მხოლოდ აქ შეიძლება შეიტყო, თუ რამხელა მისაგებელია ღვთისგან მოყვასისადმი წყალობისა და სიყვარულისთვის
მხოლოდ აქ შეიძლება შეიტყო, თუ რამხელა მისაგებელია ღვთისგან მოყვასისადმი წყალობისა და სიყვარულისთვის
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
6. აპრილი. შემოვიდა ჩვენთან ერთ-ერთი ოპტელი ღმრთივგანბრძნობილი.

- ეჰ, როგორი ადამიანები იყვნენ ძველად, ახლა როგორ შეიცვალნენ, - თქვა საუბრისას, - ეჰ, როგორი მონაზვნები იყვნენ მაშინ, ჩვენ კი! - და მწუხარებით ხელი ჩაიქნია. მასზე უფრო შეწუხებულმა გავიფიქრე: - თუ საკუთარ თავზე ამბობ, მამაო, ჩვენ ვიღა ვართ მაშინ-მეთქი.

მან კი განაგრძო: - ჩვენი გარდაცვლილი მამებიც რომ არ გავიხსენოთ, - ისინი სიცოცხლეშივე სასწაულთმოქმედნი იყვნენ, - თუნდაც მონაზონი საბათია და ბერდიაკონი ფილარეტი - საავადმყოფოს მუშაკი - სულ ახლახან, გასული საუკუნის 80-იანი წლების მოღვაწენი, როგორი გამოცხადებების ღირსნი შეიქმნენ! ერთ ასეთ გამოცხადებაზე მოგიყვებით. მაღალი და ღირსი მონაზვნის სიკვდილით აღესრულა ბერდიაკონი ფილარეტი, რომელიც სიცოცხლეში უჩვეულო სიყვარულით ასრულებდა მორჩილებას საავადმყოფოში, მაგრამ საკმაოდ გატანჯა კაცთა ცილისწამებამ. მამა საბათიას ის ძალზე უყვარდა და წუხდა, რომ გულითადი მეგობარი დაკარგა. ერთხელ თავი ცუდად იგრძნო, მიწვა თავის კელიაში. ჩაეძინა და ხედავს ასეთ სიზმარს: რომელიღაც წმინდა მონასტრის ალაყაფში შევიდა. სამი ტაძარი დგას. მარჯვენა ტაძრისკენ გაემართა, მაგრამ შესვლის შეეშინდა და კარებთან შეჩერდა. საბათიამ ლოცვა წარმოთქვა, იქიდან უპასუხეს: ამინ! საბათია შევიდა და ტაძარში კი არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდა, არამედ რომელიღაც კელიაში, სადაც ათონურად ჩაცმული სამი ახალგაზრდა მონაზონი იჯდა, თითოეული - პატარა საწერ მაგიდასთან. ოთახი კანცელარიას ჰგავდა. მონაზვნები ერთმანეთში საუბრობდნენ, თუ რა სიკეთე მოაქვს მიცვალებულისთვის მოხსენიებას. იხსენებდნენ ზოგიერთ ადგილს წმინდა წერილიდან, წმინდა მამებიდან, გაიხსენეს წმინდა გრიგოლ დიალოღოსის სიტყვაც.

- ეს რომელი მონასტერია? - ჰკითხა საბათიამ.

- სიმონისა, - უპასუხეს.

- მარჯვნივ რომ დგას, რომელი ტაძარია? - განაგრძო მან შეკითხვა, - და რატომ არის ერთიანად სიმწვანეში შთაფლული, ხეებიც, ყვავილებიც, როცა გარშემო ზამთარია (მამა საბათიამ ეს სიზმარი 1886 წლის იანვარში ნახა)?

- ამ ტაძარში, - უპასუხეს, - უსისხლო მსხვერპლი შეიწირება ახალშესვენებულთა სულებისთვის. ღვთის გულმოწყალებით მიცვალებულები მოხსენებისაგან დიდ სიკეთეს იღებენ: ცოდვილებს ცოდვები მიეტევებათ, მართლებს კი დიდი მადლი მიეცემათ.

ახალგაზრდა ბერების ასეთი მსჯელობა ძალზე მოეწონა მამა საბათიას და უთხრა მათ:

- აი, ცოტა ხნის წინ მოკვდა კარგი და ჩემთვის ახლობელი ადამიანი...

- მამა ფილარეტი ხომ არა? - ჰკითხეს.

- დიახ.

- მის ნახვას ხომ არ ისურვებდით?

მამა საბათიას სიხარულით გული აუჩქროლდა. დიახო, - უთხრა გაუბედავად. შედარებით უფროსმა მონაზონმა უმცროსს უთხრა: - მოახსენეთ, რომ მამა ფილარეტის ნახვა უნდათო. ბერი წავიდა და მალევე დაბრუნდა. "გამომყევიო" და საბათია გაიყვანა მეორე ოთახში, რომელშიც კიბე იყო. სწორედ იმ დროს ამ კიბით ახალგაზრდა ჩამოვიდა, თვრამეტიოდე წლის, ნათელი სტიქარით მოსილი. მამა ფილარეტი გნებავთ? გამომყევითო და საბათია გაჰყვა. ავიდნენ ზემოთ. საბათია, რომელიც დიდი ხანია იტანჯებოდა ფეხის ტკივილით, ახლა ვერც ტკივილს გრძნობდა და ვერც მცირეოდენ დაღლას, თითქოს ჰაერში მიფრინავდა. დიდხანს მიდიოდნენ. მიაღწიეს დიდგუმბათოვან უზარმაზარ მრგვალ ტაძარს. მასში კანკელი არ იყო. გუმბათის ქვეშ თითქოს ღრუბელში ჯგუფ-ჯგუფად მოჩანდა წმინდანთა სახეები. მამა საბათიამ მათ შორის გაარჩია სახეები მოწამეთა, მღვდელმთავართა, ღირსთა და სხვა წმინდანთა, ვინც საუკუნითგან სათნოეყო უფალს. მათ ქვეშ რამდენიმე რიგად ეკიდა ხატები, ზემოდან კი, თუმცა სარკმლები არ იყო, საიდანღაც უჩვეულო სინათლე იღვრებოდა. მამა საბათია მდუმარედ, აღფრთოვანებული უცქერდა ამ ნათელს და ხედავდა, რომ წმინდანთა ყველა გამოსახულება უეცრად გაცოცხლდა, დაიწყეს მოძრაობა და საუბარი, რამაც ძალზე განაცვიფრა.

- მამა ფილარეტს ეძებთ? - ჰკითხა ერთ-ერთმა მათგანმა, - ის აქ ჯერ კიდევ არ არის. მისთვის მართალთა და სალოსთა შორის მზადდება ადგილი.

- განა მას მონაზვნობა ჩამოართვეს?

- კი არ ჩამოართვეს, არამედ აღამაღლეს.

ისინი წინ წავიდნენ. შეუხვიეს მარჯვნივ და შევიდნენ უკვე ნამდვილ ტაძარში, რომლისთვისაც წინა ეკლესია ერთგვარ სტოას წარმოადგენდა. ორი ტაძარი თაღით იყო შეერთებული. ირგვლივ კანდელები ენთო. მამა საბათიამ კანკელს შეხედა, მაგრამ შეამჩნია, რომ გამყოლმა საპირისპირო მხარეს, ზემოთ, ფილარეტი დაინახა: "ფილარეტ, შენ ხარ?" - შეეხმიანა. "მე ვარო", - უპასუხა და მუხლი მოუდრიკა ფილარეტმა. სახე მხიარული ჰქონდა ფილარეტს, ღია ფერის სტიქარი ეცვა, გადაჯვარედინებული ოლარით, ხელში ქაღალდის გრაგნილი ეკავა და ალერსიანად უყურებდა საბათიას.

- შეიძლება გნახო? - ჰკითხა საბათიამ.

- შეიძლება, - გაუღიმა ფილარეტმა.

მამა საბათიამ კიბეს დაუწყო ძებნა ქორედზე ასასვლელად. კიბე არ აღმოჩნდა და ჰკითხა ფილარეტს:

- შენთან როგორ მოვიდე?

- მოდი, დაგეხმარები, - უპასუხა მამა ფილარეტმა.

იფიქრა, თოკს ჩამოუშვებსო და ჰკითხა: - აქ კიბე რატომ არ არის ან შენ მანდ როგორ მოხვდიო.

- მე აქ ამამაღლეს ადამიანურმა ცილისწამებებმა, - უპასუხა მამა ფილარეტმა, - ადრე მანდ ვიდექი, სადაც ახლა დგახარ.

უეცრად მამა ფილარეტს სახე მოექუფრა. მამა საბათიამ გაიფიქრა, - ფილარეტ, შენ ხომ ასე მოწყალე იყავი ცილისმწამებელთა მიმართო და ფილარეტმა მაშინვე უპასუხა, - მე ადრე ყოველთვის ვწუხდი მათ გამო, ვინც სხვას ცილს სწამებს, ახლა კი უფრო მეცოდებიან ისინი. გამოცდილებით შევიტყვე, ცილისმწამებელს ძმაზე ცილისწამება ჩაეთვლება იმავე ცოდვად, რაც მასზე მოიგონა. და თუ არ შეინანებს, ამ ცოდვის გამო განიკითხება.

კიდევ ჩაფიქრდა მამა საბათია: - შენ ხომ ასე გიყვარდა მოყვასიო. ფილარეტმა მიუგო: მხოლოდ აქ შეიძლება შეიტყო, თუ რამხელა მისაგებელია ღვთისგან მოყვასისადმი წყალობისა და სიყვარულისთვის. თქვენ, ჯერჯერობით მიწის მკვიდრთ, ამის გაგება არ შეგიძლიათ.

კარგად თუ ხარო, - უნდოდა ეკითხა საბათიას. ფილარეტმა მდუმარედ გაშალა გრაგნილი, სადაც ბრწყინვალე ასოებით ეწერა: "მართალნი საუკუნოდ იცოცხლებენ და უფალშია მისაგებელი მათი". თითოეულ სიტყვას ბოლოში ოქროსფერი კაშკაშა ვარსკვლავი ესვა.

უეცრად ქორედზე კარი გაიღო და მამა ფილარეტს დაუძახეს. ის დაემშვიდობა და წავიდა, მამა საბათიასაც გამოეღვიძა. ტკივილი გაჰქრობოდა, სნეული მუხლიც განკურნებოდა. სული ენით აუწერელი სიხარულით და აღფრთოვანებით ავსებოდა.

20 აპრილი. გუშინ ჩვენთან შემოიარეს და ჩაი მიირთვეს მამებმა: ნექტარიოსმა, ვარსისმა და პამბომ. მამა ვარსისი ამ დღეებში შამორდინოში წირავდა (იქ, დედათა მონასტერში, რიგრიგობით მსახურებდნენ ოპტელი მღვდლები). მისი და პეტერბურგში გაემგზავრა წმინდა იოანე კრონშტადტელის დაარსებულ იოანეს მონასტერში, უკან დაბრუნებისას შამორდინოში მამა იოანე კრონშტადტელის სულის მოსახსენებლად წირვა შეუკვეთა. "ქერუბინთას" საგალობლის დროს ერთმა სნეულმა მონაზონმა მამა იოანე დაინახა, რომელიც "დიდი შესვლისას" სამეუფო კარებით საკურთხეველში შევიდა და მიაძახა: "მამაო, წამიყვანე!" მასთან მიირბინეს - ეგონათ, რამე დაემართაო. "განა თქვენ მამა იოანე ვერ დაინახეთ? - ჰკითხა გაოცებულმა, - ის ხომ ახლა საკურთხეველში შევიდა".

ადრე ამ მონაზონს ასეთი რამ არასოდეს დამართია.

მამა პამბო ერთ-ერთი უბრალოებით გამორჩეული ოპტელი ბერია, სამოცდაათი წლისა იქნება, სამარის სტეპის მკვიდრია. ძალიან ბევრი რამ უამბია სამარელ მღვდელზე, მამა ალექსანდრეზე (იუნგეროვი), რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრება ჩაგრინის დედათა მონასტერში დაასრულა.

მამა ალექსანდრე ჭეშმარიტად დიდი მწყემსი ყოფილა ქრისტეს სიტყვიერ ცხოვართა. მან გამოგზავნა მამა პამბო ოპტაში.

- შენი ცოდვების გამო, - უთხრა მან მამა პამბოს, - დიდი ხნია გეენიაში უნდა იწვოდე, მაგრამ გულით უბრალო ხარ და ამიტომ გიწყალებს უფალი. დაუტევე, ძმაო, შენი ბილწი საქმიანობა. გამოემშვიდობე სოფელს და წადი კალუგის გუბერნიაში, ოპტის უდაბნოში, იქ იმუშაკე უფლისა და მონასტრისთვის, რაც შეგეძლება, და ღმერთი მოწყალეა, გადარჩები. ნუ დაღონდები, რომ უბრალო ხარ და უსწავლელი, ასეთებს ღმერთი თავის საიდუმლოებებს უმჟღავნებს, ბრძენთა და გონიერთა კი უმალავს. ნახავ მომავალ საუკუნო ნეტარ ცხოვრებასაც და საუკუნო სატანჯველსაც, მრავალ ისეთ რამეს განახებს უფალი, რაზეც ნასწავლი ხალხი ვერც იოცნებებს.

- და ეს ყველაფერი ვნახე, - მომიბრუნდა მამა პამბო, - და ახლაც ვხედავ, ძმაო.

- რას ხედავ, მამაო?

- ეშმაკებს ვხედავ, ეშმაკის მახეებს. მათზე მეუბნებოდა მამა ალექსანდრე, რომ დავინახავდი.

- როგორია?

- ძმაო ჩემო, სჯობს მათზე არაფერი იცოდე და არც შემეკითხო.

- რატომ?

- საშინლად საძაგლები არიან. სულაც არ მსიამოვნებს, რომ ვხედავ. ძალაუფლება ხელთ იგდეს სოფელში! ცუდი დღე ადგას სოფელს.

- ჯვარი არ შველის?

- ჯვარი დაუძლეველია იქ, სადაც ჯვრის სწამთ და ჯვრით ცხოვრობენ. სოფელში ჯვარს კი არა, ეშმაკებსა და მის ვნებებს ემსახურებიან. საშველად ქრისტეს კი არ უხმობენ, არამედ ეშმაკს ეძახიან. აგერ, იმ მამაკაცებს, მამა პახუმის სასტუმროს გვერდით რომ დგანან, კოზელსკის სადგურში შეშა დააქვთ. აბა, ერთი მოუსმინე, ვის იხსენიებენ? ეშმაკს! ადრე კარგი ქრისტიანი, როცა რაღაცას აკეთებდა, ყოველთვის "უფალო იესო ქრისტეს" იმეორებდა, ახლა კი ეს უბრალო გლეხი ეშმაკის კაცი გახდა. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ყოველი სიტყვის თქმის მერე ეშმაკს იხსენიებს, ან დედას იგინება და იწყევლება. მტერი (ეშმაკი) კი დაუძალებლად არ მოვიდოდა, და ვერც შეძლებდა მოსვლას, ნათლისღების მადლი ადამიანთან მისვლის ნებას არ მისცემდა. მაგრამ თუ მას საკუთარი ნებით ეძახიან? ისიც მაშინვე იქ გაჩნდება, სადაც ელიან. ამიტომაც ეს სოფელი ახლა ღვთისა კი არა, მტრისა გახდა... განსვენებული მამა ალექსანდრე ჯერ კიდევ ოცი წლის წინ მეუბნებოდა, ანტიქრისტეს ცალი ფეხი უკვე უდგას ამ სოფელში და მეორესაც მალე შემოდგამსო. მოვა დრო და მისი მეფობა დადგება; ვერ ავცდებით - მოვესწრებით!

- თუ შევინანებთ? - შევეწინააღმდეგე.

მამა პამბომ ხელი ჩაიქნია: - ამას კი ნამდვილად ვერ მოვესწრებით.

დიახ, მოვესწრებით, თუ არ შევინანებთ და სინანულის ღირს ნაყოფს არ გამოვიღებთ!

***
"რომელი თვალმან არა აიხილა და ყურს არ ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2,9).

- მაინც ისეთი რა მშვენიერი ქვეყანაა, რომ იქიდან დაბრუნება არავის უნდა? - შემეკითხა ერთ-ერთი უხუცესი ოპტელი მონაზონი მამა ნათანაილი (+1917), რომელიც შეესწრო დიდ მამა მაკარს (+1860) და დიდ არქიმანდრიტ მოსეს, ამოიოხრა და საუბარი განაგრძო, - როგორ უნდა მოვხვდეთ იქ ჩვენ, ცოდვილნი? დაფიქრდები ზოგჯერ და საკუთარი არასრულფასოვნება დაგაღონებს: როგორ წარვდგებით გამომხსნელი მსაჯულის წინაშე? მარტო ცოდვები გაქვს და გამოსწორების ნიშანიც არ გეტყობა!.. ერთხელ ასეთი ფიქრებით დაღონებული განსვენებულ მამა ამბროსისთან მივედი. აბა, მამა ნათანაილ, როგორ ცხოვრობ, როგორ აშენებ შენი სულის საყდარსო, - მკითხა. მხოლოდ ტანჯვა მაქვს. ერთ აგურს დადებ და ორს გამოაძრობ. ერთ ქვას დადებ ალიზზე და სამი გამოვარდება. რა შენობა, ეს მარტო ნაგვის გროვაა-მეთქი. ნუ იდარდებო, - დამამშვიდა და მიამბო: ერთ მემამულეს სისუფთავე უყვარდა. ყოველ დილით გაიხედავდა სარკმლიდან - ხომ ყველაფერი წკრიალებსო. ერთხელ ავად გახდა, დიდხანს იწვა ლოგინში. ამ დროს კი შუა ეზოში დიდი ნაგვის გროვა აღიმართა. ბატონი გამოჯანმრთელდა, წამოდგა და ნაგვის გროვა რომ დაინახა, იყვირა: - სასწრაფოდ წაიღეთ და ხრამში გადაყარეთო. შეუდგნენ მისი ბრძანების შესრულებას. ბატონის მოხუცებული მოურავი გამოცდილი კაცი იყო და მუშებს უთხრა: - ნაგავი გადაარჩიეთ. ვარგისი დატოვეთ, მხოლოდ უვარგისი გადაყარეთ ხრამშიო... და იცით, რა მოხდა, მამა ნათანაილ? ამ ნაგვიდან გადასაყრელი ცოტა აღმოჩნდა. თითქმის ყველაფერი ვარგისი იყო. შენი ნაგვის გამო არ უნდა ინაღვლო. გამორჩევა დაიწყე, იქნებ რაიმე გამოგადგესო. აი, ასე იცოდნენ მამებმა სასოწარკვეთილთა ნუგეშისცემა და გამხნევება!

ეს მამა ნათანაილი - ოპტის ღვთისმოშიშების ერთ-ერთი სვეტთაგანია, XIX ს-ის 60-იანი წლებიდან მოყოლებული ორმოცი წლის მანძილზე ოპტის ცოცხალი ქრონიკაა. მას არ უყვარს უცხოებთან რაიმეს გახსენება, ჩემს პატივსაცემად კი ერთი მარგალიტი გადმომიგდო თავის გულში დაწერილი ქრონიკის ფურცლებიდან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat