"ბავშვობაში საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ჩაყარეს მოხუცი ბერები ტომრებში და ცემით სული როგორ ამოხადეს..."
"ბავშვობაში საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ჩაყარეს მოხუცი ბერები ტომრებში და ცემით სული როგორ ამოხადეს..."
- თუკი რამ ვიცი, - თეთრი გიორგის მრავალჭირნანახი ბერებისგანო, - იტყოდა ხოლმე თავის გამზრდელ მამებზე თავადაც დიდად ნაღვაწი ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე, +1992) და დასძენდა: - ჭეშმარიტად ყოვლისმცოდნენი იყვნენ ის მადლიანებიო. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო ამ ღირს მამათა ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი.

თეთრი გიორგის ამჟამინდელი წინამძღვარი, მეუფე გრიგოლის აღზრდილი დეკანოზი ალექსი იგონებდა ერთი მოხუცი კაცის ნაამბობს, რომელმაც ბავშვობაში საკუთარი თვალით იხილა, თუ რა ხვედრი ეწიათ ამ უძველესი და უძლიერესი მამათა სავანის მოხუც ბერებს: - ფარულად ვუთვალთვალე, როგორ დაარბიეს კომუნისტებმა მონასტერი, როგორ გამოყარეს იქიდან მამები, ზოგიერთი როგორ ჩაყარეს ტომრებში და ცემით სული ამოხადეს... მერე ადგნენ და მათი გვამები მდინარეს მისცეს... დაველოდე და თვალს რომ მიეფარნენ, როგორღაც ამოვიტანე ტომრებშივე ჩახოცილები და როგორც ბავშვს მომიხერხდა, ისე დავმარხეო.

როცა "კარიბჭის" ერთ-ერთ ნომერში მეუფე გრიგოლის შესახებ გიამბობდით, შეგპირდით, რომ თეთრი გიორგის სხვა მამებსაც გაგაცნობდით. ჰოდა, ახლა ერთ-ერთი მათგანის, არქიმანდრიტ მელქისედეკ ცელაძის (1870-1957) მოწამებრივ ცხოვრებაზე უნდა მოგითხროთ.

სწორედ მეუფე გრიგოლის საოჯახო არქივმა შემოინახა მამა მელქისედეკის ჩანაწერი და იმ უმძიმესი ამბების გამოძახილი.

არქივიდან
"1923 წლის 27 აპრილს დაარბიეს თეთრი გიორგის მონასტერი, წაიღეს ეკლესიის ნივთები და სახლის ავეჯეულობა. მე გალავანში დამაპატიმრეს.

ყოველივე რომ მიითვისეს და ბეგრის ურმებზე ტაძრისა და ჩემს ბარგს აწყობდნენ, მე ჩემს ოთახში მოვახსენე, - კომისიას დეკრეტის ძალით არ გაქვენ უფლება, რომ კერძო საკუთრება წამართვათ-მეთქი...

მაშინვე ამოიღო მაუზერი ვლადიმერ ხუნდაძემ, - ეს არის შენი კერძო საკუთრებაო და ხმა ჩამაწყვეტინეს ფეხების ბრახუნით.

მეორე დღეს შემიყვანეს გასუფთავებულ ეკლესიაში, კარები ჩაკეტეს და იარაღით მომთხოვეს ფულები ოქროსი და ყუთი ორ ძირიანი.

მე მოვახსენე, - ეს ყუთი თქვენ წაიღეთ, მე ოქროს ფულის დროს აქ არ ვყოფილვარ და არცა ვიცი...

ბევრს ნუ ლაპარაკობთო, საჩქაროდ წარმოადგინეო...

გამიშინჯეს ჯიბეები, გულის ჯიბეში მიპოვეს ჯვარი მკერდის ჯილდოსი,
პატარა სპილენძის სანაწილე ხატი, გურიაში მღვდელ ჭყონიას ნაჩუქარი... ხატი გახსნეს, ნაწილებს დააფურთხეს და მომცეს. ჯვარი არ დავანებე, ხელში მეჭირა და ჯაჭვი - იმათ. რომ გავწიეთ, გაწყდა და ჯაჭვი თავში მომარტყეს, არ წაუღიათ...

ამ დროს ძლიერ დაღონებამ შემიპყრო, ყოველივე ნუგეშს ცხოვრებისას მოკლებული, ღმერთს ვთხოვდი, რომ ეშველა...

ჩემს აქ ყოფნის დროს რვა ურემი წაიღეს.

გავერიდე აქაურობას. უგზოთ სად მივდიოდი, არ ვიცი. თელავში შემხვდა ნაცნობი და წამიყვანა კურდღელაურში გიორგი შიუკაშვილთან. ამ მორწმუნე პირთან დავყავი ერთი კვირა. ამ დროს ამისი დედა ნინო წამოვიდა სალოცავად 23 აპრილს ძველი სტილით დღეობაზე.

ერწოთგან ნათლის მამა პეტრე ფუნთრუშაშვილიც მოსულ იყო, ვეძებნე ნათლისმამებს პეტრეს, გიორგი ხარაშვილს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს...

ნინოს სიტყვით მიპოვეს და წამომიყვანეს წმინდა გიორგში...

მთავრობისათვის ეთხოვნათ, თუ ვიპოვნეთ, ჩვენ ვიქნებით თავდები და ჩვენ შევინახამთო.

ზემო ხოდაშენში წამიყვანა ნიკოლოზ სტეფანეს ძე ჯავახიშვილმა ავათმყოფი.

ამ პატიოსან, მორწმუნე ოჯახში დავყავი 2 წელი და 5 თვე..."

გზა
არქიმანდრიტი მელქისედეკი (ერში - მიხეილ შევარდენის ძე ცელაძე) 1870 წლის 2 ივნისს დაბადებულა ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში. ადრეული ასაკიდანვე დაახლოებია ეკლესიას და იმდენად შეჰყვარებია ღვთისმსახურება, რომ ადგილობრივ მოძღვარს იმ ასაკიდანვე დაუდგენია მედავითნედ.

1893 წელს სოხუმის სიახლოვეს მდებარე კირცხის მონასტრის მონახულებას იმდენად ძლიერ უმოქმედია ჭაბუკ მიხეილზე, რომ მტკიცედ განუზრახავს, ბერად შემდგარიყო. სწორედ ამ მიზნით მისულა ჯუმათის მონასტერში, საიდანაც მღვდელ სოლომონ დუმბაძეს თბილისს ჩამოუყვანია და აწ წმინდანთა დასს შეერთებულ ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძისთვის მიუგვრია.

მეუფე ალექსანდრე ისე მოუხიბლავს ახალგაზრდა მიხეილს, რომ მალევე სამორჩილოდ დავითგარეჯის ლავრაში მიუვლენია.

1897 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) იგი კახეთს, შუამთის მონასტერში გადაიყვანა, ორი წლის შემდგომ კი ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი, აწ წმინდანად შერაცხული) მელქისედეკის სახელით აღკვეცა ბერად.

1900 წელს დიაკვნად აკურთხეს, ერთ წელიწადში კი - მღვდლად. 1901 წელს შუამთიდან თეთრი გიორგის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლიდან დროებით თბილისის დარიას ფერისცვალების მონასტერში გამწესდა. 1909 წელს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) იკონომოსად დანიშნა, რამდენიმე წელიწადში კი - მონასტრის ხაზინადრად.

1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1916 წლიდან კვლავ შუამთის მონასტერში გადაიყვანეს, 1917 წლიდან კი ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძემ) იგი თეთრი გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

1925 წლის მაისში, ორწლიანი დევნილობის შემდეგ, მამა მელქისედეკი ისევ თავის საყვარელ სავანეს - თეთრი გიორგის მონასტერს დაუბრუნდა და გაძარცვული ტაძრის აღდგენასა და მრევლის შემოკრებას შეეცადა.

მისი დიდი ძალისხმევით, 1925 წელს მონასტერი ხელმეორედ ამოქმედდა, მაგრამ არა როგორც მამათა სავანე, არამედ როგორც სამრევლო ტაძარი. 1926 წელს თელავის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მღვდელმთავარმა მელქისედეკმა (ფხალაძემ, შემდგომში - კათოლიკოს-პატრიარქმა) ერთგული სამსახურისა და ღვაწლისთვის მამა მელქისედეკი იღუმენის ხარისხში აღიყვანა.

მიზანს რომ ვერ მიაღწია, ხელისუფლებამ მამა მელქისედეკზე ზემოქმედების სხვა ხერხს მიმართა - მონასტერს გადასახადები და ბეგარა უსაშველოდ გაუზარდა. უმკაცრესად აკონტროლებდნენ ტაძრის ყოველნაირ შემოსავალ-გასავალს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეკლესიაში სანთელსაც კი ხელისუფლება ყიდდა.

მძიმე ცხოვრებამ და უკიდურესმა გაჭირვებამ მამა მელქისედეკს მძიმე სნეულებაც უწყალობა, ამას 1937 წლის რეპრესიებიც დაერთო და მამა მელქისედეკმა უწმინდეს კალისტრატეს აუწყა, რომ მონასტრის კრებულს ვეღარ უწინამძღვრებდა.

მართალია, პატრიარქს მისთვის ამ თხოვნის აღსრულება ძალიან გაუჭირდა, რადგან პატივს მიაგებდა მოხუცი მოძღვრის დიდ სულიერებასა და გამოცდილებას, მაგრამ 1939 წელს მაინც დასთანხმდა: "გულისტკივილით ვასრულებ მამა მელქისედეკის დაჟინებულ თხოვნას, ავადმყოფობის გამო ვათავისუფლებ სამსახურიდან და ვუცხადებ მწყემსმთავრულ მადლობას ეკლესიისადმი ერთგული სამსახურისათვის და მორწმუნეთადმი მამაშვილური განწყობისათვის. კრებული ჩაიბაროს არქიმანდრიტმა ამბროსიმ (ალადაშვილი)".

ამავე წელიწადს ხელისუფლებამ ისევ დახურა თეთრი გიორგის მონასტერი. უმძიმესმა წლებმა და გადატანილმა ინსულტმა მამა მელქისედეკს მარჯვენა ხელი წაართვა და იძულებული შეიქმნა, კვლავ ზემო ხოდაშენში ნათლულის მამას, ნიკოლოზ ჯავახიშვილს შეჰფარებოდა.

თავისი მდგომარეობის მიუხედავად, იგი მაინც ახერხებდა ადამიანთა ნათლობას, წესის აგებას, ჯვრისწერას, ნუგეშისცემასა და გამხნევებას. მაგრამ არც აქ მოასვენა ბოროტმა მოხუცი მოძღვარი - ერთ-ერთმა განმოსილმა თელაველმა მღვდელმა დააბეზღა, - სჯულის კანონიდან გამომდინარე, რა უფლება აქვს ცალხელა მღვდელს, საეკლესიო საიდუმლონი აღასრულოსო. ამასთან, მისი ახალგაზრდა თანაშემწის, მომავალი ალავერდელი მიტროპოლიტის, გიორგი ცერცვაძის დასჯასაც ითხოვდა, - ისიც მისი თანამზრახველიაო. მაგრამ უწმინდესმა კალისტრატემ გამონაკლისი დაუშვა და მედავითნე გიორგი ცერცვაძეს ნება დართო, მამა მელქისედეკს მღვდელმოქმედების აღსრულებაში დახმარებოდა.

მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით 1946 წელს თეთრი გიორგის მონასტერი მესამედ ამოქმედდა და იქ მამა მელქისედეკთან ერთად არქიმანდრიტი ამბროსი ალადაშვილი, არქიმანდრიტი იოსებ ლაგაზიშვილი, იღუმენი სტეფანე გოგოლაშვილი, მღვდელმონაზონი ზენონ სუმბაძე და იპოდიაკონი გიორგი ცერცვაძეც მოღვაწეობდნენ.

უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ მამა მელქისედეკს საგრძნობლად გაუტყდა ჯანი. 1952 წელს უწმინდესი მელქისედეკ მესამისადმი გაგზავნილ წერილში იგი წერდა: "52 წელია ვითვლები თეთრი გიორგის ეკლესიაში. მრავალი გაჭირვება და სასჯელი, ნიშნები სიკვდილისა გადამიტანია. სიბერისა და სიკვდილის დროც მომეახლა... აუტანელი მწუხარება, გაჭირვება... წაქცეულ ვარ და დაცემული ცხოვრებაში. ამ ეკლესიიდან მე დანიშნული მქონდა 15 თუმანი და ნაწილი სანოვაგისა, მომცეს საცხოვრებელი ბინა გალავანში, მაგრამ აღარ მომცეს დახმარება. ვთხოვ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, დამეხმაროთ, მინემ ცოცხალი ვარ და წაქცეულ-დაუძლურებული აღმადგინოთ თქვენი მოწყალების მადლით და მომცეთ ნუგეში ცხოვრებისა თეთრ გიორგში, როგორც ეს გააკეთა უნეტარესმა პატრიარქმა კალისტრატემ".

სიცოცხლის ბოლოს მამა მელქისედეკს თავისივე აღზრდილი მღვდელი, მომავალი ალავერდელი ეპისკოპოსი გიორგი ცერცვაძე უვლიდა და პატრონობდა. სწორედ მის ხელში დალია სული ამ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველმა ხუცესმა და თეთრი გიორგის სავანის წიაღში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი.

გვეწეოდეს მისი მადლიანი ლოცვები!

მასალის მოწოდებისთვის დიდ მადლობას მოვახსენებთ
ბატონებს ლუარსაბ ტოგონიძეს და გიორგი მაჩურიშვილს.
ბეჭდვაელფოსტა
06.04. 2020
ნინო
მოგესალმებით, სტატიის ბოლო აბზაცზე მე ვერაფერს გეტყვით. პატივისცემით მოვიხსენიებ ამ სასულიერო პირს მაგრამ მელქისედეკ ცელაძემ ნიკო ჯავახიშვილის აივნის კუთხეში ფიცრის ტახტზე დალია სული. სხვაგან არ წვებოდა იქ უყვარდა. ის სახლი აღარ არსებობს და მისი მოღვაწეობის ცხოვრების და განსაკუთრებით ბოლო წლების ცხოვრება გაატარა ჩემის ოჯახში - იმერეთიდან გადმოსვლის შემგედ. ჯავახიშვილების ოჯახში. ბებიაჩემი და პაპაჩემი პატრონობდნენ. პაპა იყო მისი ნათლული პაპაჩემმა და მამაჩემმა დაკრძალეს და საფლავიც ჩვენ გავუკეთეთ. დღეს მამა აღარაა ცოცხალი. მამაჩემი იყო ერთადერთი ცოცხალი მოწმე პატივცემული მელქისედეკის ცხოვრებისა. ბევრი რამ მომიყვა და ჩავიწერე მამას ნაამბობიდან. მაგრამ არ მინდოდა გულნაკლული მომკვდარიყო რომ ჩემი ოჯახის ეს ღვაწლი სხვას მიეკუთვნა. მეც მინახავს მელქისედეკის ნივთები შემონახული რომელიც ბებიაჩემს ქონდა, ახლა ამაზე ლაპარაკს ალბათ აზრი აღარ აქვს. არავინ ცოცხალი აღარაა. მაგრამ მე მინდა იცოდნენ მამა ამბობდა -- არანაირი გიორგი ცერცვაძე არ ვიცი მეოო....ბრაზობდა და ჩვენ დღესაც მივდივართ და ვპატრონობთ მის საფლავს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
01.06. 2015
ოთარი
ეს ხალხი, მწამებლები, ქართველები არ იყვნენ?
14.03. 2015
ალადაშვილი, ცელაძე .ფიცხელაური.
ვკითხულობ და თან ტანზე მბურძგლავს. საქმე იმაშია რომ მე ალადაშვილი ვარ, დედით ცელაძე.ვიცი რომ მელქისედეკის შთამომავალი იყო დედა. ჩემი მეუღლე ნინო რამაზაშვილი. დედით ფიცხელაური. გიგლო ფიცხელაურის შთამომავალია . რომელიც მელქისედეკთან მოღვაწეობდა დიაკვნად თეთრი გიორგის ტაძარში. იქავეა ორივეს საძვლო. სასწაული ისაა ,რომ მე და ნინო ამდენი წლების შემდეგ შევხვდით ერტმანეთს და ოჯახი შევქმენით. მე უცნაურს ვხედავ . სასწაულია რაა. ამდენი დამთხვევა.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat