თუ ვინმესთან უსაგნო, ცარიელ საუბარს ისმენ, მუხლი მოიდრიკე და თქვი: "მაპატიე" და განეშორე იქაურობას
თუ ვინმესთან უსაგნო, ცარიელ საუბარს ისმენ, მუხლი მოიდრიკე და თქვი: "მაპატიე" და განეშორე იქაურობას
ის ახლა დაეცა, მე კი ხვალ დავეცემი
* ერთი თანამედროვე ათონელი მამა ამბობს: "ხომ გინახავს კაცი, რომელიც შენთან სხვას განიკითხავს? გჯეროდეს, რომ შენც ოდესმე სხვებთან განგიკითხავსო".

* როგორ გავექცეთ მრავალსიტყვაობას, განკითხვას? მამა არისტოკლე (+1918) გვასწავლის: "თუ ვინმესთან უსაგნო, ცარიელ საუბარს ისმენ, მუხლი მოიდრიკე და თქვი: "მაპატიე" და განეშორე იქაურობას, ანდა შეუმჩნევლად წადი. მაგრამ ნურავის განიკითხავ: თითოეული თავის ჩადენილ საქმეზე თვითონ აგებს პასუხს უფლის წინაშე.

* ერთმა ბერმა პირიდან სისხლი წარმოაგდო. მამა აქილამ ჰკითხა, - ეს რა არისო. ბერმა: - განკითხვის სიტყვაა ძმისადმი, რომელმაც შემაწუხა და ვითმენდი, პასუხი არ გამეცა. შევევედრე ღმერთს, რათა ჩემგან აეღო. ეს სიტყვა პირში სისხლად მექცა, წარმოვნერწყვე, განვისვენე და გულის სიტყვა მიმავიწყდაო.

* ერთმა ძმამ მამა ხარლამპეს (+2001წ.) აღსარებაში უთხრა, - ღამე ძილში დავეციო. მამა ხარლამპემ: ეგ შეიძლება შეგმთხვეოდა ვინმეს განკითხვის გამოო და გაიხსენა: მას შემდეგ, რაც ბერად შევდექი, ძილში მხოლოდ ერთხელ შევიბილწე. ოდესღაც წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომთან განსაცდელი შემემთხვა. ერთმა კაცმა არაწმინდა განზრახვით არშიყი დამიწყო. თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარი: - გიხაროდეს, რომ ანაფორას ვატარებ, თორემ სხვანაირად მოგელაპარაკებოდი-მეთქი. იმ ღამეს, ღვთის დაშვებით, ძილში დავეცი. აცრემლებული მამა იოსებთან მივედი. "მომიყევი, დღისით რა შეგემთხვაო". მოვუყევი. მიზეზიც ეგ არისო. მას მერე უფრო ყურადღებიანი ვიყავი საუბრისას.

მამა ხარლამპე ასევე ჰყვებოდა: ახალბედობისას ერთ კაცთან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რამდენჯერმე მუხლი მოვუდრიკე, შენდობა ვთხოვე, მაგრამ ამაოდ, ის ისევ მლანძღავდა. გავბრაზდი. წავედი მამა იოსებთან (მღვიმელი) აღსარებაზე. მან მითხრა: "იფრთხილე, საცდურს არ დაჰყვე, ნუ შეეწინააღმდეგები და პირს ნუ გააღებ, თორემ დაიღუპები. მასში მჯდომ სატანას სურს ერთი სიტყვა მაინც ამოგგლიჯოს. პირის გაღებას ელოდება, რომ შენში შემოვიდეს. რამხელა უბედურების გადატანა მოგიწევს მაშინ. ნუ გეშინია, შენთვის ვილოცებ და სიმშვიდე მალე დაგიბრუნდებაო". მართლაც, იმ წუთიდანვე დავმშვიდდიო, - ბრძანა მამა ხარლამპემ.

* ერთ ძმას ცოდვა შეამჩნიეს. ერთხელაც, როცა მასთან დედაკაცი შევიდა, შეატყობინეს ეპისკოპოს ამონს, რათა ხალხთან ერთად წასულიყო და ძმა იქიდან გაეძევებინა. ბერმა რომ მისკენ მიმავალნი დაინახა, ქალი ჭურში დამალა. გულისხმაყო ამონი დიდმა, ქალი სადაც იყო და ჭურზე დაჯდა. ხალხს კი სენაკის დათვალიერება და ქალის მოძებნა უბრძანა. რა თქმა უნდა, ვერ იპოვეს. "რა ქენით ეს, ძმებო, შეგინდოთ ღმერთმა, რომ ცილი დასწამეთ ძმას. წარვედით ახლა მშვიდობით". როცა ხალხი გავიდა, მღვდელმთავარმა ბერს ხელი მოჰკიდა და უთხრა: ეკრძალე თავსა შენსა, ძმაო". ასწავლა მას კეთილად, ტკბილად და სინანულში მოიყვანა.

* ერთხელ მაკარი დიდი სენაკიდან გამოვიდა და იხილა - ძმა ვინმე ცოდვიდა. ბერმა არ ამხილა: - უკუეთუ ღმერთი ხედავს და არ დაწვავს, მე ვინა ვარ, მისი დაბადებულის მხილება რომ ვიკადროო.

* არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) სწერდა ერთ ქრისტიანს: "აბა, სცადე, თვითონ იცხოვრე განკრძალულად ერთი დღე მაინც. თვალყური ადევნე საკუთარ თავს... ჯერ შეიცანი საკუთარი თავი, შემდეგ კი სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას. მიხვდები, რარიგ ძნელია ეს და ისწავლი ადამიანური სისუსტეების მიმართ უფრო შემწყნარებლობას და არავის განიკითხავ. ორი ცოდვაა ყველაზე საშიში - განკითხვა და საცდური. ორივე ცხოვრებას სხვებსაც უფუჭებს და შენც. ღმერთი როგორ უპატიებელ ცოდვებს გვპატიობს, მე და შენ კი სხვებისთვის მცირეოდენის პატიებაც არ შეგვიძლია".

* ერთხელ მამა ისააკმა მონასტერში დაინახა მცოდველი ძმა და განიკითხა. თავის სენაკში დაბრუნებულს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენთან ღმერთმა გამომგზავნა. რას მიბრძანებ, შენი ძმა სად ჩავაგდოო? ისააკი ტირილით პირქვე დაემხო და შეჰღაღადა. "ადექი, შეგინდოს ღმერთმა. ამიერიდან ნურავის განიკითხავ, ვიდრე მას ღმერთი არ განიკითხავს", - ანუგეშა ანგელოზმა.

* იტყოდნენ მამა მაკარი დიდზე: იქმნა იგი, ვითარცა ღმერთი ქვეყნისა. რამეთუ ვითარცა დაფარავს ღმერთი ქვეყანას და სულგრძელ ექმნება, ასევე ისიც დაფარავდა კაცთა შეცოდებებს, რომელიც ეხილა, თითქოს არ ეხილვა და რომელიც მოესმინა, თითქოს არ მოესმინა.

* მამა პაფნუტი ჰყვებოდა: ერთხელ, მგზავრობისას, გზა შემეშალა და სოფელთან ახლოს მოვხვდი. ვიხილე, კაცნი ცოდვათა შინა ურთიერთას. მივბრუნდი, დავდექი ლოცვად და ვევედრებოდი ღმერთს ჩემი ცოდვებისთვის. და ვიხილე მახვილმომარჯვებული ანგელოზი. მითხრა: პაფნუტი, იცი, რომ ყოველნი, რომელნი განიკითხავენ სხვათა, ამით განიგმირებიან? შენ არ განიკითხე, დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე ისე, თითქოს თავად გექმნა ეს ცოდვა. ამიტომაც დაიწერა შენი სახელი ცხოვრების წიგნშიო. მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".

* ერთმა მამამ მცოდველი კაცი დაინახა და მწარედ ატირდა: ის ახლა დაეცა, მე კი ხვალ დავეცემიო.

* მამა პიმენს ეგვიპტეში ერთი ბერის გვერდით მოუხდა ცხოვრება, რომელსაც ცოლი ჰყავდა. მამა პიმენმა იცოდა ეს, მაგრამ არასოდეს განუკითხავს. ერთ ღამეს დედაკაცმა იმშობიარა. ეს მამა პიმენმა შეიტყო. მორჩილს იმ შემცოდე ძმასთან დოქით ღვინო გაატანა - ახლა მას ღვინო სჭირდებაო. ბერებმა ვერ გაიგეს მისი საქციელი. მორჩილმა ბრძანებისაებრ ღვინო მიუტანა ბერს, რომელიც მიხვდა თავის ცოდვას, სინანულში ჩავარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ცოლს უხვად მისცა ქონება და გაუშვა, თვითონ კი მამა პიმენის გვერდით აიშენა კელია და ღირსი მამის დარიგებებს ისმენდა.

* უღვთო დროს მოუწიათ მოღვაწეობა ბეთანიელ წმინდა მამებს - იოანე-გიორგის (მხეიძე) და იოანეს (მაისურაძე). ისინი უხმოდ ლოცულობდნენ იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულ წყვდიადში დაიბადნენ და არასოდეს უხილავთ ჭეშმარიტების ნათელი. როცა რომელიმე სტუმარი ბეთანიელი მამების წინაშე იმდროინდელ ახალგაზრდობასა და მანკიერებებზე ჩამოაგდებდა სიტყვას, მამა გიორგი უკრძალავდა განკითხვას: "ნუ განიკითხავთ ახალგაზრდებს, ისინი არც ისე ცუდები არიან, როგორც ამბობთ, მათში ჯერ კიდევ არის ბევრი სიკეთე. უნდა გაითვალისწინოთ ის არასულიერი ატმოსფერო, რომელშიც გაჩნდნენო".

* მამა ბარსანოფი ოპტელს სულიერმა შვილმა შესჩივლა: "მამაო, სხვებს ხშირად განვიკითხავ, თუნდაც კარგ საქმეს აკეთებდეს, მის საქციელს მაინც სულ სხვანაირად, ცუდი მხრიდან ვუყურებ".

- გეშინოდეს ეჭვიანობის... როცა ეშმაკი სხვის სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს გიჩვენებს და განკითხვისთვის აღგძრავს, საკუთარ თავს უთხარი: "მე ყველაზე უარესი და საუკუნო ცეცხლის ღირსი ვარ. უფალო, შემიწყალე".

* ფრთხილად უნდა იყოს კაცი, თორემ შეიძლება ეშმაკმა სიცრუე სინამდვილედ წარმოგისახოს. მაგალითად, თითქოს ძმამ ბოროტი თვალით შემოგხედა. ბერი, მამა ა., ავადმყოფობის გამო თითქმის არ გამოდიოდა კელიიდან და განსაკუთრებული ცხოვრებით მოღვაწეობდა. ერთხელ მღვდელმონაზონმა, მამა ვ-მ მამა ანატოლის (ზერცალოვი) კელიასთან დანახა მამა ა., რომელიც საოცრად ბოროტი თვალით უყურებდა და მასთან კურთხევისთვისაც არ მივიდა. მამა ვ-მ გაოცებულმა ჩაუარა. ეკლესიისკენ რომ უნდა ჩაეხვია, წინიდან მომავალი მამა ა. დაინახა, რომელიც მხიარული სახით მივიდა კურთხევის ასაღებად. მამა ვ-მ გაოცებულმა ჰკითხა, - სად იყავიო. "მამა ტ-სთან", - უპასუხა მან. "როგორ, ამწუთას ხომ მამა ანატოლის კელიასთან გნახე". "ეტყობა, მოგეჩვენა, ხომ ხედავ, საიდან მოვდივარო". მამა ვ. მამა ანატოლისთან მივიდა რჩევისთვის. "რა არის გასაოცარი? ეს, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყო მამა ა-ს სახით", - უთხრა მამა ანატოლიმ.

* ადამიანის განკითხვისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა საქმის ჭეშმარიტი არსი არ ვიცოდეთ, - ბრძანებს მამა პაისი ათონელი და მოგვითხრობს: - მრავალი წლის წინათ ათონზე ერთი ღვთისმოშიში დიაკონი ცხოვრობდა. მან ერთ მშვენიერ დღეს დატოვა მონასტერი და თავის სამშობლოში დაბრუნდა. მაშინ მამები მასზე ათას რამეს ამბობდნენ. სინამდვილეში კი მას მოსწერეს, შენს დებს უჭირთო. შეეშინდა, ისინი მრუდე გზაზე არ წასულიყვნენ, ამიტომაც მათ დასახმარებლად გაემგზავრა. ერთ ქარხანაში იშოვა სამუშაო და უფრო მეტი სიმკაცრით იწყო ცხოვრება, ვიდრე მონასტრში იყო. როგორც კი დები ფეხზე დააყენა, მიატოვა სამუშაო და კვლავ მონასტერში წავიდა. გაუკვირდა იღუმენს, ყველაფერი საიდან იცი, ეს ტიპიკონი, მორჩილება სად ისწავლეო. მან ყველაფერი უამბო. იღუმენმა ეპისკოპოსს შეატყობინა. მან იგი მაშინვე მღვდლად აკურთხა. შემდეგ იგი ერთ მოშორებულ მონასტერში წავიდა, მკაცრად იღვაწა, სიწმინდის საზომს მიაღწია და სულიერად დაეხმარა მრავალ ადამიანს. ისინი კი, ვინც საქმის დასასრული არ იცის, შესაძლოა, აქამდეც კი განიკითხავენ.

* ხშირად კაცი რაშიც სხვას განიკითხავს, ღვთის დაშვებით თვითონ იმავე ცოდვაში ვარდება. ასე მოქმედებს სულიერი კანონები. "და ვიდრე არ შეიცნობ შენს დაცემას და ღმერთს შენდობა არ სთხოვ, ეს კნონები იმოქმედებს, - ბრძანებს მამა პაისი, - უკეთ რომ გაიგოთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. როცა სტომიონის მონასტერში (ათონს გარეთ, ერში მდებარეობს) ვცხოვრობდი, შევიტყვე, ერთი ჩემი კლასელი გოგონა სწორი გზიდან ამცდარიყო. ვლოცულობდი, რომ ღმერთს მისთვის ჩემთან მონასტერში მოსვლა შთაეგონებინა. წმინდა წერილიდან და მამათა სწავლებიდან სინანულზე გამოთქმული აზრებიც კი ამოვწერე. ერთხელაც მოვიდა, ვისაუბრეთ და ვიფიქრე, რომ მიხვდა ჩემს ნათქვამს. მერე ხშირად მოდიოდა ჩემთან, ბავშვთან ერთად, სანთელი, ზეთი და საკმეველი მოჰქონდათ ტაძრისთვის. ერთხელ ჩემმა კონიცელმა ნაცნობებმა მითხრეს, - შენთან ეს სიწმინდეები კი მოაქვს, მაგრამ ქალაქში ოფიცრებთან მაინც დანავარდობსო. როცა ქალი ამოვიდა მონასტერში, ყვირილი ავტეხე და გავაგდე! საცოდავი ატირებული წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ძლიერი ხორციელი ბრძოლა ვიგრძენი. რა დამემართა? არასოდეს ამნაირი განსაცდელი არ მქონია. რა მოხდა-მეთქი. მიზეზი ვერ ვიპოვე. ვლოცულობ, მაგრამ ლოცვა არ მოდის. წავედი გამილაზე (ასე ჰქვია პინდოსის მთების მწვერვალებს). ამ ბრძოლას სჯობს დათვებმა შემჭამონ-მეთქი, - ვფიქრობდი, მაგრამ სიძვის ბრძოლა არ იკლებდა. ნაჯახი ფეხში სამჯერ ჩავირტყი, იქნებ ტკივილს დაევიწყებინა ეს ბრძოლა. ჩექმა სისხლით ამევსო, განსაცდელმა კი არ გაიარა. უეცრად გამახსენდა ის დედაკაცი და სიტყვები, რომლებიც ვუთხარი. "ღმერთო ჩემო, მე მხოლოდ მცირეოდენი გამოვცადე ამ ჯოჯოხეთური სატანჯველისა, ის კი მუდმივად მასთან ერთად ცხოვრობს! ღმერთო, შემინდე, რომ ის განვიკითხე", - ვთქვი და ზეციური სიგრილე ვიგრძენი, ხორციელი ბრძოლა განმეშორა.

* წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: არასდროს შეგრცხვეს მისი, ვინც შენს წინაშე მოყვასზე ბოროტს ამბობს, სჯობს უთხრა: "შეწყვიტე, მამაო, მე ყოველდღე საშინელ ცოდვაში ვვარდები. განა შემიძლია ვინმე განვიკითხო".

* "რატომ განვიკითხავთ ჩვენს ძმებს? - ბრძანებს წმინდა სერაფიმე საროველი, - იმიტომ, რომ არ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას, ვინც საკუთარი თავის შეცნობაზე ფიქრობს, მას დრო არა აქვს სხვების შესამჩნევად. განიკითხე საკუთარი თავი და თავს დაანებებ სხვების განკითხვას".

* წმინდა ტიხონ ზადონელი გვარიგებს: "როცა ცუდს დაინახავ ან გაიგონებ მოყვასზე, მაშინ ბაგე მდუმარებით დაიბეჭდე, ღვთის წინაშე ამოიოხრე, რომ გამოსწორდეს იგი. საკუთარ თავზე კი ილოცე, რომ ამავე ცოდვაში არ ჩავარდე. ჩვენი უბედურების გამო ყოველნაირი ცოდვის ქმნა შეგვიძლია".

* ამბა ისაია ბრძანებს: "მოყვასისადმი სიყვარულს მოწმობს არგანკითხვა მოყვასისა".

* წმინდა ამბროსი ოპტელი გვეუბნება: "თუ გვინდა, რომ გამოვსწორდეთ განკითხვის ცოდვისგან, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ღვთისა და ადამიანების წინაშე დამდაბლებას, შეწევნა კი ღმერთს უნდა ვთხოვოთ".

* როცა ვინმეს განკითხვას დააპირებ, უთხარი საკუთარ თავს: "ფარისეველო! პირველად მორი ამოიღე საკუთარი თვალიდან? ღირსმა მაკარი მეგვიპტელმა, როცა მცოდველი კაცი დაინახა, საკუთარ თავს უთხრა: "მან თუმცა შესცოდა, მაგრამ სინანული შეუძლია; ხოლო თუ შესცოდებ, სინანული არ ძალგიძს". ამგვარი განსჯით მან თავი მლოცველზე დაბლა დააყენა".

* როცა სხვების საქმეების განხილვა გნებავს, მათი კეთილი საქმეები განიხილე და არა ბოროტი, - გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი.

* მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".

* წმინდა დიმიტრი როსტოველი ბრძანებს: "სხვების განმკითხველი კაცი იმ სარკეს ჰგავს, რომელიც თავის თავში ყველაფერს აირეკლავს, თვითონ კი ამას ვერ ხედავს".

* ამბა ისაია ამბობს: "ვისაც სწამს, რომ სულის სხეულიდან განსვლის მერე ღვთის სამსჯავროს წინაშე უნდა წარდგეს, არავითარ შემთხვევაში არ განიკითხავს მოყვასს, ვინაიდან თავის ყველა ცოდვაზე თვითონ უნდა მისცეს ღმერთს პასუხი".

* "როცა სოდომელთა ცოდვებზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი.

მამები გვასწავლიან: "თუ შენი თვალით დაინახავ ძმის შეცოდებას და გულისთქმა გეტყვის, "განიკითხეო", - განაძევე ეს ფიქრი და უთხარი მას: "ანათემა შენ, სატანავ. დამნაშავე შენ ხარ, ჩემმა ძმამ კი, აბა, რა გააკეთა?" და განიმტკიცე გული, რომ ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat