ვერ დაგარწმუნე საუკუნო სიცოცხლის სიყვარულში
ვერ დაგარწმუნე საუკუნო სიცოცხლის სიყვარულში
ყოველი საქმე კურთხევით დაიწყე. ღირს მამა თეოდოსი მღვიმელს ერთხელ დიდი თავადი იზიასლავი ეწვია და მასთან სატრაპეზოდაც დარჩა. უბრალო ტაბლაზე ეწყო უბრალო საჭმელი, ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე რომ მიირთმევენ მომარხულე ბერები. დიდ თავადს კერძი ეგემრიელა. არადა ვერ ხვდებოდა, ამ თალხ პურს და ხილს რატომ ჰქონდა ასეთი გემო. გაოცება მამა თეოდოსის გაუზიარა - მე უკეთესი პროდუქტი მაქვს, უცხოური სანელებლები არ მაკლია, მზარეულიც ჩინებული მყავს, მაგრამ იშვიათად თუ შევჭამ ასე გემრიელადო. "ხელმწიფევ, - უპასუხა წმინდა თეოდოსიმ, - საჭმლის მომზადების ან პურის ცხობისას ჩვენთან ამგვარი კანონია: ძმები მიდიან წინამძღვართან და მისგან იღებენ კურთხევას, შემდეგ სამჯერ მოიდრეკენ მუხლს წმინდანთა საკურთხევლის წინ, მაცხოვრის ხატთან ანთებული კანდელიდან აანთებენ სანთელს, რომლითაც გააჩაღებენ ცეცხლს სატრაპეზოსა თუ ფურნეში. წყალსაც კი ისე არ ჩაასხამენ ქვაბში, თუ კურთხევა არ აიღეს. უმცროსი მეტრაპეზე ეტყვის უფროსს, - მაკურთხე, მამაო! ღმერთმა გაკურთხოსო, - მიუგებს ის. ამგვარად, ჩვენთან ყოველი საქმე კურთხევით კეთდება. ამიტომაცაა ჩვენი ტრაპეზი გემრიელი და ტკბილი. შენი მონები საქმეს ბუზღუნით, ერთმანეთზე დრტვინვით იწყებენ. სადაც ცოდვებია, იქ გაკეთებული საჭმელი განა გამრიელი იქნება? ამის გარდა შენი მოურავები პატარა შეცდომისთვისაც სცემენ მსახურებს". "მართალი ხარ, მამაო", - მიუგო დიდმა თავადმა, კურთხევა აიღო და შინ ჩაფიქრებული დაბრუნდა.

მკრეხელობის საზღაური. ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი გრიგოლ ნეოკესარიელი ბრუნდებოდა კომანიდან, სადაც ეპისკოპოსად აკურთხეს. სამმა ურიამ მისი დაცინვა გადაწყვიტა. გზად, სადაც უნდა გაევლო ღვთის კაცს, თავიანთი მეგობარი დააწვინეს, ვითომდა მოკვდაო და "მწარედ დასტიროდნენ". წმინდა გრიგოლის გამოჩენისთანავე მისცვივდნენ მას და შეევედრნენ, რაიმე გვიწყალობე, მკვდარს შიშველი სხეული რომ დავუფაროთო. წმინდა გრიგოლმა თავისი მოსასხამი გაუწოდა, მცირეოდენი ფულიც მისცა და გზა გააგრძელა. ურიებმა სიცილი ატეხეს: ღვთის სული რომ ჰქონოდა, მიხვდებოდა, წინ ცოცხალი ადამიანი რომ ეწვაო. მერე ამხანაგს დაუძახეს, - წამოდექიო. მას ხმა არ გაუცია. ეგონათ, ჩაეძინაო, მაგრამ რომ შეეხნენ, მიხვდნენ, საუკუნო ძილით ჩასძინებოდა. ასე დასაჯა ღმერთმა წმინდა კაცის შეურაცხმყოფელი მკრეხელები.

უძლეველი იარაღი. წმინდა ნიკონი შვილი გახლდათ წარმართი მამისა და ქრისტიანი დედისა. ის მსახურობდა რომის ერთ-ერთ პოლკში და გამორჩეული ოფიცერი იყო არა მარტო აღნაგობით, არამედ სიმამაცითაც. ამასობაში მამა გარდაეცვალა. ნიკონს სურდა, ოჯახისთვის ძველი დიდება შეენარჩუნებინა და კვლავ ანთხევდა სისხლს სამშობლოსთვის. დედის გული კი შიშით ძრწოდა, ვაითუ ჩემი შვილი ამ ბრძოლებში, როგორც კერპთაყვანისმცემელი, მოკვდესო. ის ხომ მამამისს წარმართული წესებით ჰყავდა აღზრდილი, ყრმობაში დედას მისთვის ქრისტიანობის სწავლების ნება არ ჰქონდა. მოიზარდა, დაკაცდა და სულ ბრძოლის ველზე იყო. ეს სოფელიც თავისი საცთურებით ახშობდა მასში რწმენის ნატამალს. ბევრჯერ სცადა დედამ მისი მოქცევა ჭეშმარიტებისკენ, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, ქალი ღვთის ნებას მიენდო, შვილს კი უთხრა: "ვერ დაგარწმუნე საუკუნო სიცოცხლის სიყვარულში. ერთს გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. როცა სასიკვდინე საფრთხე შეგემთხვევა, ჯვარი გამოისახე და ნახავ, თუ რომელია ჭეშმარიტი ღმერთი და ვის უნდა ეთაყვანოო".

დედის რჩევამ მალევე იხსნა ვაჟი. რომის ჯარმა ბარბაროსებზე გაილაშქრა. საშინელი სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მოხდა ისე, რომ ნიკონი მარტო დარჩა მტრის ალყაში. საცაა, მტრის ისარი განგმირავდა. გაახსენდა დედის დარიგება. გამოისახა პატიოსანი ჯვარი და წამოიძახა: "ყოვლადძლიერო იესო, გამოაჩინე ძალი შენი, რათა შენი მონა შევიქმნაო". მერე კი ვაჟკაცურად შეერკინა მტერს. მისი მახვილით მოკლული 180 მტრის ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე, თვითონ კი უვნებელი გამოვიდა და თავისი გმირობით თანამემამულენიც განამხნევა.

გამარჯვება რომაელებს დარჩათ. შინ დაბრუნებული ნიკონი ჩაეკონა დედას და უთხრა: - დიდია ქრისტიანთა ღმერთი. ამიერიდან მეც მისი მონა ვარ და შენთან ერთად შევაჩვენებ წარმართთა რწმენასო.

მართლმადიდებლობის უშიშარი დამცველი. ღირსი მამა ისააკ დალმაატელი ჰბაძავდა ილია წინასწარმეტყველს და თითქმის არ ეჩვენებოდა სოფელს. მაგრამ ღმერთმა ის უდაბნოდან რწმენის და ეკლესიის დასაცავად გამოიყვანა. ქრისტიანებს თავს არიანელი იმპერატორი ვალენტი ესხმოდა. სულიწმინდით აღვსილი წმინდა ისააკი კონსტანტინოპოლში ჩავიდა.

ამ დროს ბიზანტიას ომი ჰქონდა გუთებთან. გუთების მეფემ ფრიტიგერნმა ადრიანოპოლი ალყაში მოაქცია და კონსტანტინოპოლს დაემუქრა. იმპერატორმა ვალენტიმ თავისი ჯარის დაღუპვის შემდეგ ახალი შეკრიბა. საბრძოლველად ემზადებოდა. ღირსი ისააკი ხედავდა, რომ ღვთის რისხვა იყო მოწევნული ქრისტეს მგმობელზე. მიუახლოვდა იმპერატორს, როცა მას ჯარი გამოჰყავდა დედაქალაქიდან და თამამად უთხრა: "მეფეო, შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა, გაუღე მათ ეკლესიები და ღმერთი სიკეთეს მოგცემსო". იმპერატორმა ყური არ ათხოვა და გზა განაგრძო. წმინდა ისააკი მეორე დღესაც წინ დახვდა ვალენტის და იგივე გაუმეორა. იმპერატორი დააფიქრა მისმა სიტყვებმა, მაგრამ მისმა გარემოცვამ, ერეტიკოსებმა ისე გაუსასტიკეს გული, რომ მან წმინდა მამა აცემინა. ამან ვერ შეაჩერა წმინდა ისააკი, მესამედაც დახვდა მეფეს, ხელი უტაცა აღვირს და შეევედრა: "მეფეო, დაამშვიდე ეკლესია, მიეცი ლხენა მართლმადიდებლებს, თუ არ დაუტევებ ამ შეცდომილ რწმენას, ღვთის რისხვა აღარ დააყოვნებსო". განრისხებულმა მეფემ წმინდა მამა ჭაობში ჩააგდებინა, მაგრამ ღვთის უხილავმა ხელმა სასწაულებრივად ამოიყვანა იქიდან. წმინდა მამამ მუხლი მოიდრიკა, მადლობა შესწირა ღმერთს და ახლა უკვე მეოთხედ მივიდა იმპერატორთან. მის დანახვაზე მეფე გაოცებისაგან დამუნჯდა. "შენ მოსაკლავად გამიმეტე, მაგრამ ღმერთმა დამიფარა. მეფეო, ისმინე ჩემი, შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა და გაიმარჯვებ. თუ ეურჩები ჩემს ნათქვამს, თავსაც დაიღუპავ და მხედრობასაც დაღუპავ. თუ საკუთარი სიცოცხლე არ განაღვლებს, სამშობლო მაინც შეიცოდე, შენი ცოდვების გამო რომ იღუპებაო". იმპერატორს აღარაფერი უთქვამს. წმინდა ისააკი საპყრობილეში ჩააგდებინა, თვითონ კი სალაშქროდ წავიდა.

მაგრამ მალე ასრულდა ღვთის კაცის წინასწარმეტყველება, ვალენტი დამარცხდა. ჯარის ორი მესამედი ამოუწყდა, საუკეთესო მხედართმთავრები დაეხოცნენ, იმპერატორმა თავს გაქცევით უშველა, მაგრამ დაიჭრა და ცხენიდან ჩამოვარდა. თავი იქვე ველზე მდგომ ქოხს შეაფარა. მაგრამ ჭრილობა შეიხვია თუ არა, გუთების რაზმი სახლს მოადგა, ალბათ გასაძარცვად. კარი ჩაკეტილი რომ დახვდათ, ოთხი მხრიდან ცეცხლი შეუნთეს და გზა გააგრძელეს. ტკივილით გათანგული ვალენტი გარეთ ვეღარ გამოვიდა და ცოცხლად დაიწვა.

როცა ღმერთი შენთანაა. ღირსი მალხი, რომლის ხსენებაც 26 მარტსაა, გზად სარკინოზებმა შეიპყრეს და არაბეთში ერთ დიდგვაროვანს მიჰყიდეს. წმინდა მამა დიდხანს უვლიდა ბატონის სახლსა და პირუტყვს, მაგრამ ისე მოენატრა ქრისტესმიერი ძმები, რომ გაქცევა მოინდომა. ღირს მამას თან ვინმე ღვთისმოშიში მონაზონიც გაჰყვა, რომელიც ასევე მონად ჰყავდა არაბს. სამი დღე და ღამე მიდიოდნენ სიცხითა და შიმშილით გათანგულები, თან უკან იყურებოდნენ, მდევარი ხომ არ მოგვეწიაო. მართლაც, შორს მხედრები შენიშნეს. ღმერთი იფარავს თავის ერთგულებს. ლტოლვილებმა იქვე ახლოს, ბუნაგი დაინახეს. სარკინოზთა ხელით სიკვდილს არჩიეს, ბუნაგისთვის შეეფარებინათ თავი. ჯვარი გამოისახეს, შიგ შევიდნენ და შიშით გაქვავდნენ...

ხმალმომარჯვებული ბატონი მღვიმის შესასვლელში დადგა, მისი მსახური შიგნით შევიდა. უეცრად მღვიმიდან გამოვარდა ლომი და არაბი გაგლიჯა. ბატონი მის საშველად განრისხებული შიგნით შეიჭრა. ლომმა ისიც გაგლიჯა, დაავლო პირი თავის ბოკვერს და ბუნაგი დატოვა.

დიდხანს მდუმარედ ისხდნენ მღვიმეში ღირსი მალხი და მონაზონი. როცა დარწმუნდნენ, ლომი წავიდაო, გარეთ გამოვიდნენ, იქ კი, თითქოს მათ ელოდებოდნენო, საჭმელ-სასმელით დატვირთული სარკინოზთა აქლემები დახვდათ. მადლიერებით უფალს მუხლნი მოუდრიკეს.

განვლეს უდაბნო და ბერძნულ ჯარს გადაეყარნენ, სადაც ისინი პატივით მიიღეს. მონაზონი ერთ მონასტერში დასახლდა, წმინდა მალხი კი საძმოს დაუბრუნდა.

სამშობლოს სიყვარული. ნაწამებ წმინდა ხარლამპეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. დასჯის წინ მან ლოცვა დაიწყო: "მომიხსენე, უფალო, სასუფეველსა შენსა". ლოცვისას ზევით აიხედა, ზეცაში ღვთის დიდება იხილა და უფლის ხმა მოესმა: "მოვედ, ჩემო მეგობარო, ჩემი სახელისთვის მრავალ სატანჯველთა დამთმენო, მთხოვე, რაც გინდა და შეგისრულებო". წმინდანმა ზეციური აღტაცებით შესძახა: "უფალო, გამოუთქმელია შენი წყალობა, რამეთუ ღირს მყავ შენი დიდების ხილვისა. მაგრამ, ღმერთო ჩემო, თუ სათნო არის შენი წმინდა ნებისთვის, ჩემს სამშობლოში, სადაც დავიბადე, სადაც ძვალნი ჩემნი დაიმარხებიან, დაე, ნუ იქნება ნურცა შიმშილი, ნურც ავი ქარი, დაე, საუკუნო მშვიდობა და ნაყოფთა სიუხვე იყოს. ჩემს თანამემამულეთა სულში სუფევდეს წესიერება და ღვთისმოშიშება, ყველა სულის ხსნისთვის ზრუნავდეს! უფალო, შენ უწყი უძლურება კაცთა. შეუნდე მათ ცოდვები და გადააღვარე შენი მადლი, რათა გადიდებდნენ მხოლოდ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს". წმინდა ხარლამპემ გაიგონა ღვთის ნათქვამი: "იყოს ნებისაებრ შენისა". ხმლის მოქნევას აღარ დაუცადა და სული თვისი ჩააბარა უფალს. ესაა კაცის სამაგალითო სიყვარული სამშობლოსი, რომელმაც ის ქრისტეს გულისთვის აწამა.

ჯალათის დამცველი. მზაკვარმა ლიცენიუსმა სასტიკად აწამა წმინდა თეოდორე სტრატილატი და ბოლოს სასიკვდინე განაჩენი გამოუტანა. წმინდანი აჯანყებულ ქრისტიანებს რომ არ გაეტაცათ, სამასი მეომარი დაუყენა მცველად სიქსტეს მეთაურობით. ყველამ, ვინც იხილა წმინდა თეოდორეს მიერ მოხდენილი სასწაულები, ირწმუნა იესო ქრისტე, მივიდნენ ციხესთან. მათ უთვალავი ხალხი შეუერთდა. ისმოდა შეძახილები: "დიდია ღმერთი ქრისტიანთა! არ დავემორჩილებით მას, ვინც არ ემორჩილება იესო ქრისტეს". აჯანყება თანდათან ძლიერდებოდა. ერთი წარმართი ხმალმოღერებული გაიქცა სტრატილატისკენ, მაგრამ სიქსტემ დაასწრო და კერპთაყვანისმცემელი მოკლა. დიდი სისხლისღვრა იყო მოსალოდნელი. ამ დროს წმინდანმა ხმამაღლა მიმართა მათ: "ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო! შეწყვიტეთ ჩემი დაცვა, როცა იესოს ჯვარს აცვამდნენ, მან არ ისურვა, ანგელოზებს ეძიათ შური მისი მკვლელობის გამო. წინ ნუ აღუდგებით ლიცენიუსს, შეიძლება ის გულქვაა და გეენიის ღირსი, მაგრამ თქვენთვის, ქრისტიანთათვის, ყოველი ხელმწიფება ღვთის დადგენილია. თქვენ თქვენს მეფეს პატივი მიაგეთ, როგორც ღვთის მონას". თქვა და ამით თავისი ჯალათი უეჭველი სიკვდილისგან დაიხსნა, თვითონ კი მორჩილად წარუპყრა ქედი მოღერებულ მახვილს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat