"მთელმა სამყარომ რომ დაგიტევოს, მე არ მიგატოვებ"
"მთელმა სამყარომ რომ დაგიტევოს, მე არ მიგატოვებ"
* სულიერმა შვილმა სთხოვა მამა პაისის, - საშობაოდ რაიმე მისურვეთო. ბერმა მიუგო, - "ვისურვებდი, იდგე ქრისტესა და ღვთისმშობლის გვერდით ისე, როგორც ის ცხვარი დგას ბაგასთან. ვფიქრობ, მას არაფერი აქვს დასაჩივლი, როგორც იმ ხარსა და ვირს, რომლებიც თავიანთი სიმხურვალით ათბობენ ბაგაში ჩაწვენილ ქრისტეს. "იცნა ხარმან მომგებელი და ვირმან ბაგე უფლისა თვისისა" (ესაია 1,3), - ბრძანებს წინასწარმეტყველი ესაია. რას ნიშავს, "ხარმა იცის თავისი პატრონი და ვირმა ბაგა თავისი უფლისა" (ბატონისა)? მათ იცნეს, ვინც იწვა ბაგაში და თავიანთი სუნთქვით გაათბეს! იცნეს თავიანთი შემოქმედი! ხოლო ვირი რამხელა პატივის ღირსი გახდა - ქრისტე უნდა წაეყვანა ეგვიპტეში! ხელისუფალნი დადიოდნენ მოოქრული ეტლებით და რითი წავიდა ქრისტე! როგორ მინდა ის ვირი ვიყო".

* ნეტარი იერონიმე ეგინელი ამბობდა: "გინდა გიყვარდეს ადამიანები? უზომოდ შეიყვარე ქრისტე და ისწავლი, როგორ შეიყვარო ადამიანები. ასეთი სიყვარული ქრისტეს სიყვარულიდან მომდინარეობს და ჭეშმარიტი და ძლიერია".

* მაინც როგორი სიყვარული უნდა გვქონდეს ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი?! სამაგალითოდ მამა ისააკ დიონისელის (+1932) სიყვარულს გავიხსენებთ. მამა ისააკს დღისით ერთი საათი ეძინა, ღამით - ორი. დანარჩენ დროს კი უთმობდა იმას, ვისკენაც მიისწრაფოდა სული მისი. "როცა წმინდა მოციქულების კაფიზმაში ვიყავით, - ჰყვება მამა ლაზარე, - ჩვენ, ორნი, ორსაათნახევარს ვლოცულობდით. მამა ისააკმა ჩვეულებისამებრ ორჯერ წარმოთქვა მშვიდად: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი". მესამედ გული ისე აენთო, რომ აღარ შეეძლო, მშვიდად ელოცა. მღელვარებისაგან ხმა აუკანკალდა, აუთრთოლდა და ჩაუწყდა... ვუსმენდი მას, მიკვირდა ქრისტესადმი მისი გულწრფელი სიყვარული".

* ხოლო როგორია უფლის კაცთა მიმართ სიყვარული? - ღირსი მამა სისო ბალაამელი (+1931) ჰყვებოდა: "როცა უდაბნოში ვცხოვრობდი, ეშმაკი ისეთ განსაცდელში მაგდებდა, რომ იატაკზე ვგორავდი და ცრემლად ვიღვრებოდი. უეცრად გამომეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მითხრა: "მთელმა სამყარომ რომ დაგიტეოს, მე არ მიგატოვებ".

* "გინდა ყოველდღე სასწაული იხილო? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განკაცებასა და ვნებაზე", - გვასწავლის წმინდა ტიხონ ზადონელი. "შეგიძლია დამდაბლდე - ესე იგი შეგიძლია მიჰბაძო იესო ქრისტეს", - ამბობს წმინდა ბასილი დიდი.

* "ძე ღმრთისა მოევლინა დედამიწას სულით, სხეულით და ღმრთაებით, რათა როგორც ღმერთს დაეხსნა სული და სხეული სიკვდილისაგან", - ბრძანებს ამბა თალასე.

* არქიმანდრიტმა იონა კიეველმა (XXს.) ბევრი განსაცდელი და დევნა დაითმინა კაცთაგან. მას სცემდნენ, თმით ათრევდნენ, წვერს აგლეჯდნენ... ერთხელ, როცა თავის კელიაში დამწუხრებული იესოს ლოცვას იმეორებდა, მასთან მაცხოვარი შემოვიდა. უფალი კუნძზე ჩამოჯდა, რომელიც იონას მაგიდის მაგივრობასაც უწევდა. მამა იონა ცრემლთა ფრქვევით დაემხო მის ფერხთა წინაშე, შემდეგ მოიკრიბა ძალა და იესოს მიმართა:

- უფალო, გავბედავ და შეგეკითხები: როცა ძველ აღთქმაში გთხოვეს, გამოსცხადებოდი, უპასუხე: "არავის ძალუძს იხილოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს"... რატომ მოხვედი ჩემთან, უდიდეს ცოდვილთან?

მაცხოვარმა უპასუხა:

- იმიტომ, რომ შენ შეიყვარე ადამიანები ისე, როგორც მე შევიყვარე.

* იყო ერთი ქრისტეს მოყვარე, გლახაკთმოწყალე, ჭაბუკი ასაკითა და მხცოვანი გონებითა, წმინდა და უმანკო ბერი მარტვირი. ხშირად დადიოდა ხოლმე ლოცვა-კურთხევის მისაღებად სხვა მონასტერში მცხოვრებ სულიერ მამასთან. ერთხელ მოძღვართან მიმავალმა გზაში დაგდებული გლახაკი იხილა, ერთიანად დაწყლულებული, თვალისჩინდაკარგული, უღონო. შეეწყალა მარტვირს იგი, შეახვია თავის ანაფორაში, აიკიდა და მიიყვანა მონასტერში. მისმა ღვთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარ იხილა ყოველივე და შესძახა ბერებს: "სასწრაფოდ გააღეთ მონასტრის კარები, რამეთუ ჩვენი საყვარელი ძმა მარტვირი მოდის ღმერთტვირთული". კარებთან მისულმა მარტვირმა ზურგიდან მოიხსნა გლახაკი და რას ხედავს - სახე აქვს "ვითარცა ხატი გამოწერილი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი" და ამაღლდა უფალი ზეცად. მარტვირი განცვიფრებული შესცქეროდა უფალს. მან უთხრა, - "ჰოი, მარტვირ! შენ არ უგულებელმყავ ქვეყანაზე და არც მე უგულებელგყოფ ცათა შინა. შენ მოიხილე ჩემ ზედა წყალობით, ხოლო მეც შეგიწყალო შენ!" და უჩინო იქმნა მის თვალთა წინაშე. მონასტერში შესულ მარტვირს მოძღვარმა ჰკითხა: "სულიერო მამაო მარტვირ, ვინ იყო, რომელიც გეტვირთა?" ხოლო მან მიუგო: "რომ მცოდნოდა, ვინ იყო, ფეხებზე მივეკვრებოდი და ცრემლებით დავუსველებდი!" მერე კი მოუთხრო ყველაფერი. "მძიმე იყო, შვილო საყვარელო?" - ჰკითხა მოძღვარმა. "არა, პატიოსანო მამაო! ოდეს ავიკიდე, ვერ ვიგრძენი სიმძიმე მისი, რამეთუ მეტვირთა მე უშრომელად მტვირთველი ყოვლისა სოფლისა და მპყრობელი ცისა და ქვეყანისა".

* უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი. მაგრამ იყვნენ ერეტიკოსები ევტიქიანელები - მონოფიზიტები, რომლებიც ბოროტად ასწავლიდნენ, თითქოს იესო ქრისტეში მისი კაცებრი ბუნება სრულად გამოდევნა ღვთაებრივმა ბუნებამ და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება უნდა ვაღიაროთ. სწორედ ეს ერესი დაგმო ეკლესიის მამათა IV მსოფლიო კრებამ ქალკედონში 451 წელს. აქ შეკრებილმა მართლმადიდებლებმა და არამართლმადიდებლებმა თავიანთი აღსარება, რწმენის სიმბოლო ჩამოწერეს თავ-თავიანთ გრაგნილზე. ორივე გრაგნილი ჩადეს ტაძარში დასვენებულ წმინდა ეფემია ყოვლადქებულის ლუსკუმაში. ილოცეს, რომ ღმერთს თავისი სათნომყოფელის მიერ მიეთითებინა მათთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება. მეოთხე დღეს განხსნეს ლუსკუმა და ერთი გრაგნილი წმინდა ეფემიას ფერხთით ნახეს დაგდებული, მეორე კი ხელთ ეპყრა. სწორედ ამ უკანასკნელში ეწერა მართალი სარწმუნოება.

* მეფე დიოკლეტიანემ თავისი სარდალი ნეანი (ნათლისღებით პროკოფი) ქრისტიანთა საწამებლად გაგზავნა. გზად ხმა მოესმა ზეციდან: "ნეან, ვისთან მიდიხარ და ვის წინააღმდეგ ილაშქრებ?" - მეფემ გამომგზავნაო, - უთხრა სარდალმა, - უნდა ამოვხოცო ყველა, ვისაც ჯვარცმულისა სწამს. "ჰოი, ნეან, შენ ჩემს წინააღმდეგ მოდიხარ?" - ვინ ხარ შენ, უფალო? არ გიცნობ, - უთხრა სარდალმა. ამ დროს ცაში გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი და იქიდან მოისმა: "მე ვარ იესო, ჯვარცმული, ძე ღმრთისა". ნეანმა მთრთოლარე ხმით ჰკითხა: "თუ შენ მართლა ძე ღმრთისა ხარ, მაშინ იუდეველებმა როგორ გაბედეს შენი დაცინვა, ჯვარცმა და მოკვლა?" ჯვრიდან კვლავ მოესმა, - "მე ეს კაცთა მოდგმისთვის, ჩემი ნებით დავითმინე, რათა განმეთავისუფლებინა ცოდვილნი ეშმაკის ხელმწიფებისგან, მომეძია წარწყმედილნი და განმეცოცხლებინა მკვდარნი. მე რომ არ ვყოფილიყავი ძე ღვთისა, სიკვდილის მერე როგორ დავრჩებოდი ცოცხალი და შენ დაგელაპარაკებოდი?" როგორც სავლე წმინდა პავლე მოციქულად აქცია, ასევე ღვთის მადლმა სარდალი ნეანი წმინდა დიდმოწამე პროკოფად გადააქცია...

* "უფალო, - ჰკითხა წმინდა სვიმეონ საკვირველმოქმედმა მის წინ გამოცხადებულ იესოს, - როგორ გაწამეს იუდეველებმა?" უფალმა განართხრო ხელნი ჯვრის სახით და თქვა: "ასე გამაკრეს ჯვარზე, მაგრამ თვითონ მოვისურვე, ჯვარცმული ვყოფილიყავი".

KARIBCHE* წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "როგორ ვუპასუხოთ მათ, ვინც ამბობს: "სასწაულთმოქმედ ქრისტეს არ შეუძლია ჩვენს ლოგიკაში ჩაეტიოს!" პასუხი უბრალოა: "თქვენ ჩაეტიეთ მის ლოგიკაში. მის ლოგიკაში თავისუფლად გრძნობს თავს მარადისობა და დროის კეთილშობილება. თუ მოისურვებთ, თქვენთვისაც მოიძებნება იქ ადგილი..."

სხვა დროს კი ბრძანებს: "ძმანო ჩემნო, ნუ ეცდუნებით კაცთა მატყუარა ოცნებებით, რომლებიც ამბობენ: "ვიხილავთ ქრისტეს ზეცაში, როგორც ღმერთს და მაშინ ვიწამებთ". გვიანი იქნება მაშინ რწმენა და უსარგებლო - მისი სახის ხილვა. გვმართებს, მივყვეთ ჩვენს სარწმუნოებას, დავინახოთ ქრისტე, როგორც ღმერთი, იმ დანერწყვილ, ნაცემ, დასისხლიანებულ და დამცირებულ ადამიანში, კაიაფას ეზოში რომ ზის, იმ მდუმარე სასჯელმისჯილ ტყვეში, რომელსაც ებრაელები უსარგებლო საგნად თვლიდნენ და ურცხვად დასცინოდნენ. აი რწმენა, რომელიც ფასობს ზეცაში. მისთვის (სარწმუნოებისთვის) ჯილდო - აღდგომაა მკვდრეთით და უკვდავება. ამ რწმენამ აღზარდა და გადაასახლა ზეცად გუნდნი და გუნდნი ყველაზე ნათელ სულთა, ყველაზე ძლიერი ხასიათისა, ყველაზე მომთმენნი და განათლებულნი გონებითა".

* "როგორ შეიძლება ვიწოდოთ ქრისტეს, მდაბლისა და უწმინდესის, მიმდევრებად, თუკი ყოველდღიურად ერში ვაფრქვევთ ათასნაირ ჭორს სხვის ცოდვებსა და ნაკლზე? დაფარო საკუთარი სათნოებები და სხვისი ცოდვები - აი, რა არის უმთავრესი სულიერი სიბრძნე", - წმინდა ნიკოლოზ სერბი.

დღევანდელ განმაახლებლებს მოუხდებათ წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები: "ვის შეუძლია გადაარჩინოს სამყარო უმეცრებისგან? არავის, ყოვლისმხილველი და ყოვლისშემძლე ქრისტეს გარდა. რით შეიძლება გადარჩნენ თვითონ უმეცრები? არაფრით, ქრისტეში რწმენისა და მისდამი მინდობის გარდა. ვინ არის ამქვეყნად ყველაზე დიდი უმეცარი? ის, ვინც უარყოფს იმას, რასაც ქრისტე ამტკიცებდა, და ამტკიცებს იმას, რასაც უფალი უარყოფდა. ერთი სიტყვით - ის, ვისაც თავი განათლებულად მიაჩნია რაიმეში, რაც ქრისტიანული ცოდნის საწინააღმდეგოა".

* როგორ შეიძლება ვაღიაროთ ღმერთად ის, ვინც მოკვდა და ჯვარზე გაიკრა? - ეკითხებოდნენ წარმართები წმინდა ლუკიანეს. წმინდა მოწამემ უპასუხა: "იგია ღმერთი ჭეშმარიტი, ძე ჭეშმარიტი ღმერთისა. იგი საუკუნითგან იყო მამასთან, მაგრამ მოისურვა, განეახლებინა კაცთა მოდგმა, რომელიც ადამის შეცოდებით იღუპებოდა. კეთილ ინება შობილიყო ყოვლადწმინდა ქალწულისგან, რათა ერთ პირში ყოფილიყო ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი, ჭეშმარიტი ძე ღმთისა და ძე კაცისა, ღვთაებრივად უვნებო, ადამიანურად ვნებას (სატანჯველს) მიცემული ჩვენი გამოსყიდვისთვის, მორჩილქმნილი მამისა, ვიდრე ჯვარზე სიკვდილამდე. ძე ღვთისას რომ არ მოესურვებინა ძე კაცისა გამხდარიყო და არ შეემოსა ხატი მოკვდავისა, მაშინ ადამიანთა მოდგმა ვერ მიიღებდა მიტევებას ღვთისგან და მოკვდავნი ვერ შეიმოსავდნენ უკვდავების სამოსელს".

* დაბოლოს, ისევ წმინდა ნიკოლოზ სერბს მოვუსმინოთ: "ამდენი უსამართლობის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითრცა მზე სიმართლისა. ტირანიის უკუნი სიბნელის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის უიმედო შიშის მერე იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. საშინელი პირქუში სატანჯველის, სიცრუისა და ძალადობის მერე იშვება ქრისტე, როგორც მზე, ვითარცა მზე ჭეშმარიტებისა და სიყვარულისა, ქრისტე იშვება!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat