უფლის ანგელოზი ვიხილე ჩემს მარჯვნივ მდგომარე
უფლის ანგელოზი ვიხილე ჩემს მარჯვნივ მდგომარე
განა შემიძლია დავმალო ის, რაც უფალმა გამიმჟღავნა?
ისევე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს - ღვთის ხორციელ ტაძარს ჰყავს მფარველი ანგელოზი, იგი იცავს ქვათა ტაძრებსაც და მათში აღსრულებულ წმინდა საიდუმლოებებს. უფლის ანგელოზები იცავენ მონასტრებს და ყველა ქრისტიანულ საძმოს. გვსურს ამის მაგალითები შემოგთავაზოთ.

***
მოგვითხრობს ამბა ლეონტი, წმინდა თეოდოსის მონასტრელი: როცა ახალი ლავრიდან მწვალებლები გაყარეს, წავედით და იქ დავსახლდით. ერთ კვირა დღეს, როცა ეკლესიაში წირვას აღვასრულებდი, უფლის ანგელოზი ვიხილე ჩემს მარჯვნივ მდგომარე. შემიპყრო შიშმა და ძრწოლამ მოუთხრობელმა. სენაკში რომ დავბრუნდი, მომესმა ხმა, რომელიც მეტყოდა: "ვინაიდან იკურთხა ეს საკურთხეველი, ღმრთისგანვე მის მცველად დავიდგინეო", - ბრძანებდა ანგელოზი.

***
ვინმე მძოვარი ბერი (მეუდაბნოე) მიდიოდა იორდანეს პირას და შევიდა მამა ბარსაბას გამოქვაბულში, რომელიც უკვე წასული იყო იქიდან სხვა ადგილას. როცა ის გამოქვაბულის ეკლესიაში შევიდა, იხილა იქ უფლის ანგელოზი საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე. საკურთხეველი მამა ბარსაბას გამოეკვეთა და ეკურთხებინა.

ბერმა ჰკითხა: შენ აქ რას აკეთებო. ხოლო მან უთხრა: უფლის ანგელოზი ვარ და რადგან ეს იკურთხა, ამის საუკუნო მცველად დავიდგინეო.

***
ძველ დროში ერთი წმინდა და პატიოსანი მამა ცხოვრობდა. როცა ის წმინდა ლიტურგიას აღასრულებდა, ხედავდა თავის მარჯვნივ და მარცხნივ უფლის ანგელოზებს. ერეტიკოსებისგან მსახურების წესი ისწავლა და რადგან უცოდინარი გახლდათ საღმრთო დოგმატებისა, ამ სწავლებას იტყოდა ხოლმე წირვისას, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ბოროტი განზრახულობის გარეშე. ღვთის განგებულებით წირვაზე დასასწრებად მასთან დოგმატებში განსწავლული ბერი მივიდა, რომელიც დიაკვანი გახლდათ. წირვისას ძმას უთხრა: "მამაო, რაც თქვით ღვთისმსახურებისას, არ ეთანხმება მართლმადიდებელ სარწმუნოებას და ერეტიკული სწავლებააო". მაგრამ ანგელოზების ხილვით დაიმედებულმა ბერმა ძმის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, დიაკვანიც არ ცხრებოდა: "ცდები, მამაო, არ იღებს ამ სწავლებას ეკლესიაო". მისგან მხილებულმა ბერმა ანგელოზებს მიმართა: "ხედავთ, რას მეუბნება დიაკვანი, მართალია თუ არა?" "დაუჯერეთ, ის მართალს გეუბნებათ", - უთხრეს მას ანგელოზებმა. "მაშინ, თქვენ რატომ არ მითხარით ამის შესახებ?" "ღმერთმა ისე მოაწყო, რომ კაცნი კაცთა მიერ გამოსწორდნენო", - უპასუხეს ანგელოზებმა. ბერმა ამის შემდეგ უკვე სწორად იწყო ღვთისმსახურება.

***
ერთხელ, ღვთისმსახურებისას ამონი დიდმა იხილა უფლის ანგელოზი, რომელიც ტრაპეზის მარჯვნივ იდგა და ზიარებაზე მისულთა სახელებს წიგნში იწერდა. ხოლო ვინც არ მოვიდა ეკლესიაში, მათ სახელებს კი ამოხოცდა - ისინი ყველანი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.

***
2000 წლის I ივლისს სოფელ ბოგოლიუბოვის მაცხოვრის შობის ტაძარში სასწაული მოხდა. საფსალმუნესთან ტაძრის კედელზე გამოსახულია ღვთისმშობლის ხატი, "ზნამენიედ" წოდებული. ღვთისმსახურებისას ხატზე გამოსახულმა, მარცხნივ მდგომმა ანგელოზმა აკურთხა ხელით მორწმუნენი. ამას მოწმობდნენ მგალობლები და ზოსიმეს მონასტრის ბერები, რომლებიც ამ დროს იქ იმყოფებოდნენ.

***
ერთხელ წმინდა სერგი რადონეჟელი თავის ხორციელ ძმა სტეფანესთან და ნათესავ თეოდორესთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა. ამ დროს ცნობილი ბერი ისააკ მდუმარე ეკლესიაში იდგა. ხედავს ისააკი, რომ საკურთხეველში მამებთან ერთად მეოთხე კაციც მსახურობს, ბრწყინვალე, დიდებული შესახედაობის, მას გარეგნულადაც ნათელი ედგა და ტანსაცმელიც უბრწყინავდა. პირველი გამოსვლისას ღირს მამებს ისიც გამოჰყვა. მამა ისააკმა ჰკითხა იქ მდგომ მამა მაკარს: "რა საოცარი სახილავია, ვინ არის ეს დიდებული ადამიანიო". "არ ვიცი, მამაო! მართლაც შემაძრწუნებელ სანახაობას ვხედავ. ჩემი აზრით, ის დიდ თავადს მოჰყვაო". მივიდნენ და ჰკითხეს თავადის ხალხს, თან მღვდელი ხომ არ მოგიყვანიათო. არაო, უპასუხეს. მამები მაშინვე მიხვდნენ, რომ ის ანგელოზი იყო.

წირვის დასრულების შემდეგ ღირსი მამები წმინდა სერგის მიადგნენ და უცნობის ვინაობა ჰკითხეს. წმინდა სერგიმ დამალვა სცადა, მაგრამ სულიერ შვილთა ვედრებას ვერ გაუძლო და უთხრა: "ჰოი, შვილნო საყვარელნო! განა შემიძლია დავმალო ის, რაც უფალმა გამიმჟღავნა? ის, ვინც დაინახეთ - უფლის ანგელოზია. არა მარტო დღეს, ყოველთვის მე უღირსი ღვთის განგებულებით ვმსახურობ მასთან ერთად. რაც დღეს იხილეთ, არავის მოუყვეთ ვიდრე ჩემს გარდაცვალებამდეო".

***
დეკანოზ პიამონს დაფარულთმცოდნეობის მადლი ჰქონდა. ერთხელ უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას მან ხილვა ნახა. წმინდა ტრაპეზის სიახლოვეს უფლის ანგელოზი იდგა. მას ხელთ წიგნი ეპყრა და იმ ბერების სახელებს იწერდა, ვინც ეზიარებოდა, ზოგიერთების გამოკლებით. წირვის დასრულების შემდეგ ღირსმა მამამ ანგელოზისგან გამოტოვებული ბერები მოიხმო თავისთან ცალ-ცალკე და ჰკითხა, რაიმე დაფარული ცოდვა ხომ არ გაქვთო. დაარწმუნა, ეღიარებინათ. მათთან ერთად დაეცა ღვთის წინაშე და მთელი ღამე ლოცვით გამოითხოვა ღვთის წყალობა. მან კვლავ იხილა ანგელოზი, წმინდა ტრაპეზთან მდგარი, რომელმაც ყველა მაზიარებლის სახელი ჩაიწერა. ანგელოზი თითოეულს სახელით მოუწოდებდა, მოუხმობდა ბერებს, მიახლოებოდნენ წმინდა ტრაპეზს და შერიგებოდნენ ღმერთს.

***
მეფეების ლევისა და ალექსანდრეს დროს ვინმე პელოპონესელმა თავადმა თავისთვის ერთი სკვითი ყმაწვილი იყიდა და თავის კარის მღვდელს მისცა, საეკლესიო მსახურებაში რომ დახმარებოდა. ბიჭი მაშინ თორმეტი წლის გახლდათ და როგორც გამოირკვა, მოუნათლავი იყო. თავადმა მოუხმო თავის ხუცესს და ბიჭის მონათვლა უბრძანა. ნათლობის შემდგომ ბიჭი თავის ბატონთან გამოცხადდა და ხელთ სანთელი ეპყრა. თავადმა სთხოვა ყმაწვილს, მოეყვანა მასთან ნათლობის ჩამტარებელი მღვდელი. ყმაწვილი წავიდა ეკლესიაში იქ დაინახა ხუცესი, მაგრამ დაბრუნდა და ბატონს მოახსენა, ჩემი მომნათლავი მღვდელი იქ არ არისო. გაუკვირდა ბატონს, სხვა ყრმა გააგზავნა მღვდლის მოსაყვანად. როცა მღვდელი მოვიდა და გამოირკვა, რომ ის ტაძრიდან არსად გასულიყო, მაშინ თავადმა ჰკითხა ახალნათელღებულს: "რატომ ამბობდი, ტაძარში ის მღვდელი არ არის, რომელმაც მომნათლაო?" ყმაწვილმა კვლავ განუცხადა: ეს ის მღვდელი არ არის, ვინც ნათლობის საიდუმლო ჩაატარა, ის მზესავით ანათებდა და სახე ელვასავით უბრწყინავდა. როცა ის საშინელი კაცი მსახურობდა, ეს მღვდელი ტაძრის გარეთ იდგა, რკინის ჯაჭვით ხელფეხშებორკილი. მას საშინელი, უწყალო დარაჯი ედგა მცველად და სანამ იმ მზისებრმა კაცმა ლოცვა არ დაამთავრა, არ გაუშვესო. ეს რომ თავადმა მოისმინა, შიშისგან თავზარი დაეცა, მოჰკიდა ხელი მღვდელს, ცალკე გაიყვანა და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ყრმის სიტყვები. ხუცესი დაეცა თავადის წინაშე და ატირებულმა უთხრა: "რახან ჩვენმა უფალმა ღმერთმა არ დაფარა თქვენთვის ჩემი საიდუმლო, მეც გეტყვით. ჩემს სამშობლოში ეშმაკისაგან ცთუნებული ცოდვაში ჩავვარდი. როცა ეს ჩემმა ეპისკოპოსმა შეიტყო, ეპიტიმია დამადო - მღვდლობა ამიკრძალა. მე კი ღატაკი ვიყავი და შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი, თქვენს ქვეყანაში მოვედი. თქვენ შემიწყალეთ და შემიფარეთ. მე კი, უნანელმა, დავივიწყე ღვთის კანონები, არ ვუსმინე სინდისს, რომ მამხილებდა და აქამდე განვაგრძობდი ღვთისმსახურებას. ახლა კი, როცა ღმერთმა განგიმჟღავნათ ჩემი საიდუმლო, შერცხვენილს თქვენი შემოხედვის უფლებაც არ მაქვსო". "სჯობია, არსობის პური ითხოვო, - უთხრა მას თავადმა, - ვიდრე დროებითი სიკეთისთვის ღვთის მცნებები დათრგუნო და გაბედო აკრძალული ღვთისმსახურება. მაგრამ ღმერთი კაცთმოყვარეა და შეიწირავს მონანულთა ცრემლებს. წადი მონასტერში და დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარე. მე კი ვფიქრობ, რომ იმაზე დიდი ცოდვა არ არის, დაყენებული მღვდელი რომ გაბედავს და საეკლესიო საიდუმლოს შეასრულებსო", - უთხრა თავადმა და დასჯილი მღვდელი მონასტერში გაუშვა.

***
უფლის ანგელოზები, როგორც ვნახეთ, უხილავად მონაწილეობენ საღმრთო ლიტურგიაში. ამ დროს ზეციურ ძალთა ხილვის ღირსი ბევრი ღირსი მამა გამხდარა. მათ შორის იყო წმინდა ნიფონტ კონსტანტინოპოლელი. ერთხელ ის ეკლესიაში მღვდელმთავრის წირვაზე იმყოფებოდა. სულიერი თვალნი განეხვნენ მას და დაინახა, რომ ზეციდან გარდამოსულმა ცეცხლმა საკურთხეველი და მღვდელი დაფარა. "წმიდაო ღმერთოს" გალობისას გამოცხადდა ოთხი ანგელოზი და მგალობლებთან ერთად დაიწყო გალობა. სამოციქულოს კითხვისას მოციქული პავლე დადგა წიგნის მკითხველთან და ყურადღებით უსმენდა. სახარების კითხვისას კი სიტყვები ლამპრების მსგავსად ადიოდნენ ზეცაში. როცა დადგა უსისხლო მსხვერპლის შეწირვის ჟამი, გაიხსნა ეკლესიის კამარა, გაიხსნა ზეცა და ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება მიმოიფანტა. "დიდება ქრისტე ღმერთს!" - ამ საგალობლით გარდმოვიდნენ ანგელოზები. მათ თან მოჰყავდათ არაჩვეულებრივი სილამაზის ყრმა, რომელიც დააწვინეს ფეშხუმზე, თვითონ კი წმინდა ტრაპეზს გარს შემოერტყნენ. ორი სერაფიმი და ორი ქერუბიმი დალივლივებდნენ ყრმის თავს ზემოთ და მას ფრთებით დაფარავდნენ. ძღვნის კურთხევისას და საშინელი საიდუმლოს აღსრულებისას ერთი ბრწყინვალე ანგელოზი მიუახლოვდა ყრმას, აიღო ლახვარი, დაკლა იგი, გამოწურული სისხლი წმინდა ბარძიმში შთაასხა და ყრმა ფეშხუმზე დააწვინა, შემდეგ კეთილმოკრძალებით დადგა თავის დასში. ლიტურგიის შემდეგ წმინდა ნიფონტმა ყრმა სრულიად უვნებელი იხილა, რომელიც ანგელოზებმა კვლავ ზეცად აღამაღლეს.

***
ფრიად საყურადღებოა ბალაამელი სქემმონაზვნის მამა კვირიკეს (რუსულად - კირიაკი) ხილვა. მამა კვირიკე ადრე განდგომილი სტაროვერი იყო და ღვთის მადლით მოექცა. ბევრი რამ აინტერესებდა ახალმოქცეულს: თუ რა ხდებოდა წმინდა ლიტურგიაზე? როგორ გადაიქცა უფლის სისხლად და ხორცად პური და ღვინო?.. მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი იყო. ამ კითხვებზე კი პასუხი ღვთისგან მიიღო. წირვას ესწრებოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის ერთ-ერთ ტაძარში. თავიდან მან არაჩვეულებრივი კეთილსურნელება იგრძნო. შემდეგ, როცა მღვდელმონაზონი სულიწმინდის მოწვევის ლოცვებს კითხულობდა - მთელი საკურთხეველი თითქოსდა ქერუბიმებით აივსო, ისინი გარს შემოერტყნენ წმინდა ტრაპეზს და ღვთისმსახურს, რომელიც ერთიანად ცეცხლმა მოიცვა. როცა მან მუხლი მოიდრიკა წმინდა ტრაპეზის წინ, მომცრო ზომის ერთი მტრედი გადმოფრინდა ზევიდან და წმინდა ფეშხუმის თავზე ლივლივი დაიწყო. შემდეგ წმინდა ბარძიმთან მიფრინდა, მოკეცა ფრთები და შიგ ჩაეშვა. ზეციური ძალები კვლავ მიწაზე დაემხნენ. როცა "ღირს არსი" იგალობეს, ანგელოზები მესამედ დაემხნენ მიწაზე და თაყვანი სცეს. მერე კი მღვდელმონაზონს გარს შემოერტყნენ, თავზე ერთგვარი დიდებული გარდამოხსნა გადააფარეს და უხილავნი შეიქმნენ... ამ ხილვამ დიდად იმოქმედა მამა კვირიკეზე და შეუერთდა ქრისტეს ეკლესიას.

***
ანგელოზნი უხილავად მსახურობდნენ წმინდა იოანე მანგლელთან ერთადაც. უფალმა სხვა მორწმუნეებსაც გამოუცხადა ეს საიდუმლოება. ერთხელ წირვისას წმინდა ტრაპეზის წინ იდგა, მგალობელნი "წმიდაო ღმერთოს" გალობდნენ. წესისაებრ მღვდელს ჯვარი უნდა მიერთმია მღვდელმთავრისთვის, მაგრამ მღვდელს სამწმიდაარსობის ლოცვა არ გაესრულებინა და თვით მღვდელმთავარმა გასწია ხელი ჯვრის ასაღებად. მაშინ მღვდლებმა იხილეს, რომ პატიოსანი ჯვარი აღდგა თავისით წმინდა ტრაპეზიდან, ერთი მტკაველის სიგრძეზე ამაღლდა და მიეგება წმინდა მღვდელმთავარს. მან კი ჯვრით ერი აკურთხა. ვინ იქნებოდა ის უხილავი არსება, რომელმაც მღვდელს ჯვარი მიაწოდა? ვინ, თუ არა უფლის ანგელოზი...

***
"მე დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებული მფარველი ანგელოზი ჰყავს თითოეულ ეკლესიას, როგორც ამას მასწავლის იოანეს გამოცხადება", - ბრძანებდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. ხოლო როცა კონსტანტინოპოლის კათედრას ემშვიდობებოდა, წმინდა გრიგოლმა წამოიძახა: "შემინდეთ, ანგელოზნო, ამ ეკლესიის მეთვალყურენო".

***
უფლის ანგელოზები იცავენ წმინდა მონასტრებსაც. წმინდა პაისი დიდი რაღაც საქმის გამო მცირე ხნით წასული იყო მონასტრიდან. უკან დაბრუნებულს, მონასტერს რომ მიუახლოვდა, ღვთაებრივი ნათელი დაეცა სახეზე და იხილა მთელი უდაბნო სავსე ანგელოზებით. მფარველმა ანგელოზმა უთხრა ღირს მამას, ამით შენ ღმერთმა გიჩვენა, რომ შენი არყოფნისას ანგელოზთა მიერ იცავდა შენს ბერებსო.

***
ანგელოზები იცავდნენ შიომღვიმის მონასტერს, როცა ამირა მუმნის ლაშქარმა ქართლი დალაშქრა. შიომღვიმის მონასტრის დასარბევად მისულმა არაბთა მარბიელი რაზმის უფროსმა აჰმადმა შიომღვიმის მონასტრის გალავნის თავზე, ჰაერში მოსიარულე ზეციური მხედრობა იხილა, რომელსაც წმინდა შიო ხელმძღვანელობდა და იცავდა თავის სავანეს. ამ ხილვის შემდეგ აჰმადი მალევე მალულად აღიკვეცა ბერად მონასტერში და ნეოფიტე ეწოდა, შემდგომში ურბნელი ეპისკოპოსი გახდა და ქრისტესთვისაც ეწამა.

***
როცა წმინდა კირილე ბელოოზერელი (XVIს.) მონასტერს აშენებდა და განამშვენებდა, გარშემო მცხოვრებნი უცქერდნენ მის საქმეს და განცვიფრდებოდნენ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ მას დიდი სიმდიდრე ჰქონდა. ერთმა ანგარმა მემამულემ თავის მსახურებს მონასტრის გაძარცვა დაავალა.

საღამოთი ყაჩაღები შეიკრიბნენ იქვე მდებარე ტყეში და ღამის დადგომას დაელოდნენ, მძინარე ბერებს თავს რომ დასხმოდნენ. მაგრამ მონასტერს მიუახლოვდნენ თუ არა, გალავნის გარშემო უამრავი შეიარაღებული კაცი დაინახეს. წავიდნენ და უფროსს მოახსენეს, ეტყობა, ვინმე სარდალმა ჯარი მოიყვანა დასალოცად წმინდა კირილესთანო. დაუცადეს შემდეგი ღამის დადგომას, მაგრამ უფრო მეტი შეიარაღებული ხალხი მოემატა მონასტრის დაცვას. მესამე ღამეს კიდევ უფრო მოემატა. მივიდა ერთ-ერთი ყაჩაღი დღისით, შევიდა და ბერებს გამოჰკითხა, ეს დღეები თქვენთან მლოცველები ხომ არ მოსულანო. ყველამ ერთხმად უპასუხა, კვირაზე მეტია, რაც ჩვენთან არავინ მოსულაო. თეოდორე (ასე ერქვა თავადს) მიხვდა, რომ უფალმა ანგელოზები გამოაგზავნა თავისი მონასტრის მცველად. ამ ამბავმა შეაძრწუნა და მაშინვე წმინდა კირილესთან წავიდა შენდობის მისაღებად. წმინდა კირილემ მიხედა მის ცრემლებს, შეუნდო ცოდვები, დაარიგა და უთხრა: "დამიჯერე, შვილო, და სხვებსაც უთხარი, რომ მას შემდეგ, რაც ბერად შევდექი, არაფერი მაბადია, ტანსაცმლის და წიგნების გარდა".
ბეჭდვაელფოსტა
09.07. 2015
ekaterine
gmertma daglocot
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat