ცხონების ნავმისადგომი
ცხონების ნავმისადგომი
ბერი ვლასი - ათონური ლიმონარი
ბერი ვლასი ცხრა წელი ათონის მთაზე ცხოვრობდა და არაერთი სულის მარგებელი ამბავი შეიტყო მთაწმინდის მკვიდრთაგან, ბევრის მხილველიც თვითონ შეიქმნა. ყოველივეს თავი მოუყარა და 1995 წელს წიგნად გამოსცა. სწორედ ამ წიგნს ვთავაზობთ "კარიბჭის" მკითხველს.

შესავალი
რამდენიმე სიტყვა მონაზვნობაზე. ზოგიერთი განუმტკიცებელი ნელთბილი ქრისტიანი იმდენად გულუბრყვილოა და მოკლებული ჭეშმარიტ ცოდნას, რომ ჰგონია, მონაზვნობა არ შეესაბამება ქრისტიანულ იდეალს, რომ ბერები მონასტრებში კი არ უნდა ჩაიკეტონ, არამედ სოფელში უნდა ქადაგებდნენ. ეს მცდარი აზრია, რამეთუ ღირს მამათა ცხოვრება და მათი ნაწერები დაუხშობენ ბაგეებს მონაზვნობის მოწინააღმდეგეებს, "ბერთმებრძოლებს".

ჯერ ერთი: ანტონი დიდი უდაბნოში სულიწმინდის შთაგონებით წავიდა, რათა დაეთმინა განსაცდელები ეშმაკისა და მისი ურდოსაგან, ღვთის მადლით ეძლია ისინი, თავის მიმდევართა ხელმძღვანელი ყოფილიყო და აეხსნა მათთვის ეშმაკის მზაკვრობა, საცთურებია და მახეები. ღირსი მამის ცხოვრების აღმწერელის თქმით, ანტონისა და მის მოწაფეთა ცხოვრება სათნო იყო ღვთისთვის, რამეთუ ეშმაკებმა, რომელთაც შურდათ კაცთა ცხონებისა, სასტიკად სცემეს ღირს მამას და ცოცხალმკვდარი დატოვეს, მოსახიბლად და დასაღუპავად მრავალი ცრუ ხილვა ანახეს. მისი ცხოვრება ღვთისთვის ასე სათნო რომ არ ყოფილიყო, ასე სასტიკად არ შეებრძოლებოდნენ.

მეორე: ანგელოზმა, რომელმაც პახუმი დიდს "ანგელოზის სახე" ახილვა, უთხრა: "მამა პახუმი, ყოველი ხორციელი ამ სახით გადარჩებაო". აქედან ასევე ცხადად ჩანს, რომ ანგელოზებრივი სქემა თვით ღვთისგან არის მოწონებული.

მესამეც: მონაზონ ღირს მამათა ცხოვრება აღსავსეა სასწაულებით, ხილვით და საღმრთო გამოცხადებით, მათი ნაწერები კი - სიბრძნითა და გონიერებით. მონაზვნური ცხოვრების სახე რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილება. მაგრამ წინასწარმეტყველმა ესაიამაც თქვა: "იხარებდ ბერწი არ მშობელი... რამეთუ მრავალ არიან შვილნი ოხრისანი უფროს ვიდრე მქონებელისა ქმარისა" (ესაია 54,1). აქ იგულისხმება ქრისტეს ეკლესია, რომელმაც ცათა სასუფევლისთვის ნათლისღებით შობა მრავალი გადარჩენილი, იმ დროს, როცა ებრაელთა სინაგოგა, ქრისტესადმი ურწმუნოების გამო, ბერწი გახდა და შეწყვიტა შვილთა შობა ცხონებისთვის.

მთაწმინდა. VII საუკუნიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მთაწმინდაზე, ისტორიული წყაროების მიხედვით, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო (მაგალითად, სადაც მოიხსენიება კლემენტოს მონასტერი და ასევე ღირსი პეტრე ათონელის ცხოვრება), დღემდე ათონი ითვლება მართლმადიდებლობის შუქურად და იმ ადგილად, სადაც ღვთისმოყვარული სულები სრულყოფილებას აღწევენ. მთაწმინდა, რომელმაც სამყაროს წმინდა და სათნო კაცნი მისცა, საოცარია არა მარტო სულიერების მხრივ, არამედ თავისი ბუნებით - მატერიალურადაც, ზღვით, ტყეებით, მშვენიერი მონასტრებით და მოკრძალებული სკიტებით, ძველი ხელნაწერებით, ბიზანტიური ხატებით და კედლის მხატვრობით. აი, რას წერს თავისი წიგნის წინასიტყვაობაში ქრისტეს დიდი ეკლესიის (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო) პროტოსინგელი (ანუ მდივანი), დოქიარის მონასტრის ყოფილი მკვიდრი ამავე სავანეზე (1846წ.):

"ჭეშმარიტად, ის, ვინც უყურებს წმინდა ეკლესიების ამ ღირსშესანიშნავ სილამაზეს და ისმენს ამ მკაცრ, შეწყობილ, სულისშემმუსვრელსა და განგრძნობილ ღვთისმსახურებას (რომელსაც, ვფიქრობ, არსად დედამიწაზე ასე ვრცლად არ გალობენ), ჰგონია, სამოთხეშია. რაღა ბევრი ვთქვა: თავიდანვე, და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ეს მადლმოსილი მთაწმინდა არის ცხონების ნავმისადგომი მთელი ჩვენი მართლმადიდებელი მოდგმის სულთა და სხეულთათვის. ასე რომ, აქ მოსული სულიერი ხსნის მაძიებელი პოვებს მათ ოც წმინდა მონასტერში, სკიტებსა და კელიებში, როგორც ოც საფეხურს, რომლითაც ადიან ზეციურ სასუფეველში, მიბაძავენ რა აქ მოღვაწე სულიწმინდით მოსილ მამებს ღვთივსათნო და ანგელოზებრივი ცხოვრებით".

სხვა თანამედროვე ავტორი კი წერს მთაწინდაზე: "ათონი არა მხოლოდ ნათელი ცენტრია ქრისტიანული სამყაროსი, ცხოველი სულიერი კერაა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისთვის, რომელმაც ამდენი საუკუნის, სიბნელისა და ბარბაროსობის პერიოდში ჩაუქრობლად და ხელუხლებლად შეინარჩუნა თავისი სიწმინდის ელვარება, ეს უმაღლესი რწმენის უნიკალური ადგილი დედამიწაზე. ამიტომ ყოველთვის მიიზიდავს ქრისტიანებს, აღაფრთოვანებს მათ, ისევე, როგორც ყოველი ქმნილება, რომელიც საკუთარ თავში მარადისობას შეიცავს".

ზოგიერთი ათონური წარწერა. წმინდა ანას სკიტის ტაძრის ეზოში არის ამ სკიტის ქტიტორებისა და შემომწირველთა საფლავის ქვები, მათზე ასეთი წარწერებია:

1. კირილე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა

2. ყოვლადღირსი ბატონი ფილოთეოს პელეპონელი, ქტიტორი ამ წმინდა სავანისა

3. ყოვლადღირსი ბატონი დანიელი კუნძულ ლესბოსიდან, რომელმაც სავანეს ღვთისმშობლის დედის, წმინდა ანას ნაწილი შესწირა.

ივერიის მონასტრის მინაწერი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამრეკლოზე: ეს სამრეკლო საძირკვლიდან თავამდე აიგო ივერიის მონასტრის არქიმანდრიტის, ათანასე კეფალონიელის, გულმოდგინებით. 1877 წლის 21 აპრილს

კავსოკალივის სკიტის სამრეკლოზე წაუწერიათ: აიგო პატრიარქ იოაკიმე III-ის ზრუნვით 1898 წელს დიდი ლავრის კელიაზე, რომელსაც კირისაიას კელიას უწოდებენ. საკურთხევლის გარეთ კედელზე ჩრდილო-დასავლეთით მითითებულია აშენების თარიღი 1909წ.

მთაწმინდის მონასტრების ზოგიერთი ტრადიცია. ყუთლუმუშის მონასტრის ჩვეულების თანახმად, ახალ წელს (ძვ.სტ.) მონასტრის იღუმენი ძმებს ურიგებს ახალ ცხვირსახოცებს და თითო ფორთოხალს.

იმავე მონასტერში არსებობს ასეთი ტრადიციაც: ღირსი ელიპი მესვეტის ხსენების დღეს, 26 ნოემბერს (სავანეში ინახება მისი თავი), ძმები, მის პატივსაცემად, ფუნჩულებს აცხობენ.

იმავე მონასტერში, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან ერთად (რომელსაც ჰქვია "საშინელი შუამდგომელი") ლიტანიობით შემოივლიან იმ მხარის ზოგიერთ კელიას, შემდეგ კარიესს და პროტატს და კვლავ ბრუნდებიან მონასტერში. ბრწყინვალე სამშაბათს კარიესის ქუჩებში ლიტანიობით მიასვენებენ "ღირს არსად" წოდებულ ღვთისმშობლის ხატს, ლიტანიობით შედიან ყუთლუმუშის მონასტერში და კვლავ პროტატის ტაძარში ბრუნდებიან.

დიდ ლავრაში 25 მარტს (ძვ. სტ.) ლიტანიობით მიდიან და მცირე აიაზმის წესით წყალს აკურთხებენ მონასტრის ბაღში, რომელიც სავანის სამხრეთით მდებარეობს (იქ არის ხარების ტაძარი). ბზობის კვირას ლიტანიობაა წინასწარმეტყველ ილიას ტაძარში (მონასტრის ჩრდილოეთით). ბრწყინვალე ორშაბათს ლიტანიობით მიემართებიან სავანის აღმოსავლეთით, მონასტრის ყურესთან, ბრწყინვალე პარასკევს კი ბოლო ლიტანიობაა მონასტრის დასავლეთით ამაღლებულ ადგილას მდებარე ტბორთან. ამგვარად ჯვრის სახით ოთხი ლიტანიობა სრულდება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat