მამა გაბრიელს იხსენებს საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი:
-მამა გაბრიელთან ურთიერთობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად მქონდა.
თვითონ არ იყო მომხრე ექიმთან მისულიყო. ჩემზე უთხრეს, საპატრიარქოში არის ექიმი, ქირურგი, ათონზეა ნამყოფიო. ამის შემდეგ ლოცვა-კურთხევა მოგვცა, მშვიდობით მობრძანდესო. პირველად რომ ვნახე მამა გაბრიელი, მძიმედ იყო. წყალმანკი, ჰქონდა და მუცლის ღრუში სითხე დაუგროვდა. მოტეხილი ჰქონდა ქვედა კიდური და მწოლიარე მდგომარეობაში იყო. გულის მდგომარეობაც არ ჰქონდა კარგი და სასწრაფოდ საჭირო გახდა ამ სითხის ევაკუაცია. პროცედურებს პერიოდულად ვატარებდით ხოლმე. მამა გაბრიელთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო თეოლოგიური განათლების მქონე ადამიანი. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც გავიგე, რომ მას სულ ხუთი კლასის განათლება ჰქონდა. სიბრძნე ღვთისა, რომელიც ამოკითხული ჰქონდა ბიბლიაში, სახარებასა და სხვა წიგნებში, სულ ზეპირად იცოდა.
ძალიან ნიჭიერი, კარგი მეხსიერების მქონე ადამიანი გახლდათ, ღვთისგან გამორჩეული. ეტყობა გაცნობიერებული ჰქონდა, რომ განსაკუთრებული მისია ერგო ღვთისგან და ამას ერთგულად ასრულებდა. თუმცა, წარმომიდგენია, რომ ეს ძალიან ძნელი იყო - კომუნისტების ეპოქაში ელემენტალურად მორწმუნე რომ ყოფილიყავი საშიში იყო, პოლიტიკურად შეიძლება ცუდად შეეფასებინათ. დევნაში ყავდათ და ეს კიდევ არ ემორჩილებოდა ყველას. ძალიან დიდ რისკზე მიდიოდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი