სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრების კედლებზე თანდათანობით ვეებერთელა ნაპრალები ჩნდება, საიდანაც გამოვარდება ხოლმე ლამის ქვესკნელის ცეცხლი
სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრების კედლებზე თანდათანობით ვეებერთელა ნაპრალები ჩნდება, საიდანაც გამოვარდება ხოლმე ლამის ქვესკნელის ცეცხლი
"მკურნალო, განიკურნე თავი თვისი!"
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")

10 იანვარი.
ჩვენს ჰორიზონტზე ხშირად გამოჩნდება ხოლმე ვინმე დიდად მჭმუნვარე მონაზონი - მორჩილი კალუგის ეპარქიის ერთი დიდი მონასტრისა. ეს საწყალი მხევალი ღვთისა გამალებით შეუდგა მონაზვნური ასკეტიზმის ღვაწლს, არ უჯერებდა მამებს და... შეირყა. მისი სულიერი წონასწორობის დარღვევა აუტანელი გახდა მონასტრის თემისთვის, და იგი, როგორც მოურჯულებელი, მონასტრიდან გააძევეს. ახლა ის ალთაბალთას დაეხეტება და სიმშვიდეს ვერ პოულობს. დღეს იგი ჩვენთან მამა გიორგი ჩეკრიაკელისგან ჩამოვიდა, დამშვიდებული, დაწყნარებული. უფლისგან როგორი ძალა აქვს მიცემული ზეცათა მეუფის მღვდელს, რომ შეუძლია ჩვენი საცოდავი მორჩილისნაირ შფოთიან სულებსაც მოჰფინოს მშვიდობა! ჩვენი მამებიც, მამა არქიმანდრიტიდან დაწყებული, მამა გიორგის ისე უყურებენ, როგორც მამათა მამას, გამოცდილ დამრიგებელს და ხელმძღვანელს ცხოვნების გზაზე მავალ ქრისტიანთა სულებისა. მეც რამდენი სულიერი სიკეთე მინახავს მისგან! გამოვნახავ დროს და დღიურში ჩავინიშნავ რაიმე მოვლენას ჩემი ცხოვრებიდან, რომელსაც დააჩნდა ბეჭედი მისი სულიერი მამობისა, ამ ჭეშმარიტად უდიდესი კაცისა თავისი სიმდაბლით, მსახურისა და მაშენებლისა ღვთის საიდუმლოთა. დღეს, როცა გაზეთებში წავიკითხე სასულიერო სკოლებში მომავალ რეფორმებზე, გამახსენდა ამ საკითხზე მამა გიორგისთან ნაუბარი. სანამ ჯერ კიდევ მახსოვს, ჩავიწერ მის მონათხრობს.

"ეს მოხდა ჩვენს ეპარქიაში ეპისკოპოს ს-ს მღვდელმთავრობისას, - დაიწყო თხრობა მამა გიორგიმ, - იმ დროს მთელ რუსეთში ყრილობების მოდა გავრცელდა. ჩვენს ეპოქაშიც ჩვევად ექცათ წარამარა ყრილობის მოწვევა. მეუფე ს-ს მღვდელმთავრობისას მძიმე დრო დადგა. მთელი სამყარო აჯანყდა, გაფიცვები დაიწყეს ჩვენმა სასულიერო სკოლებმაც. რა თქმა უნდა, მაშინვე მოიწვიეს ეპარქიის სასულიერო პირთა ყრილობა იმის განსასჯელად, როგორ ჩაეტარებინათ რეფორმა ყმაწვილკაცთა სასულიერო სასწავლებლებისა მოთმინებისა და სიმდაბლის საწყისებზე და არა წინააღდგომისა. ყრილობაზე ძმათა უმეტესობა შეიკრიბა, სათავეში მათ ორივე მეუფე - ეპარქიის ეპისკოპოსი და ქორეპისკოპოსი - ჩაუდგა. დაიწყეს განსჯა, როგორ აემაღლებინათ მომავალი მოძღვრების სული, როგორ ეიძულებინათ სემინარისტები, ესწავლათ და ღვთისადმი ელოცათ. მეუფემ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევისთვის ჩვეულებრივი სიტყვა წარმოთქვა, არც სხვებს წაუფორხილებიათ, ილაპარაკეს, ისაუბრეს - ბევრი რამე თქვეს... ვზივარ და ვფიქრობ: "აბა, ჩამორჩენილო ბერო, აქ რას უზიხარ? აქ ყველა ნასწავლი ხალხია - შენ აზრს ვინ შეგეკითხება?.." უეცრად მესმის:

- მამა გიორგი, ამ საკითხზე რას ფიქრობთ?

და მომიწია მე, ჩამორჩენილ მღვდელს, პასუხის გაცემა და ისეთი სიტყვა ვთქვი, რომ დიდადაც არ გამხარებია ამის თქმა: "თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ და წმინდანო მამანო, - დავიწყე, - მთელი ამ საუბრისას, აქ რომ ისმოდა, ყური არ მომიკრავს, ითქვა თუ არა რაიმე ჩვენი მოსაგრეთა მთავრის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ, რაიმე თუ ვთქვით საკუთარ თავზე, ჩვენზე, მამებზე იმ ცუღლუტებისა, რომელთაც ვერანაირად ვერც სწავლა ვაიძულეთ და ვერც ლოცვა, თუ გვითქვამს რაიმე იმაზე, თუ როგორ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ვაჟებს და ქალიშვილებს ჩვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობით და, რაც მთავარია, ოჯახური ცხოვრებით? არა, არ გვისაუბრია, არადა, როგორი დარიგება მოვისმინეთ უფლისგან? - "მკურნალო, განიკურნე თავი თვისი!" მამებო, ჩვენ ხომ არ გვეკუთვნის რეფორმის ჩატარება? რას ვიტყვით ამ შეკითხვაზე... და კიდევ ჩვენს საუბრებში ვისი მოხსენება დაგვავიწყდა? ჩვენი მაცხოვრის, ვის გარეშეც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია! ერთხელაც არ მოგვიხსენებია. მგონი, მასზე ფიქრიც გადაგვავიწყდა. ძველად ასე იყო: მას ჩვენ ყველა კარგად ვხედავდით, რადგან მწყემსმთავრად გვესახებოდა, წინ მიგვიძღოდა - ჩვენ კი, ზოგი ეტლით, ზოგი ფეხით, ზოგი დაჩოქილი და ზოგიც ფორთხვით - მივყვებოდით და იყო იგი ჩვენთვის ყველაფერი: გზაც, ჭეშმარიტებაც! მერე რა მოხდა? ერთი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთის ნაცვლად საკუთარი ქრისტე შევქმენით და უკან თოკგამობმული მიგვყავს. აბა, ჩვენ იქ როგორ მოვრიგდებით?!"

ვთქვი ეს კადნიერი სიტყვები და უკვე აღარ ვიცოდი, შიშით სადღა წავსულიყავი. დუმდნენ. მძიმე იყო დუმილის წუთები. საბედნიეროდ, საპასუხოდ ვიღაცამ რაღაც თქვა. სიტყვა აიტაცეს. მაშინვე ქუდს ვტაცე ხელი და ყრილობიდან პირდაპირ ჩეკრიაკში ამოვყავი თავი: "სანამ მრთელი ხარ, გააღწიე, მამაო!" მას შემდეგ აღარავის მივუწვევივარ".

***
შარშან კიევში, მისიონერთა ყრილობაზე ობერპროკურორმა იზვოლსკიმ განაცხადა, - სინოდსაც მოუწია ხარკის გადახდა გარდამავალი დროისთვისო.

შეგვიწყალე, ღმერთო, თუ ეს სიმართლეა! აქედან გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტე, და არა თვითნაკეთი, თავისი მადლით უკან იხევს წმინდა ადგილიდან... ადუღებული წყლები წმინდა აიაზმისთვის განა სარწმუნო გაფრთხილება არ არის, რომ მათ (ბრძენ ქალწულებს) წელნი თვისნი შემოსარტყულნი ჰქონდეთ და ლამპარი ანთებული, რამეთუ ახლოა ჟამი სასიძოს მოსვლისა, ცოცხალთა და მკვდართა განსჯად მომავლისა? ბრძენი და სულელი ქალწულების იგავში ტყუილად კი არ თქვა უფალმა, რომ მათ ჩაყვინთეს და მიეძინათ. მიეძინათ არა მარტო სულელთ, არამედ ბრძენ ქალწულებსაც.

თავბრუდამხვევი სიჩქარით ერთმანეთის მიყოლებით იცვლება ჩვენს თვალწინ დროის ნიშნები. დროის სულთან დათმობები, როგორც მცირე ზომის დენთის აფეთქებები, ღრმულებს აჩენს, ქრისტიანული (ვაი, რომ მხოლოდ სახელით) სახელმწიფო და საზოგადო ცხოვრების კედლებზე თანდათანობით ვეებერთელა ნაპრალები ჩნდება, საიდანაც გამოვარდება ხოლმე ლამის ქვესკნელის ცეცხლი.

ჰოი, ნეტავ გაიღვიძონ ჩვენმა ბრძენმა ქალიშვილებმა!

***
უცნაური ამბები მოხდა ოპტის სულიერი ცხოვრების კუნჭულებში - ეს ოპტელი სულიერი მამის, თეოდორესაგან გამიგონია.

ოპტაში, აწ განსვენებული დიდი მამების - ლევის, მაკარისა და ამბროსის კურთხევით, ძველთაგანვე არსებობს ღვთისადმი კრძალვითა და ღრმა სულიერი აზრით ავსებული ტრადიცია - ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულონ მსურველზე, თუნდაც ის ხორციელად ჯანმრთელი იყოს. ერში ეს საიდუმლო იშვიათად ტარდება, ისიც - მძიმე ავადმყოფებზე. მე მომიწია მომესმინა სიტყვები ერთი მოძღვრისა, რომელიც აგონიის პირას მყოფ ჭლექიანს ზეთს სცხებდა: "ჩემო საყვარელო, ნუ იფიქრებ, რომ ზეთს იცხებ და გამოჯანმრთელდები. ასე, ჩემო ძმაო, არასოდეს ხდება".

მაგრამ ოპტაში ასე არ არის. აქ ეყრდნობიან ზუსტ გაგებას, წმინდა მოციქულ იაკობის კათოლიკე ეპისტოლეს სიტყვებს: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა, სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა. და ლოცვამან სარწმუნოებსამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმა. დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკობ. 5,14-15). ოპტელი მამები ამ სიტყვების საფუძველზე, როცა ზეთის კურთხევის საიდუმლოებას ავადმყოფებს უტარებენ, უარს არ ეუბნებიან გარეგნულად ჯანმრთელ ადამიანებსაც, რომელნიც ცოდვას არიან დამონებულნი, ცოდვა კი თავისთავად სულის სნეულებაა, რომელიც სხეულის ავადმყოფობასაც იწვევს. მამების მტკიცებით, ზეთის კურთხევის საიდუმლოებას აქვს ძალა, განწმინდოს სული არა მხოლოდ შეგნებული ცოდვებისგან, აღსარების მერე რომ განიწმინდა, არამედ დავიწყებული ცოდვებისგანაც, მონანულის მეხსიერებამ რომ ვერ შემოინახა, რამეთუ წერია: "დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნას, მოვეეტეოს მას". ამ საიდუმლოებას ოპტაში ჩვეულებრივ აღსარება-ზიარების შემდეგ აღასრულებენ და სავანის მოძღვრები რიგრიგობით ასრულებენ. დიდია ჩვენი სარწმუნეობის ეს ნიჭი!

შარშან, ოქტომბერსა თუ ნოემბერში, მამა თეოდოსი მომლოცველთა ჯგუფებისთვის ზეთის კურთხევისთვის ემზადებოდა. ჯგუფში თორმეტი სული იყო, უმეტესად ქალები. ერთმა მათგანმა ზეთის ცხება არ ისურვა და ითხოვა, საიდუმლოს აღსრულებას დავესწრებიო.

- ზეთის კურთხევის წინ, - მიყვებოდა მამა თეოდოსი, - ჩვეულებად მაქვს, მომლოცველებს რამდენიმე სიტყვით ვუყვები ზეთის კურთხევაზე, ვუხსნი მნიშვნელობას სულისა და სხეულისათვის, მოვუთხრობ ასევე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, მისადმი დიდ ოპტელ მამებს... საიდუმლოს აღსრულებისას მოვიდა ჩემთან ის დედაკაცი, ცალკე გამიხმო და მითხრა: "მამაო, მინდა აღსარება გითხრათ, თუ შემინდობთ, ხვალ ზიარების შემდეგ თქვენთან ზეთის კურთხევისთვის მოვალ".

მისი ამხანაგების გასტუმრების შემდეგ (ზეთის კურთხევის მერე) ოლარი ჩავიცვი და აღსარების მიღებას შევუდექი. ქალმა დიდი ხნის წინ ჩადენილი ძალზე მძიმე ცოდვა მოინანია, რომელიც ტყუილი სირცხვილის გამო ერში თავისი მოძღვრისთვის ვერ ეთქვა. განვხსენი იმ ცოდვათაგან, დავუშვი მეორე დღისთვის ზიარებაზე და ვუთხარი, რომ ზეთის კურთხევისთვის მოსულიყო... მეორე დღეს ქალი დანიშნულ დროზე ადრე მოვიდა აღელვებული და შეშინებული.

"მამაო, - მეუბნება, - წუხელ რაღაც საშინელება ვნახე! მთელი ღამე ვიღაც მაღალი საშინელი ბერიკაცი მტანჯავდა. წვერ და წარბებგაბურძგნილი, მისი გამჭოლი მზერა გულში ნემსივით მესობოდა. როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში, არ ვიცი. ნამდვილად არაწმინდა სული იყო... "გგონია, რომ მოექეცი? - მითხრა მან ბოროტად, ჩურჩულით, - ტყუი, ვერ წახვალ. ბერებთან დაიწყე სიარული სინანულისთვის, მე შენ გაჩვენებ სინანულს! ასე ვეღარ მომექცევი, მე შენ ისეთ სიძვის ცოდვაში შეგიყვან, რომ..."

ეს საშინელი ბერიკაცი ქალს არა ძილში, არამედ ცხადად, დილის სამ საათამდე ემუქრებოდა. საცოდავმა შიშით თვალი ვერ მოხუჭა. მხოლოდ მაშინ დაანება თავი, როცა მისმა მეზობლებმა დილის ლოცვაზე წასავლელად მომზადება დაიწყეს.

- ვინ ხარ შენ? - ჰკითხა შიშით გონმიღებულმა ქალმა.

- ლევ ტოლსტოი ვარ! - უთხრა საშინელებამ და გაქრა.

- განა ასეთი ვინ არის ლევ ტოლსტოი?

- საიდან უნდა ვიცოდე, მამაო? უსწავლელი ვარ.

- შეიძლება გაგიგონია, ანდა წაუკითხავთ რამე მასზე ეკლესიაში...

- არა, მამაო, არსად ამ კაცზე არაფერი გამიგონია და ისიც კი არ ვიცი, კაცი იყო თუ მოჩვენება.

რა არის ეს? ნუთუ ტოლსტოი იმდენად "შინაური" გახდა იმ საშინელ სამყაროში, რომელსაც ემსახურება იგი თავისი ანტიქრისტიანული ქადაგებით, რომ მისი სახე მიიღო ხორცშესხმულმა არაწმინდა სულმა?..

რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ოპტური ხილვისა ფაქტად რჩება. ის, რაც გონიერთა და ბრძენთაგან დაფარულია, ყრმებს განეცხადებათ. მაგრამ ზოგჯერ მათ, თავი ბრძნად რომ მოაქვთ, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ, წამოსცდებათ სიტყვები მათთვის უცხო ჭეშმარიტებისა. ამ დღეებში წმინდა იოანე კრონშტადტელის სიკვდილზე "ახალი დროის" პუბლიცისტმა, როცა პარალელს ავლებდა გარდაცვლილ მართალ კაცსა და ცოცხალ მწერალს შორის, წამოიძახა: "მამა იოანე და ტოლსტოი ორი პოლუსიაო!"

მამა იოანე დედამიწაზე ღვთის საიდუმლოთა მაშენებელი იყო, ვისი მსახურია მისი ანტიპოდი ტოლსტოი?

საცოდავი ბერიკაცი, უბედური ბერიკაცი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat