დიდი სიკეთეა ჩვენთვის და სიხარული, როცა ვინმე ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემს
დიდი სიკეთეა ჩვენთვის და სიხარული, როცა ვინმე ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემს
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს მოიხსენიებს. ტაძრებში დიდი პანაშვიდი გადაიხდება, იკურთხება საკურთხი. მიცვალებულთა მოხსენიება კიდევ ერთხელ შეახსენებს ქრისტიანებს, რომ ეს წუთისოფელი, თავისი საცთურებით, სწრაფწარმავალია. დიდ ნუგეშს პოვებენ ჩვენი მიცვალებულებიც ამ მოხსენიებით, ხოლო ღვთის წინაშე განმართლებულნი, პირიქით, ჩვენთვის ლოცულობენ. ქართველ კაცს თავისი მიცვალებულის სულისთვის ზრუნვას ვერავინ ასწავლის, მაგრამ ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ ისეთი ამბები, რომლებიც მიცვალებულთა მოხენიების სიკეთეს განგვიმტკიცებენ.

პანაშვიდზე თუ წირვაზე - კვეთაში არ მოიხსენიებიან არამართლმადიდებლები, ღვთისმგმობელნი, მოუნათლავები, თავისმკვლელნი (იმ შემთხვევის გარდა, თუ კაცმა გონებიდან გადასულმა მოიკლა თავი).

* წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი (+1966) მოუწოდებს: გარდაცვლილთა ნათესავნო და ახლობელნო! გააკეთეთ მათთვის, რაც საჭიროა და რაც შეგიძლიათ. ნუ გაფლანგავთ ფულს მათი საფლავისა და კუბოთა გამშვენებისთვის, არამედ მათ სახელზე დაეხმარეთ გაჭირვებულებს და ეკლესიას, სადაც მათთვის ლოცვები აღევლინება.

* "ძალიან მიყვარდა ჩემი ძმა, - შესჩივლა მამა ხარლამპე ათონელს ერთმა ქრისტიანმა, - 1940 წელს ფრონტზე მოკლეს. მას მერე რამდენი წელი გავიდა და ერთხელაც ვერ ვეღირსე ძილში მენახა. ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იქნებოდა". "ნუ განიცდი, შვილო. ამაღამ მისთვის საღმრთო ლიტურგიას აღვავლენ და იმედი მაქვს, ყოვლადსახიერი ღმერთი მისი ხილვით განუგეშებსო". მართლაც, იმავე ღამეს ქრისტიანმა ძმა იხილა. გახარებულნი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ძმამ უთხრა, რომ კარგ ადგილას იმყოფებოდა და მადლობა გადაუხადა მისთვის აღვლენილი ლიტურგიისთვის.

* ერთმა ათონელმა ბერმა შორეული რუსეთიდან წერილი მიიღო - ახლობლებმა მისი უახლოესი მეგობრის გარდაცვალება აუწყეს, რომელიც ქოლერას მოეკლა. შეეწყალა ბერს მეგობარი, როგორც პირად ლოცვებში იხსენიებდა, ასევე ეკლესიაშიც, მისი განსვენებისთვის სეფისკვერიდან ნაწილს კვეთდა. მალე მეგობარი სიზმარში ნახა: უმშვენიერეს ბუნებაში პატარა, კოხტა სახლები იდგა. ერთი მათგანიდან მისი მეგობარი გამოვიდა. მიესალმნენ ერთმანეთს. განსვენებულმა აუწყა, რომ ამ ადგილას უფალმა ქოლერით გარდაცვლილები დაასახლა.

- მე შენთვის ვლოცულობ და გიხსენიებ, - უთხრა ბერმა.

- ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ცნობილია ყველაფერი ის, რაც მიწაზე ხდება. გმადლობ ამისთვის. დიდი სიკეთეა ჩვენთვის და სიხარული, როცა ვინმე ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემს, კვეთაში მოგვიხსენიებს ანდა ფსალმუნს კითხულობს.

- ნუთუ ფსალმუნიც გეხმარებათ?

- თანაც როგორ გვეხმარება, ფსალმუნში ხომ მიწა და ზეცაა მოთავსებული.

- ესე იგი, თქვენ ყველაზე მეტად მოწყალება, კვეთაში მოხსენიება და ფსალმუნები გეხმარებათ, მაგრამ ამ სამიდან რომელია აღმატებული, თქვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო?

- რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეუდარებლად აღმატებული, სასიამოვნო და ძვირფასია პროსკომიდია, ოღონდ მას ჩვენთან (ზეცაში) "გოლგოთის მსხვერპლს" ვეძახით.

გარდაცვლილი მეგობრის სიტყვები ცეცხლად მოედო მეგობრის გულს და ტკივილით დაადნო.

* დიდი ძალა აქვს წმინდანის ლოცვებს: ერთხელ დიდი მამა მაკარი მეგვიპტელი უდაბნოში მიდიოდა და ადამიანის თავის ქალა დაინახა. პალმის ჯოხით შეეხო და ჰკითხა: - ვინ ხარ?

- მე ვიყავი წარმართი მოგვების უფროსი.

- როგორ ხართ მანდ, მაგ ქვეყანაში წარმართები? - ჰკითხა მაკარმა.

- ჩვენ ცეცხლში ვართ, ალმა დაგვფარა თავიდან ფეხებამდე, ვერ ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ როცა შენ ლოცულობ ჩვენთვის, მაშინ ოდნავ თუ დავინახავთ ხოლმე ერთიმეორეს და ეს ნუგეშს გვანიჭებს.

* ნეტარ ლუკას ღვიძლი ძმა ჰყავდა, რომელიც ბერად შედგა, მაგრამ ნაკლებად ზრუნავდა თავისი სულისათვის. იგი უეცრად გარდაიცვალა. ძმის ხვედრით შეწუხებულმა ნეტარმა ლუკამ ღმერთს შესთხოვა, მისი ადგილსამყოფელი ეჩვენებინა. ერთხელ მან ძმის სული იხილა, იგი ბოროტ ძალებს ჩაეგდოთ ხელში. ლუკამ ძმის კელია ბერებს გააჩხრეკინა, იქიდან მათ ფული და ნივთები წამოიღეს, რომელიც ბერმა გარდაცვლილი ძმის სახელზე გასცა. ამის მერე, ლოცვისას მამა ლუკამ ღვთის სამსჯავრო იხილა, ანგელოზები ბოროტ ძალებს მისი ძმის სულისთვის ეკამათებოდნენ. ეშმაკები ამბობდნენ, სული ჩვენია, რადგან ჩვენს საქმეებს ასრულებდაო, რაზეც უფლის ანგელოზები პასუხობდნენ: "მისი სახელით გაღებულმა მოწყალებამ იგი იხსნა თქვენს ხელთაგანო". "განა მიცვალებულმა გასცა მოწყალება? - გაიძახოდნენ ეშმაკები, - ამ ბერმა გაიღო". და ღირს ლუკაზე უთითებდნენ. ღირსმა მამამ უპასუხა: "დიახ, მე გავეცი მოწყალება და არა ჩემთვის, არამედ ამ სულისთვის". ასეთი პასუხით შერცხვენილი ეშმაკები გაიფანტნენ და ბერმაც ძმაზე წუხილი შეწყვიტა.

* წმინდა გრიგოლ დიალოგოსი მოგვითხრობს: ერთ დეკანოზს ჩვევად ჰქონდა აბანოში სიარული. ერთხელ აბანოში უცნობი კაცი დახვდა, რომელიც გახდაში დაეხმარა, მერე კი ტანსაცმელი შესანახად წაიღო. როცა დეკანოზი აბანოდან გამოვიდა, კაცმა პირსახოცი მიაწოდა ოფლის მოსაწმენდად და დიდი პატივისცემით დაეხმარა ჩაცმაში. ასე განმეორდა რამდენჯერმე, კაცი მდუმარედ ასრულებდა თავის საქმეს. მღვდელმა მადლობის გადახდა გადაწყვიტა და ერთხელ აბანოში ორი სეფისკვერი წაიღო, რათა უცნობისთვის ეჩუქებინა.

უცნობმა ტირილით უთხრა: "რისთვის მაძლევ ამას, მამაო? ეს წმინდა პურია, მისი ჭამა მე არ შემიძლია. შენს წინაშე დგას ამ აბანოს ყოფილი მფლობელი, ჩემი ცოდვების გამო, სიკვდილის მერე აქ მომსვლელთათვის მომსახურება მომესაჯა. თუ ჩემი დასაჩუქრება გინდა, ეს პური ჩემი ცოდვების მისატევებლად ყოვლისშემძლე ღმერთს შესწირე და როცა აქ მოხვალ და ვერ მიპოვი, იცოდე, რომ შენი ლოცვა ღმერთმა შეისმინაო". უცნობი გაქრა. მიხვდა მღვდელი, რომ ის, ვინც აბანოში ემსახურებოდა, სული იყო გარდაცვლილისა. დეკანოზმა მთელი კვირა სულისათვის ცრემლიან წირვა-ლოცვაში გაატარა, ყოველდღე უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ მივიდა აბანოში, მაგრამ იქ უცნობი ვეღარ ნახა და ამის მერე არც შეხვედრია.

* "როცა პროსკომიდიას ვატარებ, - ამბობდა მამა იაკობ ევბეელი (+1990), - ვხედავ სულებს, რომლებიც მოდიან და მოხსენიებას მთხოვენ, რომც მსურდეს, მათ ვერ ვივიწყებო". მამა იაკობი ამბობდა: "როცა მღვდელი ნაწილებს ამოკვეთს და მოიხსენიებს მორწმუნეთა სახელებს, წმინდა სამკვეთლოზე ჩამოდის უფლის ანგელოზი. ის მოხსენიებულ ნაწილებს უფლის ტახტის წინაშე ალაგებს. მიხვდით, ალბათ რამდენად მნიშვნელოვანია წირვაზე მოხსენიება".

ერთხელ მამა იაკობს თავისი გარდაცვლილი დედის მოხსენიება დაავიწყდა. როცა საღმრთო ლიტურგია დაამთავრა, მოვიდა სული გარდაცვლილი დედისა და დამწუხრებულმა ჰკითხა:

- იაკობ, დღეს რატომ არ მომიხსენე?

- როგორ თუ არ მოგიხსენე, დედიკო, ყოველდღე გიხსენიებ და საუკეთესო ნაწილს ვკვეთ შენს სახელზე.

- არა, შვილო, დღეს დაგავიწყდი, ამიტომ ჩემმა სულმა ისე ვერ განისვენა, როგორც წინა დღეებში, მაშინ, როცა მიხსენიებდი, - უპასუხა ქალმა.

"დაფიქრდით, რამხელა სარგებელს და სიკეთეს იღებენ სულნი, როცა მათ მღვდელი იხსენიებს", - ბრძანა მამა იაკობმა.

* "ჩემს ქვეყანაში მოკვდა თავადი და დაკრძალეს წესისამებრ, - ჰყვებოდა ნეტარი ლუკა, - ერთხელ სასაფლაოს რომ ჩავუარე, ერთ საფლავთან კაცი იდგა, შავი, ჩამქრალი ნაკვერჩხლის მსგავსი. თავისთან მიმიხმო და მითხრა: "მე ანდერძად დავწერე, რომ ჩემი ქონება ჩემი სულის ცხონებისთვის გლახაკებისთვის გაეყოთ, მაგრამ ეს ანდერძი აქამდე არ აასრულეს. უთხარი ჩემებს, სასწრაფოდ გასცენ, თორემ ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც მხედავ, სამუდამოდ დავრჩები".

ერთმა ათონელმა ბერმა მამა სერაფიმეს გაუმჟღავნა მიზეზნი, რომელთა გამოც იგი მონაზვნად აღიკვეცა. მან ძილში ცოდვილთა იმქვეყნიური ხვედრი იხილა. ორთვიანი ავადმყოფობის მერე დასუსტებული ლოგინში იწვა. მივიდა მასთან უფლის ორი ანგელოზი, წაიყვანეს და სატანჯველები ანახეს, სადაც მასაც მოუწევდა მოხვედრა, თუ არ შეინანებდა.

მერე კი ანგელოზმა ცეცხლიდან ერთი ადამიანი ამოიტაცა, ნახშირივით შავი, დამწვარი და თავიდან ფეხებამდე დაბორკილი. ანგელოზებმა ჯაჭვები მოხსნეს და მასთან ერთად გაქრა კაცის სიშავეც და ანგელოზივით გაბრწყინდა. მაშინ ანგელოზმა მას ნათლის სამოსელივით ბრწყინვალე შესამოსელი ჩააცვა.

"რას ნიშნავს კაცის ასეთი ცვლილება?" - ჰკითხა ანგელოზს ბერმა. "ეს ცოდვილი სული განგდებული იყო ღვთისაგან თავისი ცოდვების გამო, - უთხრეს ანგელოზებმა, - და საუკუნოდ ამ ცეცხლში უნდა დამწვარიყო. ამასობაში მისი მშობლები მის სახელზე უამრავ მოწყალებას გასცემდნენ, ხშირად იხსენიებდნენ ლიტურგიაზე, იხდიდნენ პანაშვიდებს. მშობლებისა და წმინდა ეკლესიის ლოცვების გამო ღმერთმა შეიწყალა და სრულიად მიუტევა. განეშორა საუკუნო სატანჯველს, ახლა წარდგება თავისი უფლის წინაშე და მის წმინდანებთან ერთად იხარებს".

როცა ხილვა დასრულდა, კაცი გონს მოვიდა და რას ხედავს? მის გარშემო ახლობლები დგანან და ტირიან, მის სხეულს კი დასაკრძალავად ამზადებენ. აბა ამის შემდეგ ბერობაზე როგორ არ იფიქრებდა.

* ერთ სამრევლოში მღვდელი მოკვდა და ახალი დანიშნეს, მაგრამ ისიც, ხალხისთვის სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვლა, პირველივე წირვის შემდეგ.

დანიშნეს ახალი მღვდელი. ის დილით საწირავად საკურთხეველში შევიდა. იქ უცნობი მღვდელი დაინახა, საწირავად შემოსილი, ხელფეხშეკრული. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ლოცვას შეუდგა.

ლოცვის დასრულების შემდეგ, მისდა გასაკვირად, მოჩვენება გაქრა. მღვდელი მიხვდა, იგი იმქვეყნიური სტუმარი იყო. მაგრამ რას ნიშნავდა ასეთი ხილვა, ვერ ხვდებოდა. ერთი რამ შეამჩნია, მოჩვენებას სიტყვა არ დაუძრავს, ოღონდ ხელებშებორკილი საკურთხეველში რაღაცას ანიშნებდა, სადაც ერთი შეხედვით არაფერი იყო მნიშვნელოვანი. მღვდელი მივიდა იმ კუთხეში და სამკვეთლოს ახლოს ძველი, მოზრდილი ქისა ნახა. გახსნა და შიგ უამრავი მოსახსენებელი აღმოაჩინა, ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებით სავსე, რომელთაც წირვის დროს საკურთხეველში აგზავნიან მორწმუნენი. მიხვდა მღვდელი, რომ ის შებორკილი ღვთისმსახური ადრინდელი წინამძღვარი იყო, რომელსაც, ეტყობა, თავის დროზე წაუკითხავი დარჩა ეს მოსახსენებლები. ამიტომაც შემდეგ, როცა სწირა, პირველ რიგში ეს მოსახსენებლები წაიკითხა. როგორც კი დაასრულა კითხვა, მღვდელს ბორკილები დასცვივდა, განთავისუფლდა და მის წინაშე სამადლობლად უხმოდ მუხლნი მოიდრიკა.

* წმინდა გრიგოლ დიალოგოსი მოგვითხრობს ორ დედაკაცზე, რომლებიც ხორციელად წმინდად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბევრს ლაპარაკობდნენ, ბევრ სიცრუესა და სამავნეოს ამბობდნენ. მამა ბენედიქტე დაემუქრა მათ - სიკვდილით, თუ გონს არ მოვიდოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მონაზვნები გარდაიცვალნენ. დაასვენეს კელიაში, მაგრამ წირვისას, როცა თქვეს, კათაკმეველნო, განვედითო, მათი კუბოები გარეთ გამოვიდა. ეს რომ ღირს ბენედიქტეს შეატყობინეს, იმ ეკლესიაში ორი სეფისკვერი გაგზავნა და მათ სახელზე ნაწილი ამოაღებინა. ამის მერე კუბოები გარეთ აღარ გასულან. ეტყობა, შეიწყალა ისინი უფალმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat