ჩემი მამის, იოსების, ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩემი მამის, იოსების, ღმერთმა დაგლოცოთ!
სულიერი შვილისთვის ყველაზე დიდი განძი სულიერი მამის ლოცვაა. მამა ეფრემ კატუნაკელი შემწედ ხშირად მოიხმობდა თავისი მამის, იოსებ ათონელის (მღვიმელის) ლოცვას და სხვებსაც ამას ასწავლიდა. ერთმა ძმამ მისწერა მოგვიანებით: "ეს რამხელა, ენით გამოუთქმელი საიდუმლოებაა, ჩემო საყვარელო მამაო! როგორი წმინდა კავშირი აერთებს მორჩილს თავის მამასთან! "ჩემი მამის, იოსების, ღმერთმა დაგლოცოთ", - ასე გვეუბნებოდით და ვგრძნობდი, რომ მთელი სოფლის სიტკბოება ამ სიტყვებში იყო დაფარული".

* როცა მამა იოსებ ათონელმა ახალგაზრდა მორჩილის, მამა ხარლამპეს (+2001) ღვთაებრივი სიყვარულით ავსებული გული იხილა, თანამოსაგრეს, მამა არსენს უთხრა: "ახლა შემიძლია მშვიდად ვუთხრა უფალს: "აწ განუტევე მონა შენი". მე და შენ სიმკაცრით ვცხოვრობდით, სისხლის დანთხევამდე ვიღვწოდით, რომ ღმერთი შეგვეძინა. მაგრამ მთელი ეს წლები მწუხარება მტანჯავდა. ბევრმა იცხოვრა ჩვენს შორის, სარგებელი ნახეს და წავიდნენ, ჩვენთან ერთად სულიერი მუშაკობა მათ ვერ გაიზიარეს. ვფიქრობდი, ამის დარდი მომკლავდა, მაგრამ არა, ღმერთმა მოხედა ჩემს სიბერეს და ეს ბოლო მონაზვნები გამოგვიგზავნა. მერე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს - მათ მთელი ათონის მთა დაეყრდნობა".

* მამა იოსები კი მამა ხარლამპეს ძალზე მკაცრად, უხეშადაც კი ექცეოდა. სახელს არასოდეს დაუძახებდა, ლანძღავდა. მაგრამ ხარლამპე ყველაფერს სიმდაბლით მიიღებდა, მაშინაც კი არ დაბრკოლებულა, როცა მამა იოსებმა მთელი ნათესაობა გაულანძღა და გარდაცვლილი მამაც ზედ მიაყოლა. არცთუ იშვიათად წკეპლასაც კი გადაჰკრავდა ხოლმე. მაგრამ როცა თავის სულიერ შვილებში სულიერ წარმატებას დაინახავდა, გულში ჩაიკრავდა, ეამბორებოდა და სიხარულის ცრემლს ღვრიდა.

* იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს, - როცა ილიას (წმინდა ილია მართალს) ახალგაზრდა ლუკა რაზიკაშვილის მოთხრობებს წავუკითხავდით, სახეზე "სიამოვნების შუქი გადაჰკრავდაო". კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟასგან, შორს წავა, შორსო, - გაიძახოდა ილია. ერთხელ "ივერიის" თანამშრომლები შეიკრიბნენ და ხელნაწერები წაიკითხეს. მკითხველის მოვალეობა კი კისრად ედო გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ეძახდნენ. გიგამ ჩვეული გრძნობით ჩაიკითხა ვაჟას "მოხუცის ნათქვამი". ილიამ სთხოვა, კიდევ ერთხელ გადაიკითხეო. გიგამ წაიკითხა. ილია დიდხანს იჯდა ჩაფიქრებული, ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წაკითხულმა, მერე კი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, აღტაცებულმა წამოიძახა: "არა, ჩვენ ძველებმა ახლა კალამი ძირს უნდა დავდოთ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!"

* მამა პაისი ათონელი ამბობდა: "თითოეული ჩვენგანი მოვალე ვართ, ჩვენ არა გვაქვს უფლება, არც საკუთარ თავს და არც სხვებს ცუდი მემკვიდრეობა დავუტოვოთ". მამა პაისივე ამბობდა: "შთამომავლობას ყოველთვის გვაწევს წმინდათაწმინდა ვალად, ვწეროთ ჩვენი დროის წმინდა მამების საღმრთო ღვაწლსა და ღმერთთან მიახლოების სურვილით აღსავსე, პატიოსან მოსაგრეობაზე. რა თქმა უნდა, როცა ჩვენს წმინდანებზე ვწერთ, სიკეთეს ვნახულობთ, ვინაიდან ვიხსენებთ მათ და ვცდილობთ, მათვე მივბაძოთ. მაშინ თვით ამ წმინდანებს შეემუსრებათ გული და გვეხმარებიან მათთან მიახლებაში".

* პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ბრძანებს: "საქართველოში ძველად თითქმის ყველა ეკლესიასთან და ყველა მღვდლის სახლში იყო სკოლა. ცხადია, ის სკოლები მცირედ წააგავდნენ დღევანდელს... წინათ "მასწავლებლის" სახელმძღვანელო პროგრამად ითვლებოდა ის, რაც თვითონ ოსტატმა იცოდა - მხედრული წერა-კითხვა და ხუცური, ჟამნი, დავითნი, ცოდნა ძველი და ახალი აღთქმის ისტორიისა, ქორონიკონისა და ანგარიშისა (ციფრების მაგივრად ანბანის ხმარებით), გალობისა და ეპიზოდურად სამშობლოს წარსულისა (განსაკუთრებით წმინდანების ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული). როცა მოწაფეები (ე.ი. 15-20 წლის ახალგაზრდები) საკმაოდ გაიწაფებოდნენ ხუცურის კითხვასა და გალობაში, მღვდელი მათ ეკლესიაში იშველიებდა. "მასწავლებელს" იმდენი მოწაფე ჰყავდა, რამდენსაც დაიტევდა მისი სახლი და რამდენის განსწავლასაც შესძლებდა თვითონ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწაფეების მიღების და მათ მიერ სწავლის დამთავრების დრო როდი იყო განსაზღვრული - დღეს რომ ერთს იღებდნენ სკოლაში, მეორეს უკვე სახლში ისტუმრებდნენ, ერთი რომ დავითნის სწავლას იწყება, მეორე ჟამნს ათავებდა, მესამე კი სახარება-სამოციქულოს იღებდა ხელში. ჩვენ გვინახავს (მამის ოჯახში) ასეთი სურათი: ერთი მოწაფე ("დიაკონი") ამოფარებია მუხას, დაუჭერია ხარის ბეჭი, აწობს ბატის ფრთის კალამს ქვაბის ჟანგისგან მომზადებულ მელანში და სწერს "მოკითხვის ბარათს", მეორე - რცხილის ჩრდილში იზეპირებს "მიწყალეს", მესამე - ჭანდრის ქვეშ ცდილობს წაიკითხოს კილოზე "რომაელთა მიმართ ეპისტოლე". "მასწავლებელი" კი, ხანში შესული მოძღვარი, მოწაფეთა დასანახად არასასიამოვნო ყავარჯნით ხელში, მძიმე ნაბიჯით უახლოვდება ხან ერთ მოწაფეს და ხან მეორეს შესაფერის დარიგება-განმარტების მისაცემად, რომლის დროსაც ყავარჯენიც ახდენს ერთგვარ შთაბეჭდილებას".

* ბერი იოსებ დიონისელი (ათონელი) მამა არსენ მღვიმელის ცხოვრების აღწერისას ბრძანებს: "მსურს შეგახსენოთ ამ ორი დიდი მოღვაწის (მამა იოსებისა და მამა არსენ მღვიმელების) სულიერ შთამომავლობას! მამა არსენი ხშირად გვეუბნებოდა: "მემკვიდრეობით მიღებულ ტიპიკონთან დაკავშირებით იფრთხილეთ. ჩვენ მამა იოსებთან ერთად სისხლს ვღვრიდით, რომ ის თქვენთვის მზა გადმოგვეცა, თქვენ მხოლოდ დაიცავით იგი". დაე, ამას თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით მიუდგეს, თუ ჩვენ, როგორც შთამომავლობას, გვსურს ვიამაყოთ ასეთი წინაპრებით".

* ღვთის "რჩეული ვერძი" იყო წმინდა გიორგი მთაწმინდელი, სიყრმიდანვე აღსავსე ღვთის შიშითა და სიყვარულით. როცა 7 წლისა გახდა, მშობლებმა აღთქმა აღასრულეს და მონასტერს შესწირეს, სადაც მამამისის და მსახურობდა. სწორედ მან შეასწავლა პატარა გიორგის საღმრთო წერილი. სამი წელი დაჰყო მან აქ. ამ დროს ხახულის მონასტერში მისი ორი ღვიძლი ბიძა - ღირსი გიორგი მწერალი და ღირისი საბა - მოღვაწეობდა. მათ ძმას ბავშვის მიყვანა სთხოვეს. იაკობმა დაუყოვნებლივ შეასრულა ბრძანება - შვილი ხახულის მონასტრში წაიყვანა და ძმებს ჩააბარა. ბერებმა ძმისწული ჯერ მონასტრის წინამძღვარს, მამა მაკარის დაალოცინეს, შემდეგ ბასილი ბაგრატის ძეს აკურთხებინეს, მერე მამა ანტონი მნათეს და თავისთან წაიყვანეს. ბიძებმა გიორგის სულისთვის ზრუნვა და "მონაზონებისა მიმართ წარმართება" ღირს ილარიონ თუალოელს შეავედრეს, მანაც, როგორც ღვთისგან მიცემული შვილი, ისე შეიწყნარა. ამ უდიდეს სულიერ გარემოში ყრმა გიორგი საღმრთო წერილში განისწავლა, საწელიწდონი და გალობათა შეწყობილებანი ყოველივე "მეყსა შინა ზეპირად დაისწავა". მისი ბიძა, გიორგი მწერალი, ბასილ ბაგრატის ძის დის ქმარმა, ფერის ჯოჯიკის ძემ მოძღვრად ირჩია. მან ძმისწული თავისთან წაიყვანა. ბასილი მეფის რისხვით ფერისს თავი წარჰკვეთეს. მისმა ქვრივმა გიორგი მწერალი და გიორგი კონსტანტინოპოლში წაიყვანა და ყრმა სახელგანთქმულ მონაზვნებს ჩააბარა, რომელთაც ფილოსოფია, რიტორიკა, ბერძნული ენა ზედმიწევნით შეასწავლეს. თორმეტი წლის მერე ფერისის ქვრივს შინ დაბრუნების ნება მისცეს, გიორგი კი ხახულის მონასტერში საბასთან წავიდა. ოცდახუთი წლისამ "ტკბილსა მას მონაზონებასა ქედი თვისი მოუდრიკა" - აღკვეცა მისმა მოძღვარმა, ღირსმა ილარიონმა.

* ღირსმა გიორგი მთაწმინდელმა იცოდა მოძღვრისა და კურთხევის ფასი, ის, რომ ახალმა თაობამ წინა თაობის კეთილი ტრადიციები არ უნდა გააუქმოს. როცა ღვთის განგებულებით ათონზე ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, გულმოდგინედ, ფრიადი სარწმუნოებით და მხურვალე სასოებით შეუდგა წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის კვალს, მის მიერ დადგენილნი წესნი, კანონნი და განწესებანი ისე შეიტკბო, როგორც ღვთის პირისაგან გამოსული და წმინდა მოციქულთა მიერ დამტკიცებული. როცა პირველად ათონზე ჩამოვიდა, დიდი სურვილითა და გულმოდგინებით, გამოწვლილვით გამოიკითხა და გამოიძია წმინდა ექვთიმეს მეგობართა და მოწაფეთაგან ღირი მამის ცხოვრება და მის მიერ დადგენილნი წესნი. მან მოამზადებინა ლარნაკი, რომელშიც ჩაასვენა წმინდა ექვთიმეს წმინდა ნაწილნი და ტაძარში სათაყვანებლად დააბრძანა. შექმნა სხვა კუბოც მშვენიერი, სადაც წმინდა მოწამეთა ნაწილებთან ერთად ჩაასვენა ღირსი მამის, ექვთიმეს მარჯვენა. არც წმინდა იოანე დაივიწყა. ისიც თავისი ვაჟის გვერდით დაკრძალა. დიდად წუხდა, რომ არ იცოდა ორი დიდი ქართველი მამის, არსენ ნინოწმინდელისა და ღირსი იოანე გრძელიძის საფლავები. მათი გარდაცვალებიდან 40-50 წელი იყო გასული. ღვთის სასწაულით, ერთი ფინიკის ხის ქვეშ იპოვა მათი მირონმფრქვეველი წმინდა ნაწილნი. ისინიც წმინდა ექვთიმეს ნაწილებთან დაასვენა, შეამკო მათი სამარტვილე ხატით, ჯვრით, ქორ-კანდელით, სანთლით და სხვა ბრწყინვალებით, ისე, როგორც შეშვენოდათ ამ წმინდანებს. ასევე დაადგინა, რომ წმინდა ნაწილებთან სამი კანდელი გაუქრობელი ყოფილიყო.

* გიორგი მთაწმინდელი მომავალი თაობისთვისაც ზრუნავდა. ქართლში მეფის მოწვევით ჩამოსულმა წმინდა გიორგიმ ოთხმოცამდე უპატრონო ობოლს მოუყარა თავი. ასაკის მიხედვით დაყო და ყველას თვითონ ასწავლა საღმრთო წიგნები. "ბავშვები სამი მიზეზის გამო შეკრიბა, - ბრძანებს მისი ცხოვრების აღმწერელი, - პირველი ის იყო, რომ ღვთისმიმსგავსებული მოწყალება ჰქონდა; მეორე: ბევრი წიგნი ეთარგმნა და უნდოდა, ქართველებსაც დაესწავლათ. სწავლით კი, როგორც ყრმის ცვილივით ბუნება აღიბეჭდავდა ყოველივეს, სრული ასაკისა ასე ვერ შეისწავლიდა. მესამე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ახსოვდა, ათონზე ჯერ დეკანოზობისას და მერე წინამძღვრობისას რამდენი შრომა გაეწია ხუცესთა და მგალობელთა მომზადებისთვის. თუ ვინმე ქართლიდან განსწავლული მოვიდოდა ათონზე, ცოტა ხნის შემდეგ უკან ბრუნდებოდა და ეკლესიას "ცარიელს ტოვებდა". სურდა, თავის სულიერ შვილთა კრებული, როგორც "სიტყვიერი ცხოვარნი", ძღვნად პატიოსნად მიეგვარა წმინდა ექვთიმესთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ ივერონში მგალობლებად, მღვდლებად, "რათა ღმერთ-შემოსილთა მათ მაშენებელთა სახსენებელი ბრწყინვალედ აღესრულებოდის". ხოლო როცა კეთილად გაწვრთა ყრმანი, ბიზანტიის იმპერატორს აჩვენა და შეავედრა. მეორე დღეს კი სული თვისი ჩააბარა უფალს. იმპერატორს კი გარდაცვალების შემდეგ წმინდა გიორგის წერილი გადასცეს, საიდანაც ჩანდა, რომ მან იცოდა თავისი სიკვდილის ჟამი. გაოცდა მეფე, აღასრულა წმინდა გიორგის თხოვნა და ორი ოქროს ბეჭედი შეაქმნევინა: ერთით ივერონის შეუვალობა იყო დაცული, მეორით კი ამ ობოლ ყრმათა მომავალი ხვედრი ივერონში. არავის შეეძლო მათი მონასტრიდან გაყვანა, "არამედ რაითა იზარდებოდინ მონასტერსა შინა ვითარცა შვილნი და მკვიდრნი წმიდისა ეკლესიისანი".

ულპობელი ხისაგან შექმნეს კუბო ქართველებმა, ჩაასვენეს ღირსი გიორგი. ერთ ურემზე დაასვენეს კუბოც, მის მიერ ნათარგმნი წიგნებიც. ოთხივე მხრიდან ამოუდგნენ და გაუყვნენ გზას ათონისკენ.

* ალექსანდრე ორბელიანს (+1869) მოვუსმინოთ: "ახლა მხოლოდ ჩვენი ძველი დედაკაცებისა ვსთქვათ რამე...

იმ ჩვენს ძველ დედაკაცებს ჯერ ყმაწვილობაში საღმრთო წერილს ასწავლიდნენ, კერვა-ხელსაქმეს და მას უკან საერო წიგნებს, ანუ ხელნაწერებს აკითხებდნენ; ამასთან კარგ ზნეობას, კარგ თვისებას ასწავლიდნენ, შემდეგ ქცევას, მიმოხვრას, თავის უმანკოების სიწრფელის სიმართლითა; თან ცდილობდნენ, ყოველი წმინდა და პატიოსანი ხასიათი ჩაეწვეთათ თავის მოთმინებით იმათ ბუნებაში; და ბოლოს, როდესაც დრო მოვიდოდა, გაათხოვებდნენ. და ეს ხასიათები ქალს განძად და საუნჯედ გაჰყვებოდა თავის ქმრისა და მის სახლის გასაბედნიერებლად...

მე დიახ ხშირად ვიყავი ჩვენი ძველი დედაკაცების შეყრილობაში, იმ ღვთიურ გვამებში, თამამად ვიტყვი, რომ ჩემი გული იმათთან ყოფნით ყოვლის კეთილის მადლით განათებული იყო ხოლმე. რა არ ჰქონდათ იმათ კარგი თვისებანი? დარბაისლური, მართებული ლაპარაკი თუ ზრდილობიანი გახუმრებით მხიარულება? მე ჩემს დღეში არ მახსოვს, რომ იმათ ერთი ბეწვი წინააღმდეგობა და მაღალი სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის... ყოველთვის მშვიდობიანად და გონივრულად ლაპარაკობდნენ და მშვიდობიანად თავის აზრებს უმტკიცებდნენ ერთმანეთს, და ამასთან ყოველი იმათი ლაპარაკი კარგ საგნებზედ იყო: მიწის მოსავალზედ თუ ვენახებზედ, სახლის მეურნეობაზედ თუ საქვეყნოზედ და სხვანი. ასე რომ, იმათში თავის დღეში ჭორი არ ითქმოდა, თორემ ტყუილი და სიცრუვე როგორ შეიძლებოდა, როგორც ახლა ჩვენში გაადვილებულია, - ნამეტნავად უმანკოთა და მართლების მოთხრა ბევრი არის ახლა... ის მართებული გვამები ქაღალდსაც ითამაშებნენ, ნარდსაც და ჭანდრაკსაც, მაგრამ ყველას თავის დროზედ. კიდეც იგალობდნენ და სოფლის სიმღერასაც იმღერებდნენ, ასე რომ, ზოგს თვალებში ცრემლები მოუვიდოდათ იმათ მშვენიერს გალობაზედ და სიმღერაზედ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat