ყოველი მოქმედებისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს:მე კი მომწონს, მაგრამ ღმერთს თუ მოსწონს?
ყოველი მოქმედებისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს:მე კი მომწონს, მაგრამ ღმერთს თუ მოსწონს?

მღვიძარება.
ძნელია უბრალოდ ისაუბრო მამა პაისიზე - მით უმეტეს, შეუძლებელია მისი შინაგანი ღვაწლის აღწერა. გესაუბრებით მის ერთ-ერთ სათნოებაზე - მღვიძარებაზე ანუ სულიერ სიფხიზლეზე. ეს სიფხიზლე მამა პაისს ერშიც არ აკლდა. ყურადღებიანი იყო ადამიანების, საკუთარი გრძნობების და ფიქრების მიმართ. ყოველდღიურად აკონტროლებდა საკუთარ თავს. წესად დაიდო, დედაკაცისთვის სახეში არ შეეხედა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნათესავმა ქალმაც კი უჩივლა დედამისთან, - არსენმა (ასე ერქვა ერში) სალამზე არ მიპასუხაო. მაგრამ რა ექნა არსენს, თუ ეს დედაკაცი ვერ შეამჩნია და მისი გონება და თვალნი სულიერნი სხვა რამეს ჭვრეტდნენ? არც ყავახანაში დადიოდა და ერისკაცულ გართობასაც თავს არიდებდა. ერთხელ მეზობელთან დიდი ლხინი გაჩაღდა. არსენს სათივეში ეძინა, ილოცა, წარმოიდგინა, თითქოს ბეთლემის ბაგასთან იდგა და სულს სიხარული დაეუფლა.

"როცა მონასტერში მივედი, გულმოდგინედ დავიწყე ლოცვა, - ჰყვებოდა მამა პაისი, - მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ყურადღება მცირედით მოვასუსტე. მცირე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მაკლია სიფხიზლე, მუდმივი კონტროლი საკუთარი თავისა. სულიერი ცხოვრების დასაწყისში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, ვიდრე ლოცვა. ჩვენი შინაგანი კაცი მუდმივად ფხიზელი უნდა იყოს. ჩვენი ყოველი მოძრაობა უნდა შევამჩნიოთ. საკუთარი თავის თვალყურის დევნება, მღვიძარება უფრო მეტად გვეხმარება, ვიდრე ლოცვა და სულიერი წიგნების კითხვა".

საკუთარ თავს რომ მეტად ჩაღრმავებოდა და გონება არ გაჰფანტვოდა, მამა პაისი მონასტრის სამორჩილო საქმეების აღსრულებისას განცალკევებით, მდუმარედ მუშაობდა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას კარიესში იმ ბილიკით მიდიოდა, რომლის არსებობა ცოტამ თუ იცოდა.

გამოცდილებამ და მუდმივმა ფხიზელმა მდგომარეობამ ბერის გონებას ასწავლა ადვილად აცილება ვნებიანი გულისთქმებისა და მათი გარდასახვა კეთილ და საღმრთო ფიქრებად. მან სულის შიგნით "გახსნა კეთილი გულისთქმების ფაბრიკა". გულისთქმების სხვადასხვა სტადიაზე ამბობდა: "კაცი, რომელიც საკუთარი თავით არის დაკავებული, სხვის ცოდვებს ვერ ხედავს. სულიერი კაცი ყველაფერს წმინდად და კეთილად ხედავს. თავიდან ფხიზლობს, იღვწის, ცდილობს, არავინ განიკითხოს. მესამე სტადიაზე გადასული ეწინააღმდეგება განკითხვის გულისთქმას და ცდილობს, მოქმედებაში ჩართოს კეთილი გულისთქმები. ყველაფერს კეთილი აზრით განიხილავს. ჩნდება სიყვარული და თავმდაბლობა. როცა სული განიწმინდება, უმანკო გახდება, ცუდი გულისთქმები მას აღარც მოსდის".

"გულისთქმების შემოტევისას, - ამბობდა იგი, - ჯობია მათ აგდებით მოეპყრო, ყურადღება არ მიაქციო. გულისთქმებთან საუბარი სახიფათო საქმეა, რამეთუ ასი ადვოკატი რომ შეკრიბო, ერთ პატარა ეშმაკუნასაც ვერ აჯობებენ კამათში".

მამა პაისი გვირჩევს, არ დავიწყოთ წარმოსახვა. მხოლოდ მაშინ, როცა გონებიდან ცოდვიანი სახეების (საგნების) განდევნა გვინდა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საშინელი სამსჯავრო, ჯვარცმა და სხვა ამგვარი, თორემ სხვა შემთხვევაში ამ წარმოსახვით ეშმაკი ისარგებლებს.

მღვიძარების დიდ მნიშვნელობაზე ასეთი მაგალითი მოიყვანა: "აუცილებელია ყურადღება. ზოგიერთი თავისი ცხოვრების დასაწყისში უყურადღებო იყო, შებერებულიც ასეთივე დარჩა, თუმცა უკვე მონაზონია. წამოვიდგინოთ, გონებაგაფანტული და უყურადღებო კაცმა მოისურვა კარიესში წასვლა. გონება გაეფანტა და სხვა ბილიკს დაადგა. უნებურად აღმოჩნდა სხვა ადგილას. ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. თუ მღვიძარება არ გვაქვს, მაშინ მივდივართ ერთ ადგილას, სიცოცხლეს კი სხვაგან დავამთავრებთ... თუ არ არის მღვიძარება, თავდაპირველად ჩვენი გულისთქმა დასუსტდება, მერე სხეული მოუძლურდება, შემდეგ მთლიანად ადამიანი, რომელსაც უკვე არაფრის გაკეთების თავი აღარ აქვს. ვუძლურდებით სწორედ იმიტომ, რომ არ გვაქვს მუდმივი ყურადღება.

მამა პაისის სინდისი იყო სუფთა და ცოდვის უკუმგდებელი, ფაქიზი - მადლის მისაღებად. ამბობდა, ჩვენი სინდისი პაპიროსის ქაღალდივით თხელი უნდა იყოსო. თუ საკუთარ სინდისს დამშვიდებულს ანდა წმინდას ვერ ხედავდა, ლოცვასა და სულიერ მოღვაწეობას არ იწყებდა.

ერთი ახალგაზრდა ბერის მორჩილება მომლოცველთა გამასპინძლება იყო. ეს კი მას ყურადღებას უკარგავდა და იესოს ლოცვას მოაშორებდა. მამა პაისიმ ურჩია: "კელიაში, საწერ მაგიდაზე, მუდმივად გადაშლილი გქონდეს სულიერი წიგნი. როცა შეხვალ კელიაში, წაიკითხე რამდენიმე სტრიქონი. ხელში მუდმივად პატარა სკვნილი გეჭიროს, იესოს ლოცვა რომ შეასრულო და ფიქრები არ გაგექცეს სხვა საგნებზე".

მღვიძარება მონაზონს ყველა სულიერ ასაკში სჭირდება: "თავიდან ის გონების მოკრებაში ეხმარება, მერე კი ხიბლში რომ არ ჩავარდეს. თუ არ არის მღვიძარება, მაშინ გულისთქმები განვითარდება და ვნებებად გადაიქცევა. და კაცი ვნებების გამყიდველ მაღაზიად იქცევა".

მამა პაისი ამბობდა: "თუ ჩვენს თავს დანაშაულის ადგილას არ ვაკავებთ (ანუ ყურადღებას არ ვაქცევთ საკუთარ თავს და არ განვიკითხავთ), მაშინ ვერასოდეს გამოვსწორდებით, თუნდაც ათასი წელი ვიცხოვროთ..."

"ყოველი მოქმედებისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: მე კი მომწონს, მაგრამ ღმერთს თუ მოსწონს? თუ ამის გაკეთებას დავივიწყებთ, დავივიწყებთ ღმერთსაც".

"მივმართოთ ჩვენი შინაგანი კაცი ქრისტესკენ. ჩვენს ყოველ ქმედებას და მცირე მოძრაობასაც კი იმის შეგნება ახლდეს, თუ როგორ შეხედავს ამას ქრისტე და არა ის, როგორ ეჩვენებათ ადამიანებს".

ლოცვა. მამა პაისის უმთავრესი ღვაწლი მთელი ცხოვრების მანძილზე ლოცვის შეძენა გახლდათ. მან ლოცვის ყველა ხერხი და სახეობა გამოსცადა. ჯერ კიდევ ერისკაცი კითხულობდა ღვთისმსახურების დღე-ღამის ციკლს და ამ დროს იესოს ლოცვასაც ჩამოილოცავდა. ახალბედა ბერი მოუკლებლად მონაწილეობდა ტაძარში საერთო ღვთისმსახურებაში და როგორც შვენის ქრისტიანს, სათანადოდ შეისწავლა ღვთისმსახურების წესი და ტიპიკონი.

მოგვიანებით ამასვე ურჩევდა ერთ ახალგაზრდა ბერს. იგი მარტო დასახლდა კელიაში და გულმოდგინედ იწყო იესოს ლოცვა, მამა პაისიმ უთხრა: "ცოტა რამ საღვთისმსახურო წიგნებითაც ილოცე (მაგალითად, ჟამნები), თუ ასე არ მოიქცევი, გავა დრო და სკვნილის შეხედვაც კი ზიზღსა და შიშს გამოიწვევსო". სამწუხაროდ, შემდგომში ასეც მოხდა. იესოს ლოცვა - ეს ძლიერი და მყარი საკვებია, ზოგიერთებს მის მაგივრად რძე სჭირდებათ.

ბერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონების მდგომარეობას: "ვკითხოთ გონებას: "გინდა ჟამნები წავიკითხოთ? ხომ არ გინდა ვიფსალმუნოთ? ანდა ბილიკზე ხომ არ გავისეირნოთ იესოს ლოცვით? იქნებ ღვთისმშობლის სავედრებელი კანონი აღვასრულოთ დიდი მეტანიებით?" ასე კაცი არ იღლება, ვინაიდან ყველაფერს შინაგანი განწყობით ასრულებს".

ლოცვაში ადამიანის გული მთლიანად უნდა მონაწილეობდეს. ლოცვა, ასკეზა, სულიერი საქმიანობა მთელი გულით უნდა შესრულდეს. "ლოცვისთვის უნდა მოვემზადოთ. ლოცვაც ღმერთთან თანაზიარებაა. ესეც საღმრთო ზიარებაა. ლოცვის მიერ ადამიანი სხვანაირად მიიღებს ღვთის მადლს. მსგავსად საღმრთო ლიტურგიაზე ზიარებისა, როცა კაცი მიიღებს მარგალიტს - ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ასევე ლოცვის ზიარებისას მლოცველს განაბრწყინებს საღმრთო ცეცხლი".

"სასულიერო წიგნთა ყურადღებით წაკითხვა და შესწავლა შემოკრებს გონებას, გაათბობს გულს და მოამზადებს მას ლოცვისთვის. სახარების ყურადღებით წაკითხვა აუცილებელია სულის განსაწმენდად, თუნდაც მთლიანად ვერ ვხვდებოდეთ მის აზრს. წავიკითხოთ "ნოყიერი" წიგნები, ისეთი, როგორიც წმინდა ისააკ ასურის ნაშრომებია. კაცი ერთ წინადადებას წაიკითხავს ამ წიგნებიდან და მთელი კვირა, მთელი თვე ჰყოფნის საკვებად, იმ სულიერი ვიტამინების გამო, რომელთაც ისინი შეიცავს. დღეს კი ბევრი წიგნს კითხულობს, ამით სიამოვნებას იღებს, მაგრამ რასაც კითხულობენ, მათ არ ეხებათ, მათში არაფერი რჩება. ისინი წაკითხულს მსუბუქად და არასერიოზულად უცქერიან. ამბა ისააკი ამბობს, "ქაღალდზე დახატული წყლით წყურვილს ვერ მოიკლავო". როცა ახალბედა ვიყავი, წმინდა მამათა ნაწერებიდან ცოტას ვკითხულობდი, მაგრამ ამონარიდებს ვკრებდი წაკითხულიდან, საკუთარ თავს წმინდა მამებს (იმათ სწავლებას) ვადარებდი და ვხედავდი, რა შორს ვიყავი მათგან. წმინდა მამებში ვიცქირებოდი, როგორც სარკეში".

მამა პაისის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საეკლესიო გალობას. უყვარდა გალობა, თუმცა მას არასრულყოფილ ლოცვას ეძახდა. მამა პაისი გვირჩევდა: "როცა გაბრაზებულნი ანდა გაღიზიანებულნი ვართ, მაშინ ვიგალობოთ. ფსალმუნთგალობა განდევნის ეშმაკს, ვინაიდან ერთდროულად ლოცვაცაა და ეშმაკის არად ჩაგდებაც. როცა გმობის გულისთქმები გვებრძვიან, არ არის საჭირო იესოს ლოცვით წინააღმდეგობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ეშმაკის პირისპირ ვდგებით და ის ჩვენს წინააღმეგ უფრო ძლიერ ბრძოლას აღძრავს. როცა გმობის გულისთქმები მოგვივა, ვიგალობოთ, და ეშმაკიც დაინახავს, რომ არად მივიჩნევთ და ბოროტებისგან გასკდება".

მამა პაისის ლოცვაზე შეუძლებელია საუბარი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითით გამოვხატოთ მისი საზომი და სულიერი მდგომარეობა.

ერთხელ ახალგაზრდა ბერს უთხრა: "შენი ხნისა კელიაში ყოველღამე დღესასწაულს ვმართავდი". ღამისთევის ლოცვებს გულისხმობდა. ერთხელ ტყეში მუხლებზე დამხობილ და ლოცვაში ჩაფლულ ბერს მორიელმა უკბინა, მაგრამ ლოცვა არ შეუწყვეტია.

მთაწმინდაზე ცნობილმა მამამ თავისი განსწავლულობითა და სათნოებებით, ათონელ მამათა შორის გამორჩეულმა მღვდელმონაზონმა ათანასე ივერონელმა, უთხრა აწ განსვენებულ მამა ათანასე სტავრონიკიტელს: "როცა მოვკვდები, უთხარი მამა პაისის, ჩემთვის ილოცოს. ჩაებღაუჭოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოსასხამზე და შესძახოს: "ათანასე შეიწყალე, ათანასე..." ამ დროს მამა პაისი შედარებით ახალგაზრდა და უცნობი იყო.

იესოს ლოცვაზე ამბობდა: "ყოვლისშემძლეა სახელი ქრისტესი. იესოს ლოცვა ეშმაკის წინააღმდეგ საშინელი იარაღია..." მამა პაისის ჰკითხეს: "რა დაგვეხმარება იესოს ლოცვის შესრულებაში?" ბერმა უპასუხა: "საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება, ბოძებული ნიჭების გამო ღვთისადმი მადლიერება დაგვეხმარება, იესოს ლოცვა ღვთისმოშიშებით აღვასრულოთ და არა მექანიკურად, შემდეგ კი ლოცვა ჩვევად გვექცევა. როცა შევიგრძნობთ საკუთარ თავს და ვიფიქრებთ ჩვენს უმადურობაზე, მოგვინდება, იესოს ლოცვა ვილოცოთ. როცა იმ მდგომარეობაში მივალთ, რომ გაღვიძებულნი განვაგრძობთ წარმოთქმას იესოს ლოცვისა, რომელსაც ძილში ვლოცულობთ, ნიშნავს, რომ ჩვენი სულიერი ჰორიზონტი გაანათა სულიერი განთიადის პირველმა ალერსიანმა სხივებმა".

მამა პაისი ლაპარაკობდა იმ საფრთხეზე, რომელიც შეემთხვევა იესოს ლოცვის მომმუშაკებელს, და იმავდროულად აღნიშნავდა მის შეგნებულ მიზანსაც: "დღეს იესოს ლოცვა მოდაში შემოვიდა. ზოგიერთის ფიქრით, იესოს ლოცვა ნირვანაა. იწყებენ იესოს ლოცვას და სხვა არაფერი ახსოვთ, ოღონდ დამშვიდდნენ. ცდილობენ ლოცვას, ასტკივდებათ თავი. მომართულებივით კითხულობენ ლოცვას, მაგრამ განა საათები ვართ? აბა, ეს რა ლოცვაა: ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ? ასეთი ლოცვა არ განგვძარცვავს ძველ კაცს. გრძნობით შევასრულოთ იესოს ლოცვა. ქრისტესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ ცოდვების აღიარებას. ის ჩვენგან ამას ელოდება. მაგრამ როცა შევიგრძნობთ საკუთარ ცოდვებს, იმედიც არ უნდა დავკარგოთ.

ჩვენი მიზანი ის კი არ არის, მოუკლებელი ლოცვა მოვიპოვოთ, არამედ ძველი კაცი განვიძარცვოთ. ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი თავი და ვიღვაწოთ, რომ ვნებები განვიშოროთ. ხოლო როცა საკუთარ თავში ვნებებს დავინახავთ, ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა. თუ ასე მოვიქცევით, გარკვეული დროის მერე განუწყვეტელი ლოცვა ჩვევად გვექცევა. ნუ ვეცდებით მექანიკურად შევიძინოთ იესოს ლოცვა.

ნუ დავიზარებთ იესოს ლოცვის მუშაკობას. ქრისტე ნებისმიერ დროს გარდამოდის ჩვენთან სასაუბროდ, ჩვენ კი გულგრილობას ვიჩენთ? რამდენიც არ უნდა ესაუბროს კაცი ქრისტეს, ანუ რამდენიც არ უნდა ილოცოს, ის ამას არასოდეს ინანებს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat