტა. ერთ ღამეს გალესა დანა და ღირსი ათანასეს კელიას მიადგა. კარზე დააკაკუნა. კელიიდან გამოვიდა ღირსი მამა, რომელიც ლოცვისა და მასზე განსვენებული მადლისაგან ბრწყინავდა. ბოროტი მონაზონი დაიბნა, დანა დააგდო, თვითონაც დაემხო ღირსი მამის ფერხთით და შენდობა ითხოვა. ღირსმა ათანასემ არათუ აპატია მას, დაასაჩუქრა კიდეც. მისი სიკვდილის შემდეგ ამ მონაზონმა მრავალი ცრემლი დაღვარა.

უბოროტობა ერთი ბერისა. ერთხელ ჯორით წმინდა ანას სკიტიდან ჩემს დიდ ლავრაში ვბრუნდებოდი. შევუდექი ციცაბო ბილიკს, რომელიც კატუნაკის უდაბნოდან კერასიისკენ მიდის. ჩამავალი მზე შავ ღრუბლებს დაეფარა და კოკისპირულ წვიმას გვაუწყებდა.

ათონური ღამის სიბნელე ნელ-ნელა ეშვებოდა მთაწმინდის უკაცურ ფერდობებზე. გავცდი "ცივ წყლებს" და გზა "ხაირისკენ" გავაგრძელე. წინ სამნაირი ფათერაკი მელოდა: ღამის სიბნელეში მონასტრის ბილიკი არ შემშლოდა, მშიერი მგლების ლუკმა არ გავმხდარიყავი და არ გაწვიმებულიყო.

სანამ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, წვიმის პირველი წვეთებიც წამოვიდა. ყველაზე გონივრული იქნება, სადმე მახლობელ კელიაში გავათიო ღამე-მეთქი. მარჯვნივ მივაბრუნე ჯორი და ღირსი პეტრეს კელიას მივადექი.

დავაკაკუნე. ბერი გამომეხმაურა, მოვიდა კართან და კვლავ მკითხა, რომელი ხარო. მოვახსენე. კარი გამიღო. ჩემი საპალნიანი ჯორი ბაგაში შეიყვანა და უბრალო კელიაში შემიძღვა. ბერი მარტო იყო, მორჩილი სოფელში გაეშვა.

სადილობისას გაიხსენა ერთი ამბავი, რომელიც ჩემმა სტუმრობამ მოაგონა: "გკითხე, ვინა ხარ-მეთქი და მერე გაგიღე კარი. წვიმიანი ღამეა და ასეთ დროს ათონზე ათასი რამ ხდება" (მართლაც, იმ ღამეს კაფსალაში, დიდმოწამე გიორგის კელიაში შეიპარნენ ქურდები. ცოტა ადრე კი ავაზაკებმა სცემეს მამა დიმიტრის "სარავარად" წოდებულ კელიაში და დიდხანს აწამებდნენ, წასაღებს ეძებდნენ. გასულ საუკუნეში კი იანაკობულოში მოკლეს ერთი ბერდიდი, მერე დაწვეს მისი კელია და მიიმალნენ), - თქვა და მერე მამა საბათიას ამბავი მომიყვა:

დიდი ლავრის გვერდით, "მორფონის" სამხრეთით მდგარ კელიაში რამდენიმე ათეული წლის წინ მოღვაწეობდა ერთი სათნოებით შემკული მონაზონი, სახელად საბათია.

ერთხელ იგი გამოვიდა კელიიდან და ქვევით მდებარე ბაღისკენ გაეშურა სამუშაოდ და სადილისთვის ბოსტნეულის დასაკრეფად.

სამუშაოს მორჩა და უკან გამობრუნდა. მის არყოფნაში კელიაში ყაჩაღი შეიპარა, მაგრამ ეტყობა, პატრონის მოსვლამდე კელიის გადაქოთება ვერ მოასწრო. ქურდმა ბერს დანა ჩასცა მუცელში, გარეთ გამოვარდა და დაიმალა. მამა საბათიას მუცელი ხელით ეჭირა, რომ შინაგანი არ გამოვარდნოდა, ასე ჩააღწია დაბლა ნაპირამდე, სადაც დაინახეს სხვა ბერებმა და ნავით თესალონიკში წაიყვანეს.

მან რამდენიმე კვირა იცოცხლა. ალბათ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ თურმე ნათესავმა ლობიო თუ ყურძენი მიუტანა. მან ჭამა და აღესრულა.

საავადმყოფოში მას სთხოვეს, დაესახელებინა მკვლელი, ანდა ფიზიკურად აღეწერა მაინც. არც პოლიციას, არც ნაცნობ მონაზვნებს და არც ნათესავებს მამა საბათიამ არაფერი უთხრა. ამ უბოროტო მოსაგრე მონაზონმა საფლავში ჩაიყოლა დამნაშავის აღწერილობა და აპატია საკუთარ მკვლელს ისე, როგორც წმინდა დიონისე ზეკინფელმა შეუნდო თავისი ძმის მკვლელს.

თავი V. ამბები უბრალოებასა და უპოვარებაზე

უბრალო მამა. როგორც მოგვითხრობდა ნეტარი მამა პაისი კაპადოკიელი, დიდი ხნის წინ ესთიგმენუს მონასტერში ცხოვრობდა უბრალო მამა, რომელიც მოხუცებულ ძმებს უვლიდა. ერთხელ სნეულმა მამამ სთხოვა, თევზი მომიტანეო. ის წავიდა მონასტრის ერთ-ერთ სარდაფში. დაემხო მუხლებზე ზღვისკენ გამავალ სარკმელთან და დაიწყო ლოცვა: "წმინდაო ამაღლებავ! გამოუგზავნე სნეულ ბერიკაცს თევზი". ჰოი, სასწაული! ზღვიდან ამოხტა თევზი და მის ფერხთით დაეცა. მან მადლობა შესწირა კეთილისმყოფელ უფალს, აიღო თევზი და საჭმელი მოუმზადა სნეულ მამას. ეს უბოროტო და უბრალო ბერი ფიქრობდა, რომ "ამაღლება" - წმინდანის სახელი იყო. ესთიგმენუს მონასტერი ზღვის პირას მდებარეობს და მისი საკრებულო ტაძარი უფლის ამაღლების სახელზეა ნაკურთხი.

მამა ნიკოდიმოს ალბანელი.
ქსენოფონტეს სკიტში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ჩრდილოეპირელი მონაზონი ნიკოდიმოსი. ის უკიდურესი უპოვარებით გამოირჩეოდა. ხელსაქმე არ ჰქონდა. მიმოივლიდა ქსენოფონტეს, პანტელეიმონის, დოქიარის, კოსტამონიტის და სხვა მონასტრებს და მოწყალებას აგროვებდა.

იმდენად უბრალო იყო, რომ არ სურდა, სოფლის მეურნეობის სადაზღვევო საზოგადოების პენსია მიეღო, როგორც იქცევიან სხვა კელიოტები. ფიქრობდა, ეს ფული რომის პაპისგან მოდისო.

ბოლოს, ეს უპოვარი და მიწიერ საგნებზე არმოფიქრალი ბერი თავისთან წაიყვანა უფალმა - საროჭიკოდ მიმავალი ქსენოფონტეს სკიტსა და ყუთლუმუშის მონასტერს შორის ბილიკზე მიიცვალა. სხვა გადმოცემით, ის კარიესსა და ივერიის მონასტერს შორის გზაზე გარდაიცვალა და აღფრინდა ზეცად ნიბლია ჩიტივით. მასზე ზედგამოჭრილია სიტყვა ერთი ღირსი მამისა: "უპოვარი მონაზონი - მაღლა მოფარფატე არწივს ჰგავსო".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat