არ შემიძლია ვეურჩო ღვთის ბრძანებას
არ შემიძლია ვეურჩო ღვთის ბრძანებას
"უფალო იესო ქრისტე, დამმოძღვრე მე ნებისაებრ შენისა!"
რა არის ღვთის ნება? ის, რომ თითოეულმა კაცმა შეიცნოს ჭეშმარიტება და ცხონდეს. მაინც რა არის ღვთის ნება? - ამ კითხვით მრავალი მიდიოდა სქემარქიმანდრიტ იოანესთან (მასლოვი). მამა იოანეც ილოცებდა და ეტყოდა, თუ ვინ რომელი გზით წასულიყო. მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ვერ იგებდა ღვთის ნებას. თვითონვე ჰყვებოდა: "კაცი რაღაცაზე კურთხევას გთხოვს. იწყებ მისთვის ლოცვას. ლოცულობ, ლოცულობ, მაგრამ ზეცა დუმს, არ იცი, რა ხდება. ორი კვირის მერე ხედავ, რომ ეს კაცი გაქვავებულივითაა: გადაწყვეტილება უკვე მიიღო გულში, მის დასაფარავად კი კურთხევას გთხოვს. ამიტომაც დუმს ზეცა".

* როცა ქრისტიანს ღვთის ნების გაგება სურდა, მონაზვნად კურთხეულიყო თუ ოჯახი შეექმნა, მამა ეფრემ კატუნაკელი (+1998) დოქიარის მონასტერში ღვთისმშობლის ხატთან, "მსწრაფლშემწედ" წოდებულთან, გზავნიდა მოსალოცად, რათა უფლის დედას მიენიშნებინა ღვთის ნება.

"გვითხარით, მამაო, ღვთის ნებაო", - თუ ვინმე დაუჟინებდა, მამა ეფრემი შეურყეველი იყო და უარს ეუბნებოდა. სულიერ შვილებს კი ცალკე ეტყოდა: "თვით ღმერთმა რომ მაუწყოს თავისი ნება, მაინც არ ვიტყვი, ვინაიდან თუ ასე მოვიქცევი, ეშმაკი ყველაფერს იზამს, რომ კაცმა არ შეასრულოს იგი და უფრო მძიმე ცოდვა იქნებაო".

* მამა ვიტალის (სიდორენკო) მოვუსმინოთ: "უკეთუ გსურს ილოცო რაიმე საგანზე, ვინაიდან ღმერთმა იცის, ჩვენ რაც გვჭირდება, ასე ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, დამმოძღვრე მე ნებისაებრ შენისა!" ვნებების მოძალებისას თქვი: "განმკურნე მე ნებისაებრ შენისა". განსაცდელებისას თქვი: "შენ იცი, ჩემთვის რაც არის სასარგებლო, შეეწიე ჩემს უძლურებას და შენი ნებისაებრ მიბოძე მე დახსნა განსაცდელისაგან".

* "თუ რაიმე არის ღვთის ნება, ის აუცილებლად მოხდება. უფალმა მოციქულ პავლესთან ანანია გაგზავნა. იგი ამბობდა: "ის ხომ მდევნელია ქრისტიანობისა. ბევრი ბოროტება გაუკეთა წმინდანებს". უფალმა უპასუხა: "წადი, წადი, რამეთუ იგი ჩემი რჩეული ჭურჭელიაო". ასე ვართ ჩვენც, როცა ყველაფერს ადამიანურად ვუცქერით, ნაკლებად დასაჯერებელი გვგონია, მაგრამ თუ არის ღვთის ნება, ყველაფერი მოხდება", - გვასწავლის მამა იერონიმე ეგინელი (+1966).

* პეტროგრადის სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტმა იოანე ფედჩენკოვმა (შემდგომში მიტროპოლიტი ბენიამინი) მეგობართან ერთად ბალაამელი ბერი, მამა ნიკიტა მოინახულა. საუბრისას მამა ნიკიტა შეჩერდა, მარცხენა ხელი მოჰკიდა იოანეს და მტკიცე ხმით უთხრა: "მეუფე იოანე, წამოდით, გაგიმასპინძლდებით". თითქოს ცეცხლი დაეცა ამ სიტყვებთან ერთად იოანეს გულს. მას და მის მეგობარს, საშას შავი კაბები ეცვათ. "სამოსის გამო შეიძლება მამა ნიკიტა ფიქრობს, რომ ბერი გავხდები და ეპისკოპოსობას მივაღწევ, მაგრამ საშასაც ხომ ასე აცვია? ბერობაზე სიტყვაც არ დაგვიძრავს, არც ვფიქრობთ და თუ მიფიქრია, ისიც გულში დამიმარხავს". იოანე, გამასპინძლების შემდეგ, მამა ნიკიტას ცალკე გაესაუბრა.

- მამაო, მეშინია! ერში მონაზვნობის ტვირთვა გამიჭირდება.

- თქვენ სოფელს სჭირდებით. ნუ აღელდებით: ღმერთი მოგცემთ ძალას!

- ერთმა კაცმა მიმანიშნა, რომ მე მონაზვნად არ უნდა წავიდე, - იუარა ახალგაზრდამ. უეცრად ამ მდაბალსა და მშვიდ მამას სახე შეეცვალა და განრისხებულმა თქვა:

- ვინ თქვა ეს? როგორ ბედავს? ვინ არის ასეთი, რომ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს?

ახალგაზრდები მამა ნიკიტას დაემშვიდობნენ. ხუთი წლის შემდეგ იოანე უკვე მღვდელმონაზონი იყო, თოთხმეტი წლის მერე კი ეპისკოპოსად ხელი დაასხეს და აღსრულდა მასზე ღვთის ნება.

* სქემმღვდელმონაზონ მამა მიხეილ ბალაამელთან (+1962) ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა სულიერი რჩევისთვის. ორი დღის შემდეგ წასვლა დააპირა, ბილეთიც აიღო ორშაბათისთვის. შაბათი დღე იდგა. ორშაბათს ნუ წახვალ. გამგზავრება გადადე. მონაზვნად უნდა აღგკვეცოო, - უთხრა მოძღვარმა. ქალს მონაზვნობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა შინ საქმეები ელოდა - გაისად ჩამოვალ და მაშინ აღმკვეცეთო. "არა, ახლაა საჭირო", - უთხრა მამა მიხეილმა, - თუ წასვლას ვერ გადადებ, ხვალ, კვირას აღგკვეც. ამის გადადება არ შეიძლება". მეორე დღეს მამა მიხეილმა ქალი საიდუმლოდ აღკვეცა და ანა უწოდა. ორშაბათს დედა ანა შინ გაემგზავრა. ორთვენახევრის შემდეგ ის საკუთარ სახლში ხატების წინ მკვდარი იხილეს, მონაზვნის კაბით მოსილი.

მეორე ზაფხულს მამა მიხეილს სულიერმა შვილმა ეს ამბავი შეახსენა და ჰკითხა: "მამაო, საიდან იცოდით, რომ ანა მოკვდებოდა? ამიტომ აიძულებდით მონაზვნად აღკვეცას?" "ვინც არ უნდა სცადოს მონაზვნად გახდომა, ღვთის ნების გარეშე არასოდეს მოხდება. მე არ ვიცოდი, რომ მოკვდებოდა, - მიუგო მამა მიხეილმა და დაუმატა, - მაგრამ ნაბრძანები იყო გადაუდებლად აღმეკვეცა. მე ამას მხოლოდ სამი რამის გამო ვაკეთებ ხოლმე: უკიდურესი საჭიროების, ღვთის გამოცხადების და უმაღლესი იერარქიის ნებისა და კურთხევის გამო. მეორე შემთხვევისას, როცა უფალი მიბრძანებს, - არ შემიძლია ვეურჩო ღვთის ბრძანებას".

* თანამედროვე ათონელ ბერს, ვლასის, ერთმა მთაწმინდელმა მეუდაბნოე მამამ თავისი ამბავი უამბო. თურმე, როცა დედამისი მასზე ფეხმძიმედ დარჩა, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა. შვილები უკვე ჰყავდათ და მისი მოშორება გადაწყვიტა. ექიმმა რაღაც წამალი მისცა, რომელსაც რეგულარულად იღებდა. მაგრამ ამან შედეგი არ მისცა. ბოლოს ყველაფერი ღვთის ნებას მიანდეს. ასე გაჩნდა ბავშვი, რომელიც მერე მონაზვნად აღიკვეცა და ძალზე მოსაგრე მამა შეიქმნა.

* ქორწინებიდან რვა წელი გავიდა და გიორგისა და არქონდულას შვილი არ შესძენიათ. "მოითმინე, ეს ღვთის ნებაა, - ამშვიდებდა ქალს ქმარი, - ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მარტო შვილების გაჩენა არ არის, ეს, უპირველესად, გზაა სულიერი ზრდისაკენ..." ქალიც ბევრს ლოცულობდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა იოანე რუსს, მაგრამ ლოცვის ნაყოფი არ ჩანდა. ერთხელ არქონდულამ ეკლესიაში წმინდა იოანეს ხატის წინ წარმოთქვა: "რა დაგიშავე, წმინდა იოანე, ასე რომ გეჯავრები? რატომ არ მარგუნებს უფალი სიხარულს? მითხარი, წმინდა იოანე, გეჯავრები?"

იმავე ღამეს, როცა არქონდულა დასაძინებლად დაწვა, ოთახში წმინდა იოანე შემობრძანდა და უთხრა: "არქონდულა, როგორ ილოცე დღეს? წმინდანები არასოდეს არავის შეიძულებენ, ჯერ არ არის ღვთის ნება, რომ დედა გახდე. ორი წლის მერე სიხარული გეწვევაო". ორი წლის შემდეგ პირველი შვილის სიხარულს კიდევ ორი მოჰყვა და ბავშვების ჟრიამულმა აავსო სახლი.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელი გვასწავლის: "როცა შეგაწუხებენ მომავალ განსაცდელზე შიშის გულისთქმები, არ დაიწყო მათთან საუბარი, უბრალოდ, უნდა თქვათ: დაე იყოს ნება ღვთისა!" ეს ძალზე ამშვიდებს.

* კიევის მღვიმევის ლავრაში ოდესღაც ცხოვროდა ღირსი ნიკონი. ერთხელ ის ტყვედ ჩაუვარდა პოლონელებს. მდიდარი ნათესავები მის გამოსყიდვას ცდილობდნენ, მაგრამ ნიკონი არ თანხმდებოდა და ამბობდა: "უფალს რომ სდომოდა, თავისუფალი ვიქნებოდი და ამ უსჯულო ადამიანთა ხელთ არ მიმცემდა. ჩვენ, ღვთის ხელთაგან სიკეთის მიმღებელთ, განა ბოროტი არ უნდა დავითმინოთ?" აი, ჭეშმარიტად სრული მინდობა ღვთის ნებისადმი! და რა მოიმოქმედა უფალმა? ტყვედ ჩავარდნილი ნიკონი ჯაჭვებით ხელფეხშეკრული იჯდა საპყრობილეში, რომელსაც მრავალი დარაჯი იცავდა. და აი, დილის 6 საათზე ტყვე გაქრა და იქ მყოფთ მხოლოდ ეს საგალობელი მოესმათ: "აქებდით უფალსა ცათაგან" - ბერი ნიკონი უეცრად მღვიმევის ეკლესიაში აღმოჩნდა ლიტურგიაზე.

* ერთხელ წმინდა ამბროსი ოპტელთან პეტერბურგიდან ორი და მოვიდა. უმცროსი დანიშნული იყო, მხიარული ხასიათისა, უფროსი და კი წყნარი, ჩაფიქრებული, ღვთისმოშიში გახლდათ. ერთმა სთხოვა, ქორწინებაზე მაკურთხეო, მეორეს კი მონასტერში წასვლა უნდოდა. მამა ამბროსიმ სარძლოს სკვნილი მისცა, უფროსს კი უთხრა: "რა მონასტერი? შენ გათხოვდები ამა და ამ გუბერნიაში" და ისეთი გუბერნია დაასახელა, სადაც გოგონა არასოდეს ყოფილა. დები შინ დაბრუნდნენ. მალე უმცროსმა შეიტყო, რომ საქმრომ უღალატა. ამან მიახვედრა წუთისოფლის ამაოებას, ფიქრებით ღვთისკენ მიიქცა და მალე მონასტერში წავიდა. ამასობაში უფროსმა დამ შორეული გუბერნიიდან მივიწყებული დეიდის წერილი მიიღო. ის დედათა მონასტრის ახლოს ცხოვრობდა და დისშვილს მონასტრის დათვალიერება შესთავაზა. დეიდასთან ყოფნისას გოგონამ გაიცნო ერთი კაცი, თავისი ხასიათის შესაფერისი, და ცოლად გაჰყვა.

* მამა პაისი ათონელი ჰყვებოდა: "ერთხელ, მონასტრის აღდგენისას, სამშენებლო მასალებისთვის ფეხით ორი საათის სავალზე უნდა წავსულიყავი. გზად ერთ სახიფათო ადგილას ნაცნობს შევხვდი - შეშით დატვირთული ჯორები მოჰყავდა. ერთ ჯორს შეშა დასცურებოდა და უფსკრულის პირას იყო. თუ დავეხმარები ამ კაცს, დროს დავკარგავ-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ სინდისმა ნება არ მომცა, გვერდი ამევლო. "ღმერთმა გამოგგზავნა, მამაო", - მითხრა გახარებულმა ნაცნობმა.

დახმარებაში ოცი წუთი გავიდა. გზა გავაგრძელე. მალე სამასი მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ მეწყერს წავაწყდი. იქვე მყოფმა ხალხმა მითხრა, - ახლახან ჩამოწვაო. მე რომ იმ კაცს არ დავხმარებოდი, მეწყერი მომიყოლებდა. ღმერთმა დაუშვა, რომ ეს კაცი ცოტა ხნით გაწვალებულიყო. მოვბრუნდი და დავუძახე, - ძია ანასტასი, შენ გადამარჩინე! ღმერთმა გამოგგზავნა-მეთქი".

* წმინდა ეპიფანემ კუნძულ კვიპროსზე ილარიონ დიდი მოინახულა და იქიდან ქალაქ ასკალონში გემით გაემგზავრა. მაგრამ ქარიშხალმა გემი ისევ კვიპროსის ნაპირთან, ქალაქ სალამინთან მიაცურა. ამ დროს სალამინში ეპისკოპოსთა კრება მიმდინარეობდა - გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსის ნაცვლად ახალი უნდა აერჩიათ. კრებას ხელმძღვანელობდა მოხუცი ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც 52 წელი მღვდლობდა. ქრისტესთვის ნაწამებ პაპიუსს სულიერ მამად თვლიდნენ. მას გამოცხადება ჰქონდა, რომ მთავარეპისკოპოსად ქალაქში ჩამოსული ბერი ეპიფანე აერჩია.

შემოდგომა იდგა. რთველი იყო გაჩაღებული. წმინდა ეპიფანემ მოწაფეებს უთხრა, ბაზარში წავიდეთ და ყურძენი ვიყიდოთო. შევიდნენ ბაზარში. ეპიფანემ ორი მტევანი აიღო და გამყიდველს ჰკითხა, - რა ღირსო. უეცრად ხმა მოისმა, - ეპისკოპოსები მოდიანო. მოიხედა, დაინახა ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც ორ დიაკვანს მოჰყავდა, უკან კი სამი ეპისკოპოსი მოჰყვებოდა. გაოცდა ეპიფანე - მღვდელმთავრები მისკენ მოდიოდნენ. "ამბა ეპიფანე, თავი ანებე ყურძენს და წმინდა ეკლესიაში გამომყევი", - მიმართა პაპიუსმა. ეკლესიაში შესულმა ეპისკოპოსთა კრებული იხილა, რომელთაც უთხრეს: "ღმერთმა გამოგგზავნა ჩვენთან, ამბა ეპიფანე, რათა გახდე ჩვენი ქალაქის და კუნძულ კვიპროსის მთავარეპისკოპოსიო". ატირდა ეპიფანე, - უღირსი ვარ და ჩემთვის მძიმე ტვირთი იქნებაო. მაშინ პაპიუსმა თქვა: "ჩვენ ალბათ უნდა გავჩუმებულიყავით და არაფერი გვეთქვა, თუ ღვთისაგან რა გამოცხადება გვქონდა შენზე, მაგრამ რადგან ასე მწუხარებ, ამიტომ გეტყვი, რაც ვიხილე. აქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ლოცვა მთხოვეს, რომ ღმერთს თავისი ნება გამოეჩინა, თუ ვინ იქნებოდა ღირსი მთავარეპისკოპოსობისა. ჩავიკეტე კელიაში, მუხლმოდრეკით ლოცვისას იქაურობა სინათლემ განაბრწყინა. მომესმა: "პაპიუს, პაპიუს!.." შეშინებული წამოვდექი: "რას მიბრძანებ, ჩემო უფალო?" "ადექი და წადი ბაზარში, იქ დაინახავ ბერს, რომელიც ყურძენს ყიდულობს. სახით წინასწარმეტყველ ელისეს ჰგავს და თან ორი მოწაფე ახლავს. სახელად კი ეპიფანე ჰქვია, წამოიყვანე და აკურთხე ეპისკოპოსად". მეც ასე მოვიქეცი. ამიტომაც, შვილო, ნუ შეეწინააღმდეგები უფლის ნებას და გაუძეხი სულიწმინდის მიერ შენთვის ბოძებულ სამწყსოს". წმინდა ეპიფანე დაემორჩილა ღვთის ნებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat