ამოირჩიეთ კეთილშობილი, სათნო, ბრძენი, ვნებებისგან დაცლილი ქრისტიანი
ამოირჩიეთ კეთილშობილი, სათნო, ბრძენი, ვნებებისგან დაცლილი ქრისტიანი
* 24 წლის აჯანყებამდე ორი წლით ადრე ტყეში გავარდნილ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილთან ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გადასაბირებლად შაქრო და ბიძინა ჩოლოყაშვილები გააგზავნა. შაქრომ მათი დანაბარები გადასცა, - გთავაზობენ, შენი რაზმით საზღვარგარეთ გახვიდე. ფულს, რამდენსაც მოითხოვს, მიიღებსო. ქაქუცამ უპასუხა: - ჩემი უფროსი ძმა კი ხარ, მაგრამ ამისთანა დავალებით ჩემთან აღარ მოხვიდე... ჩვენ პატრიოტები ვართ. ჩვენთვის საქართველოს თავისუფლება და მისი სიდიადე არის ძვირფასი და არა ფული. ჩვენ იმისთანა ავანტიურისტები და სამშობლოს მოღალატენი არ ვართ, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ჭირითა და ვაგლახით მოპვებული დამოუკიდებლობა... ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მანამდისინ შევძლებთ, და თუ ვერ შევძელით ამ დიადი საქმის აღსრულება, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ საქმესო. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა თავისი არჩევანი გამოაცხადა. ის, რომ ღვთისთვის სათნო იყო მისი ცხოვრება, იქიდანაც ჩანს, რომ ქაქუცა თავისი ზეციური მფარველის, წმინდა მოწამე ქაიხოსრო ქართველის ხსენების დღეს გარდაიცვალა.

* 6 წლის იყო პატარა დავითი, ტყვეებით მოვაჭრეებმა რომ გაიტაცეს. გავიდა დრო. დაუდ-ხანად წოდებული დავითი ერაყის მმართველი გახდა. მისმა გამოგზავნილმა ხალხმა მოძებნა დავითის ოჯახი. ძმები - დიმიტრი და შიო 1818 წელს ბაღდადში ჩავიდნენ. დიმიტრიმ მუსლიმანობა მიიღო, ხოლო შიომ უარი თქვა ბაღდადში დარჩენაზე. ძმამ იგი დიდად დასაჩუქრებული გამოისტუმრა სამშობლოში. ამ დროს დავითის მამა გარდაცვლილი ყოფილა. უთხოვია, დედა ჩამომიყვანეთო. მის წარმომადგენელს ნებართვაც აუღია ერმოლოვისგან დედამისის, მარიამის ბაღდადში წასაყვანად, მაგრამ მოხუცს "ცივი უარი უთქვამს მუსლიმანურ ქვეყანაში მოგზაურობაზე. მართლმადიდებელ სამშობლოში ყოფნა ამჯობინა ბაღდადში ფუფუნებით ცხოვრებას", - წერს ერმოლოვის მდივანი საგარეო საქმეთა ნაწილში,
ა. გრიბოედოვი ერთ-ერთ თავის შენიშვნაში. საგულისხმოა და ჭკუის სასწავლებელი ამდენი ხნის უნახავი შვილის ნატრული დედის არჩევანი.

* კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კოსოვოს ბრძოლა და წმინდა მეფე ლაზარეს არჩევანი. 1389 წელს სერბები კოსოვოს ველზე თურქებს შეებრძოლნენ. მტერი ორჯერ მეტი იყო. სერბებს მეფე ლაზარე სარდლობდა. ამბობენ, ბრძოლის წინ მეფეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: აირჩიე - ან მიწიერი გამარჯვება და ძალაუფლება, ან ქრისტესთვის წამება და ზეციური მეუფებაო. ლაზარემ უკანასკნელი აირჩია და თავის მეომრებს მიმართა: "დავირქვათ ქრისტეს მეომრების, ღვთისმოსაობისთვის მოწამეთა სახელები, ჩავეწეროთ სიცოცხლის წიგნში, არ დავიშუროთ ომში სიცოცხლე, რათა გმირობის ნათელგვირგვინი მივიღოთ, რამეთუ ტანჯვაში იბადება დიდება!" გმირულად იბრძოლა მეფე ლაზარემ. ორი ცხენი რომ მოუკლეს და მესამეზე შეჯდა, 16 ჭრილობა ჰქონდა. მძიმედ დაჭრილ მეფე ლაზარეს მტერმა თავი მოჰკვეთა. ღმერთმა უხრწნელობით დააჯილდოვა წმინდა მეფე ლაზარეს სხეული.

* ათენის ქუჩებში დაპირისპირებული პარტიები მიტინგებს მართავდნენ. ვინ ავირჩიოთ? ეს კითხვა ბევრს აწვალებდა. აი რას ამბობდა ამ საკითხზე წმინდა ნექტარიოსი (პენტაპოლელი):

- კეთილი მოქალაქე თავის არჩევანს ინდივიდუალურად გამოხატავს, საიდუმლო და წმინდა ხმის მიცემის გზით. ბევრი მოდის ჩემთან და მეკითხება, ვის მივცე ხმაო. ზოგიერთს ვპასუხობ, ზოგს არაფერს ვეუბნები, უბრალოდ, ვდუმდები.

- რატომ, წმინდა მამაო?

- ჩემო შვილებო, დუმილიც პასუხია. მთავარია, შეურაცხმყოფელი არ იყოს. ამოირჩიეთ კეთილი სული, უსაყვედურო გული, კეთილშობილი, სათნო, ბრძენი, ვნებებისგან დაცლილი ქრისტიანი. იცოდეთ, შვილებო, რომ მატყუარებმა, ლოთებმა, სხვათა განმხრწნელებმა, ავანტიურისტებმა, მართლმადიდებლობის მდევნელებმა ვერ უნდა შეძლონ პარლამენტში მოხვედრა...

- მოთამაშეებს თუ შეუძლიათ არჩევნებზე წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურა?

- რა თქმა უნდა, არა, - თქვა წმინდა ნექტარიოსმა, - მათი სული და გული ცუდ საქმეებს მოიმოქმედებს და დამღუპველ გეგმებს აწყობს. "ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრება" (ფსალმ. 145,3). უპირატესობა მიანიჭეთ ცხოვრებასა და ქმედებებში ურყევ, საუბრისას თავდაჭერილ, საქმეებში წინდახედულ ადამიანებს. ნუ აირჩევთ მერყევთ, მოუსვენრებს, საკუთარი ინტერესების გამტარებლებს, მატერიალურ საგნებში ჩაფლულებს. დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სავაჭროდ შედიან და არა უმრავლესობის სამსახურად, გახლავთ ქურდები და თვითმარქვიები. ისინი საზოგადო საქმეების მმართველობიდან განაგდეთ.

- თუ მოხდა ისე, რომ ასეთთა შორის ჩვენი მეგობარი ანდა კეთილისმყოფელი აღმოჩნდა, მაინც ასე უნდა მოვექცეთ?

- დიახ! თანაც დაუყოვნებლივ და სამუდამოდ, რადგან ასეთ გზააბნეულ და სასტიკ ადამიანებს მხოლოდ ცუდის, ზიანის და უბედურების მოტანა შეუძლიათ როგორც მეგობრებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. მოთამაშე თაღლითია, აკოტრებს თავის პარტნიორს და ზოგჯერ ადამიანთა ჯგუფს. პოლიტიკური მოღვაწე კი, თუ ის მზაკვარია, ურწმუნო, ერეტიკოსი, თავხედი, საქმოსანია, მაშინ ის ეშმაკის ნაშიერია, ეოლოსის ურჩხულთა ჯგროა. სულელმა საზოგადოებაში შეიძლება ავნოს ერთს, ორს, ხუთს ან ათს. სულელი პოლიტიკოსი კი, თავისი ამსუბუქებული გულით, ანგრევს ადამიანთა ბედნიერებას. იფრთხილეთ, რომ მტაცებელი მგლები არ შემოგეპაროთ. ეცადეთ, აირჩიოთ სათნო და კეთილშობილი ადამიანი.

- მაგრამ სათნო და კეთილშობილი ადამიანები განცალკევებით დგანან, მათ არავინ იცნობს, არც ძალა აქვთ. ჩვეულებრივ, ასეთი ეშმაკი და მზაკვარი ადამიანები გამოირჩევიან.

- მცირეოდენი საკვების გამო, მხოლოდ ერთი სამოსის გამო მიმოივლით მიწასა და ზღვას, ქუჩებსა და ბაზრებს უკეთესის ამოსარჩევად. როცა ირჩევთ თქვენი მატერიალური ცხოვრებისთვის პასუხისმგებელ ადამიანებს, ნუთუ შეგიძლიათ ისეთი დაუდევრობა გამოიჩინოთ, რომ უღირსებს დაუჭიროთ მხარი?

- რა თქმა უნდა, არა, მამაო. გმადლობთ კეთილი რჩევისთვის.

- მე კი არა, ღმერთს მადლობდეთ მისი წმინდა არჩევანისთვის.

* მამა იოსებ ვათოპედელი გვიყვება არქიმანდრიტ იოაკიმეზე (სპეციარისი, +1943): ქალკიდისა და კარისტიის მიტროპოლიაში მქადაგებლობისას მას თავს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადახდა. იმ ხანებში მარსელში გარდაიცვალა ბერძნული სათვისტომოს მეთაური. მამა იოაკიმე იგონებდა: "ბევრმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა ამ პოსტზე, მათ შორის მეც - ჩემი მეგობრების გავლენით და იმდროინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერით. ერთი ხმა დამაკლდა. დამარცხება რომ შევიტყვე, როგორც კაცი, დავმწუხრდი, ლოცვით მივმართე ღვთისმშობელს: - მე ხომ ეს თანამდებობა ჩემთვის კი არა, ჩემი დაობლებული ძმისშვილებისთვის მინდოდა, რადგან მათზე ზრუნვა მე მევალებოდა-მეთქი. ამ ვედრებისას უცებ ჩამეძინა. ვხედავ, ვზივარ ერთი ძალიან მაღალი კოშკის თავზე მდებარე კელიაში, რომელსაც ოთხივე მხრიდან სარკმელი ჰქონდა და სინათლე შემოდიოდა. ვხედავდი, დაბლა უზარმაზარი, აზვირთებული ზღვის ტალღები ეხეთქებოდა კოშკს. აღარ ვიცოდი, რა მექნა. უეცრად მომეჩვენა, რომ დასავლეთის ფანჯრიდან ვვარდებოდი. ვიღაცამ ტანსაცმელი მომქაჩა - ჩავარდნის საშუალებას არ მაძლევდა. მოვიხედე და ჰოი, საოცრება! თვით ღვთისმშობელი მაკავებდა. უფლის დედამ მითხრა: "გინდა, ხელს გაგიშვებ და ზღვაში ჩავარდები? განა ვერ ხედავ, როგორი ტალღებია? დაბრუნდი უკან, კოშკში". უმალ გამეღვიძა და მივხვდი, ეს ზღვა რასაც ნიშნავდა: თუ მე ამ მაღალ თანამდებობას დავიკავებდი, უნდა დამეთმინა მისი თანმდევი განსაცდელები.

* როცა მამა ხარლამპემ (ათონელი, +2000) ეს სოფელი დატოვა, ყველაზე ძალიან დედა ენატრებოდა. დაემხობოდა ღვთისმშობლის ხატის წინ, ევედრებოდა, ეს მონატრების გრძნობა ჩამიქრე - ახლა შენ ხარ ჩემი დედა. მხოლოდ შენ გეძიებ და შემეწიეო. უფლის დედის დახმარებით მამა ხარლამპემ გაუძლო და დაითმინა მონატრება და სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ დედა წერილებში ევედრებოდა, - შვილო, ურანოპოლისში მაინც ჩამოდი, რომ შეგხედოო, - სანამ მისი მოძღვარი, მამა იოსებ მღვიმელი გარდაიცვლებოდა, ამ თხოვნას ყურს არ უგდებდა, მერე კი მისწერა, - დათქმულ დროს თესალონიკში შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ იმ პირობით, თუ მონაზვნად აღიკვეცებიო. "ვიცოდი, რომ დედაჩემი მუდამ მონაზონზე მკაცრად ცხოვრობდა, ამიტომ მისთვის ბუნებრივი იქნებოდა ანგელოზის სქემა", - ჰყვებოდა მამა ხარლამპე. ასეც მოხდა, დედამ თესალონიკში შვილი ინახულა, პირობისამებრ მონაზვნად აღიკვეცა და მერე აღარასოდეს უნახავს თავისი ხარლამპე.

* კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ღირსი მამის, ზენონ ხანძთელის არჩევანი. ის სამცხიდან იყო. მშობლებმა ყველაფერი ზენონს და მის დას დაუტოვეს. ზენონი ბერობას და ქონების დისათვის გადაცემას აპირებდა. სწორედ ამ დროს ვინმე უკეთურმა კაცმა შეაცდინა მისი და და ღამით შავშეთისკენ წაიყვანა. ზენონმა ეს რომ შეიტყო, საჭურველი აიღო, მოახტა ცხენს და გამოეკიდა. დიდი მანძილი გაიარა და მერე იფიქრა: ჭაბუკი ვარ სახელოვანი და ვინმე შეურაცხს მივდევ. რომ დავეწიო და მოვკლა, მახედ ექცევა ჩემს სულს, თუ ვერ დავეწევი, სირცხვილი იქნება ჩემთვის. მონაზვნობის აღთქმა მაინც აღვუსრულო ღმერთსო. გამოისახა პირჯვარი და შინ შეუვლელად "წარემართა საღმრთოსა მას გზასა". მერე დედათა მონასტერში მივიდა და იქ შეხვდა წმინდა გრიგოლს. გაჰყვა ხანძთაში და სიკვდილამდე მონასტერს არ გაშორებია. ზენონ დიდი შეიქმნა. მისი და მისი მოძღვრის სიცოცხლეში კლარჯეთის უდაბნოში ეშმაკი კაცთა დაცემას ვერ ბედავდა.

* მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება: ათონზე, წმინდა ხარლამპეს სახელობის კალივაში ერთი ღვთისმოშიში ბერი, მამა გაბრიელი ცხოვრობდა. ერთმა ავაზაკმა იფიქრა, რომ ბერს ფული ექნებოდა. თითქმის ერთი კვირა ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ბერი თავისი სენაკიდან, რათა თავს დასხმოდა. როგორც შემდეგ თვითონვე ჰყვებოდა, შვიდი დღე უცადა, მაგრამ კალივიდან არავინ გამოსულა, არც დღისით, არც ღამით. იქნებ კელიაში არავინ არისო - მივიდა და კარზე დაუკაკუნა. კარი მამა გაბრიელმა გაუღო, შიგნით შეიპატიჟა - რაზე გარჯილხარ, შვილოო. ყაჩაღმა შეხედა ბერს და ჰკითხა, - მამაო, კალივაში იყავი ეს ხანი თუ სადმე ბრძანდებოდიო. ბერმა თავისი უბრალოებით მიუგო, - არ მჩვევია კალივის დატოვებაო. "ნუთუ საერთოდ არ გადიხართ კალივიდან?" - განცვიფრდა ყაჩაღი. სამწუხაროდ, რადგან ფეხისალაგი გარეთ მაქვს, ხშირად ზამთარშიც კი იძულებული ვარ, გამოვიდე ამ ჩემი ბერული სხეულის გამოო, - უპასუხა ბერმა. ეს ფეხისალაგი იქ იდგა, სადაც ყაჩაღი იყო ჩასაფრებული, მაგრამ იქ მისული ბერი მას არ უნახავს. ამ ამბავმა ისე გააკვირვა და გული ისე მოულბო ყაჩაღს, აცრემლებულმა მოხუცს მოუყვა თავისი განაზრახი და შენდობა სთხოვა. მას მერე ნაყაჩაღარი წმინდა ბერს აღარ გაშორებია, აღიკვეცა ბერად და მამა გაბრიელის მორჩილებაში, სინანულსა და მოსაგრეობაში დაასრულა სიცოცხლე.

* მამა ზაქარიას (სქემაში ზოსიმე მინაევი) ერთი მოხუცებული სულიერი შვილი ჰყავდა, რომელსაც თავისი ვაჟი, ლოთი და მექალთანე პავლე ხშირად სცემდა. მამა ზაქარია პავლეს არიგებდა, მაგრამ ამაოდ. ერთხელ, შემთხვევით ქუჩაში შეხვდა და დარიგება დაუწყო. გაბრაზებულმა პავლემ კი მანეთიანი ჩაუდო ჯიბეში და გაშორდა. მამა ზაქარიამ ეს ფული მაშინვე გადასცა გლახაკს და განსაკუთრებით დაიწყო პავლესთვის ლოცვა. ღმერთმა გაუმხილა: მას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუ რომელიმე რიცხვსა და თვეში სიკვდილს დაუნიშნავო. იქნებ სხვა რამით გამოსწორდესო, - შესთხოვა უფალს, მაგრამ პასუხი იგივე იყო. მამა ზაქარიამ პავლეს დედას გაანდო ღვთის ნება - ის მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, თუ ერთი წლის შემდეგ მოკვდება, მანამდე კი იავადმყოფებს, გონს მოვა, აღსარებას იტყვის და ნაზიარები ქრისტიანულად აღესრულებაო. დედამ თავიდან უარი განაცხადა ასეთ არჩევანზე, მაგრამ როცა მიხვდა, პავლე უფსკრულიდან ვეღარ ამოდიოდა, დათანხმდა. დედამ გააფრთხილა შვილი: "ამა და ამ დღეს მოკვდები და მანამდე გონს მოდი, გამოსწორდიო". რა თქმა უნდა, პავლემ ყურადღება არ მიაქცია მის ნათქვამს. მაგრამ მოიწია მამა ზაქარიას დათქმული დრო. პავლე ტიფით გახდა ავად; მაშინ კი მოეგო გონს, აღსარება თქვა, ეზიარა და მშვიდად გარდაიცვალა.

განცვიფრებული დედა მაშინვე მამა ზაქარიასთან წავიდა და მაშინ მიუსწრო, როცა ახალშესვენებული პავლესთვის პანაშვიდის გადახდას ამთავრებდა. "აი, ხედავ, დაო, როგორი მოწყალეა ღმერთი. ზეციურ სასუფეველში მოხვდა შენი შვილი. ტყუილად არ დაკარგულა ის მანეთიანი, მე რომ მომცა და გლახაკს გადავეცი. მსუბუქი, ნეტარი აღსასრული უბოძა უფალმა. ერთი ცოდვის თქმა დაავიწყდა მღვდელთან და დაუსწრებლად მივუტევე. ახლა კი ნუ დამწუხრდები, არამედ გიხაროდეს და შენც მოემზადე ზეციური სასუფევლისთვის, რადგან შენი გარდაცვალების ჟამიც მალე დადგებაო", - უთხრა მას მამა ზაქარიამ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat