უფალო, ჩამაგონე, როგორ უნდა ვიფიქრო, რომ სული ჩემი დამდაბლდეს
უფალო, ჩამაგონე, როგორ უნდა ვიფიქრო, რომ სული ჩემი დამდაბლდეს
სულმა კაცისამ შეიმეცნა ღმერთი
(დასასრული, დასაწყისი წინა ნომერში)
ერთმა მოსაგრემ მკითხა: - თუ დასტირი ხოლმე შენს ცოდვებსო. ვტირი, მაგრამ ცოტას, ხოლო მიცვალებულებისათვის ბევრს ვქვითინებ-მეთქი. მაშინ მითხრა: - შენ შენი თავი იტირე, სხვებს კი ღმერთი შეიწყალებს. ასე თქვა იღუმენმა მაკარმაო. დავუჯერე. მიცვალებულებისთვის ტირილი შევწყვიტე, მაგრამ იმავდროულად, საკუთარ თავზე ტირილისას, ცრემლები შემიწყდა. ეს ამბავი გავანდე სხვა მოსაგრეს, რომელსაც ცრემლთა ღვრის ნიჭი ჰქონდა. მას უყვარდა ფიქრი მაცხოვრის ვნებაზე, თუ რაოდენ იტანჯა ჩვენთვის უფალი, მეუფე დიდებისა და ყოველდღიურად მრავლად ცრემლს დაათხევდა. ვკითხე ამ მოსაგრეს: - თუ შეიძლება მიცვალებულებისთვის ვილოცო-მეთქი. ამოიოხრა: - რომ შეიძლებოდეს, ყოველ მათგანს ამოვიყვანდი ჯოჯოხეთიდან, მხოლოდ მაშინ დამიმშვიდდებოდა სული და გავიხარებდიო. ამასთან ხელით ისეთი მოძრაობა შეასრულა, თითქოს მინდორზე თავთავს აგროვებდა, თვალთაგან კი ცრემლი წამოუვიდა.

ამის მერე განვაგრძე მიცვალებულთათვის ლოცვა. ცრემლებიც დამიბრუნდა, ბევრს ვლოცულობდი და ვტიროდი მათთვის.

ჩემი წუთისოფელი სიკეთისა და ცოდვების ქმნაში გავატარე და სამოცი წლისა მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ჩვევას. თუ კაცი ცოდვას მიეჩვევა, მუდმივად მიიზიდება ცოდვისკენ და ეშმაკებიც ეხმარებიან, ხოლო თუ მიეჩვევა სიკეთეს, ღმერთი მადლით შეეწევა.

ამგვარად, თუ მიეჩვევა მუდმივად ლოცვას, მოყვასის სიყვარულს, ლოცვას და გლოვას მთელი სამყაროსთვის, მაშინ სული ლოცვისკენ, ცრემლისა და სიყვარულისკენ მიიზიდება. თუ მიეჩვევა მოწყალების გაცემას, რომ იყოს მორჩილი და განუღებდეს გულს აღსარებისას სულიერ მამას, მიეჩვევა და ყოველთვის ამას გააკეთებს, ვიდრე ღმერთში არ განისვენებს.

სული, რომელსაც სხვების განკითხვა უყვარს, ურჩია, ანდა სინანული დაუტევა - ვერ გაექცევა ეშმაკის მზაკვრობას და ბოროტ გულისთქმებს. მაგრამ თუ ტირის თავის ცოდვებს და უყვარს სულიერი მამა, მაშინ უფალი მთელი სამყაროსთვის ლოცვისას ცრემლებს აძლევს.

"ჰოი, უფალო, მიბოძე ცრემლი, რომ ძმის სიყვარულით დღე და ღამე ტიროდეს სული ჩემი!" - იტყვის კაცი და ღმერთი შეისმენს მის ლოცვას.

ვუყვარვართ უფალს, როცა კაცთა სიყვარულით ცრემლებს ვღვრით და მოწყალედ გვისმენს ხოლმე.

* ერთხელ უსტიჟორის ბანაკიდან, სადაც ზაფხულობით ჩვენი ბატალიონი იდგა, მინდვრის გავლით სოფელ კოლპინოში მივდიოდი ფოსტაში ათონის მთაზე გასაგზავნი ფულის ჩასაბარებლად. ცოფიანი ძაღლი შემომეფეთა. მხოლოდ ვთქვი: "უფალო, შემიწყალე" და ამ სიტყვებით რაღაც ძალამ ძაღლი განზე გადააგდო, გვერდი ამიარა და კოლპინოსკენ გაიქცა, იქ მან არაერთი ადამიანი და პირუტყვი დაკბინა.

ამ დროიდან შევიცანი, რა ახლოს არის უფალი ცოდვილ ადამიანთან და რა სწრაფად ისმენს მის ლოცვებს.

* ერთხელ უსაჭიროდ ბუზი მოვკალი. საცოდავი მიწაზე დასახიჩრებული დავარდა და შიგანი გამოუვარდა. სამი დღე და სამი ღამე ვტიროდი ჩემს სისასტიკეზე. ერთხელ ჩემი მაღაზიის აივანზე ღამურები დაბინავდნენ. მათ ადუღებული წყალი გადავასხი და კვლავ ბევრი ცრემლი დავღვარე ამის გამო. მას შემდეგ ღვთის ქმნილება აღარასოდეს დამიჩაგრავს.

ერთხელ მონასტრიდან ძველ რუსიკში მიმავალმა გზაზე მოკლული, დანაწევრებული გველი დავინახე. თითოეული ნაკუწი ციებიანივით კანკალებდა. შემეწყალა ყველა ქმნილება, რომელიც იტანჯება და დიდხანს ვტიროდი ღვთის წინაშე.

ღვთის სული ასწავლის კაცის სულს, ყოველი სულიერი ისე უყვარდეს, რომ ხიდან ფოთლის მოგლეჯა არ უნდოდეს და არც მინდვრის ყვავილთა გათელვა სურდეს. კაცის სული თანაუგრძნობს ყველა ქმნილებას, უყვარს მტრებიც და ეცოდება თვით ეშმაკებიც კი, რადგან ისინი მოშორდნენ სიკეთეს.

ამიტომაც გვამცნო ჩვენ უფალმა მათი სიყვარული და სული ღვთისა გვაძლევს ძალას გვიყვარდეს ისინი. თუ ჩვენ, უძლურებს, არ გვაქვს ეს სიყვარული, მაშინ მხურვალედ ვთხოვოთ უფალს, მის ყოვლადწმინდა დედას, ყველა წმინდანს და ყოველივეში შეგვეწევა ღმერთი, რომელსაც ასე ძლიერ ვუყვარვართ. და როცა შეეხება იგი სულსა და სხეულს, ჩვენში ყველაფერი შეიცვლება, სულშიც უდიდესი სიხარული დაისადგურებს, რადგან მან შეიცნო თავისი შემოქმედი და მისი მიუწვდომელი გულმოწყალება.

ზოგიერთი მიეჯაჭვება ცხოველებს, ეფერება, ეალერსება მათ, ესაუბრება. ამ დროს მათ დაუტევეს სიყვარული ღვთისა. ამის მერე იკარგება სიყვარული ძმათა შორის, რომელთათვისაც დიდი ტანჯვით მოკვდა ქრისტე. უგუნურებაა ასეთი საქციელი. ცხოველსა და საქონელს საკვები მიეცი, ნუ სცემ, იყავი გულმოწყალე, მაგრამ მიეჯაჭვო მათ, გიყვარდეს, ეფერებოდე, ესაუბრებოდე - ეს სულის უგუნურებაა.

ღმერთშეცნობილი სული ყოველთვის სიყვარულით და შიშით დგას მის წინაშე და როგორ შეიძლება, ამ დროს გიყვარდეს და ეფერებოდე საქონელს, კატებს, ძაღლებს?! ეს ნიშნავს, რომ დაივიწყა კაცმა ქრისტეს მცნება - გიყვარდეს ღმერთი გულით და სულით, მთელი შენი ფიქრებით. მხეცები, საქონელი და ყველა ცხოველი არის მიწა. ჩვენ გონებით მიწას კი არ უნდა მივეჯაჭვოთ, არამედ გონების მთელი ძალით უნდა გვიყვარდეს უფალი, მისი ყოვლადწმინდა დედა, მფარველი ჩვენი, წმინდანები და გვქონდეს კრძალულება მათდამი. ისინი ჩვენთვის ლოცულობენ და წუხან, როცა გულგრილად ვექცევით ღვთის მცნებებს.

* ერთხელ ცოცხალი თევზის ყიდვა მომინდა. ჩემი ფული არ მქონდა, თუმცა მქონდა მონასტრისა, შემეძლო მეყიდა, მაგრამ არ მინდოდა, ცხოვრების წესი დამერღვია. თუმცა გულისთქმამ გამიტაცა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ეკლესიაშიც, ლიტურგიაზე მხოლოდ თევზზე ვფიქრობდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს გულისთქმა ბოროტისაგან იყო და შევიცანი ღვთის მოწყალება, რომ მადლი მეხმარება მცირე ჭამაში, ეშმაკი კი ბევრის ჭამისა და საჭმლით დატკბობისაკენ მიბიძგებს.

სამი დღე ვეწამებოდი ამ გულისთქმისაგან და ძლივსღა მოვიშორე ცრემლითა და ლოცვით. ასე ძნელია ებრძოლო სულ მცირე გულისთქმასაც კი.

მონასტრის მეტოქიონში ასეთი რამ შემემთხვა: ძღომამდე ვჭამე, ორი საათის მერე კვლავ იმდენივე შევჭამე. ავიწონე. სამ დღეში ოთხი კილოგრამი მომემატებინა. მივხვდი, ეს განსაცდელი იყო. ბერებმა სხეული უნდა ჩამოვახმოთ, რომ მასში რაიმე მოძრაობა არ იყოს, რომელიც ლოცვაში ხელს გვიშლის. მაძღარი სხეული წმინდად ლოცვაში ხელს გვიშლის, სული ღვთისა არ მოდის გამაძღარ კაცზე. უნდა ვიცოდეთ ასევე საზომი მარხვისა, რომ უდროოდ არ დავსუსტდეთ, რადგან სხეულს არ შეუძლია მორჩილების ტვირთვა. ვიცნობდი ერთ მორჩილს, რომელმაც თავი მარხვით ჩამოიჭკნო და ისე დასუსტდა, რომ უდროოდ მოკვდა.

* მახსოვს, მწუხრის ლოცვაზე ვიდექი ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში. მოძღვარი მამა ნ. აკათისტოს კითხულობდა. გავიფიქრე: მსუქანი მღვდელმონაზონი დაბლა თავის მოდრეკას ვერ შეძლებს-მეთქი. იმ წუთში მუხლის დრეკა დავიწყე. უეცრად ვიღაც უხილავმა სილა გამაწნა. ყვირილი მინდოდა: "შემაკავეთ", მაგრამ ძლიერი ტკივილისგან ვერ შევძელი. უფალმა ასე მოწყალედ დამსაჯა და ამით გონს მომიყვანა, მეტად არავინ განმეკითხა.

* ერთხელ, ლოცვის მერე გავიფიქრე: "რაღაც არ მსურს სიკვდილი. უფალო, ხედავ ჩემს გულს, რომ სიკვდილი არ მინდა. როცა ვინმეს დიდხანს არ უნახავს მშობლები, სიხარულით მიიჩქარის მათთან. ჰოი, მოწყალეო უფალო, სული ჩემი გიცნობს შენ, და მაინც რატომღაც არ მინდა სიკვდილი". უცებ სულში პასუხი მომესმა: "ეს იმიტომ, რომ შენ ცოტათი გიყვარვარ".

* ერთი კაცი ტყეში შეშისთვის წავიდა. დაღლილი მუხის ქვეშ წამოწვა. დაბლიდან შესცქეროდა ხის ტოტებს, რკოს და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, ამ ხეს გოგრები ებასო. თვალები მილულა და უეცრად ტუჩებზე ხიდან ჩამოვარდნილი რკო დაეცა. თქვა: "შევცდი, ღმერთი ჩემზე ჭკვიანია და კარგად მოიქცა, რომ მუხას რკო ასხია და არა გოგრა. ეს რომ გოგრა ყოფილიყო, ხომ მომკლავდაო".

ხშირად ამგვარად განვიკითხავთ ღვთის ქმნილებას, იმის მაგივრად, რომ ღვთის ნებას მივენდოთ. ვინც მის წმინდა ნებას მიენდო, მშვიდადაა. ხოლო ვინც ცდილობს, გონებით ყველაფერს მისწვდეს, გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში. რომ შეიტყო ღვთის ნება, უნდა დამორჩილდე მას, და მაშინ ღმერთის მადლით გულისხმაყოფ და გაადვილდება ცხოვრება. გინდა ავადმყოფი იყოს ადამიანი, გინდა ღატაკი, სული მხიარული ექნება, რამეთუ ჯანმრთელია სულით და ჭკუით, გონებით ჭვრეტს უფალს და მდაბალი სულით უყვარს იგი, ამ სიყვარულისგან დაივიწყებს სოფელს და თუ ახსოვს, მაშინ სიყვარული ღვთისა ცრემლთაფრქვევით ალოცვინებს სოფლისთვის. ასეთია უფლისმიერი, სასურველი გზა ჩვენი სულისთვის.

ცოტა ხნის წინ წმინდა სტეფანეს კელიის საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი მოეკიდა. ამ კელიის ბერი შიგ იყო და რაღაც ნივთი რომ გადაერჩინა, უფრო ღრმად შევარდა და თვითონაც დაიწვა. რომ ელოცა უფლის წინაშე და ეთქვა: - უფალო, მინდა ესა და ეს ნივთი გადავარჩინო, გამაგებინე, შემიძლია თუ არა ამის გაკეთებაო, უფალი აუცილებლად აუწყებდა თავის ნებას. ასე ახლოა ჩვენთან უფალი, ასე ძლიერ ვუყვარვართ.

განსაცდელების ჟამს მრავალგზის შევკითხივარ უფალს და პასუხი მიმიღია. ამ სიყვარულს ჩვენი გონებით კი არ მივაღწიეთ, არამედ ღვთის გულმოწყალებით, სულიწმინდის მადლის მიერ. შესაძლოა ვინმემ თქვას, ასე მხოლოდ წმინდანებს ემართებათო, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველაზე ცოდვილნიც უყვარს უფალს და წყალობას უბოძებს, ოღონდ სული მათი მოიქცეს ცოდვისგან და უფალიც დიდი სიყვარულით ჩაიკრავს მას გულში და მიჰყავს მამასთან, და ხარობს ზეცა.

* 1932 წლის 14 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ჯვართამაღლების ღამისთევის ლოცვისას, ათონზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამ დროს ქორედზე ვიდექი წინამძღვრის სააღმსარებლოს ახლოს. თვითონ წინამძღვარი ჩემს გვერდით იდგა. სააღმსარებლოში ჭერიდან აგური ჩამოვარდა და ბათქაში ჩამოირღვა. თავიდან ცოტათი შემეშინდა, მაგრამ მალე დავმშვიდდი და ვუთხარი წინამძღვარს: "მოწყალე უფალს უნდა, რომ ჩვენ ვინანიებდეთ". ვუყურებდით ქვემოთ ტაძარში მყოფ ბერებს და ქორედზე მდგართაც. ცოტას თუ შეეშინდა, მხოლოდ ექვსი კაცი გავიდა ეკლესიიდან და ღამისთევის ლოცვაც თავისი რიგით წავიდა. ვფიქრობდი: სულიწმინდის რამხელა მადლი ძევს ამ მონაზვნებზე, რომ ასეთი ძლიერი მიწისძვრისას, როცა მონასტრის ვეებერთელა კორპუსი ირყეოდა, ირხეოდა ქორკანდელები, ლამპრები, სასანთლეები, სამრეკლოზე ზარები დაირეკა, თვით დედოზარმაც კი ხმა გამოსცა, მშვიდად იდგნენ. ვფიქრობდი: "უფლის შემცნობ სულს არაფრის ეშინია, ცოდვის გარდა. მოწყალე უფალი ამით (მიწისძვრით) შეგვაგონებს: "შვილებო, შეინანეთ და სიყვარულით იცხოვრეთ, იყავით მორჩილნი და თავშეკავებულნი, ისწავლეთ ჩემგან მორჩილება და სიმდაბლე და თქვენს სულებს სიმშვიდე მოუპოვეთ".

სილუან ათონელის წიგნის "მონათხრობი განცდილზე,
ზოგიერთ შეხვედრასა და მოსაგრეებთან საუბრებზე" მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
22.06. 2018
..
დასასრული რა კარგია გულში ჩამწვდომი..
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat