მედიდურობით და კადნიერებით დაწყებული საქმე ყოველთვის დამღუპველია, ფხიზლად იყავი, შენც რომ არ დაისაჯო
მედიდურობით და კადნიერებით დაწყებული საქმე ყოველთვის დამღუპველია, ფხიზლად იყავი, შენც რომ არ დაისაჯო
* მამა სერგის (ვესნინი) ათონზე (1847წ.) ერთმა ღვთისმოშიშმა ბერმა, მამა პავლემ საგულისხმო ამბავი მოუყვა. თურქეთთან ბოლო ომამდე ათონის ერთ-ერთ უდაბნოში ერთი ბერძენი ბერი მოსაგრეობდა. დიდებულთა ოჯახის შვილმა მონაზვნობა ისურვა. დიდად მოღვაწე იყო და ამით ეშმაკი სულმთლად გადაირია. მან, როგორც იქნა, მოუძებნა სუსტი ადგილი ბერს - პატივმოყვარეობის ფიქრებით გააბრუა. იქამდე მიიყვანა, რომ თავისი "სიწმინდის" მაჩვენებელი სასწაული მოანდომა. როცა დიდებისმოყვარეობა საკმაოდ ჩაუთესა გულში, უკვე ანგელოზის სახით ეცხადებოდა და ესაუბრებოდა. მან დაუჯერა თავის ფიქრებს, "ანგელოზის" შეგონებებს და ეკლესიის მსახურება მოიწადინა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, რომლის ღირსი თითქოს უკვე უნდა ყოფილიყო.

ერთხელ თავის დანიშნულებაზე ღრმად ჩაფიქრებულს კარზე ვიღაცამ დაუკაკუნა. ბერმა ჯვარი გამოისახა, ლოცვა წაიბუტბუტა და გასძახა, - ვინ ხარო.

- შენი თანამემამულეები ვართ, ნათესავების მოკითხვა მოგართვით. კარი გაგვიღე და შემოგვიშვიო.

მეუდაბნოემ კარი გააღო, ორი უცნობი "ადამიანი" კელიაში შეიყვანა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა.

- უნდა გაუწყოთ, წმინდაო მამაო, რომ პორტას ბატონობის ქვეშ დათრგუნულია ჩვენი გვარი, ჩვენი რწმენა, ეკლესია...

- მართალია, - თანაგრძნობით დაეთანხმა ბერი.

- ისიც გეცოდინებათ, რომ თურქეთ-რუსეთის ომი ჩვენს სასარგებლოდ ზავით დამთავრდა. ჩვენ, ზავის პირობებით, ქრისტიანულად ცხოვრების უფლება მოგვეცა... მაგრამ თქვენს მშობლიურ მხარეში ეპისკოპოსი არა გვყავს. ვიცოდით თქვენი წარსული, დღევანდელობა და პატრიარქისგან გამოგითხოვეთ ეპისკოპოსად, აგერ თურქული ფირმანი ამაზე და პატრიარქის სიგელიც, - უცნობებმა ორი გრაგნილი ამოიღეს და ბერს გადასცეს.

- შემიწყალეთ, განა შემიძლია მწყემსმთავრის კვერთხის ზიდვა? ძალზე ცოდვილი და უძლური ვარ. არა, შვილებო, ეგ ჩემი საქმე არ არის. ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ აქ უნდა აღვესრულო! - თქვა თვალდახრილმა ბერმა, გული კი სიხარულით უფანცქალებდა, ლამის დასთანხმებოდა "მოციქულებს".

- მამაო, ხმა ერისა ღვთის ხმა არისო. ხელისუფლების ნება - ღვთის ნებაა. ეკლესია მოგიხმობს მსახურებად, ნუთუ არ გაღელვებს მისი ბედი?

- კარგი, თანახმა ვარ, - თქვა ბერმა.

- მაშინ იჩქარე, მამაო, გამოგვყევი. აქვე, შორიახლოს ჯორები გვყავს დაბმული.

ისინი ბილიკს გაჰყვნენ. ბერს ავი წინათგრძნობა და შფოთი უხუთავდა სულს. თავისი კელიის უკანასკნელად შეთვალიერება მოინდომა და უფსკრულის პირას მივიდა. უცნობებმა ხელი ჰკრეს... მათი მხიარული ხარხარი ექოდ გაისმა. ბერი მაშინვე არ მოკვდა, სახიერმა ღმერთმა სინანულის ჟამი მისცა. ერთიანად დამტვრეულ-დალეწილს იმის თავი მაინც ჰქონდა, ეს ამბავი მოეყოლა. მამებს ლოცვა სთხოვა და საკუთარ თავზე მგლოვიარემ სული ჩააბარა უფალს.

* ვინმე ავაზაკმა მოისურვა, მთელი ცხოვრება დაუსჯელი ყოფილიყო და სატანასთან დაამყარა კავშირი. მანაც ჯოჯოხეთური აღთქმა მისცა, - ყოველთვის დაგეხმარებიო. მართლაც, ავაზაკი ყაჩაღობდა, იპარავდა, დროს ატარებდა. რამდენი განსაცდელი ჰქონია, მაგრამ ეშმაკის ერთი გამოჩენა და - თავისუფალი იყო. ვერავინ იჭერდა; მაგრამ დაუდგა სიკვდილის ჟამი. დაიჭირეს, ხელფეხდაბორკილი ეშაფოტზე აიყვანეს. ავაზაკს შიში არ ეტყობოდა - თავისი მეგობრის იმედი ჰქონდა. დარწმუნებული იყო, დაიხსნიდა. მართლაც, ეშმაკი მას ეშაფოტთან დახვდა. ჩემს სახსნელად მოხვედიო?! - გაუხარდა ავაზაკს. "არ გაბრაზდე, - ახითხითდა სატანა, - შენს დასახსნელად კი არა, საზეიმოდ მოვედი. საბოლოოდ გძლიე და ახლა შენი სული ჩემს ხელშია. შენ ჩემი ხარ. დიდი შრომა დამჭირდა შენს ხელში ჩასაგდებად, დასაღუპად გემსახურებოდიო". სატანამ კიდევ გადაიხარხარა და უამრავი ეშმაკი შეესია ავაზაკს, ჯალათის ხმალმა თავი გააგდებინა, სული კი ეშმაკებმა ჯოჯოხეთში ზეიმით წაიყვანეს.

* ერთმა ამაყმა და შფოთიანმა მონაზონმა, იაკობმა აიყოლია სხვებიც და ღირსი მამა საბას სავანე მიატოვეს, ცალკე დაიწყეს "იმნაირივე" მონასტრის შენება. როცა წმინდა საბა უდაბნოდან დაბრუნდა, სადაც დიდმარხვისას განმარტოვდებოდა ხოლმე, მივიდა ძმებთან და უკან დაბრუნება ურჩია. იაკობმა არც მოუსმინა. მაშინ წმინდა საბამ მწუხარებით თქვა: "მედიდურობით და კადნიერებით დაწყებული საქმე ყოველთვის დამღუპველია, ფხიზლად იყავი, შენც რომ არ დაისაჯოო".

წმინდა საბა ლავრაში დაბრუნდა, იაკობის საძმოს კი ისე დაემართა, როგორც ბაბილონის კოშკის მშენებლებს. ენა კი ერთი დარჩათ, მაგრამ ფიქრები და სურვილები აერიათ ერთმანეთში. ერთს ერთი უნდოდა, მეორეს - მეორე, თვითონ იაკობიც მუდმივად იცვლიდა გადაწყვეტილებებს. მონასტრის მშენებლობა შეჩერდა. ტიპიკონსა და მონასტრულ ცხოვრებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. თვითონ იაკობს უეცარი შიში დასჩემდა, რისი - თავადაც არ უწყოდა. საშინელმა სენმაც დარია ხელი, ნახევარი წელი ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა. სიკვდილის პირას მისულმა შენდობის მისაღებად მამა საბასთან წაყვანა ითხოვა. ღირსმა მამამ სნეული დაარიგა და უფლის სახელით განკურნა.

იაკობი მიხვდა თავის დანაშაულს და უკან აღარ დაბრუნებულა, დარჩა მონასტრის სასტუმროში და მლოცველებს ემსახურებოდა, მაგრამ უგულისყურო იყო და ზოგჯერ ზედმეტ საჭმელს აკეთებდა. ერთხელ მორჩენილი ტრაპეზიდან რამდენიმე პარკი ბარდა უფსკრულში გადაისროლა. წმინდა საბამ იცოდა მისი უგულისყურობის ამბავი. ჩავიდა და მისი გადაყრილი ბარდა წამოკრიფა, მზეზე გააშრო, მისგან სადილი მოამზადა და იაკობი დაპატიჟა. მან შეუქო ნახელავი მოძღვარს. "დამერწმუნე, შვილო, ვისაც საჭმლის მომზადება ზომიერად არ შეუძლია, ის ვერც მონასტრის აშენებას და, მით უმეტეს, ვერც ძმათა წინამძღოლობას შეძლებს. "ხოლო უკეთუ ვინმე თვისისა სახლისა განგებაი არა იცის, ვითარმე ეკლესიათა ღმრთისათა მოღვაწეობაი აგოს?" (1 ტიმ. 3,5). ეს შენი გადაყრილი ბარდით არის მომზადებულიო," - უთხრა მდაბლად ღირსმა მამამ. მართლაც, ვინ გამხდარა კარგი წინამძღვარი, ვინც მანამდე კარგი მორჩილი არ ყოფილა.

* როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ხელისუფალს სულიერ მამასთან, მთავრობისმოყვარეთათვის მორჩილების ამბავს მოგითხრობთ: წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი ძალზე მკაცრი გახლდათ იმპერატორ თეოდოსი დიდის მიმართ, როცა მან სხვათა ჩაგონებით დაივიწყა სახარებისეული სიმდაბლე და მეფისთვის შეუფერებლად მოიქცა. ხოლო ძალზე ახარებდა მისი სათნოებები. თეოდოსი კი თავის ყველა წარმატებას წმინდა მღვდელმთავრის ლოცვას მიაწერდა. მათი სიყვარული მათივე შეხვედრიდან ჩანს.

როცა თეოდოსიმ ტირან ევგენიოსს სძლია, ჩათვალა, რომ ეს პირველ რიგში წმინდა ამბროსისთვის უნდა ეთქვა. მისი წერილის მიღებისთანავე ღირსმა მამამ უსისხლო მსხვერპლი შესწირა, მოიხსენია იმპერატორი და მერე თეოდოსისთან წავიდა. მღვდელმთავარი მუხლებში ჩაუვარდა იმპერატორს და მადლობა შესწირა ღმერთს. "შენი ლოცვით ვძლიე, წმინდაო მამაო", - მიმართა თეოდოსიმ და თვითონაც მუხლი მოუდრიკა წმინდა ამბროსის. შემდეგ გვერდით დაისვა და დაიწყეს იმაზე საუბარი, როგორ მოესპოთ სამეფოში არიანელობა და განემტკიცებინათ მართლმადიდებლობა.

* "თუ ღმერთს უნდა, თქვენ რაიმე საუფროსო ადგილს დაიკავებთ მონასტერში, - არიგებდა ღირს მამა ნიკონს სულიერი მამა, წმინდა ბარსანოფი ოპტელი, - მაგრამ იცოდეთ, ეს მძიმე ჯვარია. წმინდა მამები ამბობდნენ: ორი ჯვარია ყველაზე მძიმე: პირველი ჯვარი მეფისაა, მეორე კი მონასტრის წინამძღვრისო. თანაც ნახეთ, ეს ნათქვამი იყო იმ ძველ ნეტარ დროს, დღეს სათქმელიც არაფერია".

* მთავრობისმოყვარე ძველი აღთქმის ისრაელმა უარყო თავისი მაცხოვარი, მაგრამ სულ მცირე დროში 25 ცრუმესია მიიღო და ბოლოს სასოწარკვეთილმა უარყო. აბატმა ლემანმა 25 ცრუმესია დათვალა: თევდა, პალესტინაში 45წ., სიმონ მოგვი, პალესტინაში 34-37წ.წ., მენანდრე - იმავე წელს, დოსითეოსი, პალესტინაში 50-60წ.წ., ბარკოხბა, პალესტინაში 138წ., მოსე, კრეტაზე 434წ., ივლიანე, პალესტინაში 530წ., სირიელი, ლეონ ისავრიელის მეფობისას 721წ., სერენი, ესპანეთში 724 წ; სხვები - საფრანგეთში, სპარსეთში, არაბეთში, მორავიაში, მესოპოტამიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ინდოეთში, ბოლო მესია, საბათია ცები, თურქეთში 1658 წელს გამოჩნდა, - წერს სერგი ნილუსი.

* წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებდა: თავმდაბლობა, სიმამაცე გამოიჩინა და საკუთარი უძლურება აღიარა პრინცმა კონოემ, იაპონიის მთავრობის თავჯდომარემ - 1938 წლის დეკემბერში გადადგა და თავისი გადაწყვეტილება იაპონიის იმპერატორს ასე აუხსნა: - მე ვერ გავიზარდე ამისთვის და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება არ შემიძლია... გთხოვთ გამათავისუფლოთ და დანიშნეთ ის, ვინც უფრო შესაფერისი იქნება სახელმწიფოს მართვისთვისო.

ევროპის ისტორიაში ძალზე ძნელია მსგავსი მაგალითი - ვინმეს პრემიერ-მინისტრობისთვის თავისი მოუმწიფებლობა და უუნარობა ეღიარებინოს.

* ქართლში სტეფანოზის (+619) ერისმთავრობისას ასეთი ამბავი მოხდა: სტეფანოზმა, ღვთისმოსაობის საბაბით, წმინდა შიოს თაყვანისცემა მოინდომა. მისვლამდე მსახური გაუგზავნა მამასახლისს - მოვდივარო. მეორე დღეს კი კათალიკოს ბართლომეს მოუხმო შიომღვიმეში სალოცავად. მონასტრის ბერები კათალიკოსს ზარების რეკვით, ჯვრებით, სანთლებით და გალობით შეხვდნენ. ეამბორებოდნენ ხელ-ფეხზე და მის ფეხდანადგამ მიწას ევლოგიად (სიწმინდედ, კურთხევად) იღებდნენ. ამის მნახველი სტეფანოზი შურით აღივსო. მოიხმო მონასტრის მამასახლისი და აგდებით უთხრა, - ბერო ბოროტო, ჩემი მოსვლა ერთი დღით ადრე იცოდით და სათანადოდ არ დამხვდით, თქვენს ეპისკოპოსს კი პატივი მიაგეთო. წინამძღვარმა უთხრა: - ჩვენ ქრისტეს მაგივრად გვყავს ჩვენი მწყემსი და იმიტომ ვცემთ ამგვარ პატივსო. სტეფანოზი ისევ მრისხანებდა: - მე მეფეთა ტახტზე ვზივარ და ის კათალიკოსის საყდარზე უმეტესია, ქრისტეს ნაცვალი ვარ მიწაზეო. წინამძღვარმა შეჰკადრა: მეფე, რომელიც სიმართლით, სახიერებით და მოწყალებით ემსგავსება ქრისტეს, მაშინ არის მისი ნაცვალი. მაგრამ ვხედავ, რომ ფრიად შორს ხარ ღვთის მსგავსებისგან, რამეთუ ამპარტავნებითა და შურით იტყვი. შენც განეშორე ღვთის წინააღმდეგობას და მაშინ მიიღე შენნაირ კაცთაგან პატივი. შენ თუ ღვთისმსახურებს ჯეროვნად არ აფასებ, სხვებს რაღად უშლი, პატივი მიაგონო. განრისხდა პატივმოყვარე სტეფანოზი, ორი აგარაკი მოსტაცა მონასტერს და უფრო მეტსაც იქადნებოდა.

გამოეცხადა მას წმინდა შიო, ხელთ ოქროს კვერთხი ეპყრა: - სტეფანოზ, ბოროტო და მედგარო, ჩემს მონასტერს რატომ მოსტაცე მიწები, თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, შენზე ღვთის რისხვას მოვავლენო. არ დაიჯერა სტეფანოზმა, მეორედაც გამოეცხადა ღირსი მამა და ამხილა. შეშინებულმა მთავარმა ერთი აგარაკი დაუბრუნა, მეორე კი არ ეთმობოდა, თანაც ფიქრობდა, იქნებ მონაზვნებმა მთხოვონ დაბრუნებაო. მესამედ უთხრა მას წმინდა შიომ: - ვინაიდან სულგრძელობასა ღვთისასა აუსამართლოებ შენ ზედა, თუ ორივე აგარაკს არ დააბრუნებ, დიდ მწუხარებას მოგაწევო. შეშინებულმა სტეფანოზმა მსახურს უბრძანა, წადით შიოს მონასტერში და წინამძღვარს უთხარით, უკანვე დაიბრუნოს მიწებიო. უკვე გვიან იყო, მას ღვთის სასჯელი უნდა დაეთმინა. მსახურს ფეხები შეებორკა და ვერსად წავიდა. სტეფანოზსა და მის ცოლ-შვილს სიცოფე შეეყარათ. ხმამაღლა გაიძახოდნენ, - შიოს მიერ ვიგვემებითო. თან სრულიად დაბრმავდნენ. ეს რომ ნათესავებმა გაიგეს, მოჰკიდეს ხელი და მონასტერში წაიყვანეს.

შეეწყალათ მამებს სტეფანოზი, უფრო კი მისი ცოლ-შვილი. წყალში გახსნილი მამა შიოს საფლავის მტვერი დაალევინეს. ცოფმა კი გაუარათ, მაგრამ თვალისჩინი არ დაბრუნებიათ. მაშინ წინამძღვარმა იოანემ მამა შიოს კვერთხი განბანა და ნაბანი წყალი სტეფანოზს და მის ცოლ-შვილს თვალებზე სცხო. განკურნებულმა სტეფანოზმა ეკლესიას დაუბრუნა მიწები და სხვებიც მრავალი უბოძა. ააშენა ჯვრის მონასტერი მცხეთას. ჯალაბით ყოველწლიურად ამოდიოდა და მადლობას სწირავდა ღმერთს და მის წმინდანს, ღირს მამა შიოს, რომელიც უფლის მიერ ფლობდა და ფლობს ღვთის მადლს, ჭეშმარიტ ხელმწიფებას რომ აძლევს კაცს.

სიყრმის დროინდელი განცდილი მაგალითი მთავრობისმოყვარეობისა და ჭეშმარიტი ხელმწიფებისა ცოცხლად ჩაიბეჭდა სტეფანოზ მამამთავრის ვაჟის, წმინდა მეფე არჩილის გულში, არა განყიდა წარუვალი დიდება წარმავალი ცხოვრებისთვის, ეწამა ქრისტეს გულისთვის და წარმავალი მეფობისა წილ ზეცაში მეფობს ქრისტეს ღმერთთან ერთად.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat