რას ამბობ, მამაო, ჩემი ნაბოლარა ყველას სჯობს და ყველაზე მეტადაც მიყვარს
რას ამბობ, მამაო, ჩემი ნაბოლარა ყველას სჯობს და ყველაზე მეტადაც მიყვარს
საშინელი გრძნობაა ფანატიზმი, ზომიერების ნატამალიც არ არის მასში
ამბა სილუანეზე ჰყვებოდა მისი მოწაფე ამბა პეტრე: "როცა ის სინას მთაზე თავის კელიაში ცხოვრობდა, ზომიერად წარმართავდა ყოველივეს, რაც მის ხორციელ მოთხოვნილებებს ეხებოდა. ხოლო როცა ფარანის ეპისკოპოსი გახდა, უფრო მკაცრად იწყო ცხოვრება. სულიერმა შვილმა ჰკითხა: ამბა, უდაბნოში ასე მკაცრად რატომ არ ცხოვრობდიო. მოძღვარმა უპასუხა: ის იყო უდაბნო, მყუდროება და სიღატაკე. ვცდილობდი, სხეული ზედმეტად არ მომეუძლურებინა, რათა ღვაწლი შემძლებოდა. აქ კი ერში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი განსაცდელია. მე ჩემს სხეულს ვთრგუნავ, რათა ჩემში ბერი არ მოკვდესო.

* მეტად მოღვაწე მამა გახლდათ წმინდა ლევი (ოპტელი), მკაცრად მმარხველი, ასკეტი, სულიერი ნიჭით აღსავსე. წმინდა მაკარი ოპტელი კი დიდად არ მარხულობდა, კელიაში ღუმელსაც ანთებდა და რაიმე განსაკუთრებული ღვაწლი არ ჰქონდა აღებული. მიუხედავად ამისა, ლოცვით ეშმაკს განასხამდა, სნეულებს კურნავდა და მადლი ჰქონდა დაფარულთმცოდნეობისა. ერთ ღვთისმოშიშ ერისკაცს ხილვა ჰქონდა: "მესიზმრა, თითქოს მშვენიერ ბაღში ვიდექი, რომელშიც ორი სახლი აღემართათ, - ჰყვებოდა იგი, - მარჯვნივ მდებარე დიდებული და უმშვენიერესი იყო. იქიდან მოისმოდა ზარის რეკვის საოცარი ხმა, რომელმაც შემძრა და ჩემთვის ვთქვი: - ნეტავი მითხრას ვინმემ, ვისია ეს პალატები, ასეთი მშვენიერი მელოდია რომ ისმის-მეთქი. ამ დროს სახლიდან მამა მაკარი გამოვიდა. მივედი, მუხლი მოვუდრიკე და ვკითხე: "მაპატიე, მამაო, კადნიერება, მაინტერესებს, ეს ვისი სახლია..." მან ჩვეული თავმდაბლობით მითხრა: "ღვთისაა, ღვთისა". შემდეგ მეორე, ნაკლებ დიდებულ სახლზეც ვკითხე. "წადი და პატრონს ჰკითხე". მეორე სახლიდან მამა ლევი გამოვიდა. მამაო, რატომაა ეს სახლი პირველზე ნაკლები-მეთქი. მამა ლევმა მომიგო, - მამა მაკარის სიმდაბლე ჩემს ღვაწლს აღემატებაო. მაშინ მივხვდი, რომ პირველი სახლი მამა მაკარისა იყო... სიმდაბლე ისაა, რაც უზომოდ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და არ ვნებდეს, პირიქით, სულს აცხოვნებდეს.

* ძნელი და ეკლიანი ცხოვრების გზა განვლო მამა იოანემ (კრესტიანკინი). არც ციხე დაჰკლებია და არც გოლგოთა. "მახსოვს, ერთხელ ეტაპით მივყავდით. იქვე ახალენაადგმული ბავშვები იდგნენ, რომლებსაც ჩვენს დანახვაზე უფროსები ეუბნებოდნენ: "აი ხალხის მტრები". ისინიც იმეორებდნენ: "ხალხის მტლები".

სიცოცხლის ბოლოს მამა იოანემ თავის სულიერ შვილებს მასზე მოგონებების დაწერა დაავალა. ერთ მათგანს უთხრა: "მე მალე მოვკვდები. ამიტომაც გაისარჯე და ყველაფერი დაწერე, რაც გახსოვს ანდა ჩემზე რისი თქმაც გინდა, თორემ მერე ყველანი მოგონებების წერას დაიწყებთ და შეიძლება ისეთი რამეც მოიგონოთ, როგორც საწყალ მამა ნიკოლოზზე, რომელიც ვითომ "კატებს აცოცხლებდა"... მე თვითონ ვნახავ, წავიკითხავ და მშვიდად ვიქნებიო".

* ღირსი ნიკონ ოპტელი წერს თავის დღიურში: "ცოტა ხნის წინ მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი მოძღვარი დეკანოზი ვალენტინ ნიკოლოზის ძე ამფითეატროვი... როცა ჩვენ, ძმებმა, ვუთხარით დედას, ბერობა გვინდაო, თუმცა მანამდე ხვდებოდა ამას და შეგუებული იყო, მაგრამ რჩევისთვის მამა ვალენტინთან მაინც წავიდა. მამა ვალენტინმა დედას უთხრა, - ახლა უკვე რჩევებს აღარ ვიძლევი. მით უმეტეს, ისეთ საქმეზე, რომლისაც არაფერი ვიცი. მე არასოდეს ვყოფილვარ ბერი და აბა, როგორ გირჩევო".

* უდიდესი თანამედროვე მამა პორფირე ათენელი სულიერ შვილებს ურჩევდა, გაფრთხილებოდნენ ჯანმრთელობას. ამის მაგალითს თვითონ აძლევდა. მას სულიერმა შვილებმა ველოსიპედი აჩუქეს, რომლითაც ვარჯიშობდა. ამის ნება კარდიოლოგმა მისცა. "დილით ვიღვიძებ ორ-სამ საათზე და დასვენებული გონებით ვლოცულობ. შემდეგ მუხლთა დრეკის ნაცვლად ველოსიპედზე ვვარჯიშობ და განუწყვეტლივ ვლოცულობ", - ამბობდა ის.

დედამ შვილის სიყვარულში ზომიერება უნდა იცოდეს, ქრისტესმიერი სიყვარულით უნდა უყვარდეს და არა ადამიანური სიყვარულით. ერთხელ მას ოთხი შვილის დედამ დალოცვა სთხოვა. "გაუფრთხილდი ხარლამპეს, თორემ ძალიან გაგამწარებთ", - უთხრა ქალს.

- რას ამბობ, მამაო, ჩემი ნაბოლარა ყველას სჯობს და ყველაზე მეტადაც მიყვარს.

- არ გიყვარს შენ ის ქრისტესმიერი სიყვარულით და ცუდს უშვრები, - უთხრა მოძღვარმა.

ქალი გაბრაზებული წავიდა, მაგრამ ორი წლის შემდეგ სინანულით დაბრუნდა მოძღვართან, - მაპატიე, მამაო, მაშინ მეგონა, ხალხს აცდუნებდი. ახლა კი მჯერა შენი. წავიდა შინიდან ჩემი ხარლამპე. ძალზე ურჩი გახდა. არ მიყვარდა ის ქრისტესმიერი სიყვარულით და ბოროტებას მიეწიაო.

* ერთხელ მაკარი დიდს ლოცვისას მოესმა ღვთის ხმა: მაკარი, ღვაწლით შენ ჯერ არ ხარ ამ ორი ქალის მსგავსი, აქვე, დაბაში რომ ცხოვრობენო. წმინდა მაკარიმ ქალაქში მოძებნა იმ ქალების სახლი, კარზე დააკაკუნა. ქალი გამოვიდა და დიდი სიხარულით შეიპატიჟა მოძღვარი, სადაც მას მეორე ქალიც დახვდა. წმინდანმა უთხრა მათ: - მე აქ შორეული უდაბნოდან იმიტომ მოვედი, რომ შევიტყო, როგორ ცხოვრობთო. "ღვთის კაცო, - უპასუხეს თავმდაბლად ქალებმა, - განა შეიძლება რაიმე ღვთივსათნო საქმის აღსრულება მოსთხოვო ცოლის მოვალეობის აღმსრულებელ მეოჯახეთ?" მაგრამ მამა მაკარმა აიძულა ისინი, მოეთხროთ ყველაფერი. ღვთისმოშიშმა მასპინძლებმა უთხრეს: "ჩვენ რძლები ვართ, ცოლები ორი ძმისა. თხუთმეტი წელია ერთად ვცხოვრობთ და საწყენი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. არ გვყავს შვილები. თუ მოგვეცემა, შევთხოვთ ღმერთს, დაგვეხმაროს მათი ღვთისმოშიშებით აღზრდაში. მონებს ალერსით ვეპყრობით. მონასტერში წასვლა გვინდოდა, მაგრამ ქმრები ნებას არ გვაძლევენ. ვგრძნობთ, ძალიან ვუყვარვართ, ამიტომ დავრჩით მათდა სანუგეშოდ და სამსახურად. ჩვენი სიცოცხლე წმინდა მეუდაბნოე ქალწულთა ცხოვრებას რომ დამსგავსებოდა, წესად დავიდეთ, გავქცეოდით ხმაურიან საუბრებს, ხშირად ვყოფილიყავით შინ და მეურნეობისთვის მიგვეხედა".

წმინდა მაკარიმ თქვა: "ჭეშმარიტად, ღმერთი არ უყურებს, ქალწულია თუ ქორწინებული, ერისკაცია თუ მონაზონი, მხოლოდ კეთილი საქმის გულითად სურვილს ეძებს. მიხედავს ამ სურვილს და ყოველს, ვისაც ცხონება უნდა, მოუვლენს სულიწმინდას, რომელიც წარმართავს მათ ცხოვრებას".

* ზომიერება სექტანტებთან ურთიერთობისასაც გვმართებს. მამა პორფირე ათენელი ამბობდა: "იეღოვას საცოდავი ცრუ მოწმეები, შეიწყალოს ისინი ღმერთმა! ქრისტიანები ერთნი უწყრებიან მათ, მეორენი ეჩხუბებიან, მესამენი სასამართლოში უჩივიან. მაგრამ ქილიაზმს ასე ვერ მოერევი. მას მხოლოდ ის მოერევა, ვინც უპირველესად საკუთარ თავს განიწმინდავს".

მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: "ხანდახან ვამბობთ, გვიყვარსო. მაგრამ რა ზომით? სულიერ სიყვარულში მაშინ წარემატება კაცი, როცა მთელ მსოფლიოს ღვიძლი ძმებივით შეხედავს. ყველამ იცოდეს, რომ ცეცხლთაყვანისმცემელი თუ იეღოველი ჩვენი ხორციელი ძმები არიან და, რა თქმა უნდა, არა ღვთის სულით. ჩვენ უნდა ვტიროდეთ მათთვის... არაერთი მილიონი არამართლმადიდებელია, განა ამდენი მიტირია მათთვის? შესაბამისად, შორსა ვარ ჭეშმარიტი სიყვარულისგან".

* საშინელი გრძნობაა ფანატიზმი, ზომიერების ნატამალიც არ არის მასში.

ღირსი მინას პატრიარქობის ჟამს კონსტანტინოპოლში ერთმა ურია ყრმამ ქრისტიან ბავშვებთან ერთად წმინდა ზიარება მიიღო და მერე ეს მამას უამბო. გაბრაზებულმა მამამ შვილი გავარვარებულ ღუმელში შეაგდო (ის ამ ღუმელში მინას ამზადებდა). დედა დიდხანს ეძებდა შვილს, მაგრამ ვერ პოულობდა. მესამე დღეს ქმრის სახელოსნოში მისულს გავარვარებული ღუმლიდან ყმაწვილის ხმა მოესმა. შიგ შეიხედა. ვაჟი ცეცხლის გულში იდგა. დედამ შვილი გამოიყვანა ღუმლიდან და ჰკითხა, როგორ გადარჩიო. ვიღაც დიდებული ქალბატონი მოდიოდა და წყალს მაძლევდა ნაკვერჩხლებზე დასასხმელად. მშიერს საჭმელსაც მაჭმევდაო. ეს ამბავი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ შეიტყო, ბიჭი და დედამისი მოანათვლინა, მამა კი იმავე გავარვარებულ ღუმელში შეაგდებინა.

* ერთ-ერთი ასეთი უზომო ფანატიზმის მაგალითს გვიყვება ღირსი მამა ფილოთეოსი (ზერვაკოსი): "თუ თავმდაბლობა არ სდევს თან, ყველა სათნოება ფუჭია. მონაზონი მაგდალინა მტრულად იყო განწყობილი წმინდა ნექტარიოსის (პენტაპოლელი) სასწაულმოქმედების მიმართ. მან ამაზე წიგნიც კი დაწერა. ყველა სხვა ღვთის გმობასთან ერთად, ამბობდა, ევქარისტიის საიდუმლო სულიწმინდით მაშინ აივსება, თუ ის იულიუსის კალენდრით აღესრულებაო, ვინც ნექტარიოსს წმინდანად აღიარებს, მსოფლიო სინოდი დაწყევლისო. მე კი ვფიქრობ, ამით ის წყევლის ღმერთსაც და წმინდანსაც".

* მამა იოსებ ათონელი (მღვიმელი) ერთი ხანობა მეძველსტილეთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელთაც გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. ერთხელ მამა ბართლომემ მასთან მეძველსტილეთა სხვადასხვა დაჯგუფებაზე საუბარი მოინდომა. მამა იოსებმა უარი განუცხადა და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ზოგიერთთა მიმართ. იმ ღამეს ხილვა ჰქონდა. თითქოსდა შუა ზღვაში ერთ ქვაზე იდგა და ტალღები წასალეკად ემუქრებოდნენ. იქვე, ახლოს, დიდი მთა იდგა. ის ერთი ნახტომით ამ მთაზე გაჩნდა. მალე აცხადდა ეს ხილვა. მან მსოფლიო პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი აღადგინა.

მამა ეფრემ კატუნაკელსაც სურდა დაბრუნებოდა ეკლესიას, მაგრამ მისი მოძღვარი მამა ნიკიფორე ეწინააღმდეგებოდა. მამა ეფრემს სულიერად ძალზე გაუჭირდა, ვეღარც ლოცულობდა, თითქოს ღმერთმა ეპიტიმია დაადოო. რჩევა ათონის სახელგანთქმულ მამებს - არქიმანდრიტ გაბრიელს (დიონისელი) და გერასიმე ჰიმნოგრაფს ჰკითხა. ისინი ეკლესიის წევრები იყვნენ და ბუნებრივია, კონსტანტინოპოლის პატრიარქთანაც კავშირი ჰქონდათ. ღირსმა მამებმა განსაჯეს და უთხრეს: - მამაო ეფრემ, შენი მამის სულის სიმშვიდეზე იზრუნეო. ეს კი ნიშნავდა, რომ უნდა დარჩენილიყო თავის ავადმყოფ და მოხუც მოძღვართან. "მოდი, გულით ეკლესიასთან ვიქნები, სხეულით კი ზილოტებთან, სანამ ჩემს მოძღვარს თვალებს არ დავუხუჭავო", - თქვა. გავიდა 23 წელი. განისვენა მამა ნიკიფორემ. ამის შემდეგღა შეუერთდა ეკლესიას. მას შემდეგ მამა ეფრემს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ზილოტებთან, მათ არასოდეს განიკითხავდა.

* ანტონი დიდი ამბობდა: არიან ადამიანები, რომელთაც მოაუძლურეს სხეული მოღვაწეობით, მაგრამ განეშორნენ ღმერთს, რადგან არ ჰქონდათ განსჯის უნარიო. ერთხელ ვინმე ერისკაცებმა, უდაბნოში ნადირობისას, დაინახეს, რომ წმინდა ანტონი ეხუმრებოდა ძმებს და დაბრკოლდნენ. გულთამხილავმა მამამ ერთ-ერთი მათგანი იხმო და უთხრა: მშვილდში ისარი ჩადე და მოჭიმეო. ერისკაცი ასეც მოიქცა. კიდევ მოჭიმეო. კიდევ მოქაჩა. ისევო, - უთხრა ბერმა. ზედმეტად რომ მოვქაჩო, მშვილდი გამიტყდებაო, - უთხრა ერისკაცმა. "ღვთის საქმის კეთებისასაც ამგვარად არის, თუ ზომაზე მეტ ტვირთს დავადებთ ძმებს, ისინიც შეიმუსრებიან. ამიტომ მათ ხანდახან ერთგვარად უნდა შევუმსუბუქოთ ცხოვრებაო". წმინდა მამის ნათქვამმა გული მოულბო ერისკაცებს და შინ სულიერად აღშენებულნი წავიდნენ.

* დასასრულ, ერთი საგულისხმო ამბავი გვსურს მოვუთხროთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავზე ზედმეტ ღვაწლს იდებენ. ფილოსოფოსი კონსტანტინ ლეონტიევი ბერად აღიკვეცა და კლიმენტი უწოდეს. მან თავის თავზე გამოსცადა, თუ რა ძალა აქვს წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას "დაუჯდომელს". ამის შემდეგ ოჯახ-ოჯახ დადიოდა და უკითხავდა ეშმაკეულებს. საოცარი წარმატება ხვდა წილად. სხვები კი განიკურნებოდნენ, მაგრამ თვითონ მას დაემართა ძლიერი სულიერი აშლილობა. და განიკურნა მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი წმინდანის, წმინდა ამბროსი ოპტელის ლოცვით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat