მამა თქვენი ღმერთია და მსახურებდით მას სიმართლით
მამა თქვენი ღმერთია და მსახურებდით მას სიმართლით
ეს ამბავი მოსკოვში მოხდა. არქივში მასალების მოსაძიებლად მისულმა ლიდიამ იქაურ თანამშრომლებს უამბო: მშობლები ადრე ბავშვობაში გარდამეცვალა და დეიდა მზრდიდა. ბავშვობაში მუდამ ერთსა და იმავე სიზმარს ვნახულობდი. საკმარისი იყო თვალი მომეხუჭა, რომ მღვდელი მოდიოდა და ჯვრით მაკურთხებდა. ერთხელ დეიდაჩემს შეწუხებულმა ვკითხე, - მე, პიონერს, რატომ მესიზმრება მოძღვარი და ჯვარს რატომ მწერს-მეთქი. დეიდა დამემუქრა, ჭინჭრით გაგწკეპლავ, თუ ამ სიზმარზე ვინმესთან კრინტს დაძრავო. შუა ხანში მოძღვარი უფრო იშვიათად მესიზმრებოდა, მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახში რაიმე განსაცდელი უნდა მომხდარიყო. სიზმარში მანუგეშებდა და იმ განსაცდელისგან კვალიც არ რჩებოდა. მერე გაქრა. არადა ძალიან მენატრებოდა, ვევედრებოდი - დამესიზმრე-მეთქი და მეზმანა: იდგა ტაძარში დიდად დამწუხრებული და ისეთი ძალით მიხმობდა, რომ ირიჟრაჟა თუ არა, ახლომდებარე ეკლესიას მივაშურე.

შევედი ტაძარში - ყველაფერი ისე მშობლიური და ნაცნობი მეჩვენა, ჩუმად წავიგალობე კიდეც. შინ დაბრუნებულს სახელმწიფო უწყებიდან წერილი დამხვდა - მამათქვენი, მღვდელი გაბრიელი, რომელიც 58-ე სტატიის მიხედვით დახვრიტეს, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულიაო.

მაშინღა მივხვდი, ვინ იყო ჩემი მფარველი ანგელოზი მთელი სიცოცხლე...

* * *
წმინდა ბარსანოფი ოპტელს დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალმა გაზარდა. ყმაწვილზე დიდი გავლენა იქონია მისმა ღვთისმოშიშმა მამამ. მათ სახლში ერთი სურათი ეკიდა, რომელზეც პეტრე I იყო გამოსახული. მეფის წინ მუხლი მოედრიკა ჭაბუკს, გვერდით ედგა რაღაც დანაშაულისთვის საციმბიროდ გამზადებული ბორკილდადებული მოხუცი. წმინდა ბარსანოფს მამა უყვებოდა ამ სურათის შინაარს: ჭაბუკი ევედრება მეფეს მხცოვანი მამის გათავისუფლებას - ვერ გადაიტანს ტუსაღობას, თანაც ოჯახს ძალზე სჭირდება. მის მაგივრად მე გადამასახლეთ, რადგან ახალგაზრდა ვარ და თავისუფალიო. გულაჩუყებულმა მეფემ - გავათავისუფლებ, რადგან ასეთი შვილი ჰყავხარო. მამა ასწავლიდა ყრმას, რომ მისთვისაც ელოცა. "მან მასწავლა ლოცვა. დამიყენებდა წინ და ლოცვებს მამეორებინებდა: "გიხაროდენ", "მეუფეო ზეცათაო" და სხვა. მასწავლა 90-ე ფსალმუნიც... რა თქმა უნდა, მამისთვის ყოველდღე ვლოცულობო," - ბრძანებდა ღირსი მამა.

* * *
იმპერატორმა თეოდოსიმ თავისი ორი ვაჟი განსასწავლად წმინდა არსენი დიდს ჩააბარა - ღვიძლი შვილებივით მოექეციო. ერთხელ მეფე სწავლისას დაადგა თავს ოსტატ-შეგირდებს. ვაჟებს საუფლისწულო თაჯები ედგათ თავზე და სავარძლებში ისხდნენ, წმინდა მამა კი ფეხზე მდგარი ასწავლიდა მათ. თეოდოსი გაბრაზდა, შვილებს თავსარქმელი მოხადა, მასწავლებელი სავარძელზე დასვა, უფლისწულები კი მის წინ ფეხზე დააყენა და არსენის უთხრა: - თუ ღვთის შიშში განისწავლებიან და ხალხებზე ხელმწიფების ღირსნი შეიქმნებიან, მაშინ საღმრთო განგებულება მისცემს მათ მეფობას მიწაზე; მაგრამ თუ ამაყნი და ბოროტნი იქნებიან, უკეთესია, არ იმეფონ, ვიდრე უგუნურად იხელმწიფონ. მირჩევნია, ჩემი შვილები სიყმაწვილეში დაიხოცნონ, ვიდრე გაიზარდონ თავისი სულის დასაღუპად და ხალხის საუბედუროდო.

წმინდა არსენიმ აკურთხა მეფე და უკვე მისი სურვილისამებრ ასწავლიდა უფლისწულებს.

* * *
1866 წელს რუსეთის იმპერიამ მაჰმადიან აფხაზთა უმრავლესობა ოსმალეთში გადაასახლა. მხოლოდ წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ჰქონდა მათთან კავშირი - აფხაზები მას ანდობდნენ თავის ჭირ-ვარამს. ერთ დღეს მასთან მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი მივიდა და თავისი 12 წლის ვაჟი მიუყვანა. "შენთან მოვედი, კეთილო მწყემსო და მამაო! მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს, მივდივარ ოსმალეთში და ჩემს ვაჟს შენ გიტოვებ. მის მეტი არა გამაჩნია რა. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგე. არ ვიცი, რა მომელის უცხო მხარეში. არ მინდა, ჩემი უბედურების ზიარი გახდეს ჩემი ერთადერთი შვილი. მოწყალეო მამაო, ვიცი, მიიღებ, აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი", - უთხრა ურუსმა მღვდელმთავარს და თვალცრემლიანი გამოეთხოვა საყვარელ შვილს. ყმაწვილი წმინდა ალექსანდრემ გაზარდა და მან მღვდლობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში.

* * *
აფხაზეთისკენ მიმავალი წმინდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი ძმები - თეოდორე და ქრისტეფორე სამცხეში ერთი დიდგვაროვანი აზნაურის, მირეანის მამულს ეწვივნენ. საღამო ხანი იყო და მირეანმა ისინი მოასვენა. როცა გათენდა, ბერები თავის მეუღლესთან შეიყვანა, რომელიც მხევალი იყო ქრისტესი. მამებმა დალოცეს ქალი და იქვე ჩამოსხდნენ. მირეანმა მათ წინაშე თავისი სამი ვაჟი დააყენა დასალოცად. მერე კი ცოლს უთხრა: "ჩვენი ერთი შვილი განვაწესოთ მონაზვნად და ამ წმინდა მამათა მოწაფედ. აირჩიე, რომელი იყოსო". ქალმა უთხრა: "უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან და რომელნიც გნებავს, აირჩიეო". - მაშინ მირეანმა თქვა, უმცროსი განვაწესოთო. მიიყვანა მამათა წინაშე და თავისი ხელით შემოსა მოწესის სამოსით. ბერებმა მას არსენი უწოდეს, რომელიც შემდგომში დიდი კათალიკოსი შეიქმნა.

* * *
როცა წმინდა ონისიფორე გარეჯელმა მონასტერში წასვლა დააპირა, ცოლისგან ნებართვა აიღო და ტფილისში წავიდა სამონაზვნო კაბის შესაკერად. თან ორი უფროსი ვაჟი გაიყოლა. შეიკერა კაბა და ქალაქიდან გასული შვილებსაც დაემშვიდობა, - ეს არის ჩემი თქვენდამი უკანასკნელი ამბორისყოფაო. შვილები მაშინღა მიხვდნენ მამის სურვილს - "აღივსნენ ცრემლითა მდუღარითა" და ეუბნებოდნენ, არ მოგშორდებით, პატიოსანო მამაო და შენც ობლად ნუ დაგვიტევებო". ხოლო იგი ლოცავდა და ეტყოდა: "მამა თქვენი ღმერთია და მსახურებდით მას სიმართლით, გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენს მშობელ დედას პატივს სცემდით, რათა დღეგრძელი იყვნეთ ქვეყანასა ზედა და შვილთა თქვენგან პატივცემულიო". შვილები ტირილით დაშორდნენ მამას. გავიდა წლები, სულიერად წარემათა მამა ონისიფორე, მაგრამ თავისი მსხვერპლი მცირედ მიიჩნია, მონასტერში თავისი უმცროსი ძე, იოანე წამოიყვანა, რათა როგორც აბრაამმა ისააკი, ისე შეეწირა ღმერთისთვის მსხვერპლად. იოანე შემდგომში მღვდელმთავარი შეიქმნა და დიდად იღვაწა ეკლესიისთვის.

* * *
მეუღლე დაიტირა ღირსმოწამე კონონემ და თავის 7 წლის ვაჟთან ერთად იკონიის ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. მარხვით და ლოცვით, დიდი სიმდაბლით, ღვთისგან სასწაულთმოქმედების მადლი მიიღო. მალე დაუდგა ჟამი რწმენის გამოცდისა. იკონიაში ქრიტიანობის აღმოსაფხვრელად მოსულმა ვინმე დიდებულმა დომიციანემ პირველ რიგში კონონეს "მოთვინიერება" სცადა. "მე ერთი უბრალო ბერი ვარ, რომელიც იესოს ვეთაყვანები და ვცხოვრობ მასში", - თქვა წმინდანმა.

- შვილი თუ გყავს?

- ერთადერთი შვილი მყავს. ის კელიაში დარჩა და თუ გინდა, მოვიყვან.

- ალბათ ისიც იესოს ეთაყვანება? - ჰკითხა დაცინვით დომიტიანემ.

- როგორიც არის ხე, ტოტებიც იმნაირივე აქვს, ღვთის მადლით, ის უკვე დიაკვანიცაა.

დომიციანემ კონონეს ვაჟს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა.

"მამაჩემმა მასწავლა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა და ისიც, როგორ უნდა ვიცხოვრო ღვთის სახელის სადიდებლად, - თქვა კონონეს ვაჟმა, - მან დამმოძღვრა, რომ მიწიერი ცხოვრება განსაცდელებითა და შრომითაა აღსავსე, ჭეშმარიტი ცხოვრება კი გარდაცვალების მერე იწყება. ისიც მასწავლა, რომ კერპთაყვანისმცემელთათვის საუკუნო სატანჯველია განკუთვნილი, ქრისტეს მონებისთვის კი საუკუნო ნეტარება. მაშ, როგორ არ გავყვე მის კვალს?

- თუ მამაშენს საშინელი წამებით მოვკლავთ?

- მეც მამაჩემთან ერთად სიკვდილს ვისურვებ, რადგან მასთან ერთად ვიცხოვრებ საუკუნოდ. რამეთუ ქრისტესთვის სიკვდილი საუკუნო სიცოცხლეს ნიშნავს.

ეს პასუხი რომ მოისმინა, დომიციანემ კონონეს უთხრა: - შენი ვაჟი შენზე გონიერია. სამწუხაროა, რომ ცრურწმენა ჭეშმარიტების შეცნობის ნებას არ აძლევს". რაზეც კონონემ უპასუხა: "მან იცის ჭეშმარიტება და თაყვანს სცემს ამის მთქმელს - "მე ვარ ჭეშმარიტება".

გაბრაზებულმა დომიციანემ მამა-შვილის წამება ბრძანა. კონონემ უკანასკნელად თავისი ვაჟის გაძლიერება სთხოვდა უფალს. მამის ლოცვის დასასრულს ახალგაზრდამ წარმოთქვა, ამინო და ორივემ საუკუნოდ დაიძინა.

* * *
უდიდესი გულისტკივილი განიცადა ულუმბოს მთაზე ბერად შემდგარმა წმინდა იოანე მთაწმინდელმა, როცა შეიტყო, რომ მისი ვაჟი, ყრმა ექვთიმე, სხვა დიდებულთა შვილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში მძევლად გაეგზავნათ. დატოვა მყუდრო სავანე, ჩავიდა დედაქალაქში და სიმამრს უსაყვედურა, შვილიშვილი ასე როგორ გაიმეტეო. წაიყვანა ექვთიმე ულუმბოზე, იქიდან კი მთაწმინდაზე გადავიდნენ. ბიჭს ქართული სულ დავიწყებოდა, არც ბერძნული იცოდა ხეირიანად. ერთხელ ისე მძიმედ გახდა ავად, რომ სიკვდილის პირას მივიდა. წმინდა იოანე ჰყვებოდა: - მისი გადარჩენის იმედი დავკარგე, ხმას აღარ იღებდა, მეგონა, საცაა გარდაიცვლება-მეთქი. შეშფოთებული დავემხე ღვთისმშობლის ხატის წინაშე და მხურვალე ცრემლით ვევედრებოდი უფლის დედას შემწე ყოფილიყო და განეკურნა ყრმა. მღვდელს ვთხოვე, ავადმყოფი ეზიარებინა. შევაღე სენაკის კარი, სადაც ავადმყოფი მყავდა დატოვებული. "მეყსეულად ვიყნოსე სული სულნელებისაი, საკვირველი, რამეთუ მოხედვა იქმნა წმინდისა ღმრთისმშობლისაი". შეისმინა თურმე უფლის დედამ მამის გულმხურვალე ლოცვა, მოიხილა, ყრმა ექვთიმე ხორციელადაც განკურნა და ქართულადაც "ხსნილად" აამეტყველა. ეს სასწაული წმინდა იოანემ ნიშნად მიიღო, განსწავლა ბერძნულ ენაში საყვარელი შვილი და მანაც, ჯერ ზეციური მამისა და მერე ხორციელი მამის კურთხევით, მრავალი საღმრთო წიგნი თარგმნა ქართულ ენაზე.

* * *
390 წლის ერთ უბედურ დღეს თესალონიკში, იმპერატორ თეოდოსის ბრძანებით, 7000 მოჯანყე ცირკში შერეკეს და დასაჯეს, განურჩევლად იმისა, დამნაშავე იყო თუ არა, უცხოტომელი იყო თუ მოქალაქე. მრავალ სულისშემძვრელ ამბავს ჰყვებოდნენ. ერთ უბედურ მამას თავისი ორი პატარა ვაჟი ჰყავდა ხელში აყვანილი. მკვლელები მიუახლოვდნენ. მამამ მოახერა მათი დარწმუნება, ერთ-ერთი შვილი დაეტოვებინათ ცოცხალი. მკვლელები დათანხმდნენ, მაგრამ არჩევანის გაკეთება მამასვე მიანდეს, მაგრამ მისთვის ხომ ორივე ძვირფასი იყო. მაშინ საცოდავმა კაცმა ორივე ვაჟი მკვლელებს მიაწოდა.

* * *
"ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს" (მათე, 12,33), სამართლიანად ითქმის მამა ხარლამპე დიონისიატელზე (2001+) და მის ღვთისმოშიშ მამაზე ლეონიდეზე. მამა ხარლამპე თანამედროვე ბერ-მონაზვნობის ბურჯი გახლდათ. მის ხორციელ მამას, ლეონიდეს, მრავალი სათნოება ჰქონდა, უმთავრესი კი საკუთარი ოჯახის სიყვარული და ერთგულება გახლდათ. II მსოფლიო ომის დროს საბერძნეთი გერმანელების ხელთ იყო, ხოლო მაკედონია მეზობელმა ბულგარელებმა დაიპყრეს. მრავალი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცა. ერთხელ, ტყეში შეშისთვის ურმით წასული ხარლამპე და მისი ძმაც ჩაიგდეს ხელთ. ბულგარელებმა ურემი გამოუშვეს, ყმაწვილები კი თან წაიყვანეს. უცილებელი სიკვდილი ელოდათ, მაგრამ წმინდა გიორგის სასწაულით, ერთი კვირის შემდეგ ტყვეობას თავი დააღწიეს. მამა ხარლამპე იხსენებდა: "შინ დაბრუნებისთანავე ჩვენს სამლოცველო ოთახს მივაშურე ღმერთისა და წმინდა გიორგისთვის რომ მადლობა მეთქვა. იქ ხატების წინ მუხლთმოდრეკილი მამაჩემი დაგვხვდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.

- მამიკო, ჩვენ დავბრუნდით, წმინდა გიორგიმ გადაგვარჩინა, - ვუთხარით.

- დიდება ღმერთს, შვილო, - მამა მოგვეხვია, გულში ჩაგვიკრა.

- მამიკო, მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრა.

- რაო, შვილო?

- აღთქმა მივეცი წმინდა გიორგის, თუ გაგვათავისუფლებდა, მაშინ სიცოცხლეს ღმერთს მივუძღვნიდი.

- ეს საუკეთესოა, რაც კი შეგეძლო გაგეკეთებინა. სულით გაკურთხებ და მეც გეტყვი ერთ რამეს... იმ დღეს, როცა ცარიელი ურემი მოგვადგა კარს, ყველაფერს მივხვდი. მას მერე არც ლუკმა ჩამიდვია პირში, არც წვეთი წყალი დამილევია და არც სამლოცველოდან გავსულვარ. ახლა კი წავიდეთ სატრაპეზოში და ცოტათი მოვძლიერდეთ.

როცა ლეონიდემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოიხმო შვილები, აკურთხა ისინი - როგორც შვილები მამას, ისე დამორჩილებოდნენ უფროს ძმას. ბოლოს კი ხარლამპე დაიტოვა და უთხრა; "შვილო, მაპატიე, რომ განათლება ვერ მოგეცი. მაშინ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ახლა კი მივდივარ იმქვეყნად. გახსოვდეს შენი აღთქმა, არასოდეს დაარღვიო. მაგრამ მე ერთს გთხოვ: ოჯახის ტვირთი დაგეკისრება და ვისურვებდი, შენმა ტყუპმა ძმამ განათლება მიიღოს. შემდეგ ჩემი კურთხევით წადი იქით, საითაც ღმერთი წაგიყვანს.

ეს თქვა ლეონიდემ, აკურთხა შვილი და საუკუნოდ დახუჭა თვალი. მამის კურთხევა, როგორც ღვთის მცნება, ისე მიიღო ხარლამპემ და აღასრულა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat