ნოსტალგიური მოგონებანი
ნოსტალგიური მოგონებანი
თუ მე ადამიანური და ანგელოზური ენით ვსაუბრობ და სიყვარული არა მაქვს... არაფერი ვარ... რკინა ვარ, ჟღარუნა...
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-24


ერთხელ, ერთ-ერთი დღესასწაულის ღამისთევის ლოცვაზე მოძღვარმა ბევრი კავსოკალიველი მამა მიიწვია. საღამოპირს ისინი ერთიმეორეს მიყოლებით ამოუყვნენ ჩვენი კალივის ბილიკს. უზომოდ მიხაროდა. სტუმრად მომავალი მამები შესანიშნავი პიროვნებები გახლდნენ. მალე კლდის შვერილზე მოწყობილი ეზო არაამსოფლიური ცხოვრებით მორონინე მწირებით გაივსო. მათ შორის გახლდათ მამა პანტელეიმონი, მამა ანტონი, მამა იოანიკე, მამა სოფრონი თავის მორჩილებთან ერთად. ამ დღეს მოუხდა ჩვენთან ყოფნა ლავრელ ბერს მამა ამბაკუმს.

ვახშმისთვის საკმარისი მხოლოდ ყავა და ჩაი აღმოჩნდა. ღამისთევის ლოცვაზე უნდა ზიარებულიყვნენ. მამა იოანიკე მსახურობდა, მამა ანტონი კანონარქობდა, თითოეული ისე ეხმარებოდა, როგორც შეეძლო. ასე დაიწყო ღამისთევის ლოცვა ამ ღარიბულ საყდარში. მიზანი ამ ლოცვისა, ისევე როგორც სხვა ღამისთევისა, უფლის სისხლთან და ხორცთან შეერთებაა. ბერული ცხოვრებით მოსაგრეებმა თვით ქრისტე უნდა მიიღონ, როგორც ჯილდო მსხვერპლშეწირვისთვის და ბრძოლაში განსაძლიერებლად. "დიდება შენდა მამაო, დიდება შენდა ძეო, დიდება შენდა წმინდაო სულო. სამებაო წმინდაო, დიდება შენდა". უეცრად ჩემს გვერდით მდგომი ბერი ასლუკუნდა. განვცვიფრდი. ამ საღამოს განსაკუთრებული ღამისთევის ლოცვის მოსმენა მომიწევს-მეთქი, - გავიფიქრე. ამ უდაბნოში მამებს მიზეზი არ ჰქონდათ თავიანთი გრძნობების დამალვისა. ჩვენ მარტონი ვიყავით ღვთის წინაშე. რაც დრო გადიოდა, ლოცვაზე უფრო მეტი ბერი მალავდა მანტიაში დანაოჭებულ სახეს. "დიდებანზე" მგალობლებმაც ვერ შეიკავეს თავი ტირილისგან, მეორე მგალობელი საერთოდ გაჩუმდა. კანონებს მამა ამბაკუმთან ერთად ვკითხულობდი...

"კურთხეულ არს მეუფება", - გაისმა მღვდლის ხმა.

დაიწყო საღმრთო ლიტურგია. ყველას ეტყობოდა, რომ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანისთვის ემზადებოდნენ...

- "შენი შენთაგან"...

ყველამ მუხლი მოვიყარეთ და თაყვანი ვეცით გარდამომავალ სულიწმინდას, რომელმაც ამ მომენტში პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდააქცია. ქრისტე არს ჩვენთან! ყველა საიდუმლოდ რაღაცას ჩურჩულებდა.

"განიცადეს" საგალობლების გალობისას წმინდა ხატების თაყვანისცემა დაიწყეს. მერე კი თითოეული მორჩილი მოძღვრისგან კურთხევას იღებდა და მიეახლებოდა წმინდა ზიარებას, კარგად იცოდნენ, რომ ზიარება არ შეიძლება მოძღვრის კურთხევის გარეშე, რომელიც მისთვის "ღმერთი არის ღმერთის მერე" (წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი).

"შიშითა ღვთისა, სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით".

მამები მიდიოდნენ ასაკის მიხედვით.

"სერობასა საიდუმლოსა შენისასა", - ვგალობდი, როგორც ყველაზე უმცროსი. ქრისტე მივიღეთ და შემოვიდა ჩვენში, ღმერთმა მოგვიხილა!

სამადლობელო ლოცვებს მე ვკითხულობდი. ამ პატარა საყდარში უკვე ძალზე შესამჩნევი გახდა მამათა მიერ ამ დიდი ძღვენის მიღების გამო სამადლობელოდ დაღვრილი ცრემლები, ოხვრა. ლიტურგიის დასრულებისთანავე ძმებისთვის ყავის მოსადუღებლად გავიქეცი. მაგრამ ცეცხლის დანთებაც ვერ მოვასწარი, ყველა წავიდა. მოძღვარს ვკითხე:

- მამები ყავის დაულევლად რატომ წავიდნენ?

- ასეთი კურთხეული ღამისთევის ლოცვის შემდეგ ყავას როგორღა დალევდნენ? მათ ქრისტე, უძვირფასესი მარგალიტი მიიღეს და სასწრაფოდ იმიტომ წავიდნენ, რომ საუბრით არ დაეკარგათ ის, რაც ღამისთევის ლოცვამ აჩუქათ.

- მამაო, ასეთი რა კურთხეული ღამისთევა იყო.

- ჩემო შვილო, მე ამგვარ ღამისთევებს დავსწრებივარ. მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ მამები ერთი სულისანი იყვნენ და გრძნობების დაფარვა აღარ სჭირდებოდათ.

ყინავდა, შეუჩერებლად თოვდა. კერიისთვის შეშა უდროოდ შემოგველია. კეთილი მორჩილი მამა აკაკი ხშირად ადიოდა მთაზე, ნახევარი მეტრი სიღრმის თოვლში და შეშით დატვირთული ეშვებოდა. შემდეგ კი აპობდა. ის ამ მორჩილებას მთელი ზამთარი ასრულებდა.

ამ უსაზღვრო უდაბნოში ჩვენს გარდა არავინ იყო.

დარში სკიტში ჩავდიოდით ხოლმე ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად და ზიარებისთვის. ჩვენ კავსოკალიველი მამების სიყვარულით ვცხოვრობდით. ისინი მეტოქეობდნენ კიდეც, თუ ვინ უფრო მეტად დაგვეხმარებოდა, მოგვიტანდა საჭირო ნივთებს. მათი საჩუქრებით დატვირთულნი ვბრუნდებოდით ჩვენს ისიქასტიონში სამოღვაწეოდ.

შობას წმინდა ანას სკიტში შევხვდი, დღესასწაულის შემდეგ კვლავ ჩემს მასწავლებლებთან დავბრუნდი. ახლა უკვე საკმაოდ წარვემატე ხეზე კვეთაში, წვრილ სადურგლო ხელსაწყოებსაც კარგად ვხმარობდი. ხეზე კვეთა მოითხოვს მახვილ თვალს, მტკიცე ხელს, მოძრაობის სისწორეს, მოთმენებას, ამიტომ კავსოკალივში, რომელიც ამ ხელობის ცენტრი იყო, დღეში მხოლოდ ექვსი საათი მუშაობდნენ. მასწავლებლებს უხაროდათ ჩემი წარმატებები, მაგრამ ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ მცირე ხნით შეაჩერა ჩემი წინსვლა.

წმინდა ანას სკიტიდან კავსოკალივში მიმავალი ღამით წმინდა ბასილის უდაბნოში, მამა გერასიმეს კალივაში დავრჩი, დილით კი, თოვის მიუხედავად, გზა განვაგრძე. ხვავრიელად თოვდა. დიდი გაჭირვებით გადავიარე კარეესი. თოვამ იმატა. გზა გრძელი და ძნელად სავალი იყო, თოვლის სიმაღლე ზოგან 70 სანტიმეტრს აღემატებოდა. დავიღალე, როგორც იქნა, ღირსი ათანასე ათონელის ისიქასტირიონს მივაღწიე. ის მამა ანტონი მუსტაფას ეკუთვნოდა, რომელიც კავსოკალივში ცხოვრობდა. ქოხი თითქმის თოვლით იყო დაფარული. კარი დაკეტილი აღმოჩნდა - ყველა სკიტში ჩასულიყო და უამინდობის გამო ვერ დაბრუნებულან. არ ვიცოდი, რა მექნა. დრო გადიოდა. თოვამ მოუხშირა. გარშემო ვეღარაფერს ვხედავდი. ბილიკებიც გაქრა. თან ამ ადგილს კარგად არ ვიცნობდი. ავღელდი, საშიში ღამე დგებოდა. წმინდა ათანასეს შევთხოვე გონების განათლება, რომ ქოხში რამენაირად შევსულიყავი. სამერცხული მოვძებნე, გამოვაძრე ურდული, ხელი ვკარი სახურავის ერთ კოჭს და შიგნით ჩავხტი.

კნავილით შემომეგებნენ მამა ანტონის კატები. ისიქასტრიონში ბნელოდა. უძველესი ტაძრის კანდელი ავანთე და ხატებს თაყვანი ვეცი. გადავჩხრიკე თახჩები. რამდენიმე კარტოფილი ვიპოვე. შევჭამე, ნელ-ნელა გონს მოვედი, ავანთე პაწია ღუმელი. წამოვწექი კელიაში და რაც რამ საბანი იყო, დავიფარე. შუაღამისას ლოცვაზე დადგომა მინდოდა, მაგრამ ეკლესიაში აუტანლად ციოდა. ავიღე წიგნები და ლოგინზე ჩამომჯდარმა, საბნებით შეფუთულმა ცისკარი ჩავიკითხე. იცისკრა, კალივაში კი ისევ ბნელოდა. ფანჯრიდან გავიხედე - თოვლი სახურავამდე იდო, ბუხარი ავანთე, დავლიე ჩაი, ცოტათი შევთბი და დავუწყე ცდა, თუ რას იზამდა ღმერთი, ან რის გაკეთებას მაგულისხმებდა. შეშა კალივაში მეტი აღარ იყო, ბუხარიც ჩაქრა და ღუმელიც დანებდა ჩამომდგარ ზამთარს.

შუადღე იქნებოდა. გარედან ხმა შემომესმა. მამა ანტონი მოსულიყო თავის მორჩილთან, მამა ფილოთეოსთან ერთად და ცდილობდნენ თოვლით ჩახერგილი კარის გაღებას. დიდი წვალების შემდეგ გააღეს. ჩემს დანახვაზე მოძღვარს გაეცინა, თქვა: "ნახე, ქურდი დავიჭირეთო".

გაოცებულები მეკითხებოდნენ, შიგ როგორ აღმოჩნდიო. მე ჩემი თავგადასავალი მოუყევი. მერე კი მათ რაღაც ნივთები აიღეს და კავსოკალივისკენ ერთად წავედით, რადგან მამა ანტონის ვარაუდით, უამინდობა გაგრძელდებოდა.

მივუყვებოდით გზას. ერთ ადგილას ფეხი ჩამივარდა, დამისხლტა და ხრამისკენ დავქანდი, კლდიდან გადავვარდი. გონს რომ მოვედი, დავინახე - მამა ანტონი ქურციკივით მოხტის თოვლში, თან გარეულ კატასავით ხან ერთ ხეს ეჭიდება და ხან მეორეს. რამდენიმე წუთში მომიახლოვდა. თოვლით დაფარულ კლდეზე, უფსკრულის თავზე მწოლს სწრაფად მომკიდა ფეხებზე ხელი, სიყვარულით და ოსტატურად ნელ-ნელა წამომაყენა. შუბლი გამტეხოდა და სისხლი მდიოდა. მამა ანტონმა თავისი კაბის ნახევით შემიხვია ჭრილობა. შიშმა და საშინელმა ყინვამ თითქმის გამაქვავა. სისხლდენა რომ შეაჩერა, მოძღვარმა ზურგზე მომიკიდა და მორჩილის დახმარებით მალე სკიტში მიმიყვანა.

როგორ დავივიწყო მისი გულითადი, ქრისტეთი აღსავსე სიყვარული, რომელიც ასეთი ბუნებრიობით და თავშეწირვით გამჟღავნდა? მამა ანტონი ნამდვილი მთაწმინდელი იყო და ჩემთვის იმ მომენტში კეთილი სამარიტელი გახლდათ, რომელსაც "მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ისე უყვარდა".

- ღმერთო ჩემო - ვფიქრობდი, როცა მას საკუთარი ზურგით ამ ღრანტებში მივყავდი, - სრულყოფილი ბერი ხომ სიყვარულის ბერია. სრულყოფილება სიყვარულით გამოიხატება. "თუ მე ადამიანური და ანგელოზური ენით ვსაუბრობ და სიყვარული არა მაქვს... არაფერი ვარ... რკინა ვარ, ჟღარუნა..."

აი ასე, ამგვარად გადამიყვანეს მათ თავიანთ სახლამდე - წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კალივამდე.

კალივაში პირველი დახმარება გამიწია მამა ანტონის ხორციელმა ძმამ და მორჩილმა მამა გრიგოლმა. მამა ანტონი თესალიიდან იყო, ის მთაწმინდაზე პატარა ბიჭი მოვიდა და მორჩილად დაუდგა დიდ ისიქასტერს, წმინდა ანას მცირე სკიტის ბერს მამა ამიიბლექს. მამა ანტონს ღრმა გონება ჰქონდა. ის ერთ დროს სქოლარქისი (ათონზე არსებული დაწყებითი, საღვთისმეტყველებო სკოლის დირექტორი) გახლდათ. ცოდნით და სერიოზული კვლევებით მთაწმინდის მეცნიერ ბერად თვლიდნენ.

მან საკმაოდ ბევრი რამ დაწერა, განსაკუთრებით - კალენდრის ცვლილებაზე. სერიოზული, თავმდაბალი, უკიდურსად შრომისმოყვარე იყო, ასევე გალია ცხოვრება, დაუცხრომლად ებრძოდა ეკლესიაში ყოველგვარ განმაახლებელ მოძრაობას. იყო საქმის კაცი და არა უქმადმეტყველი. არ იყო ისეთი საეკლესიო და საღვთისმეტყველო თემა, რომელზეც მას არ გამოეხატა თავისი საფუძვლიანი აზრი.

მისი მონათხრობით, წარმოშობით ის ღარიბი ოჯახიდან იყო და სასკოლო სახელმძღვანელოების შესაძენად ფული არ ჰქონია. უსმენდა ხოლმე თავის მეზობელ მდიდარ ბავშვს, რომელსაც დიდი სწავლის უნარი არ გააჩნდა და ამიტომ ხმამაღლა კითხულობდა წიგნებს რამდენიმე საათის განმავლობაში და ასე სწავლობდა მამა ანტონი გაკვეთილებს. თავისი გონიერების წყალობით, საუკეთესო მოსწავლე იყო.

მის საძმოში ცდილობდნენ, მკაცრად დაეცვათ ძველი ტრადიციები და ცხოვრობდნენ მაღალსულიერი ცხოვრებით. კავსოკალივში ეს საძმო გამოირჩეოდა თავისი სტუმართმოყვარეობით და სიყვარულით.

გაგრძელება იხილეთ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat