ქენი სიკეთე, როცა ჩხუბსა და ლანძღვას დაგიწყებ, მომითმინე
ქენი სიკეთე, როცა ჩხუბსა და ლანძღვას დაგიწყებ, მომითმინე
ძმაო, შენი ხელების მადლობელი ვარ, რადგან მათი შეწევნით ზეციურ სასუფეველში მივდივარ
* ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას. მამა ვიტალისთან (სიდორენკო) თუ ვინმეს განიკითხავდნენ, ის აუცილებლად იმ კაცის რაიმე კეთილ საქმეს გაიხსენებდა და ილოცებდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა ამას". "უნდა საკუთარი თავი განიკითხო, დაადანაშაულო და დასაჯო, სხვები კი გიყვარდეს და ანგელოზად ჩათვალო," - ამბობდა ის. ერთ ქალს კი, რომელიც სახლის პატრონს ვერაფრით ეწყობოდა, ურჩია: - შენ მას დედა დაუძახე და იფიქრე, რომ ღმერთმა იქ დაგასახლა, სადაც ანგელოზნი ცხოვრობენო. მონაზონ ე-ს კი შთააგონებს: "უნდა მოითმინო და ილოცო შენს მეზობელ დედა ზ-სთვის. მისი ჯანმრთელობისთვის წირვა შეუკვეთე, დაანთე სანთლები, შეაგზავნე სეფისკვერი, გაეცი მოწყალება, ყოველდღიურად 12-ჯერ მოიდრიკე მუხლი და თან ლოცვა წარმოთქვი: "აკურთხე, უფალო, მხევალი შენი ზ-ი და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მე ცოდვილი" და მოვა სანატრელი სიმშვიდე. ნურასოდეს იდრტვინებ, გიყვარდეს, ითმენდე, ნუ განიკითხავ და მიიღებ ცხონების გვირგვინს".

* მამა იოსებ მღვიმელი (ათონელი) ამბობდა: "როცა იცი, რომ მავანი ცილს გწამებს და განგიკითხავს, ძნელია, მის მიმართ განწყობა არ შეგეცვალოს, თუნდაც ამას დიდად ეწინააღმდეგებოდე. მაგრამ თუ მიუტევებ და მისთვის ილოცებ, გაწონასწორდები და იმ ტრავმისგან განიკურნები, მოწეულმა განსაცდელმა რომ მოგაყენა".

* ამბა იოანე მმარხველი ეკლესიის გვერდით იჯდა, გარს ძმები შემოხვეოდნენ და გულისთქმებზე ეკითხებოდნენ. ეს დაინახა ერთმა ბერმა, შურით აღიძრა და უთხრა: - იოანე, ჭურჭელი შენი სავსეა საწამლავითო (დედანში ბერძნულად ეს სიტყვა წამალთან ერთად საწამლავსაც ნიშნავს). მამა იოანემ უპასუხა: - მართალი ხარ, მამაო! შენ ეს თქვი, რადგან მხოლოდ გარეგნულად მხედავ. მაშინ რაღას იტყოდი, ჩემს შინაგან კაცს რომ ჭვრეტდეო.

* სკიტელ დეკანოზზე, ამბა ისიდორეზე ამბობდნენ, თუ ვინმეს ჭირვეული ძმა ჰყავდა და მისი გაგდება უნდოდა, ბერი ეტყოდა: ჩემთან მოიყვანეო. თავის კელიაში დაასახლებდა და მოთმინებით აცხოვრებდა.

* ვინმე დიდი ბერის სენაკის ახლოს ერთი ძმა ცხოვრობდა, რომელიც მის კელიაში შეიპარებოდა საქურდლად. ბერი ამას არ იმჩნევდა. უფრო მეტს შრომობდა, ამბობდა: შესაძლოა ძმას ძალიან სჭირდება და იმიტომ მიაქვსო. მაგრამ ეს "ძმა" ხშირად არსობის პურსაც კი ჰპარავდა მოხუცებულს. როცა ღირსი მამა კვდებოდა, გარს ბერები შემოეხვივნენ, მათ შორის იყო მისი მაჭირვებელიც. მომიახლოვდიო, უთხრა და ქურდს ხელებზე ეამბორა, მერე კი უთხრა: ძმაო, შენი ხელების მადლობელი ვარ, რადგან მათი შეწევნით ზეციურ სასუფეველში მივდივარო. წმინდა მამის ნათქვამმა ქურდს გული შეუძრა, შეინანა და გამოსწორდა.

* ამბა პავლე და მისი ძმა ტიმოთე სკიტში ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად სხვადასხვა საქმეზე კამათობდნენ. ერთხელ მამა პავლემ ჰკითხა: დიდხანს უნდა ვიცხოვროთ ასეო? მამა ტიმოთემ მიუგო: - ქენი სიკეთე, როცა ჩხუბსა და ლანძღვას დაგიწყებ, მომითმინე. ხოლო როცა შენ დამიწყებ ჩხუბს, მე მოგითმენო. ასეც მოიქცნენ და შემდეგ მშვიდად ცხოვრობდნენ.

* ვინმე სულიერი ძმისგან გაბრაზებული ბერი მივიდა წმინდა სისო დიდთან და უთხრა: ამა და ამ ძმამ გამაბრაზა და მინდა სამაგიერო გადავუხადოო. წმინდა სისომ თქვა: ვილოცოთო. წამოდგნენ. წმინდა მამამ აღაპყრო ხელები და თქვა: - ღმერთო, ღმერთო, აღარ გვჭირდები და არც შენი მზრუნველობა გვინდა, რადგან თვითონ ვაპირებთ შურისძიებასო. ეს რომ ბერს მოესმა, შეშინებული დაეცა წმინდა მამის ფერხთით და შეღაღადა: აღარ მინდა შურისძიება. შემინდე, მამაო!

* ვინმე ბერმა თქვა: თუ ვინმე გაჭირვებს, გაწყენინებს, შენ აკურთხე. თუ მიგიღებს, შეგირიგდება, ორივესთვის კარგი, იქნება, თუ არადა შენი კურთხევა შენზედვე მოიწევა, იმას კი ღმერთი შეურაცხყოფსო.

* ერთმა მამამ თქვა: თუ ადამიანს ახსენდება ვინმე, რომელმაც გაამწარა, გალანძღა, ეჩხუბა და ზიანი მიაყენა, მაშინ ისიც ეხსომება, რომ ის კაცი ქრისტესგან გამოგზავნილი მისი მკურნალია და თავის კეთილისმყოფლად ჩათვლის, ხოლო შეურაცხყოფას - სულის სნეულების ნიშნად, რამეთუ სნეული რომ არ იყოს, არც დაიტანჯებოდა. უნდა გიხაროდეს ასეთი ძმის გამო, რადგან მის მიერ საკუთარი სნეულება შეიტყვე. უნდა ილოცო მასზე, და მისგან ყოველივე ისე მიიღო, როგორც უფლის მიერ გამოგზავნილი წამალი. თუ შენ მასზე დაიბოღმები, მაშინ ქრისტეს გასძალიანებიხარ და ეუბნები: მინდა წყლულები დამილპეს, არ მინდა შენი მკურნალობაო.

* ძმებმა ერთი ღირსი მამა მოინახულეს, რომელიც მონასტრიდან განმარტოებით ცხოვრობდა. დაინახეს, რომ იქვე მწყემსი ბიჭები ცხვარს აძოვებდნენ და თან წმინდა მამას უწესო სიტყვებს ეძახდნენ. მამაო, - ჰკითხეს ბერს, - რატომ არ დაუშლი მათ შენს დაცინვას, რად უთმენ ამდენსო. ბერმა უპასუხა: - ჩემი უძლური ბუნების გამო ხანდახან მართლაც მინდა ავუკრძალო ასეთი საქციელი, მაგრამ ჩემს თავს განვიკითხავ: თუ ეს მცირე ვერ დაგითმენია, მაშინ რაღას იზამ, დიდი განსაცდელი თუ მოგეწევაო? ამიტომ არაფერს ვეუბნები, ჩვევად რომ მექცეს შეურაცხყოფის დათმენაო.

* ამბა იოანეს როცა მტრისა თუ მაჭირვებელთა სიყვარულზე საუბრობდა, ერთი ამბის მოყოლა უყვარდა: ვინმე ფილოსოფოსი მოწაფემ გააბრაზა და მერე შენდობა სთხოვა. "მაშინ გაპატიებ, თუ სამი წელი დამნაშავეებთან ერთად ქვის სამტეხლოში იმუშავებო". შემდეგ კი მოსთხოვა - ახლა სამი წელი ფული აძლიე, თუ ვინმე შეგაჭირვებსო. როცა მოწაფემ ყველაფერი შეასრულა, მასწავლებელმა უთხრა: ახლა კი წადი ათენში სიბრძნის შესასწავლადო.

ქალაქის შესასვლელთან ერთი ბრძენი კაცი იჯდა და ყოველ შემსვლელს გამოსაცდელად ლანძღავდა. როცა ახალგაზრდასაც ასე მოექცა, მას ხმამაღლა გაეცინა. რას აკეთებ? - ჰკითხა ბრძენმა, - მე გლანძღავ, შენ კი ამაზე იცინიო. როგორ არ გავიცინო, - უპასუხა ახალგაზრდამ, - სამი წელი ფულს ვუხდიდი, ვინმეს რომ გაველანძღე, შენ კი უფასოდ მლანძღავო. ბრძენმა უთხრა: - შედი ქალაქში, შენ ამის ღირსი ხარო. ამ ამბავს მამა იოანე უმატებდა: - ეს ის ღვთის კარებია, რომლითაც ჩვენი მამები მრავალი მწუხარებისა და შეურაცხყოფის მერე მხიარულნი ღვთის ქალაქში შევიდნენო.

* მაჭირვებელს ალბათ ისე უნდა მოექცე, როგორც წმინდა კონსტანტინე (სქემაში კირილე, სლავთა განმანათლებელი): სარკინოზთა მთავარს ამირა მუმნს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ მათ ეშმაკებს ეძახდა და სამარაში ყოველი ქრისტიანის სახლის კარებზე ეშმაკი გამოასახვინა. ქალაქში საქმეზე ჩასული წმინდა კონსტანტინე გაკვირვებული და შეწუხებული უცქერდა ქრისტიანთა შეჭირვებას. სარკინოზებმა მისი აბუჩად აგდება გადაწყვიტეს და ჰკითხეს: ბრძენო კონსტანტინე, თუ ხვდები, ეს რას ნიშნავსო. მე ვხედავ ჯოჯოხეთის სულებს და ვფიქრობ, რომ იქ ქრისტიანები ცხოვრობენ, - თქვა წმინდანმა, - ეს დემონები დგანან ქრისტიანთა სახლების გარეთ და ვერც ერთ სახლში შესვლას ვერ ბედავენ. ხოლო სადაც ეს ეშმაკის გამოსახულება არ არის, იმ სახლში ისინი ადამიანებთან, როგორც მეგობრები და ნათესავები, ისე ცხოვრობენო. წმინდანის ნათქვამმა დაადუმა დიდებულები.

* წმინდა მაკარი ოპტელი მდაბალი გულით იღებდა ყოველივეს, როცა ეუბნებოდნენ, მავანი შენზე ცუდს ლაპარაკობსო და ამბობდა: "მადლობა ღმერთს! ერთი მხოლოდ ის ფიქრობს ჩემზე მართალს. ეს ღმერთმა ამცნო მას ჩემს შესახებ. თქვენ კი მოხიბლულხართ და ვიღაცა გგონივართ. განა არ გახსოვთ ნათქვამი: "ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილს გეტყოდიან თქვენ კაცნი..." (ლუკა 6,20) და ვაი იმას, ვისი სახელიც საქმეზე მეტია! ესენი სულიერი ჯაგრისებია, რომლითაც ჩვენი სულიერი არაწმინდება სუფთავდება". მამა მაკარი თავის ნათესავებს სწერდა: "უნდა შევიწყალოთ დედა მ-ი. ისიც ღვაწლშია: თავისი ვნებებისთვის ვერ უძლევია, გულცივადაა და თავს დამცირებულად თვლის. ამაზე კი ვაქებ, ვმადლობ და პატივს მივაგებ, რომ ადრე ბრმას და მოხიბლულს თვალი აეხილა და დამინახა ისეთი, როგორიც ვარ - ცოდვილი. ქება-დიდება, რომელსაც შემასხამდა, ლანძღვად აქცია, ამით მცირედით მაინც შემიმსუბუქა ტვირთი, რომელსაც ვიტვირთავ ხოლმე, როცა ამაო დიდებას ვიღებ და საქმეზე მეტად სახელი მაქვს გავარდნილი". მამა მაკარი დედათა მონასტრებსაც ყურადღებას აქცევდა, მათ შორის ბელევის სავანესაც. მიდიოდა იქ რამდენიმე დღით, ყველა დედას მოინახულებდა. იყვნენ მონაზვნები, რომლებსაც ის არ უყვარდათ, პირველ რიგში სწორედ მათ ნახავდა. როცა ეტყოდნენ: - მამაო, მოძულეებთან რატომ მიდიხართო, პასუხობდა: - ამიტომაც პირველ რიგში ისინი უნდა ვნახოო. მართლაც, მოინახულებდა და მშვიდობას ჩამოაგდებდა.

* ღირსი მამა იოსებ მღვიმელი (ათონელი) ჰყვებოდა, რომ ადრე მათთან კალივაში დასახლება მოინდომა რამდენიმე "მყუდროების მოსურნე" ადამიანმა, მაგრამ სწორედ ისინი გახდნენ მრავალი უწესრიგობის მოთავენი. მდგომარეობა მძიმე და თითქმის გამოუვალი ხდებოდა. შეჭირვებული ამბა იოსები ლოცვად დადგა და ღმერთს შეწყალებას სთხოვდა. ამ დროს მან საღმრთო გამოცხადება იხილა. ზეციდან ჯვარზე გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე გარდამოვიდა, მის წინ დადგა და მშვიდად უთხრა: - ხედავ, რა დავითმინე თქვენთვის? თქვენ კი ასე მალე როგორ იღლებითო. მამა იოსები მაცხოვრის წინ დაემხო ცრემლმორეული: უფალო, შეგვეწიე ცოდვილებს და ნუ დაგვიტევებო. ჯვარცმული ზეცად ამაღლდა. შეჭირვებულ ბერს საღმრთო ნუგეშად კეთილსურნელება მოჰფინა. მალე მაჭირვებლებმა ვერ დაითმინეს მამა იოსების ცხოვრების პირობები და სათითაოდ გაიკრიფნენ.

* საგულისხმოა ერთი ოპტელი მამის დარიგებები: ყოველთვის ეცადე, რაიმეზე არ გაბრაზდე. ყოველი უსიამოვნება შეგვემთხვევა ღვთის განგებულებით, იმავ მხსნელი მიზნებისთვის, რისთვისაც პავლე მოციქულს შეემთხვეოდა "ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან". იცოდე ეს და ნუ მიაქცევ ყურადღებას, თუ ვინმემ გაწყენინა, ანდა რატომ გაწყენინა. მხოლოდ გახსოვდეს, შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებდა უფლის ნების გარეშე. ამიტომაც უკეთესია უფალს მადლობდე თავს მოწეული მწუხარებისთვის. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ მისთვის უცხონი არა ხართ და ზეციური სასუფევლისკენ მიჰყავხართ. წმინდა წერილი ბრძანებს: "უკეთუ სწავლათა დაუთმობთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი. რამეთუ ვინმე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?" (ებრალეთა 12,7).

* აი, როგორ განმარტავდა წმინდა ამბროსი ოპტელი მაცხოვრის სიტყვებს - როცა მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო: ჩვეულებრივი წესით, როცა სახეში არტყამენ, მარჯვენა ხელით ურტყამენ მარცხენა ლოყაში და არა მარჯვენაში. მაგრამ მარჯვენა ლოყაში დარტყმით უფალს უნდოდა ეჩვენებინა შეურაცხყოფა, დამცირება, წყენინება მართალი საქმისთვის, რომელშიც შენ დამნაშავე არ ხარ. მარცხენა ლოყის მიშვერა კი ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა უმიზეზოდ გლანძღავენ, გაიხსენე უფლის წინაშე ის ცოდვები, რომლითაც ის შეურაცხყავი, ამის შეგრძნების მერე დამდაბლდი და უსამართლო ლანძღვა საჭიროდ ჩათვალე.

* უამრავი შეჭირვება დაითმინა წმინდა ლევ ოპტელმა. მაგალითი იყო დათმენისა. არ უყვარდა, როცა მასთან სხვებს განიკითხავდნენ, როცა ყველაფერში სხვები იყვნენ დამნაშავეები. სქემმონაზონი ანტონი ჰყვებოდა: ვიღაცას წაეკამათები და გწამს, რომ უდანაშაულო ხარ, მიხვალ მოძღვართან და თავს იმართლებ. "აბა, რა თქმა უნდა, ის დამნაშავეა, შენ კი მართალი ხარ, - გეტყვის მამა ლევი, - ესე იგი მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს. მართალი ხარ და ჩემთან აღარაფერი გესაქმება. წადი მშვიდობით. შენ უკვე ცხონდი, მე თავი დამანებე, რადგან ჩემი საქმეა შრომა, და დრო ცოდვილთათვის უნდა გამოვიყენო. წადი, წადი შენი სიმართლით, ჩვენ, ცოდვილებს კი ხელს ნუ შეგვიშლიო". თუ თავის მართლებას განაგრძობდი, მამა ლევი კვლავ გეტყოდა: "ესე იგი შენ უფრო მართალი ყოფილხარ. წადი, წადი, კარებს იქით ცოდვილები იცდიან. შენ კი მათ ხელს უშლიო". გამოხვალ მოძღვრის კელიიდან და ფეხებს ძლივს მიათრევ. დაბრუნდები, თავს იმართლებ და მოძღვარი უარესად გამხილებს. ასე იყო მანამდე, სანამ გულში სინანული არ გაგიჩნდებოდა. მიხვალ მოძღვართან და თავსაც ვერ სწევ. მაშინ ის მოუდრეკელი მსაჯულიდან ალერსიან, ნაზ დედად გადაიქცეოდა".

* სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო) ამბობდა: ილოცეთ თქვენს მაჭირვებლებზე, ცილისმწამებლებზე - ისინი ჩვენი კეთილისმყოფელები არიან და ცხონებაში გვეხმარებიან. უფალი იესო ქრისტე თავის ჯვარმცმელებზეც კი ლოცულობდა! სასოს ნუ წარიკვეთ, თუ ცოდვილი ხარ, ცოდვილები, მაგრამ უფლისები ვართ! მღვდელმოწამე კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ შეინანა და ღვთის მეგობარი გახდა.

* მამა პორფირე ათენელი ბრძანებდა: ყოველი ადამიანი, რომელიც გვაჭვირვებს, გვვნებს, ცილს გვწამებს ან სხვა სახით გვაწყენინებს, ჩვენი ძმაა, ბოროტი ეშმაკის ხელში ჩავარდნილი. თუ ასეთი გადაგვეყრება, უნდა ბევრი ვიწუხოთ მასზე, თანავუგრძნოთ და მყუდროებით, სითბოთი ვევედროთ ღმერთს, ჩვენი განსაცდელის ამ მძიმე წუთებში შეგვეწიოს და შეიწყალოს ეშმაკის მსხვერპლად გამხდარი ჩვენი ძმა. ღმერთი შეგვეწევა ჩვენც და ჩვენს ძმასაც.

* მამა ბასილი ათონელი (XIXს.) ამბობდა: "ჩვენი დაცემული ბუნებისთვის თითქოს ბუნებრივია, რომ გული აღგვიშფოთდეს, როცა ვინმე ათასნაირ სისაძაგლეს გვიკეთებს ცხადად თუ დაფარულად. ხოლო თუ დავუშვებთ და მოყენებული ბოროტების გარჩევას დავიწყებთ, მაშინ გული გამძვინვარებული ვეფხვივით გვიხდება, რომელიც მზად არის თავდასასხმელად. ადამიანს ამ დროს თავის ფლობა და დამშვიდება უნდა, მაგრამ გულში თუ გაღვივდა შფოთის გულისთქმები, გონება უკვე უძლურია წინ აღუდგეს აღელვებულ გულს. ლოცვაზე კი ძნელია დადგომა, განსაკუთრებით, თუ შეურაცხმყოფელისთვის ლოცულობ. რამეთუ ამ დროს გულიც და გონებაც თითქოს თავდაყირაა. წინააღმდეგობისას უამრავი ფიქრი გიტრიალებს. თუ კაცი, მიუხედავად მთელი იმ ქაოსისა, რომელიც ჩვენში ეშმაკმა აღძრა, გადაწყვეტს, რომ თავი აიძულოს, მაშინ ჩნდება ერთი მთავარი საწინააღმდგო აზრი, რომელიც ლოცვისაგან განაშორებს ახალბედებს: როგორ უნდა ილოცო? შეხედე, სულში როგორი შფოთი გაქვს! განა მიიღებს ღმერთი ასეთ ლოცვას? ამით უფრო არ განარისხო უფალი! ხედავს რა გულსა და გონებაში ატეხილ ამგვარ ქარიშხალს, მიხვდება მასში ეშმაკის ხრიკებს, მაშინ მოღვაწე ადამიანი ლოცვას შეუდგება, იღებს სკვნილს, მუხლს იდრეკს და ამბობს: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე მონა შენი! ჰოი, როგორ ძნელია ლოცვა და მუხლთა დრეკა დასაწყისში სკვნილზე ჩამოლოცვისას. მაგრამ ღმერთი ახლოსაა. ამ სწორ თავის იძულებას ყველაზე მეტ მსხვერპლად შეიწირავს, მით უმეტეს, თუ ეს აღესრულება მისი უპირველესი მცნების, სიყვარულის გამო, ამასთან მტრის სიყვარულის გამო აღესრულება. ნელ-ნელა თითქოს სულში ინათებს, სიმშვიდე დაისადგურებს, მერე გულში სიხარული ჩნდება და კაცი მტრისადმი მხურვალე სიყვარულით აღივსება. ისეთი სიყვარულით, რომელიც მზადაა, მტრისთვის თავიც კი გასწიროს, თუ ეს საჭირო გახდა. წმინდა სიყვარულის რა სისავსე ეფინება ამ დროს სულს! ძნელია ამის გამოთქმა, ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც გამოუცდია, გრძნობს გულში მაჭირვებლის მიმართ სრულყოფილ სიყვარულს და ხედავს ამ დროს თვითონ მტერშიც საოცარ ფერისცვალებას. აქედან ჩანს, რომ მხოლოდ სიყვარულია ახლობელი ჩვენთვის, მტრობა, სიძულვილი კი ბოროტი მტრის დათესილი ღვარძლი!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat