ვინც უქმად ცხოვრობს, ის მუდმივად სცოდავს
ვინც უქმად ცხოვრობს, ის მუდმივად სცოდავს
* ერთხელ ერთმა მეუდაბნოე მამამ ძმებთან სულიერ საგნებზე საუბრისას შენიშნა, რომ მსმენელებმა ჩათვლიმეს. მან საუბრის თემა შეცვალა და უქმმეტყველება დაიწყო. მიძინებულები გამოფხიზლდნენ და გაფაციცდნენ. ასეა ჩვენს თავს, - ამბობს დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო, - როცა საუბრობენ ღმერთზე, სულზე, საუკუნო ცხოვრებაზე - მოვიწყენთ, გვეძინება, მოუთმენლად ველოდებით საუბრის დამთავრებას. ვინმე ყბედს კი დიდი ყურადღებით მოვუსმენთ და ტაშსაც არ მოვაკლებთო.

* ერთხელ, დღისით, წმინდა დავით ევბეელის მონასტერში უცნობი დედაბერი გამოჩნდა, ცხვირში სპილენძის რგოლი ჰქონდა გაჩრილი. მამა იაკობმა (+1991) უთხრა: "მოდი, ეამბორე სიწმინდეებს... დარჩი მონასტერში. ერთი დღე მაინც დაჰყავი, სად გეჩქარებაო". დედაბერმა - აქ ნახევარ საათსაც არ დავრჩები, თქვენთან ლიტურგია ყოველდღეა, ლოცულობთ. ჯობს ამა და ამ მონასტერში წავიდე ერთი კვირით. მერე კი სხვაგან წავალო. "სატანა ხომ არ ხარ?" - ჰკითხა მამა იაკობმა და ხის ჯვარი მიუშვირა. ქალი იმწამსვე გაქრა.

* ერთ დიდ ბერთან ცხოვრობდა მცირედ უდები მამა. ხედავდა ბერის დიდ შრომას და ერთხელ უთხრა: - მამაო, ზოგიერთი ამბობს, დიდ ღვაწლს ბერი ამპარტავნებამდე მიჰყავსო. ბერმა: "თუ უდებებით სიმდაბლე სასარგებლოა, მაშინ წავიდეთ, ცოლები მოვიყვანოთ, ხორცი ვჭამოთ და ღვინო ვსვათ. ვაი ჩვენდა, რომ ეშმაკნი დაგვცინიან და ჩვენ ვერ გულისხმავყოფთ. ნუთუ არ გესმის, რას ამბობს დავითი: "იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა და მომიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი".

* სიზარმაცეს უჩივით, - სწერს წმინდა მაკარი ოპტელი ვინმე ქრისტიანს, - დიახ, ხშირად ის თავს ესხმის ღვთისმოშიშებით მოღვაწესაც და დაუდევრობისას ეუფლება კიდეც. წმინდა მამები ამ ვნების განსადევნად გვირჩევენ, გვქონდეს ხსოვნა სიკვდილისა, საუკუნო სატანჯველისა და მართალთა ნეტარებისა, ვიხელმძღვანელოთ ამ დროს თავმდაბლობით, რომელიც ღვთის მოწყალებას მოგვაგებს და სრულიად გაგვათავისუფლებს სიზარმაცის ტყვეობისგან.

* ერთ ბერს როცა გულისსიტყვა ეტყოდა: დღეს დაისვენე და ხვალ შეინანეო, პასუხობდა: არა, დღეს შევინანებ და ხვალ დავისვენებო.

* ძმამ ჰკითხა მამა იოსებს, - რა ვქნა, არც მარხვა შემიძლია, ვერც ქმნა და მიცემა სიყვარულისაო. ბერმა მიუგო: მაშინ გონება მაინც დაიცევ, რათა არავინ განიკითხო და არცა ვისთვის ბოროტი მოიგონო და სცხონდე.

* ერთმა ძმამ ჰკითხა მამა პამბოს: ეშმაკები მაჩერებენ მოყვასის კეთილყოფასო. ბერმა უთხრა: ცდები, ძმაო, მაგის თქმით და ღვთის სიტყვის ურწმუნო იქნები, რამეთუ ღმერთმა ეშმაკს კი არ მისცა ჩვენზე ხელმწიფება, არამედ ჩვენ მოგვცა, რათა უხილავი მტრის ყოველი ძალა დავთრგუნოთ. თქვი, - არ მეცოდება ჩემი ძმაო და შენი თავის გარდა ნურავის დააბრალებ.

* წმინდა ბარსანოფი ოპტელს უყვებოდა სკიტელი ბერი იობი: "ეს ამბავი 15 წლის წინ მოხდა. მიმეძინა, მოდის ჩემთან განსვენებული სქემმონაზონი მამა პიმენი და მეკითხება: ხუთასეულს თუ ასრულებო (ხუთასეული - მონაზვნის საკელიო კანონი - 300 იესოს ლოცვა, 100 ლოცვა ღვთისმშობლისადმი, 50 ლოცვა მფარველი ანგელოზისა და 50 - ყველა წმინდანისადმი). ყოველთვის ვერ ვასრულებ, როგორც მომიხდება-მეთქი. "საქმეც ესაა, - მისაყვედურა, - ჩაის თანაბრად სვამ, ხუთასეულს კი ყოველთვის არ ასრულებ. კანონი აუცილებლად უნდა ჩამოილოცო ხოლმეო", - მითხრა ეს და გამომეღვიძა.

* "თავისი მცონარების გასამართლებლად ზარმაცი სამუშაოს დაბრკოლებებსა და სიძნელეზე მიგვითითებს და მათ მოცულობას უზომოდ გაბერავს, - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - თუ მას ხელს ერთი კაცი შეუშლის, მტკიცებას დაგიწყებს, წინ მთელი სოფელი მეღობებაო. თუ ფოთოლი აშრიალდება - სამუშაოდ გარეთ ვერ გაველ, ქარიშხალი ანგრევს ყველაფერსო. ანდა სახლის წინ დასკუპულ კურდღელზე იტყვის, - ლომი წამოწოლილაო.

სიზარმაცე სავსებით ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ადამიანი მოღვაწეა: ისწრაფვის შრომისკენ, ხელობისკენ, შემოქმედებისკენ. სიზარმაცე კი სარწმუნო ნიშანია ინდივიდის დასახიჩრებული ბუნების, რომელშიც ის თავშესაფარს პოვებს.

სიზარმაცე - ერთ-ერთი სასიკვდინე ცოდვაა, კაცში სულს კლავს. ზარმაცი ხორცი - ბუდეა ბიწიერებისა, ზარმაცი სული კი ეშმაკის კოლონიაა.

გავექცეთ სიზარმაცეს, როგორც მხეცის ბუნაგს. თუ მასში შემთხვევით აღმოვჩნდებით, მაშინვე გავიქცეთ იქიდან, თორემ მძვინვარე მხეცმა შეიძლება გადაგვიკეტოს გზა.

ზარმაც ხელებს მაშინვე გამოუძებნის საქმეს ეშმაკი, შრომისმოყვარეს კი ანგელოზი. ამ მუდმივად მოძრავ და ცვალებად სამყაროში ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ან კეთილ საქმეს უნდა მოეკიდოს, ან ბოროტს".

* ერთ ერისკაცს მონაზვნობა სურდა, დედა ეწინააღმდეგებოდა. ის კი არ იშლიდა, - სულის ცხონება მინდაო. ბოლოს, დედამ თავი ანება, ვაჟი მონასტერში წავიდა და იქ უდებებით ცხოვრობდა. გამოხდა ხანი, მოკვდა დედამისი, მცირე ხნის შემდეგ დასნეულდა ვაჟიც. ერთხელ სულით ის ჯოჯოხეთში ჩაიყვანეს, სადაც დედის სული იხილა. "შენც აქ მოხვდი, შვილო? აკი მეუბნებოდი, სულის ცხონება მინდაო?" შერცხვენილი შვილი დუმდა. ამ დროს გაისმა ღვთის ბრძანება,- წაიყვანეთ ეს ბერი უკან, რამეთუ მე სხვა მონასტერში გაგგზავნეთ სხვა ბერის მოსაყვანადო. ის სხვა ბერი ახალი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში ჩასული - ხორციელადაც გამოჯანმრთელდა, სენაკში დაყუდებული შეინანებდა თავის უდებებას. ისეთ გლოვას მიეცა, ზოგიერთი ეუბნებოდა, ცოტათი მაინც დაინდე საკუთარი თავიო. ის კი პასუხობდა: დედაჩემის ყვედრება თუ ვერ დავითმინე და პასუხი ვერ გავეცი, რას ვეტყვი ქრისტეს და მის წმინდანებს მე უდებიო.

* ანტონი დიდი ამბობდა: უკეთუ მონაზონი ცოტას შრომობდეს, მერე თავი ანებოს და მცონარებდეს, არაფერს მოიმოქმედებსო.

* მამა პაისის ერთხელ ტომარა აუღია, კალოზე მისულა და მისი პატრონისთვის ხორბალი მოუთხოვია. მან თურმე ჰკითხა: "შენცა მკიდი, მამაო?" პაისის უპასუხნია: "არა". "მაშინ როგორ ითხოვ ხორბალს?" "და რომელი არა მკის, არ მიიღებს ნაყოფს?" "არა", - უპასუხა კალოს პატრონმა და ბერი უკან დაბრუნდა. ძმებმა ჰკითხეს, - ასე რატომ მოიქეცი, მამაოო. ბერმა უთხრა: ჩემს თავს სამაგალითოდ ვუჩვენე, რომ თუ ვინმე არ იშრომებს, უფლისგან სასყიდელსაც ვერ მიიღებსო.

* "ღმერთმა ადამიანი შრომისთვის შექმნა და ამისთვის ყოველივე აუცილებელი მისცა; მცონარე, ზარმაცი მხარს უქცევს საღმრთო წესრიგს და შესაქმის მიზანს", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი.

* ადამიანის გულს არ შეუძლია უქმად ყოფნა; ჩვენს სულს არ შეუძლია უქმად ყოფნა. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის ავსებული, მაშინ ის უქმია და მავნებელ საგნებზე ფიქრობს. თუ გული წმინდას და ზეციურს არ შეიგრძნობს, მაშინ ის სუნთქავს არაწმინდა, ამღვრეული, ხორციელი სურვილებით. თუ ჩვენი ნება ზეცისკენ, ღვთის ნების შესრულებისკენ არ ისწრაფვის, მაშინ ის ცოდვის გზით ჯოჯოხეთისკენ მიდის, - ბრძანებს წმინდა ფილარეტ ჩერნიგოველი.

* "განსვენება და უქმად ყოფნა - მკვლელია სულისა და დემონზე მეტად შეუძლია ავნოს მას", - გვასწავლის წმინდა ისააკ ასური.

* ღირსი ნილოს სინელი ბრძანებს: "დედად მანკიერებისა სიზარმაცე (მცონარება) აღიარე, რამეთუ შენს სიკეთეს მიიტაცებს და რაც არ გაქვს, იმის შეძენის უფლებას არ გაძლევს! "ვინც უქმად ცხოვრობს, ის მუდმივად სცოდავს", - ბრძანებს წმინდა ტიხონ ზადონელი.

* მცონარე და უქმად ცხოვრება იგივეა, რაც უქმი და უყი მინდორი, სადაც სარეველა მცენარის გარდა არაფერი ხარობს, - გვაფრთხილებს წმინდა ფილარეტ ჩერნიგოველი.

* "ნუთუ არ იცი, - გვეკითხება წმინდა იოანე ოქროპირი, - როგორც ჩვენ ჩავაბარებთ მსახურებს ვერცხლს და თითოეულ მათგანს ვუანგარიშებთ, ასევე ღმერთიც მოგვთხოვს ანგარიშს ჩვენი ცხოვრების დღეებზე, თუ როგორ გავატარეთ ყოველი დღე".

* მცონარება, სიზარმაცე, როგორც უკვე გვითხრეს წმინდა მამებმა, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. ერთხელ მაკარი დიდს ბოროტი სული გამოეცხადა: "ადექი, ამბა, წავიდეთ ეკლესიაში". "ჰოი, მოძულევ სიკეთისა, როგორ შეიძლება იყო იქ, სადაც წმინდანნი ლოცვად იკრიბებიან?!" - შესძახა ღირსმა მამამ. "უჩვენოდ არც ერთი საეკლესიო ლოცვა და საბერო შეკრება არ ჩაივლისო", - უთხრა ეშმაკმა. წმინდა მაკარი ღმერთს შეევედრა, მისთვის ეშმაკის მახეები ეჩვენებინა და ერთხელ ეკლესიაში შესულმა სულიერი თვალებით დაინახა მრავალი ეშმაკი, ეთიოპის მსგავსი არსებანი, რომლებიც ეკლესიაში მდგომთა შორის დარბოდნენ. ზოგთან დიდხანს რჩებოდნენ, მხრებზე ასხდებოდნენ, ზოგს მაშინვე შორდებოდნენ. მიხვდა ღირსი მამა, რომ ის, ვისთანაც ეშმაკი რჩებოდა, ლოცვისას ცოდვიან ფიქრებს იყო მიცემული და ყოველივე ეშმაკის შთაგონებით ხდებოდა.

* "ერთ ბერს ლოცვის დროის მოსვლისას ციებ-ცხელება აუტყდებოდა და თავი ასტკივდებოდა. ერთხელ საკუთარ თავს უთხრა: - ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ თუნდაც მოვკვდე, ავდგები და სათანადოდ ვილოცებ ღვთის წინაშეო. ასეც მოიქცა. მცირე ხნის შემდეგ შვება იგრძნო. როცა ლოცვა ჩაამთავრა, ავადმყოფობაც გაქრა.

* წმინდა იოანე კრონშტადტელი წერს თავის დღიურში: "ერთი მამა, როცა ლოცვის დროს მცონარება მოერეოდა, სულით და ხორცით დასუსტდებოდა და თვლემას იწყებდა, საკუთარ თავს აღძრავდა სამოღვაწეოდ, შეუძახებდა: "იცი, ვისთან საუბრობ, სულო ჩემო?" - და ცხადად წარმოიდგენდა უფალს. ეს მას გულს მოუდრეკდა და მეტი ლმობიერებით განაგრძობდა ლოცვას. "სულო ჩემო, თუ შენზე უფროს ადამიანებთან უდარდელად საუბარს ვერ ბედავ, რომ რაიმეთი არ შეურაცხყო ისინი, როგორ ბედავ თამამად და უკრძალველად ესაუბრო უფალს?!" - ამუნათებდა საკუთარ სულს.

* თუ რამდენად სახიფათოა სულისთვის მცონარება, უქმმეტყველება, ამას ერთი ძველი ამბავიც მოწმობს. ერთ წმინდა მამას ღვთისგან მინიჭებული მადლით შეეძლო ის დაენახა, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ერთხელ ის ძმათა შეკრებაზე მოხვდა. როცა ძმები საღმრთო საგნებზე საუბრობდნენ, მათ შორის წმინდა ანგელოზნი დგებოდნენ მხიარული პირით. თუ საუბარი ამაო საგნებზე გაგრძელდებოდა, უფლის ანგელოზნი მწუხარე სახით გაშორდებოდნენ და მათ ადგილს უწმინდური, დაწყლულებული თხები იკავებდნენ, ბერებს გარს უვლიდნენ. ესენი დემონები იყვნენ, რომელთაც ბერების უქმადმეტყველება უხაროდათ. ამის მნახველი მამა ატირებული წავიდა თავის კელიაში და ევედრებოდა ძმებს, თავი ენებებინათ მცონარებისთვის, უქმადყოფნისთვის და მეტად ეზრუნათ საკუთარი სულიერებისთვის.

* "ერთხელ ბერმა ათანასემ გაიფიქრა: - რა ხვედრი ელის მომავალ ცხოვრებაში აქ თავის ცხოვნებისთვის მოღვაწეთო. უცებ გაკვირდა: ერთი კაცი მივიდა მასთან და უთხრა, გამომყევიო. ერთ მშვენიერ ადგილას მიიყვანა, შენობის წინ, რომელსაც უამრავი ლამაზი კარი ჰქონდა შებმული. მიღმიდან ესმოდა, როგორ ადიდებდნენ უფალს. როცა კარზე დააკაკუნეს, იქიდან მოესმათ: "რა გნებავთ?" "შემოსვლა გვინდაო". პასუხად მიიღეს, - მცონარე აქ ვერ შემოვა. თუ შემოსვლა გნებავთ, წადით, იღვაწეთ და ნურას იფიქრებთ ამაო სოფლის სიკეთეებზეო.

* ბოლოს კი ზარმაცი, მცონარე ბერის ცხონების ამბავიც გავიხსენოთ: ერთ მონასტერში იყო ბერი უდები შრომისა, ლოცვისა და მარხვისთვის. როცა აღსასრულის ჟამი დაუდგა, ძმები გარს შემოერტყნენ და გაოცდნენ, როცა მომაკვდავი მხიარული იხილეს და ჰკითხეს, - რა გიხარია, ძმაო, ამ საშინელ ჟამს, შენ ხომ მონაზვნობაში მოღვაწე არ იყავიო. "მართალი ხართ, ძმებო, უდებად ვცხოვრობდი, მაგრამ მონაზვნად აღკვეცის შემდეგ კაცთაგან არავინ განმიკითხავს. თუ ვინმემ მავნო, მაშინვე წმინდა გულით შევუნდე, ვიდრე ის ჩემს წინაშე შეინანებდა და აწ მაქვს სათქმელი უფლისა მიმართ, ვითარმედ: "მეუფე, შენ თქვი: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, მიუტევეთ და მოგეტევნენ თქვენ". სულიერმა მოძღვარმა და სხვა მამებმა უთხრეს მომაკვდავს: "მშვიდობა შენდა, შვილო, რამეთუ ცხონდი თვინიერ ჭირისა და აწ გიხაროდენ, რამეთუ მიხვალ განსვენებად ცხოვრებად საუკუნოდ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat