მამაო, ახლა ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი თქვენს მოყვანას, ავად ვარ, არავინ მყავს გამომგზავნი
მამაო, ახლა ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი თქვენს მოყვანას, ავად ვარ, არავინ მყავს გამომგზავნი
ამით დიდ მწუხარებას მგვრის, რადგან ვერ ვიტან ამგვარ უსჯულოებას
* ერთხელ ეკლესიიდან შინ მიმავალმა წმინდა ნიფონტიმ რომელიღაც ქოხის კართან მტირალი ჭაბუკის სახით მდგარი ანგელოზი დაინახა. მწუხარების მიზეზი ჰკითხა. ანგელოზმა უპასუხა: - მე ვარ დადგენილი მცველად ჭაბუკისა, რომელიც ახლა ამ სახლში გარყვნილ ქალთან ნებივრობს. ამით დიდ მწუხარებას მგვრის, რადგან ვერ ვიტან ამგვარ უსჯულოებას. როგორ არ ვიტირო, როცა ვხედავ, როგორ დაეცა ღვთის ხატებაო. ღირსმა ნიფონტიმ ჰკითხა: - რატომ არ ასწავლი, თავი ანებოს ცოდვასო. "მიახლება არ შემიძლია, რადგან ცოდვის დაწყებისთანავე ეშმაკთა მონა გახდა. ადამიანი თავისუფალი შექმნა ღმერთმა, აჩვენა ორი გზა: ფართო და ვიწრო. მისი ნებაა, რომელზე წავა".

* საკვირველმა ამბავმა შეძრა დონისპირა ქალაქი სემილუკი. V სართულის აივნიდან 9 წლის ოქსანა დანილევიჩი გადმოვარდა და გადარჩა. ბავშვი ცოტათი დამშვიდდა და მოჰყვა: - ქვემოთ რომ მივფრინავდი, მარჯვნივ ვიღაც მომდევდა და ხელით მიჭერდა, ამიტომაც ასფალტზე ძლიერ აღარ დავცემულვარო. უეჭველად ის ოქსანას მფარველი ანგელოზი იყო.

* ავადსახსენებელი კომუნისტური ტერორის წლებში 9 მონაზონი დასახვრეტად ურმებით მიიყვანეს თხრილთან. გვერდიგვერდ დააყენეს იმ იმედით, რომ დახვრეტის შემდეგ მათი დამარხვაც არ დასჭირდებოდათ. კომკავშირელებმა თოფები მოამზადეს, მონაზვნებმა ხმამაღლა დაიწყეს ფსალმუნების გალობა.

ამ დროს მოხდა სასწაული. უეცრად თვალის დამაბრმავებლად ინათა და ციდან სამი ანგელოზი ჩამოეშვა. ორი მონაზვნებს ამოუდგა გვერდით - მარჯვნივ და მარცხნივ. ერთი კი კომკავშირელების წინ აღიმართა. შეშინებული კომკავშირელები მიწაზე უგონოდ დაცვივდნენ. მათ ყვირილზე მეურმეებმა მოირბინეს. ნახეს, რაც მომხდარიყო და მაშინვე სოფელში გაიქცნენ მაშველის მოსაყვანად.

შეშინებულმა და დაბნეულმა მაშველებმა კომკავშირელები ურმებით სოფელში წაიყვანეს. ჩვენ რაღა ვქნათო, - იკითხეს მონაზვნებმა. თავს უშველეთო, - უპასუხეს.

კომკავშირელები ყველა მალევე დაიხოცა, მათი უფროსი კი სიკვდილამდე პარალიზებული იწვა. ძვალ-ტყავად ქცეული ცოცხლად დალპა და მატლი დაეხვია. ყველას ევედრებოდა, - ილოცეთ ჩემთვისო, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი მორწმუნეთაგან, რომ მისთვის ელოცა.

* ედესის ეპისკოპოსმა, ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა ერთხელ დაფარულთმცოდნე მესვეტე მამას, - როგორ არჩევ ცოდვილს მართლისგანო. მან თქვა: "თუ სვეტთან ჩაივლის კაცი მართალი და ღვთის მოშიში, ვხედავ მასზე ღვთის მადლს. ორივე მხარეს ანგელოზები მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორიდან მისდევენ და მიახლოებას ვერ უბედავენ. თუ ცოდვილი ჩაივლის, გვერდით მოზეიმე ეშმაკების ხროვა მიჰყვება, მისი მფარველი ანგელოზი კი მოშორებით მისდევს, ტირის და მოთქვამს ცოდვილის დაქცევას. ხოლო როცა ეშმაკები ამ კაცის სიკვდილს საბოლოოდ მოინდომებენ, ციდან ანგელოზი ეშვება და ცეცხლის მახვილით განაბნევს მათ.

* უფლის ანგელოზები ადამიანებს ძილშიაც იცავენ და სიფხიზლის დროსაც. პაისი დიდს ერთი ბერი რჩევისთვის ეწვია. მამა პაისის ეძინა. წინ მფარველი ანგელოზი ედგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და იცავდა. ჭეშმარიტად! ღმერთი თავის მოყვარულთ იცავსო, - უთქვამს ბერს.

* რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი ბერი თეოდიტიანეს ერესით იყო მოწამლული, თუმცა კი ძალზე მოღვაწედ და ღვთისმოშიშად ცხოვრობდა. ერთხელ, ძილში გვერდში დარტყმამ გამოაღვიძა. ანგელოზი გამოეცხადა და უსაყვედურა, - რატომ შეიცვალე მართალი რწმენაო. ამ საოცარი გამოცხადებით და უფრო კი ტკივილით შეწუხებულმა მაშინვე ეპისკოპოსთა კრებას მიაშურა და საღვთო საქმეებზე მოფიქრალ მამებს ეკლესიაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა.

* ონოფრე დიდმა მეუდაბნოე ცხოვრება შეიყვარა, ამიტომ თებაიდის მონასტერი დაუტევა და უდაბნოსკენ გაემართა. უდაბნოს დასაწყისთან მან სინათლის სვეტი იხილა. შეშინებულმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ამ დროს სინათლის სვეტი მოუხლოვდა და ხმა გასცა: "ნუ გეშინია, მე შენი ანგელოზი ვარ, შენი გაჩენის დღიდან ღვთისგან შენს დასაცავად დადგინებული. მუდამ თან დაგყვები, ახლაც, უფლის ბრძანებით, უდაბნოში მიმყავხარ, ღვთის წინაშე იყავი სრული და გულით მდაბალი, ემსახურე მას სიხარულით და არასოდეს მიგატოვებო".

* წმინდა ევარგე დიდს სულიერი ბრძოლა ჰქონდა (ლტოლვას გრძობდა კონსტანტინოპოლელი დიდგვაროვნის ცოლისადმი). "ღმერთმა შემიწყალა და სიზმარი მახილვა, - ჰყვება ღირსი მამა, - ღრმა და ბნელ მიწისქვეშეთში აღმოვჩნდი. უფლის ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა: - თუ არ გაიქცევი აქედან, დაიღუპები. დამიფიცე წმინდა სახარებაზე, რომ ხვალვე დატოვებ ქალაქს, მე კი გაქცევაში დაგეხმარებიო. წმინდა ევაგრე იერუსალიმში გაიქცა და სძლია თავის ცოდვიან გრძნობას.

* ერთმა ათონელმა ბერმა მოუთხრო წმინდა ბარსანოფი ოპტელს: - ახალგაზრდობაში ძალზე მდიდარი ვიყავი და მხიარულად ვცხოვრობდი. მიმართლებდა, ქონებას ვამრავლებდი, შემოსავალი რამდენიმე მილიონი მქონდა. ჯანმრთელი ვიყავი და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე არც ვფიქრობდი.

ერთხელ, ნასადილევს, ჩამეძინა კაბინეტში. ცხადად დავინახე უფლის ანგელოზი, რომელმაც ხელი ჩამკიდა და მითხრა: - წამოდი, გაჩვენებ ადგილს, სადაც საუკუნოდ იცხოვრებო. შეშინებული გავყევი. ველზე გავედით. შუაში კონუსისებრი გორა აღმართულიყო, რომლის თხრილებიდან კვამლი ამოდიოდა. სიღრმიდან კი საშინელი ქვითინის ხმა ისმოდა. "აქ დასახლდები სიკვდილის შემდეგ, - მითხრა ანგელოზმა, - თუკი ისე იცხოვრებ, როგორც აქამდე. უფალმა შენთვის ამის თქმა მიბრძანაო". ანგელოზი გაქრა და გამომეღვიძა. ავდექი, მადლობა შევწირე ღმერთს, სინანულის ჟამი რომ მომცა. ამის შემდეგ საქმეები მოვითავე, ცოლსა და შვილებს სათითაოდ მილიონ მანეთზე მეტი დავუტოვე და ათონის მთას მივაშურეო.

* წმინდა მოწამე მავრა ჰყვებოდა, - ჯვარზე რომ მიმალურსმეს, გამომეცხადა უფლის ანგელოზი ჭაბუკის სახით, მზესავით უბრწყინავდა სახე. ხელი მომკიდა და ზეცაში ამიყვანა. მანახა ის ნეტარებანი, რაც გველოდა მე და ჩემს ქმარს, რომელიც ჩემი მოწამებრივი ღვაწლის მოზიარე იყო. მერე ანგელოზმა მიმიყვანა ჯვარზე გაკრულ ჩემსავ სხეულთან და მითხრა: - ახლა კი დაბრუნდი შენს სხეულშიო. "ხვალვე, მეექვსე ჟამს მოვლენ უფლის ანგელოზები ჩვენს წასაყვანად", - თქვა წმინდანმა.

* მიტროპოლიტ ბენიამინს (ფედჩენკო) ბერლინის რუსული ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ტიხონმა (შემდგომში ეპისკოპოსმა) 1923 წელს მოუთხრო თავისი ყრმობის ამბავი. იგი გლეხის შვიდშვილიანი ოჯახიდან იყო. მეშვიდე, ნაბოლარა, მარიამი ავად გახდა. რამდენიმე ღამენათევ დედას შვილის საწოლთან ჩაეძინა. 7 წლის ტიმოთე ამ დროს ფანჯარასთან იჯდა. "უეცრად დავინახე ანგელოზი, ხელში მარიამი ეჭირა. დავიყვირე: - დედიკო, მარიამი წაიყვანეს-მეთქი. დედას გაეღვიძა. რა გაყვირებსო. მარიამი წაიყვანეს-მეთქი. ვინ წაიყვანა? - წამოხტა დედა და ავადმყოფს დააცქერდა. "ანგელოზმა წაიყვანა, მე დავინახე", - ვუთხარი. დედამ მარიამს ხელი მოჰკიდა. უკვე მკვდარი იყო". არქიმანდრიტი ტიხონი ჰყვებოდა, ანგელოზი სპეტაკი გახლდათ და ფრთები ჰქონდაო.

* მღვდელმონაზონი მანუელი ჰყვებოდა: - ერთ საღამოს, ათ საათზე მოხუც ავადმყოფ ბერთან წამიყვანეს საზიარებლად. სახე მშვიდი, ნათელი და სასიამოვნო ჰქონდა, სრულიად მინდობოდა ღვთის ნებას. აღსარების შემდეგ ვიჩქარე მისი ზიარება, რადგან ძალიან იყო დასუსტებული, ზეთი კი მისთვის ადრევე უკურთხებიათ. ზიარების შემდეგ მანიშნა, მომიახლოვდიო. გახარებულს სახე უბრწყინავდა. ყური ბაგეებთან მივუტანე. ჩუმად მკითხა: "მამაო, ხედავ ელვასავით ბრწყინვალე ანგელოზს?" არა-მეთქი. მან უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ჯვარი გამოისახა და აღესრულა.

* 1833 წლის 2 იანვრის ღამით, ცისკრის ლოცვის შემდეგ, მამა ფილარეტ გლინელი კელიიდან გამოვიდა და დაინახა, ვიღაცის სული ანგელოზებს ზეცაში აჰყავდათ. დიდხანს უცქერდა ამ საკვირველ სანახაობას, რამდენიმე ძმას დაუძახა და აჩვენა. მერე კი ღრმად ჩაფიქრებულმა ბრძანა: "აი, როგორ გადიან ამ ქვეყნიდან მართალი ადამიანები. ახლა გარდაიცვალა სერაფიმე საროველიო". შემდგომში შეიტყვეს, მამა სერაფიმე მართლაც იმ ღამეს გარდაცვლილა.

* სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი (ველემიროვიჩი) მოგვითხრობს ორ ამბავს მართლმადიდებელი ინგლისელი მღვდლის, მამა კირილეს ცხოვრებიდან: ის თავის ცხოვრებას ღვთისმსახურებაში, ავადმყოფთა და ღატაკთა მონახულებაში ატარებდა. ერთხელ თავისი სახლის სიახლოვეს შეჩერდა. ფიქრობდა, ვის უფრო სჭირდებოდა მისი სტუმრობა. ხმა მოესმა: წადი და ესა და ეს დედაბერი ნახეო. მამა კირილეც მინიშნებულ მისამართზე წავიდა. გაკვირვებული ქალი გამოეგება: - მამაო, ახლა ღვთის ანგელოზებს ვევედრებოდი თქვენს მოყვანას, ავად ვარ, არავინ მყავს გამომგზავნი. აქ მეორე ოთახში ახალნამშობიარევი ქალი წევს, ჩვილი კი სიკვდილის პირასაა, იჩქარეთო. მამა კირილე ღატაკის სახლში გვიანობამდე შერჩა. შინ წასვლა რომ დააპირა, კიბეს ჩამოუყვა. უეცრად სიბნელეში ვიღაცამ გზა გადაუღობა. მამა კირილე შეჩერდა. მერე ნაბიჯის გადადგმა დააპირა, მაგრამ უცნობმა ისევ ხელით შეაჩერა. მღვდელი უკან დაბრუნდა და სანთელი გამოართვა დიასახლისს. დახედა კიბეს - საფეხურები ქვემოთ ჩაშლილიყო. წეღან სიბნელეში ერთი ნაბიჯიც რომ გადაედგა, დაიმტვრეოდა, მაგრამ მფარველმა ანგელოზმა უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.

* როცა კომუნისტური რეჟიმის "წყალობით" მოძღვრები შემცირდნენ, სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკო), ჯერ კიდევ ერისკაცს, თავისი მფარველი ანგელოზი დამოძღვრავდა. ღირსმა მამამ რწმენაში გასაძლიერებლად თავის ერთ-ერთ სულიერ შვილს, ღვთისმსახურს მოუყვა: "ეს მოხდა მოსკოვში, ომამდე. მომესმა გულში მფარველი ანგელოზის შთაგონება, - უნდა განმარტოვდე ხოლმეო. სამუშაოს შემდეგ სოკოლნიკის ერთ ნაკლებად ხმაურიან ბაღში ჩამოვჯდებოდი განმარტოებულ სკამზე და ვლოცულობდი. უფლის ანგელოზს ცხადად ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მის სიახლოვეს, გულში მესმოდა მისი საუბარი, - როგორ უნდა ილოცო, როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი, ტაძარში როგორ უნდა იდგეს ისე, როგორც მიწიერი მეომარი დგას - ფეხები ერთად, ხელებჩამოშვებული, თავდახრილი. ანგელოზმა განმიმარტა, თუ რა არის რწმენა, ამიხსნა კატეხიზმოს ყველა საკითხი. შემდეგ უკვე ზნეობრივ ღვთისმეტყველებაზე დამიწყო საუბარი... ხალხმა შემამჩნია და იქაურობის დატოვება მომიხდა. ქალაქგარეთ გავდიოდი ხოლმე, ბოლშევოსთან, მდინარის პირას. გულში მფარველი ანგელოზის საუბარი მესმოდა. ასე გაგრძელდა სამი წელი. მერე ომი დაიწყო და ეს საუბარიც დასრულდა. მხოლოდ ერთხელ გავხდი ღირსი მფარველი ანგელოზის ხილვისა. თვალები გავახილე, ჩემს ახლოს დგას - საოცრად მშვენიერი, ლამაზი! მიცქერის, მეც ვუცქერ და გული მემუსრება. ვდუმვართ... მერე კი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და გაქრა.

* მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: - არ უნდა მოვშორდეთ ღმერთს, თორემ ეს ტკივილის გარეშე არ ჩაივლის. დაფიქრდით ამაზე, მფარველი ანგელოზი ცდილობს, მთელი ცხოვრება ადამიანში კეთილი გულისთქმები ჩადოს, და წუხს, იტანჯება, როცა კაცი სცოდავს, საბოლოოდ კი ანგელოზი ღმერთთან ცარიელი ხელებით მიდის. დაფიქრდით ამაზე! ეს ხომ ძალზე მწარეა მისთვის. ამ მიზეზით კაცი ღმერთს არ უნდა გაშორდეს ანუ ღვთის მცნებები არ უნდა დაარღვიოს. მოდით, ცოტა მეტი გულმოდგინება გამოვიჩინოთ.

ასევე უთქვამს: მრავალს უნახავს თავისი მფარველი ანგელოზი. როგორც კი მას იხილავ, მეტი აღარაფერი გინდა, ჩვილები როცა იცინიან, თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავენ.

ღმერთი ზრუნავს ყველაზე და იცავს მათ. მახსოვს, ერთი მრავალშვილიანი მორწმუნე ღამისთევის ლოცვაზე თავის ორ-სამ ბავშვთან ერთად მოვიდა. როცა ჰკითხეს: სად არიან უმცროსებიო, უპასუხა: შინ დავტოვეთ, ღმერთმა მათ მფარველი ანგელოზი დაუდგინა, რადგან ჩვენ ლოცვაზე დასასწრებად წამოვედით და არა გასართობადო. ხედავთ, როგორ მსჯელობენ? ჩვენც უნდა შევასრულოთ, რაც შეგვიძლია და მერე ღმერთი ყველაფერს მოაგვარებს.

ასევე უთქვამს: რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვენთან, მაშინ ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობას.

მამა პაისის ერთხელ ჰკითხეს: - მამაო, ღმერთი თითოეულ ადამიანს მფარველ ანგელოზს რად აძლევს, განა თვითონ ვერ დაგვიფარავდა? "მფარველი ანგელოზის დადგენა ღვთის განსაკუთრებული ზრუნვაა თავის ქმნილებაზე. მფარველი ანგელოზი ღვთის განგებულების გამოვლინებაა ადამიანის აღშენებისას. მფარველი ანგელოზის დადგენის გამო ჩვენ ღვთის მოვალენი ვართ".
ბეჭდვაელფოსტა
17.01. 2015
ლია...
არ გაგვინაწყენდეს მარველი ანგელოზი!
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat