ფერისცვალების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე მოსალოცად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა
ფერისცვალების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე მოსალოცად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა
ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 მაისს წმინდა ექვთიმე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ღირსი ექვთიმე ათონელი - საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი გახლდათ, ძე ცნობილი ათონელი მოღვაწისა, ქართველი ბერისა იოანესი, რომელიც ერისკაცობაში დავით კურაპალატის კარზე გავლენიანი დიდებული იყო.

იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება, რადგან ჰქონდა "ცეცხლი იგი ქრისტეს სიყვარულისაი გულსა მისსა მძაფრად აღტკინებული"; ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და იქ მოღვაწე მამების - მოსესა და გელასისგან ბერობის კურთხევა მიიღო, მის ცოლ-შვილს კი სიმამრი აბუჰარბი და ცოლისძმები პატრონობდნენ.

მამა იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა.

ამ დროს ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი ძე ექვთიმეც.

ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინოპოლში ყოფნის ამბავი და თუმცა ყველას ერიდებოდა, მაინც ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და ვაჟი გამოსთხოვა, სიმამრს კი წყენით უთხრა: "რაი არს ესე? ნუუკვე შვილ არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ცხად არს, რომელ მასთ სწყალობდით, ვითარცა თვისთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ". იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ყრმას ქართული ენა სრულიად დავიწყებოდა.

მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მას "პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი", ამიტომ "კუალად უცხოებასვე მიჰმართა" - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის ლავრაში დაეყუდა.

სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმინდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა. მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ ლოცვად დაემხო.

როდესაც სენაკში შებრუნდა, ნელსაცხებლის საამო სურნელი ეცა და ნახა, რომ რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად ჯანმრთელი იჯდა. ექვთიმემ მამას მოუთხრო, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო, დიდებული დედოფალი გამოეცხადა და ქართულად ჰკითხა: "რაი არს, რაი გელმის, ექვთიმე?" "მოვკუდები, დედოფალო..." - მიუგია ექვთიმეს. ბრწყინვალე ქალბატონს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: "არარაი არს ვნებაი შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ხსნილად უბნობდი". ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ ექვთიმეს ქართული "აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროი, უწმიდეს ყოველ ქართველთასა".

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა ღმერთს და ყრმას აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: "შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაი დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან, და ვხედავ, რომელი ღმერთსა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".

წმინდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და თავისი ღვაწლით მალე ყველა გააკვირვა. მამის სიცოცხლეშივე იმდენი საღმრთო წიგნი თარგმნა, რომ მათი ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა. იგი სასულიერო მწერლობის ყველა დარგში მოღვაწეობდა. ბიბლიოგრაფია, ეგზეგეტიკა, ჰაგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, ასკეტიკა - აი, სასულიერო მწერლობის ის დარგები, რომლებშიც წმინდა ექვთიმეს უმუშავია. ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი წმინდა გიორგი მთაწმინდელი 50-ზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: "ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩვენმან. ესრეთ ააღორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი".

მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე შეიქმნა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, რომელიც მამა იოანემ წმინდა იოანე თორნიკეყოფილთან ერთად დააარსა. წინამძღვრობამ ექვთიმეს სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. მოსვენების უფლებას არ აძლევდა მკაცრი მარხვით ისედაც დაუძლურებულ სხეულს.

კეთილად წინამძღვრობდა მამა ექვთიმე მთაწმინდის საძმოს. მონასტერში მისულ უცხოელებსაც აკურთხებდა და შეეწეოდა.

მრავალი სასწაული ქმნა მამა ექვთიმემ: ჯერ კიდევ მაშინ, როცა ღირსი იოანე ცოცხალი იყო, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა. ოთხმა თვემ უწვიმრად გაიარა, ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს დაავალა: "წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაისსა, და ღამე ათიეთ და ჟამის წირვაი აღასრულეთ". წირვაზე, სახარების კითხვისას, ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმინდა ზიარების დაწყებისას კი წვიმაც წამოვიდა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ათონის წმინდა მთაზე მოსალოცად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ყველანი მუხლებზე დაემხნენ მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: "ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაი საღმრთოი იქმნა და ქრისტემან თვისი დღესასწაული ადიდა".

წმინდანთან მებრძოლმა და მოშურნე ბელიარმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ღვთივსათნო მოღვაწეობა, მოისყიდა ვიღაც გლეხკაცი, გარეგნობით მონაზონს რომ წააგავდა, და წმინდა მამის მოკვლა დაავალა. როცა მკვლელმა მამა ექვიმესთან შესვლა მოიწადინა, გზად ორი ძმა გადაეღობა, რომლებიც მახვილით განგმირა. ხმაურზე მამა ექვთიმეც გამოვიდა და წამების გვირგვინით შემკული მომაკვდავი ბერები წმინდა საიდუმლოს აზიარა. წმინდა მამის ხილვით დაზაფრულმა მკვლელმა აღიარა ცოდვა და ტანჯვით ამოხდა სული.

მონასტრის მებოსტნემაც სცადა წმინდა ექვთიმეს მოკვლა, მაგრამ როგორც კი ხელი აღმართა, მეყსეულად გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი მამის ლოცვამ უშველა.

გონებით წრფელმა და მდაბალმა, სულით მშვიდმა და განათლებულმა, სხეულით ძლიერმა წმინდა ექვთიმემ 14 წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისთვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.

ლოცვითა და ღვთის დიდებისმეტყველებით აღესრულა წმინდა ექვთიმე და "წარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა".

პატიოსანი ნაწილნი მისნი ათონის მთაზე წაასვენეს და დაკრძალეს "სამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა იოანე ნათლისმცემელისასა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat