თავისი ცხოვრებით, სიმდაბლით, უბრალოებით, სიმწირითა და სრული უპოვარებით არაამსოფლისაგანი იყო
თავისი ცხოვრებით, სიმდაბლით, უბრალოებით, სიმწირითა და სრული უპოვარებით არაამსოფლისაგანი იყო
სერგი ნილუსი - დღიური ("მდინარეთა ზედა ღმრთისათა")
ქრისტიანი მწერლის დანიშნულება და მიზანია, იყოს მსახური სიტყვისა, ხელი შეუწყოს მასში დავანებული ერთადერთი ჭეშმარიტების გამომჟღავნებას მის უსასრულოდ სხვადასხვაგვარ გამოვლინებებში, ქრისტიანის მიწიერ ცხოვრებაში, ქრისტიანული სული წაიყვანოს მართლმადიდებლობის გზით - მიწიერი ცხოვრებიდან ჩვენს უფალთან, იესო ქრისტესთან ერთად საუკუნო ცხოვრებაში.

1907 წლის ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულიდან 1912 წლის სულთმოფენობამდე, ინება ღმერთმა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად დავსახლებულიყავი წმინდა ოპტის უდაბნოს კურთხეულ მიწაზე. მამებმა მიმიყვანეს მონასტრის გალავანთან მდებარე კეთილმოწყობილ სახლში და მითხრეს: - იცხოვრე აქ ღვთით, გარკვეული ხნით. თუ გადავწყვეტთ ოპტის ფურცლებისა და წიგნების გამოცემას, დაგვეხმარები. ჩვენთან სიმშვიდეა, აქ ყოფნა სასიამოვნოაო.

და დავსახლდით. მამების კურთხევით, მშვიდი, უდაბნოს ცხოვრებით გაგრძელდა ჟამთასვლა. იმედი გვქონდა, ჩვენც ოპტელ ღირს მამათა გვერდით დავიმარხებოდით.

უფალი კი სხვანაირად განსჯიდა. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

დიდებულია და შეუდარებლად მშვენიერი მდინარე ღმრთისა - წმინდა ოპტა! მიწიერი ცხოვრების წყაროთაგან მოგროვილი ეს მდინარე ჩაედინება დაუღამებელი ნათლის სამეფოში, საუკუნო სიცოცხლის, სიხარულის ზღვაში და ნავებით მიჰყავს მეუდაბნოენი და სხვა მრავალი მრავალტანჯული, გაწამებული სული, რომელთაც მართალი სიცოცხლე დიდ ოპტელ მამათა ფერხთით პოვეს. რა სასწაულებს, ნიშნებს ღვთის მოწყალებისა და მის სამართლიან მრისხანებას არ მალავს ეს გამჭვირვალე, ღრმა და ცხოველსმყოფელი წყლები ამ იდუმალი და საოცარი მდინარისა! ჰოი, კურთხეულო ოპტავ!

სანამ 1909 წელი დადგებოდა, სკიტის ხელნაწერებს ვეცნობოდი, ჩემი ღვთივბოძებული მეზობლების, წმინდა სავანის ბინადართა სულსა და ცხოვრების წესს. ამ დროის ნაყოფი გახლდათ ჩემი წიგნი "ცხრაკლიტულში ჩამალული სიწმინდე" და რამდენიმე მცირე ნარკვევი, რომელთაც წმინდა სამების - სერგისეული ლავრის გამოცემებში პოვეს თავშესაფარი. 1909 წლის პირველი იანვრიდან წესად დავიდე, ოპტაში ყოფნისას ყოველდღიურად ჩამეწერა ყველაფერი, რასაც საყურადღებოდ მივიჩნევდი.

რაღა არ ვნახე, რაზე არ ვიფიქრე, რა არ მოვისმინე, რაღა არ შევიგრძენი ჩემთვის ამ დაუვიწყარ წლებში! ყველაფრის თქმაც არ შეიძლება, ვიდრე დრო არ მოვა. მაგრამ ბევრი რამ თვითონ მაიძულებს წერას, რათა გავამჟღავნო ღვთის სადიდებლად და სასიკეთოდ ქრისტიანთა სულებისა.

ძვირფასო მკითხველო, მაშ, გადავფურცლოთ დღიური და თვალი მივადევნოთ, ჩემს კეთილმოკრძალებულ მოგონებათაგან რა შემოინახა.

1909 წელი
1-ელი იანვარი. უკვე წელიწადი და სამი თვეა, რაც ღვთისმშობლის საფარველქვეშ ვცხოვრობთ ოპტის სავანეში. ვერც კი შევნიშნეთ, როგორ გაიფრინა დრომ. მარადისობის ოჯახში ახალშობილ ყრმას 1909 წელს ღამისთევის ლოცვით შევხვდით კურთხეული ოპტის ყაზანის ეკლესიაში. მთელი სახლი ვესწრებოდით, რომელიც, ღვთის წყალობით, თერთმეტ კაცამდე გაიზარდა. ბასილი დიდის განდიდებამდე დავესწარით ღამისთევის ლოცვას, სახარების მერე მის ხატს ვეამბორეთ და კანონის მეოთხე საგალობლის შემდგომ შინ წავედით, დაახლოებით საღამოს ათ საათზე. დილის ღვთისმსახურება შვიდის ნახევარზე დაიწყო და პირველ საათამდე გაგრძელდა. ბოლომდე ვერ გავჩერდი; ძალა არ შემწევს, ამხელა ღვაწლს გავუძლო, თანაც ცოდვად მიმაჩნია, მონასტრის ღამისთევებზე დგომით ტყუილად ვიტრაბახო. ვაი, რომ იმ იშვიათი შემთხვევის გარდა, როცა მოულოდნელად, უცნაურად ეწვევა გაქვავებულ და უგრძნობ გულს ზეციური სტუმარი, სულიწმინდის მადლი ლოცვის წართქმისა, "რომელიც უძლურთა მკურნალია და ნაკლულევანთა აღმავსებელი". მაშინ, თუ გინდა, მთელი საუკუნე იდექი და ილოცე!..

საღამოს 11 საათზე მღვდელმონაზონი სამუელი მოვიდა ეკლესიის ორ მგალობელთან ერთად. ვიტრაპეზეთ, ჩაი დავლიეთ და სალოცავ ოთახში საახალწლო პარაკლისის ლოცვა დავიწყეთ. შუაღამე იდგა, სალოცავ ოთახში კი მგალობლებთან ერთად ვგალობდით: "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ".

ახალი წლის იდეალური შეგებებაა! ამისთვის მადლობა როგორ შევწირო უფალს?

- როგორ და ჯვარსახოვნად! - მითხრა ამგვარ შეკითხვაზე სამი წლის წინ ბაბაევის წმინდა ნიკოლოზის მონასტერში ერთმა ნახევრადსალოსმა, შესაძლოა მთლადაც სალოსმა ვასილი ალექსანდროვიჩმა, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ერთი გაცრეცილი სამოსი ეცვა და მონასტრის საბძელში ნამჯის ზვინზე ეძინა.

- როგორ? - ვკითხე მას.

- ასე, - მიპასუხა და ჯვარი გამოისახა, - თქვენც ასე შესწირეთ მადლობა! - დაუმატა და გულიანად გაიღიმა.

მონასტრიდან ხუთი ვერსის დაშორებით ვასილის მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული მდიდარი მამული ჰქონდა, მაგრამ, როგორც მითხრეს, მიწას არც შეხებია, მთელი ქონება ძმას გადასცა, თვითონ კი ბოგანოობა ირჩია. ის განმარტოვდებოდა, ღამესაც საბძელში ათევდა, არავითარ ამინდს ყურადღებას არ აქცევდა. როცა კოსტრომული ყინვები 30 გრადუსამდე დაეცემოდა, შემოირბენდა მონასტრის სასტუმროში მესტუმრესთან გასათბობად, ჩაის დასალევად... იგი ადრე ბაბაევის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის მორჩილი, მერე კი, ვგონებ, მეორე რეგენტი იყო წმინდა სამების წმინდა სერგისეულ ლავრაში. ერთმა კაცმა მიამბო, - ოცი წლის წინ საოცარი ხმა ჰქონდაო. მისი გალობის მოსმენით ვერ ძღებოდა მსმენელი. რომ გავიცანი, ხმა თითქმის დაკარგვოდა. იშვიათი სმენის პატრონი იყო. მე და ჩემი ცოლი მასთან ერთად მონასტრის სასტუმროს ფრთაზე გვიან ღამით ვგალობდით ხოლმე. უცნაური ადამიანი იყო. მოვიდოდა ბაბაევის დიდებულ ტაძარში, დგებოდა იქ, სადაც და როგორც მოუხდებოდა, ზოგჯერ საკურთხევლიდან ნახევრად შებრუნებული. ასწევდა თავს მაღლა და უცქერდა მონასტრის მოხატულ გუმბათს. და იდგა ასე წარბშეუხრელად. გარეგნულად არ ჩანდა, რომ ლოცულობდა. თავისი ცხოვრებით, სიმდაბლით, უბრალოებით, სიმწირითა და სრული უპოვარებით მაინც არაამსოფლისაგანი იყო.

ჩვენთან ახლი წლის მოსალოცად მოვიდა ჩვენი სულიერი მეგობარი მამა ნექტარიოსი (წმინდა ნექტარიოს ოპტელი) და მოგვითხრო ანზერელი განდეგილის, ღირსი ელიაზარის ცხოვრების უძვირფასესი ამბავი, თუ როგორ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს.

"ღირსი ელიაზარი წარმოშობით ჩვენი მხარიდან იყო, - თქვა მამა ნექტარიოსმა, - კოზელელი მემამულის შვილი. ღვთის სასურველი მოღვაწეობით განუწყვეტელი მადლმოსილი გულშემუსვრილება და ცრემლის ღვრის ნიჭი მოიპოვა.

ერთხელ, ზამთრისა თუ ზაფხულის ღამეს, თავისი კელიის წინ გამოვიდა, შეხედა ანზერის სკიტის გარშემო სილამაზესა და მყუდროებას, გულშემუსვრილებისგან ცრემლი მოერია და მისი საღმრთო სიყვარულით ავსებული გულიდან ლოცვამ ამოხეთქა: "ჰოი, უფალო, რარიგად მშვენიერია შენი ქმნილება! მე, მატლმა შეურაცხმა, როგორ აღმოვთქვა მადლიერება იმ დიდი წყალობისთვის, ჩემდამი რომ გაიღე?"

ღირსი ელიაზარის ლოცვის ძალით განიპო ცანი და მის სულიერ თვალთ წარმოუდგნენ გუნდნი და გუნდნი ნათელშემოსილ ანგელოზთა. ისინი საოცარი ჰანგით აღავლენდნენ საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" უხილავმა ხმამ უთხრა ელიაზარს: "და შენც, ელიაზარ, ამ სიტყვებით მადლობდე შემოქმედს და მაცხოვარს!"

გამოვისახოთ ჩვენც ჯვრის ნიში და ანგელოზებრივი დიდებისმეტყველებით მადლობა შევწიროთ ღმერთს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა!.."

მაგრამ, როგორც ჩანს, დედამიწაზე მშვიდობა აღარ იქნება. ყველაფრით ჩანს, რომ სხვათა მიმართ კეთილგანწყობილების გრძნობაც კი წართმევიათ ღვთისგან დავიწყებულ ადამიანებს.

რაღაც მოხდება, რაღაც მოხდება?

კარგია ოპტაში, სიმშვიდეა... ნეტავ დიდხანს იქნება ასე?

2 იანვარი. ელაბუგში გულითადი მეგობარი გვყავს, რწმენითა და სულით ახლობელი, საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლის თავმდაბალი მასწავლებელი, გლაფირა ლიუბოვიკოვა. რწმენითა და სულით ახლოს იყო რუსული მიწის დიდ მლოცველთან, მამა იოანე კრონშტადტელთან. არა იმიტომ, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ის მამა იოანეს ორ-სამჯერ თუ შეხვედრია. ძალიან სწამდა მისი. ამ ღვთის მონას დიდი ხნის მანძილზე ვიცნობდით მიმოწერით, მას შემდეგ, რაც ჩემი წიგნებით დაინტერესდა. შარშან ზაფხულს ელაბუგიდან ოპტაში ჩამოვიდა მოსალოცად და გავიცანით ერთმანეთი. ოპტაში ჩამოსვლამდე იაროსლავთან ახლოს მდებარე ვაულოვის სკიტი მოილოცა, სადაც იმ ზაფხულს დაიწყო დავსება წმინდა ცხოვრების ლამპარმა დიდი კრონშტადტელი მლოცველი მამისა. ოპტიდან ელაბუგისკენ მიმავალმა კვლავ მოისურვა ვაულოვში მამა იოანესთან მისვლა. "როცა მასთან მოხვდებით, - ვუთხარი მას, - ჩვენს მაგივრად მუხლი მოიყარეთ მის ფერხთა წინაშე და სთხოვეთ, თავისი რაიმე ნივთი ანდა ძველი სამოსი მოგვცეს სახსოვრად და კურთხევის ნიშნად". თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა კრონშტადტელ მოძღვარს ჩემი სულისთვის, ჩანს ჩემს წიგნში: "მცირე რამ დიდებულზე". ელაბუგელი მეგობარი მიმიხვდა თხოვნას.

შარშან, 10 ივნისს, მისგან მივიღე წერილი: "გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო! ვიჩქარე - ჩემი და თქვენი სიხარული გაგიზიაროთ. პირველ ივნისს ორთქლმავლით წავედი შინ, მაგრამ მამა იოანეს ვაულოვში ვერ მივუსწარი. მითხრეს, სტიხეევების მამულში, წმინდა წყაროზეა, რომელიც ელაბუგიდან 70 ვერსზე მდებარეობს. ბარგი იქვე ჩავაბარე და სტიხეევების მამულისკენ გავწიე. იქ სტუმრები დამიხვდნენ... მიხაროდა, რომ კიდევ ერთხელ შემეძლო მამა იოანეს ნახვა. წირვაზე ვერ მივუსწარი. როცა მამა იოანემ მაკურთხა, ყურში ვუჩურჩულე: სერგი ნილუსი თქვენ წინაშე მუხლს იყრის და კურთხევას გთხოვთ-მეთქი. მითხრა: "გადაეცით, რომ ძალზე ვაფასებ, დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით". მამაო, სერგის სურს, თქვენგან რაიმე მიიღოს სამახსოვროდ-მეთქი. სამწუხაროდ, აქ არაფერი მაქვსო. ასე რომ, თქვენი თხოვნა ვერ შევასრულე, მიუხედავად მამა იოანეს თქვენდამი კეთილგანწყობისა".

დღეს ხსენებაა ღირსი მამა სერაფიმე საროველისა. ცოლთან ერთად დავესწარი ცისკარს და წირვას. ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან და უსაყვარლეს დღეს საჩუქარი მოგვივიდა პეტერბურგიდან - ცოლის ნათესავმა გამოგვიგზავნა ბზის ტოტი, ზედ რამდენიმე ფოთლით. დაკრძალვის წინა ღამისთევის ლოცვაზე ეს ტოტი მთელი მსახურებისას ხელში ედო განსვენებულ მამა იოანეს. სიცოცხლეში მას ხელთ არაფერი აღმოაჩნდა, სახსოვრად რომ გამოეგზავნა. გარდაცვალების მერე კი "მოსაგონებლად" თავის ხელთ ტვირთული ტოტი გამომიგზავნა და ისეთი ადამიანის მეშვეობით, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი სურვილისა.

და კიდევ ერთი დამთხვევა! ჩემს წიგნში "მცირე რამ დიდებულზე", რომელიც მამა იოანე კრონშტადტელს ეძღვნება, იმდენი წერია ღირს სერაფიმე საროველზე, რომ პირველი ტომის თითქმის მეოთხედს იკავებს. და აი, ღირსი სერაფიმეს ხსენების დღეს მიგზავნიან მწვანე ტოტს, იმის სახსოვრად, ვისაც ასეთი სიყვარულითა და რწმენით მიეძღვნა ჩემი პირველი მოკრძალებული ნამუშაკევი ქრისტეს ყანაში მკისას. არასოდეს არაფერი ჩამითვლია შემთხვევითად, არც ჩავთვლი ხილულ სამყაროში და მით უმეტეს, სულიერ სამყაროში.

ნუ იყოფინ!

ჩემი სარწმუნოების განსამტკიცებლად მარადისობაში გარდასული ჩემი წარსულიდან მახსენდება ერთი მსგავსი შემთხვევა, თუმცა უფრო შთამბეჭდავი...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat