ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უკრძალავს დედაკაცებს თავის ბაღში - მთაწმინდაზე ფეხის დადგმასაც კი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უკრძალავს დედაკაცებს თავის ბაღში - მთაწმინდაზე ფეხის დადგმასაც კი
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
მთაწმინდის მონასტრების ზოგიერთი ტრადიცია. დიდ ლავრაში აქვთ ტრადიცია და ტიპიკონი, რომლის თანახმადაც 26 სექტემბრიდან აღდგომამდე სავანის საკრებულო ტაძარში, ღვთისმსახურებაზე, სულის მარგებელი სწავლანი იკითხება: ცისკრის პირველ კანონზე - წმინდანთა ცხოვრება, დიდმარხვაში, შუაღამიანის მერე - ლავსაიკონი, ხოლო ცისკარზე, პირველი კანონისას - წმინდა იოანე კიბისაღმწერლის "კიბიდან". მესამე ჟამნზე, კანონის მერე, კვლავ "კიბეს" კითხულობენ. კვირაობით კი ორჯერ იკითხება: პირველად - შუაღამიანის შემდეგ (საკვირაო სამოციქულოს განმარტება), მეორედ - ცისკრის პირველ კანონზე (სახარების განმარტება).

ათონის ყველა ღირს მამათა დღესასწაულის წინა საღამოს, ვის პატივადაც არის ნაკურთხი კატუნაკში დანიელის კელიის ტაძარი, რამდენიმე წლის წინანდელი ტრადიციით, ხსენებული კელიის ძმებს ტრაპეზზე ლოკოკინა შემოჰქონდათ.

ღირსი ათანასეს ხსენებისას (5 ივლისს) დიდ ლავრაში კოლიოს ამზადებენ. კოლიოს ზედაპირზე ხატმწერები საკვები საღებავებით ღირსი მამის გამოსახულებას აკეთებენ. დღესასწაულის საღამოს, სავანის ქტიტორთა პანაშვიდის შემდეგ, კოლიოს ზედაპირზე ორთავიან არწივს გამოხატავენ. ამ ტრადიციას იცავენ სხვა მონასტრებშიც, თავიანთი ტაძრის დღესასწაულებზე.

მთაწმინდის უდაბნოს პირველი ნაწილია წმინდა ანას მცირე სკიტიდან დიდი ლავრის მახლობელ ვიგლამდე. ამ უდაბნოშია წმინდა ანას მცირე სკიტის კელიები, კარულია, კატუნაკი, კავსოკალივა, ღირსი ნილოსის კელია, თანაკუპოლის და ვიგლასი, რომლებიც დიდ ლავრას არიან მიწერილნი. ამ ადგილს შეიძლება ვუწოდოთ ათონის ქვედა უდაბნო.

მეორე უდაბნო უფრო განმარტოებული ადგილია, მასში შედის ნაწილობრივ ღირსი პეტრეს კელია, კესარიის შუაში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკვდერი და საკუთრივ ათონის მწვერვალი, ღირსი პეტრესა და წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის კელიები, ცოტათი ზევით მდებარე ღირსი ანტონისა და სხვა კელიები, კერასიის კელიები, ბასილი დიდის სკიტი და წმინდა პანტელეიმონის ეკვდერი, რომელიც წმინდა ანას სკიტს არის მიწერილი. ეს ათონის ზედა უბანია. უდაბნოს პირველი ნაწილი დაბლობზეა და მასთან ურთიერთობა მოსახერხებელია ზღვითაც და ხმელეთითაც. უდაბნოს მეორე ნაწილში მოგზაურობა ძნელია და მას იშვიათად სტუმრობენ მნახველნი, აქ მოხვედრა ფეხით ან ჯორით არის შესაძლებელი.

ზეცის და თვალუწვდენელი ეგეოსის ზღვის მაყურებელი მოსაგრე, განშორებული სოფლისა და მისი მზაკვრობისგან, ჭეშმარიტად იგემებს სიტკბოებას უსაზღვრო მყუდროებისა. ესმის ჯორების ზანზალაკების ჟღარუნი, გარეულ ფრინველთა გალობა და ღამით მხეცების ყმუილი. და თუ ეს მოღვაწე სულიერია, სათნოებით აღსავსეა, ღვთისმოშიშია და წმინდაა გულით, ჭვრეტს საღმრთო გამოცხადებას და როცა ყოვლადწმინდა სული მოიხილავს და აღიტაცებს მოღვაწეს (სულიერი აღფრთოვანებით), იგი გამოდის მიწიერი დროის და სივრცის საზღვრებიდან და აღიწევა არამიწიერ ადგილას, სადაც ის გრძნობს: "არამიწიერ კეთილსურნელებას, მცირე ზომით იგემებს "ზეციურ საკვებს", მოისმენს მცირე ნაწილს "გამოუთქმელი სიტყვებისა" და კვლავ დაუბრუნდება თავის "მიწიერ ქოხს".

გონს მოსული მოღვაწე გარემოცულია საღმრთო მხიარულებით და გამოუთქმელი სიხარულით და დარჩენილი სიცოცხლე უფრო მეტი მოშურნეობით იბრძვის თავისი ცხონებისთვის, უფრთხის, არ დაეუფლოს რაიმე ვნება, არ აცდუნოს ეშმაკმა, ანდა სიზარმაცით არ დაკარგოს ის ზეციური სიკეთეები, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა.

როცა დადგება ჟამი, თავის დაღლილ, მარხვით დაუძლურებულ სხეულს დატოვებს ამ მიწიერ სამოთხეში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღში, სული მისი კი ამაღლდება უფალთან, რომელიც შეიყვარა, და ეს მოხდება თვით უფლის დიდებული დღის გამოჩენამდე, როცა ის კვლავ აღდგება უხრწნელი და უკვდავი, რათა ჭეშმარიტად დატკბეს გამოუთქმელი ზეციური სიკეთეებით, სადიდებლად სახიერი ღვთისა და ქრისტე მაცხოვრისა და სულისა წმინდისა.

***
შემოდგომის განთიადი დიდ ლავრაში. სოფელში მცხოვრები მღვდელმონაზონი მთაწმინდაზე ჩამოვიდა, რამდენიმე მონასტერი მოინახულა და დიდ ლავრამდე მიაღწია, სადაც ცოტა ხანი დაჰყო. განსაკუთრებით მოეწონა ლავრის სულისშემმუსვრელი სამოთხისებრი გარემო. მწუხრის და ვახშმის მერე თავის კელიაში წავიდა დასვენების, ლოცვისა და ძილისთვის.

ჩამობნელდა, ღამის სიბნელეს ოდნავ ანათებდა მონასტრის შუქურები და ლამპრები, რომლებიც მოჩანდა ტაძრის სარკმლებიდან. დროდადრო მონაზონთა ნაბიჯების ხმა ისმოდა, რომლებიც ხის კიბით თავიანთ კელიებში მიდიოდნენ დასასვენებლად. საკმაო დრო გავიდა. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით უვერცხლო მკურნალთა ეკვდერთან მდებარე კვიპაროსიდან ოფოფი ხმიანობდა. ის დროდადრო გალობდა გვიან ღამემდე.

ლოცვის, მუხლთადრეკისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვის მერე მონაზვნები დასაძინებლად დაწვნენ. შორიდან ტურების ყმუილი მოისმოდა. სამის ნახევარია. ეზოში, მთვარის მკრთალ შუქზე, გამოჩნდა ტაძრისკენ მიმავალი მნათეს აჩრდილი - კანდელების ასანთებად იჩქარის. სამი საათია. მნათე "მაღვიძარა" ზარს რეკავს - ეს სიგნალია მონაზვნებისთვის - კანონის შესრულებისა (სკვნილზე ლოცვა და მუხლთადრეკა) და დილის მსახურებისთვის რომ მოემზადონ.

სავანის სტუმარმა, სოფლელმა მღვდელმონაზონმა, მსახურების კანონი საღამოს შეასრულა და ახლა, ზარის ხმა რომ მოესმა, წამოდგა, პირი დაიბანა, მოემზადა და თავისი კელიის აივანზე გამოვიდა ერთი საათით ჩამოსაჯდომად, ვიდრე მნათე მესამედ, ახლა უკვე ხელის სარეკელაზე კაკუნით არ მოუხმობდა ღვთისმსახურებაზე. შემოდგომის განთიადია. გრილა. შორს, აღმოსავლეთით, მთვარის მკრთალ შუქზე ბრწყინავს ეგეოსის ზღვა. სადღაც ბულბულები გალობენ. მღვდელმონაზონი ჩამოჯდა თუ არა აივანზე, მასთან ბულბული მოფრინდა და აივნის ქვეშ, მონასტრის გალავანთან მდგარ ნუშის ხეზე მოკალათდა. ბულბულმა თავისი "ექვსფსალმუნის" გალობა დაიწყო. მღვდელმონაზონი "სმენით ტკბებოდა". საღმრთო მხიარულებამ დაიპყრო მისი გული, აუხსნელმა სიხარულმა, სულიერმა აღფრთოვანებამ, მდუმარედ გამოთქმულმა ღვთის დიდებამ და შემუსვრილი გულის ამოოხვრამ. გული მისი ღმერთთან აფრინდა, რომელმაც ყოველივე "სიბრძნით ჰქმნა", მაშინ როცა მისი სხეული მიწიერ სამოთხეში, ღვთისმშობლის ბაღში რჩებოდა.

მღვდელმონაზვნის განმამხიარულებელი ფრინველი მოშორებით გადაფრინდა და იქ განაგრძო თავისი სასიტკბო ლოცვა. ძალზე სწორად დაწერა მეფემ და წინასწარმეტყველმა: მხეცნი და ყოველი პირუტყვი, ქვეწარმავალნი და ფრინველნი ფრთოსანნი აქებენ და ადიდებენ ღმერთსა. და აი, როცა მღვდელმონაზონმა მოისმინა ბუნების "ექვსფსალმუნი", სარეკელას კაკუნიც გაისმა. კიბეს აჰყვა და ტაძრისკენ გაემართა, რათა ახლა იქ მოესმინა "ექვსფსალმუნება" მიწიერ ანგელოზთა - მონაზვნებისა, რომლებიც ადიდებენ ღმერთს მისი დიდებულებისა და სახიერების გამო.

ნაწილი 1. თავი 1. ამბები ათონის მთაზე უკანონოდ დასჯისა
ღვთისმშობელი წინ აღუდგა. ერთხელ რომის იმპერატორ კონსტანტინეს ცოლმა პლაკიდიამ კონსტანტინოპოლში თავისი ძის, არკადის მოსანახულებლად წასვლა გადაწყვიტა და მეუღლეს ნებართვა სთხოვა ათონის მთაზე ასვლისა, სახელდობრ, სურდა ენახა თავისი მამის, თეოდოსის მიერ აშენებული ვათოპედის მონასტერი.

მივიდა ვათოპედში. სავანიდან მის შესახვედრად მონაზვნები გამოვიდნენ. პლაკიდია თავმდაბლად და კრძალვით ტაძარში მთავარი შესასვლელით კი არ შევიდა, არამედ გვერდითი კარიდან. კარიბჭეში უხილავი არსების შეძახილი მოესმა: "შენ აქ რა გინდა? აქ მონაზვნები ცხოვრობენ, შენ კი დედაკაცი ხარ; მტერს მათი თავდასხმის საბაბს რად აძლევ? შეჩერდი, ნაბიჯი აღარ გადადგა, თორემ ცუდი რამ დაგემართება". შეშინებული დედოფალი მიწაზე დაემხო და შეწყალება ითხოვა.

ამ სასწაულის მოსაგონებლად მან ტაძარს ეკვდერი მიაშენა და ბრძანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაეხატათ (რომელსაც "ამკრძალავი" ეწოდა) და მის წინ ჩაუქრობელი კანდელი აენთოთ.

მწერებმა დასაჯეს. ერთხელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი მთაწმინდის სანაპირო წყლებში თევზაობდნენ. სიბნელეს დაუცადეს და ნაპირს მიადგნენ ღამის გასათევად. ორნი იყვნენ, ერთი ქალი. ფიქრობდნენ, დილაადრიან ავკრეფთ ბადეებს და შინ გავწევთო.

დასაძინებლად მოეწყვნენ, მაგრამ კოღოებით და ბაღლინჯოებით შეწუხებულებმა თვალის მოხუჭვა ვერ შეძლეს.

ეს მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასჯელად ჩათვალეს, რომელიც არის შუამდგომელი და მფარველი თავისი ბაღისა - მთაწმინდისა, რაც გაკვეთილად იქცა - არ უნდა გაეთია ღამე ქალს მთაწმინდის საზღვრებში.

უცნაური ქვათა ცვენა. ათონის უდაბნოში მცხოვრები მამა საქმეების გამო სოფელში წავიდა. უკან მობრუნებული ურანოპოლისში ერთ ახალგაზრდა მეთევზეს შეხვდა და საუბარი გაუბა მთაწმინდის საზღვართა ხელშეუხებლობაზე.

ახალგაზრდამ უამბო ბერს, რომ ერთხელ ძმასთან ერთად თევზაობდა კავსოკალივის სკიტსა და ვიგლას შორის. თან დაც ახლდათ დამხმარედ. დაღამდა. ქალიშვილმა ძმებს სთხოვა, ნაპირთან მიეცურათ - "გამიჭირდაო". ქალიშვილი ნაპირზე გადავიდა და მოშორებით ჩაიმალა. უეცრად კლდიდან ქვებმა და ქვიშამ იწყო ცვენა. ქალიშვილს ეგონა, მიწისძვრააო და შეშინებულმა ძმებთან მიირბინა და უთხრა, რაც მოხდა. მათ კი არაფერი შეუნიშნავთ. და გემბანზე აიყვანეს და ათონის ნაპირებს მოშორდნენ. მომხდარით მათ მიიღეს მინიშნება იმისა, რომ "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უკრძალავს დედაკაცებს თავის ბაღში - მთაწმინდაზე ფეხის დადგმასაც კი".

თავი 2. ამბები ღვთის რისხვასა და ცოდვილთა უეცარ სიკვდილზე
ღვთის რისხვა. დიდი ლავრის გვერდით, "ხაირში", ძველი ქოხი დგას, რომელიც ლავრის მონაზვნებს აუგიათ, ან შესაძლოა ადგილობრივი მეუდაბნოეების აშენებულია და განკუთვნილია მგზავრთა ავდარში თავშესაფარებლად.

აქედან მომლოცველს ჩრდილო-აღმოსავლეთით დიდი ლავრის პანორამის დანახვა შეუძლია, აღმოსავლეთით მოჩანს ნათლისმცემლის რუმინული სკიტი, ვიგლას კელიები და ღირსი ათანასეს მღვიმე, სამხრეთ-დასავლეთით კი იანაკოპულის კელიები, ღირსი პეტრე ათონელისა და წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის კელიები. "ხაირის" დასავლეთში, "პერდიკში", 1905 წელს, ერთ მშვიდ საღამოს, საშინლად იძრა მიწა. გაჩნდა უზარმაზარი ნაპრალი, რომელსაც დღესაც ნახავთ ღირსი პეტრესა და წმინდა სვიმეონის კელიებს შორის.

"შემთხვევით" იმავე ღამეს ზღვაში სათევზაოდ გასულიყო ორი მონაზონი - ქრისტეფორე და პართენი. სამი მეთევზე ერისკაციც ახლდათ. მიწისძვრით ჩამოცვენილმა ლოდებმა ზღვამდე მიაღწია და მეთევზეების ნავი გადააბრუნა.

გადარჩა მხოლოდ ერთი მონაზონი, რომელიც ხის მორს ჩაეჭიდა და უცდიდა, რომ ღმერთი მის გადასარჩენად ვინმეს გამოგზავნიდა. ასეც მოხდა: დიდლავრელმა მონაზონმა (წარმოშობით აგარიანმა) მამა გაბრიელმა "შემთხვევით" ჩაიარა იმ ადგილას. ხეს ჩაბღაუჭებულმა საშველად უხმო და ღვთის კეთილი ნებით გადარჩა.

გადარჩენილმა აღიარა მამა გაბრიელის წინაშე, რომ წინა ღამით, სათევზაოდ გასვლამდე, ზოგიერთი მათგანი ლოთობდა და მკრეხელობდა. და აი, უეცრად მოსულმა სიკვდილმა ისინი წაიყვანა.

მემრუშის უცნაური სიკვდილი. ერთხელ ერთ კონსტანტინოპოლელ მონაზონს ვეუბნებოდი, ყოველი კაცი, განსაკუთრებით მონაზონი, ყოველ წამს უნდა იყოს მზად სიკვდილისთვის, რადგან არავინ იცის თავისი აღსასრულის ჟამი და უკანასკნელი დღე-მეთქი. ამის დასტურად მიამბო მისი ერისკაცობის ჟამს მომხდარი ამბავი.

ერთი კონსტანტინოპოლელი "ქრისტიანი" თავისი ახლობლების ცოლებთან მრუშობდა. მასთან ვერც მუქარამ გაჭრა და ვერც შეგონებამ. "ღმერთის არ ეშინოდა და კაცის არ რცხვენოდა".

და აი, ერთხელ, როცა გათხოვილ ქალთან მრუშობდა, სრულიად ჯანმრთელი ცოდვის სარეცელზე მოკვდა. ასეთი რამ ძალზე საშიშია, ამას საუკუნო სიკვდილისკენ მიჰყავს სული და წარწყმედის ნიშანია. წმინდა წერილში უფალი ამბობს, "როგორც წავაწყდები, ისე განვითარდებაო". ანუ თუ ცოდვაში წაგასწრებ, გეენიის ცეცხლში გაგგზავნი, თუ სათნოებათა ქმნაში გიხილავ, გადაგარჩენ და სამოთხეში გაგგზავნიო. ცა და მიწა გადაივლის, უფლის სიტყვები კი არ გადაივლიან. ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა.

მრავალი ამგვარი შემთხვევა ყოფილა მოუნანიებელ ცოდვილთა საშინელი სიკვდილისა. ცხადია, ღვთის მიზანი - მაგალითის მოცემაა. როცა ხედავენ, თუ როგორ "ჩაიგდება ცეცხლში" უნანელი ცოდვილი, ადამიანები შეინანებენ და ცხონებისთვის გამოსწორდებიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat