ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
არასოდეს დაინტერესდე ამგვარი საგნებით. ეძიე მხოლოდ ღვთის მოწყალება და ცხონდები
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-26, 2007

დიდ პატივს ვცემდი მამა ისიდორე ხეზე მკვეთს და მის მორჩილს, მამა სერაფიმეს. მხიბლავდა მამა ისიდორეს ნატიფი იუმორი.

მამა პანტელეიმონი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით სამაგალითო მღვდელმონაზონი გახლდათ. ის მთაწმინდაზე ძალზე ახალგაზრდა მოვიდა და კავსოკალივაში დასახლდა. მას მოჰყვა მისი ძმა იოანე. სკიტისთვის ის სულიერი თავადი გახლდათ, მდუმარე, სერიოზული, ურთიერთობისას ძალზე რბილი, ყველა პატივს სცემდა.

მამა იოაკიმე ბევრს კითხულობდა და ყოველთვის იცოდა საეკლესიო და თვით საზოგადოებრივი საკითხებიც კი. ხშირად მიემგზავრებოდა მთაწმინდიდან ეკლესიის მსახურებისთვის, აღსარების საიდუმლოს შესასრულებლად.

მოგვიანებით ერში შევხვდი მოხუცს, ოდესღაც რომ აღსარება უთქვამს "ერთი ათონელი ბერისთვის, რომელიც კავსოკალივაში მოღვაწეობდა". ის დაუვიწყარი აღსარება მისთვის ახალი ცხოვრების დაწყების საბაბი გახდა. მთაწმინდაზე, ვინ იცის, მამა პანტელეიმონის დარი რამდენი ბერი იყო! მხოლოდ ერთი შეხება გინდოდა ასეთ ადამიანთან და დიდ სარგებელსა პოვებდი.

***
კავსოკალიველ ასკეტ და ღვთისკაც ბერებს შორის გამოირჩეოდნენ მამა არსენი ხეზე მკვეთი და მამა ანტონი ღირს მამათა კალივიდან - მკაცრი და დალოცვილი ბერი ყოველთვის მხოლოდ სულიერ თემებზე საუბრობდა.

მიამბეს, თუ რა მკაცრად შეხვდნენ მამები კალივაში მისულ პატარა ბიჭს. გამოსაცდელად, დაითმენდა თუ არა ბერულ ცხოვრებას, შეურაცხყოფდნენ, ცუდად ექცეოდნენ, სიკვდილითაც კი დაემუქრნენ. მაგრამ ანტონი არ წავიდა. "ვგრძნობდი, მათ ვუყვარდი, - მიყვებოდა მამა ანტონი, - რაც არ უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის, რაც არ უნდა ეთქვათ, სიყვარული ამოძრავებდათ. მწამდა, ისინი მონაზვნური ცხოვრების სწორ გზაზე გამიყვანდნენ, რადგან თვითონ მიჰყვებოდნენ მას".

ერთხელ ვკითხე: - შეხვედრიხარ თუ არა ცხოვრებაში რამე ზებუნებრივს, საკუთარი თვალით გინახავს ან გიგრძნია სულით, შესაძლოა აღტაცებული ყოფილა შენი სული ზეციურ სფერომდე, ან ჩვენი საძმოს რომელიმე ნაცნობ ბერს ხომ არ ჰქონია ასეთი შემთხვევა-მეთქი.

მაშინვე ვიგრძენი, რომ შეკითხვა არ ეამა.

შვილო, - ბრძანა მამა ანტონმა, - ზებუნებრივი ამბები იშვიათად ხდება, მაგრამ თუკი ხდება, მისი ჭეშმარიტების ნიშანი ის არის, რომ ვისაც განეცხადება რაღაც დიდად ფასეული, მალავს მას, როგორც ღვთის საჩუქარს, როგორც სრულიად საიდუმლოს და პირადულს. ცდილობს, მინიშნებებით და უმცირესი ჟესტებითაც კი არ გამოამჟღავნოს ღვთის ეს საჩუქარი. თუ მთაწმინდაზე შეხვდები ვინმეს, ვინც ასეთ გამოცხადებაზე მოგითხრობს, დაეჭვდი მის სინამდვილეში. მთაწმინდაზე უამრავ სათნოებით აღსავსე მამას შევხვედრივარ, უაღრესად მოღვაწენი გახლდნენ და თავმდაბალი გულისთქმები ჰქონდათ. ღმერთი ჩუმად გვეუბნებოდა გულში, რომ მათ, აშკარად წმინდანებს, უთუოდ ექნებოდათ მრავალი ზეციური გამოცხადება, მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ ამაზე. სამაგიეროდ, ხშირად იმეორებდნენ, ცოდვილები ვართ და ღვთის წყალობა და მიტევება გვჭირდებაო. წმინდა მამათა ცხოვრებაში ვხვდებით დიდ მამებს, ასკეტებს, რომლებიც მუდამ გაურბიან ამის გახმაურებას. თვით მოციქულმა პავლემ, თუმცა მოციქული იყო, მესამე ცამდე აღტაცება საკუთარ თავს კი არ მიაწერა, ბრძნულად და განსჯით თქვა, რომ "იცის კაცი".

ამის გარდა, ალბათ წაგიკითხავს ქრისტესთვის სულელ მამაზე, წმინდა ანდრიაზე. დიდი წმინდანობისა და სიბრძნისმოყვარეობის გამო მის ცხოვრებაში ზეციური საგნები არ გამოეყოფოდა ყოველდღიური ცხოვრების საგნებს, ერთმანეთში იყო შენივთული. როცა მიწაზე მყოფი თავის "სისულელეებს" აკეთებდა, იმავდროულად შეეძლო ზეციური სამყაროს ამბები ეხილა, რომელთაც მუდამ საგულდაგულოდ მალავდა. მხოლოდ მოძღვარს უმჟღავნებდა, რათა ეშმაკის ხიბლში არ ჩავარდნილიყო. გამოცხადებებიდან მხოლოდ მცირეოდენი გაანდო საიდუმლო და ერთგულ მეგობარ ეპიფანეს.

ამიტომაც, ჩემო შვილო, არასოდეს დაინტერესდე ამგვარი საგნებით. ეძიე მხოლოდ ღვთის მოწყალება და ცხონდები.

***
ღრმად დამრჩა მეხსიერებაში მამა მაქსიმე მგალობლის ხატება. საწოლს მიჯაჭვული ერთ ძმასთან ერთად მოვინახულე და მაშინ გავიცანი. მისი გარეგნობა, თავმდაბლობა გვიმჟღავნებდა, რომ შემკული იყო სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭით. ის პროტოფსალმი გახლდათ კონსტანტინოპოლში, მაგრამ მოიძულა დიდება და სახელი, უარყო სოფლის ამაოება და მთაწმინდაზე მოვიდა, რათა ღვთისმშობლის ბაღის სულიერი ბულბული ყოფილიყო.

ბულბულები ბუნებაში საცხოვრებლად არიან შექმნილნი, სადაც მარტოობაში უგალობენ ღმერთს. ასეთი იყო მამა მაქსიმეც. მისი სული ერში ვერ წარემატებოდა.

მდუმარებით და მოთმინებით იწვა სნეულების სარეცელზე. 30 წელი მორჩილებდა თავის მოძღვარს, მამა კირილეს. ახლა კი სხეულდაწყლულებულს უკვე მისი მოძღვარი ემსახურებოდა დიდი თავმდაბლობით და თავგანწირვით. აღელვებულნი ჩამოვსხედით საწოლთან, დავუწყეთ საუბარი იმ იმედით, მამა მაქსიმეს გალობას მოვისმენდით. ვთხოვეთ კიდეც ამაზე მის მოძღვარს. "აუსრულე თხოვნა ძმებს, მამაო", - უთხრა მამა კირილემ.

- დამავიწყდა, როგორ უნდა ვიგალობო, - გვითხრა თავმდაბლობით ბერმა, - მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მოთმინებით როგორ გამოვიყენო ჩემი ავადმყოფობის დღეები, რათა ამქვეყნიდან გასვლის ჟამს მქონდეს უწყება ღვთისგან, რომ ვცხონდები. თუმცა მორჩილების გამო მაინც გიგალობებთ მცირეოდენს.

მივეხმარეთ წამოჯდომაში, ბეჭებქვეშ რამდენიმე ბალიში დავუდეთ.

- უკვე მრავალი წელი გავიდა, რაც ღამისთევის ლოცვაზე აღარ მიგალობია. ახლა მხოლოდ ღვთისმშობელს ვუმღერი, ჩვენი უფლის დედას და ყველა მთაწმინდელის დედას. "ღირს არსს" გიგალობებთ.

სმენად ვიქეცი, რომ წმინდა მოწამისთვის მომესმინა - ასეთად ვთვლიდი მას. როცა გალობა დაიწყო, გავიფიქრე, ზეციური ჰანგები სინამდვილეშიც ზემიწიერი ორღანიდან ჟღერენ. პირველად და შესაძლოა, უკანასკნელადაც, მოვისმინე ამგვარი ანგელოზებრივი ჰიმნი. ჩაათავა გალობა და აღელვებული, დაღლილი მიწვა.

მადლობა გადავუხადეთ მას და მის მოძღვარს და გარეთ გამოვედით. შემოვუარე კელიას და შევათვალიერე. მას შემდეგ იქ აღარ ვყოფილვარ. მამა მაქსიმე ახლა ზეცაშია და დაუდუმებელი ბაგეებით ანგელოზთა ქოროსთან ერთად წმინდა სამებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე უტკბესი ხმით გამარჯვების საგალობელს აღავლენს - "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს..."

***
კავსოკალიველ მამა დამიანეს პატრიარქის შესახედაობა ჰქონდა. წარმოშობით მესინელი გახლდათ, აღსავსე სითბოთი და სიყვარულით! უხვად მჭევრმეტყველი, მაღალი და დიდებული, სპეტაკი წვერით. თუ სკიტის ბილიკებზე გადაეყრებოდით, ვინმე დიდებული პატრიარქი გეგონებოდათ.

მამა ათანასე არკადიის სტრემოვასიდან გახლდათ. მადლმოსილი, გულითადი და ძალზე უბრალო მამა. სადაც უბრალოებაა - იქ განისვენებს ღვთაებრივი მადლი, მასზე იხარჯება სიმდიდრე და კურთხევა ღვთისა.

ამ წმინდანებიდან, ამ ბერებიდან, რომლებიც აქამდე გავიცანი, ყველას ამშვენებდა სახარებისეული ბალღური უბრალოება.

სიყვარული და უბრალოება ახასიათებდა კავსოკალივას. აქ ჰქონდათ ერთი მშვენიერი ტრადიცია: ყოველ აღდგომას მამები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, მიმოივლიდნენ კალივებს და ერთმანეთს აღდგომას ულოცავდნენ: "ქრისტე აღსდგა". იმ წლის აღდგომასაც ჩემი ისიქასტრიონიდან ვუცქერდი ღირს მამებს, ჯგუფებად რომ გადადიოდნენ ერთი კალივიდან მეორეში და ბავშვებივით გახარებულნი გალობდნენ სააღდგომო საგალობლებს.

რამდენიმე ჯგუფი ერთმანეთს მამა მიქაელის სტუმართმოყვარე კალივასთან შეხვდა. საპასექო ტროპარების შემდეგ კალივის ეზოში შევიდნენ, სადაც გაუმასპინძლდნენ. ჩვენგან ყველაფერი ჩანდა, ისხდნენ მაგიდასთან და წინ ეწყოთ წითელი სააღდგომო კვერცხები, ყველი და ღვინო...

როცა მიწიერი სიკეთეებითაც აღავსეს თავიანთი სიხარული და სარწმუნოების გამარჯვების საგალობელი "ქრისტე აღსდგა" იგალობეს, აიღეს ნოტები და დაიწყეს სიმღერა მიუწვდომელი სიხარულით. მათი ზეცის ანგელოზებსაც უნდა შეშურებოდათ! მათი ხმა - წმინდა, მხიარული და საზეიმო - ექოდ ისმოდა ხეობაში, ეშვებოდა ზღვის მშვიდ ზედაპირზე და ადიოდა ათონის მთიდან ვიდრე ზეციურ ვარსკვლავებამდე.

თავი 14. დიონისოს მონასტერში
ძალზე ახლოს იყო ჩემს გულთან წმინდა დიონისეს მონასტერი. დაფნაში ფეხით მიმავალი ზოგჯერ შევივლიდი ხოლმე ჩემს საყვარელ მონასტერში საყვარელი და პატივცემული მამების - გაბრიელის და ლაზარეს სანახავად, ასევე ვეამბორებოდი ხოლმე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მარჯვენას და კურთხევას ვიღებდი მისგან.

ერთხელ ვნახე, ტაძრის სტოაში, კუბოში მიცვალებული ესვენა. მამები გარშემო სტასიდიებზე ისხდნენ, უსმენდნენ ფსალმუნებს, რომელსაც ერთი ძმა კითხულობდა, თან გარდაცვლილი ბერისთვის სკვნილზე ლოცულობდნენ.

ვეამბორე ცხედარს, ყურადღებით მიმოვიხედე და თვალი მოვკარი მამა ლაზარეს. წესისამებრ მუხლი მოვიდრიკე მის წინაშე და ვკითხე, - ვინ გარდაიცვალა-მეთქი. აღელვებულმა მიპასუხა: "მამა პოლიკარპე". დავიბენი: - ამას წინათ რომ ვნახე, თავს კარგად გრძნობდა-მეთქი.

- გავიდეთ და ყველაფერს აგიხსნი, - მითხრა. გარეთ გამოვედით, მამა ლაზარემ აღელვებულმა მომითხრო მამა პოლიკარპეს გარდაცვალების ამბავი:

- გარდაცვალებამდე სამი საათით ადრე მამა პოლიკარპემ იღუმენის კელიის კარზე დააკაკუნა: - მამაო, მალე გავალ ამ ქვეყნიდან. აიღე ჩემი კელიის გასაღები, მოამზადე სანთლები და სხვა ყველაფერი, რაც დაკრძალვისთვისაა საჭიროო. მერე გასაღები გადასცა და იღუმენს ხელზე ეამბორა, უკანასკნელად აიღო კურთხევა თავისი მოძღვრისგან. წმინდა წინამძღვარი თავიდან უარობდა, მაგრამ მამა პოლიკარპემ უკან არ დაიხია. მას უნდოდა, მალე წასულიყო საავადმყოფოში. იქ მე მივიღე და საწოლში ჩავაწვინე. რა გჭირს-მეთქი. თავს ცუდად ვგრძნობ, მალე წავალ ამ ქვეყნიდან. დაუძახე იღუმენს, ზეთი მაცხოს და მაზიაროსო.

მთელი სავანის ძმობა შეიკრიბა ზეთისცხების საიდუმლოს ჩასატარებლად და მამა პოლიკარპეს საზიარებლად. ამასობაში სიცხემ აუწია. არ გასულა სამი საათიც, რომ უეცრად მოძღვარი მოიხმო. მაგრამ მის მოსვლამდე გარდაიცვალა...

საოცარი იყო ღირსი მამის გარდაცვალება. იგი მართლაც დიდად მოღვაწე გახლდათ. თან გვდევდეს მისი ლოცვები.

მეც ამაღელვა მამა პოლიკარპეს გარდაცვალებამ. გადავწყვიტე, წმინდა მღვდელმონაზვნის დაკრძალვაზე დავრჩენილიყავი. ვუცქერდი მას თავის ანაფორაში გახვეულს და გული მწყდებოდა, რომ უკანასკნელად ვერ ვიხილე მისი სახე (გარდაცვლილ ბერებს ანაფორაში ისე ახვევენ, რომ სახე არ გამოუჩნდეთ, - კ. კ.). ბერების აზრით და გადმოცემით, სხეული, რომელიც ბერმა ღმერთს მიუძღვნა, უკვე აღარ ეკუთვნის ამაო, ცრუ სოფელს. ყოველივე ეს კი ბერს "წმინდანთა" დასში აყენებს.

განსაკუთრებით ამაღელვებელი სურათი იყო, როცა ცხედარი კუბოდან ამოასვენეს და სამარის პირზე დააწვინეს. ამ დროს გაისმა იღუმენის გულშემუსვრილი ხმა:L- მამანო და ძმანო, ჩვენი ძმა, მღვდელმონაზონი პოლიკარპე ამ წარმავალი სოფლიდან ზეციურ სასუფეველში გადასახლდა. მოდით, კიდევ ერთხელ ჩავმარცვლოთ სკვნილი მისი სულის განსვენებისთვისო და აღელვებულმა წარმოთქვა: - "უფალო იესო ქრისტე, განუსვენე მონასა შენსა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat