მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...
მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...
მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. თარიღი უკვე დადგენილია.

მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი) ჩატარდება . თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა. ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსენსუსის პრინციპით და ერთხმად.

შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელიც მოამზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს. კომისია 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აღდგომამდე მუშაობდა და კრების მოსამზადებელი ყველა საკითხი განიხილა.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა - აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა.

"ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებული იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსენსუსით. ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები" – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

სიტყვით გამოსვლის დროს, ილია მეორემ მოახლოებულ კრებამდე საქართველოსთან დაკავშირებული ორი საკითხის გადაწყვეტაც მოითხოვა. ესენია: საქართველოს კუთვნილი ადგილის დაბრუნება ეკლესიების იერარქიაში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კრება მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი მმართველი ორგანოა. აქამდე ჩატარებულმა შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებამ სულიწმიდის სახელით გამოიტანა დადგენილებები და, წმინდა წერილზე დაყრდნობით, დოგმატიკა და საეკლესიო სამართალი შექმნა.

1.ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებად იქნა აღიარებული, 325 წლის ივნისში ნიკეაში ჩატარდადა ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რათა ბოლო მოეღო ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა და არიოზს შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

ნიკეის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა და დადგინდა ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები (დოგმატები).

2.კონსტანტინეპოლის პირველი საეკლესიო კრება იგივე მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება. მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება 381 წელს ჩატარდა კონსტანტინეპოლში, იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.

ერეტიკოსთა სამხილებლად და წმიდა მართმადიდებლური მოძღვრების დოგმატების ზუსტი ფორმულირებადი სახით დამტკიცების მიზნით წმიდა მეფემ თეოდოსი დიდმა (379-395) კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი - გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.

სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.

3.ეფესოს საეკლესიო კრება იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება -მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს გაიმართა, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუ სწავლების განსასჯელად.

კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ:კირილე ალექსანდრიელი, იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის "თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ".

4.ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება -მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება 451 წელს მარკიანეს (450-457) ზეობისას, ქალაქ ქალკედონში, რომის პაპისლეო I-ის მოწვევით გაიმართა. მასში 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა.

კრებას უნდა განეხილა დიოფიზიტობისა და მონოფიზიტობის საკითხი, სინადვილეში კი იგი რომის პაპისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის შენიღბული ბრძოლის ნაწილი იყო.

რომის პაპი, რომელიც თავს მსოფლიო ეკლესიის მეთაურად მიიჩნევდა, კონსტანტინოპოლში დედაქალაქის გადატანის შემდეგ, დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერატორს და, განსაკუთრებით, ახლად აღმოცენებულ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. კონსტანტინოპოლი, როგორც "ახალი რომი",რომის კონკურენტი გახდა.

ქრისტიანულ ეკლესიაში, განსაკუთრებით მძაფრი იყო დავა იესო ქრისტეს ბუნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა მწვალებლობის საფუძველი გახდა.V საუკუნის შუა ხანებში ალექსანდრიაში წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა – მონოფიზიტობა. მონოფიზიტები ქრისტეს ადამიანურ საწყისს უარყოფდნენ და მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდნენ. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ, 451 წელს დაგმო მონოფიზიტობა და აღიარა ქრისტეში ღვთაებრივისა და ადამიანურის განუყოფლობა – დიოფიზიტობა.

მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინასა და სომხეთში მონოფიზიტური გახდა.

ქალკედონის კრებამ კონსტანტინოპოლს, როგორც იმპერიის დედაქალაქს, განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა. იგი რომის თანასწორ ქალაქად გამოცხადდა, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რომის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

5. კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება- მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება 553 წელს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით ჩატარდა. კრებას ესწრებოდა 165 ეპისკოპოსი.

კრებაზე ორიგენიზმთან ერთად დაგმეს თეოდორე მოფსუესტიელიც, რომელსაც ეკუთვნოდა ერთ-ერთი "სამი ნაშრომი"-დან, რომლებიც კრებაზე ნესტორიანიზმის სახელით დაიგმო.

6. კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება-მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება 680 -681წელს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ კონსტანტინე IV-ის ინიციატივით ჩატარდა.

კრება შეიკრიბა მონოფელიტების სწავლების წინააღმდეგ. კრებას ესწრებოდა 243 ეპისკოპოსი თუმცა გარკვეულ ეტაპზე ეს რიცხვი იცვლებოდა.

7. ნიკეის მეორე საეკლესიო კრება იგივე მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება გაიმართა ქალაქნიკეაში 787 წელს, მოწვეულ იქნა დედოფალ ირინეს ძალისხმევით, რომელსაც ზეიმით უნდა გამოეცხადებინა ხატთაყვანისცემის აღდგენა.

ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი გერმანე I და წმიდა იოანე დამასკელი შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, ლეონ IV-ის (775-780) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, კონსტანტინეს ტახტზე ასვლის შემდეგ კი (780წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთა სასარგებლოდ.

მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, ხატმებრძოლეობაში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმულირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.

მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.

კონსტანტინოპოლის მანგავრის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი.

ეკლესია VII მსოფლიო კრების მამათა ხსენებას 11 ოქტომბრის წინა კვირა დღეს აღნიშნავს.

რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების ეპისტოლე გამოქვეყნდა: ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, რათა მიმოვიხილოთ ის პრობლემები და განსაცდელები, რასაც აწყდება თანამედროვე კაცობრიობა. "გარედან – თავდასხმებია, შიგნით კი – შიში" მოციქულის ეს სიტყვები ეკლესიისათვის დღესაც აქტუალურია", - აღნიშნულია ეპისტოლეში.

მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია...

ავტორი: ეთერ მონასელიძე
წყარო საზოგადოება.გე
ბეჭდვაელფოსტა
29.06. 2016
shoti
es religiuri saitebic dzalian bevr cru inpormacias avrceleben . aha es yriloba tu ragac rac gindat is daarkvit chatarda kretaze da ara stanbolshi
29.11. 2015
ზვიადი
ეს ე .წ. მერვე კრება შეჩვენებულია წმინდა მამების მიერ და რა მონაწილეობაზეა ფიქრი...
26.10. 2015
მაია
ეკუმენიზმი სხვადასხვა კონფესიების გაერთიანებაა და ეს კრება მხოლოდ მართლმადიდებლებისაა. სასაცილოა ასეთი მსჯელობა
26.10. 2015
miqaeli
Chven ar unda mivigot am krebashi monacileoba, cina msoflio krebebma kvela sakitxi ganzagvra, es kreba ekumenistebis krebaa
25.05. 2015
უჩა
აუ ეგეთი რაღაც როგორ უნდა თქვათ? მსოფლიო კრებაა ეს თქვენი და ჩემი ნაბოდვარი კი არა. რატომ გგონიათ რომ მსოფლიოში არსებული ყველა მართლმადიდებელზე უცდომელი ხართ? არ გაგჩენიათ კომენტარების ავტორებს ეგ კითხვა???
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler